ღირსი გუთლაკ კროულენდელი, სასწაულმოქმედი
ღირსი გუთლაკ კროულენდელი, სასწაულმოქმედი
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.

ღირსი გუთლაკ კროულენდელი, ინგლისელი ანტონი დიდი, დაიბადა დაახლოებით 673 წელს და გარდაიცვალა აღდგომის შემდგომ პირველ ოთხშაბათს 714 წელს. იგი მოღვაწეობდა კროულენდში (რომელსაც ზოგჯერ შეცდომით კროილენდს უწოდებენ), დღევანდელი პიტერბოროს ქალაქის მახლობლად კემბრიჯშირში, ველანდის მდინარეზე, ლინკოლნშირის საგრაფოს ჭაობიან ადგილას, რომელიც ცნობილია სახელით "ფენსი". ეგვიპტელი მეუდაბნოე მამებისგან განსხვავებით, წმინდა გუთლაკი გარშემორტყმული იყო არა კლდეებით, ფრიალო კედლებითა და უდაბნოს ქვიშებით, არამედ ჭაობებით. იგი იღვწოდა მაშინ ჯერ კიდევ დაუშრობელი ჭაობების მხარეში შუა ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში - აღმოსავლეთ მიდლენდსში, აღმოსავლეთ ინგლისის საზღვართან ახლოს. ზოგიერთი უდაბნოში მცხოვრები მამების მსგავსად, წმინდა გუთლაკი მოზარდობისას განუდგა მადლს და ახალგაზრდობაში უღვთო, თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა, როგორც VII საუკუნის მრავალი ბანდის და დამნაშავე დაჯგუფების სხვა ლიდერები, მაგრამ შემდეგ სრულ სინანულს მიეცა. მისი ცხოვრება მოგვითხრობს ყველა ჩვეულებრივი ცდუნების შესახებ, რომლებსაც განდეგილები და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი აწყდებოდა. ეს ცდუნებები ერთმანეთს ენაცვლებოდა: იყო იმედგაცრუებები, სულიერი დაცემა, სასოწარკვეთა, დემონური თავდასხმები, ეშმაკთა ცრუ ქება და პირფერობა.

წმინდა გუთლაკის ცხოვრება ლათინურად დაწერა ბერმა სახელად ფელიქსმა მეფე ალფვალდ აღმოსავლეთ ანგლიელის თხოვნით. ის შედგენილ იქნა დაახლოებით ერთი თაობის შემდეგ წმინდა გუთლაკის გარდაცვალებიდან; ფელიქსმა, რომელიც, მისი სახელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოსავლეთ ინგლისიდან იყო, გამოიყენა ფაქტები და მონათხრობები, მიღებული თვითმხილველებისგან - რამდენიმე ადამიანისგან, რომლებიც პირადად იცნობდნენ წმინდანს.

წმინდა გუთლაკი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ინგლისელი წმინდანი-განდეგილი წმინდა კუტბერტ ლინდისფარნელის შემდეგ. წმინდანის ღვაწლის ადგილას დროთა განმავლობაში დიდი მონასტერი აღიმართა [1]. ინგლისში სულ მცირე ცხრა ეკლესია იყო ნაკურთხი წმინდა გუთლაკის სახელზე[2], და მის ცხოვრებას აღწერდა ძველ ინგლისურ ენაზე დაწერილი ცხოვრება და ორი პოემა, ორი უფრო გვიანდელი გალექსილი ცხოვრება ინგლისურ ენაზე და ცხოვრება ლათინურად, არსებობდა ასევე ილუსტრირებული ცხოვრებაც. სავარაუდოდ, წმინდანის თაყვანისცემა შემცირდა მხოლოდ XIII საუკუნის ბოლოს, როდესაც შუასაუკუნეობრივი ღვთისმოსაობის და წმინდანთა თაყვანისცემის ახალმა ფორმებმა დაიწყეს ძველი, ჭეშმარიტად მართლმადიდებლური ღვთისმოსაობის ჩანაცვლება. მაგრამ დღემდე ღირსი გუთლაკი პატივცემული და საყვარელია მართლმადიდებლებისთვის; მისი ხსენების დღეა 11/24 აპრილი.

გუთლაკის ხსენების დღე ხშირად დიდ მარხვაზე მოდის - დრო, რომელიც შესაფერისია ასეთი დიდი წმინდანი-მონაზვნისთვის, თუმცა ზოგჯერ მისი ხსენება აღინიშნება აღდგომის შემდგომ პირველ დღეებში. მისი ღვაწლის ადგილას პილიგრიმობები სრულდება. დიდი ხანია გვსურდა, რომ წმინდა გუთლაკის ცხოვრება, გასაგები ენით გადმოცემული, მრავალთათვის ცნობილი გამხდარიყო. ქვემოთ გთავაზობთ წმინდანის ცხოვრების ახალ და რამდენადმე თავისუფალ თარგმანს, გაკეთებულს ჩვენს მიერ ძველი ორიგინალიდან და აღჭურვილს კომენტარებით, იმედით, რომ ამის წყალობით ჩვენი სურვილი აღსრულდება.

დეკანოზი ანდრია ფილიპსი

ღირსი გუთლაკ კროულენდელის, სასწაულმოქმედის ცხოვრება

თავი 1

ცნობილი მეფის ეთელრედ მერსიელის[3] მეფობისას მერსიაში ცხოვრობდა ერთი კეთილშობილი კაცი, რომელსაც პენდვალდი ერქვა. ის იყო ძველი და წარჩინებული ოჯახიდან, ცნობილი როგორც აიკლინგები. ეს კაცი იყო მეტად მდიდარი. და აი დადგა დრო მისი დაქორწინებისა. მრავალ ქალიშვილთაგან პენდვალდმა აირჩია ყველაზე ლამაზი და კეთილშობილი ოჯახიდან - ქალწული სახელად ტეტი. ისინი დაქორწინდნენ, და, ღვთის ნებით, ტეტი მალევე დაორსულდა. როდესაც ტეტს მოუწია მშობიარობა, ზეციდან მოვლენილ იქნა ნიშანი, რომლის მოწმენიც მრავალნი გახდნენ. მეწამული ხელი, რომელიც ოქროს ჯვარს იჭერდა, გადმოიწოდა ზეციდან, მიუთითებდა რა სახლის კარზე, სადაც სულ მალე უნდა დაბადებულიყო ჩვილი. ისინი, ვინც ამის მოწმენი გახდნენ, გაიქცნენ ახლოს, რათა უკეთ დაენახათ ნიშანი. მაგრამ მაშინ ხელი ჯვრით გაქრა ზეცაში. ხალხი, რომლებმაც იხილეს ეს სასწაული, დაემხნენ პირქვე და დაიწყეს მხურვალე და გულმოდგინე ლოცვა ღვთისადმი, რათა მას მოევლინა მათთვის განმარტება ნიშნისა, ასე უეცრად გამოცხადებულისა. და აი, ლოცვის დასრულების შემდეგ გამოვიდა სახლიდან ქალი და მიმართა მათ: "გაიმაგრეთ თქვენი გული და სული, რადგან დაიბადა აქ, მიწაზე, კაცი დიდი სიწმინდისა". ეს რომ მოისმინეს, თქვეს, რომ აჰა, საღვთო ნიშანმა იწინასწარმეტყველა ბავშვის დაბადება. სხვები კი ამბობდნენ: ნიშანი, გამოცხადებული ბავშვის დაბადებისას ღვთის განგებით, ნიშნავს, რომ მარადიული ნეტარება იქნება საჩუქარი, ზეციდან განკუთვნილი ახალშობილისთვის. ყველა გაოცებული და განცვიფრებული იყო ნანახით, და სანამ მზე ჩავიდოდა ჰორიზონტს მიღმა, ამის შესახებ შეიტყო ყველა ანგლმა, რომლებიც ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ ინგლისის შუა ნაწილში.

თავი 2

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ბავშვი მიიყვანეს ეკლესიაში მოსანათლად და, როდესაც ამოიყვანეს იგი ემბაზიდან, უწოდეს მას სახელად გუტლაკი. ეს სახელი ძალიან კარგად იყო შერჩეული, რადგან მრავალი სწავლული კაცის აზრით, სიტყვა "გუტლაკი" შედგება ორი სიტყვისგან და ნიშნავს "ბრძოლის საჩუქარს". და მართლაც, წმინდა გუტლაკმა არა მხოლოდ გადაიტანა ცხოვრებისეული სიძნელეები და გასაჭირი, არამედ რწმენას მიქცეულმა აწარმოა სულიერი ბრძოლა და ღირსი გახდა მარადიული ნეტარებისა ზეციურ სასუფეველში, ისე რომ შეეძლო მოციქულთან ერთად ეთქვა: "ნეტარ არის კაცი, რომელიც უძლებს განსაცდელს, რადგან გამოცდილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც აღუთქვა უფალმა მის მოყვარულთ."[4] წმინდა ნათლობის წყლით განბანილი ჩვილი წაიყვანეს მამის სახლში, სადაც მასზე ზრუნავდნენ და უვლიდნენ. ბავშვი იზრდებოდა მორჩილი, და არც მშობლებს და არც აღმზრდელებს არ ჰქონდათ მასთან რაიმე პრობლემა. იგი არ იყო მიდრეკილი ბავშვურ სისულელეებისკენ, არ კარგავდა დროს ფუჭ ლაპარაკში, არ ეტყობოდა სიცრუე და თვალთმაქცობა. გუტლაკი იზრდებოდა ჭკვიანი, მისი სახე ყოველთვის სიხარულით იყო გაბრწყინებული, იყო მხიარული სულით, უმანკო ყველა თავის საქმეში. ყველა ამჩნევდა, რომ ბიჭში განსაკუთრებული სულიერი ნათელი ბრწყინავდა.

დრო გადიოდა, გუტლაკი იზრდებოდა, ხდებოდა უფრო ძლიერი და მაგარი, და წარსულის გმირთა და დიდებულთა მამაცურმა საქმეებმა სულ უფრო მეტად დაიწყო მისი დაინტერესება [5]. ახალგაზრდის ხასიათი შეიცვალა, მასში გაიღვიძა მეომრულმა სულმა. მან შეკრიბა დიდი რაზმი და იარაღს მოჰკიდა ხელი...

მტრების მიმართ სიძულვილის გრძნობას აყოლილი, გუტლაკი მიწასთან ასწორებდა მათ ციხე-სიმაგრეებს და აოხრებდა მათ სოფლებს. მისი რაზმი თავს ესხმოდა მეზობელ მიწებს, კლავდა და ძარცვავდა განურჩევლად. დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში გუტლაკი ავაზაკობდა თავის ბანდასთან ერთად, რომელიც ნამდვილ უბედურებად იქცა მთელი მხარისთვის.

ერთ ღამეს გუტლაკი, მორიგი თავდასხმიდან დაბრუნებული, დასასვენებლად მიწვა. ის ფიქრებში გადაარჩევდა თავისი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენებს, როდესაც უეცრად ღვთის შიშმა შეიპყრო იგი და გული სიყვარულით აევსო. და ისეთი ძლიერი იყო ეს ღვთის შიში, რომ გუტლაკმა მაშინვე აღთქმა დადო ღმერთის წინაშე: თუ უფალი იმ ღამეს დაინდობდა მას, ამიერიდან მხოლოდ მას ემსახურებოდა. გუტლაკმა გაიხსენა ძველი მეფეები, რომელთაგან ბევრი სიღარიბესა და უბედურებაში გარდაიცვალა. მან იფიქრა იმაზე, რომ ყველა სიმდიდრე, რაც მათ გააჩნდათ, სწრაფად და უკვალოდ გაქრა, და რომ ადამიანის სიცოცხლეც ყოველდღე სულ უფრო უახლოვდება თავის დასასრულს.

როდესაც ღამის წყვდიადი გაიფანტა და ახალი დღის სინათლე გამოჩნდა, გუტლაკი წამოდგა და ქრისტეს ჯვრის ნიშნით პირჯვარი გადაიწერა. თავის მეგობრებს უთხრა, რომ ახალი მეთაური ეპოვათ, აღიარა რა, რომ სურდა ქრისტეს მოწაფე გამხდარიყო. ღვთიური გამოცხადების მიღების შემდეგ, უბრძანა მათ დაებრუნებინათ ხალხისთვის ყველაფერი ნაძარცვი. მისმა თანამებრძოლებმა გაოცება და შიში იგრძნეს მოსმენილის გამო. ისინი მუხლებზე დაეცნენ გუტლაკის წინაშე და ევედრებოდნენ არ მიეტოვებინა ისინი. მაგრამ გუტლაკი მათ აღარ უსმენდა; ღვთის სიყვარული ისე ცხარედ ენთო მის გულში, რომ მეტი სიტყვა აღარ დასცდენია. მან გადაწყვიტა სამუდამოდ მიეტოვებინა თავისი მშობლების სიმდიდრე, მშობლიური სახლი და მთელი ეს წუთისოფელი.

გუტლაკი 24 წლის იყო, როდესაც უარყო ყველა ამქვეყნიური სიკეთე და მთელი თავისი იმედი ქრისტეზე დაამყარა. ის გაემგზავრა რეპტონის მონასტერში[6], რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ელფრიდა, და იქ აღკვეცეს მონაზვნად, რისი სიმბოლოც გახდა მოციქულ პეტრეს ტონზურა[7]. როდესაც გუტლაკმა აღკვეცა მიიღო და დაიწყო მონაზვნური ცხოვრება, მან უარი თქვა ყოველგვარ ალკოჰოლურ სასმელზე[8]. გუტლაკის ასეთი მკაცრი ცხოვრება თავდაპირველად ბერებს არ მოსწონდათ, მაგრამ შემდეგ შეიყვარეს იგი გონებისა და სულის სიწმინდისა და მისი უმწიკვლო ცხოვრების გამო.

გუტლაკი იყო მაღალი ტანის, სხეულით სუფთა და სულით კეთილი. კეთილშობილი სახით, სათნო და თვინიერი საუბარში, მომთმენი და მოკრძალებული. ღვთის სიყვარული მუდამ ენთო მის გულში. ცოდნისკენ სწრაფვით, გუტლაკმა პირველ რიგში ფსალმუნები შეისწავლა. ამ ღვთის მადლით განწმენდილი ადამიანის კეთილი გული ივსებოდა ქრისტეს წმინდა მსახურთა – ეკლესიის მამათა სწავლებით. ის სწავლობდა ღვთის სიტყვას და სამონასტრო წესრიგს, სწავლობდა ფსალმუნებს, ლოცვებს და საგალობლებს, წმინდა ეკლესიის დადგენილებების თანახმად.

მოღვაწეთა მაგალითზე მან დაიწყო ღვთისმოსავი ცხოვრება: სიმშვიდით, მორჩილებით, მოთმინებით, სულგრძელობითა და ხორციელი თავშეკავებით. ასე იცხოვრა მან სავანეში დაახლოებით ორი წელი, როდესაც მის გულს ეწვია სურვილი განმარტოებულიყო რომელიმე უდაბურ ადგილას. გუტლაკმა წაიკითხა წინა დროის მეუდაბნოეთა შესახებ, რომლებიც, ღვთის სახელით უდაბნოში ცხოვრების მოწადინენი, ატარებდნენ დღეებს პატარა სენაკებში; მაშინ მისი სული აღივსო ღვთის მადლით და მან მტკიცედ გადაწყვიტა მათი მიბაძვა. რამდენიმე დღის შემდეგ გუტლაკმა ითხოვა კურთხევა ღვთის ჭეშმარიტ მონათაგან - უხუცესთაგან - გაეშვათ იგი და წავიდა.

თავი 3

ბრიტანეთში არის ადგილი სახელად ფენსი, ანუ მარშლენდი (ჭაობების მხარე), ცნობილი თავისი ჭაობებით, რომელიც იწყება მდინარე გრანტადან, ქალაქ გრანტჩესტერის[9] მახლობლად და გრძელდება ჩრდილოეთის ზღვამდე, ქმნის რა ამასთან მრავალრიცხოვან ფართო და გრძელ "ენებს". ეს არის უზარმაზარი ჭაობების მხარე მუქი მდგარი წყლით, ჭუჭყიანი შენაკადებით, მრავალი კუნძულით, ლერწმის რაყებით, ბორცვებითა და ხშირი ტყეებით. როდესაც ნეტარხსენებულმა გუტლაკმა გაიგო ასეთი შესანიშნავი ველური, დაუსახლებელი ადგილის არსებობის შესახებ, ღვთის შეწევნით იჩქარა იქ და მიაღწია ფენსს უმოკლესი გზით.

გუტლაკმა სთხოვა ადგილობრივ მცხოვრებლებს ეჩვენებინათ მისთვის განმარტოებული ცხოვრებისთვის გამოსადეგი ადგილი. ერთმა კაცმა, სახელად ტატვინმა, აუწყა გუტლაკს, რომ იცოდა ერთი განსაკუთრებით შესაფერისი მისთვის - მიყრუებული და მოშორებული - ადგილი. ეს იყო კუნძული, რომელზეც ბევრი ცდილობდა ცხოვრებას, მაგრამ ვერავინ ვერ ძლებდა დიდხანს, რადგან იქ ხდებოდა ყოველგვარი საშინელებები. როდესაც წმინდანმა მოისმინა ეს სიტყვები, სთხოვა ტატვინს ეჩვენებინა მისთვის ეს კუნძული.

ნავში ჩამსხდარნი, ისინი მიცურავდნენ ველურ და მიყრუებულ ჭაობიან ტევრებში, სანამ ბოლოს არ მიაღწიეს საძიებელ ადგილს - კროულენდს (ყვავების კუნძულს). ეს ადგილი მართლაც ძალიან მოშორებული იყო ყველაფრისგან და მდებარეობდა სწორედ ზემოხსენებული რაიონის შუაგულში. კროულენდის კუნძულზე ბინადრობდნენ ბოროტი სულები, ანუ დემონები[10], მაგრამ ტატვინის გარდა ვერავინ ხვდებოდა ამას. წმინდა გუტლაკმა, აქ დასახლებულმა, მაშინვე დაიწყო ბრძოლა ცდუნებებთან, რომლებსაც მას ბოროტი სულები უგზავნიდნენ, განმტკიცებულს ღვთაებრივი დახმარებით. მან დაიწყო სრულიად მარტო ცხოვრება ჭაობიანი ადგილის ხშირ ტევრებსა და რაყებში, რომელიც მდებარეობდა ყველაზე წარმოუდგენელ მიყრუებულ ადგილას.

ღვთაებრივი განგებულებით, წმინდა გუტლაკი მივიდა კუნძულზე მოციქულ ბართლომეს ხსენების დღეს, ანუ 25 აგვისტოს. და მას ძალიან სჭირდებოდა სამოციქულო დახმარება ყველა საქმეში, რაც მოღვაწეობრივ ცხოვრებას ეხებოდა[11]. გუტლაკს მოეწონა ამ ადგილის განმარტოებულობა და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ ემსახურებოდა მას კროულენდის კუნძულზე თავისი დღეების დასასრულამდე. რამდენიმე დღე გუტლაკი კუნძულს ეჩვეოდა, შემდეგ კი იფიქრა: საჭირო იყო მონასტერში დაბრუნება, რათა უკანასკნელად მისალმებოდა ძმობას, რადგან წავიდა მათთან გამოუთხოვრად. და მეორე დღეს გუტლაკი გაემგზავრა მონასტერში. იქ დაჰყო ძმობასთან ერთად 90 დღე. ბოლოს, ყველასთან გამოთხოვების შემდეგ, გუტლაკი გაემართა თავის ველურ, უდაბურ ადგილას, რომელიც ასე შეუყვარდა, თან წაიყვანა ორი ახალგაზრდა მორჩილი, რომლებმაც დაეხმარნენ საკვები მარაგისა და მშენებლობისთვის საჭირო ნივთების მიტანაში.

ჩვენი მოღვაწე იყო 26 წლის, როდესაც, აღჭურვილი ზეციური მადლის სიუხვით, საბოლოოდ დასახლდა განმარტოებულ ადგილას. უწმინდურ სულთა თავდასხმებისგან დასაცავად გუტლაკი სულიერად შეიჭურვა: აღმართა სულიწმინდის რწმენის ფარი, შეიმოსა ღვთის შეწევნაზე სასოების ჯაჭვის პერანგი, შეიმკო თავი წმინდა აზრთა მუზარადით. იგი იგერიებდა უწმინდურ სულთა შემოტევებს წმინდა ფსალმუნის ისრებით.

როგორ გამოუკვლეველია უფლის გზები და მოწყალე და მართალია მისი სამსჯავრო! ვინ გაბედავს ამის შესახებ თხრობას? მსგავსად იმისა, როგორც ენათა კეთილშობილი მოძღვარი - წმინდა მოციქული პავლე, რომელსაც უფალმა ყოვლისმპყრობელმა განუწესა მისი სახარების ქადაგება ხალხებში, წინანდელი მდევნელი წმინდა ეკლესიისა, დამასკოს გზაზე განრიდებულ იქნა იუდეური რწმენის ცდომილებებისგან ზეციური ხმით, ასევე ნეტარხსენებული ღირსი გუტლაკი განშორებულ იქნა ამ წუთისოფლის უბედურებებისგან განდეგილური ცხოვრების ღვაწლისაკენ.

თავი 4

მე დავიწყებ თხრობას წმინდა გუტლაკის განდეგილური ცხოვრების შესახებ თანმიმდევრობით, როგორც ეს მოვისმინე მათგან, ვინც მიამბეს მის შესახებ, რაც თავად იცოდნენ - ამ ადამიანებს ჰქვიათ უილფრიდი და კისა.

იმ კუნძულზე იყო დიდი სამარხი ბორცვი, ანუ ყორღანი, რომელიც ოდესღაც გათხრილი იყო განძის მაძიებლების მიერ. ყორღანის ერთ მხარეს იყო დიდი წყალსატევი, რომლის ახლოსაც უფლის მიერ კურთხეულმა გუტლაკმა აიშენა თავისთვის ქოხი, რომელიც გახდა მისი სენაკი, და სამლოცველო. როგორც კი აქ დასახლდა, გადაწყვიტა, რომ აღარ ატარებდა არც მატყლის და არც სელის სამოსს, არამედ ჩაიცვამდა თავისი დღეების დასასრულამდე მხოლოდ ცხოველთა ტყავებს. იმ დღიდან მხოლოდ ასე იმოსებოდა. კუნძულზე ცხოვრების პირველი დღეებიდან გუტლაკის საკვები იყო მწირი. მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამდა, მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ იღებდა ცოტაოდენ ქერის პურსა და წყალს. ერთხელ, როდესაც გუტლაკი თავისი ჩვეულებისამებრ ფსალმუნებს გალობდა და აპირებდა ლოცვას შესდგომოდა, ადამიანთა მოდგმის ძველმა მტერმა (რომელიც დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი ველზე, ისვრის რა ყველა მხარეს თავისი ცდუნებების ისრებს, სურს რა თავისი ბოროტების შხამით დაჭრას ადამიანის გული) უეცრად, თითქოს დაჭიმული მშვილდიდან, ესროლა ძლიერი ცდუნების ისარი ჩვენი ქრისტეს მოღვაწის გულში. ნეტარი მამა, დაჭრილი ბოროტი სულის შხამიანი ისრით, უეცრად შეიპყრო შფოთვამ იმის გამო, რომ სრულიად მარტო ცხოვრობდა ასეთ მიყრუებულ ადგილას.

გუტლაკს გაახსენდა თავისი წარსული ცოდვები, რომლებიც მაშინ მოეჩვენა, რომ არასდროს იქნებოდა მიტევებული. ეშმაკმა დაჭრა იგი სასოწარკვეთილების ისრით. მთელი სამი დღის განმავლობაში წმინდა გუტლაკი ძლიერ იტანჯებოდა და არ იცოდა, საით მიემართა თავისი გული. მხოლოდ მეოთხე ღამეს იგი მტკიცედ აღდგა საეჭვო აზრების წინააღმდეგ. წინასწარმეტყველის ბაგეებით გუტლაკმა ხმამაღლა უგალობა უფალს შემდეგი სიტყვები: "ჩემს გაჭირვებაში მოვუხმე უფალს და ჩემს ღმერთს შევღაღადე. და მან გაიგონა თავისი წმინდა ტაძრიდან ჩემი ხმა, და ჩემი ღაღადი მის სმენამდე მივიდა"[12]. მაშინვე ერთგული შემწე - წმინდა ბართლომე - მოვიდა მის დასახმარებლად. გუტლაკმა იხილა წმინდა მოციქული არა სიზმარში, არამედ ცხადში - ანგელოზურ დიდებულებასა და სილამაზეში. ამ მომენტიდან ნეტარი გუტლაკი მუდმივად იმყოფებოდა მხიარულ სულიერ განწყობაში, იხსენებდა რა ზეციური სტუმრის მოსვლას. მისი გონება და გული განათდა და აღარ შემცდარა ძველი აზრებით. ზეციურმა სტუმარმა, წმინდა ბართლომემ, ანუგეშა იგი, გააძლიერა და გაამხნევა სიტყვებით, რომ უარეყო ეჭვები, ყოფილიყო მტკიცე და შეურყეველი. წმინდა ბართლომე გუტლაკს დაჰპირდა თავის დახმარებას ყველა გასაჭირში. ასეთი სიტყვების შემდეგ თავისი ერთგული მფარველისგან, ჩვენი მოღვაწე აღივსო სულიერი ნეტარებით, გაძლიერდა და მთლიანად მიენდო ღმერთს.

თავი 5

ერთხელ, როდესაც გუტლაკი ფიქრობდა თავის ცხოვრების წესზე და იმაზე, თუ როგორ მიახლოებოდა ღმერთს, ორი დემონი მოულოდნელად მიუახლოვდა მას. ისინი ზეციდან ჩამოვიდნენ და მეგობრულად დაელაპარაკნენ: "ჩვენ კარგად ვიცნობთ შენს მოღვაწეობას და ვიცით, როგორ მტკიცეა შენი რწმენა. და კიდევ ვიცით, რომ გაქვს საიდუმლო სურვილი, არასდროს იყო დამარცხებული ცდუნებებით. ჩვენ გამოგცადეთ, როცა გებრძოდით ყოველგვარი ბოროტი ხრიკებით. ამ დღიდან ჩვენ აღარ შეგაწუხებთ. და ჩვენ არა მხოლოდ არ შევუშლით ხელს შენს ღვაწლს, არამედ გიამბობთ მათ ცხოვრებაზე, ვინც ძველ დროში უდაბნოში მარხულობდა. პირველად მარხულობდნენ მოსე და ილია, შემდეგ სოფლის მაცხოვარი, და მერე მრავალი სახელოვანი ეგვიპტელი განდეგილი. თავშეკავებით მათი ძალები ილეოდა, მაგრამ სამაგიეროდ ასე აღმოფხვრეს საკუთარ თავში ყველა ცოდვა. თუ გსურს ჩამოირეცხო ყველა ცოდვა, რაც ჩაიდინე, დაიოკე შენი სხეული თავშეკავებით. რადგან, თუ უკიდურესად თავშეკავებული იქნები ამ ცხოვრებაში, მარადისობაში განმტკიცდები; და თუ გადაიტან ბევრ ტკივილსა და ტანჯვას აქ, მიწაზე, მომავალში ნეტარებას მიიღებ. და თუ მარხულობ ამ ცხოვრებაში, ღვთის თვალში ამაღლდები. შენი მარხვა არ უნდა იყოს ორი ან სამი დღე, არამედ ყოველდღიური. შენ უნდა დაასუსტო საკუთარი თავი მკაცრი თავშეკავებით, და პირველ რიგში დაგჭირდება ექვსდღიანი მარხვა ცოდვებისგან განსათავისუფლებლად. როგორც ღმერთმა პირველ ექვს დღეში შექმნა სამყარო, მისცა მას ფორმა, შეამკო იგი, და მეშვიდე დღეს განისვენა თავისი საქმეებისგან, ასევე შენთვისაც უმჯობესია ექვსდღიანი მარხვით შეამკო და მოაწესრიგო შენი სული, და მეშვიდე დღეს - მიიღო საკვები და დაისვენო."

ეს სიტყვები რომ მოისმინა, ნეტარი გუტლაკი წამოდგა და შესძახა, მიმართავდა რა უფალს: "წარვიდნენ ჩემგან ჩემი მტრები სამუდამოდ! უფალო და ღმერთო ჩემო, მე გიცნობ შენ - რადგან შენ ხარ ჩემი შემოქმედი." როგორც კი მოღვაწემ ეს წარმოთქვა, უწმინდური სულები წამში გაქრნენ[13]. გუტლაკმა უარყო დემონური დარიგებები, გაიგო რა, რომ ისინი სრულიად უაზრო იყო. ჩვენი მოღვაწე განაგრძობდა მოკრძალებულად ჭამას, იკვებებოდა რა მხოლოდ ქერის პურით, რითაც ის სიცოცხლეს ინარჩუნებდა.

როდესაც ბოროტმა სულებმა გაიგეს, რომ გუტლაკმა უარყო მათი რჩევები, დამწუხრებულები აყვირდნენ და აკვნესდნენ იმის გამო, რომ დამარცხდნენ. წმინდა გუტლაკი ნამდვილი გამარჯვებული გამოვიდა, რადგან მან უარყო მათი ცრუ სწავლება.

კიდევ გავიდა ცოტა ხანი. ერთხელ გუტლაკი ლოცულობდა ჩუმად ღამის სიწყნარეში. უცებ მას მიუახლოვდა უწმინდურ სულთა უთვალავი სიმრავლე. მათ შეავსეს მთელი ქოხი, გარს შემოერტყნენ ყველა მხრიდან. ისინი იყვნენ საზიზღარნი შესახედად, ჰქონდათ უზარმაზარი თავები, გრძელი კისრები და გამხდარი დრუნჩები, საძაგელი, აბურძგნული წვერები, ბანჯგვლიანი ყურები, მრუდე ცხვირები, ბოროტი თვალები და საზიზღარი პირები. მათი კბილები ჰგავდა ცხენების კბილებს, ხოლო ხახები სავსე იყო ალით. უწმინდურ სულთა ხმები იყო მკვეთრი და უსიამოვნო, ფეხები - მრუდე, მუხლები - უზარმაზარი, ფეხის თითები - დამჭკნარი. ისინი ხრინწიანად ყვიროდნენ და წიოდნენ - ისე ხმამაღლა და საშინლად, რომ წმინდანს ეჩვენებოდა: მთელი სივრცე ცასა და მიწას შორის შეივსო მათი საზიზღარი ყვირილით. უწმინდური სულები შეიჭრნენ ქოხში, შეუკრეს ხელ-ფეხი წმინდა კაცს და გამოათრიეს სენაკიდან. მიიყვანეს გუტლაკი ბნელ და მუქ ჭაობთან, ჩაყურყუმალავეს ბინძურ წყალში. შემდეგ გაათრიეს გუტლაკი მაყვლის ხშირ ბარდებში, ისე რომ წმინდანის სხეული მთლიანად დაკაწრული იყო და სისხლი სდიოდა. ასე აწამებდნენ მას ეშმაკები ღამით, და მერე რაღაც დროით მიატოვეს. შემდეგ დემონებმა უბრძანეს მას დაეტოვებინა ეს კუნძული, დაემუქრნენ კიდევ უფრო დიდი წამებით. მოღვაწემ, არ უსმინა მათ და წარმოთქვა წინასწარმეტყველის სიტყვები: "მარადის ვხედავდი უფალსა ჩემს წინაშე, რადგან მარჯვნივ ჩემსა არს იგი, რათა არა შევიძრა (არ წავიდე)"[14]. მაშინ დემონებმა დაიჭირეს იგი და დაიწყეს რკინის კეტებით ცემა. შემდეგ დასვეს გუტლაკი თავიანთ მახინჯ ფრთებზე და აიყვანეს მაღლა, სადაც უჩვეულო სიცივე იყო[15]. იქ, სიმაღლეზე, გუტლაკმა დაინახა, რომ ცის მთელი ჩრდილოეთი მხარე თითქოს დაფარული იყო შავი ღრუბლებით, რომლებიც მოასწავებდნენ სქელ, მკვრივ სიბნელეს. მან დაინახა, რომ ეს ბოროტ სულთა ლაშქარი უახლოვდება მას. სულებმა დაიჭირეს წმინდანი და ჩააგდეს სიბნელისა და ტანჯვის ადგილას - ჯოჯოხეთში. როცა იგრძნო საზიზღარი კვამლი, დაინახა მოგიზგიზე ცეცხლის ენები და შავი სიკვდილის საშინელება, გუტლაკმა მაშინვე დაივიწყა ის წამებები და ტანჯვა, რომლითაც აწამებდნენ მას ჯოჯოხეთის სულები. მან დაინახა, როგორ აწამებდნენ და ტანჯავდნენ დემონები მოუნანიებელ ცოდვილთა სულებს საშინელი ცეცხლის შუაგულში. ამ სასჯელთა სისასტიკემ გუტლაკი შეაძრწუნა. ბოროტმა სულებმა დაუყვირეს მას ხმამაღალი ხმებით: "ჩვენ მოგვეცა ძალაუფლება ჩაგაგდოთ ამ ტანჯვაში და დაგტოვოთ ამ უფსკრულში, აი, ესეც ცეცხლი, რომელიც შენ აანთე შენი ცოდვებითა და დანაშაულებით. ჯოჯოხეთის კარიბჭე გახსნილია შენს წინაშე". ასე ემუქრებოდნენ მას ეშმაკები. მაგრამ გუტლაკი პასუხობდა მათ: "წყეულიმც იყავით თქვენ, ბნელის შვილნო, დაღუპვის ძენო! თქვენ - მტვერი, ფერფლი და ნაცარი ხართ! ვის შეეძლო მოეცა თქვენთვის ძალაუფლება, რომ მარადიულ ტანჯვაში გამგზავნოთ? დიახ, მე მზად ვარ მივიღო ჩემი უფლის ნება! მაგრამ რისთვის არის თქვენი ფუჭი, ცრუ მუქარები?" როგორც კი ბოროტი სულები მიუახლოვდნენ გუტლაკს, უცებ გამოჩნდა წმინდა ზეციური მკვიდრი, მოციქული ბართლომე, რომელიც ბრწყინავდა ზეციური ნათლით ჯოჯოხეთის წყვდიადში. ბნელ სულებს არ შეეძლოთ წმინდა მოციქულის ყოფნის ატანა და წამში გაქრნენ ბნელში. როდესაც ღირსმა გუტლაკმა დაინახა თავისი ერთგული მფარველი, დიდი სიხარულით გაიხარა. წმინდა ბართლომემ უბრძანა უწმინდურ სულებს ფრთხილად დაებრუნებინათ გუტლაკი უკან. ასეც მოიქცნენ ეშმაკები: ფრთხილად დასვეს გუტლაკი თავიანთ ფრთებზე და წაიყვანეს ქვევით, ხოლო ღვთის წმინდა ანგელოზები მიუახლოვდნენ გუტლაკს და გალობდნენ: "ნეტარნი ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად"[16]. ადრე დილით, განთიადის წინ, გუტლაკი აღმოჩნდა თავის კუნძულზე.

როდესაც დილით მოღვაწე ამთავრებდა თავის ლოცვის წესს, დაინახა ორი ეშმაკი: ისინი მწარედ ტიროდნენ და ჩიოდნენ. გუტლაკმა ჰკითხა მათ, რატომ ტიროდნენ, და ეშმაკებმა უპასუხეს: "ჩვენ ვტირით, რადგან შენ დაამსხვრიე ჩვენი ძალაუფლება; ჩვენ არ შეგვიძლია შენთან მიახლოება და შენთან საუბარი. შენ ამარცხებდი და გვარცხვენდი ჩვენ ყოველ ჯერზე, და ჩვენ ახლა უძლურნი ვართ". და უწმინდური სულები გაქრნენ როგორც კვამლი.

თავი 6

მერსიელთა მეფე კენრედის[17] მეფობის დროს, ბრიტები მუდმივად ესხმოდნენ თავს ანგლებს, აჩაღებდნენ რა დაუსრულებელ ბრძოლებს. ერთხელ განთიადისას, როდესაც ღირსი გუტლაკი ჩვეულებისამებრ კითხულობდა თავის დილის სალოცავ წესს, უცებ ცოტა ხნით მიეძინა. გამოღვიძებული გამოვიდა ქოხიდან და დაიწყო ყურის გდება. და გაიგონა, როგორ საუბრობდა მრავალი დემონი კელტურ ენაზე[18]. გუტლაკმა იცოდა ეს ენა, რადგან ოდესღაც კელტებთან ცხოვრობდა გადასახლებაში, და მისთვის გასაგები იყო, რაზე საუბრობდნენ დემონები. უცებ გუტლაკმა დაინახა, რომ მთელი მისი ქოხი ცეცხლშია გახვეული, ხოლო დემონებმა დაიწყეს მისი შუბის წვერებით ჩხვლეტა. წმინდანმა მაშინვე დაიწყო ფსალმუნის გალობა: "აღდგეს ღმერთი და განიბნინენ მტერნი მისნი". როგორც კი გუტლაკმა იგალობა ფსალმუნის პირველი სტრიქონი, დემონები გაქრნენ. მოღვაწე ყოველთვის უპირისპირდებოდა ბოროტების ძალებს, და მათ გაიგეს, რომ დამარცხდნენ.

თავი 7

ერთხელ მღვდელი სახელად ბეკელი[20] მივიდა წმინდანთან და სთხოვა გუთლაკს ნებართვა დარჩენილიყო მასთან კუნძულზე, დაჰპირდა წყნარად და მოკრძალებულად ცხოვრებას, ღვთის მსახურებას და ყველაფრის მის მითითებით კეთებას. გუტლაკმა მიიღო იგი. დროთა განმავლობაში უწმინდურმა სულმა დაიწყო მღვდლის გულში შთაგონება, რომ მოეკლა გუტლაკი, დააზიანა რა გონება ასეთი აზრებით: "თუ მე მოვკლავ მას, მაშინ კუნძული ჩემი გახდება, და მრავალი ადამიანი მე პატივს მცემს, როგორც ახლა მას სცემენ პატივს."

და აი ბეკელი, ერთხელ როცა მივიდა წმინდა განდეგილთან თმის შესაჭრელად (გუტლაკის სამონაზვნო წესი იყო ებანავა ყოველ 20 დღეში ერთხელ), საბოლოოდ დამარცხდა წმინდანის სისხლის დაღვრის სურვილით. გუტლაკმა მაშინვე ამოიცნო ბოროტი სულის ხრიკი (რადგან ღვთის წყალობით, მომავლის მოვლენები გახსნილი იყო მისთვის და ის ხედავდა შინაგან ადამიანს ისევე კარგად, როგორც გარეგანს). გუტლაკმა შეხვდა ბეკელს სიტყვებით: "ო, ბეკელ, რატომ დამალე ბოროტი ეშმაკი შენს სულელურ გულში? რატომ არ განდევნე შენგან ეს სასიკვდილო, მწარე შხამი? მე ვხედავ, რომ შენ მოტყუებული ხარ ბოროტი სულის მიერ. კაცობრიობის მაცდურმა და სამყაროს მტერმა წარმოშვა ეს ბოროტი აზრები და ჩადო ისინი შენს გულში. განერიდე ეშმაკის ბოროტი სულის სწავლებებს!" ბეკელმა მაშინვე გაიგო, როგორ იყო მოტყუებული უწმინდური სულის მიერ და დაემხო წმინდანის ფეხებთან, ცრემლებით ინანიებდა თავის ცოდვას. წმინდა გუტლაკმა არა მხოლოდ აპატია მას ეს ცოდვა, არამედ დაჰპირდა კიდეც, რომ ყოველთვის დაეხმარებოდა მას ყველა გასაჭირში.

თავი 8

ერთ საღამოს, როდესაც გუტლაკი შეუდგა საღამოს ლოცვებს, გაისმა გარეული მხეცების ბღავილი და ღრიალი. მან დაინახა ყველანაირი არსება. მხეცები და გველები უახლოვდებოდნენ მას. თავდაპირველად გამოჩნდა ლომის დრუნჩი, რომელიც ეშვებით ემუქრებოდა, მის უკან - რაღაც გაცოფებული ხარის მსგავსი დათვის დრუნჩით. შემდეგ გამოჩნდა გველგესლას მსგავსი არსება; ისმოდა ღორის ჭყვიტინი, მგლის ყმუილი, ყვავის ჩხავილი და სხვადასხვა ფრინველის სტვენა. ასეთი სანახაობით დემონებს სურდათ განდეგილის გონება და გული ლოცვებისგან გადაეხვიათ. გუტლაკმა, შეიარაღებულმა და დაცულმა წმინდა ჯვრის ქრისტეს ნიშნით და წმინდა რწმენის ფარით, ზიზღით უარყო ბოროტი სულების ცდუნება. მან შესძახა: "ჰეი, ბოროტო, მდაბალო სულებო! რატომ მიჩვენებთ თქვენს "ძალას" და თქვენს "სიძლიერეს?" თქვენ იღებთ მხეცების, ფრინველებისა და ქვეწარმავლების სახეს; თქვენ აღზევდით და გადიდგულდით, გსურდათ რა ღმერთის სწორი გამხდარიყავით. ახლა მე გიბრძანებთ მარადიული ღმერთის სახელით, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ზეცის სიმაღლიდან დაგამხოთ: შეწყვიტეთ ხმაური". იმავე წამს ყველა უწმინდური სული გაქრა და სიწყნარე ჩამოვარდა.

თავი 9

ერთ საღამოს ერთი ბერი მივიდა გუტლაკთან სასაუბროდ და მასთან სტუმრად დარჩა. ერთ დღეს მან ჩანაწერები გააკეთა ქაღალდის ფურცელზე, შემდეგ კი მცირე ხნით წავიდა. უცებ გამოჩნდა ყვავი და, როგორც კი დაინახა ქაღალდი, დაიჭირა იგი და წაიღო თან ჭაობების სიღრმეში. სტუმარი ამ დროს დაბრუნდა. როცა დაინახა, რომ ყვავმა ფურცელი წაიღო, ძალიან დაღონდა.

მალე გუტლაკი გამოვიდა თავისი სამლოცველოდან და შენიშნა, რომ ბერი დაღონებული იყო. მან დაამშვიდა სტუმარი და უთხრა: "ნუ დარდობ, ძმაო. სანამ ყვავი მაღლა დაფრინავს ჭაობებზე, ჩაჯექი ნავში და მიჰყევი მას. შენ იპოვი ფურცელს". ბერმა ისარგებლა ბერდიდის რჩევით, ჩაჯდა ნავში და გაცურა. მალე მის გზაზე აღმოჩნდა პატარა ტბორი მდგარი წყლით. ტბორის შუაგულში მან დაინახა ლერწმის ხშირი ბუჩქნარი. იქ თეთრად ჩანდა მისი ფურცელი, თითქოს ვიღაცას განზრახ დაედო იქ. ბერი მიცურდა ლერწამთან, გაოცებული და გახარებული, დაიჭირა თავისი ფურცელი და დაბრუნდა გუტლაკთან. წმინდანმა აუხსნა სტუმარს, რომ ეს მოხდა არა მისი მცდელობის, არამედ ღვთის წყალობით.

კროულენდის კუნძულზე ცხოვრობდა ორი ყვავი. ისინი ძალიან ხარბები იყვნენ და იჭერდნენ და თან მიჰქონდათ ყველაფერი, რასაც ხედავდნენ. გუტლაკი ითმენდა მათ სიხარბეს. ის თავისი მაგალითით უჩვენებდა ადამიანებს, როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი მოთმინება და სიმდაბლე. კროულენდის კუნძულის წმინდა მასპინძელს ემორჩილებოდნენ არა მხოლოდ ფრინველები, არამედ თევზები და ამ უდაბნოს სხვა ცხოველებიც. კროულენდის ყველა ბინადარი მას ემორჩილებოდა. ყოველდღე წმინდანი კვებავდა ცხოველებს და ზრუნავდა მათზე.

თავი 10

ერთხელ ღირს გუტლაკს ეწვია პატივცემული ბერი უილფრიდი, რომელთანაც ღვთისმოსავს დიდი ხნის მეგობრობა და სულიერი კავშირი ჰქონდა. სანამ ისინი სულიერ ცხოვრებაზე მსჯელობდნენ და განიხილავდნენ, სენაკში შეუმჩნევლად ორი მერცხალი შეფრინდა. მათ მხიარულად იგალობეს თავიანთი სიმღერა, შემდეგ უშიშრად დასხდნენ გუტლაკის მხრებზე და გალობა განაგრძეს. შემდეგ ფრინველები გადაფრინდნენ განდეგილის მკერდზე, ხელებზე და შემდეგ - მუხლებზე. გაოცებული და მერცხლებისგან თვალმოუშორებელი უილფრიდი ჰკითხავდა გუტლაკს, თუ რატომ უსხდებოდნენ შორეული უდაბნოს ფრინველები მას ასე უშიშრად. გუტლაკმა უპასუხა მას: "განა არ იცი წმინდა წერილიდან, ძმაო უილფრიდ, რომ ველური მხეცები და ფრინველები უახლოვდებიან მათ, ვინც ღვთის ნებით ცხოვრობს? ანგელოზები ურთიერთობენ მათთან, ვინც განშორდა წუთისოფელს და განდეგილ ცხოვრებას ეწევა. ხოლო როცა განდეგილები ცდილობენ წუთისოფლის ადამიანებთან ურთიერთობას, ანგელოზები მათ ტოვებენ".

თავი 11

ერთმა ცნობილმა კაცმა მერსიის სამეფო ოჯახიდან, სახელად ეთელბალდმა, მოისურვა წმინდა განდეგილ გუტლაკის მონახულება და მასთან საუბარი. ეთელბალდმა დაიყოლია ბერი უილფრიდი წაეყვანა იგი კროულენდის სააბატოში, სადაც გამოსახულია სცენები წმინდა გუტლაკის ცხოვრებიდან (XIII ს.). ერთ მშვენიერ დღეს ისინი ერთად ჩასხდნენ ნავში და გაცურეს იმ ადგილისკენ, სადაც გუტლაკი ცხოვრობდა. ნავიდან გადმოსვლისას, ისინი წმინდანის სენაკისკენ გაემართნენ, ვერ შეამჩნიეს რა, რომ უილფრიდმა ნავში ხელთათმანები დატოვა. სტუმრებთან საუბრისას გუტლაკმა უცებ იკითხა, ხომ არ დატოვეს რამე ნავში (რადგან უფალი უცხადებდა მას იმას, რაც სხვებმა არ იცოდნენ). უილფრიდმა უპასუხა, რომ მართლაც დატოვა ნავში თავისი ხელთათმანები. კიდევ ცოტა ხნის საუბრის შემდეგ, ისინი ყველანი გამოვიდნენ წმინდანის ქოხიდან და დაინახეს ჩალის სახურავზე შავი ყორანი, რომელსაც ნისკარტით ხელთათმანი ეჭირა. გუტლაკმა გაკიცხა ყორანი მისი საქციელისთვის. და ყორანმა დაუჯერა წმინდა მოხუცს: მაშინვე დატოვა ხელთათმანი და უდაბნოში გაუჩინარდა. ჯოხის დახმარებით უილფრიდმა აიღო თავისი ხელთათმანი. ამ დროს კიდევ სამი სტუმარი მოვიდა ნაპირთან და ზარი დარეკეს, რათა მასპინძლისთვის ეცნობებინათ თავიანთი მოსვლის შესახებ. ზარის გაგონებისთანავე გუტლაკი მათკენ გაემართა, მხიარულად მოღიმარი. ისინი ცოტა ხანს ესაუბრნენ წმინდანს. ხოლო უკან გაცურვის წინ, წმინდანს გაუწოდეს ხელთათმანი და უთხრეს, რომ აქ მოცურვისას, გვერდით ყორანი გაფრინდა და ნისკარტიდან ეს ხელთათმანი გაუვარდა. ღიმილით აიღო წმინდა მოხუცმა იგი და აკურთხა ხალხი[21]. გუტლაკი დაბრუნდა თავის სტუმრებთან და უილფრიდს მეორე ხელთათმანი გაუწოდა.

თავი 12

აღმოსავლეთ ანგლიაში ცხოვრობდა ჭაბუკი სახელად უოტრედი, ერთი არისტოკრატული ოჯახის შვილი. ის იყო მორჩილი და პატივისმცემელი თავისი მშობლების მიმართ. ერთხელ მასში უწმინდური სული შევიდა და უოტრედს გონება აერია. ბოროტმა და ვერაგმა ეშმაკი დაეუფლა მის გონებასა და ნებას, და უოტრედმა დაიწყო სისხლამდე თავისი სხეულის დაგლეჯა. ავადმყოფი არა მხოლოდ საკუთარ თავს გლეჯდა და კბენდა, არამედ გარშემომყოფებსაც ესხმოდა თავს. და აი, ერთხელ მისი ნათესავები და ახლო მეგობრები შეიკრიბნენ, რათა უოტრედი შეეკრათ. მაშინ მან საბრძოლო ცული აიღო და სამი კაცი მოკლა, ბევრი სხვა დაჭრა. უოტრედი ასეთი მძვინვარე იყო ოთხი წლის განმავლობაში. ბოლოს მშობლებმა იგი წმინდა მონასტერში წაიყვანეს, რათა მღვდლებსა და ეპისკოპოსებს განებანათ ავადმყოფი და სულიერი სენისგან განეწმინდათ. მაგრამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ეშმაკის განდევნა ვერ შეძლეს. ჭაბუკის მშობლები მწუხარებით დაბრუნდნენ შინ იმ ფიქრით, რომ უმჯობესი იქნებოდა მისი სიკვდილი, ვიდრე ადამიანების წამების გაგრძელება. მაგრამ აი, მათთან მიაღწია ხმამ, რომ კროულენდის კუნძულზე ჭაობებს შორის ცხოვრობს განდეგილი, რომელსაც ღვთისგან მადლიანი ნიჭები მიუღია. უოტრედის მშობლებმა და ახლობლებმა გადაწყვიტეს ავადმყოფთან ერთად განდეგილთან წასვლა. "ოღონდ იყოს ღვთის ნება, რომ უოტრედმა განკურნება მიიღოს ამ ღვთისმოსავის ლოცვებით!"- იყო მათი ფიქრები. მალე ისინი გზას გაუდგნენ და მივიდნენ კუნძულზე, რომელიც კროულენდთან ახლოს მდებარეობდა. იქ ისინი ღამით დარჩნენ, ხოლო განთიადისას კროულენდისკენ გაემართნენ. ადგილზე მისვლისთანავე, როგორც მიღებული იყო, ზარი დარეკეს. გუტლაკი სენაკიდან გამოვიდა და პირდაპირ მათკენ გაემართა, ღვთიური სიყვარულით აღძრული. როგორც კი სტუმრებმა ცრემლებით უამბეს მათი ჩამოსვლის მიზეზი, გუტლაკმა მაშინვე წაიყვანა უოტრედი თავის სამლოცველოში, საიდანაც არც ის და არც ჭაბუკი სამი დღის განმავლობაში არ გამოსულან. მთელი ეს დღეები გუტლაკი ავადმყოფის თავთან იდგა და განუწყვეტლივ ლოცულობდა. როცა მესამე დღის დილას მზე უკვე ამოვიდა, გუტლაკმა დაბანა ტანჯული ავადმყოფი წმინდა წყლით, სახეში შეუბერა, და იმავე წამს უწმინდურმა სულმა დატოვა ჭაბუკი. უოტრედმა იგრძნო, თითქოს ღრმა ძილისგან გამოეღვიძა. ის გამოჯანმრთელდა, შინ დაბრუნდა და ავადმყოფობა მას აღარასდროს შეხებია.

თავი 13

ერთხელ ეთელბალდის ერთი ნაცნობი, სახელად ეკგა, უწმინდური სულისგან იტანჯა. იმდენად ძლიერად მოქმედებდა მასში ეშმაკი, რომ ეკგა ვერც კი ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. მისმა ოჯახმა გუტლაკთან წაიყვანა. როგორც კი ისინი წმინდანთან მივიდნენ, მან მაშინვე შემოარტყა მას თავისი სარტყელი. ეკგას შეპყრობილობა მაშინვე გაქრა და აღარასოდეს შეუწუხებია. ღვთის მადლით განბრძნობილი, გუტლაკი ძლიერი იყო წინასწარმეტყველურ სულში, ხედავდა ადამიანების მომავალს ისევე ნათლად, როგორც აწმყოს[22].

თავი 14

ერთხელ წმინდა ბერდიდის მონახულება გადაწყვიტა წინამძღვარმა, რომელიც მასთან სულიერი მეგობრობა აკავშირებდა. გზაში მასთან ერთად მიმავალმა ორმა ბერმა სთხოვა ნება მიეცა მათთვის დაეტოვებინათ იგი, გადაუდებელ საქმეზე მიუთითეს. წინამძღვარმა გაუშვა ისინი. როდესაც ის კროულენდში ჩავიდა, რათა ღირს ბერდიდთან ესაუბრა და წმინდა წერილის წმინდა წყაროდან ძალა შეეძინა, გუტლაკმა მოულოდნელად ჰკითხა: "სად არიან ის ორი ბერი, რომლებმაც გზის დასაწყისში დაგტოვეს?" წინამძღვარმა უპასუხა: "მათ ნება ითხოვეს წასვლის, რადგან რაღაც გადაუდებელი საქმეები ჰქონდათ". გუტლაკმა მას მოულოდნელი სიტყვები უთხრა პასუხად (ღმერთი უცხადებდა მას ყველა საიდუმლო მოვლენას). გუტლაკმა შემდეგი უამბო: "ისინი ქვრივის სახლში წავიდნენ და სიმთვრალემდე დალიეს". არა მხოლოდ იმის შესახებ, სად იმყოფებიან ისინი ახლა, უამბო წინამძღვარს წმინდა გუტლაკმა, არამედ მათ მიერ დალეული სასმელების და ბერების მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვის შესახებაც. წმინდანმა უამბო მას ყველაფერი, როგორც სინამდვილეში მოხდა. და აი, მისი კურთხევის მიღების შემდეგ, წინამძღვარი უკან გაბრუნდა. როდესაც ბერები წინამძღვართან დაბრუნდნენ, მან ჰკითხა მათ, სად იყვნენ. ბერებმა უპასუხეს, რომ ძალიან დაიღალნენ თავიანთი გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმისგან. მაშინ წინამძღვარმა ჰკითხა მათ, სიმართლეს ამბობდნენ თუ არა, და ბერებმა დაიწყეს ფიცი, რომ სიმართლეს ამბობდნენ. ამაზე წინამძღვარმა უპასუხა: "რატომ დებთ ცრუ ფიცს?! თქვენ იყავით ქვრივის სახლში, იქ ასე და ასე იქცეოდით და ამბობდით ამას და ამას!" ბერებს შერცხვათ. სინანულით დაეცნენ წინამძღვრის ფეხებთან, სთხოვდნენ შეეწყალებინა მათი დანაშაული, და აღიარეს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მან უამბო.

თავი 15

ერთხელ გუტლაკთან მოვიდა ორი ბერი ერთი მონასტრიდან. მათ თან ჰქონდათ ორი ბოთლი ლუდი, და გადაწყვიტეს დაემალათ ისინი კორდქვეშ, რათა უკან დაბრუნებისას ეს ლუდი დაელიათ. გუტლაკმა გაამხნევა ისინი რჩევებით და ანუგეშა გულები თავისი დარიგებებით. საუბრის ბოლოს განდეგილმა კეთილი და მხიარული ხმით ჰკითხა: "რატომ დამალეთ ლუდის ბოთლები კორდქვეშ და არ მოიტანეთ თან?" ბერები ძალიან გაოცდნენ წმინდა ბერდიდის სიტყვებით. მათ თაყვანისცეს მას და კურთხევა სთხოვეს. გუტლაკმა დალოცა სტუმრები და ისინი შინისკენ გაემართნენ.

ამ წმინდა კაცთან მოდიოდნენ ყველანი: არისტოკრატებიც, ეპისკოპოსებიც და ბერებიც, ღარიბებიც და უბრალოებიც, მდიდრებიც და ძლიერნიც. მოდიოდნენ მასთან არა მხოლოდ დიდი მერსიის სამეფოს მკვიდრნი, არამედ ბრიტანეთის ყველა მიწიდან: ყველგან, სადაც კი მის შესახებ ხმა აღწევდა[23]. ხალხი მოედინებოდა მასთან თავიანთი მწუხარებებით, უბედურებებით, საჭიროებებით; მათ შორის იყვნენ ხორციელად დაავადებულნი, ეშმაკეულნი, გაჭირვებულნი და უბრალოდ უბედურნი. გუტლაკისგან არავინ მიდიოდა უნუგეშოდ, ყველა ავადმყოფი იკურნებოდა, ეშმაკეულნი თავისუფლდებოდნენ უწმინდური სულებისგან.

თავი 16

იმათ შორის, ვინც წმინდა გუტლაკთან მოდიოდნენ, იყო ერთი კაცი სახელად ოფფა, ზემოხსენებული ეთელბალდის ნაცნობი. ერთხელ ოფფა გუტლაკისკენ გაემართა და მეორე დღეს გზაში სიბნელეში ეკლიან ბუჩქნარში მოხვდა. ეკლები გრძელი იყო და ერთ-ერთმა საბრალო მოგზაურის ტერფში გაიარა. იმ ღამეს მისი ფეხი დასივდა, ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მას არც დაჯდომა შეეძლო, არც ადგომა. მაინც როგორღაც მიაღწია კუნძულამდე, სადაც ნეტარი გუტლაკი ცხოვრობდა. როდესაც წმინდანს მის შესახებ უთხრეს, გუტლაკმა მაშინვე უბრძანა მათთვის დაშავებული მოეყვანათ. ოფფამ უამბო, როგორ დაშავდა და როგორ ძლიერ ტკიოდა. გუტლაკმა სწრაფად გაიხადა თავისი სამოსი და ავადმყოფს ჩააცვა. ჭრილობებმა უმალვე დაიწყო შეხორცება და გაქრობა, ხოლო ეკალი, რომელიც ასე აწამებდა ფეხს, მშვილდიდან გამოსროლი ისარივით გამოვარდა და სადღაც შორს დაეცა. როდესაც ტკივილი სრულიად გაქრა, ოფფამ შეძლო წმინდა მოხუცთან საუბარი, სულის მხნე და მხიარული განწყობით. მან კუნძული სრულიად ჯანმრთელმა დატოვა. ყველა, ვინც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, აღტაცებული და მოხიბლული იყო, ღვთისადმი ქებას აღავლენდა.

თავი 17

არასწორი იქნებოდა არ გვეხსენებინა მოვლენები, რომლებიც ღვთის სასწაულმოქმედი ძალით აღსრულდა ჩვენი წმინდა მამის გუტლაკის მეშვეობით, რომელთა შესახებ დიდმა რაოდენობამ ხალხისა იცოდა. ყველა სასწაულს გუტლაკი უფლისგან მიღებული მადლით ასრულებდა, მან ისიც კი იცოდა, რას ამბობდნენ ადამიანები, რომლებიც მისგან შორს იმყოფებოდნენ, ისე თითქოს გვერდით იდგნენ.

ერთხელ ეპისკოპოს ჰედას[24] კეთილი აზრი მოუვიდა მოენახულებინა პატივცემული განდეგილი და მასთან ესაუბრა. ეპისკოპოსს თან ახლდა ძალიან განათლებული და მცოდნე ადამიანი - ბერი სახელად უიგფრიტი. განდეგილთან მიმავალ გზაზე მან და ეპისკოპოსის სხვა თანაშემწეებმა გუტლაკზე დაიწყეს საუბარი, მის არამარტივ ცხოვრებაზე, მრავალრიცხოვან სასწაულებზე. ზოგიერთები ეჭვობდნენ მისი ცხოვრების სიმართლეში და ამბობდნენ, რომ არ იციან, გუტლაკი ამ სასწაულებს ღვთის ძალით ასრულებს თუ ეშმაკის ძალით. აქ უიგფრიტმა თქვა: "მე შემიძლია შევამოწმო და გავიგო, მართლა წმინდა ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა გუტლაკი. დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ირლანდიელ ბერებს შორის, რომელთაგან ბევრმა მთელი თავისი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძღვნა და სულიერად წარმატებას მიაღწია, სიწმინდითა და უმანკოებით ცხოვრობდა. ღვთის ძალით ისინი მრავალი სასწაულითა და ნიშნებით გაბრწყინდნენ. ირლანდიელი ბერების ცხოვრების მაგალითზე შემიძლია გავიგო, რა ცხოვრებისაა ეს კაცი და ღვთის ძალით ქმნის სასწაულებს თუ ეშმაკის ძალით".

ბოლოს ჰედა და გუტლაკი შეხვდნენ და წმინდა სახარების მაცოცხლებელი ძალით დანაყრდნენ. სულიერი სინათლე ისე ბრწყინავდა ქრისტეს წმინდა მსახურში, რომ, როცა ის ქადაგებდა, გეგონებოდათ, თითქოს თავად ზეციური ანგელოზი ლაპარაკობდა. მასში ჩანდა დიდი სიბრძნე და განათლება; რაზეც არ უნდა დაეწყო საუბარი, ყველაფერს წმინდა წერილიდან მაგალითებით ადასტურებდა. უცებ საუბრის დროს ეპისკოპოსი ჰედა ადგა და წმინდა გუტლაკს ფეხებში თაყვანი სცა, გულწრფელად სთხოვდა მიეღო მღვდლის ხარისხი და ღვთის საკურთხეველთან ემსახურა. გუტლაკმა მოისმინა მისი თხოვნა და თქვა, რომ მიიღებდა ხარისხს, რადგან ეს იყო ღვთის ნება და ეპისკოპოსის ნება.

წირვისა და მღვდელმონაზვნად ხელდასხმის შემდეგ ეპისკოპოსმა წმინდანს სთხოვა ყველასთან ერთად ეგემა ტრაპეზი. გუტლაკი დათანხმდა, თუმცა ეს მის ჩვეულებას ეწინააღმდეგებოდა. როცა ყველანი მაგიდას მიუსხდნენ, გუტლაკმა შეხედა ეპისკოპოსის თანმხლებთ და, ბერ უიგფრიტს მიმართა, წარმოთქვა: "ძმაო უიგფრიტ, რას ფიქრობ იმ მღვდელზე, რომელზეც გუშინ თქვი, რომ გაიგებ, კარგია თუ ცუდიო?" უიგფრიტი წამოხტა მაგიდიდან, დაეცა მუხლებზე წმინდანის წინაშე და გულწრფელად მოინანია თავისი სიტყვები. წმინდა გუტლაკი გადაეხვია უიგფრიტს იმის ნიშნად, რომ აპატია. კროულენდის კუნძულის კურთხევა და ღირსი გუტლაკის ხელდასხმა დაემთხვა მოსავლის დღესასწაულს - ეს იყო მოციქულ ბართლომეს ხსენების დღემდე ხუთი დღით ადრე.

თავი 18

ერთხელ უპატიოსნესმა ქალწულმა და იღუმენმა ეგბურგამ, მეფე ალდვულფის ასულმა, გუტლაკს გაუგზავნა ტყვიის კუბო და სუდარა. იგი ევედრებოდა ბერს ზეციური მეუფის სახელით, რომ თანხმობა მიეცა, რათა მისი სხეული სიკვდილის შემდეგ ამ კუბოში დაესვენებინათ. ეგბურგამ ასევე გაუგზავნა გუტლაკს წერილი ერთი მართალი და წმინდა ცხოვრების მქონე ბერის მეშვეობით, რომელშიც წმინდანს ეკითხებოდა, ვინ იქნებოდა კროულენდის შემდეგი იღუმენი მისი გარდაცვალების შემდეგ. გუტლაკმა, მიიღო რა ეს ყველაფერი პატივცემული იღუმენისგან, მოწყალედ და თავაზიანად უპასუხა, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ წარმართებს შორის ცხოვრობს და არც კი არის მონათლული, მაგრამ მალე მოვა და მიიღებს წმინდა ნათლობის საიდუმლოს. ასეც მოხდა. სწორედ ის კისა, რომელიც მოგვიანებით ამ კუნძულზე ცხოვრობდა, ჩამოვიდა ბრიტანეთში გუტლაკის წინასწარმეტყველების შემდეგ მალევე და მოინათლა.

თავი 19

ვერ გამოვტოვებთ კიდევ ერთ საოცარ წინასწარმეტყველებას წმინდა გუტლაკისა. ერთხელ ეთელბალდი კვლავ მივიდა განდეგილთან. ამ დროს მეფე კეოლრედი სდევნიდა ეთელბალდს, მაგრამ მან მოახერხა დამალვა, თავი აარიდა სასამართლოს და სიძულვილს. ადამიანებისგან დახმარება არ ჰქონდა - ყველამ უღალატა მას, მაგრამ ანუგეშებდა იმედი ღვთის შემწეობისა. ეთელბალდმა უამბო ღირსეულს თავისი გასაჭირის შესახებ, და გუტლაკმა უპასუხა შემდეგი: "შვილო ჩემო, არ დამვიწყებია შენი ყველა შრომა და გასაჭირი. შემეცოდე და ვევედრე უფალს, რომ შეგიწყალოს და დაგეხმაროს შენს გასაჭირში. და მან შეისმინა ჩემი ლოცვა. უფალი მოგანიჭებს ძალაუფლებას შენს ხალხზე, ხოლო ყველა შენი მოძულე გაიქცევა უფრო ადრე, ვიდრე შენ შენი მახვილით გაანადგურებ ყველა შენს მტერს. რადგან ღმერთია შენი მფარველი. მაგრამ იყავი მომთმენი და შემწყნარებელი, რადგან მიიღებ სამეფოს არა იარაღის ძალით, არამედ ღვთის შემწეობით. უფალი დასჯის ყველას, ვინც შენ გძულს და წაართმევს მათ სამეფოს. უფალს არ დავიწყებიხარ და განგისაზღვრა მეფედ გახდომა".

ეთელბალდმა, მოისმინა რა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები წმინდა განდეგილისა, განმტკიცდა რწმენასა და ღვთის იმედში. მას გაახსენდა, რომ სამეფოს ხშირად იპყრობენ და ართმევენ, რომ ჩვენი მიწიერი ცხოვრება სწრაფად მიდის დასასრულისკენ და რომ სიკვდილი დაუპატიჟებლად მოდის ყველასთან: მმართველებთან და ქვეშევრდომებთან, სწავლულებთან და უმეცრებთან, მოხუცებთან და ახალგაზრდებთან.

თავი 20

ღირსი გუტლაკი 15 წლის განმავლობაში ღვთის ნებით განმარტოებით მოღვაწეობდა, და უფალმა ინება თავისი საყვარელი მონის სულის გამოხსნა ამქვეყნიური ამაოების, ბრძოლისა და გასაჭირისგან და მისი გადაყვანა ზეციური სასუფევლის მარადიულ ნეტარებაში. ერთხელ, როდესაც გუტლაკი, ჩვეულებისამებრ, თავის სამლოცველოში იდგა და ლოცულობდა, უეცრად სენმა შეიპყრო. წმინდანმა მაშინვე იხილა ამაში ღვთის განგება და სიხარულით დაიწყო მზადება ზეციური სასუფევლის მარადიულ ცხოვრებაში გადასასვლელად. იგი მძიმე სენით დაავადდა შვიდი დღით, მერვე დღეს კი გარდაიცვალა. გუტლაკი დიდ ოთხშაბათს, აღდგომის წინ დაავადდა, ხოლო ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს სული ღმერთს მიაბარა.

იმ დროს გუტლაკთან იმყოფებოდა მღვდელი სახელად ბეკელი - სწორედ მისგან შევიტყვე დაწვრილებით წმინდა განდეგილის სიკვდილის შესახებ. ბეკელი თხოვნით მივიდა წმინდანთან იმ დღეს, როცა ის დაავადდა. გუტლაკი ნელა პასუხობდა, ჰაერს ფილტვებიდან შეყოვნებით და დიდი გაჭირვებით გამოუშვებდა. მღვდელმა მოღვაწე ასეთ საშინელ ტანჯვაში იხილა და უთხრა: "რა მოხდა? ღამით ხომ არ დაგემართა სენი?" გუტლაკმა უპასუხა: "დიახ, ღამით დავავადდი". კვლავ ჰკითხა ბეკელმა: "იცი, მამაო ჩემო, რატომ დაავადდი და როგორ გაივლის სენი?" წმინდანმა უპასუხა: "ჩემი სენის მიზეზი ისაა, რომ სული სხეულს უნდა გაეყაროს; ხოლო ჩემი სნეულება მერვე დღეს დასრულდება. ეს სწორია: სული უნდა მოემზადოს უფალთან შესახვედრად".

ბეკელმა, ეს სიტყვები რომ მოისმინა, მწარედ იტირა. ბეკელს თვალები ცრემლებისგან ჰქონდა დასიებული. ხოლო ღვთის კაცი გუტლაკი ანუგეშებდა მას და ეუბნებოდა: "შვილო ჩემო, ნუ დაღონდები და ნუ წუხხარ, რადგან ჩემთვის არ არის მძიმე ჩემს უფალ ღმერთთან წასვლა".

მასში იყო ისეთი სიღრმე წმინდა რწმენისა და ისეთი სიყვარული ღვთისადმი, რომ (და ამისთვის, და არა მხოლოდ მისი ყველა კეთილი საქმისთვის, ცხადისა თუ დაფარულისა) ყველა გამონაკლისის გარეშე უყვარდა გუტლაკი. ოთხი დღის შემდეგ დადგა წმინდა აღდგომის პირველი დღე; წმინდა გუტლაკმა, სენის მიუხედავად, მადლობა შესწირა ღმერთს-შემოქმედს და წირვა აღასრულა. მან უსისხლო მსხვერპლი შესწირა ღმერთს და ეზიარა ქრისტე უფლის წმინდა ხორცსა და სამსხვერპლო სისხლს, შემდეგ კი სახარება უქადაგა ბეკელს. გუტლაკის ეს სწავლებანი ღრმად ჩაიბეჭდა ბეკელის სულში, და იგი მოგვიანებით აღიარებდა, რომ არასოდეს მსგავსი არაფერი მოესმინა ცხოვრებაში.

სენის მეშვიდე დღეს ბეკელი მოვიდა გუტლაკის სანახავად დაახლოებით მე-6 საათზე. მან წმინდანი სამლოცველოში საკურთხეველთან მიყრდნობილი იპოვა. ბეკელს ლაპარაკი არ შეეძლო, როცა ხედავდა, როგორ აწამებდა სენი წმინდანს. და მაინც ბეკელმა სთხოვა მოხუცს, ეთქვა მისთვის გამოსათხოვარი სიტყვა სიკვდილის წინ. ნეტარმა გუტლაკმა, მობრუნებულმა, თქვა: "უკვე თითქმის დადგა ჟამი, შვილო ჩემო. ამიტომ მოისმინე ჩემი უკანასკნელი ნება. მას შემდეგ, რაც ჩემი სული გაეყრება სხეულს, წადი ჩემს დასთან და უთხარი, რომ მე უარი ვთქვი მასთან შეხვედრებზე აქ დედამიწაზე, რათა შემდგომში შეგვძლებოდა ერთმანეთის ხილვა ზეცაში ღვთის წინაშე. სთხოვე მას, რომ ჩემი სხეული კუბოში დაასვენოს და შემმოსოს სუდარით, რომელიც იღუმენიამ ეგბურგამ გამომიგზავნა. მე უარს ვამბობდი სიცოცხლეში სელის ქსოვილის სამოსის ტარებაზე, მაგრამ ახლა, ქრისტეში საყვარელი ქალწულის სიყვარულის გამო, მის მიერ გამოგზავნილ საჩუქარს დანიშნულებისამებრ გამოვიყენებ. როცა სხეული და სული გაიყრებიან, უბრძანე ჩემს დას, რომ ჩემი სხეული იმავე სამოსში შემოსოს და კუბოში დაასვენოს".

ბეკელმა უპასუხა: "ახლა კარგად მესმის, რა მძიმეა შენი სენი და რომ მალე დატოვებ ამ ქვეყანას. გევედრები, ჩემო ძვირფასო მამაო, მიამბე რაღაც, რის კითხვასაც ვერასოდეს ვბედავდი აქამდე. მას შემდეგ, რაც აქ მოვედი შენთან საცხოვრებლად ამ უდაბნოში, ბევრჯერ მსმენია, როგორ საუბრობდი ვიღაცასთან საღამოობით და დილაობით. ვინ იყო ის, ვისთანაც საუბრობდი, არ ვიცი. ამიტომ გევედრები: გამიმხილე ეს საიდუმლო, რომ არ ვღელავდე ამაზე შენი სიკვდილის შემდეგ". წმინდა კაცმა, მძიმედ სუნთქვით, უპასუხა: "შვილო ჩემო, ნუ ღელავ. იმას, რასაც არავისთვის არ ვამბობდი მთელი ცხოვრების მანძილზე, ახლა შენთვის გავამხელ. ამ განმარტოებულ უდაბურ ადგილას ცხოვრების მეორე წლიდან ღმერთი მომივლენდა ანგელოზს ჩემს სანუგეშებლად საღამოობით და ადრეულ დილის საათებში. ის მიმხელდა ზეციურ საიდუმლოებებს, რომელთა შესახებ სხვა ადამიანებთან საუბარი აკრძალულია. ეს საუბრები მეხმარებოდა და მიცავდა ხსნისკენ მიმავალ ძნელ გზაზე. ანგელოზი მიამბობდა აწმყო მოვლენებზე, ასევე იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო. ახლა, ჩემო საყვარელო შვილო, შეინახე ჩემი სიტყვები და ნურავის უამბობ მათ, გარდა ჩემი დისა პეგისა და ერთი განდეგილისა სახელად ეგბერტისა, თუ შემთხვევით მასთან საუბარი მოგიწევს".

ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, წმინდანმა თავი დახარა და მძიმედ სუნთქავდა, შემდეგ შეუმსუბუქდა, ამოისუნთქა - და - ჰოი საკვირველებავ! - მთელი სენაკი აღივსო უტკბილესი ყვავილების სურნელით. მომდევნო ღამეს, როცა ბეკელი უფალს ევედრებოდა, მან დაინახა, რომ მოღვაწის მთელი სენაკი არაამქვეყნიურ შუქს ასხივებდა. და ასე გრძელდებოდა დილამდე.

დილით ღვთის კაცი კვლავ ოდნავ აღელვებული იყო და, თავისი დასუსტებული ხელების აწევით, უთხრა ბეკელს: "შვილო ჩემო, მოემზადე გზისთვის, როგორც გთხოვე, რადგან მოდის ჟამი, როცა ჩემი სული დატოვებს ამ წარმავალ სხეულს და გაემართება ზეციური სასუფევლის მარადიულ ნეტარებაში". ეს რომ თქვა, ხელი გაიწოდა წმინდა ტრაპეზისკენ და თავი გაიმხნევა წმინდა ძღვენით - უფლის ხორცითა და სისხლით. მან თვალები ზეცისკენ აღაპყრო, ხელები მაღლა აღმართა და სახეზე სიხარულით მიაბარა სული ზეციური სასუფევლის მარადიულ ნეტარებას. ამ წუთებში ბეკელი ხედავდა, რომ მთელი სენაკი ზეციური ნათლით აივსო, გამოჩნდა ცეცხლოვანი სვეტი მიწიდან ზეცამდე, რომლის მშვენიერებაც არაფერთან შესადარი არ იყო, ხოლო შუადღის მზის სიკაშკაშე მასთან შედარებით ფერმკრთალდებოდა. ისმოდა ანგელოზთა გალობა, რომელიც ჰაერში მთელ კუნძულზე ვრცელდებოდა, და ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება იგრძნობოდა.

ბეკელი შიშით შეძრწუნდა. შემდეგ ნავში ჩაჯდა და გუტლაკის დისკენ გაემართა. პეგას სახლში მისულმა ბეკელმა ყველაფერი უამბო, რაც მოხდა, იმ წესით, როგორც მისმა ძმამ სთხოვა. ძმის აღსასრულის შესახებ შეტყობისას, პეგა მიწაზე დაემხო და დიდხანს იმყოფებოდა ისეთ დიდ მწუხარებაში, რომ ლაპარაკიც კი არ შეეძლო. როცა პეგა ოდნავ მოსულიერდა, ამოიოხრა თავისი გულის სიღრმიდან და მადლობა შესწირა უფალს ყოვლისმპყრობელს მისი ნებისთვის.

მეორე დღეს, რათა აღესრულებინათ ქრისტეს ღირსი მსახურის უკანასკნელი ნება, ორივემ კროულენდში მიცურეს და ნახეს მთელი კუნძული და გუტლაკის სახლი ზეციური კეთილსურნელებით აღვსილი, რომელიც მხოლოდ ამბროზიისა და თაფლის არომატს თუ შეედრებოდა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში საყვარელი და თავის ძმას ღმერთს აბარებდა, მთელ დროს საღვთო საგალობლების გალობაში ატარებდა სულის მოსახსენიებლად. მესამე დღეს, როგორც წმინდანმა ითხოვა, სათანადოდ დაკრძალეს მისი სხეული სამლოცველოში.

საღვთო წყალობამ ინება ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რა დიდი დიდება მოიხვეჭა ამ მოღვაწემ. მას შემდეგ, რაც ის დაკრძალეს, გუტლაკის ლოცვებით ბევრი საოცარი სასწაული მოხდა. გუტლაკის აღსასრულისა და დაკრძალვიდან 12 თვის შემდეგ ღმერთმა თავისი ერთგული მხევლის გონებაში ჩადო კეთილი აზრი, რომ თავისი საყვარელი ძმის სხეული ახალ კუბოში გადაესვენებინა.

პეგამ შეკრიბა ქრისტეს მსახურნი და სამღვდელოება. მათ გახსნეს კუბო და აღმოაჩინეს წმინდანის სხეული ისეთივე მთელი და უვნებელი, როგორიც იყო მისი დაკრძალვისას ერთი წლის წინ. წმინდანი ცოცხალივით გამოიყურებოდა. თავისი სხეულის ნაწილების მოქნილობით გუტლაკი უფრო მძინარე ადამიანს ჰგავდა, ვიდრე მიცვალებულს. ყველა სამოსი, რომელშიც მისი სხეული იყო შეხვეული, ისეთივე ახალი ჩანდა, როგორც კუბოში დასვენების საათში. როცა ყველა შეკრებილმა ადამიანმა ეს იხილა, თავდაპირველად ძლიერ შეშინდნენ. მათი შიში იმდენად დიდი იყო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში სიტყვის თქმაც კი არ შეეძლოთ.

ქრისტეს მხევალი პეგა, გუტლაკის სხეული ასეთი რომ იხილა, სულიერი სიხარულით აღივსო. საგალობლებს გალობდა, ქრისტეს ადიდებდა, და წმინდანის პატიოსანი სხეული სხვა სუდარაში შეახვია, რომელიც განდეგილმა ეგბერტმა გამოგზავნა, როცა გუტლაკი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მათ კუბო აღარ დამარხეს, არამედ საპატიო ადგილას დაასვენეს. მეფე ეთელბალდმა ახალი ნაგებობებით შეამკო ის ადგილი, სადაც ახლა სულში განისვენებს წმინდა გუტლაკის ხრწნილებას დაუქვემდებარებელი სხეული. დღეს ყველა, ვინც აქ მოდის, იღებს ყველაფერს, რასაც ინატრებს, ჩვენი ღირსი მამის გუტლაკის მეოხებითა და შუამდგომლობით, რომელიც ღმერთმა აირჩია წმინდა ცხოვრებისა და თავისი სიბრძნის საგანძურისთვის. იგი იყო მტკიცე, მუდმივი და ერთგული თავის საქმეებსა და მოვალეობებში, ისე გულმოდგინედ და ბეჯითად ემსახურებოდა ქრისტეს, რომ არასდროს არაფერი გამოდიოდა მისი ბაგეებიდან, გარდა ქრისტე მაცხოვრის ქებისა და მადლობისა. არაფერი არ ჰქონდა გუტლაკს გულში, გარდა ლოცვისა და ღვთისმსახურების კეთილმსახური გულმოდგინებისა; არაფერი არ იყო მის გონებაში, გარდა მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმშვიდისა. არავის არასოდეს უნახავს წმინდა გუტლაკი გაბრაზებული ან დაუდევარი ქრისტეს მსახურებაში, არამედ მის სახეზე ყველას შეეძლო ეხილა მხოლოდ სიყვარული და მშვიდობა. წმინდა გუტლაკის ქცევასა და ხასიათში იყო განსაკუთრებული სითბო, გულში - სიბრძნე, და ისეთი სიხარული გამოდიოდა მისგან, რომ იგი თანაბრად უყვარდათ როგორც მეგობრებს, ისე უცხოებს.

თავი 21

ეთელბალდმა, რომელიც იმ დროს შორეულ მხარეებში გადასახლებაში იმყოფებოდა, შეიტყო წმინდა გუტლაკის - თავისი ერთადერთი მფარველისა და ნუგეშისმცემლის აღსასრულის შესახებ. იგი ძლიერ დაღონდა და გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც წმინდანის სხეული იყო დაკრძალული, იმ იმედით, რომ თავისი რჩეულის მეშვეობით უფალი მიანიჭებდა ნუგეშს მწუხარებაში. წმინდანის საფლავთან მისულმა ეთელბალდმა ცრემლებით წარმოთქვა: "მამაო ჩემო, შენ ხედავ ჩემს უბედურებებს, შენ ყოველთვის იყავი შემწე ყველა ჩემს გასაჭირში! საით წავიდე ახლა? ვინ მანუგეშებს, თუკი შენ მიმატოვე?"

ეს და მრავალი სხვა სიტყვა რომ წარმოთქვა ცრემლიანი თვალებით, ეთელბალდი საღამოთი გაემართა იმ სახლისკენ, სადაც ზოგჯერ სტუმრობდა გუტლაკის სიცოცხლეში. სახლში მწუხარე ფიქრები არ ასვენებდნენ მას, სანამ არ ჩაეძინა. ღამით უეცრად ეთელბალდი შეშინებული წამოხტა, რადგან მთელი სახლი ზეციური ნათლით აივსო. ეთელბალდმა იხილა ღირსი გუტლაკი, რომელიც მის წინ ანგელოზის სახით იდგა. წმინდანმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ნუ გეშინია, არამედ იყავი მტკიცე და შეურყეველი, რადგან უფალია შენი მფარველი. მე მოვედი შენთან, რადგან ღმერთმა შეისმინა შენი ლოცვები ჩემი შუამდგომლობით. ნუ დაღონდები, შენი უბედურებების დრო გავიდა, და ზუსტად ერთ წელიწადში შენ უკვე ჰმართავ ქვეყანას, რისთვისაც ასე დიდხანს იბრძოდი". არა მხოლოდ მომავალი მმართველობის შესახებ უამბო მას გუტლაკმა, არამედ აღუწერა მთელი მისი მომავალი ცხოვრებაც. ღმერთმა ყოველივე ეს თავისი რჩეულის მეშვეობით აღასრულა, თანაც მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა და დაკრძალეს.

თავი 22

სოფელში სახელად უისში (სწორედ აქ იყო გადასახლებაში ეთელბალდი) ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც თავისი მეურნეობა ჰქონდა. 12 თვის განმავლობაში ეს კაცი ყველაფერს ბურუსში ხედავდა, რადგან თვალები თეთრმა აპკმა გადაეფარა. ექიმები დიდხანს მკურნალობდნენ მას მალამოებით, მაგრამ უშედეგოდ - განკურნება არ ხდებოდა. მაშინ მას გამოეცხადა ღვთისგან: თუ მას გუტლაკთან მიიყვანდნენ, მხედველობა აღუდგებოდა. მალე მეგობრებმა იგი კროულენდის კუნძულზე ჩაიყვანეს, სადაც მათ ღვთის მხევალი პეგა შეხვდა. კაცის მტკიცე და შეურყეველი რწმენის შესახებ მოსმენის შემდეგ, მან ეკლესიაში მიიყვანა იგი წმინდა გუტლაკის პატიოსან სხეულთან. პეგამ აიღო ცოტაოდენი მარილი, რომელიც ადრე თავად წმინდანს ჰქონდა ნაკურთხი, ოდნავ დაასველა და ავადმყოფის ერთ თვალს წაუსვა. და ვიდრე მეორე თვალზე წაუსვამდა, ავადმყოფს უკვე პირველი თვალით შეეძლო ხედვა. კუნძულის დატოვებისას ეს კაცი უკვე კარგად ხედავდა და სახლში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა.

ჩვენს უფალს იყოს ქება, და დიდება, და პატივი, ხოლო ნეტარ წმინდა გუტლაკს - ცხოვრება უსასრულო, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ბერი ფელიქსი

შენიშვნები:

[1]-1987 წელს შეიქმნა წმინდა გუტლაკის საძმო, რომელშიც გაერთიანდა ამ წმინდანის სახელზე ნაკურთხი ეკლესიების მრევლები. ეს ეკლესიებია: 1) კროულენდის სააბატო ლინკოლნშირის საგრაფოში, 2) ეკლესია სოფელ ასტვიკში ბედფორდშირის საგრაფოში, 3) სამრევლო ეკლესია ბრებსტონში ლინკოლნშირის საგრაფოში, 4) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა გუტლაკის კათოლიკური ეკლესია დიპინგ-სენტ-ჯეიმსში ლინკოლნშირის საგრაფოში, 5) ეკლესია ლიტლ კოვარნში ჰერეფორდშირში, 6) ეკლესია მარკეტ დიპინგში ლინკოლნშირში, 7) ეკლესია ქალაქ ფიშტოფტში ლინკოლნშირში, 8) ეკლესია ნაიტონში ლესტერშირის საგრაფოში, 9) ეკლესია ლიტლ პონტონში ლინკოლნშირში, 10) ეკლესია პატარა სოფელ პასენჰემში სამხრეთ ნორთჰემპტონშირში, 11) ეკლესია სტატერნში ნოტინგემშირის საგრაფოში. XII-დან XVI საუკუნემდე ქალაქ ჰერეფორდში, ინგლისის დასავლეთში, არსებობდა წმინდა გუტლაკის სახელობის მცირე კათოლიკური ავგუსტინელთა მონასტერი.

[2]- კროულენდის მონასტრიდან (შემდგომში სააბატო, ასევე წარმოითქმის როგორც კროილენდი) დღეს ძირითადად შემორჩენილია მხოლოდ სამრევლო ანგლიკანური ეკლესია – ლინკოლნშირის საგრაფოს კროულენდის სააბატოს ყოფილი სამონასტრო ეკლესია. კროულენდის მონასტერი დაარსდა 816 წელს და ეკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მოციქულ ბართლომესა და წმინდა გუტლაკის სახელზე. მონასტერი აშენდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც წმინდა გუტლაკმა განდეგილური ცხოვრება გაატარა 699-დან 714 წლამდე. X საუკუნის მესამე მეოთხედში მონასტერი გადავიდა წარჩინებული კაცის, ტურკეტულის მფლობელობაში, რომელიც იორკის მთავარეპისკოპოს ოსკიტელის ნათესავი იყო. მღვდელი წმინდა ტურკეტილი (887-975, ხსენების დღე 11 ივლისი) შემდგომში გახდა ამ მონასტრის წინამძღვარი და შესწირა მას მრავალი მამული და მიწა. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში კროულენდის მონასტერმა მიიღო ბენედიქტელთა წესდება. ეს მონასტერი კარგადაა ცნობილი ისტორიკოსებისთვის, როგორც "კროულენდის ქრონიკის" სავარაუდო შექმნის ადგილი, რომელიც დაიწყო მონასტრის ერთ-ერთმა ბერმა. შემდგომში მას აგრძელებდნენ მონასტრის სხვა მკვიდრნი.

1537 წელს კროულენდის წინამძღვარი წერდა ჰენრი VIII-ის უახლოეს მრჩეველს და რეფორმაციის მთავარ იდეოლოგს თომას კრომველს, უგზავნიდა რა მას საჩუქრად უზარმაზარ სამონასტრო თევზს: "თქვენს ბრწყინვალებას მოწიწებით ვთხოვ კეთილად მიიღოს ეს თევზი და გემუდარებით იყოთ კეთილგანწყობილი და შემწყნარებელი ჩემი და ჩემი ღარიბი სავანის მიმართ". მაგრამ სააბატო მაინც დაიხურა 1539 წელს. სამონასტრო ეკლესიის შენობის დიდი ნაწილი გადარჩა და ამჟამად ადგილობრივი მრევლის მიერ გამოიყენება, მაგრამ მონასტრის ნაგებობების უმეტესობა ბოლო საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. დღევანდელი ეკლესია თავდაპირველი ტაძრის ჩრდილოეთ გვერდითი ნავია. შემორჩენილია ნანგრევებიც, მათ შორის ყოფილი ტაძრის შესანიშნავი დასავლეთი ფასადი. სიწმინდეებიდან ეს ეკლესია ინახავს, როგორც ბევრი ამტკიცებს, ადგილობრივი წმინდა იღუმენისა და მოწამის თეოდორეს თავის ქალას, რომელიც IX საუკუნეში ცხოვრობდა. ეს თავის ქალა გამოფენილი იყო დამთვალიერებლებისთვის 1982 წლამდე, სანამ მოულოდნელად არ მოიპარეს. თავის ქალა ასევე იდუმალებით მოცულად დაუბრუნდა ეკლესიას ანონიმური მფლობელის მიერ 1999 წელს.

კემბრიჯის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ მათი სახელგანთქმული უნივერსიტეტი დაარსდა კროულენდის მონასტრის წინამძღვრის ინიციატივით. ასე, საბინა ბერინგ-გულდი ამტკიცებს, რომ წმინდა გუტლაკი არის უნივერსიტეტის სულიერი მამა. ამბობენ, რომ კროულენდის სააბატოს მიუძღვნა თავისი სონეტი ცნობილმა ინგლისელმა პოეტმა ჯონ კლერმა (1793-1864), რომელიც ცნობილია როგორც "გლეხი პოეტი ნორთჰემპტონშირიდან". აი, რას წერს ამ სავანის შესახებ თანამედროვე ბრიტანელი მოგზაური, ეკლესიებისა და მონასტრების მკვლევარი დერი ბრებსი: "კროულენდის სააბატო ახლა მხოლოდ კროულენდის სამრევლო ეკლესიაა... დასავლეთი ნავის წინა ნაწილი, დიდებული, მდიდარი ქანდაკებებით, ასევე შემორჩა; მისი უზარმაზარი ცარიელი ფანჯარა გიგანტური სილუეტით გამოირჩევა ნათელ ცაზე... როდესაც VII საუკუნის ბოლოს წმინდა გუტლაკმა კროულენდი აირჩია თავისი განდეგილობის ადგილად, ფენსის ("ჭაობები") რაიონი წარმოადგენდა პატარა, არასტუმართმოყვარე კუნძულების რიგს, რომლებიც განლაგებული იყო ვრცელი, ვერაგულად საშიში ჭაობის შუაგულში. და მიუხედავად იმისა, რომ ადგილი იყო მიყრუებული, გუტლაკთან მოდიოდნენ მრავალი თაყვანისმცემელი მისი სიწმინდისა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ეთელბალდი, მომავალი მერსიის მეფე. ეთელბალდმა აღთქმა დადო, რომ თუ იგი, წმინდა გუტლაკის ლოცვითი შუამდგომლობით, დაიკავებდა ტახტს, აუცილებლად ააშენებდა ამ ადგილზე მონასტერს წმინდანის მიმართ მადლიერების ნიშნად. მომავალმა მეფემ შეასრულა თავისი სიტყვა და წმინდა გუტლაკის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ უკვე ჩაეყარა საფუძველი პირველ მონასტერს. IX საუკუნეში კროულენდის სააბატო დანიელი დამპყრობლების შემოტევის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც არა მხოლოდ დაანგრიეს ყველა ნაგებობა საფუძვლამდე, არამედ მოკლეს წმინდა წინამძღვარი თეოდორე (†870) მრავალ ბერთან ერთად, როდესაც ისინი ერთად აღასრულებდნენ საღვთო ლიტურგიას. სხვა ნაგებობებიც დაზიანდა სხვადასხვა სახის უბედურებების გამო, მათ შორის 1118 წლის მიწისძვრის შედეგად.

კროულენდი ყოველთვის განთქმული იყო თავისი ზარებით; სწორედ აქ შეიქმნა პირველად მელოდიური ზარების რეკვა - პირველი მთელ ქვეყანაში. პირველი ასეთი ზარი ჩამოასხეს წინამძღვრებმა ტურკეტილმა და ეგელრიკმა X საუკუნის ბოლოს. დიდ ზარს გუტლაკი უწოდეს, ხოლო დანარჩენ ექვსს დაარქვეს ბართლომე (წმინდა გუტლაკის ზეციური მფარველი - მოციქული ბართლომე) და ბეკელი (წმინდა ბეკელი იყო წმინდა გუტლაკის მოწაფე), ტურკეტილი და ტატვინი, ასევე პეგა და ბეგა (წმინდა პეგა იყო წმინდა გუტლაკის ღვიძლი და და განდეგილი; წმინდა ბეგა - სხვა წმინდანის სახელია). აღსანიშნავია, რომ წმინდა გუტლაკის ცხოვრება გადმოცემულია სურათებში ე.წ. "გუტლაკის გრაგნილში", რომელიც XII საუკუნისაა (ინახება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში). ამ გრაგნილის ასლები დღემდე შეიძლება იხილოთ კროულენდის სააბატოში გამოფენილი. - მთარგმნელის შენიშვნა.

[3]- წმინდა მეფე ეთელრედი მერსიას მართავდა 675-დან 704 წლამდე, შემდეგ უარი თქვა ტახტზე და ბერად აღიკვეცა, გარდაიცვალა 716 წელს. მისი ხსენების დღეა 4 მაისი. - აქ და შემდგომ დეკანოზ ა. ფილიპსის შენიშვნები.

[4]- იაკ. 1:12.

[5] - მაშინ ის 15 წლის იყო, რაც იმ დროს ზრდასრულობის დასაწყისად ითვლებოდა.

[6] - რეპტონის მონასტერი დერბიშირის საგრაფოში (მერსიის მეფეთა დაკრძალვის ადგილი) იყო ორმაგი, ანუ ემსახურებოდა როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა მონასტერს, ამ შემთხვევაში - წინამძღვარი ელფრიდას ხელმძღვანელობით. ე.წ. ორმაგი მონასტრების ეს სისტემა არსებობდა მცირე ხნით - ეკლესიის ისტორიის ადრეულ პერიოდში ინტენსიური მისიონერობის დროს, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. 783 წელს ასეთი პრაქტიკა აიკრძალა VII მსოფლიო საეკლესიო კრების მე-20 კანონით გარდაუვალი ბოროტად გამოყენების გამო.

[7] - თავის გარკვეულ ადგილას თმის გადაპარსვა, რაც ეკლის გვირგვინის სიმბოლო იყო, თანდათანობით მეტ-ნაკლებად უნივერსალური გახდა მთელ ეკლესიაში, შორეულ ირლანდიაშიც კი, სადაც იმ დროს კიდევ უფრო ძველი ფორმა არსებობდა. დასავლეთში ამას ეწოდა "მოციქულ პეტრეს ტონზურა", რადგან, ტრადიციის თანახმად, მან წარუდგინა ის დასავლეთს. ამას მიუთითებს VI მსოფლიო საეკლესიო კრების 21-ე კანონი; ეს შეიძლება ვიხილოთ XIV საუკუნის მრავალ ხატზე: წმინდა გრიგოლ პალამასა და იმ დროის სხვა წმინდანთა ხატებზე. მას შემდეგ, რაც დასავლეთი გამოეყო ეკლესიას, ტონზურა გახდა განზრახ დიდი და დეფორმირებული, მაშინ როცა მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში აღკვეცა გახდა სიმბოლური და ბერები დაიწყეს გრძელი თმის ტარება განდეგილთა პატივისცემის ნიშნად.

[8]- მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ იმ დროს დაბალი ალკოჰოლის შემცველობის ლუდი ჩვეულებრივი სასმელი იყო, რადგან ხშირად სუფთა სასმელი წყლის შოვნა ძალიან ძნელი იყო.

[9] - გრანტჩესტერი ახლა არის სოფელი კემბრიჯთან ახლოს. თავად კემბრიჯსაც თავდაპირველად ასე ერქვა: ის ადრე იყო რომაული ბანაკი მდინარე გრანტაზე (ახლა ეს არის მდინარე კემი და შემდგომ დინებაში მდინარე უსი). ვრცელი ტერიტორია, რომელიც წარსულში მხოლოდ გაუვალი ჭაობებისა და ტბორებისგან შედგებოდა და მრავალჯერ არის ნახსენები ცხოვრებაში, ახლაც კვლავ ატარებს სახელს ფენსი, თუმცა შედარებით ახლო წარსულში ყველა ჭაობი დააშრეს.

[10] - "ბოროტი", ან "უწმინდური" სულები, რომლებიც აქ ხშირად არიან ნახსენები, არიან დემონები. ზუსტად ისევე, როგორც დემონები, რომლებიც ოდესღაც ფარაონთა წარმართული რიტუალების მონაწილეები იყვნენ, განდევნილ იქნენ ეგვიპტის ქალაქებიდან მისი გაქრისტიანების პერიოდში და დასახლდნენ უდაბნოებში, ინგლისშიც ისინი ცხოვრობდნენ ველურ, დაუსახლებელ და წარმართულ ადგილებში მას შემდეგ, რაც განდევნეს ქალაქებიდან ინგლისის სრული გაქრისტიანების დროს, რომელიც დაიწყო აქ აღწერილ მოვლენებამდე 100 წლით ადრე - 597 წელს.

[11] - საინტერესოა, რომ დაახლოებით შვიდი საუკუნის შემდეგ მოციქული ბართლომე ეხმარებოდა რუს წმინდანს - ღირს სერგი რადონეჟელს.

[12] - ფს. 17:6 (სეპტუაგინტა). ნათელია, რომ ცხოვრების რამდენიმე სხვა აბზაციც ასევე აღებულია ფსალმუნებიდან.

[13] - ფს. 67 (სეპტუაგინტა). ეს ფსალმუნი უნდა იკითხონ და გაიმეორონ ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დემონური სტუმრობისა და ცდუნების წუთებში.

[14] - ფს. 15:8 (სეპტუაგინტა).

[15] როგორც ცნობილია, დემონები დასახლებულნი არიან საჰაერო სივრცეში, რაშიც მრავალჯერ მრავალნი დარწმუნდნენ, განსაკუთრებით უახლოეს წარსულში, - გავიხსენოთ მრავალრიცხოვანი საჰაერო ფენომენები (ე.წ. "უცხო"), რომლებიც იყვნენ და რჩებიან იმდენად გავრცელებულნი, რამდენადაც ბევრია ადვილად მორწმუნე და მიმნდობი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ სწამდეთ ასეთი რამეების.

[16] - ფს. 83:7 (სეპტუაგინტა).

[17] - მეფე კენრედი მერსიას მართავდა 704-დან 709 წლამდე, შემდეგ კი უარი თქვა ტახტზე და ბერად აღიკვეცა.

[18] - ანგელოზების მსგავსად, დემონებსაც შეუძლიათ ნებისმიერ ენაზე საუბარი. ვინაიდან ფენსის რაიონი იყო ინგლისში ერთ-ერთი ბოლო ადგილი, სადაც კელტური ტომები სახლდებოდნენ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ დემონებმა კელტური ენა შესანიშნავად იცოდნენ.

[19] - ფს. 67 (სეპტუაგინტა).

[20] ბეკელის თხრობები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო, რომლის მიხედვითაც ფელიქსმა დაწერა ცხოვრება. ეს მონანიებული მღვდელი ჩვენთვის ცნობილია როგორც წმინდა ბეკელი ან წმინდა ბეტელინი, მისი სახელის სხვა ვარიანტია ბერტრამი. ის იყო წმინდა გუტლაკის ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე. მისი ხსენების დღეა 9 სექტემბერი.

[21] - აღსანიშნავია, რომ ისინი კურთხევას იღებდნენ ისევე, როგორც დღესაც მიიღებდნენ.

[22] განჭვრეტის, ანუ წინასწარმეტყველების ნიჭი, ანუ არსში შეღწევის უნარი, დღემდე ეძლევათ მონასტრების უხუცესებს, როგორიც იყო წმინდა გუტლაკი.

[23] - აქაც ვხედავთ მჭიდრო პარალელებს აღმოსავლეთ ევროპის სამონასტრო უხუცესებსა და ძველი მართლმადიდებლური დასავლეთ ევროპის სამონასტრო უხუცესებს შორის.

[24] - ჰედა იყო ლიჩფილდის ეპისკოპოსი 691 წლიდან და ლესტერის ეპისკოპოსი 709 წლიდან. ის არ უნდა აგვერიოს წმინდა ჰედა უინჩესტერელთან, რომელიც იმავე დროს ცხოვრობდა.

[25] - აღმოსავლეთ ანგლიის მეფე 663-დან 713 წლამდე.

[26] - წმინდა კისა კროულენდელის ხსენების დღეა 23 სექტემბერი.

[27] - მეფე ეთელბალდი ტახტზე ავიდა მეფე კეოლრედის გარდაცვალების შემდეგ 716 წელს და ქვეყანას მართავდა 41 წლის განმავლობაში - 757 წლამდე.

[28] - წმინდა პეგა იყო წმინდა გუტლაკის და და განდეგილი. ის ცნობილია როგორც წმინდა პეგა პიკერკიდან (ანუ "პეგას ეკლესია"). ის გარდაიცვალა დაახლოებით 719 წელს; მისი ხსენების დღეა 8 იანვარი. პიკერკი მდებარეობს კროულენდიდან დაახლოებით 6 მილის დაშორებით სამხრეთ-დასავლეთით.

სტატიის წყარო: Преподобный Гутлак Кроулендский, чудотворец

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat