წმინდა მონენა, კილივის დედათა მონასტრის წინამძღვარი - ხსენება 6/19 ივლისს.
წმინდა მონენა, კილივის დედათა მონასტრის წინამძღვარი - ხსენება 6/19 ივლისს.

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

და გარდაიცვალა 517 ან 518 წელს. იგი დაიბადა დღევანდელი ჩრდილოეთ ირლანდიის დაუნის საგრაფოში: მამამისი, ადგილობრივი მმართველი, იყო მახტა, ხოლო დედა (ჩრდილოელი მეფის ასული) ატარებდა სახელს კომვი.

 

 

გადმოცემის თანახმად, ქალწული მონენა პირადად იცნობდა ირლანდიის ეკლესიის ისეთ სახელგანთქმულ წმინდანებს, როგორებიც იყვნენ წმინდა პატრიკი და წმინდა ბრიგიტა კილდარელი. ერთ-ერთი ვერსიით, წმინდა პატრიკმა მონენა მონათლა, როცა იგი ჩვილი იყო, ხოლო მოგვიანებით წმინდანი გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა ბრიგიტას ცნობილ მონასტერში კილდარში. ითვლება, რომ წმინდა პატრიკმა იწინასწარმეტყველა წმინდა მონენას მშობლებთან, რომ მისი დიდება გავრცელდებოდა მთელ ირლანდიის კუნძულზე და მას პატივს მიაგებდნენ საუკუნეთა დასასრულამდე. შემდგომში ირლანდიის მოციქულმა ის მონაზონად აღკვეცა. წმინდა მონენას ნათესავი იყო წმინდა იბარი (ხსენება 23 აპრილს) - ერთ-ერთი უადრესი ეპისკოპოსი-მისიონერი ირლანდიის მიწაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა წმინდა მონენა და მისი და-მონაზვნების თემი გარკვეული დროის განმავლობაში მოღვაწეობდა და სწავლობდა  წმინდა იბარის ხელმძღვანელობით, უექსფორდის საგრაფოში, ბეგერინის კუნძულზე მდებარე მონასტერში.

 

"წინასწარმეტყველ ილიას სულიერი ასული" და კილივის მონასტერი

 

წმინდა ქალწულმა მონენამ ქრისტესთვის თავისი სულიერი ღვაწლის უდიდესი ნაწილი აღასრულა სლივ-გალიონის მთაზე, რომელიც ჩამქრალი ვულკანია. ამის გამო მონენას ზოგჯერ უწოდებენ "წინასწარმეტყველ ილიას სულიერ ასულს". მთა მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის არმას საგრაფოს სამხრეთში და სიმაღლით 575 მეტრია. ამ მთის ძირში წმინდა დედა მონენამ მოგვიანებით დააარსა კილივის ( "მთის ეკლესია") დედათა მონასტერი და გახდა მისი პირველი მრავალწლიანი წინამძღვარი. თავდაპირველად წმინდანის საკრებულო შედგებოდა მხოლოდ 8 ახალგაზრდა მონაზვნისგან და ერთი ქვრივისგან, მაგრამ ცხოვრების ბოლოსთვის წმინდა მონენამ თავის გარშემო შეკრიბა 150-ზე მეტი მოწაფე.

 

მამა-ანაქორეტების მიბაძვით, განდეგილები მისცემოდნენ უკიდურესად მკაცრ ასკეზას, ცხოვრობდნენ უკიდურეს სიღარიბეში და იკვებებოდნენ ძალზე მწირად. თავიანთ ზეციურ მფარველებად განდეგილებმა აირჩიეს წინასწარმეტყველი ილია და იოანე ნათლისმცემელი.

 

იღუმენია მონენა განსაკუთრებით გამოირჩეოდა მოწყალებითა და დიდსულოვნებით მოყვასთა მიმართ: ის ზრუნავდა გაჭირვებულებზე, მისი ლოცვებით იკურნებოდნენ ავადმყოფები; ერთხელ მან განკურნა მუნჯი ადამიანი. გადმოცემის თანახმად, თავის მონასტერში წმინდა მონენამ აღზარდა და განასწავლა ლუგერი - ზემოხსენებული ქვრივი-მონაზვნის ვაჟი, რომელიც მასთან ერთად მოღვაწეობდა. შემდგომში ის გახდა ეპისკოპოსი.

 

თავდაპირველად კილივის მონასტრის გარშემო მიწებზე წარმართები ცხოვრობდნენ, რომლებიც სასტიკ ჩვეულებებს მისდევდნენ. თანდათანობით, მონაზვნური თემის მართალი ცხოვრების ხილვით, ბევრმა იწამა ქრისტე, მოინათლა და დაიწყო წმინდა მონენას მონასტერში სიმშვიდისა და ლოცვითი შეწევნის სათხოვრად მოსვლა. ამბობდნენ, რომ ცხოვრების ბოლოს განდეგილ მონენას ხშირად სტუმრობდნენ ანგელოზები.

 

ერთხელ მდიდარმა კაცმა კილივის მონასტერში ახალი ტანსაცმელი მოიტანა საჩუქრად, რადგან იღუმენიას და დებს  ძლიერ გაცვეთილი ტანსაცმელი ეცვათ, რომლებიც ძონძებს ჰგავდა. მაგრამ წმინდა მონენამ უარი თქვა საჩუქრის მიღებაზე, თქვა რა, რომ უზენაესი უზრუნველყოფს მათ ყველაფრით აუცილებელით. მან გაყიდა ახალი ტანსაცმელი, ხოლო ფული ღარიბებს დაურიგა.

 

მრავალი ისტორია მოგვითხრობს წმინდა მონენას გასაოცარ ასკეტურ ცხოვრებაზე. წმინდანმა თავის თემში შემოიღო იმდენად მკაცრი წესები მარხვისა, რომ ხმები დადიოდა, თითქოს სხვა წმინდანები დროდადრო სტუმრობდნენ მონასტერს, ღელავდნენ რა ასკეტების სიცოცხლისთვის. ღამღამობით წმინდა იღუმენიას ჩვეულებად ჰქონდა მთელი ფსალმუნის წაკითხვა, დგებოდა რა წყაროს ცივ წყალში, რომელიც მთის ფერდობზე მოედინებოდა.

 

თუმცა კილივი არ იყო წმინდა მონენას ერთადერთი მიღწევა ირლანდიაში. მან ქვეყანაში სხვა მონასტრებიც დააარსა, მაგალითად ფოხარტში ლენსტერის პროვინციაში აღმოსავლეთ ირლანდიაში - დღეს ის ლაუტის საგრაფოს მიეკუთვნება. გარდა ამისა, მას მიაწერენ ეკლესიებისა და მონასტრების დაარსებას შოტლანდიაში, თუმცა წმინდანი ალბათ არასდროს დატოვებდა თავის სამშობლოს. მაგრამ კილივის ზოგიერთი აღზრდილი მართლაც შეიძლებოდა გაეგზავნათ შოტლანდიაში, სადაც ყვაოდა მონაზვნობა ირლანდიური ნიმუშით, მონაზვნური თემების დასაარსებლად.

 

კილივის მონასტრის ისტორია წმინდა მონენას გარდაცვალების შემდეგ

 

წმინდა იღუმენია მონენა უფალთან მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, და მაშინვე მისი საფლავი კილივის მონასტერში გახდა მრავალრიცხოვანი მომლოცველების თაყვანისცემის ობიექტი, ხოლო თავად მონასტერი იქცა მონაზვნობის დიდ ცენტრად. შუა საუკუნეებში კილივი იყო ირლანდიის ყველაზე გავლენიან დედათა მონასტრებს შორის. საუკუნეების განმავლობაში იგი ინახავდა უნიკალურ სიწმინდეს: წმინდა მონენას სავარცხელს, რომლითაც ის თმას ივარცხნიდა წელიწადში ერთხელ დიდ ხუთშაბათს. მისი პირადი თოხი და მაჩვის ტყავისგან შეკერილი ანაფორაც ასევე თაყვანისცემით იყო მიღებული როგორც რელიქვიები.

 

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წმინდა მონენას გარდაცვალების შემდეგ მისი მონასტერი იმყოფებოდა "კულდეების" მონაზვნური მოძრაობის გავლენის ქვეშ, რომლებიც იბრძოდნენ ირლანდიის ეკლესიაში ძველი ასკეტური ტრადიციების შენარჩუნებისთვის.

 

პირველი სამონასტრო ეკლესია ხის იყო, მაგრამ VI საუკუნეში მას ჩაენაცვლა ქვის ტაძარი. 923 წელს მონასტერი დაესხნენ თავს წარმართი სკანდინავიელები და გაძარცვეს, მაგრამ შემდეგ მონაზვნური ცხოვრება აქ აღორძინდა და აქ მოღვაწეობდნენ ავგუსტინეს ორდენის მონაზვნები - XII საუკუნიდან 1542 წლამდე, როდესაც რეფორმაციის დროს მონასტერი დაიშალა.

 

წმინდა მონენას თაყვანისცემა გავრცელდა მთელ ირლანდიაში, მაგრამ განსაკუთრებით მისი ხსოვნა შენარჩუნებულია ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში.

 

ჩვენამდე მოაღწია მოწმობამ წმინდა მონენას გარდაცვალების შემდგომი სასწაულის შესახებ. ხის სამონასტრო ეკლესიის მშენებლობის დროს კილივის მეოთხე იღუმენიამ გააცნობიერა, რომ მათ არ შეეძლოთ მთიდან დიდი გრძელი მორის ჩამოტანა სახურავის ქიმისთვის. მან გულმხურვალე ლოცვა აღავლინა წმინდა მონენასადმი, ხოლო მეორე დილას დებმა დაინახეს მორი, რომელიც მიწაზე იდო მონასტრის გვერდით! შემდგომში, ნორმანდიული დაპყრობის შემდეგ, სწორედ ის მორი ინახებოდა მონასტერში როგორც რელიქვია.

 

წმინდა მონენასთან დაკავშირებული შემორჩენილი სიწმინდეები

 

კილივი მდებარეობს სლივ-გალიონის მთის ძირში, მის აღმოსავლეთ მხარეს, იდილიურ ადგილას მრავალი ისტორიული არტეფაქტით. წმინდა მონენას მონასტრიდან შემორჩა ნანგრევები, ასევე წმინდანის სავარაუდო საფლავი, რომელზეც მიუთითებს დიდი გრანიტის ფილა სასაფლაოს ჩრდილოეთ ნაწილში. ნანგრევებს შორის შეიძლება დავინახოთ ორი სამონასტრო ეკლესიის (დიდი და პატარა) კედლები და სხვა ნანგრევები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ შენობები შთამბეჭდავი ზომების იყო. ერთ-ერთი ეკლესია ნორმანდიელებამდელი იყო, რაც მას არმას საგრაფოს უძველეს შემორჩენილ საეკლესიო ნაგებობად აქცევს. ჩვენამდე ასევე მოაღწია დიდმა გრანიტის კარმა, თაღოვანმა ფანჯარამ და ანგელოზების გამოკვეთილმა ფიგურებმა.

 

როგორც წმინდა პატრიკმა იწინასწარმეტყველა, მონენას ხსოვნა და მისდამი სიყვარული განაგრძობს არსებობას ირლანდიაში მისი გარდაცვალებიდან 1500 წლის შემდეგაც.

 

წმინდა მონენას წყარო სლივ-გალიონის მთის ფერდობზე, მისი ყოფილი მონასტრის მახლობლად, დღემდე არსებობს. ყოველწლიურად მრავალი მომლოცველი სტუმრობს წმინდა მონენას საფლავს და წმინდა წყაროს მისი ხსენების დღეს. წყაროს წყალი (მდებარეობს სასაფლაოდან 450 მ სამხრეთ-დასავლეთით; მასთან მიდის ვიწრო ბილიკი) კურნავს თვალის დაავადებებს და სხვა სნეულებებს.

 

აღსანიშნავია, რომ IX საუკუნეში წმინდა ენგუს კულდეი, კლონენახის ეპისკოპოსი (ხსენება 11 მარტს), "წმინდანთა კალენდრის" და ირლანდიელი წმინდანების საპატივცემულოდ შექმნილი "ფელირეს" ჰიმნის ავტორი, ადიდებდა წმინდა მონენას ღვაწლს, უწოდებდა რა მას "მშვენიერ სვეტს", "რომელმაც (სულიერი) გამარჯვება მოიპოვა", მოიხვეჭა "სრულყოფილი უბიწოება" და დაიმსახურა "დიდი მარადქალწულ მარიამის ნათესავი გამხდარიყო".

 

სურათზე: წმინდა მონენას საფლავი.

 

სტატიის წყარო: ПРЕПОДОБНЫЕ АТТРАКТА КИЛЛАРАХТСКАЯ И МОНЕННА КИЛИВИЙСКАЯ




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
14.08.2024
წმინდა ეთელდრედას (Etheldreda, Audry) ხსენების დღეა 23 ივნისი (კელტური და ბრიტანული საეკლესიო კალენდრების მიხედვით);
06.07.2024
ღირსი იპომონას ხსენების დღეებია: 13 მარტი (ბერძნ.), 23 მარტი - გარდაცვალების დღე (სერბ. ), 29 მაისი (ბერძნ.) და იხსენიება ლაკონიის წმინდანთა კრებულში (ბერძნ.).
28.03.2024
იგი იყო სელ დაირის მონასტრის წინამძღვარი (ირ.Cill Daire - მუხის ეკლესია, თანამედროვე კილდარი, ირლანდია),
28.03.2024
ღირსი იღუმენია ფანხეა კილანელი, როსორელი (Fanchea, Fainche) მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ადრექრისტიანულ ირლანდიაში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat