ივანე ჯავახიშვილი - მეფე დემეტრე I (1097-1156)
ივანე ჯავახიშვილი - მეფე დემეტრე I (1097-1156)
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე და დაადგა გჳრგჳნი თჳთ მისითა ჴელითაო". დემეტრე მეფეს ყველა ისტორიკოსი ერთხმივ გულად და სახელოვან გვირგვინოსნად სთვლიან; ზემოდსახელებული ქართველი მემატიანე მაგ. ამბობს: დემეტრე I-მა "იპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა" და "ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ძესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა"; მამაცს უწოდებს მას სტეფანოს ორბელიანიც, ხოლო მათე ურჰაელი ამბობს, რომ იგი "გულადი და ღვთის მოყვარე და ყოვლითურთ თავის მამის დავითის მსგავსი იყოო".

სამწუხაროდ, რაკი არც ერთი მემატიანის ნაწარმოები დემეტრე I-ის შესახებ "ქართლის ცხოვრების" კრებულში შეტანილი არ არის, ამიტომ მისი ცხოვრება და თავგადასავა¬ლი საიდუმლოებით არის მოცული, ხოლო მოღვაწეობის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამის გამო ხეირიანად არც კი ჩანს, რაზე იყო დამყარებული ამ მეფის დიდი სახელი. როგორც ეტყობა, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაშიც არის ამაზე ცნობა შენახული, დემეტრე I-ის ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში უფლისწულობის დროს მოუხვეჭია გულადი მეომრისა და ხელოვანი მხედართმთავრის სახელი, როდესაც 1117 წელს მეფე დავითმა "გაგზავნა ძე თჳსი დემეტრე შარვანს სპითა ძლიერითა ლაშქრად. ხოლო მან ქმნნა ომნი საკჳრველნი, რომელთა განაკჳრნა მხილვენი და მსმენელნი, გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-მოსილი მოვიდა წინაშე მამისა თჳსისა სავსე ალაფითა და ტყჳთა ურიცხვითა". ლაშა-გიორგის დროინდელი უსახელო მემატიანეც ამბობს: დემეტრე "ოდეს ჯერ არ მეფე იყო, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა, ქმნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკუირვნა და აღიღო ციხე ქუელაძორი, აღივსო ალაფითა და ტყუით ურიცხუითა".

დემეტრე მეფე მხნედ იცავდა მამის მემკვიდრეობას და საქართველოს ფართო საზღვრებს; თანაც ცდილობდა, შეძლებისად სამეფო გაეფართოვებინა. თავდაპირველად მან "დმანისი და ქალაქი ხუნანი სპარსელებს წაართვა". ამ ცნობას სხვა წყაროებიც ადასტურებენ. ერთს ძველ ხელნაწერებისდა მიხედვით შედგენილ კჳნკლოსში მაგ. ნათქვამია: იმავე წელს, როდესაც დემეტრე გამეფდა და "დაიჭირა ყოველი სამეფო, ამასავე ქრონიკონსა სამას ორმოცდა ხუთ¬სა მიუხდა დმანისს, წაუღო ციხეო". მაშასადამე, დმანისის ციხე დემეტრე მეფეს 1125 წელსვე შემოუერთებია. ხოლო ქ. ხუნანის შესახებ სტეფანოს ორბელიანს მოთხრობილი აქვს, რომ დემეტრეს მეფობაში ივანე და სუმბატ ორბელებმა მრავალ წელს მაჰმადიანთა ხელში ნამყოფი ხუნანი აიღეს სომეხთა წელთაღრიხვით 577-ს, ანუ 1128 წელს, ესე იგი, დმანისის ციხის დაჭერის სამი წლის შემდგომ. ყურადღების ღირსია, რომ, სტეფანოს ორბელიანის სიტყვით, პირიქით დმანისის აღება თითქოს ქ. ხუნანის დაპყრობის შემდგომ მომხდარიყოს და დმანისის დაპყრობის ღვაწლი ვითომც ივანე აბულეთის ძეს მიუძღოდეს.

ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი მემატიანე ამბობს, რომ დემეტრე მეფემ "გააქცივნა სუქმეთნი. ოდეს სუქმეთნი გააქცივნა დემეტრემ, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდა ათი. თავ[ნ]ი ყოვლისა სპარსეთობისა დაჴოცნა და ამოსწყუიდნა, აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნიო". ქრონიკონი 350 უდრის 1130 წელს, მაშასადამე, სუქმეთად აქ შეიძლება ნასირადდინ სუკმან II (1128-1183 წწ.) იყოს ნაგულისხმევი. არც ერთს სხვა წყაროში ამ ბრძოლის შესახებ არაფერი მოიპოვება. დემეტრე მეფე იძულებული იყო, ქ. ანისი წინანდელ მეპატრონე მანუჩეს შვილებისათვის დაეთმო იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა, ქ. ანისი სპარსთა ლაშქარმა მეტისმეტად შეაწუხა. საქართველოს მეფემ ყმობისა და მორჩილების დიდი ფიცი და სიმტკიცე ჩამოართვა მანუჩეს შვილებს და მხოლოდ ამის შემდგომ გადასცა მათ ქ. ანისი. მათ აასრულეს პირობა და მთელ თავის სიცოცხლეს საქართველოს ბატონის მორჩილნი იყვნენ. ვარდანს ეს ამბავი ცოტა სხვა¬ნაირად აქვს მოთხრობილი:

"ამ დროს აბლსოვარის ერთმა შვილმა, რომელიც ხორასანში იყო, მამისა და ძმების თავგადასავლისა და დავით მეფის სიკვდილის ამბავი შეიტყო თუ არა, მამეულ ქალაქ ანისის სათხოვნელად მოვიდა და ვედრებით შეეხვეწა აბულეთსა და ქალაქის მთავრებს. რაკი ქალაქი თურქთაგან დიდს გაჭირვებაში იყო, ამიტომ აბულეთმა გადასცა მას (ანისი), შეიწყალა ქრისტიანენი, უფრო კი თავისი შვილი ივანე, რომ იგი მუდმივ ომებში არ დაღუპულიყო, და გადასცა მას" ქალაქი ანისიო. არსებითად, ვარდანსაც აღნიშნული აქვს, რომ ქ. ანისი ქართველებს ისევ წინანდელი მმართველის ერთ-ერთი მემკვიდრისათვის გადაუციათ, რომ თუმცა ეს ნებაყოფლობით მომხდარა, მაგრამ მაინც მაჰმადიანთა მედგარს იერიშს გამოუწვევია, რომელიც თურმე განუწყვეტლივ მიჰქონდათ ანისზე. ვარდანი არა სცდება, როდესაც ამ საქმის მონაწილედ აბულეთს ასახელებს იმიტომ, რომ დავით აღმაშენებელმა ახლად დაპყრობილ ანისში მმართველად მართლაც აბულეთი დანიშნა. ვარდანის სიტყვებითგან მხოლოდ ნათლად არა ჩანს, ანისის დათმობა აბულეთის პირად, მეფის დაუკითხავად გადაწყვეტილ და ანგარებით ნაკარნახევ მოქმედებად მიაჩნია, თუ აბულეთი აქ საგანგებოდ დასახელებული ჰყავს მხოლოდ ვითარცა ქ. ანისის გამგე და მონაპირე მთავარი? 1138-1139 წლებში, როდესაც ადარბაგანსა და რანში საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქ. განძა (განჯა) დაინგრა და მრავალი მცხოვრები დაიღუპა, იმავე 1138-1139 წლებში დემეტრე მეფეს ქ. განძის წინააღმდეგ გაულაშქრია და იქითგან საქართველოში ძლევამოსილი დაბრუნებულა.

მეფეს თან ქ. განძის კარები წამოუღია. ეს კარი ეხლაც გელათის მონასტერში ინახება და ზედ ამ ამბის დამამტკიცებელი დაზიანებული ქართული წარწერა აქვს. ამ წარწერაში ნათქვამია, რომ დემეტრე მეფეს ეს კარი მოუტანია "[წე] ლსა მეფ [ო] ბის… იგ: (13) ხ՜დასაბამითგან"... ანუ მართ¬ლაც 1138-1139 წლებში.

1130 წელს ქვეშე სომეხთა ისტორიკოსს ვარდანს შემდეგი ამბავი აქვს მოთხრობილი: "უფლის წულს [და] ივანე აბულეთის ძეს უნდოდა[თ] დემეტრე (მეფისა) და თავის ძმის მოკვლა. მაგრამ ივანეს მამამ, აბულეთმა თავის (შვილის) წინაშე ჭაღარა გაიშალა და (განზრახულის აღსრულება) დაუშალა. ძმათა შორის (ჩამოვარდნილი) მზაკვრობის წყალობით ორივენი დმანისის ციხეში დაამწყვდიეს. როდესაც დემეტრე (მეფემ) ეს (ამბავი) შეიტყო, (მივიდა დმანისის ციხეში და) ივანეს (დაცინვით) უთხრა: "აჰა შემიპყარ!"-ო. ხოლო მან სინანულით უპასუხა: "არა, მეფევ, მე ხელთ მოგეცით თქვენი ძმა, რომელიც თქვენს მეფობას ეძიებს". (მეფემ) შეიპყრა იგი (ძმა?), "(თვალი) დაუბნელებინა და გაათავისუფლაო". იმავე მემატიანის სიტყვით ივანე აბულეთის ძემ 1131 წელს გაილაშქრა და გარნისი აიკლო, ხოლო "მეორე წელიწადის დამდეგს (ანუ 1132 წ.) დემეტრე (მეფემ) გულადი ივანე ვერაგობით მოაკვლევინა. მისი შვილი თირქაში ამირთ-ამირა შაჰი-არმენთან წავიდა, მისგან (საგამგეოდ) არშარუნის (ქვეყანა) მიიღო და (იქითგან) დიდის თავგამოდებით აოხრებდა საქართველოს". როგორც თვით ვარდანისავე სიტყვებიდან ჩანს, დემეტრე მეფეს თირაქში მაინც ხელში ჩაუგდია და საპყრობილეში ჩაუმწყვდევია. ვარდანის მოთხრობა მეტად მოკლე და ბუნდოვანია, მაგრამ არსებითად მართალი უნდა იყოს. რომ ივანე აბულეთის ძის სიკვდილით დასჯა ნამდვილი ამბავია, ეს ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი მემატიანის თხზულებითგანაცა ჩანს; იგი ამბობს: "დემეტრე აბულეთის ძესა ივანეს თავი მოკუეთა ჩხერესმერეს მეოცესა წელიწადსა მეფობისა მისსა და მეტეხთა დადვა ფიცისა არ გატეხისათჳსო". თავის მოკვეთა ცხადად ამტკიცებს, რომ ივანე აბულეთის ძე რაღაც პოლიტიკური დანაშაულობისათვის (ალბათ ღალატისათვის) უნდა ყოფილიყო დასჯილი. მაგრამ მემატიანის სიტყვებითგანა ჩანს, რომ მეფეს დამნაშავისათვის წინათ რაღაც "ფიცი" მიუცია და სწორედ "ფიცისა არ გატეხისათჳს" მეტეხში დაუმარხავს. ცხადია, რომ "ფიცი" და სიმტკიცე შეუძლებელია დამარხვის თაობაზე ყოფილიყო დადებული და დემეტრე მეფის უკანასკნელი საქციელი, ალბათ, მხოლოდ გატეხილი ფიცის დასაფარავად მოგონილი გარეგნული თვალთმაქცობა და ხრიკი იქმნებოდა. ვარდანი და ქართველი მემატიანე ივანე აბულეთის ძის დასჯის თარიღის თაობაზე ერთიერთმანეთზე შორი-შორს არიან, ვარდანი 1132 წელს ასახელებს, ქართველი მემატიანე კი 1145 წელს. თვით დანაშაულობის შესახებ ჩვენ ვარდანის მოთხრობის მეტი სხვა არავითარი წყარო არ მოგვეპოვება, რომ ვარდანის მოკლე და ბუნდოვანი აღწერილობა შეგვევსო და საქმის ნამდვილი ვითარება გაგვეგო. ცხადია მხოლოდ, რომ ივანე აბულეთის ძეს დემეტრე მეფის ღალატი განუზრახავს, მაგრამ პირადის განზრახვით კი არა, არამედ დემეტრე მეფის ძმისათვის, რომელიც თურმე ეძიებდა მეფობასა. დავით აღმაშენებელის "ცხო-რებაში" დემეტრეს გარდა დიდებული მეფის სხვა შვილი მოხსენებული არ არის. მაგრამ არც ის არის ნათქვამი, რომ დემეტრე მხოლოდშობილი ძე იყო, მაშასადამე, შესაძლებელია დემეტრეს ძმები თუ არა, ერთი ნახევარ-ძმა, ყივჩაყთა მთავრის ასულისაგან შობილი, მაინც ჰყოლოდა. ან იქნებ განდგომის მოთავე უფლისწული დემეტრეს ძმად წოდებული, დემეტრეს ბიძაშვილი ყოფილიყო, დავით აღმაშენებლის იმ ძმის შვილი, რომელსაც, მათე ურჰაელის სიტყვით, "თოტორმე" რქმევია. დასასრულ, შეიძლება ამ ადგილას ვარდანის ტექსტი დამახინჯებული იყოს, აკლდეს კიდეც და თავდაპირველად ასე წერებულიყოს: "ივანე აბულეთის ძემ და დავით (უფლისწულმა) განიზრახა მოკვლა დემეტრესი (მამისა) და თავის ძმის (გიორგისა)". თუ უკანასკნელი აზრი სწორია, მაშინ ვარდანსაც ამ ადგილას დავით უფლისწულის იმ შეთქმულებაზე უნდა ჰქონდეს საუბარი, რომლის შესახებაც თამარ მეფის ისტორიკოსს გაკვრით მცირეოდენი ნათქვამი აქვს. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება ვარდანის ის ცნობა, რომ დემეტრეს თავისი წინააღმდეგი და მოღალატე დაუტყვევებია და დაუბრმავებია. დავით უფლისწული კი, შემდეგ ცოტას ხნობით მეფედაც ნამყოფი, არც ერთს ისტორიკოსს უსინათლოდ მოხსენებული არა ჰყავს.

თამარ მეფის ისტორიკოსს იქ, სადაც დემნა უფლისწულის განდგომაზეა ლაპარაკი გიორგი მეფის წინააღმდეგ, ნათქვამი აქვს, რომ "დავითცა მამამან მისმან ღალატსა და განდგომილებასა შინა მამისა მის დემეტრესსა ამოსწყჳდნა ამის სამეფოსა დიდებულნი, რომელნიმე ექსორია ქმნილნი, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითაო". მაშასადამე, დავით უფლისწულის განდგომა თავისი მამის, დემეტრე მეფის წინააღმდეგ უტყუარი ამბავი ყოფილა და 1150 წელს მომხდარა. ამ აჯანყების მიზეზად, როგორც ეტყობა, ის უნდა ყოფილიყო, რომ დემეტრეს ორი შვილი ჰყავდა, — უფროსი დავით და უმცროსი გიორგი, — და დემეტრე მეფე ყოფილა "მარჩეველი ძისა უმცროსისა" გიორგისა. ამ განდგომილებაშიც, როგორც ჩვეულებრივ, "ამის სამეფოს დიდებულნიც" იღებდნენ მხურვალე მონაწილეობას; მაგრამ დემეტრე მეფეს მოღალატეთათვის უჯობნია და მონაწილენი დაუსჯია ზოგი გაძევებით, "ექსორიით", "რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა". თვით მოთავე უფლისწულის დავითის დასჯის შესახებ ისტორიკოსი არას ამბობს და როგორც ეტყობა, მამას თავისი ურჩი შვილი მეამბოხე ბატონიშვილებისათვის დაწესებულ სასჯელისაგან განუთავისუფლებია. 1153-54 წლებში "მოუ¬ხდა სა[ლ]დუხ ამირა ანის [ის] ქალაქსა, მოადგა; აქათ დემეტრე მეფე მოვიდა; შეიბნეს, ნებითა ღმრთისაჲთა მეფეს გაემარჯვა, დაჴოცნა და ამოსწყვიტნაო", ნათქვამია ერთს კჳნკლოსში და ეს ცნობა მართლდება თამარ მეფის ისტორიკოსის მოწმობითაც, არაბი მემატიანის, იბნ ალასირის სიტყვებითაც. იბნ ალასირი სახელდობრ ამბობს, "548 წ. ჰიჯრ. (1153-54) ქართველებსა და არზრუმის მთავრის სალიხს (სალდუხს) შორის სომხითში სასტიკი ბრძოლა მოხდა. ქართველებმა სალიხი უკუ აქციეს და დაატყვევეს, მაგრამ მერე განათავისუფლესო".

თამარ მეფის ისტორიკოსსაც ერთ ალაგას ნათქვამი აქვს: მუტაფრადინის "პაპა სალდუხ ეზდინი პაპასა მათსა (თამარისას) დემეტრეს, ჴელმწიფესა დიდსა და სახელოვანსა, ჭაბუკსა გურგასლიანსა, ძალითა და ღუაწლთა სიმრავლითა ჴელთ ეგდო და მოეყვანაო".

თუ ამ სამს საისტორიო ცნობას ერთიერთმანეთს შევადარებთ, ეს ამბავი ამგვარად წარმოგვიდგება: ამირა სალდუხი 1153-1154 წლებში ქ. ანისს მოსდგომია და ალყა შემოურტყამს. ანისს, რომლის მმართველიც საქართველოს მეფის ყმად იყო ნაფიცი და თვით ქალაქიც მას ქართველთა მეფისაგან ჰქონდა გადაცემული, დემეტრე მეფე ძლიერის მხედრობით მიშველებია. ანისთან სასტიკი ბრძოლა მომხდარა, რომლის დროსაც "ღუაწლთა სიმრავლითა" მტერი დამარცხებული და უკუქცეული იქმნა და თვით სალდუხი, დატყვევებული, საქართელოს მეფემ თან წაიყვანა, მაგრამ მერე განათავისუფლა. ყურადღების ღირსია, რომ იბნ ალასირის უძველეს ხელნაწერში, დეფრემერის სიტყვით, ამირას სახელი "სალიკ"-ად კი არ სწერია, არამედ "სალტუკ"-ად, რაც ქართველი ისტორიკოსის მართლწერას "სალდუხ"-ს კარგად უდგება. თუმცა, როგორც აღნიშნული იყო, დემეტრე მეფე იყო "მარჩეველი ძისა უმცროსისა" გიორგისა და ამის გამო განდგომილებაც კი მოუწყო უფროსმა შვილმა დავითმა, რომელსაც მამამ სძლია, მაგრამ დავითს მაინც თავისი გაუყვანია: დემეტრე მეფემ, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის სიტყვით, "შეიმოსა ჩოჴა და სქემა", ბერად შედგა და "დასუა ძე მისი დავით მეფედ, იმეფა ექუს თუე და მოკუდა". უეჭველია, ამ დროს საქართველოს მეფის სახლობაში რაღაც უნდა მომხდარიყო და თუმცა ზემოაღნიშნული მემატიანე გაიძახის, დემეტრე მეფემ "წარვლო ცხორება და მიიწია სრულქმნილი სიბერესაო", მაგრამ მ. ბროსე სრულებით მართალი იყო, როდესაც ეჭვი გამოსთქვა და ფიქრობდა, რომ დემეტრე მეფე, ალბათ, იძულებული უნდა ყოფილიყო ბერად შემდგარიყოო. რომ დავით III-ის გამეფება მაინცდამაინც მისი მამის, დემეტრე მეფის თანხმობითა და ნებაყოფლობით არ მომხდარა, ეს თამარ მეფის ისტორიკოსის შემდეგი სიტყვებითგანაც ნათლადა ჩანს; იგი ამბობს: დემეტრე მეფის "ვედრებისა შემსმენელმან ღმერთმან დავითის დღეთა შემცირებითა სრულყო პირველ მამისაო". მაშასადამე, დემეტრე არამც თუ თავისი უფროსის შვილის კმაყოფილი და მადლიერი არა ყოფილა, არამედ თურმე ღმერთს ევედრებოდა, ურჩი შვილისაგან ეხსნა. ისტორიკოსი ფიქრობს კიდეც, რომ ღმერთმა შეისმინა მამის ვედრება, დავითს სიცოცხლის დღენი შეუმცირა და მამაზე უწინარეს გამოასალმა წუთისოფელსაო. დავით III-ს მხოლოდ ექვსი თვე უმეფია. მისი სიკვდილის შემდგომ დემეტრე მეფეს თანამოსაყდრედ გიორგი III გაუხდია, რომელიც სამეფო ტახტზე 1155-1156 წლებში ასულა. თუ დემეტრე I-ის დროინდელ ცნობებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ იგი უფრო მტერს იგერიებდა, ვიდრე დავით აღმაშენებელივით თვით მიჰქონდა მტერზე იერიში, იგი უფრო მამის ნაანდერძევი სახელმწიფოს დაცვისათვის ზრუნავდა, ვიდრე საქართველოს ზედმეტს გაფართოებისათვის. მაინც-და-მაინც დემეტრეს მეფობაში საქართველოს დიდი არაფერი შეჰმატებია.

ასალა აღებულია წიგნიდან ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1983წ.

სურათზე: დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა. მაცხვარიშის ფრესკა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
01.10.2021
საზოგადოების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ თავის დროზე ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ივანე ჯავახიშვილი არჩევნებში მონაწილეობდნენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat