წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი (IV) - 15 (28) იანვარი
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი (IV) - 15  (28)  იანვარი
წმინდა სალომე უჯარმელი წმინდა ნინოს მოწაფე იყო, მხევალი ქრისტესი, მახარებელი ცხოვრებისა და მშვიდობისა, მახარებელი ქრისტესმიერი ერთობისა ქართველთა და სომეხთა შორის. იმ ერთობისა, რომელმაც, სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე საუკუნეს გაუძლო.

რომაელთა და სომეხთა ერთობლივმა ლაშქარმა ირანელთა და ქართველთა არმიას რომ სძლია, მირიანმა იმპერატორ კონსტანტინეს დაზავება სთხოვა. იმპერატორმა მძევლად გამოართვა ვაჟიშვილი ბაქარი და არა მარტო თვითონ დაუზავდა, თრდატი - სომეხთა მეფეც დააზავა მასთან, მისი ქალიშვილი სალომე კი ცოლად შერთო მირიანის ვაჟს, რევის.

წმინდა სალომე - მახარებელი მშვიდობისა! მას ვიღამ ახარა ქრისტე მაცხოვარი? ნეტავ როდის განუღო გულის კარი სახიერ უფალს? მაშინ ხომ არა, მამამისმა სომეხთა განმანათლებელი წმინდა გრიგოლი რომ აწამა? შეესწრო კი წმინდა გრიგოლის მარტვილობას? წმინდა სალომე იმ დროს სომხეთში რომ ყოფილიყო, ალბათ არ დადუმდებოდა და თამამად იტყოდა დიოკლეტიანეს ცოლივით: "მეც ქრისტეანე ვარ!" და თუ კვლავ განუფიცხდებოდა გული მამამისს, ისიც გაიზიარებდა წმინდა გრიგოლის ხვედრს, არარატის რომელიმე ბნელ ჯურღმულში შთაგდებული.

თუ წმინდა გრიგოლის აღმსარებლობა მის გულში ქრისტეს სარწმუნოების მბჟუტავ ნაპერწკალს გააჩენდა, წმინდა რიფსიმესა და გაიანეს მოწამებრივი აღსასრული სარწმუნოების ცეცხლად ააგიზგიზებდა მას. მართლაც რამდენი რამ მოხდა უმცირეს დროში: წმინდა რიფსიმე და გაიანე და მათთან ერთად ოცდათხუთმეტი ქალწული აწამეს; ამ საშინელი ცოდვის გამო მამამისი თრდატი ეშმაკეული გახდა და ნაბუქოდონოსორივით ღორის სახე მიიღო; ღორად იქცნენ ამ დიდ ცოდვაში მეფის თანაზიარი მისი უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანები.

საყოველთაო გლოვა-მწუხარება გამეფდა მაშინ სომხეთში. სალომეს მამიდამ კუსაროდუხტმა დიდებით მოსილი კაცი იხილა, რომელმაც აუწყა, თრდატი მანამ არ განიკურნება, ვიდრე გრიგოლს ორმოდან არ ამოიყვანენო. თოთხმეტი წლის შემდეგ წმინდა გრიგოლის გამოჩენამ, მკვდრეთით აღდგომამ შეარყია ჰაოსიანთა გაკერპებული გულები. დაიწყო სომხეთის გაქრისტიანება, ტაძრების მშენებლობა. უამრავი სასწაული ხდებოდა მოწამეთა მარტვილობის ადგილას. ღმერთმა წყალობა მოიღო და მეფე თრდატი და მისი მხლებლები განიკურნენ...

განა ეს ყოველივე არ იმოქმედებდა სალომეზე და არ ჩავიდოდა მამის სიყვარულით გულანთებული, მასზე დამწუხრებული მშობლიურ სომხეთში? მართლაც საზარელი სანახავი იქნებოდა მეფე თრდატი, ოდესღაც გუთელი გოლიათის უიარაღოდ შემპყრობი, უმშვენიერესი ჰაოსიანთა შორის, ახლა კი ღორად შეცვალებული წმინდა გრიგოლს რომ ევედრებოდა: ღვთისგან წყალობა გამომითხოვე, ადამიანის ხელ-ფეხი მიბოძოს, რათა ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა შევძლოო. მაშინ წმინდა გრიგოლმა სამოცდაათდღიანი საყოველთაო მარხვა გამოაცხადა. სალომეც უცილობლად მომარხულეთა შორის იქნებოდა და როცა მამას და თავისიანებს ადამიანთა სახით იხილავდა, მადლობას შესწირავდა სახიერ უფალს, რომელსაც "წყალობა ჰნებავს და არა მსხვერპლი".

განამზადებდა უფლისთვის გზებს სალომე. ცოტაც და მოგვეახლებოდა ქართლოსიანთ "სასუფეველი ცათა", ოდეს "უცნობელთა და მძიმეთა საბურველი გულთა აღგვეხსნა და ლოდები აღეღო სამარეთაგან, დაყროლებულნი მკვდარნი საყვირთა მიერ წმინდისა ნინოსითა აღვემართენით... არმაზ დაეცა გოდებით და ზადენისნი გაიმ გაცითურთ მეხდატეხილ იქმნეს... აღფხვრნეს კერპნი საფარველითურთ მათით და აღემართნეს ქრისტეს ეკლესიანი". ვინ იცის, როგორ ელოდა ამ დღეს სალომე!

თითქოს ქართლზეც აცხადდა წმინდა გრიგოლის ხილვის ერთი ეპიზოდი: მდინარეში შავი თხები შედიოდნენ, მეორე ნაპირს კი ცხვრად ქცეულნი გადიოდნენ. მდინარე ხომ სახე იყო წმინდა ნათლისღებისა. არაგვისა და მტკვრის შესართავთან შედიოდნენ თარგამოსიანნი "ბარბაროზნი და უჟიკნი ქედ-ფიცხელნი" და ფერნაცვალნი, ქრისტესმიერი ნათლით განათებულნი გამოდიოდნენ.

უამრავი დიდებული სასწაული შეგაძრწუნებდა კაცს. მარტო დედა ნინოს ცრემლების ხილვა რად ღირდა! სალომე იმ ღამეს წმინდა ნინოსთან, შროშანასთან, სიდონიასთან და სხვა დედებთან ერთად იქნებოდა, უფლის ანგელოზმა სვეტი ცხოველი რომ აღმართა. "და იწყო სიმრავლემან ერისამან შემოკრებად უცხოისა მისთვის სახილავისა და შემოკრბა პალატი და ყოველი ქალაქი და ცრემლით დაალტობდა ქვეყანასა". ნეტავ ახლანდელ ქართლოსიანთ გვაგემა იმდროინდელი ცრემლების გემო...

სვეტიცხოვლისგან აღსრულებული სასწაულები ღვთის შიშით აღავსებდა წმინდა სალომეს. პირველი ლიტურგია, უფლის წმინდა სისხლსა და ხორცთან ზიარება, მარხვა და ლოცვა აღაფრენდა ზესთასოფლისკენ... თუმცა აღმაფრენა რაღად უნდოდა - ზესთასოფელი დედამიწაზე გარდმოსულიყო. რა ახლოს იყო მაშინ ზეცა მიწასთან - ერთი ხელის გაწვდენაზე!

ქრისტე მაცხოვარი სასურველი სასიძო გახდა მისთვის. მაცხოვარი, რომელმაც მხოლოდშობილი ძე სიკვდილის სარეცლიდან აღუდგინა, მწყემსი კეთილი, თავისი ფარის ცხვრად რომ მიიღო და მარჯვნივ დაიყენა.

უფლის სიყვარულით გულანთებულმა დედა ნინოს "შური აღიღო" და უჯარმაში, თავის სამკვიდრებელში, მოციქულებრივი ღვაწლის აღსასრულებლად წარემართა. თან წააბრძანა სამ პატიოსან ჯვართაგან ერთ-ერთი, დედა ნინოს გატანებული, რომელიც მისივე ბრძანებით უჯარმაში აღმართა.

დაიწყო მოქცევა ქართლისა, კახეთისა, კუხეთისა და ქრისტეს ეკლესიათა აღშენება...

KARIBCHEარ შეიძლება აქვე არ ვახსენოთ დედოფალი კახეთისა სუჯი სივნიელი (სივნიეთი სომხეთის პროვინციაა), მომაქცეველი ასპურანგანის (ესეც სომხური პროვინციაა) მთავრისა ასტერეონისა და ძმა-ძმისშვილისა. და განა მარტო სივნიეთს გაისარჯა უფლისთვის, სუჯი დედოფალი კახეთშიც აღიძრა საღმრთო შურით, "დამუსრნა კერპნი თვისნი და მოაქცია ერი თვისი ღვთისმსახურებად". თუმცა წმინდანად არ შეურაცხავთ, მაგრამ წმინდა ნინოსგან ანდერძად მიგვიღია: "ხსენებულმცა არს საუკუნოდ კეთილთა შინა უფლისათა დედოფალი სუჯიო". მისი დიდი ღვაწლის შესახებ წმინდა ნინო მეფე მირიანს წერილში მოუთხრობს: სუჯი დედოფალმა "ყოველნი შემოკრიბნა და ასწავა მართალი სარწმუნოება და ყოველთა ბოდბეს შინა ნათელ იღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". სხვას რომ ასწავლო, თავად უნდა იცოდე. როდის მოასწრო დედოფალმა ცოდნის შეძენა?!

საღმრთო შურით ანთებული სუჯი დედოფალი მცხეთას წარმოემართა - "ხილვად და თაყვანისცემად სვეტი-ცხოველისა და პატიოსნისა ჯვარისა". უამრავი ხალხი მოჰყვებოდა კახეთის ფეხშიშველა დედოფალს. არა, არ მოგესმა, ძვირფასო მკითხველო: ფეხშიშველა დედოფალს! წმინდა ნინოს ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს: დედოფალმა "ყოველსა მას სიშორესა გზისასა თვინიერ სახედრისა წარვლო და ფრხივ ვიდოდა იგი თვინიერ ხამლთა და ცრემლით დაალტობდა ქვეყანასა". მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარი ამბავი წინ გველის.

არაგვი ისე ადიდებულიყო, მხედართაგან ვერავინ შებედა მდინარეში შესვლა. ხოლო "ამან საკვირველმან დედოფალმან და უფროსად განსაკვირველმან სიმდიდრითა სარწმუნოებისათა" გამოისახა პატიოსანი ჯვარი და სახედარზე შეჯდა. მეორე ნაპირზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა გამოსულიყვნენ, აქვე ბრძანდებოდა მთავარეპისკოპოსი იოანეც. იქით მცხეთელები, აქეთ კი დედოფლის მხლებელი კახელები სულგანაბულნი უცქერდნენ დედოფალს. დალოცვილმა სუჯიმ სახედარი არაგვისკენ მიმართა და "შევიდა სიმძაფრესა მას წყალთასა"...

დიდება ძლიერებათა შენთა, ქრისტე, რომელი მარადის ნიშთმოქმედებ შენდა მხურვალე სარწმუნოებით მოსულთა! მყის განდგა მდინარე და სუჯი დედოფალი უვნებელი განვიდა ნაპირზე. შემოეგებნენ მეფე, მთავარეპისკოპოსი, ყოველი ერი და "დიდებულსა მას ზედა სასწაულსა განკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა".

ჰოი, სანატრელო და მარადის სახსენებელო სუჯი დედოფალო, ნეტარია მიწა, რომელმაც აღგზარდა და ჩვენს ერს მომადლა შენი თავი მიწიერი საქართველოს მფარველად ზეციურ საქართველოში!

მართლაცდა, როგორ ჰგავს სუჯი დედოფლის უფლის კვართთან კრძალვით მიახლება ჩვენს განლაღებულ ქცევას სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე!

სინანულად აღძრავს კაცს წმინდა ნინოს დუმილიც საკუთარ წარმომავლობაზე. სიკვდილის წინაც არ ამხელდა თავის ვინაობას, განვლილ ცხოვრებას "გლახაკსა და უდებს" უწოდებდა და მხოლოდ მაშინ გაამჟღავნა, მთელმა ერმა ტირილით რომ შეღაღადა: გვითხარი, ვინ ხარ, სად აღიზარდე, საიდან მოხვედი ჩვენს ქვეყანაში და რატომ ამბობ, ტყვე ვარო, ტყვეთა მხსნელო და სანატრელო, ანდა უცხოს რატომ უწოდებ თავსო.

მაშინ მიუგო მათ წმინდა ნინომ:

- ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო მეგობარნო ჩემნო, გნებავთ ჩემი გზის ცნობა? მალე "დამეძინება დედაჩემის ძილით საუკუნოდ". ამიტომ აღიღეთ საწერელი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდნენ შვილთა თქვენთა სარწმუნოება თქვენი და შეწყნარება ჩემი, და ღმრთის სასწაულნიც, რომელიც გიხილავთ.

"სარწმუნოება თქვენი და შეწყნარება ჩემიო"... ტკბილო და სანატრელო დედაო ნინო, მოგვმადლე შენს უღირს შვილებს ამგვარი თავმდაბლობა და სარწმუნოება!

"მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრ სივნიელმან. იწყო სიტყვად წმიდამან ნინო და იგინი სწერდეს..."

ჰოი, სანატრელნი! "მოიხუენით საწერელნი" და ქართველთა გულებზე დაწერეს სიყვარული უფლისა, სიყვარული ღვთისმშობლისა, სიყვარული დედა ნინოსი!

ქრისტეს სიყვარულით აღტრფობილთ განვლეს "სტადიონი ცხოვრებისა", დაიმარხეს წმინდა ნინოს ნაანდერძევი მართლმადიდებელი სარწმუნოება და ზესთასოფელსაც მიაღწიეს, ოდეს დაიძინეს დედა ნინოს ძილით.

მათი საფლავები უცნობია; სამაგიეროდ, ვიცით, სად განისვენებენ მათი წმინდა სულები - იქ, ზეციურ საქართველოში, წმინდა ნინოსთან, აბიათარ მღვდელთან, სიდონიასთან, შროშანასთან ერთად... და მეოხნი არიან ყოველთა, სიყვარულით მათდამი მილტოლვილთა.

ჩვენც შევთხოვოთ უფლის წმინდანებს, თავიანთი წმინდა ლოცვებით მოგვილბონ გული, რათა ქართლოსიანნი განვძლიერდეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ჰაოსიანნი კი დაუბრუნდნენ მამა-პაპის ღმერთს და როგორც ერთ დროს, ათას ექვსასი წლის წინათ, ქრისტესმიერი ძმანი ერთობით ვადიდებდეთ ყოვლადწმინდასა სამებასა ერთარსებასა, ამინ!

***
დასასრულ, არ შეგვიძლია, ერთი ამბავი არ გავიხსენოთ.

ეს წერილი ცხრა წლის წინ გაზეთ "მრევლის" რედაქტორის დავალებით დაიწერა და ამავე გაზეთში დაიბეჭდა. ის ჩემი პირველი ნამუშევარი გახლდათ სასულიერო თემაზე და როგორც საკუთარ შვილს, ისე შევყურებდი.

მანამდეც და მერეც ხშირად მიფიქრია ქართველთა და სომეხთა უცნაურ ძმობაზე, მაშინ კი, წმინდა სალომეზე ფიქრისას, დიდი სიყვარულით განვიმსჭვალე მეზობელი ერის მიმართ.

წერილის გამოქვეყნებიდან კვირის თავზე ბეთანიის მონასტერში ჩავედი რამდენიმე დღით. მამებმა ერთ-ერთ სენაკში დამაბინავეს, სადაც კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობდა. ორივე სომეხი აღმოჩნდა: თბილისელი იოანე და სომხეთიდან გამოქცეული გიორგი.

საუბარი ძველ სომეხთა სარწმუნოებასაც შეეხო. სალომე უჯარმელი გავიხსენე და თანამოსენაკეებს მისი თავგადასავალი მოვუთხრე. ვუყვებოდი და უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს წმინდა სალომე იქვე გახლდათ და გვაკურთხებდა.

რა ახლო იყო მაშინ ზეცა მიწასთან - ერთი ხელის გაწვდენაზე!.
.......................
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს
.........................
სტატიის მთავარი ხატის წყარო: იხილეთ ლინკი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat