სინანულისა და სიხარულის ცრემლის დენით იწყებოდა "მოქცევაი ქართლისაი"
სინანულისა და სიხარულის ცრემლის დენით იწყებოდა "მოქცევაი ქართლისაი"
აღდგომიდან მე-7 კვირა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღეა

შვიდი წლის იყო სპარსთა მეფის ქასრე ანუშარვან სასანიანის ძე მიჰრანი, როდესაც ქართლში, მცხეთას ჩამოიყვანა მამამ და ცოლად შერთო ასფაგურ ქართლის მეფის ასული აბეშურა. ასფაგური იმჟამად ოვსეთს წასულიყო სპარსთა წინააღმდეგ საბრძოლველად ოვსთა გადმოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაცვლილიყო და უმეფოდ დარჩენილ ქართლის ერსთავებს, ომი რომ აეცილებინათ, ქასრესთვის მისი ძე მიჰრანი გამოუთხოვიათ მეფედ. გაუხარდა ქასრეს უომრად ქართლის დამორჩილება. ქართლის მეფედ დასმულ მხევლისაგან ნაშობ მიჰრანს მისცა ქართლი, სომხეთი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი, დაუტოვა მამამძუძედ და ქართლის განმგებლად ერთგული მირვანოზი და შვიდი ათასი რჩეული მხედარი, რომლებიც იცავდნენ მცხეთას, მეფე მიჰრანს.

გადიოდა წლები. მიჰრანმა შეიყვარა ქართველნი და ქართული ენა, დაივიწყა სპარსული. ქართველნი მას მირიანს ეძახდნენ. მეფე მამაპაპისეულ ცეცხლთაყვანისმცემლობასაც მისდევდა და ქართველთა სათაყვანო კერპებსაც ამკობდა. ქართველთა სათნოყოფისთვის განამშვენა მეფე ფარნავაზის საფლავიც. 15 წლის იყო, როცა ცოლი გარდაეცვალა. აბეშურას სიკვდილით დასრულდა ქართლში ფარნავაზიანთა მეფობა და დედოფლობა. შეწუხდნენ ქართველნი... მათ უყვარდათ მეფე მირიანი, ამიტომაც დარჩნენ მისი ერთგულნი. მირიანმა კი "ჰმატა კეთილსა ქართველთასა" და მოიყვანა ცოლად პონტოდან ილიღოტოსის ასული ნანა.

ორმოცი წლის იყო მეფე მირიანი, როცა გარდაიცვალა მამამისი ქასრე და სპარსეთის ტახტზე მირიანის ძმა ბარტამი ავიდა, ნაშობი ინდოთა მეფის ასულისაგან. მირიანს გულის-სადებად მისცეს ჯაზირეთი, შამის ნახევარი და ადარბადაგანი. რამდენიმე წლის შემდეგ სომხეთში გამეფდა მეფე თრდატი. მირიანს და თრდატს ომი ჰქონდათ ხოლმე ერთმანეთში, ხან ერთი სძლევდა, ხან მეორე, მირიანს სპარსნი შეეწეოდნენ, სომხებს - ბერძნები. როცა სპარსეთის ტახტზე მირიანის მეორე ძმა ავიდა ბარტამის მაგივრად, შეითქვნენ ქართველნი და სპარსნი და მეფე თრდატი დაამარცხეს. გამარჯვებულმა ძმებმა საბერძნეთს მიაშურეს, დაიწყეს რბევა. საგონებელში ჩავარდა მეფე კონსტანტინე. მეფეს ქრისტესმოსავებმა ურჩიეს, გაეკეთებინა ჯვარი და ომში წინ წარემძღვარებინა. მართლაც, ჯვრის წინამძღოლობით გაერთიანებულმა ბერძნულ-სომხურმა ლაშქარმა დაამარცხა სპარსელები და ქართველები. მირიანმა მშვიდობა სთხოვა კონსტანტინეს და დაჰპირდა, სპარსებს განვუდგებიო. კონსტანტინე დიდმა მირიანის ძე ბაქარი მძევლად წაიყვანა, დაუზავდა მირიანს და სომეხთა მეფეც დააზავა მასთან - თრდატის მშვენიერი ასული სალომე ცოლად შერთო მირიანის ვაჟს რევის. განუჩინა ორივე მეფეს მათი სამეფოს საზღვარნი და თავის სამეფოში დაბრუნდა.

მირიანმა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი მისცა და დასვა იგი უჯარმას, ხოლო ასულსა და სიძეს, ფეროზ სპარსს, ჰქონდათ საგამგებლოდ ქვეყანა ხუნანიდან ბარდავამდე მტკვრის ორივე მხარეს. განაგრძო მშვიდობიანად მეფობა მირიანმა, მსახურებდა კერპებს და ამ დროს მის გარშემო სამყარო იცვლებოდა. ქრისტიანთა რწმენა ძლიერდებოდა საბერძნეთში, სომხეთში კი ამბობდნენ, რომ ქრისტიანთა ღმერთმა თრდატ მეფე ღორად გადააქცია და ქრისტიანობის მიღების შემდეგ ადამიანის სახე დაუბრუნაო.

6 აგვისტოს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მთელი დიდებულებით შემოსილნი წავიდნენ არმაზის მთაზე არმაზის კერპისთვის მსხვერპლის შესაწირად. არმაზის კერპი იყო კაცი სპილენძისგან შექმნილი, ტანთ ოქროს ჯაჭვი ეცვა, თავზე ეხურა ზურმუხტისა და ბივრიტის თვლებით მოოჭვილი ჩაბალახი, ხელთ ეპყრა ხმალი ბრწყინვალე, რომელიც განგმირავდა მათ, ვინც შეეხებოდა. მარჯვნივ ედგა ოქროს კერპი გაცი კაცის სახით და მარცხნივ - ვერცხლის კაცი გაიმი. ამათ ეთაყვანებოდნენ ქართველნი და გულშიც ვერ გაივლებდნენ მათ ღალატს, რადგან ეშინოდათ არმაზის ხმლისა.

მეფე-დედოფალი და ამალა მიუახლოვდნენ კერპებს და თაყვანი სცეს. უცბად მშვიდი ამინდი შეიცვალა, დაუბერა ქარმა, ატყდა ჭექა-ქუხილი. შეშინდა ხალხი. ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. მეფემ და დედოფალმაც შეაფარეს თავი სახლს. ამ დროს ცამ პირი გახსნა და წამოვიდა სეტყვა, უზარმაზარი ყინულის ლოდები დაეცა არმაზის მთას, სეტყვამ დალეწა კერპნი, წვიმამ და ქარმა კი კლდეთა ნაპრალებში ჩააბნია არმაზ-გაც-გაიმის ნამსხვრევები. საკვირველი ის იყო, რომ სეტყვა მხოლოდ არმაზის მთას და ქართველთა ღმერთებს ეცემოდა. მეორე დღეს გამოვიდნენ მირიანი და ყოველნი ქართველნი და ეძიებდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ვერ ჰპოვეს. ძალიან შეშინდნენ. ზოგი ამბობდა, ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტრობდა ჩვენს ღმერთს და მოაწია ის დელგმაო. სხვანი კი ამბობდნენ, რომელი ღმერთის ძალითაც თრდატ სომეხთა მეფე ღორად იქცა და მისივე ძალით ისევ კაცის სახე მიიღო, მან დაგვინგრია არმაზი, მხოლოდ იმ ღმერთს შეეძლო ჩვენი ღმერთის დამარცხებაო.

ამის შემდეგ ქება-დიდება ქრისტესი ქართლში აღარ ითქმოდა ფარულად, რამეთუ "მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს", რადგან რამდენიმე წელი იყო, რაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევით შემოსულიყო ქართლში დედა ნინო, რომლის წმინდა ლოცვითაც დაიმსხვრა ზემოხსენებული კერპები მაცხოვრის ფერისცვალების დღეს, მაგრამ მეფე მირიანმა ეს ჯერ არ იცოდა. პატიოსანი ჯვრის ძალით ძლეულ მეფე მირიანს ესმა ქადაგება ნინოსი. ქრისტეს ამბავი მას ჯერ კიდევ საბერძნეთში გაეგონა და წმიდა ნინოს შეძახილი "გპოვენ მკვიდრნი ჩრდილოსანი ცთომასა შინა" გულში ხვდებოდა. წმიდა ნინომაც გამოაჩინა ჯვარი ვაზისა. ამ ჯვრით მრავალ სასწაულს იქმოდა, მრავალი განრღვეული განკურნა უწამლოდ, მხოლოდ ჯვრის შეხებით. მეფეს ისიც მოახსენეს, წმიდა ნინოს დაემოწაფნენ მცხეთელ ჰურიათა ნაწილი და თვით აბიათარ მღვდელი, კაცი ყველასგან პატივცემულიო. იმასაც ამბობდნენ, წმიდა ნინომ განკურნა უშვილობისგან მირიანის სამეფო ბაღის დარაჯიო. ქართველნიც მიდიოდნენ წმიდა ნინოსთან და სნეულებათაგან კურნებას იღებდნენ. ნინოს მოწაფენი უკვე დაუფარავად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს.

ერთხელ ატყდა ხმაური მცხეთას - ჰურიათა ნაწილს აბიათარი შეეპყროთ და ქრისტეს სჯულზე გადასვლისათვის ჩაქოლვას უპირებდნენ. მეფე მირიანმა მაშინვე დაახსნევინა მსახურებს მღვდელი. მირიანსაც სურდა, ქრისტეს სჯულს ზიარებოდა, რადგან საბერძნეთსა და სომხეთში მისგან მომხდარი არაერთი სასწაულის შესახებ სმენოდა, ამიტომაც არ უშლიდა ხელს წმიდა ნინოს ქადაგებას, მაგრამ ებრძოდა ეშმაკი და ვერ მტკიცდებოდა მის გულში ქრისტეს სარწმუნოება. თანაც, ნანა დედოფალს გაგონებაც არ უნდოდა ქრისტიანთა სახელისა და შესაძლოა ამიტომაც ბრკოლდებოდა.

ერთხელ დედოფალ ნანას საშინელი ავადმყოფობა შეეყარა. ვერა მკურნალმა ვერ შეძლო მისი განკურნება. დედოფალს აუწყეს, რომიდან მოსული ტყვე დედაკაცი ნინო ლოცვით ყველანაირ სნეულებას ჰკურნავსო. ნანამ გაგზავნა მსახურნი. წმიდა ნინო მაყვლოვანში ლოცულობდა. გადასცეს დედოფლის ბრძანება. წმიდა ნინომ მათ უთხრა: ღვთისგან ნაბრძანები მაქვს, ამ ადგილიდან ფეხი არსად გავადგა; თვითონ დედოფალი მოვიდეს ჩემთან და ქრისტეს ძალით განიკურნებაო. ნანამ მსახურებს უბრძანა, საწოლზე დამაწვინეთ და მასთან წამიყვანეთო. მართლაც წაიყვანეს მაყვლოვანისკენ. მეფის ძე რევი და ამალა თან ახლდნენ დედოფალს. წმიდა ნინომ იწყო ლოცვა ღმრთის მიმართ, შემდეგ აიღო ვაზის ჯვარი, შეახო დედოფალს თავზე, ფეხზე, მხრებზე ჯვარის სახით და ნანა მეყსეულად განიკურნა. გაკვირვებულმა ადიდა ქრისტიანთა ღმერთი. ამის შემდეგ დედოფალი ძალზე დაუახლოვდა წმიდა ნინოს და "მარადის ჰკითხავნ და გამოიწულილავნ სჯულსა ქრისტესსა". წმიდა ნინო, აბიათარი და მისი ასული სიდონია ასწავებდნენ უფლის სჯულს, იქმნა დედოფალი მორწმუნე და იცნა ჭეშმარიტი ღმერთი.

დედოფალმა უამბო მეფეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი. მირიანს თავიდან არ სჯეროდა, მაგრამ ყველა, ვისაც განკურნება ეხილა, ამტკიცებდა ნანას ნათქვამს. გაუკვირდა მირიანს, მოიხმო აბიათარ ჰურიაყოფილი და იწყო მისგან გამოძიება ქრისტეს სჯულისა. ამოიღო წიგნთსაცავიდან თავისი წინაპრის ნებროთის წიგნი. მასში ეწერა: გოდლის აშენებისას ნებროთს ზეციდან მთავარანგელოზმა მიქაელმა აუწყა, რომ ბოლოჟამს მოვა ცისა და ქვეყნის მეუფე, დაუტევებენ მაშინ მეფენი მეფობას და ეძიებდეს სიგლახაკესა, რამეთუ "შიშმან მისმან განაქარვეს გემონი სოფლისანი". მან გიხილოს ჭირსა შინა და გიხსნასო. მირიანმა იფიქრა, ნებროთის წიგნიც ამტკიცებს წინასწარმეტყველებებს უფლის მოსვლაზე. მოესურვა ქრისტეს სჯულის მიღება, ამასვე ევედრებოდა დედოფალიც, მაგრამ ეშმაკი არ სცხრებოდა და მის გულში წმინდა ნინოს მიერ დათესილ კეთილ თესლს განაქარვებდა. ყოყმანში გაიარა ერთმა წელმა.

ერთ დღეს მცხეთას მცხოვრები სპარსთა მოგვი, სახელად ხვარა დასნეულდა, ეშმაკეულ იქმნა. საცაა მოკვდებოდა. ხვარა მირიანის ნათესავი იყო. სთხოვა მეფე-დედოფალმა წმიდა ნინოს ხვარას განკურნება. მირიანის გულს მაინც ეჭვი ღრღნიდა: რომელი ღმერთის ძალით იქმ ამას, ნუ იტყვი, რომ ქრისტეს ძალით მოახდინე სასწაულნი. ყველაფერში ქართველთა ღმერთები შეგეწივნენ. თუ განკურნავ ამას, არმაზის მსახურად დაგადგენო. წმიდა ნინომ მიუგო: ყოვლის მოქმედი ქრისტე ღმერთია, ცისა და ქვეყნის შემოქმედი, მალე შენც ირწმუნებ მას. ახლა ამ მთავარსაც ქრისტეს ძალით განვკურნავ, რათა მან სულიცა თვისი განაბრწყინვის და თავისი ერიც მიაახლოს ღმერთსო. წაიყვანა წმიდა ნინომ ხვარა მეფის ბაღში, ნაძვების ქვეშ დააყენა, იმ ადგილას, სადაც, აბიათარის თქმით, უფლის კვართი და წმიდა ილიას ხალენი უნდა ყოფილიყო დამარხული. სამჯერ ათქმევინა "ვიჯმნი ეშმაკისაგან და შევუდგები ქრისტესა". ერთი დღისა და ორი ღამის ლოცვის შემდეგ ხვარა განიკურნა და თავისი სახლეულით წმიდა ნინოს დაემოწაფა.

20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მოიარა მუხნარი. მოუხდა მას ეშმაკი და გულში კერპთმსახურებას და ქრისტიანთა მოწყვეტას ჩააგონებდა. "ღირსი ვართ, რომ ჩვენმა ღმერთებმა დაგვსაჯოს, - ფიქრობდა მირიანი, - რადგან დავუჯერე ქრისტიან გრძნეულებს. რომ დავბრუნდები მცხეთას, ჩემი ცოლი ნანა თუ არ დამიჯერებს, დავივიწყებ მის სიყვარულს და სხვა ქრისტიანებთან ერთად მასაც მოვკლავო". განზრახვა მხლებლებსაც გაანდო, მათაც უთხრეს, ჩვენც ეს გვინდოდა, მაგრამ თქმას ვერ გიბედავდითო. ნადირობისას მეფე მირიანი თხოთის მთაზე ავიდა და უცბად შუადღისას ირგვლივეთი ბნელმა მოიცვა. შეშინებული თანამონადირენი გაიფანტნენ, შეძრწუნებული მეფე მარტო დარჩა. ევედრებოდა თავის ღმერთებს, მაგრამ ამაოდ, არ ნათდებოდა. უცბად ნინოს ღმერთი გაახსენდა და თქვა: ჩემი ღმერთები არ შემეწივნენ, ეგებ ნინოს ღმერთმა მიხსნასო, - და აღმოსთქვა: "ღმერთო ნინოსო, განმინათე ბნელი ესე და მიჩვენე საყოფელი ჩემი", თუ ასე იქნება, აღვიარებ შენს სახელს, აღვმართებ ხის ჯვარს, თაყვანსა ვცემ, აღვაშენებ სალოცველო სახლს და მორჩილი ვიქნები რომაელთა სჯულისაო. ეს თქვა და მეყსეულად გათენდა, გამობრწყინდა მზე. ჩამოხტა მეფე ცხენიდან, აღაპყრო ხელები აღმოსავლეთით და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც განანათლა არა მარტო წყვდიადი, არამედ ბნელი მისი სულისა. გახარებული მეფე მცხეთას ჩამოვიდა და ქადაგებდა წმიდა ნინოს ღმერთს - "სადა არს დედაკაცი იგი უცხო, რომელი დედა არს ჩემი და ღმერთი მისი - ჩემი მხსნელიო". მივიდა მაყვლოვანში, ჩაუვარდა ფეხებში წმიდა ნინოს და უთხრა: ღირსი გავხდი ქრისტიანად წოდებისაო. წამოაყენა წმიდა ნინომ მეფე: მხოლოდ ქრისტე ღმერთს უნდა სცე თაყვანიო.

"მაშინ იყო გრგვინვა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოვანთა". სიხარულის და სინანულის ცრემლი სდიოდა ყველას თვალთაგან. სინანულისა და სიხარულის ცრემლის დენით იწყებოდა "მოქცევაი ქართლისაი"...
ბეჭდვაელფოსტა
01.06. 2014
ketevan epitashvili
მიუთითეთ სხვა წყაროც, სადაც მირიან მეფე ასფაგურის ძის, ლევის შვილია. სასანიანად მოხსენიება სპარსეთის მაშინდელი გავლენის შედეგია "მეფეთა ცხოვრებაში"
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat