დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი
დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი
"ლიტანიობითნი ლოცუანი ჩუენნი შეიწირენ და შესწირე წინაშე მეუფისა შენისა ქრისტესა, ღმერთშემოსილო ნინო დიდებულო, და გვიხსენ ლოცუითა შენითა განსაცდელთაგან".
დაუჯდომელი წმინდა მოციქულისა ნინოსი

- 2007 წლის ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აღადგინა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული - ჯვართაღმართება. დღესასწაულს საფუძვლად დაედო ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა. იგი უშუალოდ უკავშირდება წმინდა ნინოს მიერ IV საუკუნეში ქართლის მოქცევას და პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის დროსაა დაწესებული. სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ, როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე-დედოფალი ოჯახით და "ყოველი ერი", წმინდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან ერთად ჯვრების აღმართვა განიზრახეს. ჯვრის შესაქმნელად მცხეთელებმა მათ მიანიშნეს იმ აკაკის ხეზე, რომელიც სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა თუ ფრინველებს და აღმართული იყო "ბორცვსა ზედა კლდისასა" (დღევანდელი მცხეთის ჯვრის მონასტრის მთის ფერდზე). რტომრავალი, შეფოთლილი, მშვენიერი და სურნელოვანი ხე წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იდგა. ეპისკოპოს იოანეს თქმით, ეს ხე ძველთაგან იყო დანერგილი ამ ადგილას უფლის ნების აღსასრულებლად, რათა მისგან ჯვარი ძლევისაი გამოკვეთილიყო, "რომელსა თაყვანს სცემს მთელი სიმრავლე ქართლისა".

ძველი სტილით 25 მარტს, ხარება დღეს, მეფის ძე რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ ათი ათეული მორწმუნის თანხლებით მოჰკვეთეს ხე და ზეაღმართული, მიწაზე შეუხებლად, უდიდესი კრძალვით შეაბრძანეს მცხეთაში. ყველას უკვირდა მისი ფოთლოვანება, რადგან ჯერ კიდევ ადრეული გაზაფხული იდგა და "ყოველი ხე ხმელ იყო", იგი კი - "ფურცელდაუცვენელი, სურნელოვანი და დასანახად მშვენიერი" - აღმართეს სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან, სადაც 37 დღე დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში არც ფოთლები ჩამოსცვენია და არც ფერი შეუცვლია.

1-ელ მაისს ამ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს კი "ხელის დადებითა მეფისაითა" აღმართეს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მორწმუნენი. იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმინდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა. "იგი თავადი - ჯვარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკვლავითა" იდგა თავისი ბრწყინვალებით და ნელ-ნელა დაიძრა აღმოსავლეთისკენ, განვლო არაგვი და დაადგა წმინდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროს. იქიდან ბორცვის თავზე აღემართა და კვლავ წყაროზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა და მორწმუნე ერმა ყოველივე იხილა. წმინდა ნინომ მეფეს ურჩია, ხალხი გაეგზავნა იმ ადგილების მოსაძიებლად, სადაც ვარსკვლავი შეჩერდებოდნენ, რათა სწორედ იქ აღემართათ პატიოსანი ჯვრები, "ყოველთა ქრისტიანთა" მფარველად. წარგზავნილთა ცნობით, დასავლეთით ვარსკვლავნი თხოთის მთას (კასპის სიახლოვეს) შეჩერებულა, იქ, სადაც მირიანს მზე დაუბნელდა და "ამხილა ღმერთმან მეფესა ძალი თვისი", ხოლო აღმოსავლეთით მთიები დაბა ბოდბეში (კახეთში) დამდგარა.

ერთი ჯვარი თხოთს წააბრძანეს, ხოლო მეორე ჯვარი, წმინდა ნინოს რჩევით, ბოდბის ნაცვლად მირიან მეფის ძის, რევის, მეუღლემ სალომემ ქალაქ უჯარმაში აღმართა, რადგან უჯარმა სამეფო ქალაქი იყო და "ერის სიმრავლითაც" აღემატებოდა ბოდბეს. წმინდანმა თავიდანვე განჭვრიტა, რომ ბოდბეს თავად იხილავდა და იქვე პოვებდა სამუდამო განსასვენებელს.

KARIBCHE

მამა ბესარიონი მრევლთან ერთად

მესამე, მცხეთის ჯვარპატიოსანი, ხელთ აღიპყრეს და აღმოსავლეთით, არაგვის გავლით ბორცვზე წყაროსთან ააბრძანეს, სადაც ლოცვაში ღამე გაათენეს. წმინდა ნინო თავისი ცრემლით "განაზავებდა" წყაროს წყალს და ერმაც იხილა "კურნებანი და სასწაულნი დიდნი". გამთენიისას კი გაემართნენ მთისკენ, სადაც წმინდა ნინოს მინიშნებით ეპისკოპოსმა იოანემ აღმართა ჯვარი, "მოდრკენ სრულად, თაყვანისცეს და ადიდეს ძე ღვთისა ცხოველისა ყოველთა" (ღვთის წყალობით, მცხეთის ჯვარპატიოსანი დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ჩრდილოეთით, კვართის მოპირდაპირე მხარეს არის დაბრძანებული; თხოთის ჯვარი - სამების საკათედრო ტაძარში, უჯარმისა კი დაკარგულია).

ჯვართაღმართებას ქართლში კერპების დაცემა და განადგურება მოჰყვა. პატიოსანი ჯვრის აღმართებით მცხეთის აღმოსავლეთით მდებარე ბორცვი ქართველთათვის გოლგოთად გაცხადდა, სვეტიცხოვლის ტაძრის თავზე ზეციდან გარდამოსული ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის მიმოსვლამ კი საუკუნოდ აღბეჭდა გზა უფლის კვართიდან ქართველთა გოლგოთამდე და მათი განუყოფელობა გვაჩვენა. მცხეთაში, მეორე იერუსალიმში, წმინდა ნინოს მიერ განვლილი ეს გზა ქართველთათავის უფლის ვნების გზად იქცა.

შატბერდული კრებული გვამცნობს, რომ მეფემ და ერმა "დააწესეს დღესასწაული ძლევით შემოსილისა ჯუარისაი აღვსებისა ზატიკისა, დღესა კვირიაკესა (აღდგომიდან მესამე კვირა), ყოველმან ქართლმან, ვიდრე დღევანდლად დღემდე და ვიდრე უკუნისამდე".

ჯვართაღმართების მივიწყებული დღესასწაულის აღდგენის ნიშნად, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლისა და მისი წინამძღვრის დეკანოზ ბესარიონ მენაბდის ძალისხმევით წმინდა ნინოს მიერ გაკვალულ გზაზე სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის, არაგვის პირას (ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია) აღიმართა ქართლის მოქცევის ეპიზოდებით შემკული ჯვრით დაგვირგვინებული სვეტი. ეს ადგილი ერთგვარი ცენტრია, საიდანაც ნათლად იხილვება ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ყველა წმინდა ადგილი: მტკვარ-არაგვის შესართავი, ბაგინეთი, ბეთლემის გამოქვაბული, სვეტიცხოველი, სამთავრო-მაყვლოვანი და სხვა. ამ ვრცელ ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მომსვლელთა წინაშე მონაცვლეობით წარმოჩნდებიან მცხეთის სიწმინდეები და ქართლის მოქცევის მთელი ისტორია - წინარექრისტიანული და ქრისტეს შობის შემდგომი, ვიდრე დღემდე. ამ ტერიტორიას მცხეთელები პირდაპირს უწოდებენ. ბოლო დროს მას დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება - გეთსამანია.

დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი: ხარების დღესასწაულზე საგანგებოდ მომზადებული სამი ჯვარი პატრიარქმა აკურთხა სამების ლავრის ხარების ტაძარში. მორწმუნე მრევლთან ერთად ჯვრები მიაბრძანეს მცხეთის ჯვრის მონასტერში, გადაიხადეს პარაკლისი, შემდგომ კი მთის ფერდით ძუძუს წყაროსთან გალობით და ლიტანიით გაემართნენ სვეტიცხოვლისკენ.

ჯვრები სვეტიცხოვლის საკურთხეველშია დაბრძანებული ჯვართაღმართების დღესასწაულამდე (მენელსაცხებლე დედების ხსენების დღე), ხოლო დღესასწაულზე წირვის შემდეგ ერთ-ერთ ჯვარს ლიტანიით მდინარე არაგვის გადაკვეთით და "ძუძუს წყაროს" მოლოცვით ააბრძანებენ ჯვრის მონასტერში, ორ დანარჩენს - თხოთისა და უჯარმის ტაძრებში. გასულ წელს აღმართული ჯვრები, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება. ასე განმეორდება ყოველ წელს, რათა მადლი პატიოსანი ჯვრებით მთელ საქართველოში მოეფინოს ფარად და დამცველად ქართველთა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler