აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონლუკიიდან ბარიში (1087 წელი) - 09 (22) მაისი
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონლუკიიდან ბარიში (1087 წელი) - 09 (22) მაისი
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.

ხანმოკლე ავადმყოფობის შემდგომ იგი აღესრულა და სიხარულით წარვიდა ნეტარ ცხოვრებაში. სული მისი, როგორც ღვთის დიდი სათნომყოფელისა, უფლის ანგელოზებმა მიჰგვარეს უფალს, ხოლო მისი პატიოსანი სხეული ლუკიის ქვეყნის მრავალრიცხოვანმა კრებულმა, ეპისკოპოსებმა, მონაზვნებმა, ერისკაცებმა, 6 დეკემბერს მირონის ეკლესიის საკრებულო ტაძარში დაკრძალა.

თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის მანძილზე წმინდა ნიკოლოზი კაცთა მოდგმის კეთილისმყოფელი იყო და გარდაცვალების შემდგომაც ასეთად დარჩა. უფალმა მისი სხეული უხრწნელი დატოვა და განსაკუთრებული სასწაულთქმედების ძალა მიანიჭა.

მის წმინდა ნაწილთაგან მირონი გადმოდინდა, რომელსაც საკვირველმოქმედების მადლი აქვს. წმინდა ნიკოლოზი მირონცხებით კურნავს ყველა, როგორც ხორციელი, ისე სულიერი, სნეულებისაგან, განდევნის არაწმინდა სულებს, რომელთაც წმინდა მღვდელმთავარი სიცოცხლეშივე ამარცხებდა.

აღსანიშნავია მირონ-ქალაქისა და მასთან ერთად მისი საკრებულო ტაძრის ხვედრი, სადაც წმინდა ნიკოლოზი იყო დაკრძალული.

სარკინოზთა შემოსევისას, რომელიც განსაკუთრებით XI საუკუნეში გაძლიერდა, ქრისტიანული აღმოსავლეთის მრავალი ქალაქი მახვილმა და ცეცხლმა მოსრა, მათ შორის,-მირონ-ქალაქი და წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი-სიონის ეკლესიაც.

მირონ-ლუკიის ტაძრის განადგურების პროცესი წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების იტალიის ქალაქ ბარიში გადასვენების მერე უფრო გაძლიერდა.


წმინდა მღვდელმთავრისა და სასწაულთმოქმედის, ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა გადასვენება მირონ-ლუკიიდან ქალაქ ბარიში

გავიდა 700 წელი ღვთის კაცის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ნეტარი აღსრულებიდან. მისი მშობლიური ლუკია სარკინოზთა სათარეშოდ იქცა-ცეცხლითა და მახვილით არაერთხელ ააოხრეს.

XI საუკუნის ბოლოს დააცარიელეს რომის იმპერიის აღმოსავლეთის ოლქები ხერსონიდან და ანტიოქიიდან იერუსალიმამდე. გზად ქალაქები, სოფლები, ეკლესიები და მონასტრები ცეცხლსა და მახვილს მისცეს, მოსახლეობა ტყვედ მიჰყავდათ, ხოცავდნენ და მიმოფანტავდნენ, მათ ნაკვალევზე მხოლოდ ნაცარი და ფერფლი რჩებოდა.

არაბებმა მირონ-ქალაქიც გააუდაბურეს: მოსახლეობის ნაწილი ძველი ქალაქიდან 13 სტადიონზე (დაახლოებით 2,6 კმ) გადასახლდა, თუმცა, ძველ ქალაქში, წმინდა სიონის ტაძარში, ჯერ კიდევ ინახებოდა პატიოსანნი ნაწილნი მსწრაფლშემწე წმინდა ნიკოლოზისა, რომელთაც მხოლოდ რამდენიმე მონაზონი იცავდა. "ნუთუ,-კითხულობს წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა გადასვენების ჟამთააღმწერელი,-ღირსსა და დიდებულ მღვდელმთავარს, ღვთის სათნომყოფელ ნიკოლოზს, არ შეეძლო უფლისთვის ეთხოვა, რომ არ დაეღუპა ქალაქი მირონი და არ დაცარიელებულიყო ეკლესია, სადაც მისი წმინდა ნაწილები იყო დავანებული? რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ ეს უბედურება ჩვენი ცოდვების გამო მოგვევლინა, რომლითაც განვამწარეთ უფლის დიდმოთმინება და იგი ჩვენსავე კურნებას უნდა მოემსახუროს".

ღვთის კაცის წმინდა ნაწილებით სახელგანთქმული ქალაქის დაქცევის შემდეგ უფალმა ინება, რომ ეს წმინდა ნეშტი დასავლეთით, ხალხმრავალ ქალაქ ბარიში გადასვენებულიყო. "რათა,-წერს წმინდა დიმიტრი როსტოველი,-ასეთი მსოფლიო მნათობის წმინდა ნაწილნი, რომლის სულიც ზეციურ ნათელში შესაფერის პატივს მიიღებს, დედამიწაზე უპატივცემულოდ, ხვიმირის ქვეშ არ დარჩენილიყო და რათა მისგან მომდინარე სასწაულებრივ კურნებათა წყარო არ დაწყვეტილიყო".

წმინდა ნაწილთა გადასვენება კი ამგვარად მოხდა: 1097 წელს, ბერძენთა მეფის და კონსტანტინოპოლის მფლობელის ალექსი I კომნენოსის (1081-1118 წლები) და მისი პატრიარქის, ნიკოლაოს III გრამატიკოსის (1083-1111 წლები) ჟამს, წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი ძილში გამოეცხადა აპულიის ქალაქ ბარის ერთ-ერთ პატიოსან და ღვთისმოსავ მღვდელს.

ქალაქი ბარი 200 წელი ეპყრათ ბერძნებს და მანამდე მცირე ხნით ადრე დაიმორჩილეს ნორმანებმა. წმინდა ნიკოლოზმა მას უთხრა:

-"წადი და უთხარი სასულიერო პირებსა და ერისკაცებს, ლუკიის ქალაქ მირონიდან ჩემი ნაწილები ამ ქალაქში გადმოასვენონ, რამეთუ უფლისთვის არ არის სათნო, მე იქ უდაბნოში ვრჩებოდე".

მღვდელი დილითვე წავიდა ეკლესიაში და ხილვის შესახებ ეკლესიის მსახურებს და მრევლს მოუთხრო. ყველა გაახარა მათზე მოწეულმა ღვთისა და ღვთის სათნომყოფელის, წმინდა ნიკოლოზის დიდმა წყალობამ.

მაშინვე გაამზადეს სამი ხომალდი და წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა წამოსაღებად, მღვდლები, ეკლესიის მსახურნი და სხვა ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში კაცები.

ხომალდებმა ქალაქ მირონისკენ გაცურეს, დასავლელი ისტორიკოსის, სიგებერტის ცნობით, წმინდა ნაწილთა წამოსაღებად, მეზღვაურებისა და მონების გარდა, 47 კაცი წასულა.

წარგზავნლებს ეშინოდათ, რომ ვინმეს არ დაესწრო და წაეღო მათთვის ღვთის მიერ განკუთვნილი ეს უძვირფასესი განძი, ამიტომაც მოგზაურობის მიზანი დამალეს და ვითომ სავაჭროდ განემზადნენ-ხომალდები ხორბლით დატვირთეს.

მშვიდობიანად მიცურეს ანტიოქიამდე, იქ ხორბალი გაყიდეს და სხვა საქონელი იყიდეს, აქაოდა, ვაჭრობის გაგრძელებას ვაპირებთო. მაგრამ აქ უსიამოვნო ამბავი შეიტყვეს,-ვენეციელ ვაჭრებს, რომლებიც ამ დროს ანტიოქიაში იმყოფებოდნენ, განეზრახათ მირონში გამგზავრება და წმინდა ნიკოლოზის ნაწილების თავიანთ ქალაქში გადასვენება.

ბარელებმა გადაწყვიტეს, მათთვის დაესწროთ, სასწრაფოდ დატოვეს ანტიოქია, ზურგის ქარის წყალობით მშვიდობიანად მიაღწიეს ლუკიის ნაპირს და ანდრიაკეში, ქალაქ მირონის ნავსადგურში, ჩაუშვეს ღუზა.

ხმელეთზე ორი იერუსალიმელი მწირი გადასვეს, ერთი-წარმოშობით ბერძენი, მეორე კი ფრანგი. მათ უნდა გაეგოთ, წმინდა ნიკოლოზის საფლავის სიახლოვეს თურქები იყვნენ თუ არა-თურქებს მათთვის ხელის შეშლა შეეძლოთ.

მწირებმა ქალაქში საეჭვო ვერაფერი ნახეს, მხოლოდ ოთხი მონაზონი იყო იმ ტაძარში, სადაც წმინდა ნიკოლოზი განისვენებდა. ხომალდზე დაბრუნებულებმა ბარელებს უთხრეს,-დაუბრკოლებლად შეგვიძლია სურვილის ასრულებაო.

ორმოცდაშვიდივე ბარელი აღიჭურვა, გემების დასაცავად მეზღვაურები და მონები დატოვეს, თვითონ კი წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ გაემართნენ. თავმდაბლად შევიდნენ ტაძარში, ეთაყვანნენ წმინდა ტრაპეზს.

წმინდა ნაწილებს მხოლოდ ოთხი მონაზონი იცავდა. ბარელებმა წმინდა ნიკოლოზის აკლდამის ჩვენება ითხოვეს და მონაზვნებს თავიანთი განზრახვა გაუმხილეს,-წმინდა ნიკოლოზის ნეშტი ალუპიაში უნდა გადავასვენოთო. თანხმობისათვის მათ 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს.

მონაზვნებმა უარი უთხრეს და ტაძრიდან გაქცევაც კი სცადეს, რათა ეს ამბავი მირონქალაქელებისთვის შეეტყობინებინათ. მაგრამ ბარელებმა მონაზვნები გათოკეს და ტაძრის კარებთან დარაჯი დააყენეს არასასურველი მოწმეებისაგან თავის დასაცავად.
ამ დროს ერთმა ბარელმა დეკანოზმა, რომელსაც ნაკურთხი წყლით სავსე მინის ჭურჭელი ეჭირა, მოისურვა მონაზვნებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობა და ჭურჭელი ერთი მაღალი სვეტის თავზე შემოდო.

მოხდა საოცარი რამ: ჭურჭელი სვეტიდან ჩამოვარდა. ხმაურზე მოირბინეს იქ მყოფთ და გაოცდნენ: დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ჭურჭელი უვნებელი იხილეს და ღმერთი განადიდეს.

ამ სასწაულში მათ ღვთის სათნომყოფელის ნება დაინახეს, რომ სასწრაფოდ გადაესვენებინათ მისი წმინდა ნაწილები. ერთი შედარებით გაბედული ახალგაზრდა, სახელად მატათა, დარაჯს დაემუქრა,-თუ დიდი მღვდელმთავრის სამარხის სამყოფელს არ გაგვიმხელ, მოგკლავო.

მეორე დარაჯმა, თავისი მეგობარი რომ ეხსნა, მიუთითა წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა ადგილსამყოფელი და დასძინა, ბევრს ეცადნენ, მათ შორის იმპერატორებიც, წმინდა ნაწილების გადასვენებას, მაგრამ ამაოდ, ყოველი მათი მცდელობა ამაო იყო. ეტყობა, ღვთის კაცს არ უნდოდა მირონ-ქალაქის დატოვებაო.

დარაჯმა თქვა,-შარშან წმინდანმა ნიშანი მოგვცა, რომ მალე გადასახლდებოდა მირონ-ლუკიიდან. იგი ხილვაში ეჩვენა სამ ადამიანს და უბრძანა, თურქების შიშით გახიზნულ მირონქალაქელებს ამცნეთ, ან ქალაქში დაბრუნდნენ ჩემს დასაცავად, ანდა თავადაც დავტოვებ აქაურობასო.

ჩანს, ამის შესრულებას აპირებსო. მონათხრობით გამხნევებულმა მატათამ რკინის ჩაქუჩი აიღო, საფლავის მარმარილოს ფილას დაარტყა. ფილა დაიმსხვრა. ამოიღეს დამსხვრეული ფილა და ბარელებმა სამარის თხრა დაიწყეს.

მალე წააწყდნენ ქვის სამკუთხასახურავიან თეთრ სარკოფაგს. მთლიანად არ ამოუთხრიათ, ვერც სახურავი გატეხეს-ეშინოდათ, რაიმე უბედურება არ შეგვემთხვასო. მაშინ უფრო თამამმა მატათამ, რომელმაც თავისი სიფიცხის დაოკება ვერ შეძლო, სახურავს ძლიერ დაარტყა და გატეხა.

გატეხილი სახურავი გადასწიეს. ნახეს-წმინდა ნიკოლოზის ლუსკუმა წმინდა მირონით იყო ავსებული. უეცრად ისეთი კეთილსურნელება გავრცელდა, რომ იქ მყოფთ თავი სამოთხეში ეგონათ. არა მხოლოდ ტაძარში იგრძნობოდა კეთილსურნელება, ნიავმა ის სამი მილის იქით, ზღვის ნაპირამდე მიიტანა. იქ დარჩენილმა ბარელებმაც იგრძნეს და სიხარულით აღივსნენ, ეს გადასვენებაზე წმინდა ნიკოლოზის თანხმობად მიიჩნიეს.

მატათა ლუსკუმაში ჩავიდა, ხელები მირონში ჩაყო და ამოასვენა საოცრად კეთილსურნელოვანი წმინდა ნაწილები. დარაჯმა როცა იხილა, რომ ღვთის კაცი გადასვენების ნებას აძლევდა, მწარე მოთქმა დაიწყო.

მატათამ წმინდა ნაწილები ხუცესს გადასცა. მან გულმოდგინედ შეახვია თავის ახალ სამოსში. ზოგიერთ ბარელს სურდა, ტაძარში დაცული წმინდა ნიკოლოზის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი სამშობლოში წაესვენებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ღვთის კაცს არ სურდა სავსებით დაეტოვებინა ლუკიის ქვეყანა.

გახარებული ბარელები, წმინდა ნიკოლოზის ნაწილებთან ერთად, გაემართნენ გემებისკენ, სადაც გახარებული მეგობრები შეხვდნენ. ყველამ ერთად ხოტბა შეასხა ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც მათი სურვილი წარმატებით დააგვირგვინა.

ამასობაში ქალაქ მირონის მოსახლეობამ ტაძრის დარაჯისაგან შეიტყო, რაც მოხდა და ამაში წმინდა ნიკოლოზის ნება დაინახა. მთელი ქალაქი ბარელთა ხომალდებთან შეიკრიბა და მწარედ გოდებდა.

არ შეეძლოთ თავის შეკავება. სამოსიანად შედიოდნენ ზღვაში, ხომალდის საჭესა და ნიჩბებს ეჭიდებოდნენ და იხვეწებოდნენ,-დაგვიბრუნეთ ჩვენი მამა და ბატონი, ჩვენი მფარველი ხილული მტრებისგან! მთლიანად თუ არა, ნაწილი მაინც დაგვიბრუნეთ წმინდა ნაწილთაგან, რომ მთლად არ მოვაკლდეთ ასეთ მეოხსო.

ბარელებმა ანუგეშეს მგლოვიარენი,-თქვენ დაგრჩათ მირონით ავსებული მღვდელმთავრის კუბო და ხატი, რომლისგანაც მრავალნი მიიღებენ კურნებასო და სწრაფად მოშორდნენ ნაპირს.

ორი მილის მანძილზე ესმოდათ ნაპირზე დარჩენილთა ტირილი, ბევრ ბარელს გული აუჩუყდა და მათი თანაგრძნობით ატირდა.

მირონიდან ბარელები 1087 წლის აპრილში გამოვიდნენ. თავდაპირველად მათ ზურგის ქარი ეხმარებოდათ ცურვაში. მაგრამ მეორე დღეს დაჰბერა ჩრდილოეთის ქარმა და გემი პატარისკენ (წმინდა ნიკოლოზის მშობლიური ქალაქი) წაიყვანა.

ბარელებს შეეშინდათ,-ვაითუ, ღვთის კაცს არ სურს ლუკიის ნაპირებს გაშორდესო. თანაც უფრთხოდნენ მდევარს, რადგან პატარა მირონის ახლოს მდებარეობდა. ამიტომ გზით დაღლილნი მაკრის ნავსადგურში შეჩერდნენ. წუხდნენ, რომ სამი დღის განმავლობაში ძალზე მცირე მანძილი გაცურეს. ერთნი კითხულობდნენ,-ესენი მართლა წმინდა ნიკოლოზის ნაწილებია თუ არაო, მეორენი შიშობდნენ,-შესაძლოა წმინდა მღვდელმთავარი ჩვენი თამამი საქციელით განვარისხეთო, სხვებმა იეჭვეს, რომელიმე ჩვენგანმა, მოშურნეობისა და რწმენის გამო, წმინდანის რაიმე ნაწილი ხომ არ აიღო თავისთვისო.

Uუკანასკნელ ვარაუდზე შეჩერდნენ, მოიტანეს წმინდა სახარება. ყველას ფიცით უნდა დაედასტურებინა, რომ არაფერი აუღია.

ხუთმა კაცმა აღიარა და უკან დააბრუნა წმინდა ნაწილები. ზღვა დაწყნარდა, ზურგის ქარმა დაჰბერა. მეზღვაურები მიხვდნენ, რომ მათი წმინდა მოვალეობა იყო, ეს უძვირფასესი განძი ბარიში სრულად მიეტანათ.

მას შემდეგ ისინი მშვიდად მიცურავდნენ.

მეზღვაურები ტრაქეას ყურეს გასცდნენ. ერთ-ერთ მეზღვაურს ღრმა ძილში გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა: "ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ! ოცი დღის შემდგომ მივალთ ქალაქ ბარს"!

გამოეღვიძა მეზღვაურს, მეგობრებს თავისი სიზმარი უამბო. ყველა დიდი სიხარულით აღივსო.

გზაში საოცარი რამ მოხდა. იმ ხომალდის საჭეზე, რომლითაც წმინდა ნიკოლოზის ნაწილებს მიასვენებდნენ, პაწია მერცხალი დაჯდა. ისე უშიშრად დადიოდა, თითქოს გემის ბინადარი ყოფილიყო. შემდეგ საჭიდან მესაჭე მეზღვაურის ხელზე გადასკუპდა. იქიდან კი იმ ადგილას გადაფრინდა, სადაც წმინდა ნაწილები ესვენა.

-ძმანო,-ბრძანებს წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა ბარიში გადასვენების აღმწერი, ამ ამბის თანამედროვე ნიკიფორე,-რაოდენ საქებარია ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც თავისი წმინდა აღმსარებლის საქებრად აღძრავს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ უტყვ ფრინველებსაც. რამეთუ ჩიტების ჭიკჭიკი იყო ქების შესხმა, ხოლო მათ მიერ ნისკარტით შეხება ამბორისყოფას ნიშნავდა, რომელიც უეჭველად წმინდა ნაწილებს მიუძღვნეს.

ჭიკჭიკით მან მთელი გემი მიმოიფრინა, იქ მყოფთ მოეფერა, ქება შეასხა იმის გამო, რომ ღირსნი გახდნენ ასეთი საკვირველი მწყემსის სხეულის წასვენებისა. ჩიტმა აღასრულა მორჩილების საქმე, გაფრინდა და თვალს მიეფარა".

* * *

ხანგრძლივი ნაოსნობის შემდგომ, 8 მაისს, ბარელების გემები ბარიდან ოთხ მილში მდებარე წმინდა დიდმოწამე გიორგის ნავსადგურს მიადგნენ. იქაურთ შეატყობინეს წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა მობრძანების ამბავი, თვითონ კი ხის კიდობნის დამზადებას შეუდგნენ, რომელშიც წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ჩაასვენეს.

დიდი სასწაულთმოქმედის ნაწილთა მობრძანების ამბავი სწრაფად გავრცელდა ბარსა და მის შემოგარენში. მეორე დღეს, 9 მაისს, უამრავი ადამიანი შეიკრიბა ღვთის წმინდანის ნაწილთა თაყვანისსაცემად, ბარელი სასულიერო პირნი შემოსილნი გამოვიდნენ ღვთის კაცის ნაწილთა მისარქმელად.

მეზღვაურებმა თანამოქალაქეებს თავიანთი აღთქმის შესახებ ამცნეს,-როცა ღვთის სათნომყოფელის ნაწილები აიღეს, მაშინ დაჰპირდნენ მას, რომ შესაფერის ტაძარს აუგებდნენ ბატონის ეზოში, კატაპანად წოდებულ ადგილას, და ახლა დაჟინებით ითხოვდნენ მათი სურვილის აღსრულებას.

ამის გამო დიდი უთანხმოება ჩამოვარდა: უმრავლესობა იწონებდა ამ განზრახვას, მეორე ნაწილს კი ქალაქის საკათედრო ტაძარში სურდა წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა დაკრძალვა.

მათ შორის მშვიდობის ჩამოსაგდებად ბენედიქტიანელთა მონასტრის წინამძღვარმა ილიამ მეზღვაურები დააჯერა, ვიდრე წმინდა ნიკოლოზისთვის ახალი ტაძარი აშენდება, ღვთის კაცის წმინდა სხეული ჩვენს სავანეში დაასვენეთო.

მეზღვაურებიც დათანხმდნენ, რადგან წინამძღვარ ილიას ღვთისმოსავ კაცად თვლიდნენ. მეზღვაურებმა იარაღიც კი მოუღერეს მათ, რომლებსაც საკათედრო ტაძარში სურდათ წმინდა ნაწილთა გადასვენება.

ამასობაში სიწმინდის მობრძანების ამბავი ბარის მთავარეპისკოპოსმა ურსონმაც შეიტყო. ის იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა. მაშინვე მოვიდა ბარში და თაყვანი სცა ღვთის წმინდანს, თან დაჟინებით მოითხოვდა წმინდა ნაწილთა საკათედრო ტაძარში გადასვენებას და არ სურდა ახალი ტაძრის ასაშენებლად ნებართვის გაცემა.

ამის გამო ორ დაპირისპირებულ პარტიას შორის ძლიერი მტრობა ჩამოვარდა და საქმე სისხლისღვრამდეც მივიდა, ოთხი კაცი დაიღუპა.

იმ დროს, როცა ბენედიქტიანელთა მონასტრის გალავანს შიგნით სისხლი იღვრებოდა, ზოგიერთმა მეზღვაურმა გაიხსენა, რომ კატაპანის ეზო, რომელიც ჰერცოგ როჯერს ეკუთვნოდა, პატრონობის უფლებებით სარგებლობდა.

შეუმჩნევლად გააღეს მონასტრის კარი, რომელიც ზღვის მხარეს გადიოდა, გამოიტანეს ღვთის კაცის ნაწილნი და წმინდა ევსტაქეს მონასტერში დაასვენეს, რომელიც კატაპანის ოლქში მდებარეობდა და სამოქალაქო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.

მაშინ დავა შეწყდა. მთავარეპისკოპოსმა ახალი ტაძრის აშენების ნება მისცა და თვითონ ეპისკოპოსებისა და უამრავი ხალხის თანხლებით ფეხშიშველი წავიდა წმინდა ევსტაქეს ტაძარში წმინდანის ნაწილთა თაყვანისაცემად.

შემობრძანდა თუ არა წმინდანის ნაწილები ქალაქ ბარიში, მისგან უამრავმა ადამიანმა მიიღო კურნება. მოდიოდნენ კოჭლები, ბრმები, ყრუნი, ეშმაკეულნი და წმინდანის ნაწილებთან შეხებით იკურნებოდნენ.

ამ ამბის თანამედროვეს, დასავლელი ისტორიკოსის ნიკიფორეს მოწმობით: პირველსავე ღამეს და მეორე დღეს სხვადასხვა ასაკისა და სქესის 47 კაცი განიკურნა. მათ შორის,-1 ბარელი დიდებული, ვინმე მარცხენა მხარგამხმარი სომეხი, 3 მთვარეული, 1 ყრუ, 2 ხელგამხმარი, 2 კუზიანი ყმაწვილი, 3 ბრმა და მრავალი სხვანი, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.

მესამე დღეს უამრავი ადამიანი მოაწყდა მონასტერს, 9 კაცი გამოჯანსაღდა. იმავე დღეს, წმინდა ნაწილთა კატალინის ეზოში გადასვენებისას, კიდევ 14 ადამიანი განიკურნა.

მეოთხე დღეს კიდევ 29 სნეული განიკურნა, მათ შორის,-ტელშუსელი მთლად გამხმარი ეშმაკეული ქალი, ბიტუნტოელი ქალწული, ასკულელი ქალი და ტარანტოელი ეშმაკეული, 3 მთვარეული, 2 ბრმა, 1 კუზიანი და სხვანი.

აი, რა უამბო ერთ-ერთმა სნეულმა ქალწულმა ნიკიფორეს:-როცა წმინდა ნიკოლოზის ნაწილებს მივეახლე თაყვანისსაცემად, დავინახე, რომ გულმკერდზე უზარმაზარი მიმინო შემაფრინდა, დაჯდა და ფრთები გაშალა. როცა გაფრინდა, ირგვლიც ისეთი საამო კეთილსურნელება დადგა, თავი სამოთხეში მეგონა. ამ ხილვის შემდეგ სრულიად განვიკურნეო.

მსგავს რამეს ჰყვებოდნენ სხვა განკურნებულნიც. "ამიტომ, უეჭველად უნდა გვწამდეს,-ბრძანებს ნიკიფორე,-რომ იგი წმინდა აღმსარებლის ანგელოზი იყო, რომელიც მის წმინდა სხეულს იცავდა.

ასევე განიკურნა ერთი ბარელი ქალიშვილი, რომელიც უზომოდ იტანჯებოდა მუხლების ტკივილით.

მეხუთე დღეს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა ერთ პატივცემულ მონაზონს და უბრძანა, ყველასთვის ეთქვა, რომ ღვთის ნებით, იგი საბერძნეთში გაემგზავრებოდა და დაბრუნების შემდგომ შეეწეოდა სნეულებს.

მართლაც, იმ დღეს არავინ განკურნებულა, ხოლო საღამოს, ათი საათისთვის, 11 სნეული განიკურნა. ეტყობა, წმინდა ნიკოლოზის დაბრუნების მერე.

როცა ბარიში ტაძარი აიგო, ბარელების თხოვნით, მის საკურთხებლად რომის პაპი ურბან II ჩამოვიდა.

წმინდა მღვდელმთავრის ნაწილები ახალ ლუსკუმაში ჩაასვენეს და ახალაშენებული ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს. მცირე ხნის მერე წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა ერთ ღვთისმოშიშ მონაზონს და უბრძანა:

-"ყოვლადძლიერი ღმერთის ნებით, მე თქვენს ქალაქში მოვედი, ახლა კი მინდა, რომ ჩემი წმინდა ნაწილნი წმინდატრაპეზის ქვეშ დაიდოსო!"

წმინდანის ნება მაშინვე ასრულდა.

დღეისათვის წმინდა ნიკოლოზის საფლავზე დიდი კათოლიკური ტაძარი დგას. ქვემოთ, კატაკომბაში, დასვენებულია წმინდა ნიკოლოზის ქვის მართკუთხა სარკოფაგი. აქაურობა შემკულია ძველებური სვეტებით, საფლავიც ძველ ქრისტიანულ ეპოქას აგონებს ადამიანს.

საფლავის გვერდით დგას მცირე მართლმადიდებლური ხატებით მორთული რუმინული მართლმადიდებლური ეკლესია. წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე ბარიში მყოფი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მოდიან და წირავენ.

საფლავი დარბაზიდან რკინის მესრით არის გამოყოფილი და ჩაკეტილი. წმინდა ნიკოლოზის საფლავს ქვედა მხრიდან დატანებული აქვს პატარა ოვალური შესასვლელი, რომელიც ასევე რკინის ჭიშკრით არის დაკეტილი.

წმინდა ნიკოლოზის საფლავის თაყვანისცემა საოცარი ფორმით ხდება: ჯერ უნდა დაიჩოქო, შემდეგ-პირქვე დაწვე, ანუ განერთხა წმინდანის წინაშე. ამ დროს გული, სხეული, ბაგეები იატაკს ეხება.

იქვე, მინის ქვეშ, განისვენებს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები. ირგვლივ საოცარი ძალა და მადლი იგრძნობა. საფლავში მხოლოდ ერთი კაცი შედის, მეორე ვერ დაეტევა. საფლავთან არის სვეტი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებულ სასწაულს უკავშირდება და მორწმუნენი თაყვანს სცემენ.

როგორც ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს. არსებობს ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც, სხვა წმინდანებთან, ერთად, წმინდა ნიკოლოზიცაა გამოსახული. მას ხელი ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით ხატმწერმა გამოხატა წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.

კათოლიკური კალენდრის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაბრძანებენ ხოლმე მის ქანდაკებას და მთელ ქალაქში დაატარებენ, შემდეგ კი-ზღვაში შეაცურებენ ხოლმე.

***

წმინდა ნიკოლოზის მხრის ძვალი გელათის მონასტრის კუთვნილება ყოფილა და ჩასვენებული იყო დიდ სანაწილეში.

ბოლშევიკური რეჟიმის დროს იგი ქუთაისის ისტორიული მუზემის ფონდში იყო დაცული. ამჟამად წმინდა ნიკოლოზის მხრის ძვალი, სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად, ახალ სანაწილეში ჩაასვენეს და ეკლესიას დაუბრუნეს.

XIX საუკუნის ბოლოს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის კანკელის მარცხენა მხარეს მოთავსებულ სანაწილეში ჩასვენებული ყოფილა წმინდა ნიკოლოზის ერთი წმინდა ნაწილი. ამავე პერიოდში ამავე ტაძრის კანკელის მარჯვენა მხარეს არსებული ხატის სანაწილეში, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ყოფილა წმინდა ნიკოლოზის მცირე წმინდა ნაწილი. წმინდანის რა ნაწილი იყო აღნიშნულ სანაწილეში, ჩვენთვის უცნობია.

წმინდა ნიკოლოზის ძვლის ნაწილი, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ჩასვენებული იყო ანჩისხატის ტაძრის კუთვნილ პირი ღვთისას სანაწილეში. სამწუხაროდ, ეს სანაწილეები სადღეისოდ დაკარგულად ითვლება.

ტროპარი: მოიწია დღე ბრწყინვალისა დღესასწაულისა, და ქალაქი ბარავისა იხარებს, და მის თანა ყოველი სოფელი განსცხრების გალობითა სულიერითა, რამეთუ დღეს უკუე საღმრთო დღესასწაული პატიოსანთა და მრავალ მკურნალთა ნაწილთა წმიდისა და საკვირველთ მოქმედისა ნიკოლაოსისთა, ვითარცა მზე დაუვალი აღმობრწყინდა ბრწყინვალითა ნათლისა შარავანდედითა, რომელნი განდევნიან ბნელსა განსაცდელთა და ჭირთასა, სარწმუნოებით მგალობელთაგან, რომელნი უღაღადებთ მას ესრეთ: გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა შესავედრებელმან ჩუენმან, დიდო ნიკოლაოს.

კონდაკი: აღმობრწყინდეს ვითარცა ვარსკულავნი აღმოსავალით დასავალად ნაწილნი შენნი, მღუდელ-მთავარო ნიკოლაოს, რამეთუ ზღუა განწმდა სლვითა შენითა, და ბარავისა ქალაქმან მადლი შენ მიერ მიიღო, ვინათგან ჩუენ-თჳს გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად, და საკვირველად მოწყალედ.

სურათზე: წმინდა ნიკოლოზის საფლავი ქალაქ ბარში.


...............
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ქალაქ ბარიში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
07.04.2018
წმინდა კონსტანტინეს მეფობის 30-ე წელიწადს, 335 წელს დასრულდა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა. ტაძრის კურთხევაზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოუწოდეს ეპისკოპოსებს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat