წმინდა ნინო, ქართველთა განმანათლებელი - 14 (27) იანვარი
წმინდა ნინო, ქართველთა განმანათლებელი - 14 (27) იანვარი

მშობლები -წმინდა ზაბულონი და წმინდა სოსანა

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობა და მას ივერია ხვდა წილად. სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას. "ნუ განეშორები იერუსალიმით, რამეთუ წილხვდომილი შენი განათლდეს უკუანაისკნელთა ჟამთა, ხოლო შენ იღვწიდ მუნ, სადაცა ინების ღმერთმან",

ჩვენს ქვეყანაში კი საქადაგებლად მოციქული ანდრია პირველწოდებული მოივლინა, რომელმაც სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად საქართველოში პირველი სამოციქულო ეკლესია დააფუძნა. მოციქულებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი მოაქციეს, მაგრამ მეფე და ქვეყნის უმეტესი ნაწილი კერპთმსახურების სიბნელეში დარჩა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის - წმინდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა წმინდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. მისი მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით, წმინდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმინდა დიდმოწამე გიორგი წმინდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმინდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა "კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი" და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა.

იმავე ხანებში ქალაქ კოლასტრაში (სხვა ვარიანტით - კოლასეში) ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ყავდა ქალ-ვაჟი. ვაჟის სახელი იყო იუბენალი, ხოლო ქალისა - სოსანა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ობლად დარჩენილი და-ძმა საცხოვრებლად გადავიდა წმინდა ქალაქ იერუსალიმში. მალე იუბენალმა მიიღო იკონომოსობა, ხოლო მისი და სოსანა მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს, სარა ბეთლემელს მორჩილებდა.

ზაბულონს თავი გამოუჩენია ბრანჯთა აჯანყების ჩახშობაში. ბრანჯები, რაინის ოლქში მცხოვრები საფრანგეთის ძველი მოსახლეობა იყო. ისინი აუმხედრდნენ რომაელებს და შეებრძოლნენ მათ პატალანის ველზე. ღმერთმა გააძლიერა ჭაბუკი ზაბულონი, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, სძლია და განდევნა, მათი მეფე-მთავრები დაატყვევა და რომში მეფეს მიჰგვარა. მეფემ დატყვევებულებს სიკვდილი მიუსაჯა. სიკვდილმისჯილმა ფრანგებმა დაიწყეს ტირილი და ევედრებოდნენ ზაბულონს: "მოგუეც პირველად სჯული თქუენი და შეგუიყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ-ღა იყავნ სიკუდილი ჩუენი. რამეთუ შენვე გვიპყრენ და შენვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისა ჩუენისაგან, ახოვანო".

ზაბულონმა დატყვევებულთა ეს თხოვნა მაშინვე აცნობა პატრიარქს და ყველანი მოანათლინა. შემდეგ ისინი შეიყვანეს ღვთის ტაძარში და ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს აზიარეს. მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმინდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და იმპერატორ მაქსიმიანესთან შუამდგომლობით ისინი სიკვდილით დასჯისაგან გაათავისუფლა. ბრანჯების თხოვნით, ზაბულონი მათ სამშობლოში გაემართა და იქ ათი საერისთავო გააქრისტიანა. "და იყო მუნ ათ დღე. და აზიარნა ერნი იგი ყოველნი საიდუმლოსა ქრისტესსა, დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა." ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წმ. ნინოს ცხოვრებაში აღწერილ ზაბულონის სამისიონერო საქმიანობას რეალური ისტორიული საფუძველი უდევს.

სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმინდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. ასეც მოიქცა. იერუსალიმში დაუახლოვდა იუბენალს. სარა ბეთლემელის რჩევით მიათხოვა პატრიარქმა თავისი და, სოსანა, ფრანგთა "მამასა და ემბაზს", "ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ" ზაბულონს. წმინდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ერთადერთი ქალიშვილი ნინო. მშობლები ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ ნინოს თორმეტ წლამდე. "აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თვისთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა და დღე და ღამე დაუცადებელად", - ამბობდა შემდგომში წმინდა ნინო. როცა წმინდა ნინო თორმეტი წლისა გახდა, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყოველი საბადებელი, წავიდნენ იერუსალიმს და გაუყვეს გლახაკებს. იერუსალიმში ზაბულონმა მიიღო კურთხევა პატრიარქისაგან და განეშორა მეუღლეს. დამშვიდობებისას თავისი ასული ნინო გულში ჩაიკრა და აცრემლებულმა უთხრა:

"შენ მხოლოო ასულო ჩემო, ესე-რა დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ (მიგანდობ) შენ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა. რამეთუ იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე (მიჰბაძე მათ) ქრისტეს სიყუარულისათვის და დათა მათ ლაზარესთა. და უკეთუ შენ ეგრეთ შეიყუარო იგი, ვითარცა მათ შეიყუარეს, მან ეგრეთვე მოგცეს შენ ყოველივე, რაცა ითხოვო მისგან", - უთხრა ეს და მოეხვია უკანასკნელად. მერე კი გადალახა იორდანე და მეუდაბნოე მამებს შეუერთდა.

იერუსალიმში

წმინდა ნინოს დედა პატრიარქმა დიაკონისად აკურთხა და უძლური და გლახაკი დედების მსახურად დაადგინა.

წმინდა ნინო მიაბარეს ერთ ღვთისმოშიშ და სარწმუნოებაში განსწავლულ ქალს ბეთლემელ სარა ნიაფორს (ნიაფორი ეკლესიის მსახური იყო, ის ქალწულებზე ზრუნავდა), რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ემსახურებოდა. მასთან ერთად მსახურობდა წმინდა ნინო. აღმზრდელს ბავშვი ღვიძლი შვილივით უყვარდა და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების წესებით ზრდიდა, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. წმინდა ნინო მას ხშირად ეკითხებოდა ქრისტეს ვნებაზე, ჯვარცმაზე, დაფლვასა და აღდგომაზე, მის სამოსელზე, ტილოსა და სუდარაზე, ჯვარზე. "და ყოველივეს დაწვრილებით გამოიძიებდა". ნიაფორმა დაიწყო ნინოს სწავლება და უთხრა: - ვხედავ, შვილო ჩემო, შენში ლომის მსგავსს, რომელიც ყველას დასძახის ოთხივე ფეხზე მდგარი. მსგავსი ხარ დედალი ორბისა, რომელიც ჰაერში მამალზე უფრო მაღლა ადის და მის თვალში მთელი ხმელეთი ჩანს მცირე მარგალიტის თვალივით, იხილავს რა საჭმელს, დაუშვებს ფრთებს და მიეტევება მას. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება სულიწმიდის წინამძღვრობით, ახლა დავიწყებ და ყოველივეს მოგიყვები:

როცა მოკვდავმა ადამიანებმა ქვეყანაზე იხილეს ღმერთი, რომელიც წარმარტების მოსაქცევად იყო მოსული, რაც მან ისურვა თავისი ნებით, ბევრი სიკეთე მოიმოქმედა ურიებს შორის, აღადგინა მკვდრები, ბრმებს აუხილა თვალები, განკურნა სნეულები, რისთვისაც გაუჩნდათ მის მიმართ შური და მტრობა. და გაგზავნეს მხედრები ყოველ ქვეყანაში, რათა სასწრაფოდ შეეკრიბად ურიები, რომელთაც აცნობეს: ვიღუპებით, ამიტომ მოდით და შევიკრიბოთ ყველანი. მოვიდა ყოველი მხრიდან ურიცხვი ადამიანი, მოსეს რჯულის სწავლულნი, წინ რომ აღუდგნენ სულიწმიდას, ჯვარს აცვეს ქრისტე და მის სამოსელზე

წილი იყარეს. სამოსელი ჩრდილოეთის ქვეყნიდან მოსულ მოქალაქეებს

შეხვდათ. დაფლეს ებრაელებმა ქრისტე და დაბეჭდეს მისი საფლავი, მაგრამ ის

აღდგა, როგორც ადრევე თქვა. ტილონი საფლავში იპოვეს. დილით პონტოელი

პილატეს ცოლმა აიღო ის, სასწრაფოდ წავიდა პონტოში და ქრისტეს მორწმუნე გახდა. ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ, ეს ტილოები ლუკა მახარებლის ხელში მოხვდა და მხოლოდ მან უწყის, სადაც გადამალა. სუდარა ვერ იპოვეს, ზოგიერთი ამბობდა, პეტრემ აიღო და მას აქვსო, ჯვრები კი იერუსალიმშია დამარხული, ოღონდ მათი ადგილსამყოფელიც არ იციან, და როცა ღმერთი ინებებს, იმათაც გამოაჩენსო.

წმინდა ნინომ მაცხოვრის კვართზეც ჰკითხა. აღმზრდელმა ნინოს უამბო, რომ კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად და ინახება ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც პართიასა და ოსეთს შორის, სპარსეთისა და ზღვის შორის მდებარეობს. მცხეთა კი ამ ქვეყნის დედაქალაქია.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა ნინოსთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე



ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება და ჯვარი ვაზისა

მ. ნინო ევედრებოდა ღვთისმშობელს, მისთვის ძალა და შესაძლებლობა მიეცა, რომ ენახა ქვეყანა, სადაც უფლის კვართი განისვენებდა. ერთხელ ღვთისმშობლის ხატის წინ მლოცველი წმინდა ნინო საღმრთო ძალით

ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. ყოვლადწმინდა მარიამი გამოეცხადა და აუწყა:

- აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი მხნედ და უშიშრად და ქართველ ერს უქადაგე ჭეშმარიტება.

– მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? – ჰკითხა ნინომ.

მაშინ ყოვლადწმინდა დედოფალმა კელიის გვერდით ამოსული ვაზის რტოებისაგან შექმნა ჯვარი, წმინდა ნინოს მიაწოდა და უთხრა:

– აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ.

ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა (სიწმინდე ამჟამად თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ყველას შეუძლია მივიდეს და ემთხვიოს მას.). ის მაშინვე თავის ბიძასთან, პატრიარქთან წავიდა და ყოველივე მოუთხრო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მადლობდა.

მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც შინ დაბრუნება დააპირა, წმინდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა საქადაგებლად.

პატრიარქმა მოუხმო თავის დისწულს, დააყენა ის საკურთხევლის აღსავლის კართან, მხრებზე ხელები დაადო, ღმერთს შეავედრა და თქუა: "უფალო, ღმერთო საუკუნეთაო, ხელთა შენთა შევვედრებ ობოლსა ამას შვილსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ შენი ღვთაებრიობის საქადაგებლად, ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი; სადაც კი ინებებ მის წასვლას. იყავი, ქრისტე ღმერთო, ამისი მეგზური, ნავსაყუდელი, მოძღუარი და ენის მასწავლებელი, ვითარცა აქამდე იყავი მათთვის, რომელთაც ჰქონდათ შიში შენი".

"და შენ, ყოვლად წმი,დაო ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა შევედრებულთაო, რომელი ესე გამოირჩიე მსახურად დიდებისა შენისა, მარადის გარე-შეიცევ ოხათა შენთა საფარველითა და წარუძეღუ, სადა ჯერ-გიჩნს, რამეთუ ესერა ბრძანებისაებრ შენისა წარვავლინებ მინდობითა ურიცხვთათა წყალობათა შენთაითა."

წმინდა რიფსიმე და წმინდა გაიანე

მიიღო რა პატრიარქისაგან კურთხევა, ღირსი ნინო თავის სულიერ დედასაც გამოემშვიდობა და ეფესელ დედაკაცთან ერთად გზას გაუდგა. ეფესოში ჩასული შეხვდა ერთ წარჩინებულ ქალს, რიფსიმეს, "რომელსა სუროდა სარწმუნოებისათვის ქრისტესისა და წმინდისა ნათლისღებისა". წმინდა ნინომ უქადაგა მას ქრისტე ღმერთი და მანაც, ვითარცა ნაყოფიერმა ნიადაგმა, "შეიწყნარნა თესლნი იგი ნინოჲს სიტყვათანი" და ნათელს იღო. მასთან ერთად წმ. ნინოს "ხელსა ქუეშე" მოინათლნენ მისი დედა-მძუძე გაიანე და მთელი მათი სახლეული, ორმოცდაათი ადამიანი. ქრისტეს მოყვარე რიფსიმემ შეიყვარა ნინო და თავისთან დაიტოვა. წმინდა ნინო ორ წელიწადს დარჩა მათთან.

ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლეტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმინდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლეტიანეს ბრძანებით, ისინი სომხეთის მეფემ, თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა. წმინდა ნინო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მაშინ წმინდა ნინო დაიმალა ვარდის ეკალთა შორის, რომელიც ჯერ არ ჰყვაოდა. ამ დროს მან ჩვენება იხილა:

ზეციდან წმინდა სტეფანეს მსგავსი დიაკონის სახით ბრწყინვალე ოლარით მოსილი უფლის ანგელოზი ჩამოვიდა, ხელში სასაკმევლე ეჭირა, რომლის სურნელებაც ფარავდა მთელ ქვეყანიერებას. მასთან ერთად მრავლად იყვნენ ზეციური არსებანი და მათ შეუერთდნენ წმინდა ახალმოწამეთა სულები. წმინდა ნინომ შეღაღადა: უფალო, უფალო, რატომ დამტოვებ მე ასპიტთა და იქედნეთა შორის?" - მაშინ ნინოს ეუწყა, რომ მისი სულის სასუფეველში ღმერთთან მიყვანებაც ისევე მოხდებოდა იმ დროს, როცა მის გარშემო ეკლები სურნელოვან ვარდის ფურცლებად გადაიქცეოდნენ. "აღდეგ და ხვიდოდე აღმოსავლეთით, სადა იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი ყოვლადვე, არ არიან".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

საქართველოში შემოსვლა

ომხეთიდან ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა და ივნისში ("თთუესა მეოთხესა") გაემგზავრა ჯავახეთისკენ, რათა გაეგო, თუ საით არის მცხეთა. ჯავახეთის მთებში მიაღწია დიდ ტბას, ფარავანს, სადაც ორი დღე შეჩერდა. როცა გახედა ჩრდილოეთის მხარეს მთებს, დაინახა, რომ ზაფხულშიც კი თოვლით იყვნენ დაფარულნი. მკაცრმა ბუნებამ შეაძრწუნა ნინო და თქვა: "უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან". ტბასთან მყოფ მეთევზეთაგან ითხოვა თევზი და ფიზიკურად მოძლიერდა. იქვე ნახა მან მწყემსები, რომლებიც არმაზს და ზადენს ლოცულობდნენ და მათ შესაწირავს უთქვამდნენ. ერთ მწყემსთაგანს სადაურობა გამოჰკითხა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ზოგი მათგანი დაბა "ელირგნით" იყო, ზოგი - საფურცლით და ქინჯარელნი და ზოგიც - "რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ". ჰკითხა, თუ "საით არის მცხეთა?" ხოლო მწყემსმა მიუგო: "მდინარე, რომელიც ამ ტბიდან გაედინება, მცხეთაში მივაო".

წმ. ნინოს ემძიმებოდა გზის სიშორე და მთების სიმკაცრე. ამიტომ შეძრწუნებული ოხრავდა, დაიდო ერთი დიდი ლოდი თავქვეშ და ასე მიიძინა ტბის ნაპირას. იმ ღამეს წმ. ნინოს ტბის პირას ძილში გამოეცხადა უცნობი მამაკაცი, რომელმაც გადასცა დალუქული წერილი და უთხრა, რომ წასულიყო მცხეთაში და ეს წიგნი წარმართთა მეფისთვის მიერთმია. მაშინ ნინომ დაიწყო ტირილი და ვედრება, რომ უცხო ქალს, ენის უცოდინარს, რა უნდა ეთქვა უცხო ხალხისთვის? მამაკაცმა გახსნა დალუქული წიგნი და წააკითხა ქალწულს. შიგნით რომაული ენით იყო ჩაწერილი ათი მუხლი, მოსეს მიერ ქვის ფიცრებზე ჩაწერილი ათი მცნების მსგავსად. აი, რა იყო დაწერილი:

1. სადაცა იქადაგოს სახარება ესე, მუნცა ითქმოდის დედაკაცი ესე (მთ. 26,13);

2. არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ (გალ.3,28);

3. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ჰსცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა (ლკ. 28,19);

4. ნათელი გამობრწყინვბად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (მარკ.2,32);

5. და იქადაგოს სახარება ესე სასუფევლისა ყოველსა სოფელსა (მკრ.16,15);

6. რომელმან თქუენ შეგიწყნარეს, მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი (მთ.10,40);

7. რამეთუ ფრიად უყვარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა სიბრძნესა ჭეშმარიტსა;

8. ნუ გეშინი მათგან, რომელთა მოჰსწყვიდნენ ხორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად (მთ.10,28);

9. ჰრქუა მარიამს მაგდალენსა იესო, წარვედ დედაკაცო და ახარე ძმათა ჩემთა (ინ.20,17);

10. სადაცა მიხედვით, ჰგადაგებდით სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა.

გამოეღვიძე წმინდა ნინოს, ადგა, აღაპყრნა ხელნი ზეცად და მცირე ხანს ილოცა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეწევნა და მფარველობა სთხოვა, "მასწავე სიტყვა ჯეროვანი და საქმე უმჯობესი და მოხედენ და შეიწყალე ერი განწირულიო". ლოცვის მერე კი გზას გაუდგა, გაჰყვა ტბიდან გარდმომდინარე მდინარეს (იგულისხმება მდინარე ფარავანი, იგივე ახალქალაქისწყალი, იგივე ჯავახეთის მტკვარი) და გაემართა მცხეთისკენ.

(საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1(19) ივნისს დღესასწაულობს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას. ხოლო იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად დადგა ფეხი საქართველოში და ჩვენება ჰქონდა, ფოკა ეწოდება. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის - ფარავნის პირას მდებარეობს. მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა, ხოლო 1992 წელს - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი).

სანამ მდინარე დასავლეთისკენ მიემართებოდა, გზა იყო ძნელად სავალი და ფიცხელი და წმ. ნინომ ნახა დიდი გაჭირვება და შიში მხეცებისგან. როცა მდინარემ (აქ უკვე იგულისხმება მდ. მტკვარი) აღმოსავლეთისკენ იწყო დინება, მაშინ იგრძნო წმინდანმა შვება, იპოვა თანამგზავრები და მიაღწია ქალაქ ურბნისს.

ურბნისში ნინომ ნახა "უცხო ხალხი, უცხო ღმერთების მსახური", რომლებიც ცეცხლს, ქვებსა და ხეებს სცემდნენ თაყვანს. მივიდა იგი იუდეველთა სალოცავში ("ჰურიათა ბაგინი"), ებრაული ენის გამო და იქ დაჰყო ერთი თვე და ეცნობოდა ამ ქვეყნის წეს-ჩვეულებებს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

მცხეთაში. კერპთა დამსხვრევა

ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გამოჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, არმაზის მოსალოცად მიდიოდა. იმ დღეს მცხეთაში მოსულები გაჩერდნენ მოგვთა უბნის გამოღმა, ხიდთან. იქიდან აკვირდებოდა წმ. ნინო მცხეთელ ცეცხლისმსახურებს. "და ტიროდა წმინდა ნინო წარწყმედასა მას ზედა მათსა, და იგლოვდა უცხოებასა თვისსა".

მცხეთაში მოსვლის მეორე დღეს ხალხი არმაზის დღესასწაულს ზეიმობდა. ეს იყო 6 აგვისტოს ("რამეთუ დღეჲ იყო მეექუსეი თთჱსაჲ მის, ოდეს-იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა", ანუ ფერისცვალების დღეს). ქალაქში ისმოდა სადღესასწაულო საყვირის ხმა და ურიცხვი ხალხი გამოფენილიყო ქუჩებში. უცბად ხალხი აქეთ-იქით მიმოიფანტა და მიიმალა. გამოჩნდა ნანა დედოფალი, ნელა ჩაირა ქუჩა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ხალხი სამალავებიდან და ქუჩა სამოსლებითა და მცენარეებით მოფინეს. ხალხმა დაიწყო მეფის ქება-დიდების შესხმა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა თვალისმომჭრელი შესახედაობია მეფე მირიანი. წმ. ნინო გაემართა არმაზის კერპის სანახავად. გარშემო მთები სავსე იყო ხალხითა და დროშებით. ნინომ მოასწრო არმაზციხეში შესვლა. დადგა ზღუდის ნაპრალთან და იქიდან უყურებდა, თუ როგორი შიში და ძრწოლა ჰქონდა მეფეს და მთელ ხალხს იმ კერპისა. არმაზის კერპი სპილენძისგან იყო შექმნილი, მას ტანზე ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ეხურა და ფრცხილის და ბივრიტის თვლებით შემკული ოქროსივე სამხრეები ეკეთა. კერპს ხელთ ეკავა გალესილი ხმალი, რომელიც მის ხელში ისე ბრწყინავდა და ტრიალებდა, თუ ვინმე შეეხებოდა, თავი სასიკვდილოდ ჰქონდა განწირული. არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა ოქროს კერპი, რომლის სახელიც იყო გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლის კერპი, სახელად გა. ეს ორი კერპი არიან-ქართლიდან იყო მოტანილი აზოს მიერ, ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს.

იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, რომელიც ცოცხლივ შთაენთქა ჯოჯოხეთს, წმინდა ნინო ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო: "უფალო, მრავალი ძალით გეცრუებიან შენი მტრები, შენი დიდი სულგრძელობით ცდილობ იმათ გონს მოსვლას. ყოველივე წარმავალი მტვრად და ნაცრად აქციე, მაგრამ კაცს ნუ უარყოფ, რომელიც შეჰქმენ შენს ხატად და რომლისთვისაც სამებისაგან ერთს კაცური ბუნება შესძინე და მისთ მთელი ქვეყანა გადაარჩინე, წყალობით მოხედე ამათ მოდგმასაც, შერისხე სოფლის მპყრობელი, ბნელეთის მთავარი უჩინო სულები. მიჩვენე მე, უფალო ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მხევალსა შენსა, რათა იხილონ ყოველთა კიდეთა ქვეყნისათა მაცხოვარება შენი,რათა ჩრდილოეთი სამხრეთთან ერთად ხარობდეს, რათა ყოველმა ერმა ხოლოდ შენ, ჭეშმარიტ ღმერთს თაყვანი გცეს შენი ძის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც შვენის მადლობით დიდება უკუნისამდე.

მეფე-დედოფალი და ამალა მიუახლოვდნენ კერპებს და თაყვანი სცეს. უცბად მშვიდი ამინდი შეიცვალა, დაუბერა ქარმა, ატყდა ჭექა-ქუხილი. შეშინდა ხალხი. ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. მეფემ და დედოფალმაც შეაფარეს თავი სახლს. ამ დროს ცამ პირი გახსნა და წამოვიდა სეტყვა, უზარმაზარი ყინულის ლოდები დაეცა არმაზის მთას, სეტყვამ დალეწა კერპნი, წვიმამ და ქარმა კი კლდეთა ნაპრალებში ჩააბნია არმაზ-გაც-გაიმის ნამსხვრევები. საკვირველი ის იყო, რომ სეტყვა მხოლოდ არმაზის მთას და ქართველთა ღმერთებს ეცემოდა. მეორე დღეს გამოვიდნენ მირიანი და ყოველნი ქართველნი და ეძიებდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ვერ პოვეს. ძალიან შეშინდნენ. ზოგი ამბობდა, ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტრობდა ჩვენს ღმერთს და მოაწია ის დელგმაო. სხვანი კი ამბობდნენ, რომელი ღმერთის ძალითაც თრდატ სომეხთა მეფე ღორად იქცა და მისივე ძალით ისევ კაცის სახე მიიღო, მან დაგვინგრია არმაზი, მხოლოდ იმ ღმერთს შეეძლო ჩვენი ღმერთის დამარცხებაო.

ამის შემდეგ ქება-დიდება ქრისტესი ქართლში აღარ ითქმოდა ფარულად, რამეთუ "მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს",

როგორც კი დაცხრა ქარი და სეტყვა, წმინდა ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, რომელიც არმაზის კერპის სამხრეებს ამკობდა, აიღო და გაემართა იმ კლდის ბოლოს, სადაც ძველად ციხე მდგარა. იქვე იდგა მშვენიერი ბრინჯის ხე, მაღალი და რტომრავალი. წმინდანი მივიდა იმ ხის ქვეშ, გამოსახა ჯვრის ნიშანი და ექვსი დღე გაატარა ღვთის დიდებასა და მადლობაში, რომელმაც წყალობით მოხედა ერს და ეშმაკისაგან იხსნა იგი.

პირველი მოწაფეები

დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმინდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმინდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს "ტყვე" უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. შროშანას წასვლიდან სამი დღის შემდეგ წმინდანმა იქაურობა მიატოვა, მდინარე მტკვარზე გადავიდა და მიადგა მეფის ბაღს, სადაც ახლა სვეტიცხოვლის ტაძარია აღმართული.


ბაღის კართან ბაღის მცველის ერთი მცირე სახლი იყო. შიგ დახვდა ბაღის მცველის ცოლი, ანასტოსი, რომელმაც დანახვისთანავე, როგორც ნაცნობმა და მეგობარმა, ისე ჩაიკრა გულში, ფეხები დაბანა და ზეთი სცხო, გაუშალა ტრაპეზი, მიართვა ღვინო და აიძულებდა, ეჭამა და ესვა. წმინდა ნინომ ბაღის მცველის სახლში ცხრა თვე დაჰყო.

ანასტოსი და მისი ქმარი უშვილოები იყვნენ და ეს ძალიან აწუხებდათ.

წმინდა ნინოს ეჩვენა: მოვიდა კაცი ნათლისფერი და თქვა: შედი ამ ბაღში, ხეზე აშვებული ვაზია - ბაბილო, ნაძვთა ქვეშ. აიღე მიწა ამ ადგილიდან, შეაჭამე მაგათ და ეყოლებათ შვილი". წმინდა ნინომ ცოლ-ქმარს შეაჭამა მიწა, ილოცა მათთვის და უთხრა: "ძალითა ქრისტეს ძისა ღმრთისათა დაუსაბამოსათა, რომელი თანა-მოსაყდრე არს მამისა და სულისა წმინდისა და ხსნისათვის ჩუენისა განკაცნა, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოვალს დიდებითა განსჯად ცხოველთა და მკუდართა, მან მოგცეს გულის-ხმის ყოფა". და აუწყა ყოველი გზა ჭეშმარიტი. მაშინ ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფნეს მას ფარულად. მართლაც ეყოლათ მათ შვილები - მრავალი ძე და ასული.


მაყვლოვანში დასახლება.
მეფის ბაღის მცველის სახლში გატარებული ცხრა თვის შემდეგ წმინდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, მოაწყო იგი თავის სამყოფლად და საცხოვრებლად, დაასვენა იქ მის მიერ ვაზის ნახლევისაგან შეკრული ჯვარი, რომლის წინაც ხშირად მღვიძარებაში ათენებდა ღამეებს და ასევე დღეებს აღამებდა დაუცხრომელ ლოცვასა და ღვთისადმი ვედრებაში. წმ. ნინოს ასეთი მოღვაწეობით გაკვირვებულები იყვნენ მეფის მებაღის მეუღლე და მისი ცოლი და ემსახურებოდნენ მას. (IV საუკუნიდან მოყოლებული, მრავალჯერ დაარბიეს ქართული სალოცავები და მათ შორის სამთავროსა და წმინდა ნინოს სალოცავიც; მრავალჯერ სცადეს "მაყვლოვანის" ნიშის - მაყვლის ბუჩქის ამოძირკვაც, მაგრამ მისი ხელყოფა ვერ შესძლეს. გადმოცემის მიხედვით, კომუნისტური რეჟიმის მიერ ქრისტიანთა დევნულების ჟამს, წმინდა ნინოს სალოცავთან მაყვლის ბუჩქი რამდენიმეჯერ სრულად ამოძირკვეს და შიგ მჟავაც ჩაასხეს, მაგრამ მაინც ვერ მოსპეს, იგი განსაცვიფრებლად აღმოცენდებოდა ხოლმე, ხარობდა და დღემდე ახარებს და კურნავს უხილავად, წმინდა ნინოს ლოცვით, სრულიად საქართველოს).


ასეთ მოღვაწეობაში გაატარა წმინდა ნინომ მცხეთაში სამი წელი. იმ ხანებში ქართლის მეფე მირიანი და მისი ძმისწული, სპარსთა მეფე, შევიდნენ საბერძნეთში, მაგრამ ბერძენთა მეფე კონსტანტინემ ქრისტეს ძალით და ჯვრის წინამძღვრობით განდევნა ისინი და მათი მრავალი მოლაშქრე მოსრა.

მაყვლოვანში ყოფნისას წმინდა ნინო ხშირად მიდიოდა ურიათა უბანში, რადგან იცოდა მათი ენა, რომ გამოეძია უფლის კვართის ადგილ-სამყოფელი, რომლის შესახებაც იერუსალიმში ნიაფორისაგან ჰქონდა გაგონილი, რომ მცხეთელ ურიებს ჰქონდათ წაღებული.



აბიათარ მღვდელი და უფლის კვართის ისტორია

იქ მან ნახა ერთი ებრაელი მღვდელი, აბიათარი და უქადაგა მას და მის ასულს, სიდონიას, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახარება. ირწმუნეს და დაემოწაფნენ ისინი და სხვა ექვსი ებრაელი ქალი, ნათლისღების გარეშე აიღეს წმინდა ნინოს სწავლის უღელი. რამეთუ არა იპოვებოდა მღვდელი, რომელიც ნათელსსცემდა, და ფარულად იყვნენ მისი მოწაფენი. კურნავდა და ქრისტეს ძალით საკვირველებებს ჰყოფდა: მრავალი განრღვეული განკურნა.

მეცნიერთა აზრით, "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ერთი თავის ავტორი წმინდა აბიათარია. ამდენადაც მნიშვნელოვანია მისი მონათხრობი საკუთარ გაქრისტიანებაზე და უფლის კვართის შესახებ, რომელიც მან დედა ნინოს მოუყვა:

"მე, აბიათარი, მღვდლად ვიყავი დადგენილი იმ წელიწადს, როცა წმინდა და სანატრელი დედა ნინო მოვიდა მცხეთაში. იმ დროს მივიღეთ ჩვენ წიგნი ანტიოქიელი ებრაელი მღვდლებისაგან, რომელშიც ეწერა: "სამად გაჰყო ღმერთმა ისრაელის სამეფო. ჩვენი წინასწარმეტყველები დაცხრნენ, აღსრულდა ყოველივე და განვიბნიენით ყველა ქვეყანაში. რომაელებმა დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა. ვტიროდით მწარედ, რომ შემოქმედი ღმერთი განვარისხეთ. ახლა განიხილეთ მოსეს წიგნები და მისი სიტყვა, რომელიც მან დაგვიწერა, რომ რომელიც ამ ქვეყანაზე თავის თავს ღვთის ძედ აცხადებს, მოკლულ იქნას; ნაზარეველის სიკვდილს ვგულისხმობთ, რამეთუ ვხედავთ, როცა ჩვენი წინაპარი მამები შესცოდებდნენ ხოლმე ღმერთს და დაივიწყებდნენ მას, მაშინ ტყვეობასა და განსაცდელში ხვდებოდნენ, ხოლო როცა მოიქცეოდნენ და შესთხოვდნენ, მაშინ სრულად განშორდებოდნენ ჭირს. ეს შვიდგზის ვიცით წერილიდან. ახლა, როცა ჩვენმა მამებმა შეიპყრეს უბრალო ქალის ძე და მოკლეს, ღმერთმა ხელი აიღო ჩვენზე და დაშალა ჩვენი სამეფო, მოგვაშორა თავის ტაძარს და ჩვენი მოდგმა სრულიად უგულებელყო. იმ დროიდან გასულია სამასი წელი და მეტიც, და ღმერთმა არ შეისმინა ჩვენი ვედრება, რასაც დიდად განვიცდით და ვფიქრობთ, იქნებ მართლაც ზეციდან იყო ის კაცი". - და მოუხშირეს მათ ამაზე ჩვენთან წერა, ხოლო მე, როცა ყოველივე ეს გავიგე, შევეცადე, ნინოსაგან გამეგო ქრისტეს შესახებ

- ვინ იყო იგი, ან რა მიზეზით შეიქმნა ღვთის ძედ. მაშინ წმინდა ნინომ, როგორც სიღრმიდან გამომდინარე წყარომ, თავიდან დაიწყო ახსნა ჩვენი წიგნებისა და ზეპირად გამოსთქვამდა იმათ ძალას, რომელიც, როგორც მძინარეს, მაღვიძებდა და როგორც დაბნელებულს, განმანათლებდა, ძმათა ჩვენთა შეგვაბრალებდა და რჯულის ცვალებას დაგვაჯერებდა, სანამ არ ვირწმუნე მისი სიტყვა. იესო ქრისტე - ძე ღვთისა, მისი ვნება და აღდგომა. მისი საშინელი მეორედ მოსვლა და წარმართთა მოლოდინი. მე და ჩემი შვილი მისი განსაწმედელის საპკურებლის მიღების ღირსი შევიქმენით, იმ წყლის ემბაზისა, რომელსაც ნატრობდა დავით და ვერ ეღირსა. და მესმა მე ახლისა რჯულისა, საგალობლისა, რომელსაც ნატრობდა დავით. ღირს ვიქმენით ღვთის ძის - ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებისა, ტკბილ არს გემოს-ხილვა ქვეყნის ცოდვათათვის შეწირული კრავისა. და ასე ინებე,უფალო, განსვლა ჩემი ხორციდან. და კვლავ მრავალი სასწაული იხილა ჩემმა თვალებმა წმინდა ნინოს მიერ აღსრულებული ჩვენს დღეებში.

თქმული მისივე, აბიათარ მღვდელისა, კვართისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი,

მე, აბიათარი, მოგითხრობთ იმას, რომელიც ჩემი ყურით მოვისმინე ჩემი დედ-მამისაგან, რაც წიგნებიდანაც ვიცი, რადგან იმათაც პაპებისაგან და თავიანთი მშობლებისაგან ჰქონდათ მოსმენილი შემდეგი: როცა იერუსალიმში მეფობდა ჰეროდე, იმ დროს გავიგეთ, რომ იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო, რის გამოც იქმნა გლოვა და წუხილი ქართველი ებრაელებისა, მცხეთის მკვიდრთა, ბოდელი მღვდლებისა, კოდისწყაროელი მწიგნობრებისა, ხობის კანანელნი, რომელთაც გადაწყვიტეს, წასულიყვნენ და მიშველებოდნენ იერუსალიმელებს. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ხმა ნუგეშისცემისა, რომ "სპარსელები დასაპყრობად კი არ მოვიდნენ იერუსალიმში, არამედ იარაღის ნაცვლად მოჰქონდათ სამეფო ოქრო, მური, რომელიც მაშინვე კურნავს წყლულს და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომისაგან შობილ ყრმას, და როცა იპოვეს ერთი უბრალო ქალისაგან უდროოდ და უადგილო ადგილას შობილი ჩვილი, როგორც ეს ჩვევად აქვთ საცხოვრებელს მორიდებულ ადამიანებს, ისინი სწორედ იმ ყრმასთან მივიდნენ თაყვანის-საცემად და მას შესწირეს ზემოთ ნახსენები ძღვენი და გაბრუნდნენ მშვიდობით". ეს რომ გაიგეს, "და იქმნა სიხარული დიდი ყოველთა ზედა ჰურიათა ქართველთა".

ამის შემდეგ გავიდა 30 წელი. მოსწერა ანა მღვდელმა იერუსალიმიდან ჩვენს მამათამამას - ელიოზს: - ის, რომლისთვისაც სპარსთა მეფეები ძღვენით მოვიდნენ, გაიზარდა, უკვე ასაკოვანია და თავის თავს უწოდებს ღვთის ძეს. ამიტომ შევიკრიბოთ ყველანი და დავესწროთ მის სიკვდილს, რომ შევასრულოთ ღვთისა და მოსეს ცნება". და წავიდა აქედან ელიოზ მღვდელი, ჩემი მამათა მამა, მოხუცებული კაცი და ჰყავდა მას დედა - ელია მღვდლის ტომისგან და ერთი და. ევედრებოდა დედამისი ელიოზს: "დაემორჩილე შვილო, მეფესა და სჯულს, მაგრამ რაც მათ განზრახული აქვთ, იმ საქმეში ნუ გაერევი, რადგან ის არის, რომელზედაც წერენ წინასწარმეტყველები, ბრძენთა საიდუმლო, რომელიც ურიებისათვის დაიფარა, წარმართების ნათელი და საუკუნო ცხოვრება. წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და იქ დაესწრნენ უფლის ჯვარცმას. ხოლო როცა დამსჭვალეს უფალი და კვერით დაჰკრეს სამსჭვალს, აქ ელიოზის დედას მოესმა, იკივლა და თქვა: "მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქუენისა მაცხოვარი და იქმნენით მკლველ შემოქმედისა. ვაი, თავსა ჩემსა, რომელ არა წინა-ვე მოვკუედ, რათა-მცა არა სმენილ იყო ყურთა ჩემთა". და მაშინვე გარდაიცვალა.

ხოლო უფლის კვართი წილად ხვდათ მცხეთელებს. წამოიღო ელიოზმა და მოიტანა მცხეთას. მოეგება მისი თვალცრემლიანი და სიდონია, მოეხვია თავის ძმა ელიოზს და გამოართვა იესოს სამოსელი, ჩაიკრა გულში და მაშინვე იმანაც განუტევა სული ამ სამი ტკივილით: ქრისტეს სიკვდილისათვის, დედისა და ძმისთვის, რომელიც ეზიარა უფლის სისხლს.

ამ ამბავმა დიდად გააკვირვა და შეაშფოთა მცხეთა, გაოცებული იყო თვით მეფე ადერკი და მთავრები. მოეწონა მეფე ადერკს ეს სამოსელი, მაგრამ საკვირველებისგან ზარდაცემული და შეშინებული იყო. არ ინება გამოღება მკვდრის ხელიდან, რომელსაც მაგრად და სურვილით ჩაეკრა სამოსელი. ამიტომ სამოსელთან ერთადვე დამარხა ელიოზმა თავისი და იმ ადგილზე, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის და სხვა არავინ. მარტო ისაა ცნობილი, რომ ის ადგილი ახლოსაა ლიბანის ნაძვთან, რომელიც მცხეთაში იყო ჩამოტანილი, დარგული და გახარებული. მრავალი წლის შემდეგ ადერკ მეფის ძმისწულმა არმაზაელმა მოიძია ეს სამოსელი ებრაელებთან და ვერ იპოვა.

წმინდა ნინო ცდილობდა, თავისი მოწაფის, აბიათარ მღვდლის ასულის, სიდონიას მეშვეობით გამოეძია სამოსლის სამყოფელი. აბიათარი კი ბუნდოვნად პასუხობდა, - იქ არის იმ სამოსლის ადგილი, სადაც ხალხთა ენა არ დადუმდება ღმერთის მიმართ გალობაში და ის ადგილი არის, როგორც იაკობის ადგილი, სადაც მას კიბე ესიზმრა ზეცამდე აღწეული. სიდონია ამბობს, - და ესეც მეუწყა მამაჩემისგან, რომ ამ ქალაქში არის სხვა სიწმინდეც - საღმრთო ძალით შემოსილი ორმაგი ხალენი ელიასი.

ცნობილია, რომ ელიოზის სახლი იყო ქალაქის დასავლეთით, მოგვთა ხიდს იქით.



წმინდა ნინოს ხილვა

მ დღეებში მრავალგზის იხილა ჩვენება წმინდა ნინომ, თითქოსდა მოდიოდნენ ცის ფრინველები შავი ფერისანი, შევიდოდნენ მდინარეში, განიბანდნენ, განსპეტაკდებოდნენ და აღვიდოდნენ ბაღში, მაღლარი ვაზის (ბაბილო) ყურძენს შეჭამდნენ, ყვავილებს მოძოვდნენ და ასე სურვილით წმინდა ნინოსთან მივიდოდნენ, თითქოსდა მისი იყო ის ბაღი, შემოუდგებოდნენ მშვენიერი ჟივილით გარშემო.

ეს უთხრა წმინდა ნინომ თავის მოწაფე სიდონიას, აბიათარის ასულს, ხოლო სიდონიამ უთხრა წმინდა ნინოს: "უცხოვ და ტყვეთა მხსნელო ტყვეო, იცი, რომ შენს მიერ მოვიდა ეს ახალი დრო, შენს მიერ ისმის ის ძველი ამბავი, მამათა ჩვენთა ნაქმარი: სისხლის დათხევა იმ ზეციური კაცისა, რაც საფუძვლად დაედო ებრაელების სირცხვილს, მთელ ქვეყანაზე კიდით კიდემდე განბნევა, მათი მეფობის დაცემა, წმინდა ტაძრის წართმევა, უცხო ერის მოწოდება მათი დიდების მათთვის მისაცემად. იერუსალიმ, იერუსალიმ, იერუსალიმ, როგორ გაგიშლია ფრთები და შემოიკრებ შენი ფრთების ქვეშ ცისკიდურის ყველა ერს. აჰა, აქაც მოსულა ეს დედაკაცი, რომელიც შეცვლის ამ ქვეყნის ყოველ წესს". და უთხრა წმინდა ნინოს - "ეს შენი ჩვენება ის არის, რომ ეს ადგილი შენს მიერ იქცევა სამოთხედ".


მირიან მეფე

როცა ბერძენთა მეფე კონსტანტინესაგან გამოდევნილი მეფე მირიანი დაბრუნდა მცხეთაში, მან უკვე იცოდა წმინდა ნინოს მიერ ქრისტეს სჯულის ქადაგების შესახებ, რადგან წმინდანი უკვე ხმამაღლა, განცხადებულად ეუბნებოდა ხალხს, რომ გიპოვეთ ჩრდილოეთის მკვიდრნი შემცდარნიო და თავის ვაზის ნასხლევის ჯვარსაც აჩენდა და ამით ახდენდა დიდ საკვირველებებს, წამლების გარეშე ჯვარის შეხებით კურნავდა უკურნებელ სნეულებებს. მასთან ერთად ქადაგებდნენ მისი მოწაფეები, რომლებიც თავდაპირველად ფარულად დაემოწაფნენ - შვიდი ებრაელი ქალი: სიდონია, აბიათარის ასული და სხვა ექვსი, ბაღის მცველი ცოლ-ქმარი და აბიათარ მღვდელი - ახალი პავლე, რომელიც უშიშრად და დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს რჯულს. ის დიდი მცოდნე იყო ძველი რჯულისა, ახალი კი წმინდა ნინოსაგან ესწავლა "და უმეტეს ნინოსსა ამხილებდა ყოველსა კაცსა სჯულსა ჭეშმარიტსა".

მაშინ გადაემტერნენ მას ურიები და უნდოდათ ქვით ჩაექოლათ იგი, მაგრამ მირიან მეფემ მიავლინა თავისი მსახურები და სიკვდილისაგან იხსნა აბიათარი. რამეთუ მირიან მეფეს ჰქონდა სურვილი ქრისტეს რჯულისა. მას ესმოდა ქრისტეს რჯულის სასწაული საბერძნეთსა და სომხეთში და არ აბრკოლებდა წმინდა ნინოს და მისი მოწაფეების ქადაგებას. მაგრამ სარწმუნოების დიდი მტერი, ეშმაკი ებრძოდა მას და ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მეფე ქრისტეს გზას არ დადგომოდა. ასევე დედოფალი ნანაც დაბრკოლებული იყო მისგან, მეფეზე მეტ გულფიცხობას იჩენდა და შეურაცხოფდა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას.


ყრმის განკურნება

წმინდა ნინო დაუცხრომლად ლოცულობდა თავის ნავსაყუდელში, მაყვლის ქვეშ. გაოცებულნი იყვნენ მისი ლოცვითა და მღვიძარებით. ეუცხოებოდათ ეს საქმე. დაიწყეს მისი გამოკითხვა, ის აუწყებდა ძველ და ახალ წიგნებს, განაბრძნობდა უგუნურებს და უგულისხმოებს და მათ გულში ნერგავდა ქრისტეს სიყვარულს. და ასე იყო სამ წელს, განცხადებულად ქადაგებდა ქრისტეს და მრავალი დაიმოწაფა. მცხეთაში ცხოვრობდა მაშინ, ერთი, მძიმედ დაავადებული პატარა ბავშვი, რომელიც დედამისს კარიდან კარზე დაყავდა, რომ ვინმეს ესწავლებინა მისთვის მკურნალი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის. ყველამ იცოდა მისი გასაჭირი, მაგრამ ვერ განკურნეს ბავშვი, ამიტომ მკურნალებმა უთხრეს დედაკაცს, რომ არაფერი ეშველებოდა ბავშვს. ეს ქალი იყო წარმართი და გულფიცხი. სძაგდა ქრისტიანული სჯული, უშლიდა სხვებსაც წმინდა ნინოსთან მისვლას, მაგრამ როცა სასოწარკვეთილებას მიეცა სხვა მკურნალთაგან, მივიდა წმინდა ნინოსთან, დავარდა მის წინაშე და ევედრებოდა ყრმის განკურნებას.მაშინ უთხრა წმინდა ნინომ: "კურნებას, რომელიც ადამიანისგან არის, მე არ ვყოფ, ხოლო ღმერთმა ჩემმა - ქრისტემ განკურნოს ეს ყრმა, რომელიც ყველასგან განწირულია", - უბრძანა სნეული დაეწვინათ კილიკზე (უხეში ბეწვის სამოსი, რომელიც ასკეტებს ემოსათ), რომელზეც ის მუდამ ლოცულობდა ხოლმე, და იწყო ღვთისადმი ვედრება. მაშინვე განიკურნა ყრმა, რომელიც ცოცხალი და მხიარული გადასცა თავის დედას. ხოლო ყრმის დედამ აღიარა ქრისტე და თქვა: "არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტესი, რომელსაც ქადაგებს ნინო", და დაემოწაფა წმინდა ნინოს, შეუდგა მის კვალს და ადიდებდა ღმერთს.


ნანა დედოფლის განკურნება

სწორედ ამ დროს დასნეულდა ნანა დედოფალი ძლიერი და სასტიკი სენით. მისი განკურნება, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო. მაშინ ვიღაცეებმა აუწყეს დედოფალს, რომ რომაელი ტყვე ქალი ნინო ლოცვით კურნავდა მრავალი სენით დაავადებულებს. დედოფალმა უბრძანა მსახურებს, რათა თავისთან მიეყვანათ ნინო. მივიდნენ დედოფლის მსახურები და იპოვეს წმინდა ნინო მაყვლის ბუჩქის ქვეშ, მეექვსე ჟამს ლოცულობდა. გადასცეს დედოფლის ბრძანება. წმ. ნინომ უთხრა მათ: "არა მაქვს ნება მოცემული, რომ ჩემი სამყოფლიდან გავიდე, არამედ დედოფალი თვითონ მოვიდეს ჩემთან და განიკურნება ქრისტეს ძალით".

მსახურებმა გადასცეს წმინდა ნინოს ნათქვამი დედოფალს. მაშინ დედოფალმა ბრძანა: "შემიმზადეთ საწოლი და მიმიყვანეთ მასთან". მსახურებმა საკაცით წაიყვანეს დედოფალი, რომელსაც თან ახლდა უფლისწული რევი და უამრავი მხლებელი. როცა მივიდნენ, წმინდა ნინოს სამყოფელთან, დადეს დედოფალი საგებელ კილიკზე. დაიწყო წმინდა ნინომ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ. მოიღო ჯვარი, რომელიც ჰქონდა, შეახო თავზე, ფეხებსა და მხრებზე ჯვრისსახედ და მაშინვე განიკურნა და ადგა გამოჯანმრთელებული, ირწმუნა ქრისტე და თქვა: "არ არსებობს სხვა ღმერთი, ქრისტეს გარდა, რომელსაც ქადაგებს ეს ტყვე დედაკაცი". და იმ დროიდან გაიხადა ის მეგობრად და თავის შინაურად. მარად ჰკითხავდა და გამოწვლილვით გამოეძიებდა ქრისტეს რჯულს. და ასწავლიდნენ მას წმინდა ნინო, აბიათარი - ახალი პავლე და მისი ასული სიდონია. და გახდა დედოფალი მორწმუნე და იცნო ჭეშმარიტი ღმერთი.


მეფემ ჰკითხა დედოფალს, ასე უცებ როგორ განიკურნეო. და დედოფალიც მოუყვა, თუ როგორ განიკურნა უწამლოდ, ნინოს ლოცვითა და ჯვრის შეხებით. სხვებმაც, რომელთაც ნახეს დედოფლის განკურნება, დაადასტურეს დედოფლის ნათქვამი. მოსმენილით გაკვირვებულმა მეფემ დაიწყო ქრისტეს სჯულის გამოძიება. ბევრს ეკითხებოდა აბიათარ მღვდელს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე და იგიც ყველაფერს უყვებოდა. ნებროთის წიგნშიც, რომელიც ჰქონდა მირიან მეფეს, იპოვა ერთი ადგილი: გოდოლის აშენების დროს ზეციდან გაისმა ხმა ნებროთის მიმართ: "მე ვარ მიქაელ, ღმერთის მიერ დადგენილი აღმოსავლეთის მთავრად. გადი ქალაქიდან, რამეთუ ღმერთი ფარავს მას. უკანასკნელ ჟამს მოვა მეუფე ცისა, რომლის ხილვაც შენ გნებავს. მისი შიში განაქარვებს ამქვეყნიურ სიტკბოს. მეფენი მეფობას დატოვებენ და სიგლახაკეს დაუწყებენ ძებნას. ის გიხილავს ჭირში და გიხსნის შენ". მაშინ მიხვდა მეფე მირიანი, რომ ძველი და ახალი წიგნები ერთმანეთს ეთანხმებოდა და იგივეს ამტკიცებდა ნებროთის წიგნიც და გაუჩნდა სურვილი, ქრისტეს სჯულის მიღებისა, მაგრამ ებრძოდა უჩინო მტერი და აბრკოლებდა ქრისტეს აღიარებისგან, გულში უღვივებდა კერპებისა და ცეცხლის სასოებას; დედოფალი კი ყოველთვის ევედრებოდა ქრისტიანობის მიღებას. მეფემ მერყეობასა და ორგულებაში გაატარა ერთი წელი. წმინდა ნინო დაუცხრომლად უქადაგებდა ერს ქრისტეს სარწმუნოებას. იგი არ ამხელდა თავის ვინაობას, უბრალო ტყვე ქალს უწოდებდა საკუთარ თავს.



მირიან მეფის ყოყმანი და მზის დაბნელება

ანა დედოფლის განკურნების შემდეგ, წმინდა ნინოს ნანას დედის ძმა, სპარსი მთავარი ხუარა განუკურნავს. წყაროებიდან ვიგებთ, რომ იგი ყოფილა მოგვი, რაც აქ შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახურს, ასევე ამ რელიგიის რიგით მიმდევარს, მაზდეანს. იგი ბოროტი ძალისაგან ავად შეიქმნა, სასტიკად იტანჯებოდა და სიკვდილის პირამდე იყო მისული. შეევედრნენ წმინდა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე. მეფე მის საქმეს ცოტა ეჭვით უყურებდა, ამიტომაც უთხრა წმინდა ნინოს:

- მითხარი სიმართლე, ნინო, რომელი ღმერთის ძალით ახდენ სასწაულებს და კურნავ სნეულებს? იქნება ხარ არმაზის ასული ან ზადენის შვილი, რომელთაც შეავედრე თავი, როგორც უცხომ და იმათაც მოგანიჭეს კურნებათა ძალა, რათა ამით იცხოვრო უცხო ქვეყანაში, ამიტომ დიდებულნი არიან ისინი უკუნისამდე. იყავი ჩვენთან, როგორც ერთი ჩვენი შვილთაგანი და დაფასებული იქნები ამ ქალაქში, მაგრამ რომაელთა შემცდარ სჯულს ნუღარ იქადაგებ, რადგან უცხოა იგი ჩვენთვის. მე უკეთეს რჩევას მოგცემ და, თუ დამიჯერებ, დიდებას და პატივს დაიუნჯებ: აი, დიდი და საკვირველი ღმერთები, მზის მომფენნი და წვიმის უშურველად მომცემელნი, ქვეყნის ნაყოფით გამომზრდელნი - არმაზი და ზადენი - რომელთათვის არაფერია დაფარული, ასევე ჩვენი წინაპრების ღმერთები, გაცი და გაიმ ისინი უნდა სწამდეთ ადამიანებს. თუ ამ მთავარს განკურნავ, გაგამდიდრებ და მცხეთის მკვიდრ-მოქალაქეობას მოგცემ, დაგაყენებ არმაზის მსახურად.

მართალია, ქარითა და სეტყვით შეიმუსრა იგი, მაგრამ ის ადგილი უძლეველია. არმაზი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი ყოველმხრივ ემტერებიან ერთმანეთს, არმაზმა ზღვა მიაქცია მასზე, იმან კი ასეთი საშინელება მოსწია არმაზს, როგორც ეს ქვეყნის მპყრობელთ აქვთ ჩვევად. შენთვის საკმარისი იყოს ეს ბრძანება".

წმინდა ნინომ პასუხად მიუგო მეფეს: "ქრისტეს სახელით და მისი დედის ვედრებით მოავლინოს შენზე ღმერთმა - ცისა და ქვეყნის შემოქმედმა, ყოველი დაბადებულის დამბადებელმა, თავისი მრავალმოწყალებისგან მადლის ერთი ნაპერწკალი, რათა შეიცნო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, ზღვის სიღრმე და სივრცე ქვეყნიერებისა. ეს არის იესო ქრისტე, რომლის სჯულსაც მე ვქადაგებ, რომელიც უდედოდ იშვა მამის ღვთაებისაგან, რომელიც გარდამოხდა ქვეყნად და ხორცნი შეისხნა, რათა ჩვენც შევიმოსოთ ღვთაებრივი ნათლით, ვინაიდან დამონებულნი ვიყავით ეშმაკს. რათა იცნო და გულისხმაჰყო ცის სიმაღლე და მზის ნათელი, ზღვის სიღრმე და ქვეყნის სივრცე. იცოდე, მეფევ, ვინ მოსავს ცას ღრუბლით და ქუხს ჰაერში, იძვრის ქვეყანა მისი სიმძაფრით, არის მეხთა ტეხა და მის კვალზე ცეცხლი აღეგზნება მისი გულისწყრომით. იცოდე, რომ ღმერთი არის ცაში. თავად ის უხილავია ყოველივე დაბადებულისგან, გარდა მისი ძისა, რომელიც მისგან გამოვიდა და ქვეყნად მოვიდა, როგორც კაცი, რომელმაც აღასრულა ყოველივე, რისთვისაც იყო მოსული და აღვიდა ზეცაში მამასთან და იხილა დაუსაბამო, რომელიც მაღლაა და მდაბალთა ხედავს.

ჰოი, მეფეო, მალე მიეახლები შენ ჭეშმარიტ ღმერთს, რომ შემდეგ ამ სიტკბოების ხმამაღლა მქადაგებელი გახდე. რადგან ამ ქალაქში არის ერთი სასწაული, ღვთის ძის სამოსელი აქაა და ელიას ხალენიც აქვე ყოფილა, და მრავალი სასწაულია, რომელსაც ღმერთი გამოაჩენს. ახლა შენს მთავარსაც განვკურნავ ქრისტეს სახელით და ჯვრით, რომელზეც ევნო იგი, ისე როგორც განიკურნა დედოფალი ნანა დიდი სენისაგან, რადგან რაც ვუთხარი, იმას აკეთებს იგი."

მიჰგვარეს ნინოს სპარსი მთავარი, მოვიდა დედოფალიც. ნინომ ის ნანა დედოფალთან და სიდონიასთან ერთად წაიყვანა სამეფო ბაღში, დააყენა სასწაულებრივი ნაძვის ქვეშ, ხელები აღმოსავლეთისკენ ააპყრობინა და სამჯერ ათქმევინა: "ვიჯმნი შენგან ეშმაკო და შევუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა".

წმ. ნინო ერთი დღის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს თვალცრემლიანი შესთხოვდა სპარსის გამოჯანმრთელებას. მასთან ერთად ლოცულობდნენ ნანა დედოფალი და სიდონიაც. მაშინ გავიდა ბოროტი სული სპარსი მთავრის სხეულიდან და და დაემოწაფა ის და მთელი მისი სახლეულობა წმინდა ნინოს და ისიც ადიდებდა ღმერთს - მამას, ძესა და წმინდა სულს.

ზაფხულის ერთ დღეს, 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე გავიდა სანადიროდ მუხრანის მხარეს. ამ დროს უჩინო მტერმა - ეშმაკმა, გულში ჩაუგდო კერპებისა და ცეცხლის სიყვარული. გაიხსენა მსახურება კერპებისა და ისურვა მახვილით ამოწყვეტა ყველა ქრისტიანისა. მეფემ უთხრა თავის ოთხ თანაშემწეს: ღირსნი ვართ, რომ ჩვენი ღმერთებისაგან ბოროტად დავისაჯოთ, რადგან მათ მონდომებით აღარ ვემსახურებით და მივუშვით ეშმაკეული ქრისტიანების სჯულის ქადაგება ჩვენს ქვეყანაში და ისინი ეშმაკის ძალით ახდენენ საკვირველებებს. ამიტომ განზრახული მაქვს, ამოვხოცოთ ჯვრის თაყვანისმცემლები და გავაძლიეროთ ჩვენი ღმერთების მსახურება ქართლში, ვამხილო ჩემი მეუღლე ნანა სჯულის შეცვლაში და მოვთხოვო სინანული და ჯვარცმულის სჯულის უარყოფა. თუ არ დამემორჩილება, დავივიწყებ მის სიყვარულს და სხვებთან ერთად მოვკლავ მასაც". თანაშემწეებმა მოუწონეს მეფეს განზრახვა, რადგან ეს საქმე მათ ისედაც ჰქონდათ გულში, უნდოდათ ეთქვათ მეფისათვის, მაგრამ ერიდებოდათ გაცხადება ამისა. მეფემ მოიარა მუხრანის სანახები და ავიდა თხოთის მაღალ მთაზე, რომ დაენახა კასპი და უფლისციხე, გავიდა მთის თხემზე. შუა სამხრობისას დაბნელდა მზე, და იქმნა როგორც ღამე, ბნელი, უკუნი. დაიპყრო სიბნელემ მოიცვა არემარე... სიბნელის გამო მეფის მხლებლები მიმოიფანტნენ, რომ გასაჭირს გასცლოდნენ. დარჩა მეფე მარტო, ცდილობდა გზა გაეგნო, მაგრამ ამაოდ.

შეშინებული და შეძრწუნებული დადგა ერთ ადგილზე, რადგან გადარჩენის იმედი გადაეწურა. მძიმე გასაჭირში გონს მოეგო და გულში ფიქრობდა: - ჩემს ღმერთებს შველასა ვთხოვ, მაგრამ მათგან სიკეთე ვერ მივიღე, იქნებ ჯვარმა და ჯვაცმულმა ღმერთმა, რომელსაც ჰქადაგებს ნინო და მისი სახელით ახდენს კურნებებს, შეძლოს ჩემი გასაჭირიდან ხსნა, რადგან ცოცხალი ჯოჯოხეთში ვიმყოფები. არ ვიცი მთელი ქვეყანა დაიქცა, თუ მხოლოდ ჩემთვის იქმნა ეს? თუ მხოლოდ ჩემთვისაა ეს გასაჭირი დაშვებული, ნინოს ღმერთო, განმინათლე ეს ბნელი და დამანახე ჩემი ქვეყანა და ვაღიარებ შენს სახელს, აღვმართავ ჯვრის ძელს და მას თაყვანს ვცემ, ავაშენებ სამლოცველო სახლს, დავემორჩილები ნინოს და მივიღებ რომაელთა სჯულს (ქრისტიანობას).

წარმოსთქვა თუ არა ეს სიტყვები, მაშინვე ინათა და გამობრწყინდა მზე. მირიან მეფე გადმოვიდა ცხენიდან, აღაპყრო ხელები ზეცისაკენ და თქვა: - "შენ ხარ ღმერთი ღმერთებისა და უფალი უფლებებისა, რომელსაც ქადაგებს ნინო, საქებელია შენი სახელი ყოველი დაბადებულისგან ცის ქვეშ და ქვეყანაზე, რამეთუ შენ მიხსენი ჭირისგან და განმინათლე ბნელი. აჰა, ვცნობ, რამეთუ გინდა ჩემი ხსნა, ლხენა და შენთან მიახლება. კურთხეულო უფალო, ამ ადგილას აღვმართავ ძელის ჯვარს, რომლითაც იდიდება შენი სახელი და მოიხსენიება ეს სასწაულებრივი საქმე უკუნისამდე".


დაიმახსოვრა მირიანმა ის ადგილი და გამოემართა მცხეთისკენ. გზადაგზა გაფანტული მხედრობაც შემოიკრიბა და მათაც ურჩევდა, რომ თაყვანი ეცათ ნინოს ღმერთისთვის.



მირიან მეფის მოქცევა

ნანა დედოფალი და ერი გავიდა მეფის შესახვედრად, რამეთუ პირველად მეფის დაღუპვა ესმათ, ხოლო შემდეგ შეიტყვეს, გადარჩენილაო. მიეგებნენ ქინძარასა და ღართაში. ხოლო ნეტარი ნინო ლოცულობდა მწუხრს მაყვლოვანში ჩვეულებისამებრ, მასთან ერთად იყვნენ მისი მოწაფეებიც, ორმოცდაათი კაცი. ქალაქში შემოსვლისას მეფემ ხმამაღლა დაიძახა: - სად არის ის უცხო დედაკაცი, იგია ჩვენი დედა, რადგან მისმა ღმერთმა მიხსნა მე. როცა გაიგო, მაყვლოვანშია და ლოცულობსო, მეფემ და მისმა მხედრობამ მიაშურეს იმ ადგილს. მეფე ცხენიდან ჩამოქვეითდა და უთხრა ნინოს: "ახლა ღირსი ვარ შენი ღმერთის და ჩემი მხსნელის სახელის აღიარებისა". წმინდა ნინომ ასწავლა, აღმოსავლეთით ეცა თაყვანი და ეღიარებინა ქრისტე, ძე ღვთისა.

როცა აცრემლებული მეფე-დედოფალი დაინახეს, დიდმა ოხვრამ და ტირილმა მოიცვა ხალხი. მეორე დღეს მირიან მეფემ საბერძნეთში გაგზავნა მოციქულები კონსტანტინე მეფესთან და გაატანა წმ. ნინოს წერილი ელენე დედოფალთან, რითაც აცნობეს მათ მცხეთაში მირიან მეფეზე მომხდარი სასწაულის ამბავი და სთხოვეს, სასწრაფოდ გამოეგზავნათ მღვდლები ხალხის მოსანათლად. წმინდა ნინო და მისი მოწაფეები ხალხს დღე და ღამე ქრისტიანობას დაუცხრომლად უქადაგებდნენ და უჩვენებდნენ სასუფევლის ჭეშმარიტ გზას.


პირველი ტაძრის მშენებლობა და ანგელოზის მიერ სვეტის აღმართება

როცა ხალხმა ქრისტიანობა დიდი მონდომებით მიიღო, მღვდლების ჩამოსვლამდე მეფე მირიანმა მოინდომა ღვთის სახლის აშენება და ჰკითხა წმინდა ნინოს, სად ავაგოო. პასუხად მიიღო, რომ აეშენებინა იქ, სადაც ის მტკიცედ გადაწყვეტდა. მეფემ უთხრა: მიყვარს შენი მაყვლოვანი და ჩემი გონებით ეგ საქმე აქა მსურს, მაგრამ არ იქნება ასე, არ მოვერიდები სამეფო ბაღს, ნაძვების სიმაღლეს, ნაყოფიერ ბაბილოს და ყვავილების სურნელებას. რადგან ჩვენებაში შენ იხილე, რომ ფრინველები ფრთებს იბანდნენ წყლით, გაწმედილები და გაბრწყინვებულები სამოთხის ბაღის ხის ტოტებზე სხდებოდნენ და ტკბილი ხმით გალობდნენ; ჭეშმარიტად ეს წარმავალი, ხილული ბაღი-სამოთხე გვექცევა ჩვენ საუკუნო სიცოცხლედ, ამიტომ საბერძნეთიდან მღვდლების მოსვლამდე აქ ავაშენებთ ღვთის სახლს, სადაც ვილოცებთო. მაშინვე აუხსნა ხუროებს, რაც უნდა აეშენებინათ. მალევე დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. მოჭრეს ის ნაძვი და მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი ეკლესიისათვის. ააგეს ხის კედელი, სვეტები აღმართეს თავ-თავის ადგილზე, მაგრამ ეკლესიის შუა საყრდნად გათვალისწინებული ყველაზე დიდი სვეტი, რომელიც შესახედავად იყო საკვირველი, ვერაფრით აღმართეს და მეფეს აცნობეს ეს საოცარი ამბავი.

საღამოს ამ ამბით გულდამძიმებული მეფე და ხალხი წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო ნინო და მასთან თორმეტი სხვა ქალი, მათ შორის სიდონიაც, იქვე დარჩნენ. წმინდა ქალწული ცრემლებს ადენდა სვეტს და გოდებდა. შუაღამისას, თითქოს არმაზისა და ზადენის მთები ჩამოიქცნენ და მდინარეს გადაეღობნენ, დაგუბებულმა წყალმა გადმოხეთქა და ქალაქი წალეკა. არაგვიც თითქოს ციხეზე გადმოსულიყო, საშინელი გრგვინვა, მწუხარება და გოდება ისმოდა ირგვლივ. შეშინებულმა დედებმა ის იყო, გაქცევა დააპირეს, რომ ნეტარმა ნინომ უთხრა მათ: "ნუ გეშინიათ, დებო, ის მთები იქვე დგანან და ის წყლები იქავე მიედინებიან, ხალხსაც ძინავს. მთების ჩამოქცევა ნიშანია იმისა, რომ ურწმუნოების მთები დაირღვევა ქართლში, წყლის შეჩერება - ეშმაკთა მიმართ შეწირულ ყრმათა სისხლის შეწყვეტაა, ვაების ხმები - ეშმაკთა გოდებაა, რომელნიც ჯვრის ძალით აქედან განდევნილნი, თავის თავს იგლოვენ. დაბრუნდით და ილოცეთ".

ნინოს სიტყვებით დამშვიდებული ქალები მობრუნდნენ და გააგრძელეს ღვთის მიმართ ლოცვა. მაშინვე დაცხრა ის ხმები და სიჩუმე ჩამოვარდა. ზეცისკენ ხელაპყრობილი წმ. ნინოც ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ არ დაებრკოლებინა სარწმუნოების საქმე.

მამლის ყივილამდე კიდევ მეორე ჩვენება იხილეს: მცხეთას ძლიერი ლაშქარი დასხმოდა თავს და ქალაქის სამივე კარი დალეწა. აივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრით და დაიწყეს ხალხის ხოცვა, ქალაქში სისხლის ნაკადულები მოედინებოდა. გაისმა საშინელი ძახილი: "ამას ბრძანებს სპარსთა მეფე ხუარა და მეფეთ-მეფე ხუარან-ხუარა: - ყოველი ურია განარიდეთ მახვილს". შეშინებულ დედებს შეიარაღებულნი მიუახლოვდნენ. ამ დროს ვიღაცამ ძლიერად დაიძახა, - მირიან მეფე შეიპყრესო. წმინდა ნინომ ირგვლივ მიმოიხედა და თქვა: "ვიცი, ეს ყვირილი ვისგანაც მოდის, რადგან მას დიდად უჭირს. მადლობდეთ ღმერთს, რადგან ეს არის ნიშანი მათი დაღუპვისა, ქართლის გადარჩენისა და ამ ადგილის დიდებისა". ნუგეშისცა დედებს და გაამხნევა. შემდეგ მიუბრუნდა მხედრებად გარდასახულ ეშმაკებს: - სად არიან სპარსთა მეფენი - ხუარა და ხუარან-ხუარა? საბასტანით გუშინ წამოხვედით? მალე მოსულხართ. დიდი ლაშქარი ხართ და ძლიერად დალეწეთ ქალაქი, მახვილი დაეცით ქართა და ნიავთ. წადით ჩრდილოეთის წყვდიადში, აჰა, მოვიდა, ვისაც თქვენ გაურბიხართ!" ჯვარი გადასახა იქაურობას, და მაშინვე გაუჩინარდა ის ურიცხვი ხალხი და სიმყუდროვემ დაისადგურა. ამის შემხედვარე ქალები ადიდებდნენ ღმერთს და წმინდა ნინოს შენატროდნენ.

იცისკრა. დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის ასული სიდონია ფხიზლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა.

ამ დროს, როგორც ელვა, ისე გამობრწყინდა ნათელშემოსილი ჭაბუკი, რომელმაც სამი სიტყვა უთხრა წმინდა ნინოს. მისი სახის საკვირველი დიდებულებისგან შეძრული წმინდა ნინო დაეცა მიწაზე. ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა დიდ სვეტს და აღამაღლა ჰაერში. სიდონია გაკვირვებული მიეახლა წმინდა ნინოს და შიშით ჰკითხა:

- ჩემო დედოფალო, რა არის ეს?

- თავი დახარე და ჩუმად იყავი, - მიუგო პასუხად ნინომ და ტირილი დაიწყო.

მცირე ხნის შემდეგ წმინდა ნინო წამოდგა და სიდონიაც ააყენა, გაშორდნენ იმ ადგილს და შორიდან იხილეს, რომ ის სვეტი ცეცხლის სახედ ჩამოვიდა ზეციდან, მიუახლოვდა თავის კვარცხლბეკს, გაჩერდა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე და ნელ-ნელა თავისსავე გადანაჭერზე დაეშვა. სწორედ ამ სასწაულის გამო ეწოდა ამ სვეტს "სუეტი-ცხოველი".

როდესაც ირიჟრაჟა, ადგა მწუხარებისაგან გულდამძიმებული მეფე, გახედა ბაღს და დაწყებულ ეკლესიას. იხილა ნათელი, როგორც ელვა აღწეული ცაში მისი ბაღიდან. მაშინვე ბაღში გაიქცა მის ხალხთან ერთად. იქ მისულებმა იხილეს საკვირველება - ბრწყინვალე სვეტი ჩამოვიდა და კაცის ხელის შეუხებლად, თავისით დაემყარა კვარცხლბეკს. ამ სასწაულმა შიშითა და სიხარულით აავსო მცხეთა, სიხარულის ცრემლები სდიოდა მეფეს, მთავრებსა და მთელ ერს; ადიდებდნენ ღმერთსა და შენატროდნენ ნეტარ ნინოს.



წმინდა სვეტისგან მომხდარი სასწაულები

მ დღეს მრავალი სასწაული მოხდა.

როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული "ჰაერთა ზედა საკვირველად დაკიდებული" სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარემო სოფლების მოსახლენი დაიძრნენ არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ, სადაც სასწაული ხდებოდა. პირველი, ვინც სვეტიცხოველთან მიახლებით განიკურნა, შობითგან ბრმა იყო. საცოდავი გოდებით შეეხო წმინდა სვეტს და კურნებას შესთხოვდა, უეცრად ნათელი გამოკრთა სვეტიდან და კაცს იმავე ჟამს თვალნი აეხილა.

უამრავი ხალხი მიაწყდა სვეტს, მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, რომელსაც თავისი ოთხი წლის ვაჟი წმინდა სვეტისკენ მიჰყავდა. ხიდზე ჭყლეტაში მოჰყვა და ბავშვი მდინარეში გადაუვარდა. ატყდა ერთი ვაი-ვიში. საბრალო დედა საზარელი ხმით კიოდა. შემდეგ კი თვითონაც მდინარეში გადაეშვა და ამის თქმა მოასწრო: - "ჰოი, უცხო და საკვირველო სახილავო, მიითვალე უცხო სიკვდილი დედისა ძითურთ."


ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, თავზე ნათელი დაედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეზე მიხეთქებისაგან. მდინარემ ისინი მეფის ბაღთან გამორიყა. როგორ გადარჩითო, - ეკითხებოდა ხალხი. ქალი ტირილით უყვებოდა: "წყალში რომ აღმოვჩნდით, საკვირველი ნათელი ვიხილე ცეცხლის სვეტის სახით, რომელიც იმ ბაღიდან გამოდიოდა, სადაც სვეტია აღმართული. ამ ნათლის სვეტმა მე და ჩემი შვილი შეგვაერთა და ის გულში ჩავიკარი. უვნებლად გამოვცურეთ. სვეტი, როგორც ნავს მესაჭე, ისე გვმართავდა. არც ღელვა შეგვეხებოდა და არც კლდესთან მიგვიშვებდა. გამოგვიყვანა აქ და ის ნათელი ისევ სვეტში შევიდა. "რამეთუ სვეტსა ამას ცეცხლისასა (სვეტიცხოველი ამ დროს "ცეცხლისა სახედ იყო შეცვალებული") შეერთებულ არს სვეტი იგი ნათლისა, წიაღმყვანებელი ჩვენი". ჭეშმარიტად დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელსაც უცხო დედაკაცი ქადაგებს. მეფე, დედოფალი და მთელი ერი ტიროდა ამ საკვირველების გამო. ხოლო ქალი წავიდა, მოეხვია სვეტს, ლოცულობდა, ეამბორებოდა და მხურვალე ცრემლებით ალტობდა. მან თვითონაც ირწმუნა და მთელი ოჯახიც მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.

მეორედ ყრმა სეფეწული მოიყვანეს, ამაზასპანი, რვა წლისა. საწოლით მოიტანა დედამისმა. სარწმუნოებით დადო საწოლი ნათლის სვეტის წინ. ევედრებოდა ნინოს: "მოხედე, დედოფალო, ამ ჩემს საწყალ ძეს, რომელიც სიკვდილის პირას არის მისული. როგორც მე მითხრეს, ღმერთი ღმერთთა და უფალი უფალთა ის არის, ვისაც შენ ემსახურები და ჩვენც გვიქადაგებ. გევედრები, განკურნოს წმინდა სვეტმა ჩემი ძე შენი სიტყვითა და ლოცვით.".

წმინდა ნინომ ხელი შეახო სვეტს, შემდეგ შეეხო ყრმას და უთხრა: - თუ გწამს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, რომელიც მოვიდა ქვეყნის გადასარჩენად, განიკურნე და ამიერიდან დაიწყე მისი დიდება, რომლის ძალაც გაგკურნავს. მრწამსო, - უპასუხა ყრმამ და წამოდგა ყოველნაირად მრთელი.
იმ დროს, როცა მთელი ქალაქი სვეტიცხოვლისკენ მიემართებოდა, ერთი მცხეთელი ურიას სახლიდან გლოვის ხმა გამოდიოდა - მშობლები გარდაცვლილ შვილს დასტიროდნენ: "ვაიმე, შვილო საყვარელო, ყველა იხარებს ამ უცხო სახილველისგან და სურვილით ანთებულნი მის სანახავად მიდიან. შენ ვერ მოესწარი ამ სასწაულს და ჩვენი უსჯულოების გამო დააკლდი ამ სიხარულს. ჩვენც ცოცხლივ ჯოჯოხეთს მივეწივნეთ. აღდეგ მკვდრეთით, მხოლოდშობილო ჩვენო, და მივეახლოთ "უცხოდ გამოჩენილსა მას სვეტსა ნათლისასა". უეცრად ყრმა წამოდგა და მშობლებს სთხოვა, სასწრაფოდ მიეყვანათ იქ, "სადა არს ცეცხლის სვეთი, რომელმან ჯოჯოხეთის უფსკრულიდან აღმოიყვანა."

განცვიფრებულ მშობლებს სიტყვის თქმაც არ შეეძლოთ, მცირე ხნის შემდეგ, როდესაც გონს მოეგნენ, მოეხვივნენ შვილს და ჰკითხეს:

- შვილო, ჩვენო საყვარელო, სად იყავი და ვინ მოგანიჭა კვლავ სიცოცხლე?

ხოლო ყმაწვილი იმეორებდა: - ნათლის სვეტთან მიმიყვანეთ და ყველა შეიტყობს იმ საკვირველებას, რომელიც აღესრულა ჩემზე.

გახარებულმა მშობლებმა წაიყვანეს შვილი სამეფო ბაღში. იმ დროს იქ იყვნენ მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთელი ერი. მკვდრეთით აღმდგარი ყმაწვილის ხილვამ განაცვიფრა ხალხი, ყველა გარს შემოეხვია. ეკითხებოდნენ, როგორ გაცოცხლდიო. ყრმა ამბობდა, "როცა მოვკვდი, მოვიდნენ ჩემთან ეშმაკები და ჩამაგდეს ჯოჯოხეთის უფსკრულში, სადაც იყო ღრჭენა კბილთა და მატლი დაუძინებელი. მეც სხვებთან ერთად ვიტანჯებოდი მცირე ხანს. ანაზდად ნათელი გამობრწყინდა ჯოჯოხეთში, ციდან ჩვენამდე ჩამოეშვა სვეტი ნათლისა, რომლის თავზეც იჯდა ის, ვინც ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს. მე ორი პირმშვენიერი არსება მომევლინა და ამ დროს, როგორც ქუხილის ხმა, ისე მოისმა სვეტიდან: - "ეგ ყრმა დაუბრუნეთ მის მშობლებს, რამეთუ მელმის გული ტკივნეულობისაგან მათისა". მომკიდეს ხელი ჭაბუკებმა და სხეულში დამაბრუნესო".

ამის შემდეგ ერთი ეშმაკეული კაცი მოიყვანეს, ჯაჭვებით შეკრული. როდესაც იგი სვეტთან მიიყვანეს, საზარელი ხმით იყვირა და მკვდარივით დაეცა. წმინდა ნინომ აიღო ჭურჭელი, სვეტის მცირეოდენი ნაწილი, დაასხა წყალი, მერე ეს წყალი აპკურა ეშმაკეულ კაცს და ისიც მაშინვე განკურნა. იგი მოეხვია ნათლის სვეტს, თაყვანისსცემდა და ეამბორებოდა მას. ამ სასწაულმა დიდი შიში მოჰგვარა მეფესა და ხალხს. უამრავი სასწაული ხდებოდა იმ დროს. ბრმებს თვალის ჩინი უბრუნდებოდათ, კეთროვნები კეთრისგან განიკურნებოდნენ, მიცვალებულნი მკვდრეთით აღდგებოდნენ, ყოველი უნუგეშო ნუგეშს პოვებდა. ამიტომ მეფემ საკვირველ სვეტს გარშემო შეუქმნა ხის საფარებელი, რათა ყველას ადვილად არ დაენახა. ეხებოდნენ სვეტის ძირსაც და იღებდნენ კურნებას. მირიან მეფემ დააჩქარა ეკლესიის მშენებლობა ბაღში და მალე კიდეც დაასრულა. სვეტიცხოვლის ტაძარს "წმინდა წმინდათა" ერქვა და შიშით იქ შესვლას ვერავინ ბედავდა.



ბიზანტიიდან გამოგზავნილი იოანე ეპისკოპოსი და მღვდელნი

კლესიათა დასრულების შემდეგ, წმინდა ნინოს ბრძანებით, მეფე მირიანმა საბერძნეთში მოციქულები გააგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან და მოძღვარნი და ღვთისმსახურების მასწავლელნი ითხოვა. როცა მირიან მეფის მოციქულებმა მიაღწიეს ბერძენთა მეფის, კონსტანტინეს წინაშე, მოუთხრეს ყოველივე, რაც იქმნა. მაშინ აღივსო სიხარულით მეფე და დედამისი ელენე დედოფალი: პირველად იმისთვის, რამეთუ მადლი ღვთისა მოეფინებოდა ყველა ადგილს და მათ ხელქვეშ ნათელს-იღებდა ყოველი ქართლი. ხოლო შემდგომ უხაროდათ, რამეთუ დარწმუნდნენ, რომ მირიან მეფე სრულებით ჩამოშორდა სპარსელებს და მტკიცედ მიიღო მათი სიყვარული. რისთვისაც ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს. და გამოგზავნეს იოანე ეპისკოპოსი და მასთან ორი მღვდელი და სამი დიაკვანი. მეფე კონსტანტინემ მისწერა მეფე მირიანს წიგნი ლოცვა-კურთხევისა და ღვთის მადლობისა და გაუგზავნა ჯვარი და მაცხოვრის ხატი და მასთან დიდი საბოძვარი; ასევე ელენე დედოფალმაც მისწერა ქართველთა მეფეს ქებისა და ნუგეშის წიგნი. ეპისკოპოსი სამღვდელოებით მცხეთაში მოვიდა, მეფემ და ერმა დიდად გაიხარეს, რადგან ყველას სურდა ნათლისღება.

ერის ნათლობა არაგვისა და მტკვრის შესართავთან

მაშინ სწრაფად გაუგზავნა მეფე მირიანმა ბრძანება ყველა ერისთავს, სპასალარებს და ყოველ სამეფო პირს მის წინაშე მისასვლელად. სწრაფადვე მოვიდნენ ყველანი ქალაქში. მაშინ ნათელიღო მეფემ წმინდა ნინოს ხელქვეშ, შემდეგ დედოფალმა, მათმა შვილებმა მღვდლებისა და დიაკვნების ხელქვეშ. შემდეგ აკურთხეს მდინარე მტკვარი. ეპისკოპოსმა შეამზადა ერთი ადგილი, მოგვთა ხიდთან, მოგვთა კარის სიახლოვეს, სადაც იყო ელიოზ მღვდლის სახლი, იქ ნათელს-ცემდა თითოეულ წარჩინებულს, და ეწოდა ამ ადგილს მთავართა სანათლო.

ხოლო მის ქვემოთ, მდინარისვე პირას, ორგან, ორი მღვდელი და დიაკვნები ნათელსცემდნენ ხალხს, რომლებიც მრავლად იყვნენ აქ და ეშურებოდნენ ნათლისღებას, ამიტომ ერთმანეთს წინ უსწრებდნენ და მღვდლებსაც ევედრებოდნენ რომ სხვებზე უწინ ისინი მოენათლათ. ასეთი დიდი სურვილი ნათლობისა, ხალხს იმიტომ ჰქონდა, რომ მოესმინათ წმინდა ნინოს ქადაგება, რომელიც ეუბნებოდა მათ: ვინც არ მოინათლება ვერ იპოვნის საუკუნო ნათელს. ამიტომ ჩქარობდნენ ნათლისღებას.

ასეთი სახით ნათელ-იღო მთელმა ხალხმა და ქართლის სიმრავლემ. არ მოინათლნენ მხოლოდ კავკასიელი მთიულები და არც მოვიდნენ ამ ნათლის მოფენაზე, არამედ დარჩნენ სიბნელეში რამდენიმე ხანს. მცხეთელი ებრაელებიც არ მოინათლნენ იმ დღეებში, მათ შური იძიეს აბიათარ მღვდელზე იმით, რომ კილამოს ხე, რომელიც სალოცავის ("ბაგინის") კართან იდგა და მის მთელ სტოაზე გადაშლილი რტოებით იქაურობას ამშვენებდა, მოჭრეს. დაიწყეს ებრაელებმა მცხეთიდან წასვლა, გარდა ბარაბეანებისა, რომელთა სახლეულობა, ორმოცდაათი კაცი, მოინათლა და გახდნენ მცხეთის მოქალაქეები ("მკუიდრი"). მეფემ მათ დაბა ციხედიდი უბოძა და განადიდა თავის კარზე წმ. ნინოს მადლითა და მოძღვრებით.

მეფეთა ცხოვრების თანახმად, ბარაბეანნი სახარებიდან ცნობილი ავაზაკ ბარაბას შთამომავლები ყოფილან. იმავე წყაროს ცნობით, ისინი ქართლში კეისარ ვესპასიანეს (69-79 წწ.) დროს მოსულან.
ასევე არ მოინათლა ფეროზი, სიძე მირიან მეფისა, რომელსაც ჰქონდა მირიან მეფისგან მიცემული რანი ბარდავამდე. არც მისმა ერმა მიიღო ნათელი, არამედ მხოლოდ ხორციელად ემსახურებოდნენ მეფეს.


წმინდა კონსტანტინე დიდის ნაჩუქარი სიწმინდეები

მაშინ მირიან მეფემ ეპისკოპოსი იოანე და მასთან წარჩინებულები გაგზავნა კონსტანტინე მეფესთან, რათა ეთხოვათ მისთვის უფლის ჯვრის ნაწილი, რომელიც იმ ხანებში მოიძია ღვთის მოყვარე და ღვთის მსახურმა დედოფალმა ელენემ, და მღვდლები მრავლად, რათა ხალხის მოსანათლად ისინი გაეგზავნათ ქალაქებსა და სოფლებში, რომ ქართლში მცხოვრებნი მალე გაქრისტიანებულიყვნენ. აგრეთვე ითხოვეს ხუროთმოძღვრები, ეკლესიების ასაშენებლად.

კონსტანტინე კეისარმა სიხარულით უბოძა მათ ცხოვრების ძელის ნაწილი და ის ფიცრები, რომლებზეც მაცხოვრის ფეხები იყო მიჭედებული და ლურსმნები, რითაც ხელები ჰქონდა უფალს მილურსმული. ამასთან ერთად გამოგზავნეს მღვდლები და ეკლესიის მშენებლები. მეფე კონსტანტინემ, რომელმაც თავის მეფობაში ააშენა წმინდა ტაძარი, დიდძალი განძი მისცა ეპისკოპოს იოანეს, უბრძანა: "სადაც საჭიროდ მიიჩნევ ქართლში, იქ აღაშენე ეკლესიები ჩემს სახელზე და ეს სიმდიდრე დაამკვიდრე ქართლის ქალაქებში".

ეპისკოპოსი და მისი მხლებელნი გამობრუნდნენ უკან და როცა მოვიდნენ ერუშეთში, აქ მღვდელთმთავარმა დატოვა მშენებლები და განძი და უფლის ლურსმები, შემდეგ წამოვიდა და მოვიდა მანგლისში. აქაც დაიწყო ეკლესიის მშენებლობა და დატოვა უფლის ფიცრები. ამან მეფე მირიანი შეაწუხა, რადგან პირველად სამეფო ქალაქში არ მოვიდა მღვდელთმთავარი, არამედ სხვა ქალაქებში დაიწყო ეკლესიების აშენება და წმინდა ნაწილებიც იქ დატოვა. მივიდა მეფესთან წმინდა ნინო და უთხრა: ნუ სწუხხარ, მეფეო, რადგან ასე იყო საჭირო, რომ სადაც გაივლიდნენ, ყველგან უნდა დაეთესათ ღვთის სიტყვა, ხოლო ამ ქალაქში უფლის დიდებული სამოსელი ინახება.

მაშინ იხმო მეფემ აბიათარი და მასთან სხვა ურიებიც, რომელთაც გამოკითხა უფლის კვართის შესახებ. და იმათ მოუთხრეს ყველაფერი, რომელიც ზემოთ იყო ნათქვამი. მირიან მეფემ ხელები აღაპყრო ზევით და თქვა: კურთხეულ ხარ შენ, იესო, ცხოველი ღმერთის ძეო, რადგან თავიდანვე გინდოდა ჩვენი ხსნა ეშმაკისა და სიბნელისაგან. ამიტომ შენი წმინდა სამოსელი წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან, ჩვენ, უცხო ხალხთან, გამოატანე ებრაელებს, რომელთაც უცხო მიიღეს შენი ღვთაებრიობა.


ეკლესიის აშენება მაყვლოვანში

მეფე და მთელი ქალაქი განმტკიცდებოდა ქრისტიანობაში. დაიწყეს ხუროებმა ზღუდის გარეთ ეკლესიის შენება, წმინდა ნინოს საყოფელ მაყვლოვანში, სადაც ახლა არის საეპისკოპოსო ეკლესია. მაშინ თქვა წმინდა ნინომ: კურთხეულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი მამა, რომელმაც ზეციდან მოავლინა მისი წმინდა სიტყვა, რომელიც თავისი მაღალი საყდრიდან სიმდაბლით გადმოვიდა დედამიწაზე და იყო ჩამომავალი დავით მეფისა, იშვა წმინდა და უბიწო ქალწულისაგან და გახდა მიზეზი ჩვენი ცხოვრებისა, რომელმაც ცის ქვეშეთში ყოველივე გაანათლა და მორწმუნენი აცხოვნა, რომელიც იშვა როგორც კაცი, ყველას სინათლე, ღვთის ხატი, და როგორც სჯულის მსახურმა ნათელი იღო წყლითა და სულით, ჯვარს ეცვა და დაეფლა და მესამე დღეს აღსდგა და ამაღლდა მამასთან და კვლავ მოვა დიდებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება მამასა და წმინდა სულთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.



საჯვარე ხის მოკვეთა და ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი

ქართლის მოქცევის დროს, ერთ კლდოვან და შეუვალ ადგილზე იდგა მეტად მშვენიერი და სურნელოვანი ხე, რომელიც შემდეგი საკვირველებით გამოირჩეოდა: ისარცემული ნადირი, რომელიც მივიდოდა და შეჭამდა ამ ხის ფოთოლს ან თესლს, აღარ მოკვდებოდა, თუნდაც სასიკვდილოდ დაჭრილი ყოფილიყო. როდესაც ეპისკოპოსს ამ ხის ამბავი აუწყეს, მან თქვა: "ღმერთმა დასაბამიდანვე თავის სამსახურად განამზადა ეს ქვეყანა. და ეს ხეც ამ ჟამისა-თვის აღმოაცენა. რადგანაც ახლა მოეფინა ღვთის მადლი ქართლს, ამიტომ ამ ხისაგან უნდა შეიქმნას პატიოსანი ჯვარი, რათა ქართლის მოსახლეობამ თაყვანი-სცეს მას".

წავიდნენ მეფის შვილი რევი და ეპისკოპოსი ხალხთან ერთად და მოჭრეს ის ხე ტოტებიანად და რამდენიმე ათეულმა კაცმა გაფოთლილი ხე ქალაქში შემოიტანა. მთელი მცხეთის მოსახლეობა გამოვიდა მის სანახავად, რადგან გაზაფხულის პირზე, როდესაც ყველა სხვა ხე ხმელი იყო, ის სრულიად ფოთოლდაუცვენელი, სურნელოვანი და შესახედავად მშვენიერი გახლდათ. ეს ხე ეკლესიის სამხრეთით, კარებთან აღმართეს, სადაც ნელი და საამო ნიავი უბერავდა და ხის ფოთლებს აშრალებდა, რაც მეტად ლამაზი სანახავი იყო, როგორც ეს როგორც გვსმენია - ალვის ხისა.

საჯვარე ხე მოიკვეთა 326 წელს, 25 მარტს, პარასკევ დღეს. ოცდაჩვიდმეტი დღე იდგა ასე, მის ფოთლებს ფერი არ შეუცვლია, თითქოს კვლავ თავის ადგილას დგას წყაროსთანო. ასე იდგა იგი, ვიდრე ყველა ხე მწვანე ფოთლებით შეიმოსა და ნაყოფის გამომღები ხეები შეიმკო ყვავილებით. 1-ელ მაისს ამ ხისგან სამი ჯვარი გამოკვეთეს და 7 მაისს მეფეთა ხელისდადებით ეკლესიაში აღმართეს.

რამდენიმე ღამის განმავლობაში მცხეთელებმა საკვირველი სასწაული იხილეს: ზეციდან ჩამოსული ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი განთიადამდე ეკლესიის თავზე იდგა, შემდეგ მისგან გამოყოფილ ორ ვარსკვლავთაგან ერთი აღმოსავლეთით მიდიოდა, მეორე - დასავლეთით. თვითონ ჯვარი კი ნელ-ნელა არაგვის გაღმა გადიოდა და ჩერდებოდა წყაროს მახლობლად, კლდოვანი ბორცვის თავზე, იმ წყაროსთან, რომელიც აღმოცენდა წმ. ნინოს ცრემლებით, იქიდან კი ზეცას მაღლდებოდა. მაშინ რომის იმპერიიდან ჩამოსულმა სამღვდელოებამ წმ. ნინოს ჰკითხა, - რისი ნიშანი უნდა იყოს ესო. წმინდანმა უპასუხა და უთხრა მეფეს, რომ გაეგზავნა ხალხი მაღალ მთებზე აღმოსავლეთისკენ, კახეთის მთამდე, ასევე დასავლეთით, სადამდეც მისი სამეფოს საზღვარი უწევდა. უნდა დაკვირვებოდნენ, თუ სად დადგებოდა ბრწყინვალე ვარსკვლავიდან გამოყოფილი ორი სხვა ვარსკვლავი და სწორედ იმ ადგილებზე უნდა აღმართულიყო სასწაულებრივი ხისგან დამზადებული დანარჩენი ორი ჯვარი.


პატიოსანი ჯვრების აღმართვა და ღვთის სასწაულნი

ასეც მოიქცა მეფე და მთის წვერები თანმიმდევრობით დაიმახსოვრა. იყო პარაკევი, შაბათი თენდებოდა. ეს სასწაული ადრინდებურად განმეორდა. მეორე დღეს მოვიდნენ დასავლეთში გაგზავნილნი, რომლებიც მთის გამოქვაბულიდან ადევნებდნენ თვალს ყოველივეს და მოახსენეს მეფეს, თუ როგორ გამოვიდა ვარსკვლავი, ამაღლდა და მიაღწია თხოთის მთას, კასპის გადასასვლელთან, დაადგა თავს ერთ ადგილს და შემდეგ გაუჩინარდა. ასევე მოვიდნენ კახეთის მხრიდან და თქვეს: "ვიხილეთ ვარსკვლავი ჩვენსკენ მომავალი და დაადგრა დაბა ბოდს კუხეთისას".

მაშინ წმ. ნინომ ბრძანა, რომ წაეღოთ ორი ჯვარი და ერთი აღემართათ თხოთის მთაზე, სადაც ღმერთმა მეფეს თავისი ძალა უჩვენა, მეორე ჯვარი კი მიეცათ სალომე უჯარმელისთვის (უჟარმელი), რათა უჯარმაში (უჟარმაში) აღემართა. რაც შეეხება დაბა ბოდისს, იგი არ უნდა შეცილებოდა სამეფო ქალაქს (ე. ი. უჯარმას), და წმინდა განმანათლებელი მას თავად მოინახულებდა.

მესამე, ჯვარი პატიოსანი, ზეგარდამო უწყების მიხედვით, აღმართეს ბორცვზე, რომლის ძირშიც წყარო მოედინებოდა და რომლის თავზეც დიდი და უმთავრესი ვარსკვლავი კაშკაშებდა. იქვე გაათიეს ღამე ლოცვითა და ვედრებით. ნეტარი ნინო ცრემლით აზავებდა წყაროს, და იყო კურნებანი და დიდი სასწაულები.

მეორე დღეს წმინდა ნინო კვლავ ავიდა ბორცვზე, დაემხო მიწაზე და ტირილით ევედრებოდა ღმერთს წყალობას. მასთან ერთად ტიროდნენ მეფე, მთავრები და ყოველი სიმრავლე ერისა ისე რომ, მთები ექოს აძლევდნენ. წმინდა ნინომ ხელი დაადო ერთ ქვას და უთხრა მთავარეპისკოპოსს:

- მოდი, მეუფეო, და გადასახე ჯვარი ამ ქვას, რადგან შენ ხარ მწყემსი ცხოვართა.

მთავარეპისკოპოსმა გადასახა ჯვარი და იმ ადგილას აღიმართა დიდებული ჯვარი. ხალხმა მუხლი მოიდრიკა, თაყვანი სცა ჯვარს და აღიარა იესო ჭეშმარიტად ძედ ღმრთისად. დიდგვაროვანნი არ შორდებოდნენ წმინდა ეკლესიას, ნათლის სვეტსა და პატიოსან ჯვარს, რადგან ხედავდნენ უამრავ სასწაულს და კურნებებს, ამიტომ ზატიკში, აღვსების კვირა დღეს, მირიან მეფემ და მცხეთელებმა შესწირეს შესაწირი და დააწესეს ჯვრის მსახურება, რაც ქართლში დღემდე სრულდება.

სული წმინდის მოფენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ოთხშაბათ დღეს, იხილეს სასწაული დიდად საშინელი: ნათლის სვეტი ჯვრის სახედ დაადგა ჯვარს და თორმეტი ვარსკვლავი გვირგვინად გარს შემოეწყო. ხოლო ჯვრის ბორცვი სურნელებას გამოსცემდა.

ხედავდნენ ამ სასწაულს ყოველნი და მრავალი უღმერთოთაგანი მოიქცა და მოინათლა იმ დღეს, ხოლო ქრისტიანებს უფრო განუმტკიცდათ რწმენა და ადიდებდნენ ღმერთს. მერე კვლავ იხილეს ჯვრის სხვა სასწაული - მზეზე შვიდჯერ ბრწყინვალე ნათელი დაადგა ჯვარს თავზე, ღვთის ანგელოზები აღვიდოდნენ და გარდამოვიდოდნენ მასზე, ვითარცა ნაპერწკლები. ჯვრის ბორცვი კი ძლიერ იძვროდა და როცა სასწაული ნელდებოდა, მიწის ძვრაც ჩერდებოდა. ამ სასწაულის მხილველნი, გაკვირვებულნი, ღმერთს უფრო მეტად ადიდებდნენ. ეს სასწაულები ხდებოდა ყოველ წელს, რასაც ერი უყურებდა, ამიტომ ძრწოლით მოდიოდნენ და დიდი გულმოდგინებით სცემდნენ მას თაყვანს.



მცხეთის ჯვრის სასწაულები

იმ დროს მეფე რევს შვილი სასიკვდინე სენით ჰყავდა ავად. შეწუხებულმა მეფემ მიიყვანა იგი წმინდა ნინოსთან და უთხრა, - თუ შენი ლოცვით სიცოცხლე დაუბრუნდება ჩემს მომაკვდავ ძეს, თუ ჯვარი პატიოსანი შეძლებს მის განკურნებას, მაშინ ავაშენებ ისეთ საყდარს, როგორიც კი შემეძლებაო.

რევმა, ამის თქმის შემდეგ, დააწვინა ვაჟი ჯვართან და ცრემლით და გოდებით სთხოვა მისი შველა:

- შენ, უფალო, რომელმაც მიწისაგან დაბადე კაცი, რომელიც მოაკვდინებ და აცხოვნებ ადამიანს, რომელიც ჯოჯოხეთში ჩაიყვან და ამოიყვან მას, რომელიც შენი მეორედ მოსვლით აღადგენ ყველას, შენ, ღმერთო, მიანიჭე სიცოცხლე ჩემს მხოლოდშობილ ძეს ჯვარი პატიოსნის ძალითა და შეწევნით.

როგორც კი ლოცვა დაამთავრა რევმა, მაშინვე გამოჯანმრთელდა ყრმა. ყველამ ერთხმად ადიდა ღმერთი. მეფემ პირობა აასრულა და გაამზადა კუბო პატიოსანი ჯვრისთვის.

ორივე თვალით ბრმა ჭაბუკი ქრისტეს ჯვრის წინ იჯდა. შვიდი დღის შემდეგ ჯვრის ძალით აეხილა თვალები და ადიდა ჯვრის ძალა.

ერთ დედაკაცს უკეთური სული რვა წლის მანძილზე გვემდა, ისე რომ, ძალი და გონება წართმეული ჰქონდა, ტანზე სამოსელს იხევდა. მოიყვანეს და პატიოსან ჯვარს ამთხვიეს. მეთორმეტე დღეს განიკურნა. შინ თავისი ფეხით წავიდა, ადიდებდა ღმერთს და თაყვანს სცემდა პატიოსან ჯვარს.

ერთ პატარას თამაშისას ფეხი დაუსხლტა, დაეცა და მოკვდა. ჯავრით გულგასენილმა დედამ მკვდარი ბავშვი აიყვანა და ჯვრის წინაშე დაასვენა. ხალხი ეუბნებოდა, დამარხეო, მაგრამ იმედით გულმოცმული ქალი ღმერთს სთხოვდა მის გაცოცხლებას. უეცრად ნათელი გამოკრთა ჯვრიდან, ვითარცა ელვა და მას ტკბილი ხმაც გამოჰყვა - დიდია, დედაკაცო, შენი სარწმუნოება, შენი სასოება. მოგანიჭებ გაცოცხლებულ შვილს. და ნუღარ შეაწყენ აქ მყოფ ხალხსო. უეცრად ყრმა გაცოცხლდა და დედას ყელზე მოეხვია. ქალს მოულოდნელი სიხარულისგან მცირე ხნით გული წაუვიდა და მკვდარივით დაეცა ჯვრის წინაშე. გაოცდა მეფე და მთელი ერი და ადიდეს სახიერი ღმერთი.

მრავალნი შეჭირვებული უღმერთონიც კი, როგორც კი შესთხოვდნენ წმინდა ჯვარს, მაშინვე შორდებოდათ ჭირი და მოდიოდნენ ჯვრის სამთხვევად, სასწრაფოდ ინათლებოდნენ და ადიდებდნენ პატიოსან ჯვარს. (მცხეთის ჯვარ-პატიოსანი შედგება ვერცხლის ფურცლებით შეჭედილი ხის ორი ძელისაგან. ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ბოლოებში გამოსახულია თითო მახარებელი. მიქაელ საბინინის ცნობით, XIX საუკუნის მიწურულამდე ყოვლადპატიოსანი ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხეველში იყო, ხოლო ამავე საუკუნის დასასრულს იგი ისევ ჯვრის მონასტერში გადაასვენეს. 1964 წელს ჯვარი ორგზის გაუძარცვავთ. ჯვარში ჩასვენებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის ნაწილი. 2004 წელს ამ ჯვრიდან მირონმა დენა დაიწყო. სვეტიცხოვლის ტაძრის მაშინდელი წინამძღვარის, მამა ილია ნასიძის ხელმძღვანელობით, ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარდა. 2004 წლის 24 ივნისს იგი ჩაასვენეს ძველი ქართული მინანქრული წესით შესრულებულ ვერცხლის მოოქრულ ლუსკუმაში. ამჟამად ეს ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარშია აღმართული).


ანტიოქიის პატრიარქი საქართველოში და დიდი ნათლობა

იმპერატორმა კონსტანტინემ ისინი სიყვარულითა და დიდი პატივით მიიღო და საქართველოში ნიკეის კრების მონაწილე, მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი - ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა.

ქართლი ჯეროვანი პატივით მიეგება პატრიარქს. მან წმინდა ნინოს ელენე დედოფლისგან გამოგზავნილი ძელი ცხოვრების ნაწილი, მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები და ქებითა და შესხმით შემკული წერილი გადასცა.

მირიანის ბრძანებით, სამეფოს მკვიდრნი მცხეთას შემოიკრიბნენ. მოამზადეს სანათლო, სადაც წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა და პატრიარქის ხელით მეფე-დედოფალი, დიდებულნი და უამრავი წარმართი მოინათლა. ამ ადგილს "მთავართა სანათლო" ეწოდა. პატრიარქმა ეკლესიები აკურთხა და საკურთხეველნი დაამყარა. მთავარეპისკოპოსად იოანეს დაასხა ხელი; აკურთხა მღვდელ-დიაკონნი და მეფე და ერი საღმრთო სწავლებით განამშვენა. მან მონათლა, აგრეთვე, ურიათა მღვდელთმოძღვარი აბიათარი, მისი ნათესავნი, ელიოზის სახლ-ტომი და სხვა ორმოცდაათი მოქცეული ებრაელი. ებრაელები აღსდგნენ აბიათარის წინააღმდეგ, დაარღვიეს სინაგოგა და გაიფანტნენ. მონათლულ ებრაელებს მეფემ დაბა ციხედიდი უბოძა.

წმინდა პატრიარქმა ევსტათიმ ქვეყანა მართალ სარწმუნოებაზე დაამტკიცა, განუწესა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი, საეკლესიო და საღვთისმსახურო წესები ასწავლა, რის შემდგომ დიდი პატივით გააცილეს თავის ქვეყანაში.

ამავე დროს ფრანგმა დიაკონმა წმინდა ნინოს რომის პაპისგან წერილი ჩამოუტანა. პატრიარქი ლოცავდა მეფესა და ერს, წმინდა ნინოს ქებას ასხამდა და მისგან ლოცვას ითხოვდა. დიაკონს თან ჰქონდა წერილი ფრანგი მთავრისა, რომელიც წმინდანის მამას - ზაბულონს მოენათლა. ქართლში ქრისტიანობის ნათლის მიფენა და წმინდა ნინოს სასწაულები მათ ყურამდეც იყო მიწევნილი. დიაკონმა, მთავრის ბრძანებით, თვალით ხილული და მოსმენილი ყველაფერი ჩაიწერა და თავის ქვეყანაში წაიღო.

წმინდა ნინო არაგვის გადაღმა, მცხეთის პირისპირ მდგომარე მთაზე ავიდა და ღამეებს ლოცვაში ათევდა. მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულებრივი წყარო აღმოცენდა, რომელსაც კურნების ძალა ჰქონდა (XIX საუკუნის ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე მიხეილ (მიქაელ-გობრონ) საბინინი წერს, რომ "სვეტისცხოვლის კრების ეკლესიის პირდაპირ, არაგვის მდინარის გაღმა, წმინდა ჯვარის ეკლესიის სამხრეთით, ძირს, შორიდან მოჩანს კლდესა ზედა მცირე ხეობა, ფრიად ფურცლოვანი. შუა კლდეში გამოქვაბულია მცირე ეკლესია, აწ დარღვეული. იგი აუშენებია წმინდა მოციქულ ნინოს. იმ ეკლესიის ძირში, კლდიდან, გამოდის მცირე წყარო, ფრიად მშვენიერის გემოსი, რომელსა უწოდებენ ძუძუს წყაროს. წყარო ესე არს გამოთხოვილი წმინდა ნინოს ცრემლით, ოდენ დაემალა ნეტარი ამ ქვეყნის ამაო დიდებასა. რომელთა დედათა მშობიერობის შემდეგ დაეშრიტების ხოლმე რძე, მივლენან ამ წყაროსთან, უთევენ მოწიწებით ღამესა იმ ეკლესიის გვერდზე და შემდეგ მხურვალისა ლოცვისა წმინდა ნინოს მიერ მიეცემის ხოლმე რძე ყრმათათვის"). ამ კლდის სიახლოვეს უხსოვარი დროიდან ზამთარ-ზაფხულ ფოთოლმსხმოიარე სურნელოვანი ხე იდგა, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. ეს ხე საკვირველი იყო იმითაც, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირი მის ფოთოლს ან თესლს თუ შეჭამდა, გადარჩებოდა. როდესაც ეპისკოპოსს ამ ხის ამბავი აუწყეს, მან თქვა: ღმერთმა დასაბამიდანვე თავის სამსახურად განამზადა ეს ქვეყანა. და ეს ხეც ამ ჟამისა-თვის აღმოაცენა. რადგანაც ახლა მოეფინა ღვთის მადლი ქართლს, ჯვარცმული უფლის სადიდებლად ჯვრები მისგან შევქმნათო.


მთიულთა მოქცევა

იმ დღეებში რომიდან მოვიდა წიგნი, რომელიც პატრიარქმა მოსწერა წმ. ნინოს, მეფესა და ქართველ ერს. მას მოჰყვა ფრანგი დიაკონი, რათა ქება შეესხა ნინოსათვის და მისგან მიეღო ლოცვა-კურთხევა და მადლი. მან მიართვა წმინდა ნინოს წერილი ფრანგთა მეფისა, რომელიც ნინოს მამისაგან იყო მონათლული. მეფეს იერუსალიმიდან და კონსტანტინოპოლიდან შეეტყო, რომ ქართველთა ქვეყანა სიმართლის მზით განათებულიყო. გაეგოთ იმ სასწაულებისა და კურნებების შესახებ, რომელნიც სვეტთან და მაყვლოვანში ხდებოდა და ამიტომ მოსწერეს ქების წიგნი. ფრანგმა დიაკონმა მოისმინა მცხეთაში სვეტთან მომხდარი სასწაულების ამბავი, თავადაც იხილა და გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს და წერილებით გაბრუნდა უკან.

მაშინ უთხრა მეფემ წმინდა ნინოს და ეპისკოპოსს: "მნებავს, რათა იძულებით, მახვილით მოვაქციოთ მთიულები და ჩემი სიძე ფეროზი, დავუმონოთ ისინი ღვთის ძეს და ვათაყვანოთ პატიოსან ჯვარს". წმინდა ნინომ მიუგო: ღმერთს არ უბრძანებია მახვილის აღება, არამედ წმინდა სახარებითა და პატიოსანი ჯვრით უნდა დავანახოთ ჭეშმარიტი გზა, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში მიიყვანს კაცს და ღვთის მადლი განანათლებს მათი გულების სიბნელეს. და წავიდნენ წმინდა ნინო, ეპისკოპოსი იოვანე და მათ გააყოლა მეფემ ერთი ერისთავი. მოვიდნენ და დადგნენ წობენს, მოუხმეს მთიულებს, პირუტყვის სახის კაცებს, ჭართალელებს, ფხოველებს, წილკნელებს და გუდამაყრელებს. უქადაგეს მათ საუკუნო ცხოვრებასთან მიმყვანი ქრისტიანთა ჭეშმარიტი რჯული, ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება. მაშინ მეფის ერისთავმა მოიმარჯვა მახვილი და ძლევით შემუსრა მათი კერპები. იქიდან გადავიდნენ და ჟალეთს დადგნენ, უქადაგეს ერწო-თიანელებს. მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს, ხოლო ფხოველებმა დატოვეს თავიანთი ქვეყანა და გადავიდნენ თუშეთში. სხვა მთიულებიც არ მოიქცნენ ქრისტიანობაზე. რადგან ნათლისღება არ ისურვეს, ამიტომ მეფემ დაუმძიმა მათ ხარკი. შემდგომში ზოგი მათგანი მოაქცია წმ. აბიბოს ნეკრესელმა ეპისკოპოსმა.



წმინდა ნინოს კახეთში ქადაგება და გარდაცვალება

წმინდა ნინო ჩავიდა კახეთში, შეჩერდა კაწარეთში და მოაქცია ისინი. შემდეგ გადავიდა ქუელ დაბაში და იქ მოუწოდა კახეთის მთავრებს, რომლებმაც უკვე იცოდნენ ქრისტიანობის შესახებ და ისიც, რომ მეფე მოინათლა, ამიტომ ქრისტიანული სწავლება სიხარულით მიიღეს, მოექცნენ მასზე და იაკობ მღვდლის ხელით მოინათლნენ. აქედან გადავიდა ბოდში. მასთან მოვიდა კახეთის დედოფალი სუჯი, მთავრები, მრავალი მხლებლითურთ. წმინდა ნინო მოუყვა მას ქრისტეს საიდუმლო განგებულების შესახებ და ტკბილი სიტყვით ასწავლა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ესაუბრა იმ სასწაულებზეც, რომლებიც ცეცხლოვანი სვეტიდან ხდებოდა, რაც მათთვის უკვე იყო ცნობილი.

მათ სიხარულით მიიღეს ნეტარი ნინოს სწავლება და მოინათლნენ დედოფალი, მთავრები და მათი მხლებლები. და როცა ნეტარი ნინო დაშვრა ქადაგებითა და ღვაწლით, სულიწმიდისაგან ეუწყა ამ ქვეყნიდან გასვლა, ამიტომ კახეთის დედოფალ სუჯის ხელით გაუგზავნა წერილი მეფეს, სადაც ეწერა: "იესო ქრისტეს ერთგულ მონას და წმინდა სამების აღმსარებელს, წმინდა მეფეების მსგავსს, მეფე მირიანს. ღმერთმა გარდამოგივლინოს ზეციური წყალობის ცვარი შენ და სამეფო სახლს და მთელ შენ ერს. იყოს თქვენი მფარველი ქრისტეს ჯვარი და მისი უწმინდესი დედის მეოხება. მე მოვიარე ეს ქვეყანა და მოისმინეს ქრისტეს შესახებ ქადაგება და მოექცნენ ქრისტიანობაზე და მოინათლნენ და გამჩენ ღმერთს თაყვანი სცეს. სიხარული გეკუთვნის, რადგან შენს დროს მოხედა ღმერთმა თავის მიერ გაჩენილთ და ამოუბრწყინვა თავისი მეცნიერების ნათელი. ახლა დაიცავით ქრისტეს მართალი სარწმუნოება, რათა ქრისტესთან იყოთ საუკუნო ზეციურ სასუფეველში. რადგან მე, როგორც ერთი ამქვეყნად მოსულთაგანი, გავდივარ წუთისოფლიდან და ჩვენი მამების გზას გავუყვები. საუკუნოდ მოიხსენოს უფალმა თავის კეთილ სამყოფელში დედოფალი სუჯი, რომელმაც მიიღო ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება, შემუსრა კერპები და ჭეშმარიტ ღვთისმსახურებაზე მოაბრუნა ხალხი. ასევე მოუწოდა თავის ძმას და ასულს და კიდევ არტერეონ მთავარს და ასწავლა მათ მართალი სარწმუნოება. ყველა მოინათლა ბოდში მამის, ძის და წმინდა სულის სახელით. ახლა მოავლინეთ ჩემთან წმინდა მამამთავარი, რომ მომცეს საუკუნო ცხოვრების საგზალი, რადგან მოახლოებულია ჩემი აღსასრული."


სუჯი მხლებლებითურთ წავიდა მცხეთაში, მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ღვთისმოსაობით, ცხენიდან ჩამოქვეითდა და გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს და ცხოველ სვეტს შველას. მოხდა იმგვარი სასწაული, როგორც ეგვიპტიდან ებრაელების გამოსვლის დროს, როდესაც მეწამული ზღვა გაიპო და ხალხმა დააღწია თავი მტერს. აქაც ადიდებული არაგვი შუა გაიპო. მარჯვნივ და მარცხნივ წყალი ზღუდედ აღიმართა, ხოლო დედოფალი და მისი ამალა უვნებელი გადავიდა მეორე ნაპირზე. ისინი მადლობას სწირავდნენ და ადიდებდნენ ღმერთსა და ცხოველ სვეტს. მეორე ნაპირთან მდგარმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ და ხალხმა დაინახა, თუ როგორ შევიდა დედოფალი სუჯი გახელებულ მდინარეში, როგორ შედრკა წყალი და გზა მისცა დედოფალს. დედოფალმა მდინარეში ისე გაიარა, როგორც ხმელეთზე. შიშითა და გაკვირვებით მოეგებნენ მას მეფე და მთავარეპისკოპოსი და ყველანი შევიდნენ ეკლესიაში. ცხოველი სვეტის წინაშე ცრემლმდინარე მხურვალედ ლოცულობდა დედოფალი სუჯი, რომელმაც საკუთარი თავი და შვილი და მთელი მისი მონაგები, ქალაქი მცირე ბართონი და დიდი დაბა ბოდისი შესწირა სვეტს და ხარობდა სულით.

სუჯიმ გადასცა მეფეს ნეტარი ნინოს წერილი. წაკითხვისთანავე შეწუხდა მეფე და თვალები ცრემლით აევსო. მეფემ წმ. ნინოსთან მიავლინა მთავარეპისკოპოსი იოვანე, რათა წმინდა დედა წამოეყვანა მცხეთაში, მაგრამ ნინომ არ ისურვა. ყველანი ნინოს სახეს უყურებდნენ, როგორც ანგელოზის პირს, და რწმენითა და სიყვარულით ეამბორებოდნენ მას, მის სამოსს მცირე ნაწილებს ახევდნენ, როგორც სიწმინდეს, რწმენით ემთხვეოდნენ და თვალცრემლიანი ევედრებოდნენ თავიანთ მოძღვარს, პატიოსანსა და სნეულთა მკურნალს. სალომე უჯარმელი, პეროჟავრა სივნიელი და მათთან ერისთავები და მთავრები ეკითხებოდნენ წმინდა ნინოს, - ვინა ხარ, ან საიდან მოხვედი ამ ქვეყანაში ჩვენს მაცხოვრადო, სად აღიზარდე, დედოფალო, გვაუწყე შენი საქმე. რატომ ამბობ, ტყვე ვარო, ტყვეთა მხსნელო და სანატრელო, რამეთუ შენგან გვისწავლია, რომ იყვნენ წინასწარმეტყველები ღვთის ძის უწინარეს, შემდგომ თორმეტი მოციქული, სხვა სამოცდაათნი. ჩვენში არავინ მოავლინა ღმერთმა შენს გარდა და როგორ იტყვი, ტყვე ვარო და როგორა ხარ უცხოო".

მაშინ დაიწყო მოყოლა წმინდა ნინომ და თქვა: "ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მხევლისათა. აწ გაუწყო-ცა, რამეთუ ესე-რა მოსრულ არს სული ჩემი ხორხად ჩემდა, და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოება თქუენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან".

სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა მოიმარჯვეს საწერი. წმინდა ნინომ დაიწყო თხრობა და ისინი იწერდნენ ამას და ყოველივე მოუთხრო მათ წმინდა ნინომ თავის შესახებ, რაც მის ცხოვრებაშია მოთავსებული.

ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმინდა ნინო აზიარა ქრისტეს განმაცხოველებელ სისხლსა და ხორცს, რომელიც წაიღო საუკუნო საგზლად და უფალს შეჰვედრა სული. "ტალანტთა სიმრავლით წარმოუდგა წმინდა სამებას და პატიოსან ძღვნად სულიწმიდით შობილი ერი მიართვა". მთელი ერი შეიკრიბა მისი წმინდა სხეულის თაყვანისსაცემად. მირიანმა ძლივს დააცხრო ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის ღვაწლითშემოსილ გვამს რომ შეხებოდა...

წმინდა ნინო გარდაიცვალა კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ ბოდბესთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ბოდი უნდა იყოს დღევანდელი სოფ. ნინოწმინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმინდა ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახ. 332 წელს, 31 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო "სიცხე და ხურვება", რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით, მალარიას შეესაბამება. წმ. ნინოს გარდაცვალებამ შეაწუხა ორივე ქალაქი, მცხეთა და უჯარმა და მთელი ქართველობა.

მეფემ მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმინდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მაშინ მიხვდნენ, რომ ასე სურდა წმინდანს და დაკრძალეს იქვე, კახეთის დაბა ბოდში. წმინდა დედამ ასე დაკრძალვა ისურვა მეფისაგან უფლის მსგავსად, სიმდაბლისათვის, რადგან ის ადგილი იყო მეტად შეუფერებელი; ამიტომ მეფე და წარჩინებულები შეწუხდნენ, მაგრამ მომხდარისა გამო და კიდევ წმინდანის ანდერძის შესასრულებლად დამარხეს იქ და ეკლესიაც ააშენეს, სადაც პატივით დაადგინეს ეპისკოპოსი. დიდი მოკრძალებით პატივი სცეს ქართლის, კახეთის და ჰერეთის განმანათლებელს, სანატრელსა და ღვთისაგან დიდებულ წმინდა ნინოს. ოცდაათი დღე წმინდა ნინოს საფლავთან დარჩნენ და ერის დაობლებას იგლოვდა მეფე და ერი.

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.



ამბავნი


დასასრულ, რამდენიმე საგულისხმო ამბავი გავიხსენოთ ქრისტიანთა ცხოვრებაში წმინდა ნინოს შეწევნისა.

მოწოდება

ასურეთიდან ჩამოსულმა წმინდა იოანემ და მისმა მოწაფეებმა ზედაზნის მთაზე დაიმკვიდრეს. გარკვეული ხნის მერე წმინდა იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა ნინო გამოეცხადნენ და მოწაფეების საქადაგებლად გაგზავნა უბრძანეს. წმინდა ნინოს ლოცვა შეეწიათ წმინდა მამებს და მათაც განამტკიცეს ქრისტეს რწმენაში იბერიელნი.


წმინდა ნინო წმინდა ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაში


წმინდა მეფე ვახტანგს შეუყვარდა რანის ერისთავის, ბარზაბოდის მშვენიერი ასული საგდუხტი, შეირთო ცოლად. ერთხელაც სიმამრმა საბერძნეთზე სალაშქროდ მოიხმო ვახტანგი. მისმა ლაშქარმა ლამის კონსტანტინოპოლამდე მიაღწია. სპარსელები არავის ინდობდნენ, ეკლესიის მსახურებსაც ხოცავდნენ. ვახტანგმა სპარსელებს უბრძანა, მათთვის ხელი არ ეხლოთ; ვინც ტყვედ ჰყავდათ, გაეთავისუფლებინათ. სამალავებიდან გამოვიდნენ სამღვდელო პირნი, მათ შორის - პეტრე მღვდელი, მოწაფე გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მის საფლავზე მწირველი, სამუელ მონაზონი და ვახტანგს მადლობა მოახსენეს. ვახტანგმა პეტრე და სამუელი თავისთან დაიტოვა. პეტრემ უსაყვედურა სპარსელებთან ერთად ქრისტიანთა ხოცვის გამო - არ მინდა, ის კაცი იყო, მარჯვენა ხელით რომ აღაშენებს, მარცხენით კი ანგრევს. მინდა შენს მიერ ანთებული ცეცხლი შენვე ჩააქრო და მეგობარი იყო კეისრისა, როგორც აქამდე სპარსელებთან მეგობრობდიო. წმინდა ვახტანგმა მიუგო: - მნებავს, შენი ლოცვით სასწაულებრივად შეგვახვედრო ამ ღამეს მე და კეისარი და ამით შევიტყობ, რომ ქრისტეს ნებაა, რაც შენ მითხარიო.


წმინდა პეტრე და წმინდა სამუელი დათანხმდნენ ვახტანგს. წავიდნენ, ილოცეს და უფალს სასწაულის მოხდენა სთხოვეს. ვახტანგს იმ ღამეს ძილში წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, - ადექი, ზეცისა და ქვეყნის მეუფეებს მიეგებეო. ვახტანგმა კონსტანტინოპოლის მსგავსი ქალაქი იხილა, სადაც ორი ტახტი დაედგათ, ერთზე ჭაბუკი გვირგვინოსანი იჯდა, მეორეზე კი თეთრი ზეწრით მოსილი მოხუცებული, თავზე ნათლის გვირგვინი ედგა. მის ფერხთით წმინდა ნინო იჯდა. სამუელმა და პეტრემ მიიყვანეს ვახტანგი მოხუცებულთან - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველთან, მუხლი მოადრეკინეს. წმინდა გრიგოლმა უთხრა ვახტანგს: "კაცო, რატომ ჩაიდინე ეს ბოროტი საქმე, მოაოხრე ბანაკი და ჩემი ცხვრები მგლებს შეაჭამე, რომ არა პეტრე და სამუელი, გვერდით რომ გიდგანან და ეს სათნო დედაკაცი (წმინდა ნინო, - კ.კ.), რომელიც მარიამთან ერთად მარადის იღვწის თქვენთვის, შურს ვიძიებდი შენზე". მისცა ხელი და ამბორუყო მეფემ. შემდეგ წმინდა გრიგოლმა ნათლის გვირგვინის მსგავსი რამ გაუწოდა ვახტანგს: "დაადგი პეტრეს". პეტრემ აიღო შედარებით ნაკლები ბრწყინვალების გვირგვინი და დაადგა სამუელს. წმინდა ნინომ უთხრა ვახტანგს, - მიდი მეფესთან და მიიღე პატივიო. მეფემ გვერდით მოისვა ვახტანგი. ხელიდან მოიძრო და მისცა ბრწყინვალეთვლიანი ბეჭედი. კეისარმა უთხრა ვახტანგს: "თუ გინდა მოგცე გვირგვინი, აღუთქვი ღმერთს, რომ მის მტრებს შეებრძოლები და მოიღე მისგან გვირგვინიო". მიხედა ვახტანგმა და შეძრწუნდა! იხილა ჯვარი, რომლის ფრთებზე იდგა გვირგვინი, ჯვარი ხმას გამოსცემდა. წმინდა ნინომ, წმინდა პეტრემ და წმინდა სამუელმა ერთი პირით შეჰღაღადეს პატიოსან ჯვარს: "ჩვენ ვართ თავსმდებნი, რომ (ღვთის საქმეში, - კ.კ.) უმეტესად წარემართოს (ვახტანგი), ჰოი, ჯვარო უძლეველო". კეისარმა აიღო ნათლის გვირგვინი და ვახტანგს დაადგა. გამოსვლა რომ დააპირეს, თითქოს გრიგოლ ეპისკოპოსის ხმა მოესმათ, რომელმაც უთხრა: - ვახტანგ, ვახტანგ, უმეტესი მორწმუნე იყო სპარსთა ნათესავთა შორის. შენგან აეშენოს ეკლესიები, განეწესოს ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი და ბოლოს მოწამის გვირგვინიც მიიღო". სიზმარშივე აუხსნა ნანახი წმინდა პეტრემ: "წმინდა გრიგოლმა მომცა ეპისკოპოსთა მთავრობა, სამუელი კი ჩემგან იკურთხება ეპისკოპოსად. ბეჭედი, კეისრისგან მოცემული, ნიშნავს, რომ ცოლად მის ასულს შეირთავ და დაგიბრუნებს წართმეულ მიწებს ქართლისას. მრავალ ღვაწლს გასწევ ჯვრის ძალით. წმინდა გრიგოლმა სამი ნიჭი სთხოვა ღმერთს შენთვის, რათა შენ მიერ ჭეშმარიტება დაემტკიცოს ქართლის კათოლიკოსისა და ეპისკოპოსთაგან, სძლევდე მტერს და ბოლოს ბრძოლაში მოწამის გვირგვინიც მიიღო". გაიღვიძა მეფემ, მოიხმო პეტრე და სამუელი. აღმოჩნდა, რომ მათაც იგივე ეხილათ. ვახტანგმა პეტრე მოციქულად გაუგზავნა კეისარს. გახარებულმა კეისარმა ჯვარი და გვირგვინი გამოუგზავნა შუამდგომლად.

მერვე წელს დაუბრუნდა სამშობლოს ვახტანგი. მოციქულები წარავლინა საბერძნეთში კეისრის ასულის, ქართლის კათოლიკოსად პეტრეს და ეპისკოპოსად სამუელის წამოსაყვანად.


წმინდა ნინო რუსებსაც შეეწია

წმინდა ნინოს მთელ რუსეთში და სანქტ-პეტერბურგში განსაკუთრებულად სცემენ თაყვანს. მორწმუნე მრევლმა იცის, რომ წმინდა ნინოს ხსენების დღეს, 27 იანვარს, II მსოფლიო ომის დროს, როცა სანქტ-პეტერბურგი ბლოკადაში იყო, სასულიერო პირებმა წმინდა ნინოს ხატი მთელ ქალაქს შემოატარეს. მოხდა სასწაული და მეორე დღეს ბლოკადა მოიხსნა. ამის დასტურად გაუჩნდათ რწმენა და დიდი პატივისცემა წმინდა ნინოს მიმართ. მალე პეტერბურგში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყება. მას თავად რუსი მრევლი აშენებს.

გიხაროდენ, ქართველებო, წმინდა ნინო ჩვენს გვერდითაა!

წმინდა ნინო დღესაც დაუცხრომელად იღვწის ქართველი ერის გადასარჩენად. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთ ეპისტოლეში იხსენებს: აფხაზეთში ბოლო დრომდე იყო ტრადიცია, - ბერები მთაში მიდიოდნენ სამოღვაწეოდ. უწმინდესის აფხაზეთის მიტროპოლიტობისასაც მრავლად იყვნენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდნენ მთიდან. ერთი ასეთი მონაზვნისთვის, დედა ანტონიასთვის, უკითხავს ილია II-ს, - როგორ ცხოვრობთ მთაში, ხომ არაფერი გიჭირთო. დედოფალივით ვარ უდაბნოში, ყველაფერი მაქვსო, - მიუღია პასუხად. "მართლაც, იგი სავსე იყო მადლითა და ღვთის ძალით, იმდენად დიდი იყო ეს მადლი მასში, რომ არაფერი უნდოდა ამაზე მეტი, - აღნიშნავს პატრიარქი და განაგრძობს, - იქ მოღვაწე ორი მონაზონი ერთხელ სოხუმში ჩამოვიდა. ერთ-ერთმა მითხრა: "ხილვა მქონდა, ძილბურანში ვიხილე წმინდა ნინო, რომელიც დღესაც უვლის მთელ საქართველოს და დღესაც ქადაგებს, აგრძელებს თავის მოციქულებრივ მოღვაწეობასო".

აღუსრულა უფალმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აღთქმა, ქალწული მარიამის წილხვდომილ ივერიას მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს ქადაგებით მოჰფინა ჭეშმარიტი ნათელი.


წმ. ნინოს სავედრებელი ტროპარ-კონდაკი

ტროპარი:

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმინდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.


წმინდა ნინოსთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე


აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

დაუჯდომელი წმიდისა მოციქულთა სწორისა დედისა ჩვენისა ნინოსი

ვხედავ, შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს

 

"მსოფლიოში არც ერთ სალოცავს არ უმოგზაურია იმდენი, რამდენიც მოციქულთა სწორის ნინოს ჯვარმა იმოგზაურა"

 

წმინდა ნინოს ჯვრები

 

სამთავროს დედათა მონასტერში დაბრძანებულ წმინდა ნინოს ხატში ოცდაერთი წმინდანის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული

 

ჩემო ნინიკო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, წმინდა ნინოს წყალს სასწაულებრივი ძალა აქვს

 

სინანულისა და სიხარულის ცრემლის დენით იწყებოდა "მოქცევაი ქართლისაი"

 

"ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო"

 

ბოდბის ეპარქია

 

მცხეთის გეთსიმანია

 

"უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან"

 

წმინდანი

 

მოდიოდა ნინო მთებით, მოდიოდა...

 

ჩვენი ერი ხომ ვაზის ჯვრის შვილია

 

ვინ იყო სუჯი დედოფალი

 

წმინდა ნინოს ჯვარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლო - სიონის ტაძარშია დაბრძანებული

 

"წმიდაო მოციქულთა სწორო, დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის"

 

მცხეთის ჯვარი - "ჯვარი ცეცხლისაი"

 

"ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს"

 

მაყვლოვანი

 

წმინდა ნინო, რომლის ხსენების დღეა, ჩვენთან უხილავად იმყოფება, გვლოცავს, გვაკურთხებს და გვეფერება

 

დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი


სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი ერთ-ერთი უმთავრესი სავანეა


ფოკა - ადგილი, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა

ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი

 

სვეტიცხოვლის სამოთხე

 

ყოველი დღე გამოაჩენს ჩვენს მომავალ საქმეს

 

მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს

 

წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული "ძუძუს წყარო"

 

მეუფე ნიკოლოზი - წმინდა ნინოს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია, მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე დაფასებული არ არის

 

შეგვეწიოს წმინდა ნინოს მადლი

 

ანა კალანდაძე - მოდიოდა ნინო მთებით

 

გრიგოლ რობაქიძე - წმინდა ნინო


გრიგოლ რობაქიძე: "თამარ"

წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული წყარო


სვეტიცხოვლის თავზე გამოჩინებული ჯვრის მადლმა დალოცოს სრულიად საქართველო!

 

წმინდა ნინო ჩვენთან ერთად დაბრძანდება უხილავად, არავის გვტოვებს მარტო.


წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანება (IV) - 19 მაისი (1 ივნისი)


სამთავროს წმიდა ნინოს სავანე


იხილეთ დასაწყისი




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat