ღირსი გუტლაკ კროულენდელი (+714) - 11 (24) აპრილი
ღირსი გუტლაკ კროულენდელი (+714) - 11 (24) აპრილი
ხსენების დღე 11 აპრილი (კელტური და ბრიტანული), გარდაცვალების დღე, 30 აგვისტო წმინდა ნაწილების გადასვენების დღე 1136 ან 1196 წელს (კელტური და ბრიტანული), და 26 აგვისტო (კელტური და ბრიტანული)

წმინდა გუტლაკი გახლდათ მერსიის სამეფო იკლინგების დინასტიის თავადის პენვალდისა და მისი მეუღლის ტეტას შვილი,. ბავშვობაში იყო სერიოზული და გაურბოდა ბიჭურ ცელქობებს. თუმცა, 15 წლის ასაკში გადაწყვიტა დაქირავებული მეომარი გამხდარიყო. შემოიკრიბაა მრავალი მიმდევარი, დაიწყო ძარცვა, ძალადობა და გარშემო სოფლების განადგურება. ასე იცხოვრა გუთლაკმა ცხრა წელი. მისი მიმდევრები, სავარაუდოდ, ჩაირიცხნენ ეთელრედ მერსიელის ჯარში.

ერთხელაც საოცარი სიზმარი ნახა, რომელმაც მოყვასისადმი სიყვარულით და თანაგრძნობით აავსო. მან დაიფიცა, რომ ამიერიდან მხოლოდ ღვთისთვის იცოცხლებდა. დილით დაემშვიდობა მეგობრებს, დატოვა სიმდიდრე, ქონება (ის დიდგვაროვანი იყო) და რეპტონის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. გუტლაკის და პეგაც მონაზვნად აღიკვეცა და განდეგილის ცხოვრება ირჩია.

მონასტერში გატარებული ორი წლის შემდეგ გუტლაკმაც განდეგილობა ისურვა. მონასტრის ბერდიდებისგან კურთხევა აიღო და კემბრიჯის ჩრდილოეთით ლინკონშირის დიდ ჭაობებში განმარტოვდა. იქ ადგილობრივმა მცხოვრებმა ერთი კუნძული მიასწავლა, რომელიც სრულიად უკაცური იყო. აქ ბევრმა სცადა დასახლება, მაგრამ ვერავინ შეძლო. ოცდაექვსი წლის გუტლაკი ნავით მივიდა კუნძულამდე, რომელსაც "ყვავების მიწას" ეძახდნენ. მან დაათვალიერა მიწა, მერე საკვებისთვის, სამშენებლო მასალისთვის რეპტონში დაბრუნდა. წმინდა გუტლაკმა კუნძულზე ძველი ყორღანი ნახა და იქვე ააშენა თავისი სავანე.

გუტლაკს ტანთ მხოლოდ ტყავის სამოსი ეცვა, დღეში ერთხელ მხოლოდ ქერის პურს და წყალს იღებდა. ერთხანობა ადგილობრივი ბრიტები ესხმოდნენ, ჭაობში აგდებდნენ და სცემდნენ. ეშმაკებიც ცალკე აშინებდენ მოსაგრეს. ერთხელ გუტლაკის მსახურს, ბეკელს, ბატონის მოკვლის სურვილიც კი ჩაუდეს. წმინდანმა შეიტყო მსახურის ფიქრები და საყვედურით სინანულში მოიყვანა. გუტლაკი იყო მაღალი, გამხდარი, მშვიდი, რბილი, სასიამოვნო, მდაბალი და მომთმენი. მთელი ოლქის ჩიტები მისი ხელიდან იკვებებოდნენ. კუნძულზე თხუთმეტწლიანი მოსაგრეობის შემდეგ ერთხელ ის ეკვდერში ლოცვისას გაიყინა. რვა დღის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მან მსახურს უბრძანა, თავის დის, პეგის გვერდით დაეკრძალა. ღირსი გუტლაკი 714 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. მისი განმარტოების ადგილი შემდგომში კროულენდის მონასტრად გადაკეთდა, სადაც რეფორმაციამდე უამრავი მომლოცველი იკრიბებოდა.

წმინდა გუთლაკის ილუსტრირებული ცხოვრება მოცემულია ე.წ. გუთლაკის გრაგნილში (XII საუკუნე, ინახება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში). ამ გრაგნილის ასლები შეიძლება იხილოთ კროულენდის სააბატოს გამოფენაზე დღემდე. 

აქვე წაიკითხეთ:

ღირსი გუთლაკ კროულენდელი, სასწაულმოქმედი

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat