წმინდა კირიონ ეპისკოპოსი - ამბავი დავით გარესჯის უდაბნოს საკვირველმოქმედის მადლის ქვისა
წმინდა კირიონ ეპისკოპოსი - ამბავი დავით გარესჯის უდაბნოს საკვირველმოქმედის მადლის ქვისა
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ, სამაგიეროდ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მოეპოვებოდა ზნეობრივი ღონე, რომ მის შემწეობით მაშინაც და შემდეგაც დაეცვა თვისი სარწმუნოება იმ მტერთაგან. ეს ზნეობრივი ძალ-ღონე შესძინეს ჩვენს ქვეყანას ივერიის ახალმა მოციქულებმა-ათცამეტთა წმიდა მამათა. ვახტანგის მეფობაში განხორციელებულ საკეთილო ღონიძიებათა შემდეგ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ნორჩ ეკკლესიის ბედისათვის ასურეთის ათცამეტთა მამათა მოსვლას ჩვენს ქვეყანაში. ასეა მიღებული მათი სახელწოდება; თორემ უფრო მართალი იქმნება, რომ უწოდებდეთ კაბადოკიელებად. თუმცა მათი მოსვლისა სხვა-და-სხვას სხვა-და-სხვანირად აქვთ განმარტებული, და ზოგს სულ საეჭვოდაც მიაჩნია ეს ამბავი, მაგრამ ეგ ნამდვილი და უეჭველი გარემოება გარნა ამ ჩვენს გულ-ცივობით აღბეჭდილს დროში ყოვლად გაუგებარი გარემოება მოხდა ნებითა ზეციერის დედოფლისა ივერიის მფარველისა VI საუკუნეში, როცა ახლად ნათელ-მოსილს სამეფოს მეტად ეჭირვებოდა გულ-მოდგინე და გულ-უშიშარნი მცველნი ქრისტეანობისა; მეტად ეჭირვებოდა იმიტომ, რომ ერთის მხრით ძლიერი იყო ქადაგება ცეცხლ-თაყვანისმცემელ მოგვთა და მეორეს მხრით ვერაგი პოლიტიკა სპარსეთისა ყოველის ღონისძიებით ცდილობდა აღედგინა საქართველოში უკვე მიმქრალნი კერა-ბომონნი ზარატუსტისა. აი, სწორედ ამ დროს გაჩნდნენ საქართველოში კაბადოკიის წმინდა მამანი და შეიმოსეს ღვაწლი კეთილ-მსახურებისა და ჩვენის ქვეყნის ხელ-მეორედ განმანათლებლებისა1. ერთი მათ შორის, ღირსი მამა ჩვენი დავით, რომლის წმინდა ცხოვრების ერთი პატარა ამბავი გვინდა ჩვენ ვუამბოთ მკითხველებს, დაბინავდა გარესჯის უდაბნოში. გარეჯა, რომელიც თავისის განმარტოებითა და მდუმარებით ღრმად აფიქრებს ადამიანს ბუნების სანახაობათა შესაგნებლად და რომელიც მოწიწებით სავსე მსჯელობას იწვევს მის შემოქმედის შესახებ, თვით ღვთის განგებით წინასწარვე იყო დანიშნული სულ სხვა, მაღალის ცხოვრებისათვის, და მართლაც, ურწყულსა და უნაყოფო, მწირს უდაბნოში აღმობრწყინდა საქართველოს ფიბაიდა. გაიღვიძა გარემო მდებარე მკვდარმა მინდორმა! წმიდა დავითისა და მოწაფეთა დაუცხრომლის ღვაწლით გამოკვეთილ იქმნა კლდეებში ქვაბნი და მღვიმენი2. არხიტექტონური მათი ფორმები ამტკიცებს, რომ ზოგი მათ შორის გამართულია ეკკლესიისამებრ, ხოლო ზოგს კი ის განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონია, რომ შიგ ბერ-მონაზვნებს ეცხოვრათ. ხუროთ-მოძღვარი ლიპარდი ამბობს, რომ დიდ-ძალი შრომისა და ამაგს გარდა,"ხელოვანი ქვის მკვეთელი გამოჰკვეთავდა მღვიმეებს ამ კლდეებში 437 კუბიკურს საჟენს 22,140 დღეშიო"3, ესე იგი, თითქმის 62 წლის განმავლობაში.

ასე გაჩნდა თანდათან მთელი ქალაქი აუარებელის ქვაბ-მღვიმეებისა, გაშლილი მთის ფერდობზედ, რომელიც კიბესავით ამართულ სამ-ბაქნად განიყოფება. ყველა მღვიმე-სენაკისა და ეკკლესიის რაოდენობას დავით გარეჯის მიდამოთა შორის, რომელიც გამოქვაბულია ხელოვან განდეგილთა მიერ 5 000 მეტს აღრიცხვენ.

წმიდა დავით გარესჯელმა დაარსა მღვიმე-გამოქვაბულებში, მონასტრები, დასდო წესი და რიგი პალესტინის მონაასტრების მიხედვითა და ახლა მოინდომა თვისის დიდი ხნის სურვილის შესრულებაცა, ნახვა დიდებულის ქვეყნიურის ქალაქის იერუსალიმის და მოლოცვა მისთა სიწმინდეთა. თვის მიერ თავ-მოყრილი რიცხვ-მრავალი სიტყვიერი ცხოვარი ქრისტესი ჩააბარა თავის განუშორებელს თანამშრომელსა და წინამძღვრობაში თანაშემწეს მამა ლუკიანესს და ღირსსა მამას დოდოს, ხოლო თვით რამდენისამე მოწაფითურთ გაუდგა გზას წმინდა ადგილთა თაყვანისაცემად, იმ ადგილთა თაყვანისაცემად, რომელიც ნაკურთხი იყო მაცხოვრის ღვთიურის ფერხითა და მისის ყოვლადწმიდის დედისათა. ხანგრძლივისა და გაჭირვებით სავსე მგზავრობის შემდეგ იმ დროს ფრიად საშიშ ქვეყნებში, ღირსმა მამამ, ბოლოს მიაღწია თავისს სურვილს. როცა მგზავრნი მივიდნენ იმ ადგილას რომელსა ეწოდება"მწვერვალი მადლისა" და რომლიდამაც იხილვებოდა უდაბურისა თვისის დიდებითა წმიდა ქალაქი ღვთის იერუსალიმი, უეცარმა შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო წმიდა მხცოვანი დავით და ღრმა გრძნობამ სიმდაბლისამ გამსჭვალა მისი წმიდა სული. ვითარ გავბედავ,-ამბობდა იგი,-ცოდვილის ჩემის ფერხითა ვთელო ნავალი ღმერთ-კაცისა, ადგილნი ნაკურთხნი მის უწმიდესის ღვთიურის ფერხითა?
ამაოდ ურჩევდნენ მოწაფენი განეგრძნო სიარული იერუსალიმად."კმა არს ჩემთვის ისიცა,-ამბობდა პასუხად მდაბალი დავით,-რომ ჩემის ცოდვილის თვალებით ღირსი ვიქმენ ხილვად წმიდათა ადგილთა შორიდან მაინცა". მხოლოდ თვისნი მოწაფენი, როგორც ვითომ უფრო ღირსეულნი, გაჰგზავნა მან იერუსალიმს მის სიწმინდეთა მოსალოცად და დაავალა, გულ-მხურვალედ ელოცნათ თვისის ცოდვილის მამისათვისაც კაცთა ნათესავის მხსნელის საფლავზედა, თვითონ კი შორიდან რა უმზერდა უფლისა წმინდა საფლავის ტაძარს, მოილოცა სიწმინდე იერუსალიმისა, მოიღო სახსოვრად სამი ქვა წმინდა ადგილისა, დაალტო ცხარეს ცრემლითა და დაბრუნდა უკან, დამშვიდებული გულით, რომ მოწყალე ღმერთმა ღირს მყო მიახლოვებად წმინდა იერუსალიმისა და აღსრულებად ჩემის უკანასკნელის საღვთო აღთქმისაო.

ყოვლად სახიერმა ღმერთმა, იხილა-რა ასეთი სიმდაბლისმოყვაროება მონისა თვისისა დავითისა, კეთილ ინება ეუწყებინა ხალხისთვის მისი სიწმინდე და სარწმუნოება. მან მიუვლინა ანგელოზი თვისი ილიას, იერუსალიმის პატრიარქსა და დაავალა, გამოეცხადე სიზმარში და აუწყე: საყვარელი მონა ჩემი დავით მოუახლოვდა იერუსალიმს, მიუხვნა მას მადლი მისი და წაიღო თან. ეხლავ გააგზავნე მსწრაფლ-მავალნი, რომ მოეწიონ, ქალაქს ახლოა ჯერ ისევ, ძველი ტანისამოსი აცვია და ხელში კალათა უჭირავს სამი ქვითა, გამოართვან ის ქვები, მხოლოდ ერთი დაუბრუნონ და უთხრან: სარწმუნოებითა შენითა წაგიღია შენ მადლი ქალაქისა ჩემისა იერუსალიმისა, გარნა მე მნებავს, რათა ორი წილი დაუბრუნო იერუსალიმს, რომ სრულიად წაერთვას მას მადლი, ხოლო ერთი წილი მიმიცია შენთვის შენის უდაბნოსთვის, წაიღე ეს ქვა, ვითარცა მადლი, შენს უდამბნოში სახსოვრად და საუწყებლად სარწმუნოებისა შენისა". პატრიარქს გამოეღვიძა და დიდად გაუკვირდა ასეთი ნახვა სიზმრისა. დაუყოვნებლივ მოუწოდა მსწრაფლ-მავალთა, უამბო ყოველივე ნახული სიზმარში და უბრძანა, დაეწიეთ იმ წმინდა მოხუცსაო. ისინი მალე დაეწივნენ ღირსსა მამასა დავითს და უამბეს ყოველივე, რაც ჰნახა სიზმარში და რაც მოისმინა ღვთის ანგელოზისაგან იერუსალიმის პატრიარქმა. თან დასძინეს, რომ პატრიარქი გთხოვთ, ნუ უარობთ და შემოდით ქალაქსა დავითისასაო, მთელი იერუსალიმი კი ამ დროს სულ იმის ლაპარაკში იყო, რომ აქ მოსულა მამა წმინდა დიდი და ღვაწლ-შემოსილიო. წმინდა დავითი მადლობდა უფალსა, რომ ღირსი შეიქმნა ღვთის მადლისა, დაუბრუნა ორი ქვა პატრიარქის კაცებს, ხოლო სიმდაბლისა გამო თვისისა უარი სთქვა იერუსალიმის პატრიარქის თხოვნის აღსრულებაზედ. ღირსმა დავითმა წამოიღო თან მხოლოდ ერთი პატარა ქვა4, გარნა მადლი ღვთისა დიდი და დაუბრუნდა თავის უდაბნოში დიდად გასახარებლად თვისთა ობლად დატოვებულთ სულიერთა ძეთა. მადლის ქვა იგი წმინდა ადგილას დასდო ერთ-ერთ ეკლესიაში. ამ ქვისაგან, როგორც ამბობს აღწერა წმიდა დავით გარესჯის ცხოვრებისა5 დღესაც იხილება საკვერველ-მოქმედებანი და სასწაულნი დიდ-დიდი: ვინც სარწმუნოებით ემთხვევა ამ ქვას, განიკურნება ყოველთა სნეულებათა და ტკივილთაგან.

ეს საკვირველმომქმედი ქვა, რომელმაც მიიზიდა დავით გარესჯის უდაბნოში აუარებელნი მლოცავნი, შემდეგ წმიდა დავითის ნეტარის გარდაცვალებისა6, იდო მის საფლავზედ, რომელიც იმყოფებოდა მის მიერვე გამოქვაბულს მღვიმეში. მღვიმე იგი XIX საუკუნეში განაფართოვა თვისის ხელით წმიდა ილარიონმა, რომელმაც გააკეთა ლუსკუმაცა წმიდა საკვირველ-მოქმედის დავითის ნაწილებისათვის. დღესაცაო, ამბობს აღმწერი მისის ცხოვრებისა, მრავალი განკურნება იხილვება მის საფლავისაგან იმ ქვის მადლით, რომელიც მან მოიტანა წმინდა ადგილიდანაო7, აქ სამ-გზის ლოცვა, როგორც ჰმოწმობს"ქართლის ცხოვრება", უდრის ერთხელ იერუსალიმს წასვლას და იქაურ სიწმინდეთა მოლოცვასა8.

2. რამდენ ხანს იყო მადლის ქვა, წმინდა დავითის მიერ მოტანილი იერუსალიმიდან, მის საფლავზედ, როდის და ან ვინ დაჰმალა შემდეგ, არავინ იცოდა-რა. შემდეგი ამბავი ამ ქვისა, ფრიად საყურადღებო, ვპოვეთ ჩვენ ქვაბთა-ხევის მონასტრის წიგნთ-საცავში, მის ხელ-ნაწერთა შორის9. რადგან დიდი ინტერესი აქვს ამ ამბავს მოგვყავს სიტყვა-სიტყვით:

"თუმცა დიდად სასურველი იყოვო,-ამბობს ავქსონი ამ ძველის ხელნაწერისა,-გაგვეგო, სად იყო ეს ქვა იერუსალიმიდან მოტანის შემდეგ, მაგრამ ეს არავინ იცოდა 1811 წლამდე. ამ წელს კი დავით გარესჯის წინამძღვრად ნამყოფმა არქიმანდრიტმა ილარიონმა (გვარით თავად ბებურიშვილთაგანმა10), მოისურვა განახლება ფერის-ცვალების ეკკლესიისა, რომელიც გამოქვაბულია ამ მონასტერში და რომელშიაც განისვენებენ ნაწილნი ღირსისა დავით გარესჯელისა. განახლების დროს საჭიროდ იქმნა ცნობილი ორის სვეტის გაუქმება. ერთი მათგანი იყო კანკელის კარებს ახლო, აღმოსავლეთის მხრით, ხოლო მეორე აგურითა და კირით მიშენებულს ახლოს. ეს მიშენებული შიგ ეკკლესიაში იმყოფებოდა სამხრეთისკენ. როცა დაანგრიეს პირველი სვეტი (კანკელის კარებთან), შიგ აღმოჩნდა კედელი საკმაოდ ვრცელის ნიშითა, გალესილი გაჯით. ნიშში ჩანს მხატვრობა, რომელშიც წარმოადგენდა წმინდა დავითის და ღირსსა დოდოსა, რომელნიც ერთმანეთს ეამბორებოდნენ ხელზედა და სალამს უძღვნიდნენ ურთიერთასა სიხარულით, ვითა დიდი ხნის უნახავნი და ახლა ერთმანეთის ნახვით გახარებულნი. მხატვრობას ასეთი წარწერა ჰქონდა:"ხატი წმიდისა დავითის მოსვლისა იერუსალიმით". ხოლო როცა საჭირო შეიქმნა ამ კედლის დაქცევაცა მხატვრობითურთ, შიგ გამოჩნდა ერთი კედელი კიდევ სხვა პატარა ნიშითა, აგრედვე გალესილი გაჯითა. ამ ნიშში იპოვნეს წმიდა ქვა; ეტყობოდა რომ მის წინ ნთებულიყო წმინდა სანთელი და სჩანდა დროს განმავლობაში ფერ-შეცვლილი მკრთალი ნაღვენთი სანთლისა. ეს ქვა სიდიდით ბატის კვერცხზედ ცოტათი ნაკლებია, იმასავით მოგრძო შეხედულება აქვს და რგვლად მოყვანილი ბოლო. ბოლოზედ ეტყობა ლაქა, რომელსაც მუქი სისხლის (დიდი ხნის მიმხმარის) ფერი აქვს; თვითონ ქვა მოთეთრო და მოწითანო ფერისაა. ამ ქვას აქვს საკვირველ-მომქმედი ძალა, რომელიც კეთილად მოქმედობს ყველაზედ, ვინც-კი სარწმუნოებით შეეხება მას. წმინდა უდაბნოს ძმათა, მზგავსად წმინდა მამათა, რომელთაც დაეკრძალათ წმინდა ქვა აღწერილს ადგილსა, დაკრძალეს იმავე ეკლესიაში ახლა სხვა ადგილს, რომელიც იცოდა მათ შორის მხოლოდ რამდენიმე უხუცესთაგანმა. გარნა წმინდა დღესასწაულსო, ამბობს არქიმანდრიტი ტარასი შესავსებლად ამ ამბისა, გამოიღებენ ხოლმე ქვას დამალულ ადგილიდან თაყვანის-საცემელად და მერმე ისევ დაჰმალავენ ხოლმეო11.

3. არა ნაკლებ საინტერესოა და საგულისხმო შემდეგი ბედი ამ ქვისა. 1857 წელს დაესხნენ თავს უმწეო დავით-გარესჯის უდაბნოს ლეკნი, ეს უბოროტესნი მტერნი საქართველოს მართლმადიდებელი ეკკლესიისა, გაძარცვეს, ააოხრეს, დაანგრიეს ლუსკუმა წმინდა საკვირველ-მომქედის დავითისა, წაიღეს საღვთო ჭურჭელი, ძვირფასნი ხატნი და საკვირველ-მოქმედი ქვა, რომელიც იმყოფებოდა პატარა კოლოფსი ტრაპეზის ქვეშა და ყოველ ამასთან ერთად ტყვედ წაიყვანეს მღვდელ-მონაზონი მიტროფანე (დეკანოზად ნამყოფი მ. ნაცვლიშვილი) და სამი მორჩილი. დაბრუნდნენ შინა, გაყვეს ნაცარცვი დავლა ერთმანეთს შორის, ხოლო მადლის ქვა, რომლის მნიშვნელობა და ფასი არ ესმოდათ, ერთ-ერთი სახლის ჭერში შეინახეს. ზემოხსენებული მღვდელმონაზონი მიტროფანე თვალ-ყურს ადევნებდა ყოველსავე ამას და დაიხსომა ადგილი, საცა წმინდა ქვა შეინახეს.

ერთის წლის შემდეგ მღვდელ-მონაზონი მიტროფანე განთავისუფლებულ იქმნა ტყვეობისაგან გამოსყიდვითა და წმინდა დავითის მეოხებით შინ წამოსვლისას, ლეკთა შეუმჩნეველად, ჩამოიღო ის დამალული მადლის ქვაცა, მოიტანა საქართველოში და მოწიწებით გარდასცა იოანე ჯორჯაძეს, წინამძღვარს დავით გარესჯის უდაბნოსას, საცა დღემდე ქვა იგი დიდის სიფრთხილით ინახება.
1878 წელს ერთი თათარი მწყემსი ჩუმად მიუახლოვდა იმ მღვიმეს, რომელშიაც გამოწკანწკარდება წყარო. ეს წყარო დიდის ლოცვითა და მარხულობით გამოსთხოვა უფალს ღირსმა მამა დავითმა, რისთვისაც ეწოდა პოეტური სახელი"ცრემლი დავითისა". მაგრამ, რაკი ამ ურჯულოს ხელი შეეხო, დაშრა. მეტად შეწუხდნენ ყველანი, რომ უწყლოსა და უდაბურს ადგილს უწყაროვოდ დარჩნენ, რომელიც ერთადერთი ნუგეში იყო ყარაიაზის მინდვრების სიცხე-პაპანაქებაში.

წინმძღვარმა მამა სოფრონიმ (აბელიშვილმა) დაუყოვნებლივ მოუწოდა მონასტრის ძმათა ამ ამბის გამო, შეიმოსნენ ყველანი, აიღეს მადლის ქვა და გაემართნენ იქ, საცა წყარო გამოდიოდა, აქ გადაიხადეს პარაკლისი ღირსისა მამისა დავითისათვის. როცა გაათავეს საპარაკლისო გალობა, გაჰბანეს მადლის ქვა წყალითა და ამ ნაბანის წყალით იაზმა ასხურეს მღვიმეში იმ ადგილას, საიდანაც წყარო გადმოდიოდა და, აი ჯერ სხურება არ გათავებულიყო, რომ საყოველთაო სასიხარულოდ მწარედ დაღონებულ მამათა, კვლავ დაიწყო ჩუხჩუხი წყარომ, რომელიც დღესაც გადმოჩახჩახებს კლდიდანა.
ასეთივე ამბავი მოჰხდა 1886 წელსა, თებერვალს. მწყემსებმა თათრებმა გადაიარეს თავიანთის საქონლით კლდოვანი ქედი, რომელშიაც გამოქვაბულია ტაზარი იოანე ღვთისმეტყველისა და შევიდნენ იმ მღვიმეში, საცა იყო წყარო დავითის ცრემლი. აქ თათრებმა შუადღის ლოცვა ილოცეს და ყორანით დაწესებული ნამაზი შეასრულეს. ამ ურიგო წესის შესრულების შემდეგ წყარო კვლავ სრულიად დაშრა. გაიგეს თუ არა ეს ამბავი მღვდელ-მონაზვნებმა: სვიმონ(წულუკიძემ), იოსტოსმა და სტეფანემ, მოწიწებით მოიტანეს ქვა და გარდაიხადეს წყაროს წინ პარაკლისი. პარაკლისის გათავების შემდეგ ასხურეს იაზმა ჯვარედინად და წყარომ კვლავ დაიწყო წკანწკარი12.

ბევრს რასმეს გვასწავებს ეს უბრალო ქვა, წინდი არაჩვეულებრივის სიმდაბლისა,-ამბობს ცნობილი მომლოცველი წმინდა ადგილთა ა. ნ. მურავიოვი13. მართლაცა და ასეთი გარეგნობით უბრალო ქვა, დავსძენთ ჩვენ ჩვენის მხრით, ღვთის სათნო მყოფელის ხელსი, მის წმიდა ნებისაებრ, ითვისებს საკვირველ-მოქმედების ძალას და იმკვიდრებს სიწმინდის მნიშვნელობას მომავალთა საუკუნეთა და თაობათათვის!
................................................................................................................................................................
ჰოი, ყოვლად ნეტარო მამაო დავით დიდებულო, დაგვფარე საფარველი წმიდათა ლოცვათა შენთა დასაცველად ჩვენდა მრავალგვართა სულიერთა და ხორციელთა ბოროტებისაგან. მამაო, შვენებაო ივერიისაო, მოგვხედენ გულ-კეთილობით ჩვენ, შენის წმიდა და პატიოსანის ლუსკუმისა და ნაწილთა მიმართ მომდინარეთა, ვითარცა მამამ, ყოვლად კეთილმა, მიავლინე ლოცვა ჩვენი მეუფისა ქრისტესა საყდარსა და ითხოვე მისგან მეოხებითა შენითა შენდობა ჩვენ მიერ ქმნილთა ცოდვათათვის, ნებსითა და უნებლიეთთა, რათა განწმენდილნი მათგან, ღირს ვიქმნეთ და ღაღადებით ვადიდებდეთ ყოვლის-მპყრობელსა ძალსა მისსა, მამისა, ძისა და სულისა წმინდისასა. ამინ14.
1899 წ.

შენიშვნები:
1 გვიკვირს, რომ აქამდე, ჩვენს მწერალთა შორის ჯერ კიდევ სხვა-და-სხვა აზრი არსებობს ათცამეტთა მამათა მოსვლის შესახებ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ აგერ ნახევარი საუკუნეა მას უკან, რაც აკადემიკოსმა ბროსემ ეს საყურადღებო საგანი დაწვრილებით გაარკვია, მან შეუთანხმა ერთმანეთს პირველ შეხედვით ვითომ სხვა-და-სხვა დრო მათის მოსვლისა და მტკიცედ განმართა, რა საუკუნეშიაც მოვიდნენ ათცამეტნი მამანი. არ ვიცი, რა მიზეზია, რომ ეს გამოკვლევა ცნობილის ორიენტალისტისა უყურადღებოთ აქვსთ დატოვებული ჩვენს მწერლობას. (იხ. "кавказъ"-ი 1850 წ. ## 24-25).
2 წმიდა დავითისავე დაარსებულიაო უდაბნო და ქვაბ-მღვიმენი ქეჩუტის მთებში, დმანისის ხეობაში, მაშავერის მდინარის ნაპირად. ვახუშტი, გეოგრ. აღწერა საქართველოსი, გვ.150.
3 იხ. ხელნაწერი რვეული არქიმანდრიტის ტარასისა († 1874 წ.) სათაურით : "Краткიя свъдънიя в Грузинскихъ монастыряхъ". წიგნთსაცავი ქვაბთა-ხევის მონასტრისა #46. ეს ცნობანი დაწერილია 1842 წ., 6 აგვისტოს ქართლ-კახეთის-იმერეთის სინოდისა კანტორის წევრისა და ტფილისის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრის, სემენარიის რექტორისა და საქართველოს ეპარქიის მონასტრების ბლაღოჩინის არქიმანდრიტ ფლაბიანესათვის.
4 69 მისხალს იწონის.
5 ცხოვრება ღირსის დავით გარესჯელისა საკვირველ-მოქმედისა. Полное жизноописанიе св.груз.церк. М.Сабинина. Ч.1, стр. 123-140; О празд., установ. прав. груз. церк. Д.Пурцеладзе. стр. 52-59; საქართველოს სამოთხე, მ.საბინინისა, გვერდი 265-285 და ქართლის ცხოვრება, ნაწილი 1, გვ. 152-153
6 საქართველოს ეკკლესიამ შერიცხა იგი მშობელ ქვეყნის წმიდათა შორის და დააწესა დღესასწაული მისის ხსოვნისა დღესა მის მიცვალებისა, მეშვიდე კვირიაკეს ხუთშაბათს შემდეგ აღდგომისა; ხოლო ხსოვნასა მისსა ათცამეტთა კაბადოკიელთა მამათა თანა ვდღესასწაულობთ 7 მაისს.
7. X საუკუნემდე ძველი აღწერა წმინდა დავით გარესჯელის ცხოვრებისა დაკარგული ეგონათ, მაგრამ იგი აღმოჩენილ იქმნა უფრო ადრე, ვიდრე საქართველოს კათალიკოზმა არსენიმ შეადგინა ახალი აღწერა მისის ცხოვრებისა იმის მიხედვით, რაც ჯერ კიდევ ახსოვდა ხალხს წმინდა დავითის შესახებ და რაც რამ მოკლე ცნობანი გადარჩენილიყო ხელნაწერებში, ჩემს ხელ-ნაწერთა შორისაო, ამბობს პლ.იოსელიანი, არის ერთი აღწერა დავითის ცხოვრებისა, უფრო სრული, ვიდრე არსენის-მიერ შედგენილიო და დაწერილი უცნობის ავქსონისაგანაო.
8."ვინაიდგან სამ-გზის აქა (უდაბნოში) ლოცვა მიესწორების ერთ-გზის იერუსალიმსა მისვლასა." (ქართლის ცხოვრება ნაწ. I, გვ.153).
9. ეს ხელ-ნაწერი დაწერილია დაწერილია ნაცრისფერ სქელ ქაღალდზედ და თარგმნილია ქართულიდან, როგორც აღნიშნულია ზედვე; აშიაზედ, მარცხენა მხრით, ასეთი მინაწერი აქვს:"ძიავ! მომიტევეთ, რომ დაგიგვიანეთ; ბატონი რძალი ბრძანდებოდა აქ და ბატონიშვილი და იმიტომ ვერ მოვიცალე. თქვენი იაკინთე". ვის დაუწერია ეს ხელნაწერი პირველად ქართულს ენაზედ, საიდან გადუწერია ანუ გადუთარგმნია რუსულად, არა სჩანს. ზემოხსენებული იაკინთე შვილია ანჩის-ხატის დეკანოზის დიმიტრი ალექსი-მესხიშვილისა; ხოლო ძია, რომელიც მოხსენებულია მინაწერში, არის არქიმანდრიტი ტარასი, პირველი წინამძღვარი ქვაბთა-ხევის მონასტრისა მის განახლების შემდეგ და ძმა ანჩისხატის დეკანოზის დიმიტრი ალექსი-მესხიშვილისა. ამ წერილის დაბეჭვდის შედმდეგ, არქიმანდრიტ ტარასის ქართველთ მონასტრების აღწერილობაში, რომელიც იბეჭდებოდა"საქ. სასულ. მახარებელის" ფურცლებზედ, ჩვენ ვპოვეთ ეს შესანიშნავი ნაწერიცა დავით-გარესჯის საკვირველ-მომქმედ ქვის შესახებ. საქ.სასულ.მახარებ. 1864 წ. გვ.40-42
10. არქიმანდრიტი ტარასივე ჰმოწმობს, რომ დავით-გარესჯის უდაბნოს წინამძღვრად ნამყოფი ილარიონ იყო თავად ვაჩნაძეთა გვარისაო. იხ.Крат. свед. о груз. мон. გვ.
11. Кратк.свъд. о груз. мон. არხიმანდრიტ ტარასისა გვ.14.
12. დაწერილია ეს ამბავი ისე, როგორც გვიამბო ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმა მამა პოლიევქტო კარბელაშვილმა, რომელიც თვით თვალით მნახველი ყოფილა ამ სასწაულ-მოქმედებისა.
13.UГрузიя и Арменიя. მურავიოვისა, ნაწ.I, გვ.106.
14. მ.საბინინი, Полное жизн. свят. груз. цар. გვ.140.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
07.04.2018
წმინდა კონსტანტინეს მეფობის 30-ე წელიწადს, 335 წელს დასრულდა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა. ტაძრის კურთხევაზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოუწოდეს ეპისკოპოსებს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat