წმინდა ენსვიტა ფოლკსტოუნელი (+640) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა ენსვიტა ფოლკსტოუნელი (+640) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა ენსვიტა ედბალდ კენტელის და მისი მეუღლის, ემა გალიელის ქალიშვილი იყო, შვილიშვილი - მეფე ეტელბერტ (ალბერტ) კენტელისა (616 წ. 25 თებერვალი), რომელიც ქრისტეს რწმენაზე მოაქცია თვით წმინდა ავგუსტინემ, ინგლისელების განმანათლებელმა. ახალგაზრდობაში წმინდა ენსვიტზე დიდი გავლენა მოახდინა ინგლისელმა მისიონერებმა წმინდა მღვდელმთავრებმა ლავრენტი კენტერბერიელმა, მელეტი ლონდონელმა, იუსტი როჩესტერელმა და უდავოდ მისმა დეიდამ წმინდა დედოფალმა ეტელბურგამ. წმინდა ენსვიტას ცხოვრება მოგვითხრობს, რომ ყოველთვის ისწრაფოდა ღვთის სამსახურისთვის. "მას ვერ წარიტაცებდა ამსოფლიური სიმდიდრე, გულით სწვდებოდა წმინდა წერილს, და მთელი სულით სწყუროდა ცათა სასუფეველი". უარი უთხრა მამას, როდესაც მან წარმართ მეფე ნორტუმბრიზე დაქორწინება შესთავაზა. ამის ნაცვლად ის გალიაში წავიდა, ფარმუტის მონასტერში, რათა მონაზვნური ცხოვრების ანბანი შეესწავლა. დაახლოებით, 630 წელს დაბრუნდა და მღვდელმთავრის ონორე კენტერბერიელის კურთხევით, დაბა ფოლკსტონის თეთრ ფრიალო კლდეებზე, დღევანდელ კენტის საგრაფოში ინგლისში პირველი დედათა მონასტერი დააარსა. ამ მონასტრის მთავარი ტაძარი მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობისა იყო. მონასტრის პირველი წინამძღვარი დედა ენსვიტა გახდა. შესაძლოა მას მხარს უჭერდნენ თავიანთი დარიგებებით გალიელი მონაზვნები. მონაზვნები მოუკლებლად აკურთხებდნენ და მადლობდნენ ღმერთს წმინდა სარწმუნოებისათვის, რომელიც წმინდა ავგუსტინე მოციქულმა მიიტანა. წინამძღვარი ენსვიტა დედობრივად ზრუნავდა თავის მონაზვნებზე. მან რამდენიმე სასწაული მოახდინა: ერთხელ კლდეს მსუბუქად დაჰკრა კვერთხი და იმწამსვე წყარო წამოადინა, სხვა დროს კი ბრმა ქალი განკურნა, შეპყრობილისგან ეშმაკი განდევნა. წმინდა ენსვიტა შედარებით ახალგაზრდა ასაკში აღესრულა, 640 წლის 31 აგვისტოს. მისი ხსენება აღესრულება 31 აგვისტოს (13 სექტემბერს) და ადგილობრივად 12/25 სექტემბერს. წმინდანი თხზავდა საეკლესიო კანონებს და ლოცვებს. დაახლოებით 865 წელს მისი მონასტერი დაანგრიეს დანიელმა დამპყრობელებმა. 927 წელს ეკლესია აღადგინა ეტელსტანმა, რომელიც 1052 წელს დაანგრია გრაფმა გოდვინმა. 1095 წელს ამ ადგილას ააშენეს ნორმანული მონასტერი, მაგრამ ის ფრიალო, სადაც მონასტერი იდგა მალე ზღვამ დაჰფარა. თუმცა 1138 წელს კუნძულის სიღრმეში აშენდა ახალი ეკლესია, წმინდა მარიამის და წმინდა ენსვიტას სახელობისა. იმავე წლის 12 სექტემბერს წმინდა ენსვიტას წმინდა ნაწილები ამ ეკლესიაში გადაასვენეს. მას მერე 12 სექტემბერს აქ წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავენ ხოლმე. ქალაქ ფოლკსტონის მფარველის წმინდა ენსვიტას თაყვანისსაცემად შუა საუკუნეებში უამრავი მომლოცველი მოდიოდა ხოლმე, მაგრამ ინგლისური რეფორმაციის დროს წმინდანის სხეული გადამალეს, და დროთა განმავლობაში მივიწყებული იქნა მისი ადგილსამყოფელი. მაგრამ ღვთის წყალობით XII საუკუნის ტყვიის ლუსკუმა, რომელშიც წმინდა ენსვიტას წმინდა ნაწილებია ჩასვენებული, აღმოაჩინეს 1885 წლის 17 ივლისს, აღდგენითი სამუშაოების დროს - ტაძრის ჩრდილოეთ კედელში იპოვეს. წმინდანის სხეული ახლა იმავე ლუსკუმაშია ჩასვენებული და ფოლკსტონში ინახება. მის თაყვანისსაცემად მრავალი მართლმადიდებელი მიდის.

აქვე წაიკითხეთ: წმ. ენსვიტა ფოლკსტოუნელი (+ დაახლ. 640) - ხსენება 31 აგვისტოს (13 სექტემბერი)


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat