"თამამად შეიძლება სთქვას კაცმა, რომ დავითისთანა მეფე არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას"
"თამამად შეიძლება სთქვას კაცმა, რომ დავითისთანა მეფე არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას"

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.
დავით მეფემ აღადგინა ჩვენი ქვეყანა ნანგრევთაგან, ფენიქსებრ განაახლა და მოუმზადა ბრწყინვალე დრო გიორგი მე-III-სა და თამარ მეფისა. ამიტომ ისტორიამ უწოდა მას დავით-აღმაშენებელი.


დავით იყო წმიდა კაცი, ღრმად მორწმუნე და ღვთის მოსავი, მრავალჯერ განსაცდელში ჩავარდნილი ლაშქრობის დროს. ამიტომ შეასხა ამ მეფეს ხოტბა ლექსით მაშინდელმა მგოსანმა და დიდმა პიიტიკოსმა შავთელმა და გმირს თვისის სახოტბო პოემისას, იმავე დავითს უწოდა არაბულის ენით აბდულმესია, ანუ მონა ქრისტესი, ხოლო საქართველოს ეკელსიამ შერაცხა იგი თვისთა წმიდათა შორის და დააწესა მის მოსახსენებელ დღედ 24 იანვარი.


მატიანე მოგვითხრობს, რომ შეუძლებელია აინუსხოს და აიწეროს მთლად საქმენი დავითისაო. კაცი ვერ შესძლებს მის მრავალგვარ ღვაწლის აღწერას: ამას დიდი ნიჭი და შეძლება უნდაო. "მან აღასრულნა საქმენი, რომელნი ჩვენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყვითა წარმოგვიჩენია დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან". ან კი რა ქაღალდმა უნდა დაიტიოს აღწერა მისტა საქმეტაო, კითხულობს მემატიანე. "რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად საქმენი მისნი"?

 

დიაღ, თამამად შეიძლება სთქვას კაცმა, რომ დავითისთანა მეფე არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას. საქართველოს გვირგვინოსანთა შორის ვერავინ შეედრება დავითს ვერც ახოვნებითა და უძლეველობით, ვერც სამეფო სიბრძნით და ვერც ადამიანობითა და კაცურის კაცობით. ავნუსხოთ "ყოვლად კნინითა და სიტყვითა" საქმენი მისნი დაუვიწყარნი. მან მოაშორა მტერი-სალჩუკნი ქვეყანას. დაიხსნა ტფილისი, დედა-ქალაქი საქართველოსი მტერთაგან. მან გააერთიანა სამეფო და თავზარი დასცა განდგომილემისა და ცალკე სამთავროების მოტრფიალეთა. დავით მეფემ აღადგინა უშენი ქვეყანა, განაახლა მტრისაგან დანგრეულნი და დარღვეულნი ტაძარნი და ეკლესია-მონასტერნი. ძეგლის წერით რუის-ურბნისში აამაღლა ზნეობა ერისა, წესი და რიგი შემოიღო საეკლესიო ცხოვრებაში, საცა სიმონია და მიტაცება საეკლესიო თანამდებობათა გაბატონებულიყო.

 

მთელის მისის ხანგრძლივის მეფობის დროს უბრალო ქურდობაცკი არ მომხდარა და ერთი ადამიანი არ დასჯილა სიკვდილით ავკაცობისათვის. მან მოიგო გული უცხო ტომთა და უცხო სარწმუნოების აღმსარებელთა თვისის ლმობიერის და შემწყნარებელის ხასიათით. მისი ხშირი სიარული მეჩითში ჰმოწმობს, რაოდენ შემწყნარებელი იყო დავით მეფე სხვათა სარწმუნოებისა. მისი მონაწილეობა საეკლესიო კრებაზედ და ან მისგან დაწერილნი იამბიკონი ჰმოწმობს არა მარტო მის დიდს საღვთისმეტუველო ცოდნას, არამედ იმასაც, რომ დავითს გული სტკიოდა ქრისტეანთა განცალკევებისა და განწვალებისათვის, სცდილობდა მათს გაერთიანებას... სამხედრო სამკურნალო ქენონებში ხშირად დადიოდა დავით, ანუგეშებდა ავადმყოფ მხედართ და "მოწლედ" ემუსაიფებოდა, ხოლო გამოთხოვებისას ამბორს უყოფდა, ვითარცა ძმა და მეგობარი.


აი ასეთი დიდ-ბუნებოვანი იყო ის კაცი, რომელიც მეფობდა საქართველოში ამ 7-8 საუკუნის წინად და რომელიც თავმოსაწონებელი უნდა იყოს ყოვლის ქართველისათვის, მაგრამ გვახსოვს-ღა დრეს ეს საკვირველი, მეფე იმქვეყნის დაბეჩავებულ და გათახსირებულ ძეთა, რომლისათვისაც მან შესწირა თვისი ძალ-ღონე და სიცოცხლე? ან ბევრმა გადაიხადა მისი მოსახსენიებელი წირვა იმ ჩვენის ეკლესიის წარმომადგენელთა შორის, რომელმაც ოდესმე შერაცხა იგი, ამშენებელი გელათის დიდებულის მონასტრისა, თვისთა წმინდათა შორის?!
არა გვგონია...
"ივერია" N 20. 1902წ.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
01.10.2021
საზოგადოების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ თავის დროზე ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ივანე ჯავახიშვილი არჩევნებში მონაწილეობდნენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat