წმ. ნონი უელსელი (VI ს.) - ხსენება 03 (16) მარტს.
წმ. ნონი უელსელი (VI ს.) - ხსენება 03 (16) მარტს.
წმინდა დედა ნონი (ან ნანი, ან ნონა, ან ნონიტა) იყო კინირ კაერ გუხელის ასული, მენევიიდან, დასავლეთ უელსიდან. დედას ანა ერქვა და გახლდათ გვრთეფირ ფენდიგაიდის ასული. კინირი იყო ქვე-მეფე რეგიონისა, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა როგორც პებიდიოგი, ან დევისლენდი. ის ასევე იყო წმინდანების გვენის (ვენის), ბანჰადლენისა და გვესტლანის ან გუისტლიანუსის, ძველი მენევიის ეპისკოპოსის მამა.

ნონი, რომელიც იყო ძალიან ლამაზი ქალწული, გახდა მონაზონი ტი გვინის მონასტერში მაუკანში, უაითსენდ ბეის ახლოს. ერთხელ მას შეხვდა სანტი, ან სანქტუსი, კერედიგიონის ხალხის მეფე, მასში შეყვარებული, მან გააუპატიურა ის მდელოზე. ამ გაუპატიურების შედეგად დაიბადა დიდი წმინდა დავითი, ან დევი, როგორც უელსელები მას უწოდებენ. ამბობენ, რომ წმინდა დავითის ჩასახვის დროს ორი დიდი ქვა, რომლებიც მანამდე იქ არ ყოფილა, გამოჩნდა, ერთი წმინდა ნონის თავთან და მეორე მის ფეხებთან. ასევე, წყარო ამოვიდა სამლოცველოს ახლოს, რომელიც დღემდე არსებობს და რომლის წყალსაც სამკურნალო თვისებები აქვს. ამ დროიდან, უელსური ტრადიციის თანახმად, ის ცხოვრობდა პურითა და წყლით, და აღარასოდეს შეხებია მამაკაცს. თუმცა, ირლანდიური ტრადიციის თანახმად, ის ასევე იყო მაგნას, წმინდა სეტნას დედის, და მორის, წმინდა ელტინის დედის, დედა. ამის გამო თანამედროვე ავტორიტეტებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ის დაქორწინებული იყო სანტზე და მონაზონი გახდა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ.

ერთხელ ორსული წმინდა ნონი შევიდა ეკლესიაში, რათა მოწყალება შეეწირა თავისი შვილის დაბადებისთვის. ტრადიციის თანახმად, ეს იყო კაერმორფას ეკლესია მორფა ესგობში. იმ დროს ვინმე მქადაგებელი - სხვადასხვა მოსაზრებით, ეს იყო წმინდა გილდასი, წმინდა აილბი, ან წმინდა პატრიკი - ქადაგებდა ეკლესიაში. როდესაც დედა შევიდა, მას ხმა ჩაუწყდა. როდესაც მრევლმა ჰკითხა, თუ რატომ შეწყვიტა ქადაგება და გაჩუმდა, მან უპასუხა: "მე შემიძლია გელაპარაკოთ ჩვეულებრივ საუბარში, მაგრამ ვერ ვახერხებ ქადაგებას. მაგრამ გადით გარეთ და ნება მომეცით დავრჩე აქ მარტო, ვნახოთ, შევძლებ თუ არა ქადაგებას ამ პირობებში." მრევლი გავიდა გარეთ, მაგრამ ნონი არ გავიდა და კუთხეში დაიმალა, სურდა რა მოესმინა მისი სიტყვები. მაშინ მქადაგებელმა კვლავ ვერ შეძლო ქადაგება. შეშინებულმა ხმამაღლა შესძახა: "შევფიცავ ყველას, ვინც ჩემგან იმალება, გამოაჩინოს თავისი თავი და გამეცნოს." ქალმა უპასუხა: "მე ვიმალები აქ." მაშინ უფლის მღვდელმა თქვა: "გადი გარეთ და მრევლი შემოვიდეს ეკლესიაში." ისინი ასე მოიქცნენ, და მან იქადაგა თავისი ჩვეული მანერით თავისუფალი ენით. შემდეგ ნონის როცა ჰკითხეს, აღიარა, რომ ორსულად იყო; და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ის მოავლენდა ქვეყანაზე ისეთ ადამიანს, რომლის სწავლებაც აღემატებოდა ბრიტანეთის ყველა მასწავლებლის სწავლებას.

მეზობლად იყო მმართველი, რომელსაც მაგებისგან ჰქონდა გაგონილი, რომ ბიჭი უნდა დაბადებულიყო მის სამეფოში, რომლის ძალაუფლებაც მთელ ქვეყანაზე გავრცელდებოდა. მათ ასევე უთხრეს, სად უნდა დაბადებულიყო, ამიტომ ის წავიდა იქ სათვალთვალოდ. იმავე დღეს, წმინდა ნონი სეირნობდა გზაზე, რომელიც ყრმის დაბადების ადგილისკენ მიდიოდა. გადმოცემის თანახმად, წმინდა დავითი დაიბადა ჰენვინივის კლდის მწვერვალზე საშინელი ქარიშხლის დროს. მშობიარობა იმდენად მძიმე იყო, რომ კლდეზე დარჩა წმინდა ნონას თითების კვალი. როდესაც ბავშვი დაიბადა, მეხი დაეცა კლდეს და ორად გაპო იგი. ადგილი, სადაც დედა იწვა და კვნესოდა, ბრწყინავდა კაშკაშა შუქით, თითქოს მზით იყო განათებული. იმ ადგილას აშენდა ეკლესია, რომლის ნანგრევებიც დღემდე შეიძლება ვიხილოთ.

შვილის დაბადებიდან გარკვეული დროის შემდეგ, წმინდა ნონმა წაიყვანა ის ალტარნონში, კორნუოლში, შესაძლოა იმიტომ, რომ მისი და, წმინდა გვენი, იყო სელიფის, კორნუოლის ჰერცოგის ცოლი, რომელიც ცხოვრობდა გალევიკში, "ტამარსა და ლინჰერს შორის". არის ლამაზი ძველი ეკლესია, მიძღვნილი მისადმი ალტარნონში, წმინდა წყაროთი და ძველი მდგარი ჯვრით, და კიდევ ერთი ეკლესია მისი სახელით ბრადსტონში, დევონში, ტამართან. არის კიდევ წმინდა წყაროები, მიძღვნილი მისადმი პელინტში, ბოიტონში, გრამპაუნდსა და პორტსკატოში, ასევე წმინდა დავითის რეგიონში, უელსში.

კორნუოლის ტრადიციის თანახმად, წმინდა ნონის სხეული განისვენებს ალტარნონში. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ის გარდაიცვალა მეექვსე საუკუნის რომელიღაც დროს თავისი მიწიერი მოგზაურობის ბოლო ადგილას, დირინონში, ბრესტის ახლოს ფინისტერში, ბრეტანში, სადაც არის სამლოცველო მისი საფლავით და წმინდა წყარო. დირინონში ასევე ნაჩვენებია კლდე, რომელზეც ის ჩვეულებრივ მუხლებზე დგებოდა სალოცავად, სანამ არ დატოვა თავისი მუხლების ანაბეჭდი მასზე. ბრეტონული ტრადიციის თანახმად, ბევრი სასწაული მოხდა მის საფლავთან, და ბრეტონელები მას უფრო მეტად სცემენ თაყვანს, ვიდრე მის შვილს.

წმინდა ნონის ხსენების დღეა 3 მარტი.

წმინდა დედაო ნონი, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!

ტექსტის წყარო:

НОННА ВАЛЛИЙСКАЯ

SAINT NON, NUN OF CORNWALL


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat