ფოკა - ადგილი, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა
ფოკა - ადგილი, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა
ფოკაში მონასტრის დაარსებას ადგილობრივი მოსახლეობა სიფრთხილით შეხვდა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და წმინდა ნინოს ლოცვით, მონასტრები გაძლიერდნენ, დამკვიდრდნენ და აქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად ფეხი დაადგა საქართველოში და ჩვენება ჰქონდა, ფოკა ეწოდა. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის - ფარავნის პირას მდებარეობს. მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. ზამთარში ყინვა -37 გრადუსამდეა, საშუალო ტემპერატურა კი -20 გრადუსია. კლიმატური პირობების გამო მონასტერი ექვსი თვის განმავლობაში - ნოემბრიდან მაისამდე სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს.
საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის და მიცვალების ადგილებში ოდითგანვე არსებობდა მონასტრები, ხოლო მისი შემოსვლის ადგილი ულოცველად იყო მიტოვებული.

KARIBCHE

ამიტომ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა, ხოლო 1992 წელს, ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტრები. მონასტრების დამკვიდრება დიდი გაჭირვებით მიმდინარეობდა. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა, აქ სხვა სირთულეებიც იყო. ამიტომაც გვინდა მოკლე ისტორიული მიმოხილვა გავკეთოთ.

KARIBCHE

XVII საუკუნემდე ჯავახეთი, ისევე როგორც სრულიად საქართველო ქრისტიანული იყო, მაგრამ 1625  წელს იგი ოსმალეთმა დაიპყრო და 200 წელი იბატონა. ამ ხნის განმავლობაში ამ რეგიონის ქართველებმა დაკარგეს თავიანთი სარწმუნოება და გამაჰმადიანდნენ. 1828 წელს ჯავახეთი საქართველომ რუსეთის დახმარებით კვლავ დაიბრუნა, მაგრამ გამაჰმადიანებული ქართველები ოსმალეთში გადაიხვეწნენ და ეს მხარე დაცარიელდა. რუსებმა აქ სომხები ჩამოასახლეს, რომლებიც დამკვიდრდნენ, მომრავლდნენ და ამჟამად აქ სახლობენ.

KARIBCHE KARIBCHE

ტრადიციულად ისინი გრიგორიანული მრწამსის მიმდევრები არიან. აი, ამ მძიმე ისტორიული მემკვიდრეობის ფონზე ხდებოდა ამ ორი მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება. მათ დაარსებამდე ფოკაში სხვა მონასტერი არ არსებობდა, მხოლოდ XI საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი იყო შემორჩენილი, ისიც ნანგრევების სახით. დაარსებისთანავე მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

KARIBCHE

ფოკაში მონასტრის დაარსებას ადგილობრივი მოსახლეობა სიფრთხილით შეხვდა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და წმინდა ნინოს ლოცვით, მონასტრები გაძლიერდნენ, დამკვიდრდნენ და აქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

KARIBCHE

წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი ფარავნის პირას, ხოლო დედათა მონასტერი თვით სოფელში მდებარეობს, XI საუკუნის წმინდა ნინოს ტაძრის გვერდით. ამ უძველესი ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 1997-2000 წლებში მიმდინარეობდა. დღეს ფოკის დედათა მონასტერში 6 მონაზონი მოღვაწეობს.

KARIBCHE

აქვე დაარსდა სოფელ ფოკის საკვირაო სკოლა, სამინანქრო სახელოსნო და ყველის მცირე ქარხანა, სადაც ძველი ჯავახური ტრადიციით, თექვსმეტი სახეობის ყველი მზადდება. წმინდა ნინოს მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს.


ბეჭდვაელფოსტა
01.06. 2016
ავთო
არ ხარ ქეთო მართალი, არც ვინმე გია კიდევ, ორბელიანებმა, ამილახვრებმა, ანდრონიკაშვილებმა, ჭავჭავაძეებმა ჯავახეთი რუსეთის მეშვეობით საქართველოს დაუბრუნეს და ამ გენერლებმა კარგად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, რაც შემდეგ მოხდა თქვენისთანების და თქვენნაირი წინაპრების გამო მოხდა ,რომ იქ ქართველები უმცირესობაა. ესეა ეს ახლა ვხვდები
27.01. 2016
გია.
ყოჩაღ ქეთო. გეთანხმებით... და აქვე გავაგრძელებ, 1828 წელს გამაჰმადიანებული ქართველები ოსმალეთში კი არ გადაიხვეწნენ არამედ გაასახლეს და ეს მხარე დაცარიელდა. რუსებმა აქ სომხები ჩამოასახლეს. თუ სომხები ჩამოასახლეს, ეს რა დაბრუნებაა საქართველოსთვის? ჩემთვის ჯობდა ისევ ის მახმადიანი ქართველი ყოფილიყო ამ ტერიტორიაზე.
27.01. 2016
ქეთოს
ძალიან სუბიექტურად და მიკერძოებულად საუბრობთ.საიტერესოა ,რომ არა რუსეთი და ასეულ ათასობით რუსი ჯარისკაცის დაღვრილი სისხლი,შეძლებდა კი ოდესმე საქართველო მესხეთ-ჯავახეთის დაბრუნებას?რა თქმა უნდა ვერ შეძლებდა.სიმართლე კი ეს არის,რუსეთი რომ არა, დღეს მთელი საქართველო თურქეთის შემადგენლობაში იქნებოდა და ჩვენც ისეთივე გათურქებულ-გამუსულმანებულები ვიქნებოდით როგორც ტაო-კლარჯეთის მოსახლეობა.იცით როგორ მიაღწიეს თურქებმა ქართველების გათურქებას?პატარა ბავშვებს ქართულად საუბრისთვის ენას აგლიჯავდნენ,რომ მშობლებს სახლშიც კი ქართულად არ ესაუბრათ.ამ დროს კი რუსეთის იმპერიაში ქართველებს ისეთი ფილმების გადაღების უფლებას აძლევდნენ როგორიცაა მაგ,ფესვები,სწორედ ასეთმა ფილმებმა გააძლიერეს ჩვენში ეროვნული თვითშეგნება.რუსეთმა დამოუკიდებლობა ხონჩით მოგვართვა,რომელი იმპერია დაშლილა ასე ხავერდოვნად ხომ არ იცით. თუ ასეთი მაგრები ვართ დავიბრუნოთ ტაო კლარჯეთი,რაღას ვუცდით.
07.06. 2015
ქეთო
თეა, სტატიისთვის მადლობა, თუმცა ერთი შენიშვნა მაქვს. ჩემი აზრით ამ წინადადებით: "1828 წელს ჯავახეთი საქართველომ რუსეთის დახმარებით კვლავ დაიბრუნა," ისტორიული ფაქტია დამახინჯებული. ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ ადამიანი იფიქრებს აქაოდა რუსები რა კეთილები არიან, ჯავახეთი დაუბრუნეს საქართველოსო, სინამდვილეში ხომ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად,1829 წელს ადრიანოპოლის ზავით მოხდა რუსეთსა და თურქეთს შორის ტერიტორიების განაწილება და ჯავახეთიც თურქეთის მიერ რუსეთისთვის დასათმობ ტერიტორიებს შორის მოხვდა. რითაც ჯავახეთი რუსეთის ტერიტორია გახდა და არა საქართველოს.
03.10. 2014
TENGO
KVELAM VILOCOT DA VIZRUNOT SSAKARTVELOS GADASARCHENAD, TOREM GVECLEBA TVALTAXELSHUA
სხვა სიახლეები
03.12.2018
ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.
27.10.2018
ვისაც კი ერთხელ მაინც მოულოცავს მცხეთის სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი, მას კიდევ მრავალჯერ უჩნდება სურვილი, მიეახლოს და თაყვანისცეს ამ მადლმოსილ წმინდანთა ნატერფალის სავანეს...
21.09.2018
დიდუბის ტაძარი
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ამჟამად ეკლესიაა აღმართული, კეთილმსახური მწყემსი ფარას აძოვებდა.
11.09.2018
წმინდა იოანე ნათლისმცემლის კიდევ ერთი მადლიანი მონასტერია ვანის ქვაბები. მთავარი ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა.
11.09.2018
11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესასწაულს მორწმუნეთა უმრავლესობა თავკვეთულას მონასტერში აღნიშნავს.
04.09.2018
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, მეუფე თეოდორეს(ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით, ორი წლის წინ აღდგა ბერთსაყუდელის უძველესი, კლდეში ნაკვეთი მცირე მონასტერი,
01.09.2018
ნიკორწმინდელი მღვდელმთავრის, მეუფე ვახტანგის (ლიპარტელიანი) ლოცვა-კურთხევით და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დახმარებით მიმდინარეობს ჭელიშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები.
26.08.2018
ნიკორწმინდის ამ უნიკალურ ტაძარს უკვე რამდენიმე თვეა სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება.
14.08.2018
გაზეთში "ქართული საქმე" ( N7, 1947 წ.) ამგვარი საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე.
30.07.2018
ძამის ხეობისკენ მიმავალს ისე შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ბერმონაზვნების ქალაქში მოგზაურობ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.