წმინდა გაბრიელ მცირე - სხვა სარჩევი: რომელთა ენებოსთ ამით შესხმითა ღმრთისმშობლისა დიდება და ღმრთივბრწყინუალეთა დღესასწაულთა ეკკლესიისა მიერ პატივცემულთა შემკობაჲ
წმინდა გაბრიელ მცირე - სხვა სარჩევი: რომელთა ენებოსთ ამით შესხმითა ღმრთისმშობლისა დიდება და ღმრთივბრწყინუალეთა დღესასწაულთა ეკკლესიისა მიერ პატივცემულთა შემკობაჲ
სხვა სარჩევი: რომელთა ენებოსთ ამით შესხმითა ღმრთისმშობლისა დიდება და ღმრთივბრწყინუალეთა დღესასწაულთა ეკკლესიისა მიერ პატივცემულთა შემკობაჲ, ესე გვარითა სარჩევითა კეთილ-არს და შუენიერ.


სექტემბერს ა (1) კრება ღმრთისმშობელისა, უკეთუ კვირიაკეცა იყოს და შეკრება ერისა..... შესხმა ა (1).

სექტემბერს ჱ(8), შობა ყოვლად წმიდისა.....შესხმა ბ (2).

სექტემბერს იდ (14), ამაღლება ჯვარისა..... შესხმა ივ (16).

სექტემბერს კვ (26), იოანე ღუთისმეტყუელისა..... შესხმა კდ (24).

ხოლო ესევე (შესხმა კდ (24)) მაისს ჱ (8) მოეზავების კეთილად.

სექტემბერს კჱ (28), ღირსისა ხარიტონისა, ესევე ყოველთავე ღირსთა მამათა მხოლოთა ანუ მრავალთა..... შესხმა ლვ (36).

ოქტომბერს კვ (26), წმიდისა მოწამისა დიმიტრისა..... შესხმა კზ (27).

ნოემბერს ჱ (8), წმიდათა ანგელოსთა..... შესხმა იჱ (18).

ნოემბერს იგ (13), წმიდისა იოანე-ოქროპირისა..... შესხმა ლა (31).

ხოლო ესევე (შესხმა ლა (31)) იანვარს კზ (27) მოეზავების შუენივრად.

ნოემბერს კა (21), ტაძრად მიყვანებასა..... შესხმა გ (3).

ნოემბერს ლ (30), წმიდისა მოციქულისა ანდრიასი..... შესხმა კე (25).

ასევე (შესხმა კე (25)) მოეზავების ყოველთა მოციქულთა რომელთათვის გენებოსთ.

დეკემბერს ე (5), ღირსისა მამისა ჩუენისა საბასი..... შესხმა ლე (35).

დეკემბერს ვ (6), წმიდისა ნიკოლაოსისა..... შესხმა კთ (29).

დეკემბერს იგ (13), წმიდათა ხუთთა მოწამეთა..... შესხმა კჱ (28).

ხოლო ესევე (შესხმა კჱ (28)) მარტს თ (9), ორმეოცთა მოწამეთა და სხუათაცა მოეზავების.

დეკემბერს კე (25), ქრისტეს შობასა ანუ შემდგომსა დღესა..... შესხმა დ (4).

იანვარს ა (1), წმიდისა დიდისა ვასილისა.... შესხმა ლ (30).

იანვარს ვ (6), ღმრთისა განცხადებასა, ანუ შემდგომსა დღესა..... შესხმა იგ (13).

იანვარს იზ (17), ღირსისა მამისა ჩუენისა ანტონისა..... შესხმა ლგ (33).

იანვარს კ (20), ღირსისა მამისა ჩუენისა ევთიმისა..... შესხმა ლდ (34).

იანვარს კე (25), წმიდისა გრიგორი ღუთისმეტყუელისა..... შესხმა ლბ (32).

ხოლო ესევე (შესხმა ლბ (32)) იანვარს ლ (30), სამთა მღუდელმთავართა, და სხვათაცა მოშვენდების.

ფებერვალს ბ (2), მირქმასა უფლისასა..... შესხმა ე (5).

ფებერვალს კდ (24) და მაისს კე (25), იოანე ნათლისმცელის თავის პოვნასა..... შესხმა კბ (22).

მარტს კე (25), ხარება ყოვლადწმიდისა..... შესხმა ზ (7).

მარტს კვ (26), და ივლისს იგ (13), კრება ანგელოსთა, უკეთუ კვირიაკეცა შეხუდეს..... შესხმა ით (19).

კვირიაკესა ა (1), მარხუათა ხატთ თაყუანისცემისასა..... შესხმა იბ (12).

კვირიაკესა გ (3), თაყუანისცემა ჯვარისასა..... შესხმა იზ (17).

შაბათსა ე (5), დაუჯდომლობისასა..... შესხმა ჱ (8).

კვირიაკესა ვ (6), ბაიაობისასა..... სიტყუა იე (15).

აღდგომასა, ანუ მეორესა დღესა, გინა წყარო ცხოვრებისასა..... შესხმა თ (9).

ამაღლებასა დიდებულსა..... შესხმა ი (10).

სულის წმიდის მოსლუასა, ანუ შემდგომსა დღესა..... შესხმა ია (11).

აპრილს კგ (23), წმიდისა მოწამისა გიორგისა..... შესხმა კვ (26).

მაისს კა (21), წმიდათა დიდთა მეფეთა..... შესხმა ლჱ (38).

ივნისს კდ (24), შობა ნათლისმცემლისა..... შესხმა კ (20).

ივნისს კთ (29), წმიდათა თავთა მოციქულთათა.... შესხმა კგ (23).

ივლისს კ (20), წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილიასი..... შესხმა ლზ (37).

აგვისტოს ვ (6), ფერისცუალებასა..... შესხმა იდ (14).

აგვისტოს იე (15), ღმრთისმშობლის მიცუალებასა..... შესხმა ვ (6).

აგვისტოს კთ (29), თავის კვეთასა ნათლისმცემლისასა.....შესხმა კა (21).

აგვისტოს ლ (30), ღმრთისმშობლის სარტყლის დადებას..... შესხმა მ (40).

ხოლო ესევე იანვარს იდ (14), ნინა მოციქულისთვის მოშუენდების და ლოცუა ამის მეორმოცე შესხმისა, ყოველსა დღესა კეთილ არს სავედრებელად ღუთისმშობელისა.

ხოლო შესხმა იგი ლთ (39)..... მართალთა, კვირიაკესა წმიდათა მამათასა ჰშუენის.

ესრეთ არცა ერთი დაშთეს უხმარად, არამედ ყოველივე სადიდებელად ღმრთისა, რომელი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სრული-იქმნა სულისა დამატკბობელი მანანა დიდებად ღუთისა დედისა. იყავნ, იყავნ.


ბეჭდვა
1კ1