ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
როდესაც ყველა მუშაობს ან ძინავს, ლოცვა არ წყდება. ფსალმუნის მკითხველები ყოველ ორ საათში იცვლებიან.
ღამის წირვა-ლოცვა ყველაზე ასკეტურად ითვლება. ერთხელ ერთმა ძმამ ჰკითხა მამა კლეოპას (ილიე), მაშინ სლატინას წინამძღვარს:
- მამაო, ჩვენ ჩაგვეძინება ხოლმე ღამის მსახურების დროს ტაძარში (23:30-დან 01:30-მდე). ხომ არ იქნებოდა უკეთესი ჩვენს სენაკებში დაგვეძინა, მაინც არ ვლოცულობთ ამ დროს?
- დაღლილად ყოფნა და ძილთან ბრძოლა, - უპასუხა მამა კლეოპამ, - ბერისთვის ასევე ლოცვაა, და ლოცვაზე მეტიც - ეს მსხვერპლია. მე გირჩევ ტაძარში მოხვიდე. დაიძინე იქ, თუ ვერ უძლებ ძილს, და ილოცე, რომ ღმერთმა შეგინდოს შენი უძლურება. ღმერთი შეიწყალებს, როცა დაინახავს შენს ძალისხმევას და შენს კეთილ ნებას.
მართლმადიდებლურ სულიერებაში საღვთისმსახურო ლოცვებს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ეს არის საერთო ლოცვა, ტაძარში, ყველა ადამიანისთვის.
- ჩვენი ვალია ვილოცოთ მათთვის, ვისაც არ აქვს დრო სალოცავად, მათთვის, ვისაც არ აქვს რწმენა, მათთვის, ვისაც არ აქვს იმედი. თუ ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის დავიწყებთ ლოცვას, ჩვენ ვერ შევასრულებთ ჩვენს მისიას და დავისჯებით ჩვენი ეგოიზმისთვის.
ეს არის პირველი რჩევა, რომელსაც წინამძღვარი კლეოპა აძლევდა მონაზვნობის გზაზე შემდგარ ადამიანებს. ის თავად, წმინდა ლიტურგიის აღსრულებისას, აღავლენდა ლოცვას, რომელიც მას თავისი მოძღვრისა და წინამძღვრის იოანიკესგან ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული და რომელიც არ არის საეკლესიო ტიპიკონში: "და ვილოცოთ უბედურთათვის, ვისთვისაც არავინ ლოცულობს", ხოლო პანაშვიდებზე ლოცულობდა: "მოიხსენე, უფალო, უბედურნიც, ღმერთში მიცვალებულნი, ვისთვისაც არავის შეუძლია ლოცვა".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი