წმინდანი დაიბადა ინგლისურ ოჯახში, რომელიც ნორთუმბრიაში ცხოვრობდა. უფლის სამსახურს მიუძღვნეს თავი მისმა ძმამ წმინდა ჩედმა (Caedda), ასევე ძმებმა საინიბილმა (Cynibill) და კელინმა (Caelin), რომლებიც მღვდლები გახდნენ. ჩედთან ერთად ის წაიყვანეს სასწავლებლად ლინდისფარნში წმინდა აიდანის დროს.
653 წელს ის ოთხ მღვდელთან ერთად გაგზავნილ იქნა ოსვის (Oswiu), ნორთუმბრიის მეფის მიერ, რათა განენათლებინათ შუა ინგლისის მცხოვრებნი მათი უხუცესის პედას (Peada) თხოვნით. მალე ის უკან გამოიწვიეს და მსგავსი მისიით გაგზავნეს ესექსში, რათა დახმარებოდა სიგებერტს (Sigeberht), აღმოსავლეთ საქსების მეფეს, მისი ხალხის ქრისტესკენ მოქცევაში.
იქ ის ეპისკოპოსად აკურთხეს და დააარსა მრავალი ეკლესია და მონასტერი, კერძოდ, ტილბურის (Tilbury) და იტანჩესტერის (Ithancester) მონასტრები. შემთხვევით ის მშობლიურ ნორთუმბრიაში აღმოჩნდა და იქ, ეთელვალდის (Aethelwald) მოთხოვნით, დააარსა მონასტერი "ლესტინგო"(Laestingaeu), რომელსაც ახლა ლასტინგემს (Lastingham) უწოდებენ, იორკშირში. ის გახდა ამ მონასტრის პირველი წინამძღვარი, არ ტოვებდა რა ეპისკოპოსის მოვალეობებს.
უიტბის (Whitby) კრებაზე, ისევე როგორც წმინდა კუტბერტ ლინდისფარნელმა, მან, მიუხედავად იმისა, რომ აღზრდით კელტი იყო, მიიღო რომაული პასქალია. კრების დასრულებისთანავე მან მოინახულა ლასტინგემი, სადაც 664 წლის 26 ოქტომბერს ჭირისგან გარდაიცვალა.
ფლორენციუს ვუსტერელი (Florence of Worcester) და უილიამ მალმსბერიელი (William of Malmesbury) შემდგომში მას ლონდონის მეორე ეპისკოპოსად მოიხსენიებდნენ, მაგრამ წმინდა ბედა პატივცემული, ფაქტობრივად მისი თანამედროვე, არასოდეს მოიხსენიებდა მას ამ ტიტულით.
აქვე წაიკითხეთ:
»»წმინდა კედი, ესექსის მოციქული.