წმინდა ნინოს ჯვარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლო - სიონის ტაძარშია დაბრძანებული
წმინდა ნინოს ჯვარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლო - სიონის ტაძარშია დაბრძანებული
ჯვარი ვაზისა, წმინდა ნინოს ჯვარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, თარიღდება ჩვენს წელთაღვრიცხვით IV საუკუნით, როდესაც ქრისტიანობა იბერიის სამეფოს ოფიციალური რელიგია გახდა.

ლეგენდის მიხედვით, მარიამ ღვთისმშობელმა წმინდა ნინო საქართველოში სამოციქულოდ წარმოგზავნა და თან მას ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც განსაცდელისაგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში წმიდა მისიით მიმავალი ქალწული.

წმიდა ნინოს ცხოვრების მცხეთური რედაქციის მიხედვით, ეს ჯვარი წმიდანს ღმრთისმშობელმა იერუსალიმში გადასცა. თუმცა არსებობს სხვა რედაქციაც, რომელიც ვაზის ხის რტოთაგან შეკრულ ჯვარს თვითონ წმიდა ნინოს მიაწერს - წმიდანს იგი თავისი თმებით მცხეთაში მოსვლის შემდეგ, მაყვლოვანში დამკვიდრებისას შეუკრავს. შემდგომში ეს ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო. 541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო დაბრძანებული. ამ ჯვრით მეფე მირიანმა სიკვდილის წინ მეფედ აკურთხა თავისი შვილი ბაქარი.

ჯვარი მრავალჯერ ყოფილა გატანილი ქალაქიდან ქალაქში და ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ გადატან-გადმოტანის დროს ჯვრის გარდი-გარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც ჯვრის ფრთები დაშვებულია.

ისტორიული წყაროების მიხედვით, XI-XII საუკუნეებში წმიდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო ტაძარში ესვენა. მეფე ვახტანგ III-მ მისთვის გააკეთებინა სახატე (კუბო), რომელზედაც აღბეჭდილია წმიდანის ცხოვრების ექვსი შემთხვევა:

- გამოცხადება ღვთისმშობლისა წმიდა ნინოსადმი სიონის ქორედში;
- გადაცემა ვაზის ჯვრისა ნინოსათვის ღვთისმშობლის მიერ;
- სიზმარი წმიდა ნინოსი თოფაროვნის ტბის პირას (მტკვრის სათავესთან) და გადაცემა  მისთვის ზეციურ მახარებლის მიერ პერგამენტისა ათი მუხლით წმიდა სახარებიდან;
- მეხის მიერ შემუსვრა წმიდა ნინოს ლოცვა-ვედრებით არმაზის კერპისა, მეფე მირიანისა და  სალოცავად მოსული დიდძალი ხალხის თანდასწრებით;
- ნანა დედოფლის განკურნება სენისაგან წმიდა ნინოს ჯვრის შეხებით;
- სეფეწულის (რევის შვილის) განკურნება ასევე ჯვრის შეხებით.

XVII-XVIII საუკუნეებში, მტრების შემოსევის დროს, ჯვარი გადაიტანეს მთებში, ჯერ ყაზბეგის წმიდა სამების ეკლესიაში, მერე კი ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 1749 წელს ჯვარი წმიდა ნინოს ხატით საცავიდან წაიღო გორისა და სამთავროს მიტროპოლიტმა რომანოზმა (ერისთავმა) და მიართვა თავის დას მოსკოვში, სეფე-წულის ბაქარ ვახტანგისძის მეუღლეს. სხვა ცნობის მიხედვით კი, წმიდა ჯვარი ქართველთა მეფე არჩილს გაუტანია საქართველოდან 1688 წელს. იმავე ცნობით, ჯვარი მოსკოვში ქართველ მეფეთა სასახლეში ესვენა. შემდეგ წმიდა ნინოს ჯვარი სოფელ ლისკოვოში (ნიჯეგოროდის გუბერნია) ქართველ დიდებულთა მამულში ვახტანგ VI-ის შთამომავალს, გიორგი ალექსანდრეს ძეს გადაუბრძანებია. 1801 წელს კი ამ უკანასკნელს ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის მიურთმევია, რომელიც უბოძებია 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის აღსანიშნავად, ხოლო იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანა მისი საქართველოსთვის გადაცემა. ეს 1802 წელს მომხდარა, ჯვარი ქართულ მხარეს სტეფანწმინდაში გადაეცა ჯვარი ანანურის გავლით სვეტიცხოველში ჩამოუბრძანებიათ სადაც გადაუხდიათ სამადლობელი პარაკლისი ხოლო 1802 წლის 9 აპრილს დიდებით ჩააბრძანეს თბილისში. დღეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ჯვარი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. კიდობანზე წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.

წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს, რომელიც ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, მრავალი სასწაული მოუხდენია. მემატიანე გვამცნობს, რომ მაყვლოვანს თავშეფარებული წმინდა ნინო "ნასხლევისა ჯვარითა იქმოდა სასწაულთა საკვირველთა" და ყოველგვარი სნეულებით შეპყრობილთ კურნავდა. დედოფალი ნანა ავად რომ გახდა და ვერავინ უშველა, თავი წმინდა ნინოსთან წააყვანინა და განკურნებას შეევედრა. წმინდანმა მცირე ჟამს ილოცა, მერე კი სნეულს ვაზის ჯვარი ჯვრის სახედ შეახო თავზე, ფეხებსა და მხრებზე. მეყსეულად განკურნებული დედოფალი ფეხზე წამოდგა.
ბეჭდვაელფოსტა
20.02. 2021
ალეკო
წმინდა ნინოს არსებობა და მოღვაწეობა რა თქმა უნდა ლეგენდაა და სინამდვილესთან არაფერი არ აკავშირებს . თუნდაც ისე ფაქტი, რომ 18-ე საუკუნემდე ნინოს არავის არ არქმევდნენ საქართველოში , დასაფიქრებელია. უფრო მეტიც, სახელი ნინო საერთოდ არ არსებობდა საქართველოში 18-ე საუკუნემდე.მაგრამ არსებობდა სახელი ნონა და წმინდა ნონას ხატიც არსებობს . ისიც ქრისტიანი იყო , მაგრამ მას ქრიატიანობა არც უქადაგია და მოღვაწეობდა ტაოში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. მის საპატივცემულოდ კი ბევრი არქმევდა თავის შვილს ნონას, 1500 წლის წინათაც კი.
27.01. 2015
ზაზა
"ლეგენდის მიხედვით, მარიამ ღვთისმშობელმა წმინდა ნინო საქართველოში სამოციქულოდ წარმოგზავნა და თან მას ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც განსაცდელისაგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში წმიდა მისიით მიმავალი ქალწული." - უკაცრავად და ვინ არის ამ პოსტის ავტორი დავით უსუფაშვილი?! - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება და მისი მფარველობით წმინდა ნინოს მოვლინება საქართველოში, თუ ლეგენდად მიგაჩნიათ, მაშინ, ვერ ყოფილა საქმე კარგად!
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat