ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი
ეს მონასტერი სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბასთან მდებარეობს. ამ ადგილიდან დაიწყო წმინდა ნინომ მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში.
აქ ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა, მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისთვის მიეცა. გამოღვიძების შემდეგ ლოცვა აღავლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმინდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს. ტაძარი XI საუკუნეში აუშენებია ქართლის კათალიკოსს იოანე ოქროპირს. ხუროთმოძღვარი კი მიქაელ "ქართლისა ბანაქსალარი" - ქართლის ხუროთმოძღვართუხუცესი უნდა ყოფილიყო.