"უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან"
"უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან"
წმინდა ნინოს გზა
კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავი გახლდათ. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის, ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმინდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონესად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში - საქართველოში.

ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმინდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი". ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: "როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?" ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: "მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა". გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმით შეკრა იგი.

ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.

იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: "უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ".

სამისიონერო გზის დასაწყისი
თოთხმეტი წლის იყო ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩამოვიდა ვიღაც ეფესელი ქალი, რომელიც რომის სამეფო კარზე მსახურობდა. ამ ქალის სიტყვებით, რომაელებს დიდი ლტოლვა ჰქონდათ ქრისტეს რჯულისა და ნათლისღების მიმართ. ამის გამო გადაწყვიტა ნინომ, წასულიყო ელენე დედოფალთან ქრისტეს რჯულის საქადაგებლად. იუბენალ პატრიარქის კურთხევით, ნინო გაემგზავრა იმ ქალთან ერთად და როდესაც მივიდნენ მის სახლში, იქ ნახა დიდებული, მეფეთა ნათესავი ქალი რიფსიმე, რომელსაც ქრისტეს აღიარების სურვილი ჰქონდა და იერუსალიმიდან ელოდა ნათლისღებას. მაშინ ნინოს ხელქვეშ მოინათლა რიფსიმე. მის სახლში კიდევ ორი წელი დარჩა.

ქართლში შემოსვლა, ჯავახეთი
სომხეთიდან ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა "ულოპორეთში" და ივნისში (თთუესა მეოთხესა) გაემგზავრა ჯავახეთისკენ, რათა გაეგო, თუ საით არის მცხეთა. ჯავახეთის მთებში მან მიაღწია დიდ ტბას, ფარავანს, სადაც ორი დღე შეჩერდა. იქ მან მეთევზეთაგან ითხოვა თევზი საკვებად და ფიზიკურად მოძლიერდა. იქვე ნახა მწყემსები, რომლებიც არმაზს და ზადენს ლოცულობდნენ და მათ შესაწირავს აღუთქვამდნენ. დილაადრიან მისულმა ერთ მწყემსთაგანს სადაურობა გამოჰკითხა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ზოგი მათგანი დაბა "ელირგნით" იყო, ზოგი - საფურცლით და ქინჯარელნი და ზოგიც - "რაბათელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ". წმინდა ნინოს სიტყვებით, მან გახედა ჩრდილოეთის, ანუ ქართლის მთებს, რომლებიც ზაფხულის მიუხედავად სავსე იყო სასტიკი ჰავით და თოვლით და შეძრწუნებულმა წარმოთქვა: "უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან".

იმ ღამეს წმინდა ნინოს ტბის პირას ძილში გამოეცხადა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას გადასცა დალუქული წერილი და უთხრა, - წასულიყო მცხეთაში და ეს წიგნი წარმართთა მეფისთვის მიერთმია. ნინომ დაიწყო ტირილი და ვედრება, რომ უცხო ქალს, ენის უცოდინარს, რა უნდა ეთქვა უცხო ხალხისთვის? რაზეც მამაკაცმა გახსნა დალუქული წიგნი და წააკითხა ქალწულს. წერილში ეწერა ათი სიტყვა, ძირითადად, ციტატები სახარებიდან, რომლებიც ქალთა მოციქულებრივ უფლებებს აღნიშნავდნენ. მაშინღა მიხვდა ნინო, რომ ეს ჩვენება ზეციდან იყო, ითხოვა შეწევნა უფლისგან, გაჰყვა ტბიდან გარდმომდინარე მდინარეს (იგულისხმება მდინარე ფარავანი, იგივე ახალქალაქის წყალი, ანუ ჯავახეთის მტკვარი) და გაემართა მცხეთისკენ.

გზა ურბნისამდე, ურბნისი
სანამ მდინარე დასავლეთისკენ მიემართებოდა, გზა იყო ძნელად სავალი და ფიცხელი და წმინდა ნინომ ნახა დიდი გაჭირვება და შიში მხეცებისგან. როცა მდინარემ (აქ უკვე იგულისხმება მდ. მტკვარი) აღმოსავლეთისკენ იწყო დინება, წმინდანმა შვება იგრძნო, იპოვა თანამგზავრები და მიაღწია ქალაქ ურბნისს.

ურბნისში ნინომ ნახა "უცხო ხალხი, უცხო ღმერთების მსახური", რომელიც ცეცხლს, ქვებსა და ხეებს სცემდა თაყვანს. მივიდა იგი იუდეველთა სალოცავში ("ჰურიათა ბაგინი") ებრაული ენის ცოდნის გამო, იქ დაჰყო ერთი თვე და ეცნობოდა ამ ქვეყნის წეს-ჩვეულებებს.

მისვლა მცხეთაში, კერპების მსხვრევა
ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გამოჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, არმაზის მოსალოცად მიდიოდა. იმ დღეს მცხეთაში მოსულები გაჩერდნენ მოგვთა უბნის გამოღმა, ხიდთან და იქიდან აკვირდებოდა წმინდა ნინო მცხეთელ ცეცხლისმსახურებს.

მცხეთაში მოსვლის მეორე დღეს ხალხი არმაზის დღესასწაულს ზეიმობდა. ეს იყო 6 აგვისტოს ("რამეთუ დღეი იყო მმექუსეი თთუეისაი მის, ოდეს იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა", ანუ ფერისცვალების დღეს). ქალაქში ისმოდა სადღესასწაულო საყვირის ხმა და ურიცხვი ხალხი გამოფენილიყო ქუჩებში. უცბად ხალხმა აქეთ-იქით იწყო მიმოფანტვა და მიმალვა და გამოჩნდა ნანა დედოფალი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ხალხი სამალავებიდან და ქუჩა სამოსლებითა და მცენარეებით მოფინა. ხალხმა დაიწყო მეფის შესხმა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მეფე მირიანი. თვალისმომჭრელი შესახედავი იყო. წმინდა ნინო გაემართა არმაზის კერპის სანახავად. გარშემო მთები სავსე იყო ხალხითა და დროშებით. ნინომ მოასწრო არმაზციხეში შესვლა და დადგა ზღუდის ნაპრალთან და იქიდან უცქერდა, თუ როგორი შიში და ძრწოლა ჰქონდა მეფეს და მთელ ხალხს იმ კერპისა. არმაზის კერპი სპილენძისგან იყო შექმნილი, მას ტანზე ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ეხურა და ფრცხილის და ბივრიტის თვლებით შემკული ოქროსავე სამხრეები ეკეთა. კერპის ხელთ ნაჭერი ალესილი ხმალი ისე ბრწყინავდა და ტრიალებდა, რომ თუ ვინმე შეეხებოდა, თავი სასიკვდილოდ ჰქონდა განწირული. არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა ოქროს კერპი, რომლის სახელიც იყო გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლის კერპი, სახელად გა, მოტანილი აზოს მიერ ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს.

ამ კერპმსახურების შემყურე წმინდა ნინო ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, ეჩვენებინა სასწაული ამ ხალხისათვის და ეხსნა ისინი კერპმსახურების სიბნელისგან. და თითქოს თვალის დახამხამებაში დასავლეთიდან ამოვარდა ქარი, რომელმაც სიმწრისა და სიმყრალის სუნი მოიტანა და გაისმა საზარელი ქუხილის ხმა, ცაზე საშინელების მომასწავებელი სწრაფი ღრუბლები გამოჩნდა. ხალხი გაიქცა, მოახერხეს თავშესაფრამდე მიეღწიათ. მოახლოებულმა ღრუბელმა მოიტანა უმსხვილესი სეტყვა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც კერპები იყვნენ აღმართული. სეტყვამ ისინი დალეწა, დაფქვა და დაანაწევრა, ხოლო მათი ნამსხვრევები ქარმა კლდე-ღრეში მიმოფანტა.

როგორც კი დაცხრა ქარი და სეტყვა, წმინდა ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, რომელიც არმაზის კერპის სამხრეებს ამკობდა. აიღო და გაემართა იმ კლდის ბოლოსკენ, სადაც ძველად ციხე მდგარა. იქვე იდგა მშვენიერი ბრინჯის ხე, მაღალი და რტომრავალი. წმინდანი მივიდა იმ ხის ქვეშ, გამოსახა იქ ჯვრის ნიშანი და ექვსი დღის განმავლობაში ლოცულობდა იმ ადგილას.

ხალხი ამ სასწაულის შემდეგ არმაზის მთაზე ავიდა დამსხვრეული კერპების სანახავად. იქვე სალოცავად განმარტოებულ წმინდა ნინოსთან მივიდა სეფექალი, სახელად შროშანა, რომელმაც მოიყვანა ბერძნულად მოლაპარაკე ქალი და წმინდანს ვინაობა გამოჰკითხა. როდესაც შეიტყო მისი უცხოობის ამბავი, ცრემლი მოერია და ევედრა, გაჰყოლოდა სასახლეში, მაგრამ არ ისურვა და შროშანაც უკან გაბრუნდა.

მესამე დღეს წმინდა ნინო მცხეთაში ჩავიდა და მეფის ბაღისკენ გაემართა. ბაღის კართან მცველის ქოხი იყო. შიგნით შევიდა. იქ დახვდა ერთი ქალი, ბაღის მცველის ცოლი ანასტოსი, რომელმაც დანახვისთანავე, როგორც ნაცნობმა და მეგობარმა, ისე ჩაიკრა გულში, ფეხები დაბანა და ზეთი სცხო, გაუშალა ტრაპეზი, მიართვა ღვინო და აიძულა, ეჭამა და ესვა. წმინდა ნინომ ბაღის მცველის სახლში ცხრა თვე დაჰყო.

სამეფო ბაღის მცველი და მისი ცოლი უშვილოები იყვნენ, რასაც ძალიან დარდობდნენ. წმინდა ნინომ სიზმრად ჩვენებით იხილა ნათლისფერი კაცი, რომელმაც ურჩია, შესულიყო ბაღში და იქ ნაძვის ძირიდან მიწა აეღო და ეჭმია უშვილო ცოლ-ქმრისთვის. მართლაც, ამის შემდეგ მათ მრავლად ეყოლათ ძე-ასულნი.

იმავე ხანებში წმინდანმა, ბაღში მუხლებზე ასკეტურად მთვლემარემ, რამდენჯერმე ნახა სიზმრად, რომ მრავალფერადი ჩიტები მოფრინდებოდნენ, მდინარეში გაიბანებოდნენ და ბაღში რტოებს მოკენკავდნენ, მერე ნინოს ეჭიკჭიკებოდნენ და გარშემო ევლებოდნენ ჟღურტულით. ქალწულმა ეს სიზმარი მოუთხრო სიდონიას, აბიათარ მღვდლის ასულს, რომელმაც განუმარტა, წმინდანის მიერ ეს სამეფო ბაღი ღვთის სადიდებელ ბაღად გადაიქცევაო. რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ იმ ადგილას, სამეფო ბაღში, აშენდა ქართლის სამეფოში პირველი ეკლესია, რომელსაც, მოგვიანებით, სვეტიცხოველი ეწოდა.

მაყვლოვანში
მცხეთაში, სამეფო ბაღის მცველის სახლში 9-თვიანი ცხოვრების შემდეგ, წმინდა ნინო გავიდა ქალაქის ზღუდის გარეთ და დაბინავდა ერთ მაყვლის ეკალ-ბარდით შებურულ ადგილას. იქ შექმნა ვაზის ნასხლევისაგან ჯვრის გამოსახულება და ფარულად ლოცულობდა სამი წელი და ახდენდა მრავალ კურნებას. ამ ხნის განმავლობაში, სასწაულებრივი კურნების ძალის წყალობით, წმინდანმა დაიმოწაფა შვიდი ქალი, რომელთა შორის იყო სიდონიაც, აბიათარ მღვდლის ასული.

ამასობაში წმინდა ქალწულმა მრავალჯერ სცადა სიდონიას მეშვეობით გამოეკითხა მამამისისთვის ქრისტეს კვართის მდებარეობის ზუსტი ადგილი, რაზედაც აბიათარი ბუნდოვნად პასუხობდა: იქ არის იმ სამოსლის ადგილი, სადაც ხალხთა ენა არ დადუმდება ღმერთის მიმართ გალობაში და ის ადგილი არის, როგორც იაკობის ადგილი, სადაც მას კიბე ესიზმრა ზეცამდე აღწეული. მხოლოდ ის განმარტა აბიათარმა, რომ ქრისტეს კვართის დამარხვის ადგილი ლიბანიდან მოტანილი და მცხეთაში დარგული ნაძვის ახლოს იყო (ეს სამეფო ბაღის ის ადგილია, საიდანაც აღებული მიწა წმინდა ნინომ ბაღის უშვილო მცველსა და მის ცოლს აჭამა. ამ ადგილას მოგვიანებით სვეტიცხოვლის ეკლესია აშენდა).

მხოლოდ მცხეთაში მოსვლიდან მეოთხე წელს დაიწყო ნინომ დაუფარავად ქრისტეს რჯულის ქადაგება და სნეულთა კურნება.

სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში
მცხეთაში ჯვრის აღმართვის შემდგომ წმინდა ნინომ დედაქალაქი დატოვა და მთიულებთან წავიდა, პირუტყვის მსგავს ხალხთან, ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად და მათი კერპების შესამუსრად. "ქრონიკიდან" ვიგებთ, რომ ნინოს მთიულეთში წაუყვანია იაკობ მღვდელი და ერთი ერისთავი. თავდაპირველად იგი გაჩერებულა წობენში, სადაც მოუწოდებია მთიულებისთვის - ჭართლელებისთვის, ფხოველებისთვის, წილკნელებისთვის და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგია. მათ სცადეს თავის არიდება, მაგრამ ერისთავმა მსუბუქად მიმართა მახვილი და მათაც შიშით გადმოსცეს კერპები დასალეწად.

იქიდან წმინდა ნინო ერწოსკენ გადავიდა და გაჩერდა ჟალეთში, დაბა ედემში და იქ ნათელ-სცა ერწო-თიანელებს. ყვარლელებმა გაიგეს ეს და გადაიხვეწნენ თუშეთში. ისინი მოგვიანებით თრდატ მეფემ მონათლა.

ამის შემდეგ წმინდა განმანათლებელი ჩავიდა კუხეთში (კხოეთი) და შეჩერდა კაწარეთში, სადაც მონათლა კუხელები (კხოელები) და სოჯები, მათი ხალხითურთ.

ბოლოს წმინდა ნინო გადავიდა კახეთში, ქცელ-დაბაში. იქ მოიყვანა კახი მთავრები და მონათლა.

"მოქცევაი ქართლისაის" ქრონოლოგიის შესაბამისად, დგინდება, რომ წმინდა ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რამდენიმე წელი (შესაძლოა, 6 წელიც) გაგრძელდა.

დასნეულება და გარდაცვალება, კუხეთის დაბა ბოდი
კახეთში სარწმუნოების ქადაგების შემდეგ წმინდა ნინო დასნეულდა და გამოემართა მცხეთისკენ და როცა მოაღწია კუხეთის (კხოეთი) დაბა ბოდინს, იქიდან ვეღარ შეძლო სიარული. ქალაქ უჯარმიდან (უჟარმა) მოვიდნენ მეფე მირიანის ძე, რევი, მისი ცოლი სალომე და ასული და თავზე ადგნენ მზრუნველებად. მცხეთიდან მეფემ და მისმა ცოლმა, ნანამ, მიავლინეს იოანე მთავარეპისკოპოსი წმინდანის სანახავად და მცხეთაში წასაყვანად, მაგრამ მან არ ინება. სამაგიეროდ, წმინდა ნინომ სთხოვა მთავარეპისკოპოსს, მის შემდეგ იაკობ მღვდელს დაეკავებინა მისი ადგილი. იმავ დროს გადასცა ელენე დედოფლის მიერ ნინოსადმი მოწერილი წერილი, სადაც მას დედოფალს, მოციქულს და მახარებელს უწოდებდა, ასევე ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი ძელი ცხოვრებისას ნაწილი. შეწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა წმინდა ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

როდესაც შეიტყვეს წმინდა ნინოს სასიკვდილო სენის შესახებ, ბოდში შეიკრიბნენ ქვეყნის მეფენი, მთავრები ცოლებითურთ და მხედარი ერისკაცები. გარშემომყოფი დედოფლები და მთავრები ცრემლით ევედრებოდნენ, რათა წმინდანს მოეყოლა თავისი ამბავი - სად აღიზარდა, საიდან მოვიდა და როგორ მოაღწია ქართლამდე. მაშინ მოიტანეს საწერ-კალამი სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა და დაიწყო ნინომ თხრობა და ისინი იწერდნენ.

წმინდა ნინო გარდაიცვალ იქვე, კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ ბოდბესთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ბოდი უნდა იყოს დღევანდელი სოფელი ნინოწმინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმინდა ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახლოებით 332 წელს, 31 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო "სიცხე და ხურვება", რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.

განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა მირიან მეფემ განიზრახა, წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმაც კი ვერ დაძრა ის მცირე საკაცე, რომელზეც ნინო აღესრულა. ამის გამო წმინდანის გვამი დაკრძალეს ბოდში და მთელი სამეფო მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რათა თავისი ბუნებრივი სიმწირის გამო დიდება არ მოჰკლებოდა იმ ადგილს. ასევე, მეფემ მთავარეპისკოპოსს სთხოვა, იმ ადგილის პატივსაცემად დღესასწაული დაეწესებინა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat