ვინ იყო სუჯი დედოფალი
ვინ იყო სუჯი დედოფალი
წმინდა ნინომ სუჯი დედოფლის დახმარებით გააქრისტიანა კუხეთი

კუხეთი — ისტორიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში. ტერიტორიულად მოიცავდა მდინარეების არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. მეოთხე საუკუნეში აქ კუხთა და სუჯთა წარმართული ტომები სახლობდნენ.

"წმინდა ნინოს ცხოვრების" არსენი ბერისეული XII საუკუნის რედაქციაში ვკითხულობთ: აი, ნინოც "მიეახლა კუხეთს, დაბასა ბუდისას, დაყვნა მუნ დღენი რაოდენიმე და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა".

სწორედ კუხეთის დაბა "ბოდისში" დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა წმინდა ნინომ. აქ მისი ქადაგებით მოინათლა დედოფალი სუჯი, მისი მთავრები, მხედრები და მონა-მხევალნი.

წმინდა ნინომ სუჯი დედოფლის დახმარებით გააქრისტიანა კუხეთი და კახეთი. სიკვდილის წინ წმინდა ნინომ სუჯი დედოფალს გაატანა წერილი მცხეთაში მეფე მირიანთან.

მეტად საინტერესოა სუჯი დედოფალთან დაკავშირებული კიდევ ერთი ამბავი:
სუჯი მხლებლებით წავიდა მცხეთაში და მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალმა ილოცა, პირჯვარი გამოისახა და სახედრით შევიდა მდინარეში. მდინარე შუაზე გაიპო და დედოფალი უვნებლად გავიდა ნაპირზე.

წმინდა ნინო მირიან მეფეს სწერს: "ხსენებულმცა არს საუკუნოდ კეთილთა დედოფალი სუჯი, რამეთუ მოვიდა ჭეშმარიტსა ქრისტესა სარწმუნობასა და მოსრნა კერპნი და მოუძღვა და მოიყვანნა ერნი ღმრთისანი, ღმრთის მსახურებად". ქრისტიანობის მიღების შემდეგ კახეთის დედოფალი სუჯი მცხეთაში ჩავიდა და სვეტიცხოველს შესწირა მთელი მისი ავლა-დიდება და "დაბაჲ დიდი ბუდისი". 



ბეჭდვაელფოსტა
04.09. 2015
საინტერესოა ყოველივე ამის შემდეგ რატომ არ არის სუჯი კახეთის დედოფალი იმ წმინდანთა გვერდით ვინც თუნდაც მისი თანამედროვენი იყვნენ? (პეროჟავრა სივნიელი თუნდაც). რატომ არ ახსენებს ისტორიოგრაფია სათანადოდ, მაგალიად სუჯეთის სამთავროს და სუჯებს? საიდან დაასკვნე
საინტერესოა ყოველივე ამის შემდეგ რატომ არ არის სუჯი კახეთის დედოფალი იმ წმინდანთა გვერდით ვინც თუნდაც მისი თანამედროვენი იყვნენ? (პეროჟავრა სივნიელი თუნდაც). რატომ არ ახსენებს ისტორიოგრაფია სათანადოდ, მაგალიად სუჯეთის სამთავროს და სუჯებს? საიდან დაასკვნეს მათი ჰერობა ან ალბანელობა? ხაშმიდან ბოდბემდე ტერიტორია ალვანთა მიწა იყო? აზერბაიჯანელი ისტორიკოსებიც ზოგიერთი ჩვენთაგანის ნაყრანტალებს არგუმენტად იყენებენ-,,თქვენვე ამბობთ ალბანური ტომებია ჰერები და სუჯებიო'' ... სუჯეთმა არსებობა გიორგი მეორის დროს შეწყვიტა, როდესაც მეფემ თურქთა დახმარებით ვეჯინის ციხეს ალყა შემოარტყა და რა წამს მოეხსენა აჯამეთის ნადირობა, დაუტოვა თურქთ და ,,მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქვეანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოხრდა მუნ დღეინდელად დღემდე''... არ შეიძლება წარსულის დავიწყება და მისადმი გულგრილად მიდგომა. მართლაც ჭეშმარიტია ქრისტეს სიტყვები, წინასწარმეტყველი არსად უპატივცემულოდ ისე არაა, როგორც საკუთარ ქვეყანაში... ვ. სუჯაშვილი
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat