წმ. ფელიქს ბურგუნდიელი (+ 648) - ხსენება 08 (21) მარტს.
წმ. ფელიქს ბურგუნდიელი (+ 648) - ხსენება 08 (21) მარტს.
წმინდა ფელიქსის ხსენების დღეა 8 მარტს (კელტური და ბრიტანული, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)

წმინდა ფელიქსი, აღმოსავლეთ ანგლიის მოციქული, დაიბადა გალიის (ამჟამინდელი საფრანგეთის) ბურგუნდიის რეგიონში. სწორედ მან მოაქცია სიგებერტი (27 სექტემბერი), აღმოსავლეთ ანგლიის მეფე, როდესაც ის გალიაში იყო გადახვეწილი. იგი იძულებული გახდა იქ გაქცეულიყო, რათა თავი გადაერჩინა თავისი ნათესავების ინტრიგებისგან.

როდესაც წმინდა სიგებერტს (ან სიგერბერჰტს, რაც ნიშნავს "ნათელ გამარჯვებას") მოუწოდეს სამშობლოში დაბრუნებულიყო წინაპართა გვირგვინის მოსაპოვებლად, მან თავის სულიერ მამას, წმინდა ფელიქსს მიწვევა გაუგზავნა, გალია დაეტოვებინა და დახმარებოდა თავისი კერპთაყვანისმცემელი ქვეშევრდომების ქრისტიანობაზე მოქცევაში. წმინდა ფელიქსი 631 წელს ეპისკოპოსად აკურთხა კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა ჰონორიუსმა (30 სექტემბერი), რომელმაც იგი აღმოსავლეთ ანგლიაში გაგზავნა საქადაგებლად.

ახალი ეპისკოპოსი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თავის მსახურებაში. ჩვიდმეტი წლის შემდეგ მან თითქმის მთელი რეგიონი მოაქცია. მან დააარსა ეკლესიები, მონასტრები.მეფე სიგებერტის დახმარებით დააარსა ვაჟთა სკოლა და იქ მასწავლებლები მოიწვია კენტერბერიდან. ამის გამო, ზოგიერთი მას კემბრიჯის უნივერსიტეტის დამაარსებლად მიიჩნევს. წმინდა ფელიქსმა ასევე დააარსა სკოლები ფელიქსტოუში და ფლიქსტონში, ანუ ფელიქსტონში.

ორი წლის შემდეგ, მეფე სიგებერტმა უარი თქვა ტახტზე თავისი ბიძაშვილის ეგრიკის სასარგებლოდ და შევიდა მონასტერში კნობერსბურგში, ამჟამინდელ ბურგ კასლში საფოლკში, მონასტერში, რომელიც მან დააარსა წმინდა ფერსისთვის, ანუ ფურსასთვის (16 იანვარი), რომელიც იქ დაახლოებით ათი წელი ცხოვრობდა. 642 წელს, მას შემდეგ რაც წმინდა სიგებერტი მოკლეს ბრძოლაში მერსიის მეფე პენდასთან, წმინდა ფურსამ პილიგრიმობა მოაწყო რომში. შემდეგ იგი გაემგზავრა გალიაში, სადაც დააარსა მონასტერი ლანი-სურ-მარნში, პარიზის მახლობლად, დაახლოებით 644 წელს.

წმინდა ფელიქსი გარდაიცვალა 648 წელს და დაკრძალეს დანვიჩში, მაგრამ მისი ნაწილები გადაიტანეს რემსის სააბატოში ჰანტინგდონშირში 971 წელს. წმინდა ფელიქსმა თავისი სახელი მისცა ფელიქსტოუს საფოლკში და ფელიქსკირკს იორკშირში. მას ახსენებს წმინდა ბედა ("ინგლისის ეკლესიისა და ხალხის ისტორია", წიგნი 3, თავები 18 და 20).

დანვიჩი ოდესღაც დიდი ქალაქი იყო, ორმოცდათორმეტი რელიგიური დაწესებულებით, მაგრამ თანდათანობით ზღვამ შთანთქა. სამრეკლოების ნაშთები დღესაც შეიძლება დაინახოთ, წყალქვეშ, ნაპირიდან დაახლოებით ხუთი მილის დაშორებით.

სტატიის წყარო: ФЕЛИКС БУРГУНДСКИЙ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat