ივანე ჯავახიშვილი – მეფე ბაგრატ III და დავით დიდი კურაპალატი
ივანე ჯავახიშვილი – მეფე ბაგრატ III და დავით დიდი კურაპალატი
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობისათვის გული შესტკიოდა. ამ წრის საუკეთესო წარმომადგენელი, მისი სულის ჩამდგმელი და წადიერებათა თავგამოდებული განმახორციელებელი იოანე მარუშის ძე ყოფილა. მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რამდენად საუბედურო იქნებოდა საქართველოსათვის უსინათლო, უძლური კაცის მეფობა და ამიტომ "ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა, აწვია, რათა მოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი, ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი ესევე". იოანე მარუშის ძეს საქართველოს გაერთიანების გარკვეული და მტკიცე სურვილი ჰქონდა და ამის განსახორციელებლად საუკეთესო გზაც აარჩია. ტაოს მფლობელს დავით დიდ კურაპალატზე უკეთესად არავის შეძლო ეს განეხორციელებინა: იგი სახელგანთქმული იყო ყველგან, როგრც შინ საქრთველოში, ისე გარეთ სომხებსა, ბერძნებსა და არაბებს შორის ძლიერებითა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით; ამასთანავე მტკიცე და ძლიერი ხასიათის პატრონი იყო და თავის თავს არავის დააჩაგვრინებდა. რაკი მას შვილი არ ებადა, ამიტომ თავისი მახლობელი ნათესავი "ბაგრატ ძე გურგენისი გაეზარდა შვილად თჳსად"; მაშასადამე, იგი არამც თუ ქართველთა მეფეთა სამფლობელოს მემკვიდრე იყო, არამედ ტაოსიც; ხოლო თუ აფხაზთა მეფეების ტახტზე მართლაც ბაგრატს დასვამდნენ, მაშინ იგი გახდებოდა თითქმის მთელი გაერთიანებული საქართველოს ხელმწიფედ, კახეთისა და ჰერეთის ერთ ნაწილს გარდა. სწორედ ამიტომაც იოანე მარუშის ძე "ეძებდა მეფედ ბაგრატს".

დავით დიდ კურაპალატს მოეწონა იოანე მარუშის ძის წინადადება და თავის ჯარითურთ საჩქაროდ ქართლისაკენ გამოეშურა. ეს რომ კახელებმა გაიგეს ქართლს უჩუმრივ თავი მიანებეს და როცა დავით კურაპალატი მობრძანდა და ქუაჴრელთან დადგა, იოანე მარუშის ძე მიეგება და უფლისციხე მას გადასცა, ხოლო დავითმა "მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს"-ს; მაგრამ რაკი ბაგრატი ჯერ სრულწლოვანი არ იყო, ამიტომ "თანაგამგებელად" მამა მისი გურგენი დაუნიშნა.

დავით კურაპალატმა ქართლითგან წასვლის წინათ შეკრიბა ადგილობრივი აზნაურები და გამოუცხადა: "ესე (ბაგრატ) არს მკჳდრი ტაოსა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი"-ო. მაგრამ ქართლის აზნაურთაგან ყველა დიდებული აზნაურები ხომ იოანე მარუშის ძესავით საქართველოს საზოგადო საქმეზე და გაერთიანებაზე არა ფიქრობდნენ; პირიქით, პირადი და წოდებრივი გამორჩენისა და სარგებლობის წყურვილი სრულებით უხშავდა მათ ფართო საზოგადოებრივ გრძნობას და ქვეყნის ბედ-იღბალს თავიანთ წოდებრივ თავმოყვარეობას უქვემდებარებდნენ. აკი ამიტომაც დიდხანს ვერ მოითმინეს ქართლის დიდებულმა აზნაურებმა და "იწყეს კუალად მედგრობით ზაკულება": "შეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა და მოიყუანნეს ლაშქარნი კახეთით და გასცეს უფლის ციხე და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გურანდუხტ და წარიყუანეს კახეთად". დავით კურაპალატმა, ჩამოვიდა თუ არა ქართლში, ხელად გაარიგა საქმეები და წეს-რიგი დაამყარა; კახელებმა დატყვევებულნი განათავისუფლეს, ქართლის ყველა დაპყრობილი ადგილები დააბრუნეს წირქუალის ციხესა და გრუას გარდა.

იოანე მარუშის ძის გეგმა და ნატვრა, რომ ბაგრატი გაერთიანებული საქართველოს მეფედ გამხდარიყო, მალე განხორცილედა. აფხაზეთში უსინათლო თეოდოსის წყალობით ისე აიწეწა საქმეები და გაირყვნა ქვეყანა, რომ "შეიცვალა ყოველი წესი მისი და განგება პირველთა მეფეთა განწესებული"; ხალხი შეწუხდა; აფხაზეთის დიდებულ აზნაურებმაც დაინახეს, თუ რამდენად საზარალოა ხოლმე ქვეყნისათვის სუსტი ადამიანის მეფობა. აფხაზეთის ამისთანა მდგომარეობით ისარგებლა შორსგამჭვრეტელმა იოანე მარუშის ძემ და "ინება რათა მოიყუანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამიოთხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისა გან". დავით კურაპალატი ფრთხილად მოიქცა და ვიდრე მძევლები არ ჩამოართვა, თხოვნა არ აუსრულა. ახალგაზრდა ბაგრატი აფხაზეთში ჩაიყვანეს და "დალოცეს მეფედ".

როდის უნდა მომხდარიყო ეს შემთხვევა, რომელ წელიწადში გამეფდა ბაგრატ III საქართველოში, ამ საკითხზე შეიძლება ორგვარი პასუხი იყოს: იგი ორჯერ გამეფდა, პირველად თითქოს ქართლში, მეორედ აფხაზეთში, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ ლიხთ-იმერეთში. როდესაც დავით დიდმა კურაპალატმა ქართლი ბაგრატ გურგენის ძეს გადასცა, იგი მაშინ "ჯერე ჰასაკს თჳსსა ზედა უსრულ" იყო და ამიტომ "თანაგამგებლად დაუტევა მამა მისი გურგენ". ქართლში დამკვიდრების შემდგომ "ვითარ გარდაჴდა წელიწადი ამას შინა სამი", ბაგრატი მიიყვანეს აფხაზეთს "დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა, რამეთუ განსრულებულ იყო ჰასაკითა"-ო. "მტ˜ნე ქ˜ჲ" მოგვითხრობს, რომ ბაგრატ III "მეფობდა ოცდათექუსმეტ წელს და გარდაიცვალა მჴცითა შუენიერითა შემკული ქორონიკონსა: - ს˜ლ˜დ: - (234) თუესა მაისსა შვიდსა, დღესარ პარასკევსა"-ო. ქორონიკონი უდრის 1014 წ. ქ. შ., მაშასადამე ბაგრატ III გამეფებულა (1014-36) 978 წელს. ამგვარივე თარიღი ჩანს ათონის მონასტრის ერთს ხელნაწერში შენახულ ანდერძისდა მიხედვით; იქ სწერია: "ღმერთო, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და ქართველთა კურაპალატი... რომელმან ინება აღწერაჲ წმიდისა ამისა წიგნისა წმიდათა მოწამეთაჲ ინდიკტიონსა მეფობისა მათისასა: კე:" (25) დასაბამით გან წელთა ხქზ: (6607). ქორონიკონსა: სკბ:" (222)266. რაკი 1002 წელს ყოფილა ბაგრატ III მეფობის 25 ინდიქტიონი, ანუ წელიწადი, მაშასადამე იგი გამეფებულა 977 (1002-25) წელს; ხოლო თუ დასაბამითგან ავიღებთ თარიღს, მაშინ გამოვა 978 (6607-5604-25) წელიწადი. ამგვარად ბაგრატ III გამეფების თარიღად უნდა 977-978 წ. ვიცნათ და არა 980 წელს როგორც აქამდის იყო მიღებული. მაგრამ აქ იბადება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი: 977-978 წელს ბაგრატ III ქართლში თუ აფხაზეთში გაბატონების თარიღი იყო? უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ბაგრატი ქართლში 3 წელიწადია უკვე დამკვიდრებული იყო, როდესაც იგი აფხაზეთში მეფედ მიიყვანეს, მაშასადამე, ზემომოყვანილს საკითხს ქრონოლოგიისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ ათონის ხელნაწერის ზემომოყვანილ ანდერძის შინაარსს ჩავუკვირდებით, ამ საკითხის გადაწყვეტაც ადვილია. 1002 წელს ბაგრატი ყოფილა "აფხაზთა მეფე და ქართუელთა კურაპალატი", მაშასადამე, მაშინ იგი მხოლოდ აფხაზთა მეფედ ითვლებოდა, ქართლში-კი ჯერ არა, იქ მას კურაპალატობის პატივი ჰქონია; თუ გავიხსენებთ, რომ ბაგრატის მამა გურგენი ამ დროს, 1002 წელს, ჯერ კიდევ ცოცხალი (+ 1008 წ.) იყო, და 994 წელს, როდესაც "გარდაიცვალა ბაგრატ II რეგუენი ქართუელთა მეფე", მან "დაუტევა ძე თჳსი უხეცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთა მეფე", მაშინ ჩვენთვის ცხადი იქნება, რომ იმ დროს, 1002 წელს, ქართველთა მეფედ ბაგრატ III მამა გურგენი ითვლებოდა და იმიტომაც არის, რომ ბაგრატს მხოლოდ "ქართუელთა კურაპალატი" ეწოდებოდა. ბაგრატიონთა მემატიანე სამართლიანად ამბობს, რომ "ვიდრე გურგენის გამეფებადმდე (994 წ.) ესე ბაგრატ მეფე იქმნა (978 წ.) აფხაზეთს"-ო მაშასადამე, 977-978 წელს ბაგრატ III აფხაზეთში გამეფების თარიღია და არა ქართლში. ამისდა მიხედვით ცხადია, რომ მცირეწლოვანი ბაგრატი ქართლში 974-975 წელს გადმოუყვანიათ.

ახლად გამეფებული ბაგრატი მაშინვე არ შესდგომია ქვეყნის მოწესრიგებას, ჯერ საქმის მდგომარეობისა და ცხოვრების ვითარების გაგება იყო საჭირო. ამიტომაც არის, რომ მხოლოდ "ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად"; ესე იგი მხოლოდ 979-980 წელს შესდგომია ბაგრატ III სახელმწიფო საქმეების განმართვას. რასაკვირველია, პირველად მას უნდა იმ ორჭოფი მდგომარეობისათვის მიექცია ყურადღება, რომელმაც სახელმწიფო მართვა-გამგეობა ასე არივ-დარია. შეუძლებელი იყო ერთსა და იმავე დროს ორი მეფე ყოფილიყო გამგედ, რომელთაგან ერთი უსინათლო იყო. ვითარცა უსინათლო იგი თვით-ნება მოხელეთა სათამაშოდ იყო ქცეული და მისი მოქმედება წინ გადაეღობებოდა ბაგრატის გარკვეულს პოლიტიკას. ამიტომ, რომ იგი ქვეყნის ერთადერთი ბატონი ყოფილიყო და "ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილი, გინა თუ შიში უწესობისა თჳს მისა მიმართ აქუნდეს" (იქვე), მეფე ბაგრატმა თავისი უსინათლო ბიძა, მეფე თეოდოსი, ტაოს გაგზავნა დავით კურაპალატთან და თითონ ქართლისა და აფხაზეთის ერთადერთ ბატონად გახდა. ეს მომხდარა მაშასადამე, 980წ. ამიერითგან საქართველოს გაერთიანების საქმე მტკიცე ხასიათისა და შეუდრეკელის ნების პატრონს მეფეს ჩაუვარდა ხელში; დაუღალავად მუშაობდა იგი სამეფოს კეთილდღეობისათვის და არას დროს გარკვეულს გზას არ გადაუხვევდა, არც დაბრკოლების წინ შეჩერდებოდა და უკან დაიხევდა. აფხაზეთშიაც და ქართლშიაც ბაგრატი წესრიგის დამყარებას შეუდგა. ცდილობდა დიდებული აზნაურები თავიანთ ქერქში ჩაეყენებინა. ოღონდაც რომ ეს არაფრად მოეწონებოდათ ქართლის აზნაურებს, იმიტომ რომ თუმცა ისინი ქართლში მცხოვრებს ბაგრატის დედას, გურანდუხტს, ემორჩილებოდნე, მაგრამ თავისუფლად იყვნენ და "თჳთეულად განაგებდნენ საქმეთა ქართლისათა"; ასეთს გათამამებულ აზნაურებს ან რა გასაკვირველია თუ "არა ენება გარდმოსვლა" ბაგრატისა ქართლში. ამის გამო ქართლის აზნაურები ქავთარ ტბელის წინამძღვრობით მეფეს მოღრისის თავს დაუხვდნენ და მისი ქართლში გადმოშვება არ სურდათ. ბაგრატი შეება თავხედ აზნაურებს და დაამარცხა; მერე უფლისციხეში მივიდა, "აღიღო ციხე დედისაგან თჳსისა" და ქართლის გამგეობა ჩამოართვა, რომ იქაური თავგასული აზნაურობა თავის ძლიერ ხელს ქვეით და მორჩილებაში ჰყოლოდა. ამის შემდეგ ბაგრატმა თბილისის სამხრეთით მდებარე ქვეყანას მიაქცია ყურადღება. "ქართლისაგან მტკუარსა სამხრით კერძო ყოველივე თრიალეთი, მანგლისის ჴევი და სკორეთი", აგრეთვე ატენის ციხეც ამ დროს კლდეკარის ერისთავთ-ერისთავს რატს ეჭირა და "არა მორჩილებდა ბაგრატ მეფესა". მეფემ რომ ამ დიდებულ მოხელისა და ქვეყნის დამორჩილება დააპირა და ლაშქრის შეკრებას შეუდგა მისმა მოწინააღმდეგებმა დავით კურაპალატს ჩააგონეს ბაგრატს შენი მოკვლა სწადიანო, ამით რასაკვირველია შვილობილის წინააღმდეგ აამხედრეს. ბაგრატ III უნდა მიჰშველებოდა თავისი ლაშქრით მისი მამა გურგენი; ამ მზადებას ბაგრატ II ქართუელთა მეფეც (937-994), გურგენის მამა და ბაგრატის პაპა, რეგუენად წოდებული, შეუშინებია; ვაი თუ ამ ბრძოლაში მეც რამეს მიპირებდნენო, "ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენისაგან წაღებასა მეფობისასა"; ამიტომ იმანაც არჩია, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა დავით კურაპალატს მიჰმხრობოდა და კიდეც "მივიდა დავით კურაპალატისა წინაშე". ამას გარდა დავით "უჴმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა".

ქართველი მემატიანის ამ უკანასკნელს ცნობას სომეხთა ისტორიკოსი ასოღიკიც ადასტურებს; დავით კურაპალატს და ქართუელთა მეფეს ბაგრატს (II, რეგვენს) მეშველად ასოღიკის სიტყვით მოუწევიათ სუმბატ სომეხთა მეფე, რომელიც წასულა მთელის თავის მხედრობითა და ძმითურთ გაგიკით, ამას გარდა თანა ჰყოლია აგრეთვე კარის მეფე აბასი; ამგვარად, ბაგრატ III და მის მამის წინააღმდეგ იდგა შეერთებული მხედრობა ქართველთა, გვასპურაკანელთა, სივნიელთა და ალბანთა268. ეს შეერთებული ლაშქარი დაბანაკებული იყო დლივს ჯავახეთში. აქეთგან დავით კურაპალატმა მთელი ჯარი გურგენის წინააღმდეგ გაგზავნა, ბრძოლა მოხდა "გარდათხრილთა თავსა შავშეთისასა" და ძლეული გურგენი გაიქცა და წეფთის ციხეში შეიხიზნა. ამ დროს ბაგრატ III თავის ლაშქრითურთ თრიალეთში მივიდა და ს. კარუშეთში დადგა. გაგზავნა მზვერავი, რომელმაც მიციქულის სახით "განიცადა ლაშქარი", დაათვალიერა შეერთებული მხედრობა და მოტანილი ცნობებისდა მიხედვით მეფემ "იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინააღდგომა დავით კურაპალატისა", და ისევ მშვიდობიანი მოლაპარაკება ირჩია; იგი მარტოდ-მარტო მივიდა დავით კურაპალატთან "ითხოვა შენდობა" და "აუწყა ვითარმედ სხუასა არა რომლისა თჳს მოვედ, გარნა არა მორჩილებისა თჳს რატისა"-ო; მაგრამ ქართველი მემატიანის სიტყვებითგანა ჩანს, რომ ბაგრატ III, შეერთებულს მხედრობას რომ არ დაეფიქრიანებია, უეჭველია დავით კურაპალატსაც შეებმოდა. დავით კურაპალატმა თავის შვილობილს მიუგო: მე-კი "ესრეთ მითხრეს, რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვცან მართალი, რომელ უბრალო ხარ, ...მითავისუფლებიხარ რატის ზედა, დაიმორჩილე ვითაცა სახით გწადიან"-ო. ასოღიკის სიტყვით დავითს ბაგრატ III-ისგან მხოლოდ "ციხე საკურეთი" (=სკორეთი? საქორეთი?) მოუთხოვნია, რომ სუმბატ სომეხთა მეფისათვის მიეცა დახმარებისათვის; ბაგრატს აუსრულებია ეს თხოვნა და ციხე გადაუცია სუმბატისათვის, რომლის სიკვდილის შემდგომ ქართველებს სომხებისათვის იგი ისევ წაურთმევია. ასოღიკის სიტყვით მთელი ეს ამბავი მომხდარა 988 წელს და ეს თარიღი კარგად უდგება. ქართველი მემატიანის ცნობას, რომ წინამოთხრობილ თეოდოსის გამეფებისა (980 წ.) და გურანდუხტ დედოფლისაგან ქართლის ჩამორთმევის შემდგომ "გარდაჴდეს წელიწადნი რაოდენიმე"-ო.

ბაგრატმა რომ დავით კურაპალატის თანხმობა მიიღო, მეორე წელსვე მოულოდნელად რატს მიადგა და ადვილად დაიმორჩილა; ურჩმა ყმამ მეფეს ციხე კლდეკარი მისცა და თითონ "დაჯდა მამულსა თჳსსა არგვეთს"; მაშასადამე, სკორეთისა, თრიალეთისა და მანგლისის ხევის დამორჩილება 989 წელს მომხდარა.

1001 წელს გარდაიცვალა დიდი დავით კურაპალატი (სუმბატი, ც˜ა და უწ˜ყბა, 65). ყველა იმდროინდელი ისტორიკოსები დიდი ქებით იხსენიებენ მას. სომეხი მემატიანე ასოღიკი მაგ. მოგვითხრობს, რომ იმის წყალობით მთელ აღმოსავლეთის, მეტადრე სომეხთა და ქართველთა, მშვიდობიანობისა და აღშენების ხანა დამყარდა, იმიტომ რომ მან დააწყნარა ყველა ქვეყნებში მედგარი ომები, სძლია ყველა მეზობელ ერებს და ყველა მეფეები მას თავის ნებით დაემორჩილნენო.

ტაოს სამხრეთ ნაწილს გარდა (ჩრდილოეთის ნაწილი გურგენ მეფეთ მეფეს ეკუთვნოდა), რომელიც მას მემკვიდრეობით ეჭირა, ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში 977 წელს მოშველიებისა და სახელოვან გამარჯვებისათვის "მისცნეს მეფეთა (ბიზანტიისათა) ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რათა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ". ასოღიკის სიტყვით, როდესაც ბიზანტიის კეისარს დავით კურაპალატისათვსი შველა უთხოვნია, შველისათვის დაჰპირებია ხალტოჲარიჭის, კელასურის, ჩორმაირის, კარინისა, ბასიანისა, ციხე სევუკისა (მარდალში იყო), ჰარქისა და "აპაჰუნის" დათმობას და თავის დაპირება აუსრულდებია კიდეც, ამ სახელოვანს ომს იხსენიებს და გიორგი მთაწმიდელის ზემომოყვანილს ცნობას ადასტურებს ზარზმის წარწერაც, სადაც სხვათა შორის ნათქვამია... "ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი, ადიდენ ღმერთმან, უშველა წმიდათა მეფეთა, და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგვავლინნა, სკლიაროსი გავაქციეთ"-ო. ქართველ რჩეულ მხედრობის მთავარსარდლად, როგორც გიორგი მთაწმიდელი მოგვითხრობს, განთქმული, უკვე ათონის ივერთა მონასტერში ბერად შემდგარი, იოანე-თორნიკე ყოფილა.

მაგრამ რაკი შემდეგ დავით კურაპალატი აჯანყებულ ბარდა ფოკას მიეშველა, როცა ფოკას მოულოდნელმა სიკვდილმა 989 წელს კეისარი ბასილი განსაცდელისაგან გადაარჩინა, გარისხებულმა ბასილმა არაბ მემატიანის ჲაჰჲა ანტიოქელის სიტყვით დავითის დასჯა დააპირა. დავითმა კეისარს შენდობა სთხოვა და თავი მხოლოდ იმით იხსნა, რაკი კულავ მორჩილება აღუთქვა და დაჰპირდა, რომ მის სიკვდილის შემდგომ მთელ თავის სამფლობელოს, ვითარცა უძეო და უმკვიდრო, ბიზანტიის კეისარს უანდერძებდა.

ვითარცა ძლიერმა ნების პატრონმა, გულადმა მეომარმა და მეტად ბრძენმა და შორსგამჭვრეტელმა პოლიტიკოსმა დავით დიდმა კურაპალატმა ყველას პატივისცემა დაიმსახურა და სახელი გაითქვა. იგი მუდამ დაუცხრომელად ცდილობდა, რომ თავისი საბრძანებლის საზღვრები გაეფართოვებინა და როდესაც კი მოხერხებული ხელშემწყობი გარემოება იყო ხოლმე, მაშინვე მაჰმადიანთა ამირებს, მეტადრე ბადის, მოსაზღვრე ქვეყნებს გამოჰგლეჯდა ხლომე. როდესაც მაჲაფარკინის და სხვათა მფლობელი ბადი გარდაიცვალა და მის მაგიერ ამირად დადგა მისი დისწული აბუალი ძე მერვანისა, დავით კურაპალატი მიადგა ქ. მანაზკერტს და გარემოიცვა. დავითმა ქართველთა მახვილით და შიმშილით შეწუხებული ქალაქი აიღო და იქითგან მაჰმადიანნი განდევნა, ხოლო მათ მაგიერ ქალაქი ქართველებითა და სომხებით აავსო და თავის საბრძანებელს შემოუერთა. ამ გაბედულმა საქციელმა სპარსელები და არაბები აღაშფოთა და მათ დავით კურაპალატს მოციქული მიუგზავნეს, ან ეხლავე ქალაქი დაგვიბრუნე, ან არა და შენს წინააღმდეგ გამოვილაშქრებთო. რაკი ამ მოლაპარაკებით ვერა გააწყეს რა, ადარბაგანის ამირა მამლანი და სხვა ამირები შეერთებულის მხედრობითურთ დავით კურაპალატის წინააღმდეგ წამოვიდნენ. დავითიც მარტოკა არ დაჰხვედრია. მან მეშველად მოიწვია ბაგრატ II ქართველთა მეფე, გაგიკ სომეხთა მეფე და აბასი, ქართველ-სომეხთა შეერთებულმა ჯარმა ბაგრევანდის სანახებში ქ. ვალაშკერტში დაიბანაკა. სპარსელებმა შებმა ვერ გაბედეს და შეუბრძოლებლივ შინისაკენ გაბრუნდნენ (ასოღიკი 266-267). რაკი ბადი 990 წელს მოკვდა და იმავე წელიწადს მისი ტახტი მართლაც მისმა დისწულმა აბუ ალი ბენ მერვანმა დაიჭირა, რომლის ამირობამ 997 წლამდე გასტანა, ამიტომ ეს შემთხვევა 990 წელს ახლო ხანებში უნდა მომხდარიყო. ამის შემდგომაც მამლანის გულის წყრომა არ დამცხრალა; 998 წელს მან ხელმეორედ შეკრიბა ლაშქარი, მეშველად ხორასნის ამირა და სპარსეთის სხვა მფლობელები მოიხმო და შეერთებულის დიდის ჯარითურთ ტაოს ასაოხრებლად წამოვიდა. ამ დროს დავით კურაპალატი უკვე ძალზე მოხუცებული იყო, და ბრძოლის ველზე თითონ არ წასულა, მაგრამ მთელი თავისი მხედრობის წინამძღოლობა და მთავრობა სპასალარს გაბრიელს, ოჩოპენტრეს ძეს, ჩააბარა. ამასთანავე დავითმაც მოკავშირენი მოიწვია და გურგენმა ქართუელთა მეფემ თავისი 6000 რჩეული მეომარი მოაშველა ფერის ჯოჯიკის ძის მეთაურობით, ამდენივე გამოგზავნა გაგიკ სომეხთა მეფემ; ჯარით მოეშველა აგრეთვე ვანანდის მეფე აბასი. ასოღიკის სიტყვით სპარსთა შეერთებულ ლაშქარში - კი 100000 მეომარი ყოფილა. რაკი ასეთი ძლიერი სპის წინააღმდეგ ქართველებსა და სომხებს მეტად მცირერიცხოვანი მხედრობა ჰყავდათ, ისინი შებმას ვერა ბედავდნენ. სპარსელებმა რომ ეს შეამჩნიეს, გათამამდნენ, და ერთს დღეს საბრძოლველად მოემზადნენ. შეშინებულმა ქართველებმა და სომხებმა მტერს შეუთვალეს: დღეს-კი არა ხვალ შევებრძოლოთ ერთიერთმანეთსო. იმათ უარი თქვეს, მაგრამ რაკი ქართველებიდა სომხები ბანაკითგან გარეთ არ გამოსულან, ომის დაწყება ვერც იმათ გაბედეს, მარტო ფალავნები იბრძოდნენ ორთავ მხრივ, ქართველთაგან ხუთი კაცი მოკვდა. სპარსელებმა იფიქრეს, დღეს ალბათ არაფერი იქნებაო, და აქეთ-იქით გაიფანტნენ. ამით ისარგებლეს ქართველებმა და სომხებმა, სწრაფად აღიჭურვნენ, უეცრად სპარსელებს თავს დაეცნენ და მუსრი გაავლეს. ქართველთაგან ამ ბრძოლაში თავი ისახელეს მესხებმა, ძმებმა გამრეკელებმა. ამირა მამლანი გაიქცა, მაგრამ მას უკან დაედევნენ, ქ. არჭეშამდის მიჰყვნენ და მრავალი ჯარის კაცი დაუხოცეს. მერე უკან გამობრუნდნენ და მტრების მთელ ბანაკსა და განძს დაეპატრონნენ.

თუმცა, როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, დავით კურაპალატი იძულებული იყო აღთქმა დაედო, რომ მთელ თავის საბრძანებელს კეისარს უანდერძებდა, მაგრამ დავით კურაპალატს, როგორც ეტყობა, მაინც იმედი ჰქონდა, რომ საკუთარ მამაპაპეულს სამფლობელოს მაინც თავის შვილობილს დაუტოვებდა. ქართლის აზნაურთა წინაშე მან ბაგრატი ტაოს მემკვიდრედ გამოაცხადა. მაგრამ, გაიგო თუ არა ბასილ კეისარმა მხცოვან კურაპალატის გარდაცვალების ამბავი, მაშინვე, იმავ, 1001 წელს ტაოსაკენ გამოეშურა; მას მიეგებნენ მეფენი გურგენ და მისი შვილი ბაგრატ. ალბათ დავით კურაპალატის სამფლობელოს მიღების იმედით; კეისარმა დიდის პატივით მიიღო აფხაზთა მეფე ბაგრატ III და კურაპალატობა მისცა, ხოლო მის მამას, ქართუელთა მეფეს, გურგენს მაგისტროსობა; დავით კურაპალატის საბრძანებლის გამგეობა-კი ერთს ბერძენს მოხელეს ჩააბარა. მაშასადამე, ბაგრატ III კურაპალატობის პატივი, ხოლო გურგენს მაგისტროსობა 1001 წელს მიუღიათ; ამგვარად, ბაგრატ III ამიერითგან იყო აფხაზთა მეფე და ქართუელთა კურაპალატი, როგორც იგი იწოდება ზემომოყვანილს შაორის 1002 წლის ხელნაწერში. რაკი ამ დროს ქართუელთა მეფედ მისი მამა გურგენი ითვლებოდა, მას შეეძლო ყოფილიყო მხოლოდ "ქართუელთა კურაპალატი". მაგრამ ბასილ კეისარმა მის მამას გურგენ მეფეთ მეფეს და ქართუელთა მეფეს მაგისტროსობის პატივი მიანიჭა. კურაპალატობა მაგისტროსობაზე უფრო მაღალ საკარისკაცო პატივად ითვლებოდა. ამიტომ კეისრის საქციელი უცნაური იყო და ქართველი მემატიანის სიტყვით ბოროტი განზრახვით უნდა ყოფილიყოს ნაკარნახევი; იგი ამტკიცებს, რომ ბასილმა მამას მაგისტროსობა, ხოლო შვილს კურაპალატობა იმიტომ მისცა, "რათამცა ვითარ მტერი ყუნა ერთმანერთისა მიმართ მამა-ძენი ესე და მით ღონითა იძმაცვა".

მაგრამ ბასილმა თავის წადილს ვერ მიაღწია: "გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკვითა ამით მიზეზითა და ვერა უძლო [ვერას]ღონის ძიებითა".

ცბიერმა კეისარმა არამც თუ თავის იდუმალი განზრახვის აღსრულებას ვერ მიაღწია, პირიქით, გურგენ მეფე ტყუილუბრალოდ გადითკიდა. გულნაწყენი ქართუელთა მეფე შეურაცხყოფისათვის შურის საძიებლად იმავე 1001 წელს თავისი მხედრობითურთ ბიზანტიის ხელმწიფის ხელში მყოფ ტაოს შეესია და ოლთისის ციხეს მიადგა, მაგრამ ვერც ის აიღო, ვერც სხვა რომელიმე ციხე. კეისრის გამოგზავნილმა სარდალმა კანიკლ მაგისტროსმა აღუთქვა გურგენს, რომ კეისარი მის სურვილს აასრულებდა, თუ რომ მშვიდობიანობას ჩამოაგდებდა. ამის შემდგომ გურგენი და ბერძნები დაზავდნენ.

ამგვარად, ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა და იმიერ-ტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოხერხდა. 1008 წელს გარდაიცვალა გურგენ მეფე და ბაგრატი "ეუფლა ტაოს"-აც. ეხლა-კი ბაგრატ III გახდა მეფეთ-მეფედ, აფხაზთა და ქართუელთა მეფედ.

ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზედაც მიდგა. ბაგრატ მეფემ თავდაპირველად კახეთის ქორეპისკოპოზს დავითს შეუთვალა, მარტო ქართლის ციხეები, რაც მიტაცებული გაქვს, დამიბრუნეთო; მაგრამ იქითგან ცივი უარი მოუვიდა; ისევ ძალით ურჩევდნენ დაპყრობას: "უკუეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი"-ო, დაცინვით შემოუთვალა დავითმა. ბაგრატმაც შეკრიბა ჯარი, მოკლე გზით ჯავახეთითგან კახეთში ჩავიდა, დაიპყრა ჰერეთი და იქ თავისი მთავარი აბულალი განაჩინა. გაემგზავრა თუ არა ბაგრატი შინისაკენ, მაშინვე ჰერეთი გადაუდგა ახალს ბატონს და დავით ქორეპისკოპოზს მიემხრო. ბაგრატი იძულებული იყო კვლავ მოსულიყო კახეთის დასაპყრობლად. აქ გარდაცვალებულ დავითის მაგიერ მეფობდა მისი შვილი კვირიკე. მეფემ ხელმეორედ დაიპყრა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორის წლის განმავლობაში ყველა სიმაგრეები ხელში ჩაიგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში "წლითი წლამდისი" მომწყვდეული კჳრიკეც იძულებული იყო ბაგრატს დამორჩილებოდა. მეფემ კახეთითგან "წარმოიყუანა კჳრიკე და (და)იმჭირა თჳსსა კარსა ზედა". ამგვარად, ბაგრატ მეფემ ორი წლის განმავლობაში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიპყრა და თავის სამფლობელოს შემოუერთა. კახეთის შემოერთება, მაშასადამე, დაახლოვებით 1001 წლის ახლო ხანებში მომხდარა.

ეხლა კი თითქმის მთელი საქართველო გაერთიანებული იყო: ქ. თბილისისა და შულავერ-ბოლნისის ხეობათა და ტაშირის გარდა ერთეულს სახელმწიფოს შეადგენდა. ტაშირი და "ქართველთა ველი" ბოლნის-დმანისის ხეობანი, სომეხთა ხელში იყო და დავით გურგენის შვილს ეპყრა; ქ. სამშვილდე მან თავის საჯდომად აქცია და ქ. დმანისიც აიღო. თუმცა გაგის ციხის მფლობელი, დემეტრე მარზპანი, ქართველებს მიემხრო, ხელმეორედ მოინათლა და თავისი შვილი, ტაშირის "მამფალი" ჰჳნენეს ვანში დაადგინა, მაგრამ დავით გურგენის შვილმა განდევნა იგი გაგითგან. 1001 წელს გურგენის ძე მისმა ბიძამ გაგიკ სომეხთა მეფემ დაიმორჩილა.

საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ერთხელ უკიდურესს საშუალებასაც-კი მიმართა, რომ კლარჯეთში მშვიდობიანობა უზრუნველი ყოფილიყო და მოსალოდნელი განდგომის შიში მოესპო, ბაგრატმა "მოიყუანნა კლარჯნი ჴელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დისწულისანი, დარბაზობად მის წინაშე ციხესი შინა ფანასკერტისასა"; მაგრამ დარბაზობისა და პატივისცემის მაგიერ, მეფემ "შეიპყრნა იგინი და აღიხუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი", ხოლო თვით "იგინი პატიმარ ყუნა ციხესა შინა თმოგვისასა"; სანამ ცოცხლები იყვნენ, ისინი იქითგან არ გამოსულან; 1011-1012 წელს "ციხესა შინა თმოგვისასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი" და მისი ძმა გურგენი. მათმა შვილებმა ბაგრატმა, სუმბატის ძემ, და დემეტრემ, გურგენის ძემ, განსაცდელს თავი დააღწიეს, კონსტანტინეპოლში გაიქცნენ და ბასილ კეისარს შეეფარნენ; ხოლო სხვა "შვილნი კლარჯთა მეფეთანი, რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა" .

ბაგრატ მეფე იძულებული იყო რანშიც გაელაშქრა იმიტომ, რომ "მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, აწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად [და] ტყუენვად ადგილითი ადგილად".

ფალდონის ამგვარი მოქმედება და "კადნიერება მისი" უნდა უეჭველად აელაგმა მეფეს და, თავისი განზრახვა რომ უფრო ადვილად განეხორციელებინა, მოკავშირე იშოვა; "წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა სომეხთა მეფისა, აწვია რათა იძიოს შური ფადლონისა გან". გაგიკმა რასაკვირველია ამის გაგონებაზე "განიხარა სიხარულითა დიდითა" იმიტომ, რომ ფადლონი მასაც ეცილებოდა და ემტერებოდა ხოლმე, და საჩქაროდ ლაშქარი შეაგროვა. ორნივე მოკავშირე მეფეები ზორაკერტს შეიყარნენ და ფადლონის საბრძანებელს შეესივნენ. ბაგრატ მეფემ "წარმოტყუენა ქუეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შანქორს... და მცირეთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი". შეშინებულმა ფადლონმა მოციქული მოუგზავნა და "ითხოვა შენდობა, აღუთქვა დღეთა შინა სიცოცხლისა თჳსისათა მსახურება, გაუკუეთა ხარაჯა და დაუწერა ფიცითა [სპითა] თჳსითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა". მეფე ბაგრატმა პასუხის გაცემამდე "შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა" და ჰკითხა, როგორ ემჯობინება რომ მოვიქცეთო? დიდებულთა ბჭობამ დაზავება ურჩია და მეფეც დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, გააბრუნა ფადლონის მოციქული და იმის პირით განძის ამირას "აუწყა ზავის დასტური".

რაკი ფადლონმა სიტყვიერად დანაპირები საქმით აასრულა, ამიტომ გამარჯვებული ბაგრატ მეფე საქართველოში დაბრუნდა. როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, ეს ლაშქრობა ფადლონისაგან კახეთის დარბევას გამოუწვევია, მაშასადამე, იგი უნდა მომხდარიყო 1010-1014 წლებში.

ბაგრატ მეფის მტკიცე ხასიათმა, ბრძნულმა და წინდახედულმა მმართველობამ, ვაჟკაცურმა გაულადობამ და შორსგამჭვრეტელმა პოლიტიკამ საქართველო გააერთიანა და მისს ძლიერებას მკვიდრი საფუძველი დაუდვა. არც გასაკვირველია, თუ რომ იმროინდელი ქართველი ისტორიკოსები მისი მოღვაწეობით აღტაცებულნი ცოტა არ იყოს გაზვიადებით გვისურათებენ მისის მეფობის ნაჭირნახულევს: ბაგრატ მეფემ, მოგვითხრობს მაგ. სუმბატი, "დაიპყრა ყოვლი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგანადმდე, ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფობათა ნებიერად განაგებდა, მეფე სპარსთა თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და რამეთუ ბერძენთა მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე".

"მატიანე ქართლისაჲ"-ც ცხოველის მჭერმეტყველებით გვიხატავს დიდებული მეფის სურათს: "ესე ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე წარემართა ყოველთავე ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა, ამისად მოაჯედ და შემპოვნედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი და მოლაშქრედ, ვითარცა თჳსნი დიდებულნი და მისანდობელნი, დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი წინააღმდგომნი, მომადლა დღეთა მისთა მწვიდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა"-ო თავის აღფრთოვანებულ დახასიათებას ისტორიკოსი შემდეგის საზოგადო დასკვნით ათავებს: "ვსთქუთ ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასარისა არავინ გამოჩინებულ არს სხუა მსგავსი მისა დიდებითა და ძალითა ყოვლითა განგებითა"-ო. მეფე ბაგრატი "მეფობდა ოცდა ათექუსმეტ წელ". სახელოვანი მეფე უკვე ხანში შესული იყო, "მჴცითა მშვენიერითა შემკული", როდესაც ტაოში, ციხესა ფანასკერტისასა, მყოფი გარდაიცვალა 1014 წელს მაისის 7, დღესა პარასკევსა. იგივე 1014-1015 წელს აღნიშნული აქვს არისტაკეს ლასტივერელსაც ბაგრატ III გარდაცვალების თარიღად. ზვიად ერისთავთ-ერისთავმა მეფე ბაგრატის გვამი წამოიღო ფანასკერტითგან და "დამარხა ბედიას".

მასალა აღებულია წიგნიდან – "ივანე ჯავახიშვილი", თხზულებანი თორმეტ ტომად, IIტ, თბილისი, 1983წ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
01.10.2021
საზოგადოების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ თავის დროზე ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ივანე ჯავახიშვილი არჩევნებში მონაწილეობდნენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat