სვეტიცხოვლის სამოთხე
სვეტიცხოვლის სამოთხე
წმინდა ელიას ხალენი. მას მერე, რაც წმინდა ელია წინასწარმეტყველი ცეცხლოვანი ეტლით ზეცად იქნა აყვანილი, მან თავისი მოსასხამი - ხალენი მოწაფეს, ელისეს გადმოუგდო და წინასწარმეტყველების მადლი წმინდა ელისეზე გადავიდა... გავიდა საუკუნეები და წმინდა ელიას ხალენი მცხეთაში მოხვდა. ალბათ ისრაელიდან ნაბუქოდონოსორს გამოქცეულმა ებრაელებმა ჩამოიტანეს (586 წელს ქრისტეშობამდე). "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით, ხალენი იმ ადგილას დაფლეს და დამალეს, რომლის სიახლოვესაც შემდგომში მაცხოვრის კვართი დაიკრძალა. როგორც ვიცით, წმინდა ელია, მართალ ენუქთან ერთად ბოლო ჟამს მოევლინება კაცობრიობას. ამხელენ ანტიქრისტეს და მისგან სიკვდილის გემოს იხილავენ. როგორც ბრძანებს "ქართლის ცხოვრება", ელიას ხალენი ბოლო ჟამს გამოჩნდება. რას ნიშნავს ელიას ხალენის ფლობა? იმას ხომ არა, რასაც იოანე-ზოსიმე ბრძანებს ქართულ ენაზე (ერზე): "ყოველსა ენას ემხილოს ამით ენითაო"? პასუხი მომავლისთვის მიგვინდია. გადმოცემის მიხედვით, წმინდა ელიას ხალენის განსასვენებელი სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსოში უნდა იყოს. ეს სათავსო ამჟამად წმინდა ელიას სახელობის ეკლესიად იწოდება. იქვე არის წმინდა ნინოს დროინდელი, ელია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ჭა, საიდანაც მოსახლეობა იღებდა წყალს და ხმარობდა ოჯახების, ბაღ-ვენახების საკურთხებლად და განსაწმენდად.

"ჯვარი ვაზისა". წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის წარმომავლობის შესახებ ორი ვერსია არსებობს. XII საუკუნით დათარიღებულ "წმინდა ნინოს ცხოვრებას" არსენ ბერის მეტაფრასული ვერსიის მიხედვით, წმინდა ნინოს იერუსალიმში ყოფნისას "ძილსა შინა გამოეცხადა ღვთისმშობელი და საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად გადასცა თავისი ხელით დამზადებული ჯვარი. "მოქცევაი ქართლისაის" (Xს.) მიხედვით კი: მცხეთაში ჩასული წმინდა ნინო სამი წლის განმავლობაში ლოცულობდა მაყვლოვანში და სწორედ ამ დროს თვითონვე შექმნა "სახე ჯვარისაი ნასხლევისა" და თავისი თმით შეკრა. "მით იქმოდა საკვირველებათა დიდთა. რამეთუ განრღვეულნი განკურნის თვინიერ წამლისა, შეხებითა ჯუარისათა".

როცა მძიმედ დასნეულებული ნანა დედოფალი წმინდა ნინოსთან მაყვლოვანში მიიყვანეს, დედა ნინომ მცირე ხანს ილოცა, მერე კი აიღო ვაზის ჯვარი და შეახო დედოფალს თავზე, ფეხებსა და მხრებზე (ანუ ჯვარი გამოსახა) და ისიც მეყსეულად განკურნა. ვაზის ჯვარითვე განუკურნია მას მირიან მეფის ნათესავი, მოგვთუხუცესი ხვარა და, რაც მთავარია, ამ ჯვრის მეშვეობით დედა ნინომ ქრისტიანობაზე მოაქცია მთელი ქართლის სამეფო. "და გამოაჩინა ჯვარი იგი ნასხლევისა, და მით იქმოდა საკვირველებათა დიდთა, რამეთუ განრღვეულნი განკურნის თვინიერ წამლისა, შეხებითა ჯვარისაითა".

სიკვდილის წინ წმინდა ნინომ ჯვარი მირიან მეფეს გადასცა. მან კი, როცა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოიხმო მემკვიდრე ბაქარი, მოატანინა ვაზის ჯვარი, "ჩამოკიდა ჯვარზე თავისი გვირგვინი, შემდეგ აიღო ჯვრიდან გვირგვინი და შვილს დაადგა თავზე, დალოცა მეფედ და მიიცვალა".

წმინდა ნინოს ჯვარი გადმოცემის მიხედვით VI საუკუნეში სომხეთში გაუტანიათ, საიდანაც XIII საუკუნეში რუსუდან მეფეს და ქართველ მღვდელმთავრებს გამოუთხოვიათ და სვეტიცხოველში დაუსვენებიათ. ერთხანს სხვა სიწმინდეებთან ერთად ხევშიც გაუხიზნავთ და გერგეტის სამებაში დაუსვენებიათ, შემდეგ კი ანანურის ეკლესიაში. 1749 წელს რუსეთში მიმავალ მიტროპოლიტ რომანოზს თან წაუღია და უკან საქართველოში 1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მერე დაუბრუნებია რუსეთის იმპერატორს. უკან ჯვარი ფრთებდაშვებული დაბრუნებულა. თითქოს ამითაც მოასწავებდა ქართლში მეფობისა და პატრიარქობის გაუქმებას.

მაყვლოვანი. მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა. წმინდა ნინოს გარდაცვალების მერე მეფე მირიანი ამ ადგილს დიდი მოკრძალებით ეკიდებოდა. ამ დიდ სიწმინდეს მან ზღუდე შემოავლო. მაყვლოვნის ზემოთ, მცირე მოშორებით, მეფე მირიანმა მცირე ზომის ეკლესია ააშენა, ხოლო მაყვლის ბუჩქი, რომლის ფოთოლიც კი არ ჩამოუგდია მეფეს, დღესაც დგას და ყვავის.

წმინდა ნინოს ჯვრები. ერთ კლდეზე იდგა ხე ფრიად მშვენიერი და საოცრად სურნელოვანი. მრავალი სასწაული ისმოდა მისგან, ისარცემულ ნადირს რომ მიერბინა და ამ ხის ფოთოლი ან ნაყოფი ეჭამა, სიკვდილს განერებოდა. როცა წმინდა იოანე ეპისკოპოსს აუწყეს ამ ხის შესახებ, მოვიდა, იხილა და ბრძანა: ამ ხის კეთილსურნელება მოასწავებს, რომ ღვთის მადლი მოეფინება ქართლის სამეფოს. ამ ხისგან უნდა გამოიჭრას პატიოსანი ჯვრებიო. 25 მარტს (ძვ. სტ.), ხარება დღეს მოჭრეს ხე. ასმა კაცმა ზურგით იტვირთა და წამოიღო. ოცდათექვსმეტი დღე ისე დაჰყო ხემ, რომ ფერი არ უცვლია და მისი ტოტები ფოთლითა და ნაყოფით შეიმოსა. პირველ მაისს გაჰკვეთეს ხე და 20 მაისს გამოჭრეს მისგან ოთხი ჯვარი. ამის შემდგომ, ყოველღამე საკვირველ ხილვას ხედავდა ხალხი: ცეცხლის ჯვარი ჩამოეშვებოდა ზეციდან, დაადგებოდა ეკლესიას თავზე, სადაც ეს ჯვრები ესვენა, "გვირგვინითა ვარსკვლოვანითა დაადგრის ვიდრე განთიადამდე", ხოლო როცა ირიჟრაჟებდა, ერთი ვარსკვლავი აღმოსავლეთით წავიდოდა, მეორე - დასავლეთით, ჯვარი კი არაგვს გაღმა, ერთ ბორცვზე, წყაროს ზემოთ დაადგებოდა.

რახან სიტყვამ მოიტანა, ამ წყაროზეც ვთქვათ. ჯვრის მონასტრის ქვემოთ ფერდობზე მოედინება წმინდა ნინოს ლოცვით გამოთხოვილი წყარო, რომელსაც ძუძუს წყაროსაც ეძახიან, რადგან რძეგამშრალ მეძუძურ დედებს მისი წყლის ხმევა რძეს უბრუნებს.

ეს სახილველი მრავალი დღე იხილვებოდა. წმინდა ნინოს რჩევით, ამ ორ ვარსკვლავს კაცნი გააყოლეს, რომელთაც გაიგეს, თუ სად გაჩერდნენ ისინი. ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე გაჩერდა, სადაც მეფე მირიანი ქრისტიანად მოიქცა. მეორე ვარსკვლავმა კუხეთის ქვეყანამდე მიაღწია. წმინდა ნინოს ბრძანებით, ერთი ჯვარი თხოთის მთაზე წააბრძანეს, მეორე ქალაქ უჯარმაში აღმართეს, მესამე კი არაგვს გაღმა - ბორცვზე. მეფე მირიანს მცირე ეკლესია აუშენებია, სადაც დაუსვენებია ჯარი პატიოსანი. მიქაელ საბინინის ცნობით, XIX საუკუნეში თხოთის ეკლესიაში აღმართული ჯვარი სოფელ ქვემოჭალაში ამილახვრიანთკარის ეკლესიაში ყოფილა დასვენებული. იგი ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დასვენებული. ჯვარი XV საუკუნეში ვერცხლის ფირფიტებით მოუჭედავთ.

მეორე ჯვარი - უჯარმის ჯვარიპატიოსნის სახელითაა ცნობილი. ის ერთხანს სოფელ ახმეტაში იყო დაცული და 1923-24 წლებში, ანტირელიგიური მოძრაობის დროს დაიკარგა.

ოთარაშენის ეკლესიაში უძველესი დროიდან დაცული იყო წმინდა ნინოს თმა და კვიპაროსის ხის ტოტის ნაწილი, რომელიც მეფე მირიანის ბრძანებით მცხეთაში მოჭრეს წმინდა ჯვრების დასამზადებლად. ეს სიწმინდეები ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაა.

რაც შეეხება მცხეთის ჯვარიპატიოსანს, მცხეთაში ბორცვზე ჯვრის აღმართვის მერე, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს, იხილეს საკვირველი ნათლის სვეტი ჯვრის სახით, რომელსაც თორმეტი ვარსკვლავი დაადგა თავს. ხოლო ბორცვი იგი, სადაც აღმართული იყო ჯვარი, იძვროდა ძლიერად. მერე სხვა რამეც იხილეს: მზეზე შვიდგზის უბრწყინვალესი ნათელი დაადგა ჯვარს. და ანგელოზნი ხმამაღალი გალობით "აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა". ამ და სხვა სასწაულებმა განამტკიცა ხალხში რწმენა.

ამ დროს მეფე რევის შვილი სასიკვდინე სენით ჰყოლია ავად. შეწუხებულ მეფეს მიუყვანია იგი წმინდა ნინოსთან, მიუცია ხელთ და უთქვამს, - თუ შენი ლოცვით გამიცოცხლა შვილი ამ ჯვარმა, მაშინ პირობას გაძლევ, დედაო, როგორც შემეძლება, მის შესაფერის კუბოს გავუმზადებ პატიოსან ჯვარსო. მოიყვანა წმინდა ნინომ ბავშვი, ჯვრის წინ დააწვინა და ცრემლით შესთხოვა უფალს მისი განკურნება. როგორც კი დაასრულა ლოცვა, ყრმა მაშინვე განიკურნა. მეფემ პირობა აასრულა და გაამზადა კუბო პატიოსანი ჯვრისთვის.

ერთი ყმაწვილი ორივე თვალით დაბრმავდა. შვიდი დღე და შვიდი ღამე ევედრებოდა შველას ჯვარს ნინო, მერეღა შეახო თვალებზე და მყის განკურნა.

ერთ პატარას თამაშისას უეცრად ფეხი დაუსხლტა, დაეცა და მოკვდა. ჯავრით გაგიჟებულმა დედამ მკვდარი ბავშვი აიყვანა და ჯვრის წინაშე დაასვენა. ხალხი ეუბნებოდა, დამარხეო, მაგრამ იმედით გულმოცმული ქალი ღმერთს სთხოვდა მის გაცოცხლებას. უეცრად ნათელი გამოკრთა ჯვრიდან, ვითარცა ელვა და მას ტკბილი ხმაც გამოჰყვა - დიდია, დედაკაცო, შენი სარწმუნოება, შენი სასოება. მოგანიჭებ გაცოცხლებულ შვილს. და ნუღარ შეაწყენ აქ მყოფ ხალხსო. უეცრად ყრმა გაცოცხლდა და დედას ყელზე მოეხვია. ქალს მოულოდნელი სიხარულისგან მცირე ხნით გული წაუვიდა და მკვდარივით იწვა ჯვრის წინაშე. გაოცდა მეფე და მთელი ერი და ადიდეს სახიერი ღმერთი.

მრავალი სასწაული ხდებოდა მცხეთის ჯვარიპატიოსნისგან, მრავალ უშვილოს მიეცემოდა შვილი და არა მარტო მათ, ვინც მივიდოდა ჯვართან, არამედ შორით მავედრებელთაც აუსრულებდა სათხოვარს.

მეფე სტეფანოზმა პატიოსანი ჯვრის გვერდით ჯვრის ეკლესია ააშენა (VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში). დღეს ჯვრის მონასტერში შემორჩენილია წმინდა ნინოსეული ჯვრის კვარცხლბეკი. მცხეთის ჯვარიპატიოსანი თეიმურაზ II-ს ვერცხლის პერანგით შეუმოსავს და დავით ავალიშვილს შეუმკია. XIX ს-ის მიწურულამდე ჯვარი სვეტიცხოვლის საკურთხეველში ესვენა. იგი ორჯერ გაუძარცვავთ. ჯვარში ჩასვენებულია წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილი. 2004 წელს ტაძრის მაშინდელი წინამძღვრის მამა ილიას (ნასიძე) თაოსნობით ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარეს. სწორედ იმ დროს დაიწყო პატიოსანმა ჯვარმა მირონდენა. ეს ჯვარი ახლაც სვეტიცხოვლის ტაძარშია აღმართული და შეეწევა მორწმუნეებს.

თხრობას დავასრულებთ მეუფე ზოსიმეს (შიოშვილი) სიტყვებით ერთ-ერთი ინტერვიუდან: "საოცარია, ეს ყველაფერი აქ, მცხეთაში, ერთი დიდი წიგნივითაა გადაშლილი. ძველი აღთქმაც აქ არის და ახალიც, მხოლოდ გულდასმით უნდა წაიკითხო, გონების თვალი გადაავლო და დაინახავ შენს წარსულსაც და მომავალსაც. ასეთი წმინდა წიგნია მცხეთა და ღმერთმა აგვიხილოს თვალი ამ მადლმოსილი წიგნის წასაკითხად".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat