იგი გახლდათ ტემზის ზემოწელში მცხოვრები პრინც დიდანის ქალიშვილი. მან დააარსა ოქსფორდში ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი ქალწულთათვის.
იმ ადგილას ახლა კრაისტჩიორჩის კოლეჯია. მონასტრის გარშემო შემდგომში დაარსდა ქალაქი ოქსფორდი.
გადმოცემით, ის უკვე იღუმენია იყო, როცა მისი შერთვა მოინდომა მეფე ელფგარ მერსიელმა, მაგრამ მან ზეციური სასიძოს გამო უარი უთხრა დიდებულ სასიძოს და ბინსის უდაბნოში გაიქცა, სადაც მღვიმეში ცხოვრობდა და დღესა და ღამეს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. მეფე ელფგარმა გამოკიდება სცადა და დაბრმავდა.
უდაბნოში წმინდანი გულშემუსვრილი ლოცულობდა და განსაკუთრებით ევედრებოდა დიდმოწამეებს ეკატერინე ალექსანდრიელს და მარინე (მარგარიტა) ანტიოქიელს. ისინი მას ბინსში გამოეცხადნენ და აკურთხეს, მიწაზე კვერთხი დაერტყა. იმ ადგილას, სადაც წმინდანმა კვერთხი დასცხო, სასწაულმოქმედმა წყარომ ამოხეთქა, რომლის წყლითაც მან მეფე ელფგარი განკურნა.
წმინდანმა სახელი გაითქვა კეთილშობილებით, ასკეტური ღვაწლით და მოხდენილი სასწაულებით. მას ერთხელ ერთმა კეთროვანმა სთხოვა, ქრისტეს სიყვარულისთვის მომეხვიე და მეამბორეო. როცა წმინდანმა მოწყალება მოიღო, კეთროვანი სავსებით განიკურნა.
წმინდანი გარდაიცვალა 735 წლის 19 ოქტომბერს ბინსში. მისი წმინდა ნაწილები ოქსფორდში განისვენებს, რომლის მფარველადაც ითვლება.
აქვე წაიკითხეთ:
წმ. ფრიდესვიდა ოქსფორდელი (+ 735) - ხსენება 19 ოქტომბერს (01 ნოემბერი).........................
მღვდელმოწამე მაქსიმე აკვილეელი - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)
წმინდა მაქსიმე დიაკვანი იყო. ის უფლის სიყვარულისთვის აწამეს 249 წელს. მას მოიხსენიებს დასავლეთის ეკლესია.
...............................
წმინდა ლეონტი ფილოსოფოსი, მშვიდობით აღსრულებული - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)
იოანე-ზოსიმესეული კალენდრით, რომელიც 12 ივნისს იხსენიება, წმინდა ლეონტი წარმოშობით რომაელი იყო.