წმ. ავგუსტინე კენტერბერიელი (+ 605) - ხსენება 26 მაისს (08 ივნისს).
წმ. ავგუსტინე კენტერბერიელი (+ 605) - ხსენება 26 მაისს (08 ივნისს).
ხსენების დღე 26 მაისი (კელტური და ბრიტანული) და ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრებულში

595 წელს წმინდა პაპმა გრიგოლ დიდმა (ხსენების დღე 12 მარტი) გადაწყვიტა განეხორციელებინა დიდი ხნის ჩაფიქრებული მისია ანგლო-საქსებთან დიდ ბრიტანეთში. არ არის გამორიცხული, რომ მისიონერების გაგზავნა თავად ანგლო-საქსებმა მოითხოვეს, რომლებიც, პაპის სიტყვებით, "ღვთის შეწევნით ქრისტიანულ რწმენაზე მოქცევას სურვილით ელოდნენ". სანდო პირად და 40 ბერი-მისიონერისგან შემდგარი ჯგუფის ხელმძღვანელად მან წმინდა ავგუსტინი1 აირჩია. იმ დროს ავგუსტინი იყო წმინდა ანდრიას მონასტრის წინამძღვარი, რომელიც წმინდა გრიგოლმა ცელიუსის ბორცვზე დააარსა. ახალი მოციქულები გზას ხმელეთით გაუდგნენ და თავდაპირველად პროვანსში, ლერინის მონასტერში ჩავიდნენ - აღმოსავლეთიდან მემკვიდრეობით მიღებული ასკეტური ტრადიციის ცენტრში. ეს სავანე წინა საუკუნეში წმინდა პატრიკმა (ხსენების დღე 17 მარტი) მოინახულა ირლანდიაში მიმავალმა. იქ, ანგლო-საქსების ველური ჩვეულებების შესახებ შეტყობით, მისიონერები შეშინდნენ და სულმოკლედ გადაწყვიტეს უკან დაბრუნება, მაგრამ მანამდე, რათა ამ გადაწყვეტილების შესახებ პაპისთვის ეცნობებინათ, რომში ავგუსტინი გაგზავნეს. მალე ის დაბრუნდა და თან მოიტანა წმინდა გრიგოლის მკაცრი მითითებები მისიის ღვთის შეწევნით გაგრძელების შესახებ, ასევე სარეკომენდაციო წერილები არლის არქიეპისკოპოსისა და ფრანკთა მმართველებისადმი. გზის გაგრძელებისას, მისიონერებმა გალიაში გამოიზამთრეს, რის შემდეგაც ლა-მანში გადაკვეთეს და კუნძულ ტანეტზე, კენტის საგრაფოს აღმოსავლეთში გადმოვიდნენ. ეს ადგილი ყველაზე ხელსაყრელი იყო ქადაგებისთვის, რადგან კენტის მეფე ეთელბერტი, მომავალი წმინდანი (ხსენების დღე 24 თებერვალი), რომელიც სამხრეთ ანგლო-საქსურ სახელმწიფოებს მართავდა, ქრისტიან ბერტაზე, ფრანკთა მეფის ასულზე იყო დაქორწინებული. ავგუსტინმა მმართველთან მაცნეები გაგზავნა, რათა ეცნობებინა, რომ მას სახარება და ჭეშმარიტ ღმერთთან მარადიული მეფობის საწინდარი მოუტანა. რამდენიმე დღის შემდეგ ეთელბერტი კუნძულზე ჩავიდა და ბერებს სთხოვა აეხსნათ ეს მოძღვრება. ის ღრმად შეძრა გადმოცემულმა და მათ თავის სამეფოში ქადაგების უფლება მისცა, ასევე რეზიდენცია შესთავაზა თავის დედაქალაქ კენტერბერიში.

რომაელი ბერები ქალაქში ჯვრის სვლით შევიდნენ, წინ მიჰქონდათ ჯვარი და ქრისტეს ხატი, გალობდნენ ლიტანიას რომში წმინდა გრიგოლის მიერ შემოღებული წესის მიხედვით. ისინი დასახლდნენ ეკლესიაში, რომელიც ბარბაროსთა შემოსევამდე იყო აშენებული, სადაც ჩვეულებრივ დედოფალი ლოცულობდა. იქ მათ დაამკვიდრეს სამონასტრო ცხოვრება, ყველაფერში ბაძავდნენ მოციქულთა და პირველ ქრისტიანთა ძმურ ცხოვრების წესს. მათი ქადაგება იმდენად წარმატებული იყო, რომ მალე თავად მეფე ეთელბერტმა ითხოვა ნათლობა, მოუწოდებდა რა ხალხს მის კვალს გაჰყოლოდა.

წმინდა ავგუსტინმა ეპისკოპოსად ხელდასხმა მიიღო წმინდა ვირგილიუს არლელისგან (ხსენების დღე 5 მარტი). ახალი ეკლესია სწრაფად ძლიერდებოდა მისი ფხიზელი მმართველობის ქვეშ და მეფისგან დახმარების მიღებით. 601 წელს ავგუსტინმა ორი მოწაფე რომში გაგზავნა, რათა წმინდა გრიგოლისთვის მისიის პირველი შედეგების ანგარიში წარედგინათ და ამ შორეული მხარისთვის მისი განსაკუთრებული სამწყემსო მითითებები გამოეთხოვათ. პაპმა ბრძნული და გონივრული რჩევებით უპასუხა და მეორე ჯგუფი გაგზავნა 12 მისიონერისგან შემდგარი, რომლებმაც ავგუსტინს პალიუმი - მთელ ინგლისის ეკლესიაზე ხელისუფლების ნიშანი, წმინდა ჭურჭელი და წმინდა ნაწილები ჩაუტანეს. მან მათ ადგილობრივი ეკლესიების საეკლესიო იერარქიის შექმნის გეგმა დაუსახა: ლონდონი და იორკი ხდებოდნენ მიტროპოლიები 12 ვიკარიული საეპისკოპოსოს სათავეში.

ამასობაში ავგუსტინმა დაიწყო კენტერბერის საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც ქრისტეს მიეძღვნა, ხოლო ქალაქის შემოგარენში - მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტრისა (შემდგომში - წმინდა ავგუსტინის). ამ მონასტრის ეკლესია შემდგომში კენტერბერის არქიეპისკოპოსთა და კენტის მეფეთა საძვალედ იქცა.

როდესაც დადგა დრო მისიის გავრცელებისთვის სხვა წარმართულ სამეფოებში, წმინდა ავგუსტინე შეხვდა უელსის ეპისკოპოსებსა და საეკლესიო მასწავლებლებს. მან შესთავაზა მათ დაევიწყებინათ მტრობა ანგლო-საქსებთან და შეეცვალათ თავიანთი განსაკუთრებული საეკლესიო წეს-ჩვეულებები2, რათა ერთად გაევრცელებინათ სახარება. წმინდა მისიონერმა მათ თანდასწრებით დაუბრუნა მხედველობა ბრმას, რამაც აღფრთოვანება გამოიწვია სწავლულ კაცებში, მაგრამ მათ ითხოვეს საშუალება რომ თავიანთ ხალხთან მოეთათბირათ, სანამ პასუხს გასცემდნენ წინადადებაზე.

მეორე შეხვედრაზე მოვიდნენ შვიდი ეპისკოპოსი და მრავალი სწავლული მწიგნობარი ბანგორის მონასტრიდან. ერთი განდეგილის რჩევით მათ გადაწყვიტეს, რომ დაემორჩილებოდნენ ავგუსტინეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პატივისცემის ნიშნად წამოდგებოდა მათ შესახვედრად. მაგრამ როდესაც ისინი შევიდნენ, წმინდა ავგუსტინე უკვე იჯდა და მათ გადაწყვიტეს, რომ ის მათთან დესპოტურად იმოქმედებდა. საბოლოოდ მათ კატეგორიულად უარყვეს წინადადება უარი ეთქვათ თავიანთ ლიტურგიულ წეს-ჩვეულებებზე და ეღიარებინათ ის თავიანთ მთავარეპისკოპოსად, რაც მათ თვალში გამოიყურებოდა კენტის ანგლო-საქსური სამეფოსადმი დაქვემდებარების აღიარებად. ავგუსტინემ იწინასწარმეტყველა, რომ თუ ისინი უარს იტყოდნენ ძმებთან მშვიდობაზე, მათ მოუწევდათ მტრებთან ბრძოლა. და მართლაც, მალე ანგლებმა დაამარცხეს ბრიტანული არმია ჩესტერთან.

მაშინ, მოწაფეებზე დაყრდნობით, წმინდა ავგუსტინემ ხელი დაასხა ეპისკოპოს მელიტს და გაგზავნა ის საქადაგებლად აღმოსავლეთ საქსების მიწებზე კათედრით ლონდონში, ხოლო იუსტი დაადგინა როჩესტერის ეპისკოპოსად, კენტში, კენტერბერის დასავლეთით. ასე იქნა უზრუნველყოფილი მინიმალური რაოდენობა – სამი ეპისკოპოსი, რაც აუცილებელი იყო კანონიკური ხელდასხმისა და ადგილობრივი სინოდების მუშაობისთვის, რაც ნიშნავდა, რომ მისიას შეეძლო გავრცელებულიყო სხვა სამეფოებში. ახალი ინგლისური ეკლესიის თესლის დათესვის შემდეგ, წმინდა ავგუსტინე მშვიდობით განისვენა 604 წლის 26 მაისს.

616 წელს გარდაიცვალა მეფე წმინდა ეთელბერტი. და ორივე ეპისკოპოსი, მელიტი და იუსტი, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ინგლისი. მხოლოდ 633 წელს პავლინე, იორკის მთავარეპისკოპოსი, ჩავიდა კენტში და განაახლა სახარების ქადაგების საქმე. VII საუკუნის ბოლოს წმინდა თეოდორე კენტერბერიელმა (ხსენება 19 სექტემბერს) მისცა ანგლო-საქსურ ეკლესიას დასრულებული ორგანიზაციული ფორმები.

შენიშვნები:

[1] "რომაული მარტიროლოგია" მის ხსენებას აღნიშნავს 28 რიცხვში. როგორც იმ პერიოდის სხვა ანგლო-საქსი წმინდანების შემთხვევაში (როგორებიც არიან, მაგალითად, წმინდა ვილფრიდი (ხსენება 24 აპრილს) და წმინდა თეოდორე კენტერბერიელი (ხსენება 19 სექტემბერს)), შეიძლება ჩაითვალოს არამიზანშეწონილად მისი ჩართვა მართლმადიდებლურ სვინაქსარში მისი როლის გამო პაპის ხელისუფლებისა და რომაული წესის დამყარებაში დიდ ბრიტანეთში. მაგრამ რომ სათანადოდ შევაფასოთ მისი საეკლესიო მოღვაწეობა, ის უნდა განვიხილოთ ბარბაროსთა შემოსევის შემდგომი დასავლეთის ისტორიულ კონტექსტში.

[2] ეს თავისებურებები ეხებოდა აღდგომის თარიღის დადგენას და ნათლობის წესს.

სტატიის წყარო: СВЯТИТЕЛЬ АВГУСТИН, АРХИЕПИСКОП КЕНТЕРБЕРИЙСКИЙ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat