მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
რომელნიცა მონასტრებში და ზოგად კერძო პირთა ბიბლიოთეკაშიდ, ანუ საწიგნოშიდ დაცულ არიან ან საზოგადოებისათჳს უცნობ: ამის გამო, ამ თავით მე დავაბეჭდვინე ჩემის საფასით წარჩინებული მწერლის ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოსის ქადაგებანი, სოლო ვიწყე ამ ქადაგებათა ბეჭვდა პირველად, მის გამო, რომ ეს ქადაგებანი ძრიელ მშვენიერი აზრის მექონი არიან; მეორედ, აზრნი მშვენიერის და მეტყველის სიტყვით არიან გამოხატულნი,და მასთანავე ადვილ მოსასმენ და გასაგონებელ ყოველთათჳს, და ამისათს ძრიელ სასარგებლო და დასატკბობ იქნება ეს ამბროსი ეპისკოპოსის სასულიერო თხუზულება, ანუ ქადაგება სასულიერო პირთათჳს და საზოგადოდ ქართველთათჳს; მესამედ, რადგან ამბროსი ეპისკოპოსი ქადაგებდა წარსრულს მეთვრამეტე საუკუნოს დამლევს და ამ მეცხრამეტე საუკუნოს დამდეგს, როდესაც საქართველო შეერთდა დიდ სახელმწიფოს — რუსეთს, — ეს ქადაგებანი ისტორიისათჳსაც ფრიად სასარგებლო არიან.
აქ ესეც უნდა მოვიხსენოთ; პირველად, რომ აწინდელი სწავლა და ცოდნა ძველს სწავლაზედ და ლიტერატურაზედ უნდა იყოს დამყარებული, და აი ეს ამბროსი ეპისკოპოსის ქადაგებანი არის მშვენიერი სახელთ-მძღუანელო თხუზულებანი ახლანდელ სასულიერო მწერალთათჳს და მსწავლულთ ღუთის-მეტყველთათჳს; მეორედ, ამ – სამაგალითო წიგნით გაიგონ ყოველთა, რომ ჩუჱნ წარსრლულს მეთვრამეტე და დამდეგს ამ მეცხრამეტე საუკუნესა სწავლულნი და ღუთის-მეტყველებამი განვითარებულნი მქადაგნი ვგყოლიან, ვითარცა, სხვათა შორის, ეს წარჩინებული მწერალი, ეპიკოპოსი ამბროსი.
ამასთანავე ვაღვიარებ, ამ ამბროსი ეპისკოპოსის წიგნის ნაგები ფული იქნება შენახული თანხად და საფუძლად სხვა წიგნისათჳს, სხვა წიგნის ამონაგები კიდევ სხვა წიგნისათჳს და სხუანი. მეორე წიგნის ბეჭვდა კიდევაც ვიწყე. ეს წიგნი არის ფრიად მშვენიერი და ყოველი პირისათჳს სასარგებლო ძველი მწერლობა, ქართული ლექსიკონი საბა-სულხან ორბელიანისა.
დასასრულ დავსძინებ, რომ რაიცა შეეხება ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოსის ბიოღრაფიას, ანუ ცხოვრების აღწერასა, ესრე ვითარი აღწერა მე მივანდე მღუდელს დიმიტრი ჯანაშვილსა,რადგან იმას ცნობები შეკრეფილი ქონდა ხსენებულ ეპისკოპოსზედ, რომელიც ამასთანავე იბეჭდება ეს ისტორიული ცნობები შესახებ მქადაგებელ ამბროსი ეპისკოპოსისა, ამ დაბეჭდილი ქადაგებების ავტორისა ანუ შემთხუზველისა.
ალექსანდრე ეპისკოპოსი გორისა, ვიკარნი საქართველოისა.
1881 წელსა.
20 დეკემბერს.
თბილისი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი