წმ. ვიტბურგა ჰოლკემელი (+ დაახლ. 743) - ხსენება 17 (30) მარტს.
წმ. ვიტბურგა ჰოლკემელი (+ დაახლ. 743) - ხსენება 17 (30) მარტს.
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)

წარმომავლობა და ბავშვობა

წმინდა ვიტბურგა (ვიტბურგი) იყო აღმოსავლეთ ანგლიის ღვთისმოსავი მეფის ანას (მეფობდა 635-დან 653/654 წლამდე) უმცროსი ქალიშვილი. გადმოცემით, მას ჰყავდა ექვსი წმინდანი ქალიშვილი და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა მერსიის წარმართი მეფის პენდას ხელით. წმინდა ვიტბურგას დებს შორის იყო ღირსი ეთელდრედა, რომლის უხრწნელი მარჯვენა დღემდე განისვენებს ილის ქალაქის ეკლესიაში. ვიტბურგას ცხოვრების წყაროებია "ანგლო-საქსური ქრონიკა", ძველი გადმოცემები და ლათინური ხელნაწერი "Liber Eliensis" ("ილის წიგნი") - ქრონიკა, შედგენილი ილის მონასტერში კემბრიჯშირში XII საუკუნის დასაწყისში, რომელიც სხვა მასალებთან ერთად შეიცავს აღმოსავლეთ ანგლიის რამდენიმე წმინდანი ქალის ცხოვრებათა მოკლე აღწერას.

როდესაც წმინდა ვიტბურგას მამა დაიღუპა, ის ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო. გადმოცემით, ის აღზარდა ძიძამ მამის მამულში ჰოლკჰემში - დღევანდელ სოფელში ნორფოლკის საგრაფოს ჩრდილოეთ სანაპიროზე. XII საუკუნის ცხოვრება მოგვითხრობს, რომ პატარა ვიტბურგას უყვარდა ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე სხვა ბავშვებთან თამაში. ერთხელ თამაშისას ვიტბურგამ ქვიშაში არეული კენჭები გროვად დააწყო, რომელიც უცებ გაიზარდა. წმინდანმა ჯვარი გადასახა - და მას შემდეგ ვერავინ შეძლო მისი დანგრევა. ღირსის ძიძამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას წმინდა ტაძარი აშენდებოდა, და მისი წინასწარმეტყველება აღსრულდა. VIII საუკუნეში ჰოლკჰემში მართლაც აღიმართა წმინდა ვიტბურგას სახელობის ტაძარი ბორცვზე.

ღვთისმშობელთან ურთიერთობა და ორი ირემი

წმინდა ვიტბურგა გარკვეული დროის განმავლობაში მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა განდეგილად ჰოლკჰემში, და მისი სულიერი ღვაწლის სახსოვრად ამ ადგილს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სახელი გადაერქვა ვიტბურგსტოუდ ("ვიტბურგას წმინდა ადგილი"). მოგვიანებით ის გადავიდა სოფელ დერჰემში (ადრე - აღმოსავლეთ დერჰემი) ცენტრალურ ნორფოლკში, სადაც დარჩა თავისი დღეების ბოლომდე. წმინდანი ამ ადგილას წმინდა ცხოვრებას ეწეოდა და დააარსა პატარა დედათა მონასტერი, შეკრიბა რა ღვთისადმი ერთგული მონაზვნების თემი. წერდნენ, რომ წმინდა ვიტბურგას გარდაცვალების დროისთვის მონასტრის მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. როგორც ჩანს, სავანე ზრუნავდა რაიონის მცხოვრებთა განათლებაზე, მხარდაჭერასა და სულიერ მოძღვრობაზე. აღსანიშნავია, რომ წმინდა ვიტბურგას განდეგილური ცხოვრების განმავლობაში მას არაერთხელ გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ამგვარად, წმინდა ვიტბურგა არის ერთ-ერთი რამდენიმე მაგალითიდან ადრეული ინგლისელი წმინდანებისა, რომლებიც ღირსნი გახდნენ ზეციურ დედოფალთან ურთიერთობისა და საუბრისა (სხვა მაგალითია წმინდა ეგვინ ვუსტერელი, ქვეყნის დასავლეთში ივშემის მონასტრის დამაარსებელი).

გადმოცემით, ერთხელ მშენებლობის დროს წმინდა ვიტბურგას არაფერი ჰქონდა მუშებისა და დების გამოსაკვებად, გარდა გამხმარი პურის ნარჩენებისა. წმინდანი დაჟინებით ლოცულობდა, და ღვთისმშობელი გამოეცხადა მას ხილვაში და უბრძანა რამდენიმე და გაეგზავნა ახლომდებარე წყაროსთან.

მეორე დილით მონაზვნები მივიდნენ წყაროსთან და დაინახეს ორი ირემი (სხვა ვერსიით: შველი). მათ ნება დართეს მონაზვნებს მოეწველათ ისინი და სასწაულებრივად ბევრი რძე მისცეს. ირმები მოდიოდნენ წყაროსთან ყოველ დილით და წველიდნენ მათ. ისინი უზრუნველყოფდნენ მონასტერს, მის მუშაკებს და სტუმრებს რძით მრავალი წლის განმავლობაში. კარაქისა და ყველის მარაგი თემში არასოდეს ილეოდა. ასე გახდა დერჰემი ინგლისის ერთ-ერთი წმინდა ადგილი, დაკავშირებული ღვთისმშობლის სასწაულებრივ გამოცხადებასთან. (ის მდებარეობს 15 მილზე ნაკლები მანძილით დაშორებულ სოფელ უოლზინგემიდან, სადაც, გადმოცემით, 1061 წელს ღვთისმშობელი გამოეცხადა ნორმანდიელ არისტოკრატ რიშელდის დე ფავერშს. ასე გაჩნდა ინგლისში ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე: ნაზარეთის ოთახის ზუსტი ასლი, სადაც ქალწულ მარიამს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი კეთილი უწყებით, რომ ის გახდებოდა მსოფლიოს მაცხოვრის დედა. უოლზინგემში ასევე არსებობდა მონასტერი, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ქანდაკება და წმინდა წყარო).

კაცობრიობის მტერმა, რომელმაც დაინახა ვიტბურგას მკაცრი ასკეტური ღვაწლი, გადაწყვიტა შური ეძია მასზე, მოქმედებდა რა მიწიერი ადამიანის მეშვეობით. ასე მიწათმფლობელი, რომლის მიწებზეც მდებარეობდა დერჰემის მონასტერი, დაემორჩილა ცდუნებას, შეშურდა ვიტბურგასი და განიზრახა ზიანი მიეყენებინა მისთვის. ის თავისი მეძებრებით დაედევნა ირმებს და გზა გადაუღობა წყაროსკენ. მაგრამ ამითაც არ შეჩერებულა ეშმაკის მიერ დამარცხებული ადამიანი: მან გადაწყვიტა ცხოველების მოკვლა. მაგრამ იმავე დღეს, როდესაც აპირებდა თავისი ბოროტი გეგმის განხორციელებას, მას ზეციური სასჯელი დაატყდა თავს: ცხენმა უეცრად გადმოაგდო, ის დაეცა, კისერი მოიტეხა და გარდაიცვალა. ეს ისტორია გამოსახულია დაფაზე დერჰემის ცენტრში დღემდე. ამ და სხვა სასწაულების შესახებ მოსმენის შემდეგ, სულ უფრო მეტი ადამიანმა დაიწყო წმინდა ვიტბურგასთან მოსვლა რჩევისთვის.

გარდაცვალების შემდგომი თაყვანისცემა და წმინდა ნაწილების გადასვენება

ღირსი განდეგილი ვიტბურგა მიიცვალა 17/30 მარტს 743 წელს ღრმა მოხუცებულობაში და დაკრძალეს მის მიერ დაარსებული ეკლესიის სასაფლაოზე დერჰემში. 55 წლის შემდეგ, 798 წელს, "ანგლო-საქსური ქრონიკის" მოწმობით, წმინდა ვიტბურგას ნაწილები ამოიღეს საფლავიდან და გადაასვენეს ეკლესიაში. წმინდანის ნეშტი აღმოჩნდა სრულიად უხრწნელი [1]. წმინდანის თაყვანისცემა იზრდებოდა და ასობით ადამიანი ყველა მხრიდან მოედინებოდა წმინდანის ნაწილებთან განკურნებისა და ნუგეშისთვის.

X საუკუნეში ინგლისში დაიწყო მონაზვნობისა და ღვთისმოსაობის აღორძინების პერიოდი IX საუკუნის ვიკინგების თავდასხმების შედეგად გამოწვეული განადგურების შემდეგ. იმავე საუკუნეში დაცემის შემდეგ კვლავ გაიხსნა დიდი მონასტერი ილიში, სადაც საზეიმოდ მოათავსეს წმინდა ეთელდრედას (მისი დამაარსებელი 673 წელს), მისი უფროსი დის სექსბურგასა და დისშვილის ერმენილდას (ერმენჰილდას) წმინდა ნაწილები. 974 წელს ილის მონასტრის წინამძღვარმა ბრიტნოტმა საჭიროდ ჩათვალა თავის მონასტერში გადაესვენებინა ეთელდრედას უმცროსი დის - ვიტბურგას ნაწილებიც და მოეთავსებინა მათ გვერდით. გადმოცემით, ეს გაკეთდა საიდუმლოდ ღამით, თანაც დერჰემის მცხოვრებთა ნების საწინააღმდეგოდ.

მოქალაქეები დაიწყეს დანაკარგის გლოვა, მაგრამ იმავე დღეს წმინდა ვიტბურგას ყოფილი საფლავიდან ეკლესიის გვერდით ამოხეთქა წმინდა სამკურნალო წყარომ. სასწაული ასე აღიქვეს: წმინდანმა ანუგეშა მორწმუნეები მწუხარებაში, როდესაც მათ მოუწიათ მისი მიწიერი ნეშტის დათმობა, და არ დატოვა ისინი თავისი დახმარების გარეშე. წყარო აკურთხეს წმინდა ვიტბურგას სახელზე, და მრავალი საუკუნის განმავლობაში მისი წყალი კურნავდა სხვადასხვა დაავადებას, იზიდავდა რა მომლოცველთა მასებს. ამ საოცარი წყაროს წყალი ყოველთვის რჩებოდა სუფთა, და ის არასდროს დაშრობილა, თვით ყველაზე ცხელ ამინდშიც კი, 1000 წლის განმავლობაში! და ეს წყარო შემორჩენილია დღემდე.

წმინდა ვიტბურგას თაყვანისცემა მისი ნაწილების ილიში გადასვენების შემდეგ გრძელდებოდა ამ ქალაქში, თუმცა მის მთავარ მფარველად ყოველთვის რჩებოდა წმინდა ეთელდრედა. "ილის ქრონიკებში" ჩაწერილია, რომ წმინდა ვიტბურგას ნაწილები გახსნეს 1102 წელს და გადაასვენეს სხვა ადგილას იმავე ეკლესიაში, ხოლო კიდევ ოთხი წლის შემდეგ მოათავსეს ახალ უზარმაზარ ეკლესიაში ილიში (დღეს ეს არის ილის ანგლიკანური ეკლესიის საკათედრო ტაძარი) ეთელდრედასა და სხვა ადგილობრივ წმინდანთა ნაწილებთან ერთად. მაშინვე აღმოაჩინეს, რომ წმინდა სექსბურგასა და ერმენილდას სხეულები იმ დროისთვის ძვლებამდე იყო გახრწნილი, წმინდა ეთელდრედას სხეული დარჩა მთელი და უვნებელი, ხოლო წმინდა ვიტბურგას სხეული არა მხოლოდ სრულიად არ შეცვლილა, არამედ რჩებოდა ახალი და თან მოქნილი კიდურებით! ის გამოიყურებოდა როგორც ცოცხალი! ამის შესახებ მოწმობდა ბერი რობერტი ილიდან ხსენებულ წმინდანთა ნაწილების გადასვენების შემდეგ. ჩვენ გვგონია, რომ ამით უფალი აჩვენებდა თავის განსაკუთრებულ კეთილგანწყობას წმინდა ვიტბურგას მიმართ (ამასთან არაფრით არ ამცირებდა სხვა წმინდანთა სიწმინდეს), რომელმაც მრავალი ათწლეული იცხოვრა უკიდურესად ასკეტური ცხოვრებით როგორც განდეგილმა, მიიცვალა რა უფლის წინაშე 90 წელზე მეტი ასაკის და უხვად მოიპოვა ღვთის მადლი.

სამწუხაროდ, წმინდანთა ნაწილების შემცველი ლარნაკები, რომლებიც ინახებოდა ილის საკათედრო ტაძარში, ბარბაროსულად შებილწეს და გაანადგურეს "რეფორმატორებმა" ჰენრი VIII-ის მმართველობის დროს 1541 წელს. ნაწილებისგან არაფერი დარჩა, მაგრამ რაღაც სასწაულით შემორჩა კვარცხლბეკი და ერთი ლარნაკის ნაწილი: უახლეს დრომდე ითვლებოდა, რომ ეს იყო წმინდა ეთელდრედას ლარნაკის ნაწილი, მაგრამ არქიტექტურის ისტორიკოსი ჯონ მედისონი ვარაუდობს, რომ ეს არის წმინდა ვიტბურგას ლარნაკის კონსტრუქციის ნაწილი.

წმინდა ადგილები, დაკავშირებული ღირს ვიტბურგასთან

ახლა, მოგითხრობთ იმ ადგილების შესახებ, სადაც დღეს განსაკუთრებით პატივს მიაგებენ წმინდა პრინცესასა და იღუმენია ვიტბურგას ხსოვნას. ლამაზი სავაჭრო ქალაქი დერჰემი (სახელი, სავარაუდოდ, ნიშნავს "შემოღობილ ირმის ადგილს") მდებარეობს ასევე ლამაზი ინგლისის საგრაფოს ნორფოლკის გულში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. წმინდა ვიტბურგას მიერ დაარსებული დედათა მონასტერი აქ მოქმედებდა IX საუკუნის ბოლომდე, სანამ დანიელმა მეკობრეებმა არ გაძარცვეს. 960-იან წლებში ილის მონასტერი დაეხმარა დერჰემში ეკლესიის აღდგენას და, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ვიტბურგას ნაწილები ილიში გადაიტანეს, მომლოცველები მთელი ქვეყნიდან მიემართებოდნენ წმინდა წყაროსკენ დერჰემში საუკუნეების განმავლობაში რეფორმაციამდე.

რეფორმაციის დროს წყაროების თაყვანისცემაც კი აიკრძალა! წმინდა ვიტბურგას წყარო თითქმის დავიწყებული იყო, მაგრამ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მასზე ააშენეს საბანაო იმ იმედით, რომ ქალაქი ცნობილი კურორტი გახდებოდა. თუმცა, საბანაო ვერ გახდა პოპულარული და 1880 წელს ადგილობრივმა მღვდელმა მისი დანგრევა ბრძანა. ამის შემდეგ წყარო რკინის ღობეებით შემოღობეს მისი დაცვის უზრუნველსაყოფად. 1950-იანი წლებიდან წყარო მუდმივად კარგ მდგომარეობაშია, თუმცა მასთან მისვლა შეზღუდულია და მხოლოდ წელიწადში გარკვეულ დღეებშია ნებადართული. მის გარშემო ყოველთვის ყვავილები იზრდება. იგი მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის დიდი საკათედრო ეკლესიის დასავლეთ კედელთან, სადაც წმინდა ვიტბურგას დღემდე პატივს მიაგებენ. ყოველ წელს ივლისის პირველ კვირას (წმინდანის ხსენების დღის 8/21 ივლისის წინ) წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში წირვის ბოლოს მღვდელი როზმარინის ტოტს ვიტბურგას წყაროში ჩაუშვებს და ამ წყლით აპკურებს მორწმუნეებს. ტაძრის შენობა XII საუკუნისაა, თუმცა პირველი ეკლესია ამ ადგილზე საქსონური იყო.

ქალაქი დერჰემი დაზარალდა საჰაერო თავდასხმებისგან პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ეკლესია დაურღვეველი და უვნებელი დარჩა[2]. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს წმინდა ვიტბურგას თანამედროვე ხატები, ეს წმინდანი უკვდავყოფილია წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამ ძეგლში: ესაა წმინდა ვიტბურგას შესანიშნავი თანამედროვე ქანდაკება, შექმნილი მონაზვნის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში იყო ტაძრის მრევლის წევრი; წმინდა ვიტბურგას გამოსახულება XV საუკუნის კანკელზე ღვთისმშობლის ეკვდერში, ასევე წმინდანის გამოსახულება მთავარი საკურთხევლის უკან არსებულ პანელზე.

ამ ეკლესიაში ინახება ბევრი სხვა ღირსშესანიშნაობაც: XV საუკუნის ემბაზი, რომლის გვერდებზეც ამოკვეთილია ეკლესიის შვიდი საიდუმლოს გამოსახულებები; ქვეყანაში შემორჩენილი ერთ-ერთი იშვიათი შუასაუკუნეობრივი არწივის ფორმის ანალოღია; დაფა, რომელზეც უკვდავყოფილია ეკლესიის წინამძღვრები საუკუნეების განმავლობაში და ა.შ. საკურთხეველი, ღვთისმშობლის ეკვდერი და ტაძრის ტრანსეპტები ჭერზე მრავალი შესანიშნავი გამოსახულებით, გვერდითი სამლოცველოები, ვიქტორიანული ვიტრაჟები, 500 წლის კარიბჭე (შესასვლელი) მრავალი რელიგიური სცენითა და ფიგურით, ასევე ორი კოშკი (ერთი ცალკე მდგომი გვიან შუასაუკუნეობრივი მასიური სამრეკლო და თანამედროვე კოშკი-ფარანი, რომელიც ტაძარში უხვ სინათლეს უშვებს) წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას ნამდვილ მარგალიტად აქცევს.

პატარა სოფელი ჰოლკჰემი (სახელი ნიშნავს "წმინდა სოფელს"; სხვა ვერსიით: "ფერმა დაბლობში") დღეს რამდენიმე ფერმერის სახლისგან შედგება. უახლოესი ქალაქია უელს-ნექსტ-სი. სოფელი მდებარეობს XVIII საუკუნის პალადიანურ სტილში აგებული ვრცელი და ლამაზი მამულის - ჰოლკჰემ-ჰოლის (ეკუთვნის ლესტერის გრაფს) ტერიტორიაზე, რომელსაც გარს აკრავს ჰოლკჰემის ეროვნული ნაკრძალი, ირმების პარკი (სადაც 3000-მდე ირემი ძოვს), ტბა და ახლომდებარე პლაჟი. წმინდა ვიტბურგას უზარმაზარი ეკლესია, აგებული ადგილობრივი ქვისგან (კაჟისგან), დგას პირველადი ნორმანდიულამდელი ეკლესიის ადგილზე სოფლიდან გარკვეულ მანძილზე, მრგვალ შემაღლებაზე, ყოველი მხრიდან პარკით გარშემორტყმული. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ეკლესია, რომელიც წმინდა ვიტბურგას სახელზეა ნაკურთხი! ოფიციალურად ის მდებარეობს ჰოლკჰემ-ჰოლის მამულის პარკის ტერიტორიაზე, და ზამთრის პერიოდში წირვები ტარდება მამულის კერძო სამლოცველოში.

ამ ტაძრის დასავლეთი ნაწილის იატაკის ქვეშ აღმოჩენილი იქნა ნორმანდიულამდელი ეკლესიის ნაშთები, რომელიც დანიელებმა დაწვეს. ნორმანული ეკლესია XIII საუკუნეში ააშენეს ადრეული ინგლისური გოთიკურ სტილში, ხოლო იმავე პერიოდის სამრეკლო-კოშკი ოდესღაც გამოიყენებოდა როგორც საცხოვრებელი სახლი და ტელეგრაფი. XIV საუკუნეში ეკლესია გააფართოვეს დეკორირებულ გოთიკურ სტილში, მაგრამ 1700 წლისთვის ტაძარი უკიდურეს მიტოვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. XVIII საუკუნეში ლედი მარგარეტმა, ლესტერის გრაფის ქვრივმა, ასევე 100 წლის შემდეგ ლედი ჯულიანამ, ლესტერის გრაფინიამ, დიდი ძალისხმევა გაიღეს და თავდადებით აღადგინეს, ნაწილობრივ გადააკეთეს და მოაპირკეთეს ეს ეკლესია – ამით ტაძარი გადაარჩინეს დანგრევას. ორივე კეთილისმყოფელი უკვდავყოფილია ამ ტაძარში. წმინდა ვიტბურგას ერთადერთი ხილული მოგონება, თავად ეკლესიის სახელდების გარდა, აქ არის მგალობელთა სკამების ბოლოებზე არსებული ნაკვეთობა, სადაც წმინდანი გამოქანდაკებულია ტაძრის მაკეტით ხელში და ფეხებთან მდგარ ირმით. ეკლესიაში ასევე გამოირჩევა ძველი ალებასტრის (თაბაშირის) და მარმარილოს ძეგლები, ასევე XIII-XV საუკუნეების ვიტრაჟები. ყველა, ვინც ტაძარს სტუმრობს, აღნიშნავს სითბოს, ლოცვის ატმოსფეროს, ასევე სივრცესა და სინათლეს. როგორც დერჰემის, ისე ჰოლკჰემის ტაძარი ანგლიკანურ ეკლესიას ეკუთვნის.

ხელოვნებაში წმინდა ვიტბურგას ჩვეულებრივ გამოსახავენ როგორც იღუმენიას გვირგვინით, ხშირად მის ფეხებთან მდგარი ორი შველით, ზოგჯერ ტაძრით ხელში. მისი გამოსახულებების პოვნა შეიძლება მრავალ ვიტრაჟსა და მინიმუმ ექვს კანკელზე აღმოსავლეთ ინგლისის ეკლესიებში. მაგალითად, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში სოფელ ბარნჰემ-ბრუმში ის გამოსახულია თავისი ტაძრის მაკეტით ხელში; წმინდა ანდრიას ეკლესიის შესანიშნავ ჯვრის კანკელზე სოფელ ნორთ-ბერლინგემში – ეკლესიით ხელში და ირმით ფეხებთან; პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლთათვის მიძღვნილ კანკელზე პირველწოდებული ანდრიას ეკლესიაში სოფელ გრეიტ-რაიბურგში, სადაც შეიძლება იპოვოთ ლამაზი გამოსახულებები პანელებზე და მრავალი სხვა ადრეული ინგლისელი წმინდანის ვიტრაჟები; ინგლისელ წმინდანთათვის მიძღვნილ მრავალრიცხოვან ვიტრაჟთაგან ერთ-ერთზე წმინდა ედმუნდის ეკლესიაში ფრიტონში (ყველა ესენი ნორფოლკის საგრაფოშია); ღვთისმშობლის ეკლესიაში ვულპიტში, სუფოლკის საგრაფოში, სადაც მისი გამოსახულება შეიძლება იპოვოთ XV საუკუნის ჯვრის კანკელზე წმინდა ედმუნდთან, ეთელდრედასთან და ფელიქსთან ერთად.

ასე ინახება ხსოვნა ამ მართლმადიდებელი წმინდა ქალწულის, მოღვაწის, მეუდაბნოის, პრინცესისა და იღუმენიას შესახებ მის მშობლიურ მხარეში, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი თაყვანისცემა მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის გაიზრდება.

ღირსო დედაო ვიტბურგა, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!

სტატიის წყარო: Преподобная Витбурга Холкхэмская
........

შენიშვნები:

[1] წმინდა ვიტბურგა არის ადრეული ინგლისის რამდენიმე წმინდანთაგან ერთ-ერთი, ისეთების გვერდით როგორებიც არიან წმინდა ალფეგი კენტერბერიელი, წმინდა ვერბურგა ჩესტერელი, წმინდა გუტლაკი კროულენდელი, წმინდა კუტბერტი ლინდისფარნელი, წმინდა ედმუნდი აღმოსავლეთანგლიელი და წმინდა ეთელდრედა ილიელი, რომელთა ნაწილებიც, დოკუმენტური მოწმობების თანახმად, დიდხანს რჩებოდა სრულიად უხრწნელი.

[2] ცნობილია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი კენტერბერი მძიმედ დაზარალდა გერმანული დაბომბვებისგან მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი უზარმაზარი და დიდებული საკათედრო ტაძრის დაცვა მოახერხეს მრევლის ძალისხმევითა და წმინდა ავგუსტინეს, კენტერბერიის პირველი მთავარეპისკოპოსისა და ანგლების განმანათლებლის ლოცვებით. ასევე 1943 წელს ქალაქი დარემი, რომლის საკათედრო ტაძარშიც ინახება წმინდა კუტბერტ ლინდისფარნელის წმინდა ნაწილები, სრულიად გადარჩა ლუფტვაფეს დაბომბვებისგან, რადგან წმინდა კუტბერტის ლოცვებით (როგორც სჯერათ ადგილობრივ მცხოვრებლებს) ქალაქი დაიფარა სქელი ნისლით პრაქტიკულად უკანასკნელ წუთში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
14.08.2024
წმინდა ეთელდრედას (Etheldreda, Audry) ხსენების დღეა 23 ივნისი (კელტური და ბრიტანული საეკლესიო კალენდრების მიხედვით);
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat