წმინდა მოწამე ოსვალდი, ნორტუმბრიის მეფე (+642) - 05 (18) აგვისტო
წმინდა მოწამე ოსვალდი, ნორტუმბრიის მეფე (+642) - 05 (18) აგვისტო
წმინდა ოსვალდი, რომლის სახელიც ძველგერმანულიდან თარგმანში ნიშნავს "მმართველ ღმერთს", დაიბადა დაახლოებით 604 წელს. ის იყო მეორე შვიდ შვილს შორის ეთელფრიტისა (Æthelfrith), ბერნიციისა და დეირას ანგლო-საქსონი მეფისა - ორი მხარისა, რომლებმაც შემდგომში შეადგინეს ნორთუმბრია. ოსვალდის დედა იყო აჰა (Acha) დეირას სამეფო გვარიდან. თავად ოსვალდი იყო წმინდა ებას ძმა და წმინდა ეთელრედას ძმისწული.

ის თერთმეტი წლის იყო, როდესაც მამამისი ბრძოლაში მოკლეს, და ბიჭი გაიქცა იონას მონასტერში, რომელიც დააარსა წმინდა კოლუმბამ, სადაც მიიღო წმინდა ნათლობა. 633 წელს ოსვალდის ძმა ენფრიტი (Eanfrith), რომელიც მოკლე ხნით იყო ბერნიციის მეფე, მოკლეს მშვიდობის მოლაპარაკებების დროს. 634 წელს ჰევენფილდის ბრძოლაში ოსვალდმა, პატარა არმია შეკრიბა რა, გაიმარჯვა ბრიტ კადვალონ აპ კადფანზე (Cadwallon ap Cadfan), გვინედის მეფეზე, და დაბრუნდა ტახტზე. ბრძოლის წინ მან დაამაგრა ხის ჯვარი, რომლის წინაშეც დიდხანს ილოცა. "წმინდა კოლუმბას ცხოვრება" დაწერილი ადომნანის (Adomnán) მიერ ასევე გვამცნობს თავად მეფე ოსვალდის მონათხრობს, რომელსაც ჰქონდა ხილვა წმინდა კოლუმბასი ბრძოლის წინა ღამეს, რომელშიც წმინდანმა უთხრა მეფეს:

"იყავი ძლიერი და გამხნევდი. აჰა, მე ვიქნები შენთან. ამ ღამეს გამოდი შენი ბანაკიდან საბრძოლველად, რადგან უფალმა მომანიჭა, რომ შენი მტრები გაიქცნენ და კადვალონი, შენი მტერი, შენს ხელში ჩავარდეს და ბრძოლაში გამარჯვება შენი იყოს და იმეფო ბედნიერად."

ოსვალდმა გაამხილა თავისი ხილვა სამხედრო საბჭოზე და მისმა თანამებრძოლები დათანხმდნენ მიეღოთ წმინდა ნათლობა ბრძოლის შემდეგ. ამგვარად ბრიტები საბოლოოდ დაემორჩილნენ ანგლო-საქსონ მოსულებს, ოსვალდი გახდა ნორთუმბრიის მეფე და ასევე მართავდა ბრიტებს, პიქტებსა და შოტლანდიელებს, ხოლო მართლმადიდებლური რწმენა გავრცელდა ყველა ხალხს შორის.

რწმენაში დასამოძღვრად ოსვალდმა მოიწვია შოტლანდიელი ბერები და წმინდა აიდანი თავის მიწებზე სახარების საქადაგებლად. მისი მიწების სულიერ ცენტრად იქცა ლინდისფარნის მონასტერი, დაარსებული მეფისა და წმინდა აიდანის მიერ დაახლოებით 635 წელს. აიდანის სახარებისეულ ღვაწლში მეფე ოსვალდი ემსახურებოდა კელტ წმინდანს მთარგმნელად ინგლისურ ენაზე.

უესექსის მეფის კინეგილსის (Cynegils) ასულ კინებურგაზე (Kyneburga) დაქორწინების შემდეგ, წმინდა მეფემ დაარწმუნა ეს უკანასკნელი მიეღო წმინდა ბირინი და მიეცა მისთვის ქადაგების შესაძლებლობა. ბედა პატივცემულის თანახმად, თავად მეფე, ბირინისგან დარიგებების მიღების შემდეგ, "განიწმინდა ცოდვებისგან ნათლისღების წყლებში მთელ თავის ხალხთან ერთად. ისე მოხდა, რომ ოსვალდი, უწმინდესი და გამარჯვებული ნორთუმბრიელთა მეფე, ესწრებოდა ამას და გახდა მეფის ნათლია. ჭეშმარიტად, მათი მეგობრობა სასურველი იყო ღვთისთვის; ეს კაცი, რომლის ასულიც ოსვალდმა მოგვიანებით ცოლად შეირთო, იმ დღეს ახალი დაბადებისა და ქრისტესკენ მოქცევის შემდეგ მის მიერ თავის შვილად იწოდა. ორივე მეფემ ეპისკოპოსს რეზიდენციისთვის უბოძა ქალაქი დორკიკი".

თავისი გამარჯვებებით ოსვალდმა მოიპოვა ინგლისის ყველა საქსის მეფის აღიარება. ადომნანი მასზე საუბრობს როგორც "ღვთის მიერ რჩეულ მთელი ბრიტანეთის იმპერატორზე" და მისი მმართველობის რვა წელი შევიდა ინგლისის იმ წლების ისტორიაში, როგორც იშვიათი პერიოდი თითქმის სრული გაერთიანებისა.

გადმოცემის თანახმად, ოსვალდი გამოირჩეოდა დიდი მოწყალებით. ასე, ერთხელ აღდგომას, როდესაც სადილობის დროს მას შეატყობინეს, რომ ღარიბები კარიბჭესთან მოწყალებას ითხოვდნენ, მან ბრძანა გაეტანათ მათთვის მთელი საკვები და გატეხა ვერცხლის თეფში, რათა მისი ნაწილები ღატაკებისთვის დაერიგებინათ. მაშინვე წმინდა აიდანმა ასწია მეფის მარჯვენა ხელი და თქვა: "ნუ დაიღუპება ეს ხელი უკუნისამდე."

წმინდა ოსვალდი დაეცა ბრძოლაში მერსიელებთან, რომელთაც ხელმძღვანელობდა მეფე პენდა. ეს მოხდა მეზერფილდთან 642 წლის 5 აგვისტოს,მაშინ ის 38 წლის იყო. მეფის სხეული დაასახიჩრეს და ასეთი სახით გამოფინეს საყოველთაო სანახაობად, რის გამოც მას ასევე პატივს მიაგებენ როგორც მოწამეს.

წმინდა ოსვალდის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, მისმა ძმამ და მემკვიდრემ, ოსვიუმ, ამოიღო მისი ნაწილები. ოსვალდის პატიოსანი თავი დაისვენა ლინდისფარნში. შემდგომში ის გადაიტანეს დარემის საკათედრო ტაძარში, სადაც მოგვიანებით დაკრძალეს წმინდა კუტბერტ ლინდისფარნელი. ოსვალდის ხელები შემდგომში ინახებოდა ბამბურგში, ამასთან, მარჯვენა ხელი დარჩა უხრწნელი აიდანის წინასწარმეტყველების თანახმად. დასახიჩრებული სხეული გადასცეს ბარდნის მონასტერს, რის შესახებაც ბერებმა შეიტყვეს მისგან გამომავალი სინათლის სვეტით. მეფე ოფფა მერსიელმა ნება დართო მოერთოთ წმინდა ოსვალდის საფლავი. ვიკინგების თავდასხმისა და მონასტრის დანგრევის შემდეგ ნაწილები ხელახლა დაკრძალეს გლოსტერში.

ლინდისფარნელმა ბერებმა გაავრცელეს ოსვალდის ხსენება კონტინენტზეც. კერძოდ, მისი ნაწილები ინახება ჰილდესჰაიმის ქალაქის მონასტერში.

მეფის თაყვანისცემა დაიწყო მისი გარდაცვალებისთანავე. წმინდა ბედა პატივცემული გვამცნობს, რომ მისი სიკვდილის ადგილიდან აღებულ მიწას განმკურნებელად თვლიდნენ, და მალე იქ წარმოიქმნა ადამიანის სიმაღლის სიღრმის ორმო. რეგინალდ დარემელი ასევე გვატყობინებს სხვა სასწაულის შესახებ. მისი მონათხრობის მიხედვით, წმინდანის მარჯვენა ხელი წაიღო ფრინველმა. ხე, რომელზეც ის დაჯდა, გაცოცხლდა, ხოლო იმ ადგილიდან, სადაც ფრინველმა დააგდო წმინდანის ხელი, ამოხეთქა ნაკადულმა. შემდგომში როგორც ხე, ისე ნაკადული განთქმული გახდა განკურნებებით.

ოსვალდი ითვლება ინგლისის სამეფო გვირგვინის, პირუტყვის, მომკელების მფარველად; მას ევედრებოდნენ ჭირის დროს.

აქვე წაიკითხეთ:

წმ. ოსვალდ ნორთუმბრიელი, მეფე და მოწამე

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat