სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი ერთ-ერთი უმთავრესი სავანეა
სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი ერთ-ერთი უმთავრესი სავანეა
ვისაც კი ერთხელ მაინც მოულოცავს მცხეთის სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი, მას კიდევ მრავალჯერ უჩნდება სურვილი, მიეახლოს და თაყვანისცეს ამ მადლმოსილ წმინდანთა ნატერფალის სავანეს... მონასტრის კარიბჭის იქით, უკვე სხვა სამყაროში გრძნობ თავს, სულსა და გულში სიმშვიდე ისადგურებს... ცად აწვდილი კვიპაროსი გტაცებს თვალს - ეს ხე თურმე უწმიდესს დაურგავს და მისთვის დარაჯი დაურქმევია. წმინდა მამა გაბრიელის კოშკის წინ სამი კვიპაროსია, მათთვის კი სამი გენერალი უწოდებია. ირგვლივ დედების მიერ წალკოტად ქცეული ნაირფერი მცენარეების ბაღი იპყრობს ყურადღებას... ვარდობისთვეში, ვარდის სურნელიც განსაკუთრებულად იგრძნობა...

სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევანის (კოპალიანი) სულიერი და ფიზიკური მზრუნველობა ყველაფერზე აისახება. მონასტრის სულიერი მოძღვარია არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე). მონასტრის დედებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღეს და "შინს" გულის კარი გაუღეს.

KARIBCHE

მონასტრის წარსული

სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი ერთ-ერთი უმთავრესი სავანეა, სადაც საქართველოში მენელსაცხებლე დედათა ცხოვრების დასაბამია. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ ნაკურთხი ჯვარი ვაზისა აქ, "მაყვლოვანში" აღმართა წმიდა ნინომ (IV ს.) და სამოციქულო ღვაწლს მისცა დასაბამი. მცხეთის სამთავრო V საუკუნიდან ქართლის მთავარეპისკოპოსთა კათედრა იყო, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811 წლამდე). სამთავროში დაკრძალულია ერისმთავრები და ეპისკოპოსები. ცნობილია, რომ ქართლის მთავარეპისკოპოსს კათოლიკოსთან ერთად აჰყავდა მეფე ამბიონზე. ვარაუდით, ტაძრის სახელწოდება "სამთავროც" აქედან წარმოდგება. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ განახლდა და გადაკეთდა. სამთავროს სამონასტრო კომპლექსიდან დღეს შემორჩენილია მთავარი, ფერისცვალების ტაძარი, ტაძრის კანკელი, ფრესკები. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი (ეკვდერი) - ტაძრის ერთ მხარეს ორი სამლოცველოა: წმიდა იოანე ნათლისმცემლის და წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის, ასევე წმიდა მეფე-დედოფლის მირიანისა და ნანას სამლოცველო. სამთავროს კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილია წმიდა ნინოს მცირე ეკლესია (IV ს); კომპლექსში შემავალი კოშკი აგებულია XIII საუკუნეში, ხოლო სამრეკლო - XV საუკუნეშია განახლებული; შემორჩენილია, "მირიანის ბუხრის" კედლის ნანგრევი (IV ს.).

მონასტერში მრავალი სიწმინდეა, მათ შორის: სვეტიცხოვლის მირონმდინარე სვეტის წმიდა ნაწილი, სამთავროს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც 1912 წელს, ათონის ივერთა მონასტერში დაიწერა მღვდელმონაზონ პავლე ჯაფარიძის თხოვნით. აქვეა დაბრძანებული წმიდა ნინოს სასწაულთმოქმედი ხატი, 21 წმიდა ნაწილით შემკული. ეს ხატი შემოსწირეს საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილებმა (1870 წელს). მონასტერში განისვენებენ პირველი ქრისტიანი გვირგვინოსნები, წმიდა მოციქულთასწორი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გამშვენდა მათი საფლავები ქვის ოსტატის გიორგი ლალიაშვილის ხელით. საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი. ფერისცვალების ტაძარში ღირსი მამა გაბრიელის სულიერი შვილის, არქიმანდრიტ კირიონის მიერ გაკეთდა წმიდა მამის ლუსკუმა, ჩასაბრძანებელი. ძალიან ბევრი მომლოცველი მოდის ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან, სადაც უამრავი სასწაული და კურნებები აღევლინება. მაყვლოვანში განისვენებ ახლადკანონიზირებული წმიდანები: მონასტრის განმაახლებელი ღირსი ნინო (ამილახვარი) და ღირსი იღუმენია ნინო (ამილახვარი).

უწმიდესის ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერთან. ბავშვობისა და ყრმობის წლებში მას ხშირად უწევდა მონასტერში ყოფნა. უწმიდესმა ერთ-ერთი ქადაგებისას აღნიშნა, რომ მომავალი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დალოცვა ღვთისაგან გამოცხადებით მიიღო სამთავროში მსახურებისას და რომ არსად ისეთი მადლი არ მიუღია, როგორც სამთავროში.

იღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წევრები ლოცვასთან ერთად სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებენ - ტაძარში, მუზეუმში, სატრაპეზოში. დედები სხვადასხვა ხელსაქმესთან ერთად აკეთებენ სკვნილებს, ქარგავენ. ლიტანიობის დროს ძველი და თანამედროვე დედების მოქარგულ ბაირაღებს გამოაბრძანებენ. მონასტერი საგამომცემლო საქმიანობითაც არის დაკავებული. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, 2010 წლიდან პერიოდულად გამოსცემენ ჟურნალს "სამთავროს მაყვლოვანი". ასევე გამოსცემენ ბუკლეტებსა და წიგნებს. მონასტერში ლოცვა და შრომა ერთმანეთშია შეზავებული.

სამთავრო ძალიან დიდი მონასტერია, 60-მდე მონასტრის წევრი ცხოვრობს. ოდითგანვე დედა- მონასტრად ითვლებოდა. უწმიდესს სამთავროში სტუმრობისას დედებისთვის უთქვამს, - წმიდა ნინოს ნატერფალზე ფეხაკრეფით უნდა დადიოდეთ და ჩურჩულებდეთო... ყური დაუგდეთ, რა დიადია სიჩუმეო...

სამეფო ბაღი...
სამთავროს მონასტერი წინათ სამეფო ბაღი ყოფილა... შესაბამისად, დედები ცდილობენ, მოწესრიგებული ჰქონდეთ მონასტრის ეზო და ამით შექმნან მყუდრო გარემო. დედა იღუმენია ყველაზე მეტს შრომობს.

- საერთო მორჩილების დროს სუფთა თაფლისგან სანთლებსაც ვაკეთებთ, სეფისკვერებსაც და პურსაც ვაცხობთ. წიწამურში მეურნეობა გვაქვს - მარწყვიც მოგვყავს, ბოსტნეულიც, სიმინდს ვთესავთ. რამდენიმე სკაც გვაქვს,-მიამბობენ დედები.

სამთავროს ბაღი დღეს ასეთი გამშვენებული რომ არის, ამაში უდიდესი წვლილი ბატონ თამაზ შარიქაძეს მიუძღვის. მონასტერს თავისი პროფესიონალი მებაღე ჰყავს - ვასიკო ალიბეგაშვილი, იგი ყოველდღიურად ზრუნავს თითოეულ მცენარეზე და მნახველებს ესთეტიკურ სილამაზეს ანიჭებს. მებაღის რჩევებს საერთო მორჩილების დროს დედები ზედმიწევნით ასრულებენ. სხვადასხვა სახეობის ხე-ბუჩქთან ერთად ბაღს უცხოური სოჭის ხეები ამშვენებს. გარემოს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებენ: ნეკერჩხლები, ბრაზილიური შინდები, უთხოვრები, კოწახურები, კანადური ნაძვები. ვარდების ხეივნის სურნელს მოჩითული ფოტინიები ენაცვლება.

იღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით მონასტერი დღითიდღე მშვენდება და ძლიერდება. მონასტრის წევრები ერთობლივად ალაგებენ ტერიტორიას, უვლიან ეზოს, საცხოვრებელ ნაგებობებს.

- მიწასთან რომ მუშაობ, უარყოფითი ენერგია გააქვს და მადლი და ხალისი გვეძლევა... მონასტერში მთავარია ლოცვა და შრომა, სულიერი და ფიზიკური მორჩილება. შეიძლება ფიზიკურად საქმე აღასრულო, მაგრამ მთავარი უდრტვინველი მორჩილებაა წინამძღვრისა და სულიერი მოძღვრისადმი. კურთხევის გარეშე რაც უნდა გააკეთო, მადლი არ აქვს და უფლის წინაშე არც შეიწირება.

KARIBCHE

მუზეუმი

სამთავროს ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი მოიცავს სახვითი ხელოვნების, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ ნიმუშებს - III-დან XIX საუკუნის ჩათვლით.

სავანის კუთვნილი ნივთების გარდა, მუზეუმის ექსპონატები კოლექციაში სხვადასხვა საშუალებით აღმოჩნდა. ზოგიერთი მათგანი მონასტერმა საჩუქრად მიიღო კერძო პირის არქივიდან, მაგალითად, ლევან გოთუას სახარება და მისი გადასახლებისდროინდელი მაღაროს ქუდი, რომელიც მისმა ძმისშვილმა მაია გოთუამ სავანეს გადასცა. აქვეა მაია გოცირიძის მიერ შემოწირული ვარდის ხის ძველებური კარადაც. ზოგიერთი ისტორიული ღირებულების ექსპონატი მონასტერმა საგანგებოდ შეიძინა. მაგალითად, ხევსური ქალის ორსაუკუნოვანი სრული შესამოსელი (სადიაცო, მანდილი, სათაურა, პაჭიჭები, ტყავძირგამოკრული წინდა-თათები, წინდები და გარეთა სამოსი-ქოქლო). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სავანეს დაუბრუნა საპატრიარქოში დაცული სამთავროს XI საუკუნის კანკელის უნიკალური ფრაგმენტები. მონასტერს ასევე გარკვეული შეთანხმების საფუძველზე გადმოეცა სავანის ტერიტორიაზე არქეოლოგთა მიერ სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ექსპონატები, რომლებიც წლების განმავლობაში მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის კუთვნილებას წარმოადგენდა.

მუზეუმში ორი კუთხე საგანგებოდაა შექმნილი: ღირსი მამა გაბრიელისა და იღუმენია ნინო ამილახვრის (უმცროსი), სადაც მათი პირადი ნივთებია დაბრძანებული. წმიდა ბერის კუთხეში ინახება მისი ხელით დაწერილი ანდერძი, შესამოსელი, ჯვარი, დიადემა, ჩაიდანი, ნავთქურა, საათი, სკამი, ქუდი და ნარის ნაწილი, რომელზეც მამა გაბრიელი ესვენა. იღუმენია ნინო ამილახვრის კუთხეს ამშვენებს საიღუმენიო ჯვარი და წმიდა მთავრინა ელიზავეტას მიერ გამოგზავნილი სამკერდე ნიშნები. აქვეა მნიშვნელოვანი დოკუმენტი მონასტრის დაარსების ოფიციალური ცნობის შესახებ. სავანის მომდევნო იღუმენიათა პირადი ნივთებიდან მუზეუმის კოლექციაში ინახება იღუმენია ნინო ციციშვილის სკამი და იღუმენია ანა აჭაიძის მიერ მოთელილი დეკორატიული თექა, სკვნილი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

KARIBCHE

ბეჭდური გამომცემლობიდან აღსანიშნავია XVIII-XIX სს-ის საღვთისმსახურო წიგნები - ბიბლია, ახალი აღთქმა და ჟამნი.

სამუზეუმო კოლექციაში ორი მნიშვნელოვანი ხელნაწერი ინახება: პირველი წარმოადგენს საღვთისმსახურო ტიპიკონურ ლოცვათა ჩანაცვლების წესს შესაბამისი რაოდენობის "იესოს ლოცვით", რომელიც შესრულებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხელით. ხოლო მეორე ხელნაწერი წმიდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე - მონასტრის მოძღვარი 1919-1945 წლებში) მიერ გადაწერილი სანოტო კრებულია, რომელშიც 13 ცალხმიანი საგალობელია შეტანილი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat