არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ასე გველაპარაკება ღმერთი.
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ასე გველაპარაკება ღმერთი.
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?

სხეული მიდის მიწაში, საიდანაც იგი აღებულ იქნა, მაგრამ სული საით მიდის? გსმენიათ რას ამბობს მაცხოვარი სახარებაში? "თქვენ არ იცით, საიდან მოდიხართ და საით მიდიხართ. მე ვიცი, საიდან მოვედი და საით მივდივარ. მე მოვედი მამისგან და მივდივარ მამასთან" (იოანე 8:14). ჩვენ დედამიწაზე ვართ გავლით, ძალიან მოკლე ვიზიტით.

ხედავ? ადამმა იცოცხლა 930 წელი, და აი სიკვდილის ზღურბლზე მასთან მოდის მთავარანგელოზი მიქაელი ზეციდან - შვიდი სულთაგან ერთ-ერთი - და ეკითხება მას, სიკვდილის წინ აგონიაში მყოფს:

- ადამ, ადამ, და როგორი მოგეჩვენა ცხოვრება?

- ისეთი, უფალო, თითქოს ერთ კარში შევედი და მეორედან გამოვედი.

და ეს 930 წლის გასვლის შემდეგ! მაშ რა უნდა ვთქვათ ჩვენს ცხოვრებაზე! არ გესმით, რა ვართ ჩვენ? და ვის შეუძლია გვითხრას ამის შესახებ უფრო სწორად, წმინდად და სანდოდ, ვიდრე მას, ვინც შეგვქმნა? გესმის, რას ამბობს სულიწმინდა, რომელმაც შექმნა ყველაფერი ხილული და უხილავი: ადამიანი, როგორც ბალახი არის მისი დღეები, როგორც ყვავილი მინდვრისა, ასე გადაყვავილდება (ფსალმუნი 102:15).

ხედავ პატარა გოგონას - ის თითქოს პატარა ყვავილია, ან ბიჭუნა. მაგრამ აი ის გაიზარდა - თითქოს ყვავილი ცოტა უფრო დიდი გახდა. აი გათხოვდა - და იწყებს ნელ-ნელა დაჭკნობას. ყველაფერი, უკვე გამოჩნდა ჭაღარა თმა! ეს უკვე წასვლის ნიშანია. ცხოვრების შემოდგომა. თუ შენ გამოგიჩნდა ჭაღარა თმა - ყველაფერი, ეს უახლოვდება შემოდგომა. მოვა სიკვდილი და ჩვენ წავალთ მარადისობაში!

და რამდენი ადამიანი კვდება, დაუბერებლად! თუ სიკვდილი მოვიდოდა, შენს წასაყვანად, მხოლოდ 80 წლის ასაკში მყოფთან, ანდა უფრო მეტი ასაკისასთან, მაშინ შეგეძლო გეთქვა: "მოიცადე რა, მე კიდევ იმდენი საქმე მაქვს!"მაგრამ შენ ხედავ, რომ მაცხოვარმა შეგვაიარაღა ყველა საუკუნეში გამოსადეგი იარაღით როდესაც თქვა ასე: "იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი, როდესაც მოვა ძე კაცისა" (მათე 25:13)!

ჩვენ არ ვიცით, როდის წავალთ. რადგან ერთი მიდის ბავშვად, მეორე ახალგაზრდად, მესამე მოხუცად. ერთს სიკვდილი ეწევა ავარიაში, მეორეს - მიწისძვრის დროს, ან მწვავე ტკივილი შეიპყრობს შუაღამისას - და მორჩა. მხოლოდ უზენაესმა იცის ყველაფერი! ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად.

* * *

ქრისტემ თქვა: დროები და ჟამები თავისი ხელმწიფებით დაადგინა მამამ (შდრ.: საქმე 1:7). არავის შეუძლია უბრძანოს მზეს, ან ქარს, ან წვიმას, ან ქარიშხალს, ან ბურანს. მამა! მის ხელშია ყველაფერი. და მის ნებაშია. ის გველაპარაკება ჩვენ.

გახსოვთ, რას ამბობს მაცხოვარი წმინდა სახარებაში? როდესაც მაცხოვარი ქადაგებდა პალესტინაში, ამ დროს ჩამოინგრა კოშკი სილოამში. სილოამი არის პატარა ტბა იერუსალიმის გარეუბანში. და აი ჩამოინგრა დიდი კოშკი და იმწამსვე გაჭყლიტა 18 ადამიანი. მსმენელებმა მას უთხრეს:

- უფალო, აი თურმე რა მოხდა!

ხოლო მაცხოვარმა უთხრა მათ:

- თქვენ რას ფიქრობთ? რომ ისინი, ვისზეც დაეცა სილოამის კოშკი, ყველაზეცოდვილები იყვნენ ქვეყანაზე? არა, გეუბნებით თქვენ, მაგრამ, თუ არ მოინანიებთ, ყველანი ასევე დაიღუპებით (ლუკა 13:5).

ეს იგავი ჩვენთვისაა.

მოვიდა აქ ბანატიდან სამი ოჯახი. იქ უკვე 30 მიწისძვრა მოხდა. შეირხევა მიწა, შეირხევა და დაწყნარდება, და სამი დღის შემდეგ ისევ იწყებს რყევას. ყველაფერი გველაპარაკება ჩვენ. ყველაფერი. რადგან ღმერთი ასე გველაპარაკება ჩვენ. ძალიან დიდი იქნებოდა, რომ ის სხვაგვარად გველაპარაკებოდეს.

ის გვიჩვენებს, რომ მის ხელშია მიწისძვრებიც და ყველაფერი. განა არ არის ნათქვამი ფსალმუნში? ის, ვინც მიწას შეხედავს და აათრთოლებს მას; შეეხება მთებს, და ისინი აკვამლდებიან (ფსალმუნი 103:32).

დაე, დაგიცვათ ყველანი ყოვლადწმინდა სამებამ და ღვთისმშობელმა, და სახიერმა ღმერთმა ყველანი შეგიყვანოთ სამოთხეში! თქვენ, და თქვენი ნათესავები, და თქვენი შვილები. და ძალიან ვისურვებდი შევხვედროდით ერთმანეთს სამოთხეში, თუ იქნება ამაზე ღვთის წყალობა!

გაუფრთხილდით თავს, შვილებო! იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან ჩვენ არ ვიცით არც დღე, არც საათი! შენ ნახე, რას ამბობს სულიწმინდა ადამიანზე: ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული (ფსალმუნი 143:4). და სხვა ადგილას: ჩემი დღეები, როგორც ჩრდილი გადაიხარნენ, და მე, როგორც თივა, გავხმი. კვამლივით გაქრნენ ჩემი დღეები (ფსალმუნი 101:12,4). და მოციქული იაკობი ამბობს: რა არის ჩემი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება (შდრ.: იაკობი 4:14).

ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე, მაგრამ კარგად გამოვიყენოთ იგი, რათა ამ სიცოცხლიდან გადავიდეთ მარადიულ სიცოცხლეში და გვიხაროდეს უკუნითი უკუნისამდე. და არა ისე, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გავედევნოთ ამ სოფლის ამაოებას და ვინმე ჯოჯოხეთში მოხვდეს! გაიხსენეთ ბერი ანდრია, რომელიც ჯოჯოხეთში იყო ერთი საათი, ხოლო მას მოეჩვენა, თითქოს უკვე 300 წელი გავიდა.

რატომ გეუბნებით ამას, შვილებო? განა არ ხედავთ, რომ ჩვენ ვერ ვიტანთ ნემსის ჩხვლეტასაც კი და ცეცხლის ერთი ნაპერწკალს? ყველაფერზე "ვაი" და "ვაის" ვიძახით! იქ კი! და თუ ტანჯვა გაგრძელდებოდა ათასი წელი - ასე არა, არამედ საუკუნოდ.

იქონიეთ დიდი ღვთის შიში. მუდამ ვკითხოთ საკუთარ თავს: "სასიამოვნოა თუ არა ღმერთისთვის ის, რაზეც ახლა ვლაპარაკობ? ხოლო ის, რისი გაკეთებაც მინდა, ეს სასიამოვნოა ღმერთისთვის? ხოლო ის, რაზეც ვფიქრობ, სასიამოვნოა ღმერთისთვის?" სინდისი გიპასუხებს შენ, დიახ ან არა.

და წმინდად თქვით აღსარება ყოველ მარხვაში. დიდ მარხვაში - ორჯერ, მარხვის დასაწყისში და ბოლოს. და შობის მარხვაშიც ასევე. გესმის რას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი? "თუ შესაძლებელია, ჰოი ქრისტიანო, ყოველ საათში აღიარე ცოდვები". იმიტომ რომ ყოველ წუთსა და ყოველ წამს ვცოდავთ ღმერთის წინაშე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat