თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმინდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი - 16 (29 ) იანვარი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმინდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი - 16 (29 ) იანვარი
მეფე ჰეროდე აგრიპა ძალზე გამძვინვარდა, როცა დაინახა მოციქულთა ქადაგების წარმატება. დაახლოებით 43 წელს მან ქრისტიანების დევნა დაიწყო. მისი ბრძანებით მახვილით თავი მოჰკვეთეს წმინდა იაკობ მოციქულს. მეფემ პეტრე მოციქულის შეპყრობა ბრძანა, რათა შემდგომ ისიც სიკვდილით დაესაჯა. იმის შიშით, რომ არ გაქცეულიყო, წმინდა პეტრეს ორი მძიმე ჯაჭვი (ბორკილები) დაადეს და დარაჯები დაუნიშნეს, რომლებიც მუდმივად მოციქულის გვერდით იყვნენ. ყველა გასასვლელში მცველები იყო დაყენებული.

იმ ღამეს ღმერთმა ეკლესიის ლოცვა შეისმინა: "ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს". და აი, მოხდა სასწაული: "ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: "აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა". ანგელოზმა დახშულ კარში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11).

ქრისტიანებმა მოიპოვეს ეს ჯაჭვები და თაობიდან თაობებს გადასცემდნენ, როგორც სიწმინდეს. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ასე გადაეცა ეს სიწმინდე პატრიარქ იუბენალს და იერუსალიმში 439 წლამდე ინახებოდა.

როცა ღვთისმოსავმა დედოფალმა ევდოკიამ იერუსალიმში ყოფნისას, მრავალი ტაძარი ააშენა და განამშვენა წმინდა ადგილები - მაშინ პატრიარქმა იუბენალმა წმინდა პეტრეს ბორკილები ევდოკიას აჩუქა.

ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინოპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი წმინდა სოფიის ტაძრის შიგნით მდებარე წმინდა პეტრე მოციქულის ტაძარში დაასვენა, ხოლო მეორე თავის ასულს, ევდოკიას გაუგზავნა რომში, რომელიც რომის იმპერატორ ვალენტიანეზე იყო გათხოვილი. ევდოკიამ რომში, ექსკვილიის მთაზე პეტრე მოციქულის სახელზე ტაძარი ააგო და ეს სიწმინდე, წმინდა პეტრეს სხვა ბორკილთან ერთად, რომელიც მას ნერონმა დაადო, იქ დაასვენა.

ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.

თბილისის შემოსასვლელთან, ავჭალის მთაზე, წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის მცირე ზომის ტაძარი დგას.

იგი 1742 წელს აუგია გაბრიელ ბერს და თავადაც იქვე განისვენებს. გადმოცემით როგორც კი აშენდა ეს ტაძარი, მაშინვე სასწაულებრივად აღმოცენებულა მკურნალი წყალი, რომელსაც ჯაჭვის წყარო დარქმევია. აქ ძველად ჯაჭვის სახელით ცნობილი სოფელი ყოფილა. ჩანს, ეს მთიანი ადგილი დასახლებული იყო და საქარავნო გზაც გადიოდა.

ტროპარი:

რომი არა დაუტევე, და ჩვენდა მოიწიე ჯაჭვთა მათ მიერ, რომელნიცა შეგმოსნეს შენ, თავო მოციქულთაო პეტრე, რომელთაცა თაყვანს ვსცემთ და გევედრებით: მეოხებითა შენითა მოგვფინე ჩუენ დიდი წყალობაი.

კონდაკი:

კლდესა ქრისტესსა და კლდესა სარწმუნოებისასა ვაქებდეთ, ერნო, სიხარულით პირველ ქრისტეს მოსაყდრესა, რამეთუ მოუწოდს ყოველთა დღესასწაულობად ხსენებასა საკვირველსა პატიოსანთა ჯაჭვთა მისთასა და მისცემს ბრალთა შენდობასა.

სხვა კონდაკი:

თავსა მოციქულთასა და პირველსა ჭეშმარიტებისა საღმრთოსა მოწაფესა პეტრეს დიდსა ვაქებდით და მისთა მათ ჯაჭვთა სარწმუნოებით ამბორს უყოფდეთ, ცოდვათა განხსნისა მომღებელნი.
....................

ხატის წყარო

.............................
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვები

29 იანვარს დედა ეკლესია წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის დღესასწაულს აღნიშნავს

პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ

შეგვეწიოს წმინდა მოციქულთა მადლი!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat