წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანება (IV) - 19 მაისი (1 ივნისი)
წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანება (IV) - 19 მაისი (1 ივნისი)
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობის მიღება და მას ივერია ხვდა წილად. სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას. "ნუ განეშორები იერუსალიმით, რამეთუ წილხვდომილი შენი განათლდეს უკუანაისკნელთა ჟამთა, ხოლო შენ იღვწიდ მუნ, სადაცა ინების ღმერთმან", ჩვენს ქვეყანაში კი საქადაგებლად მოციქული ანდრია პირველწოდებული მოივლინა, რომელმაც სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად საქართველოში პირველი სამოციქულო ეკლესია დააფუძნა. მოციქულებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი მოაქციეს, მაგრამ მეფე და ქვეყნის უმეტესი ნაწილი კერპთმსახურების სიბნელეში დარჩა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის - წმინდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმინდა ნინო წარმოშობით კაპადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა წმინდა ზაბულონი დაიბადა კაპადოკიაში დაახ. 280 წელს. მისი მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაპადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით, წმინდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმინდა დიდმოწამე გიორგი წმინდა ზაბულონის დისშვილი გახლდათ. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმინდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა "კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი" და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა.

იმავე ხანებში ქალაქ კოლასტრაში (სხვა ვარიანტით - კოლასეში) ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ჰყავდა ქალ-ვაჟი. ვაჟის სახელი იყო იობენალი, ხოლო ქალისა - სოსანა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ობლად დარჩენილი და-ძმა საცხოვრებლად გადავიდა წმინდა ქალაქ იერუსალიმში. მალე იუბენალმა მიიღო იკონომოსობა, ხოლო მისი და სოსანა მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს, სარა ბეთლემელს მორჩილებდა.

ზაბულონს თავი გამოუჩენია ბრანჯთა აჯანყების ჩახშობაში. ბრანჯები, რაინის ოლქში მცხოვრები საფრანგეთის ძველი მოსახლეობა იყო. ისინი აუმხედრდნენ რომაელებს და შეებრძოლნენ მათ პატალანის ველზე. ღმერთმა გააძლიერა ჭაბუკი ზაბულონი, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, სძლია და განდევნა, მათი მეფე-მთავრები დაატყ¬ვევა და რომში მეფეს მიჰგვარა. მეფემ დატყვევებულებს სიკვდილი მიუსაჯა. სიკვდილმისჯილმა ფრანგებმა დაიწყეს ტირილი და ევედრებოდნენ ზაბულონს: "მოგუეც პირველად სჯული თქუენი და შეგუიყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ-ღა იყავნ სიკუდილი ჩუენი. რამეთუ შენვე გვიპყრენ და შენვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისა ჩუენისაგან, ახოვანო".

ზაბულონმა დატყვევებულთა ეს თხოვნა მაშინვე აცნობა პატრიარქს და ყველანი მოანათლინა. შემდეგ ისინი შეიყვანეს ღვთის ტაძარში და ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს აზიარეს. მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმინდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და იმპერატორ მაქსიმიანესთან შუამდგომლობით ისინი სიკვდილით დასჯისაგან გაათავისუფლა. ბრანჯების თხოვნით, ზაბულონი მათ სამშობლოში გაემართა და იქ ათი საერისთავო გააქრისტიანა. "და იყო მუნ ათ დღე. და აზიარნა ერნი იგი ყოველნი საიდუმლოსა ქრისტესსა, დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა." ზოგიერთი მკვლევრის აზრით, წმ. ნინოს ცხოვრებაში აღწერილ ზაბულონის სამისიონერო საქმიანობას რეალური ისტორიული საფუძველი უდევს.

სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმინდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. ასეც მოიქცა. იერუსალიმში დაუახლოვდა იუბენალს. სარა ბეთლემელის რჩევით მიათხოვა პატრიარქმა თავისი და, სოსანა, ფრანგთა "მამასა და ემბაზს", "ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ" ზაბულონს. წმინდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაპადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ერთადერთი ქალიშვილი ნინო. მშობლები ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ ნინოს თორმეტ წლამდე. "აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თვისთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა და დღე და ღამე დაუცადებელად", - ამბობდა შემდგომში წმინდა ნინო. როცა წმინდა ნინო თორმეტი წლისა გახდა, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყოველი საბადებელი, წავიდნენ იერუსალიმს და გაუყვეს გლახაკებს. იერუსალიმში ზაბულონმა მიიღო კურთხევა პატრიარქისაგან და განეშორა მეუღლეს. დამშვიდობებისას თავისი ასული ნინო გულში ჩაიკრა და აცრემლებულმა უთხრა:

"შენ მხოლოო ასულო ჩემო, ესერა დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ (მიგანდობ) შენ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა. რამეთუ იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე (მიჰბაძე მათ) ქრისტეს სიყუარულისათვის და დათა მათ ლაზარესთა. და უკეთუ შენ ეგრეთ შეიყუარო იგი, ვითარცა მათ შეიყუარეს, მან ეგრეთვე მოგცეს შენ ყოველივე, რაცა ითხოვო მისგან." უთხრა ეს და მოეხვია უკანასკნელად. მერე კი გადალახა იორდანე და მეუდაბნოე მამებს შეუერთდა.

წმინდა ნინოს დედა პატრიარქმა დიაკონისად აკურთხა და უძლური და გლახაკი დედების მსახურად დაადგინა.

წმინდა ნინო მიაბარეს ერთ ღვთისმოშიშ და სარწმუნოებაში განსწავლულ ქალს ბეთლემელ სარა ნიაფორს (ნიაფორი ეკლესიის მსახური იყო, ის ქალწულებზე ზრუნავდა), რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ემსახურებოდა. მასთან ერთად მსახურობდა წმინდა ნინო. აღმზრდელს ბავშვი ღვიძლი შვილივით უყვარდა და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების წესებით ზრდიდა, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. წმინდა ნინო მას ხშირად ეკითხებოდა ქრისტეს ვნებაზე, ჯვარცმაზე, დაფლვასა და აღდგომაზე, მის სამოსელზე, ტილოსა და სუდარაზე, ჯვარზე. "და ყოველივეს დაწვრილებით გამოიძიებდა". ნიაფორმა დაიწყო ნინოს სწავლება და უთხრა: - ვხედავ, შვილო ჩემო, შენში ლომის მსგავსს, რომელიც ყველას დასძახის ოთხივე ფეხზე მდგარი. მსგავსი ხარ დედალი ორბისა, რომელიც ჰაერში მამალზე უფრო მაღლა ადის და მის თვალში მთელი ხმელეთი ჩანს მცირე მარგალიტის თვალივით, იხილავს რა საჭმელს, დაუშვებს ფრთებს და მიეტევება მას. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება სულიწმიდის წინამძღვრობით, ახლა დავიწყებ და ყოველივეს მოგიყვები:

როცა მოკვდავმა ადამიანებმა ქვეყანაზე იხილეს ღმერთი, რომელიც წარმართების მოსაქცევად იყო მოსული, რაც მან ისურვა თავისი ნებით, ბევრი სიკეთე მოიმოქმედა ურიებს შორის, აღადგინა მკვდრები, ბრმებს აუხილა თვალები, განკურნა სნეულები, რისთვისაც გაუჩნდათ მის მიმართ შური და მტრობა. და გაგზავნეს მხედრები ყოველ ქვეყანაში, რათა სასწრაფოდ შეეკრიბათ ურიები, რომელთაც აცნობეს: ვიღუპებით, ამიტომ მოდით და შევიკრიბოთ ყველანი. მოვიდა ყოველი მხრიდან ურიცხვი ადამიანი, მოსეს რჯულის სწავლულნი, წინ რომ აღუდგნენ სულიწმიდას, ჯვარს აცვეს ქრისტე და მის სამოსელზე წილი იყარეს. სამოსელი ჩრდილოეთის ქვეყნიდან მოსულ მოქალაქეებს შეხვდათ. დაფლეს ებრაელებმა ქრისტე და დაბეჭდეს მისი საფლავი, მაგრამ ის აღდგა, როგორც ადრევე თქვა. ტილონი საფლავში იპოვეს. დილით პონტოელი პილატეს ცოლმა აიღო ის, სასწრაფოდ წავიდა პონტოში და ქრისტეს მორწმუნე გახდა. ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ, ეს ტილოები ლუკა მახარებლის ხელში მოხვდა და მხოლოდ მან უწყის, სადაც გადამალა. სუდარა ვერ იპოვეს, ზოგიერთი ამბობდა, პეტრემ აიღო და მას აქვსო, ჯვრები კი იერუსალიმშია დამარხული, ოღონდ მათი ადგილსამყოფელიც არ იციან, და როცა ღმერთი ინებებს, იმათაც გამოაჩენსო.

წმინდა ნინომ მაცხოვრის კვართზეც ჰკითხა. აღმზრდელმა ნინოს უამბო, რომ კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად და ინახება ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც პართიასა და ოსეთს შორის, სპარსეთისა და ზღვის შორის მდებარეობს. მცხეთა კი ამ ქვეყნის დედაქალაქია.

წმ. ნინო ევედრებოდა ღვთისმშობელს, მისთვის ძალა და შესაძლებლობა მიეცა, რომ ენახა ქვეყანა, სადაც უფლის კვართი განისვენებდა. ერთხელ ღვთისმშობლის ხატის წინ მლოცველი წმინდა ნინო საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. ყოვლადწმინდა მარიამი გამოეცხადა და აუწყა:

- აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი მხნედ და უშიშრად და ქართველ ერს უქადაგე ჭეშმარიტება.

– მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? - ჰკითხა ნინომ.

მაშინ ყოვლადწმინდა დედოფალმა კელიის გვერდით ამოსული ვაზის რტოებისაგან შექმნა ჯვარი, წმინდა ნინოს მიაწოდა და უთხრა:

– აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ.

ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა (სიწმინდე ამჟამად თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ყველას შეუძლია მივიდეს და ემთხვიოს მას). ის მაშინვე თავის ბიძასთან, პატრიარქთან წავიდა და ყოველივე მოუთხრო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მადლობდა.

მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც შინ დაბრუნება დააპირა, წმინდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა საქადაგებლად.

პატრიარქმა მოუხმო თავის დისწულს, დააყენა ის საკურთხევლის აღსავლის კართან, მხრებზე ხელები დაადო, ღმერთს შეავედრა და თქუა: "უფალო, ღმერთო საუკუნეთაო, ხელთა შენთა შევვედრებ ობოლსა ამას შვილსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ შენი ღვთაებრიობის საქადაგებლად, ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი; სადაც კი ინებებ მის წასვლას. იყავი, ქრისტე ღმერთო, ამისი მეგზური, ნავსაყუდელი, მოძღუარი და ენის მასწავლებელი, ვითარცა აქამდე იყავი მათთვის, რომელთაც ჰქონდათ შიში შენი".

"და შენ, ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა შევედრებულთაო, რომელი ესე გამოირჩიე მსახურად დიდებისა შენისა, მარადის გარე-შეიცევ ოხათა შენთა საფარველითა და წარუძეღუ, სადა ჯერ-გიჩნს, რამეთუ ესერა ბრძანებისაებრ შენისა წარვავლინებ მინდობითა ურიცხვთათა წყალობათა შენთაითა".

მიიღო რა პატრიარქისაგან კურთხევა, ღირსი ნინო თავის სულიერ დედასაც გამოემშვიდობა და ეფესელ დედაკაცთან ერთად გზას გაუდგა. ეფესოში ჩასული შეხვდა ერთ წარჩინებულ ქალს, რიფსიმეს, "რომელსა სუროდა სარწმუნოებისათვის ქრისტესისა და წმინდისა ნათლისღებისა". წმინდა ნინომ უქადაგა მას ქრისტე ღმერთი და მანაც, ვითარცა ნაყოფიერმა ნიადაგმა, "შეიწყნარნა თესლნი იგი ნინოის სიტყვათანი" და ნათელს იღო. მასთან ერთად წმ. ნინოს "ხელსა ქუეშე" მოინათლნენ მისი დედა-მძუძე გაიანე და მთელი მათი სახლეული, ორმოცდაათი ადამიანი. ქრისტეს მოყვარე რიფსიმემ შეიყვარა ნინო და თავისთან დაიტოვა. წმინდა ნინო ორ წელიწადს დარჩა მათთან.

ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლეტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძ¬ნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმინდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლეტიანეს ბრძანებით, ისინი სომხეთის მეფემ, თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა. წმინდა ნინო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მაშინ წმინდა ნინო დაიმალა ვარდის ეკალთა შორის, რომელიც ჯერ არ ყვაოდა. ამ დროს მან ჩვენება იხილა:

ზეციდან წმინდა სტეფანეს მსგავსი დიაკონის სახით ბრწყინვალე ოლარით მოსილი უფლის ანგელოზი ჩამოვიდა, ხელში სასაკმევლე ეჭირა, რომლის სურნელებაც ფარავდა მთელ ქვეყნიერებას. მასთან ერთად მრავლად იყვნენ ზეციური არსებანი და მათ შეუერთდნენ წმინდა ახალმოწამეთა სულები. წმინდა ნინომ შეჰღაღადა: უფალო, უფალო, რატომ დამტოვებ მე ასპიტთა და იქედნეთა შორის? - მაშინ ნინოს ეუწყა, რომ მისი სულის სასუფეველში ღმერთთან მიყვანებაც ისევე მოხდებოდა იმ დროს, როცა მის გარშემო ეკლები სურნელოვან ვარდის ფურცლებად გადაიქცეოდნენ. "აღდეგ და ხვიდოდე აღმოსავლეთით, სადა იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი ყოვლადვე, არ არიან".

სომხეთიდან ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა და ივნისში ("თუესა მეოთხესა") გაემგზავრა ჯავახეთისკენ, რათა გაეგო, თუ საით არის მცხეთა. ჯავახე¬თის მთებში მიაღწია დიდ ტბას, ფარავანს, სადაც ორი დღე შეჩერდა. როცა გახედა ჩრდილოეთის მხარეს მთებს, დაინახა, რომ ზაფხულშიც კი თოვლით იყვნენ დაფარულნი. მკაცრმა ბუნებამ შეაძრწუნა ნინო და თქვა: "უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან". ტბასთან მყოფ მეთევზეთაგან ითხოვა თევზი და ფიზიკურად მოძლიერდა. იქვე ნახა მან მწყემსები, რომლებიც არმაზს და ზადენს ლოცულობდნენ და მათ შესაწირავს უთქვამდნენ. ერთ მწყემსთაგანს სადაურობა გამოჰკითხა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ზოგი მათგანი დაბა "ელირგნით" იყო, ზოგი - საფურცლით და ქინჯარელნი და ზოგიც - "რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ". ჰკითხა, თუ "საით არის მცხეთა?" ხოლო მწყემსმა მიუგო: "მდინარე, რომელიც ამ ტბიდან გაედინება, მცხეთაში მივაო".

წმ. ნინოს ემძიმებოდა გზის სიშორე და მთების სიმკაცრე. ამიტომ შეძრწუნებული ოხრავდა, დაიდო ერთი დიდი ლოდი თავქვეშ და ასე მიიძინა ტბის ნაპირას. იმ ღამეს წმ. ნინოს ტბის პირას ძილში გამოეცხადა უცნობი მამაკაცი, რომელმაც გადასცა დალუქული წერილი და უთხრა, რომ წასულიყო მცხეთაში და ეს წიგნი წარმართთა მეფისთვის მიერთმია. მაშინ ნინომ დაიწყო ტირილი და ვედრება, რომ უცხო ქალს, ენის უცოდინარს, რა უნდა ეთქვა უცხო ხალხისთვის? მამაკაცმა გახსნა დალუქული წიგნი და წააკითხა ქალწულს. შიგნით რომაული ენით იყო ჩაწერილი ათი მუხლი, მოსეს მიერ ქვის ფიცრებზე ჩაწერილი ათი მცნების მსგავსად. აი, რა იყო დაწერილი:

1. სადაცა იქადაგოს სახარება ესე, მუნცა ითქმოდის დე¬დაკაცი ესე (მთ. 26,13);

2. არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ (გალ. 3,28);

3. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ჰსცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა (ლკ. 28,19);

4. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (მარკ. 2,32);

5. და იქადაგოს სახარება ესე სასუფევლისა ყოველსა სოფელსა (მკრ. 16,15);

6. რომელმან თქუენ შეგიწყნარეს, მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი (მთ. 10,40);

7. რამეთუ ფრიად უყვარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა სიბრძნესა ჭეშმარიტსა;

8. ნუ გეშინი მათგან, რომელთა მოჰსწყვიდნენ ხორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად (მთ. 10,28);

9. ჰრქუა მარიამს მაგდალენსა იესო, წარვედ დედაკაცო და ახარე ძმათა ჩემთა (ინ. 20,17);

10. სადა მიხვიდეთ, ჰქადაგებდით სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

გამოეღვიძა წმინდა ნინოს, ადგა, აღაპყრნა ხელნი ზეცად და მცირე ხანს ილოცა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეწევნა და მფარველობა სთხოვა, "მასწავე სიტყვა ჯეროვანი და საქმე უმჯობესი და მოხედენ და შეიწყალე ერი განწირულიო". ლოცვის მერე კი გზას გაუდგა, გაჰყვა ტბიდან გარდმომდინარე მდინარეს (იგულისხმება მდინარე ფარავანი, იგივე ახალქალაქისწყალი, იგივე ჯავახეთის მტკვარი) და გაემართა მცხეთისკენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1(19) ივნისს დღესასწაულობს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას. ხოლო იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად დადგა ფეხი საქართველოში და ჩვენება ჰქონდა, ფოკა ეწოდება. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის - ფარავნის პირას მდებარეობს.

მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა, ხოლო 1992 წელს - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი.
................................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ნინო, ქართველთა განმანათლებელი - 14 (27) იანვარი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat