წმინდა ნინო ჩვენთან ერთად დაბრძანდება უხილავად, არავის გვტოვებს მარტო...
წმინდა ნინო ჩვენთან ერთად დაბრძანდება უხილავად, არავის გვტოვებს მარტო...
გზა ხელისგულზე
გაკეცილი თაბახის ფურცლის ბოლო დღეებს ვითვლით. მარშრუტის ფურცელი გაიცრიცა. უფლისციხეში ვართ და 8 დღე დარჩა გზის დამთავრებამდე. დღიურებს ისე ემოციურად და დაწვრილებით ვეღარ ვწერთ, ცოტათი დავიღალეთ. მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შეიძლება გადმოიცეს ჩვენი დღის თავგადასავალი. "მრავალწერილი, ე.ი. დღევანდელი დღე ჩვეულებრივი იყო".

ასეთი ჩანაწერიც გაჩნდა 14 წლის ნინიკო ჯანელიძის დღიურში: "26.06. 07, 27.06.07, 28.06.07. დღეების წერა დამავიწყდა, უფრო სწორად, ამის თავიც არ მქონდა, დაღლილი ვიყავი და რა მექნა, ჰააა, მითხარით ერთი?.." შემდეგ უამრავი სმაილიკი. ნინო გამხმარ პეპლებს აგროვებს და უყვარს მულტფილმები.

"03.06. ზუსტად მეორე კვირა იწყება ხვალ, რაც გზაზე ამოვედი და ასე მგონია, მეც გზის ბავშვებთან ერთად გადავლახე კოდიანის უღელტეხილი ბაკურიანში გადასვლის დროს. თითქოს მათთან ერთად მეც მევლოს მუხლებამდე ტალახში 40კმ. წმინდა ნინოს ვთხოვდი დახმარებას, რომ გზაზე მოვეხვედრებინე. წმინდა ნინომ თხოვნა შემისრულა".

KARIBCHE

ამ დღიურის ავტორი, ეკა ხორგუანი 23 ივნისს ჩამოვიდა ბორჯომში და მას შემდეგ "ჟუჟუნა წვიმა" სვანურად აქტუალური გახდა ჯგუფში. დათი და ნინო ყოველი შესვენების დროს ჟუჟუნა წვიმას სვანურად უმღერიან: "ჟუჟუნა უჩე ანხად, ხოშა გიმ ადბფხნე, ადბფხნე, ადბფხნე, ადბფხნე, ერვაიდ გვიშ კეშჟი ხოდა რიქეს, ღერმეთდ ლახპატივას ხოშად" - "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, დანამა, დანამა, დანამა, ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, ღმერთმა შეუნდოს მაღალმა".

09.06.2007 ვარძია
1-ლი საათი იქნებოდა, ვარძიაში რომ ჩავედით. იქაურ ბერებს დალიკომ ვარძიის ჯვარცმის ხატი გადასცა. ამ ხატებს ვარიგებთ სოფლებში. ლოცვის მერე პირდაპირ ზემო ვარძიაში ავედით.

10.06. ვარძია - ხერთვისი
წვიმამ ჩანთა დამისველა. დასველდა ბლოკნოტი, ფსალმუნი და ტანსაცმელი. მე საწვიმარმა მიშველა. დილით ვარძიაში ვეზიარეთ, წირვა საათნახევარში დამთავრდა. გვანცა და ნანა წავიდნენ... ფოტოებს აღარავინ გადაგვიღებს, გული დასწყდათ... ჩვენც...

ნახევარი საათის მერე წვიმამ გადაიღო და ისევ საშინლად დააჭირა მზემ. ძალიან მოგვშივდა. დათიმ და გიორგიმ თითქმის სულ გაკრიფეს მკვახე ჭერმის ხეები.

საღამოს 7 საათი იქნებოდა, სოფელში რომ შევედით. ვიარეთ 5 საათი და დაახლოებით 23კმ. ხერთვისი ულამაზესი სოფელია, მწვანეში ჩაფლული სახლები და ულამაზესი ბაღები... ხვალ, 10 საათზე ხერთვისის ციხეში ვლოცულობთ. ხერთვისიდან ტოლოშში მივდივართ. ეს დათის სოფელია. დათი მთელი გზა გვპირდებოდა, რომ თუთის არაყს გაგვასინჯებდა. დღეს კარგად გავირუჯე, ჯავახეთის დამწვრობა ნელ-ნელა გადამდის სახეზე. მისაღებ ოთახში პატარა, წითელი, მრგვალი სარკის თავზე - სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სტალინის სურათი ეკიდა. ჩვენი მასპინძლები მოხუცი ცოლ-ქმარია.

12.06. ტოლოში - სარო
ვგიჟდები ქარაფებზე, საროც ქარაფებიანი სოფელია. გუშინ ტოლოშში, წმინდა ნინოს დაუჯდომელი სკოლაში წავიკითხეთ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში, უამრავი ბავშვი და მასწავლებელი გვესწრებოდა. ხვალ ხიზაბავრის გავლით ასპინძაში ჩავალთ. ხიზაბავრაში ძირითადად კათოლიკეები ცხოვრობენ.

16.06. მუსხი - საფარა - ახალციხე
უეცრად გაჩნდა ტყეში საფარა "შვენიერად დიდშენი, გუმბათიანი, შემკული ყოვლითა საეკლესიოითა და წმინდათა ნაწილებითა..." (ვახუშტი ბატონიშვილი)

საფარა ქ. ახალციხის აღმოსავლეთით, ათი კილომეტრის მოშორებითაა მთაში. მონასტერსა და ქალაქს შორის ერთადერთი დასახლებული პუნქტი - სოფელი ღერელია. ტყეში ჩაფლული მონასტერი გადაჰყურებს მშრალ ხეობას. მხოლოდ მიახლოების დროს მოულოდნელად იშლება თქვენს თვალწინ. ალბათ ამიტომ ეწოდა კიდეც "საფარა". მონასტერში ცხრა დიდი და პატარა ეკლესიაა. მიძინების ტაძარს ადრე ამშვენებდა XI საუკუნის მწვანე ფერის ქვაში ნაკვეთი, მოაჯირიანი და რელიეფებით დამშვენებული უნიკალური კანკელი, რომელიც ქართული პლასტიკის შედევრს წარმოადგენს (ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება).

სახელი "საფარა" X საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში. ცნობილი არიან მოღვაწეები: ივანე საფარელი (Xს.), ქართლის კათალიკოსი გაბრიელ საფარელი (XIს.), იოანე მტბევარ-საფარელი (XIIს.). ვარაუდობენ, რომ პოლემიკურ თხზულებაში "განყოფისათვის ქართლისა და სომხეთისა" ნახსენები "მცხეთელი კათალიკოსი" არსენიც, "რომელი იყო სანახებითგან სამცხისა საფარით" და წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენიებული ქართლის კათალიკოსი არსენ დიდი ერთი და იგივე პიროვნებაა. საფარელის წოდება მეცნიერებს აფიქრებინეს, რომ აქ საეპისკოპოსო კათედრაც იყო.

საფარაში ამჟამად მამათა მონასტერი მოქმედებს.

KARIBCHEმუსხიდან საფარაში რამდენიმე სოფლელი გამოგვყვა. ადრე მოგვიწია გამოსვლამ, წირვისთვის რომ მიგვესწრო. გზად გამოვიარეთ ახდილა. აქ ტაძრის ნანგრევებია და ადრე სოფელიც ყოფილა, შემოსევების დროს, დილით ეს სოფელი გადაუწვავთ, მოსახლეობა გაუჟლეტიათ და ამიტომაც ეძახიან ამ ადგილს "ახდილას". საფარაში რამდენიმე წუთით ადრე მივედით. საკურთხეველში დავინახე ჩემი მეგობრის ძმა, სტიქაროსანი. 8 თვეა, რაც მონასტერში ცხოვრობს. ბერობა გადაწყვიტა. მამა არსენის კურთხევა გადმოგვცეს - ვისაც რა მოეწონება, მაგიდიდან ნებისმიერი რამე აიღოსო. ლაზარეს შემდეგ ვნახე ჩემი ასევე ძალიან ახლობელი მორჩილი თემური, რომელმაც მითხრა, ლაზარესგან გავიგე, რომ წმინდა ნინოს გზაზე დადიოდიო.

სემინარიის სტუდენტებმა გამოგვაცილეს, ჩვენი ჩანთებიც მათ წამოიღეს. საღამოს გამოცდა ჰქოდათ სექტოლოგიაში მამა დავითთან, გვთხოვეს, სკვნილზე გველოცა "საფარის სასულიერო სემინარიის ძმობისათვის". საღამოს კი მოგვწერეს, რომ ჩვენი ლოცვით გამოცდა ჩააბარეს და საშემოდგომოს გადარჩნენ. საშემოდგომო - 1 თვის განმავლობაში ძროხების მწყემსვას ნიშნავს.

ისე ჩავედით ახალციხეში და ავედით რაბათში, ახალციხის ისტორიულ უბანში, ერთხელაც არ შეგვისვენია. "რაბათი - ტოლერანტობის სიმბოლო" - ასე ეწერა იმ ბილბორდს, რომელიც ხიდის თავზე იყო გადაჭიმული.

ლოცვა 6-ზე დაიწყო, აღსარება ჩავაბარეთ. ხვალაც ახალციხეში ვრჩებით. უზომოდ დავიღალე, გულმა ჩხვლეტა დამიწყო. ჩემს თავს პირობა უნდა დავუდო, რომ ყავას აღარ დავლევ. ხვალიდან მარიამ ღონღაძეს უნდა მივბაძო - ყოველ დილა-საღამოს პიტნის ჩაი.

18.06. ახალციხე - გიორგიწმინდა
15:05. გიორგიწმინდამდე 3კმ-ია დარჩენილი, მთელი დღე ორ-საათნახევრიანი შესვენებებით დავდივართ. პატრიარქი თურმე აბასთუმანში მიბრძანდება და იმედი გვაქვს, გზაში შეგვხვდება და დაგვლოცავს. დღეს განსაკუთრებულად ცხელა.

20:30. საშინლად მეძინება, დღეს ისეთი რაღაც მოხდა, რისი აღწერა ენით შეუძლებელია, ეს ისეთი რეპორტაჟი იყო, რომელსაც ვერანაირი სიტყვით, ტექნიკით, ჟესტით, მანერით და მიმიკით ვერ აღწერ და გამოხატავ. მთელი დღე მშვიდად ვიყავი. სკვნილს ვმარცვლავდი, ლაპარაკის თავი არ მქონდა. პატრიარქის ესკორტმა ელვის სისწრაფით ჩაგვიქროლა და ყველას უხმოდ დაგვწყდა გული, და ისევ გავაგრძელეთ გზა.

პირველი პატრიარქის მანქანა შემოტრიალდა. სხვა დანარჩენი მანქანებიც მობრუნდნენ და გაჩერდნენ. გზაზე მოძრაობა გადაიკეტა... პატრიარქი მანქანიდან გადმოვიდა, ჩვენ ყველამ რიგრიგობით დავიჩოქეთ და დაგვლოცა. კონსტანტინე მასთან ახლოს იყო დაჩოქილი, ნელა დაიხარა პატრიარქი და თავზე აკოცა.

წმინდა ნინოს ხატს ეფერა, ჯვარს აკოცა. მერე იდგა უხმოდ, თავი გადააქნია და ცრემლმორეული ხმით რამდენჯერმე გაიმეორა: "როგორ გამახარეთ, როგორ გამახარეთ" და ცრემლი მოერია. ყველა ავტირდით: პატრიარქი, მეუფე თეოდორე, წმინდა ნინოს ჯგუფის წევრები, ამ შემთხვევას შემოსწრებული აქაურები.

KARIBCHEპატრიარქმა გზის ამბები გამოიკითხა, ხომ მშვიდობით მგზავრობთ, რამე პრობლემები ხომ არ შეგექმნათო. საჭმელი ხომ გაქვთო... წასვლისას კიდევ ერთხელ დაგვლოცა ყველანი და გვკითხა "ვინმე ხომ არ გამომრჩა, რომ ვერ მოვეფერეო". ასეთი არავინ იყო. ყველა გავხდით მისი დაცვის და ნახვის ღირსი. პატრიარქმა უამრავი ტკბილეული დაგვიტოვა. ცოტათი გაგვიჭირდა მწკრივში ჩადგომა. იქაურმა მცხოვრებლებმა ცხელი შოთები დაგვაწიეს გზაში.

დღეს გზაზე 15 წუთით ტელეფონები ჩავრთეთ. ყველას ტექსტი ასეთი იყო: "პატრიარქი ვნახეთ, დაგვლოცა და გვეფერა". დათი კითხულობდა, ეს შემთხვევა როგორ შეიძლებოდა მოეყოლა ვინმესთვის, როგორ აეხსნა, რა მოხდა. გიორგიწმინდის ასახვევ აღმართში ირმა ჩინაშვილმა თქვა, - იმდენად დიდი და მაღალია უწმინდესი, რაღაც გერიდება, დიდხანს იყო მასთანო. ეს იმიტომ თქვა, რომ ყველას უნდოდა, დიდხანს ყოფილიყო უწმინდესთან.

22.06. ბაკურიანი - წაღვერი
ზღაპრების დაბას ჰგავს ბაკურიანი, მწვანეში ჩარგულა ფერადკრამიტიანი სახლები. სკოლის უკან, ჯვართან ვილოცეთ, ბალავარია ჩაყრილი და საკათედრო ტაძარი შენდება. ლოცვას მასწავლებლები დაესწრნენ, მერე სხვებიც შემოგვემატნენ. დღეს წმინდა ნინოს გზის 12-ივე წევრი ერთ ოჯახში ვრჩებით. თითქმის ყველაფერი დამავიწყდა, ისიც, რომ 40კმ გამოვიარეთ. დილით მოვასწარი და "მოულოდნელი სიხარულის" დაუჯდომელი წავიკითხე. ირმამ და დალიკომ გვითხრეს, პატრიარქი აბასთუმნიდან მობრძანდება და ჩვენი ამბავი უკითხავს, - "გზა სად არისო". წაღვერში სწრაფად ჩავედით, ჯვარი მე მეჭირა. უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს, რომ დღეს შეიძლებოდა პირველი მე მივსულიყავი პატრიარქთან.

ბორჯომის ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე მწკრივში დამდგარი ველოდით პატრიარქს. ამ ხნის განმავლობაში მოასწრო, ეწვიმა და ისევ ისეთი მცხუნვარე მზე გამოსულიყო.

ესკორტი გაჩერდა და პატრიარქი გადმობრძანდა. პირველი მივედი ჯვარით, დავუჩოქე. ჯვარს ემთხვია, გამომართვა და ყველას გადაგვსახა. გვიღიმოდა. კარგ ფერზე ხართო, - გაგვეხუმრა. გვკითხა, როდის ვიქნებოდით სვეტიცხოველში. ძალიან გაგვახარა, გვიცინოდა. დღეს არავის უტირია.

KARIBCHEისევ წაღვერში დავბრუნდით. დალიკო რამდენიმე დღით ახალქალაქში წავიდა. საღამოს ტრაპეზის გაშლაში მასპინძლებს ყველა მივეხმარეთ. ნანა ბორჯომში ჩამოვა და ცოტას ჩვენთან ერთად ივლის. უკვე ორი დიდი სიხარული გვაჩუქა ღმერთმა, მესამე დიდი სიხარული 12 ივლისს მოხდება სვეტიცხოველში.

24.06. ბორჯომი
"ფრანის" სიმღერის ფონზე ჩამეძინა და ნანასაც ჩაეძინა. ჩვენთან ერთად არის ეკა ხორგუანი, წმინდა მოციქულის 2005 წლის გზის წევრი, გზის ბოლომდე აპირებს დარჩენას.

21:45 საათია. ბორჯომის პარკში ვსეირნობთ. 5 საათზე ნანა, ირაკლი ჩანჩიბაძე და ნინო ხაჟომიას და გავაცილეთ თბილისში. გვანცამ მომწერა: "ხანდახან მგონია, რომ ყოველი წუთი დაკავებულია თქვენზე ფიქრით. გუშინ პატრიარქმა დაგვლოცა და ორმაგი სიყვარულით ვუყურებდი - ასე რომ განუგეშათ".

ნანა რომ გავაცილეთ, 6 საათზე სადგურზე შევიკრიბეთ. "მარშრუტკას" მწვანე მონასტერში უნდა ავეყვანეთ.

მწვანე მონასტერი ქვათა წყობით, სტილით და მთელი რიგი თავისებურებებით განეკუთვნება ნეძვისა და ლიკანის მონასტერთა სტილს, რომლებიც აშენებულია ბორჯომის რაიონში IX-X საუკუნეებში ტაო-კლარჯეთის არქიმანდრიტ წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების - ქრისტეფორესა და თეოდორეს მიერ. მრავალი შემოსევის დროს დიდი სირთულეები ხვდებოდა ეკლესია-მონასტრებს, მცირდებოდა, ხანდახან კი საერთოდ იკარგებოდა დასახლებული ადგილები, სოფლები.

2002 წელს პირველად მრავალი საუკუნის შემდეგ აქ მამათა მონასტერი დაარსდა. მწვანე მონასტერი შედგება წმინდა გიორგისა და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესიებისგან.

სპირიდონ ტრიმიფუნტელის დაუჯდომელი წავიკითხეთ. მისივე სახელობის ტაძარში სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატები გადმოგვცეს, შემდეგ კი ის ღელე მოვინახულეთ, სადაც ბერები მოწყვიტეს დამპყრობლებმა, რადგან არ გაამხილეს, სად ინახებოდა მონასტრის განძეული. აქ დღემდეა სისხლიანი ქვები. მონასტრის ეზოში ორი ტაძარია, ერთი სპირიდონ ტიმიფუნტელის სახელობისა, მეორე იაკობ და ანას სახელობისა. ერთ-ერთმა ბერმა გადმოგვცა სისხლიანი ქვის ნაწილი, რომელსაც გზის დასრულების შემდეგ ღვთისმსახური ჩაიბარებს.

25.06. ბორჯომი - ახალდაბა
წმინდა ნინო გზაში პატარ-პატარა სასწაულებით გვანებივრებს: ყავა გვინდა - გვაჩერებენ და ყავაზე გვეპატიჟებიან, ახალდაბაში ლობიანებზე მიგვიწვიეს. ცივ სასმელს გვჩუქნიან. დღეს მე და დათი ასტრიდ ლინდგრენის წიგნებზე და მულტფილმ "რეინჯერებზე" ვლაპარაკობდით. ახალდაბაში თავსხმაა. ჩამობნელდა. ოთახში თბილა. მახსოვს, ასეთ ზაფხულის წვიმაში აუცილებლად ვიცვამდი რამე თბილს და ისეთ განწყობას ვიქმნიდი, თითქოს მციოდა... ასე მგონია, ასეთ ამინდში წავიკითხე ასტრიდ ლინდგრენის ყველა წიგნი. რაღაც ძილის ამინდია, მინდა პეპივით დავიძინო.

27.06. ხაშური - წრომი
გუშინ ხაშურში დალიკოს მეგობართან დავრჩით. სტუდენტობის ამბებს ჰყვებოდნენ. მეც მომენატრა ჩემი კურსელები. "ჰელოუ" - ასე მოგვესალმნენ მოხუცები გუშინ. მგონი, უცხოელები ვეგონეთ. გუშინ ისეთი საინტერესო არაფერი მომხდარა. გზაში უამრავი მკვდარი ძაღლი ვნახეთ... ძაღლების სასაკლაო... გზაზე მანქანები ლამის ცაში გაფრინდნენ სისწრაფისგან. ისეთი დაძაბული დავდივარ, ლოცვა მავიწყდება. წრომის და ხცისის გადასახვევამდე შეუჩერებლად ვიარეთ, მერე კი 2 საათი შევისვენეთ. წრომის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, აგებულია 626-634 წლებში ქართლის ერისმთავრის სტეფანოზ II-ის ბრძანებით. წრომს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის განვითარებაში. აქ პირველად იქნა გამოყენებული ბოძები გუმბათის დასაყრდნობად, ხოლო აღმოსავლეთის ფასადში პირველად გაკეთდა სამკუთხა ნიშები, რომელიც შემდეგ ფართოდ გავრცელდა და დიდი ხნით დამკვიდრდა შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში.

საკურთხევლის კამარა წინათ მოზაიკით იყო შემკული. მოზაიკის ნარჩენები ამჟამად ინახება თბილისში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

მე და პატარა ნინიკო ხაჟომია ერთ ოჯახში ვართ, თითქმის მთელი დღე გვეძინა. ახლაც ძილს ვაპირებთ. უბანს შუქი დავალიანების გამო გამორთული აქვს...

28.06. წრომი - ქარელი (ყინწვისი)
22:57 საათია და ქარელში ვართ, მარიამ ღონღაძის ოჯახში, გზის 11-ივე წევრი. სამი საათისთვის შემოვედით ქარელში, წრომიდან სამწევრისში გამოვიარეთ და იღუმენიამ ყველა ხატებით დაგვასაჩუქრა. დღეს მთელი დღე ნინო არკვევდა, "კარიბჭეში" იყო თუ არა ჩვენზე მასალაო. მაშინ დაურეკეს და უთხრეს, ფოტოზე გნახეთო. გემრიელად ვიტრაპეზეთ. ხუთი საათისთვის "მარშრუტკა" გველოდებოდა ყინწვისში ასაყვანად.

KARIBCHE"ყინწვისის მონასტერი აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ტაძრის მხატვრობა, რომელიც შუა საუკუნეთა ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავ ძეგლთაგანია. ჩრდილოეთის კედელზე დახატული არიან თამარ მეფე, მისი მამა გიორგი III და ლაშა-გიორგი. დასავლეთის ეკვდერი ზაზა ფანასკერტელის მიერაა მიშენებული XV საუკუნეში".

23:14 საათია. მარიამი დაღლას ვერ გრძნობს, რადგან შინაა. რატომღაც მეც მგონია, თითქოს ჩემს სახლში ვარ. ნანამ დღეს გვანცას ლექსი გამომიგზავნა.

"გზა ხელისგულზე, გზის პირას მიწა,
მიწაზე მთები, მთებზე ზეცაა...
ზეცის ქვეშ წყალი, წყალში ღრუბლები,
ღრუბლებში მზე ან მზის ჩაკეცვაა...
ტბა ღამის ფსკერით, მთვარის ბილიკით,
შიშველ ტერფებით უხმოდ სავალი...
ფსკერი დაღლილი ღამის სიმძიმით
და ვარსკვავების მყუდრო სავანე..."


29.06. ქარელი - რუის-ურბნისი
რუისში ლოცვის მერე ყველამ დავიძინეთ ტაძრის ეზოში, პარალონებზე. გრილოდა... 3 საათზე მივედით ურბნისში. ლოცვას როგორც კი მოვრჩით, გვითხრეს, დედა ნინო გელოდებათო. გუშინ მთელი დღე ველოდებოდი მასთან შეხვედრას.

თეთრი მონაზონი იჯდა საწოლზე, მის ფეხებთან ყვითელი კატის კნუტი იყო განრთხმული. მთელი დღე ასე წევსო, გვითხრა დედაომ. ყველა დაგვლოცა და მოგვეფერა. ხატების კუთხესთან მამა გაბრიელის ორი დიდი სურათი იდო, საწოლის პირდაპირ კი კედელზე ეკიდა წმინდა ქსენია პეტერბურგელის სურათი, რომელიც ადის კიბეზე. აცვია ვარდისფერი კაბა და კიბის ზემოთ ფონად ღრუბლებია...

მარშრუტის დღეები გვირილის ფურცლებივით შემოგვეფანტა. გვირილის ბოლო ფურცელი მცხეთაა - სვეტიცხოველი. 36 დღეა, რაც წმინდა ნინო ჩვენთან ერთად დაბრძანდება უხილავად, ჩვენთან ერთად უჭირს სიარული აღმართებში, ჩვენთან ერთად სველდება, ჩვენთან ერთად სცივა კოდიანის უღელტეხილზე. და მაინც არავის გვტოვებს მარტო...

***
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

"ქართველთა განმანათლებელო წმინდაო დედაო ნინო, სვეტო ნათლისაო, ცვარო ღრუბლისაო, მზრდელო სულისაო, მომნიჭებელო სიხარულისაო, გევედრები, დალოცე, განაძლიერე და დაიფარე ღვთივკურთხეული ერი შენი, სრულიად საქართველო, ეკლესიაი ჩვენი და... რომელმაც ლოცვით განვლო გზა შენი ფარავნიდან ვიდრე მცხეთამდე, გვიხსენ ჩვენ, დედაო, ხილულ და უხილავ მტერთაგან, განამტკიცენ ჩვენში მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებაი, სასოებაი და სიყვარული, რაითა ვიყოთ ცხოვარნი ღვთისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი".

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

ალბათ ყველა ბედნიერი იყო, როცა თავის სიგელში და პატრიარქის ლოცვაში ამ მრავალწერტილის ნაცვლად საკუთარი სახელი და გვარი ამოიკითხა, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ისევ პატრიარქთან შეხვედრა იყო. სვეტიცხოვლობის ლოცვის დაწყების წინ ისევ მწკრივად მივდიოდით პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად, ის კი მშობლიური მზრუნველობით გვაწვდიდა საჩუქრებს, ახალ ფსალმუნებს, სიგელებს, 100 ლარს, რომლითაც სამახსოვრო რამ უნდა შევიძინოთ.

KARIBCHEრაღაც თავისებური გულისწყვეტა და სიხარულიც ახლდა გზის დამთავრებას. გავიდა ზუსტად 42 დღე გზის დაწყებიდან, გავიარეთ გზა ფარავნის ტბიდან მცხეთამდე - სვეტიცხოვლამდე. წვიმაში, სიცხეში, ქარში, სეტყვაში, ტალახში... ბაბუაწვერას სულის შებერვასავით გავიდა... სადღაც ოჯახებში დარჩა თოკზე გაფენილი გარეცხილი მაისური, მობილურის სატენი, სკვნილი, თერმოსი, რომელსაც გზაში გვაწევდნენ მასპინძლები...

2 ივლისს დათო 16 წლის გახდა. დაბადების დღე გადავიხადეთ ატენისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ხის ჩრდილში შევისვენეთ. კექსზე სანთლების ნაცვლად ასანთის ღერები იწვოდა.

გორი, ატენი, ხიდისთავი, უფლისციხე-ქვახვრელი, მეტეხი, კასპი-თხოთის მთა-სვანთა დასახლება, მუხრანი, წილკანი, მისაქციელი, საგურამო და მცხეთა - ამ დღეების დღიურები დამრჩა დაუწერელი...

ცხოვრების ისევ ახალი ეტაპი იწყება, ახალი შთაბეჭდილებებით სავსე, მარშრუტის მიხედვით დღეების გახსენება... იწყება ახალი ურთიერთობები, რაღაც დიდ მადლზე დაფუძნებული, და მთავარია, ეს მადლი დიდხანს შეინარჩუნო და გაგყვეს.

...კადრებიც იცვლება. აღარ არის საჭირო - დიდი ზურგჩანთა, პარალონი, თერმოსი... და დილით მაღვიძარას დარეკვისთანავე ფეხზე წამოხტომა. ურბნისში, ტაძრის შესასვლელთან, როცა ყველა დაფანტულები მივდიოდით, გიორგიმ გაიხსენა ერთი ფილმის დასასრული - კინოსურათის დამთავრების შემდეგ მაინც აჩვენებენ, თუ როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მისი გმირები და ჩვენი მაგალითებით გააგრძელა. იმ წუთას გავიფიქრე, ეს იყო საუკეთესო ვარიანტი ჩემი დღიურების დასასრულისთვის.

"მონაწილეობდნენ" - ალბათ არა...

წმინდა ნინოს გზაზე დავდიოდით: 1. კონსტანტინე ინაშვილი; 2. დავით წინწკალაძე; 3. გიორგი კოტოიანი; 4. ირაკლი ჩანჩიბაძე; 5. გიორგი კიკნაძე; 6. ნანა ხინჩალაშვილი; 7. გვანცა ბუაძე; 8. ნინო ჯანელიძე; 9. მარიამ ღონღაძე; 10. ლალი ცეცხლაძე; 11. ნანა ჯანაშია; 12. ირმა ჩინაშვილი; 13. თეკლა ხარიტონაშვილი; 14. ეკატერინე ხორგუანი; 15. ნინო ხაჟომია; 16. ქეთევან ხაჟომია; 17. მერი ბაიაშვილი; 18. დეა გუნია; 19. შორენა ტყეშელაშვილი; 20. ნატალია გუნცაძე; 21. ხატია მწითურიძე; 22. მარიამ მწითურიძე.

მოამზადა
შორენა ტყეშელაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
18.11. 2014
ეთერი
სულ უფლის გზაზე გევლოთ თქვენც და სრულიად საქართველოს,ყველა ქართველს.
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler