წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლთ (39), ღმრთივპატივცემულთა მართალთათვის
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლთ (39), ღმრთივპატივცემულთა მართალთათვის
"მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს" (ფსალმ.91,12).

ჰე, ნამდვილვე ჭეშმარიტად მართალი ღუთივშუენიერად აღყუავდეს სათნოებითა და პატიოსნებითა გამრავლდეს საღმრთოსა ტალანტითა, რამეთუ სიმართლე საუნჯე არს, შემკრებელი ყოველთა სათნოებათა და ტკბილ-ნაყოფიერმყოფელი სულისა. ამისთვის სანატრელ არიან მართალნი და სამგზის სანატრელ, რომელთა ჰხუდეს მარჯუენითი იგი ნაწილი მართალთა და ჰრქუას მათ უფალმან დიდებისამან იესო ტკბილმან მაცხოვარმან: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი" (მათე.25,34). საქმეთა თქუენთათვის კეთილთა, რამეთუ "თქუენ მხადით მე: უფალო და მოძღუარო და ჭეშმარიტსა იტყვით, რამეთუ ვარ" (იოან.13,13). და მე გიხმობ თქუენ: "კეთილ მონანო სახიერნო და სარწმუნონო, შევედით სიხარულსა უფლისა თქუენისასა" (შდრ. მათე 25, 21-23). არა გიწოდ თქუენ მონად ბოროტად და მედგრად, რამეთუ აღაორძინეთ ტალანტი ჩემი, არამედ გიწამებთ თქუენ მეგობრად სარწმუნოდ და ძმად საყუარელად, ვინათგან აღასრულეთ მცნებანი ჩემნი და აწ მეცა აღგითქუამ რათა "სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყუნეთ" (იოანე.14,3), და ტაბლასა ზედა ჩემსა სჭამდეთ უკუდავებასა და სუმიდეთ ცხოვრებსა დაუსრულებელსა.

ჵ, ღუთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, არა გვსუროდესაა სმენად ესე სანატრელნი სიტყუანი მეუფისანი? არა ტრფიალ ვიყუნეთაა ამათ ტკბილთა საშუებელთა აღთქმულთა უფლისა მიერ? და არა გულსმოდგინე ვიქმნეთა მოგებად სიმართლისა და ქრისტეს მიმართ სიყუარულისა?

რამეთუ სიმართლით მოქალაქობა ძმანო და იესო ტკბილისა მიმართ სურვილი და მცნებათა მისთა ტრფიალება, უეჭველად სასუფეველად აღგუამაღლებს და ღუთივბრწინუალე გვირგვინითა საუკუნოსა სიხარულსა მოგუატყვებს, რომლისათვის სახეცა სანატრელისა თხრობისა ისმინეთ.

რამეთუ იყო კაცი მართალი, წრფელი და უმანკოჲ, რომელმან ფრიად შეიყუარა ნამდვილ საყუარელი, უფალი ჩუენი იესო ქრისტე და სურვილითა მისითა აღმოიკითხა წმიდა სახარება გულისჴმის-ყოფით და ყოველი მონაგები თვისი გლახაკთა განუყო და წარვიდა იერუსალიმს და ჴელად მოიღო საღმრთო სახარება. მივიდა პირველად ნაზარეთს, სადაცა იგი მთავარანგელოსმან გაბრიილ ახარა ქალწულსა მარიამს. აღმოიკითხა სახარება მის დღისა და სურვილით ამბორს-უყო ადგილსა მას და გულსმოდგინედ ილოცვიდა.

და მიერითგან წარვიდა მთად კერძო ქალაქად სახლსა ზაქარიასსა, სად ყოვლადწმიდა ქალწული ღმრთისმტვირთველი, მივიდა მოკითხუად ელისაბედისა, მუნცა ილოცა.

და მერმე მივიდა ბეთლემად, ქუაბსა მას სადა უფალი ჩუენი იესო ქრისტე იშუა ჴორცითა და მრავლითა ლმობიერებითა ილოცა და თაყუანისჰსცა სასოებით. და მერმე ტაძრად უფლისა მივიდა, სადა იგი სვიმეონ მიირქუა მაცხოვარი.

და მერმე იორდანედ წარვიდა, მრავლითა ლოცვითა, განიბანა მას შინა ცრემლითაცა და წყლითა, მრავალსა იმარხვიდა და ილოცვიდა ყოველსა მას გზასა და სურვილითა ქრისტესითა ცეცხლებრ აღეტყინებოდა გული მისი. და ესრეთ შედგომითი შედგომად ყოველნი წმიდანი ადგილნი, ქრისტეს მიერ განათლებულნი, სადა იქცეოდა ღუთიშუენიერებით მის ადგილსა სახარებასა წარიკითხვიდა, ილოცვიდა მრავალსა და ამბორს უყოფდა ლმობიერად.

და მოვიდა რა გოლგოთად, სადა იგი ჯუარს ეცუა უფალი ჩუენისა ცხოვრებისათვის, ვინმე გამოსთქუნეს ტკივილნი და სალმობანი გულისა მართლისა მის კაცისანი, რომელმან უმრავლესნი ცრემლნი მხურვალენი დასთხივნა მუნ. და მერმე აღდგომასა უფლისასა, ღუთივბრწყინვალითა ნათლითა განათლდა სული და გონება მისი.

და მერმე სადაც გამოეცხადა უფალი მოწაფეთა იგინიცა მოილოცნა. და მერმე აღვიდა მთასა ზეთისხილთასა, სადა იგი ამაღლდა უფალი დიდებისა და მუნცა დასდვა პირი თვისი კაცმან მან ღუთისამან, სადაცა აჩნს ფერჴისა ადგილი, უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი.

და ესრეთ იესო ტკბილისა ტრფიალებითა შემწუარი უმხურუალესად, ილოცვიდა მისა მიმართ და მუნ აღასრულა ცხოვრება თვისი ლოცვითა, და ჴელთა შინა სასურველისა თვისისა ღმრთისათა შევედრა სული თვისი და მიიცუალა უფლისა მიმართ, და აღფრინდა ვითარცა ტრედი უმანკო სული მისი და განისუენა საყოფელსა ღმრთისა ზეცათასა და აწ ხილვითა საყუარელისა თვისისა იესო ყოვლად ტკბილისათა, იშუებს და იხარებს და ადიდებს მას სამარადისოდ.

ამისთვის გლოცავთ და გევედრებით საყუარელნო, სასურველნო, სიხარულნო და გვირვგინნო ჩემნო, მოვიგოთ ჩუენცა სიმართლე, სიწრფოება და უმანკოება, რამეთუ უმანკოებით მივემსგავსებით ტრედსა, რომლისა სახედ გამოჩნდა სულიწმიდა და სიწრფოებით ვილოცვიდეთ მეტყუელნი: "სული წრფელი განმიახლენ გუამსა ჩემსა" (ფსალმ.50,12). ხოლო სიმართლით რა ვევედრებოდეთ, ისმენს უფალი, ვითარცა გალობს მეფსალმუნე: "ჴმა ჰყო მართალმან და უფალმან ისმინა მისი" (ფსალმ.33,7).

და ესრეთ რა აღვესრულნეთ ძმანო, ვიქმნებით სამარადისო განსუენებასა, ვითარცა იტყვის სულიწმიდა პირითა მეიგავისათა, ვითარმედ: "სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა" (სიბრძ.3,1). ესე იგი არს საუკუნო განსუენება, ვინათგან თვითვე დაამტკიცებს, მეტყუელი: "მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა იყოს" (სიბრძ.4,7). რომელ არს ნამდვილ ჭეშმარიტი სასურველი სასუფეველი, სადაცა არს ნათელი ბრწყინუალე, ელვარება ღმრთივშუენიერი, პატიოსნება გამოუთქმელი, დიდება მიუთხრობელი, შვება დაუსრულებელი, სიხარული საუკუნო, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნობა, მართალთა თანა სავანეობა და ყოვლითა კეთილითა აღსავსე და მზეებრ განბრწყინუება. ვითარ იგი მზე სიმართლისა, ბრწყინუალება მამისა, ხატი არსებისა, ბეჭედი უცუალებელი, წყარო ჭეშმარიტებისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მაცხოვარი ბრძანებს: "მაშინ მართალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა ზეცათასა" (მათე.13,43).

აწ უკუჱ ქრისტესმოყუარენო ყოვლითა სათნოებითა, ვითარცა სამოთხე ყუავილითა და ვითარცა გვირგვინი მარგარიტითა და თუალითა პატიოსნითა შემკობილ-ვიყვნეთ და მარადღე ვილოცვიდეთ მეტყუელნი:

ჵ, უფალო დიდებისაო და მეუფეო ყოველთა დაბადებულთაო, მართლმსაჯულო იესო ქრისტე მაცხოვარო, რაჟამს დასჯდე საყდართა, დიდებისა შენისათანა და ყოველნი ანგელოსნი და ყოველნი დიდითა ელუარებითა განათლებულნი ჰბრწყინვიდნენ და საშუალ ყოვლად პატიოსანი ჯუარი ღუთივშუენიერად იხილვებოდეს და ყოველნი კაცნი წინაშე შენსა ვსდგეთ შიშუელნი და ქედდადრეკილნი, მაშინ შეგვიწყალენ მეუფეო ტკბილო და სახიერო ჩუენ უღირსნი მონანი შენნი სიყუარულისთვის ყოვლადუბიწოსა და უფროსად კურთხეულისა დედისა შენისა და პატივისათვის ყოველთა წმიდათა შენთასა და გუასმინე ყოვლად საწადელი ტკბილი ჴმა კურთხევისა, რათა მართალთა თანა აღვმაღლდეთ ზეცისა სასუფეველსა და მათ თანა სავანეობით ვიშუებდეთ საუკუნოდ, არღარა სარკით და სახითა, არამედ პირისპირ განცხადებულად გხედვიდეთ და განვიცდიდეთ დიდებასა შენსა, რომელსა შინა მარადის გიგალობდეთ, გაკურთხევდეთ და თაყუანის გცემდეთ თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat