წმინდა ნიკოლოზ სერბის ლოცვა სერბი ხალხის გადასარჩენად, რომელიც მუხლმოდრეკით იკითხებოდა ჟიჩას მონასტერში
წმინდა ნიკოლოზ სერბის ლოცვა სერბი ხალხის გადასარჩენად, რომელიც მუხლმოდრეკით იკითხებოდა ჟიჩას მონასტერში
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია, რათა გავხსნათ ჩვენი გულები უზენაესი უფლის წინაშე, აღვიაროთ და მოვინანიოთ. მოდით, ჯერ ჩვენი მონანიება მოვიტანოთ, შემდეგ კი მთელი ხალხისთვის მოვინანიოთ.

ჯერ ვინანიებთ საკუთარ თავს ყველაფერში, რითიც შევცოდეთ და ღვთის კანონი დავარღვიეთ და პატიოსნება შევბღალეთ: ტყუილით ან ქურდობით, გარყვნილებით ან ძარცვით, ლოთობით და ღორმუცელობით ან მოტყუებითა და აზარტული თამაშებით, გინებით და წმინდათა შეურაცხყოფით ან ცილისწამებითა და მეგობრებზე ჭორის გავრცელებით, მცირერწმენით ან მოყვასთა ცდუნებით; ვინანიებთ ჩვენს მრავალ ცოდვას, ცნობილსა და უცნობს, ნებაყოფლობითსა და უნებლიეს, სიტყვით, საქმით თუ აზრით ჩადენილს, აშკარასა და ფარულს, ვინანიებთ და ვთხოვთ ღმერთს, შეგვინდოს ჩვენი ცოდვები და არ დასაჯოს ჩვენს გამო მთელი ჩვენი ხალხი და მთელი ჩვენი სახელმწიფო. გულწრფელად ვინანიებთ, შეგვინდე, უფალო!

ახლა ვინანიებთ ყველა იმ სასულიერო პირისა და მღვდლის ცოდვებს, რომლებმაც რაიმეთი შესცოდეს უფალი ღმერთისა და წმინდა საბას წინაშე: ან რწმენაში შესუსტდნენ ან ღვთის შიშში, ან დაუდევრები იყვნენ უფლის საქმეში ან ძმურ სიყვარულში შესუსტდნენ. თუ მათ არ მოინანიეს, ჩვენ ვინანიებთ ყველაფერს, რაც ბოროტებაა ღმერთის წინაშე მათ გულში, ენაზე ან საქმეებში. გულწრფელად ვინანიებთ, შეუნდე მათ, უფალო!

ვინანიებთ იმ ჩვენი ხალხის წინამძღოლთა ცოდვებს, რომლებმაც დაივიწყეს, რომ ჩვენი სახელმწიფო დააფუძნეს სერბი ხალხის წმინდა შვილებმა, რომ ჩვენი მიწა წმინდაა; რომლებმაც დაივიწყეს, რომ არჩეულნი არიან წმინდა წამებული ხალხის წინამძღოლებად, და ღვთის შიშისა და ხალხის სიყვარულის გარეშე გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ბოროტად, ხალხი უბედურებაში ჩააგდეს დროებით, მაგრამ სამუდამოდ განწირეს საკუთარი თავი და შვილები დაღუპვისთვის. გულწრფელად ვინანიებთ, შეუნდე მათ, უფალო!

ვინანიებთ იმ მასწავლებლების, მწერლებისა და მთარგმნელების ცოდვებს, რომლებმაც ჩვენს ახალგაზრდობას უჩვენეს მთელი მსოფლიოს ფრაზიორებისა და ფანტაზიორების სრიალა გზა, რომელიც ხალხებს სისხლიან დანაშაულებსა და დაღუპვისკენ მიუძღვის სატანისა და ჯოჯოხეთის ძალების სასიხარულოდ. გულწრფელად ვინანიებთ, შეუნდე მათ, უფალო!

ვინანიებთ სერბი ხალხის ყველა იმ ვაჟისა და ასულის ცოდვებს, რომლებმაც უგულებელყვეს თავიანთი ხალხის სული, გამოცდილება, მეხსიერება და წმინდა რწმენა, პატივისცემა და სიკეთე, უცხოური სიგიჟე გადმოიღეს და იაფფასიან საქონელზე გაცვალეს თავიანთი ხალხის მემკვიდრეობის სუფთა ოქრო, რომელიც ათას ცეცხლშია გამოცდილი. გულწრფელად ვინანიებთ, შეუნდე მათ, უფალო!

ვინანიებთ ყველა უსამართლო მოსამართლისა და უხუცესის, გადასახადების ამკრეფებისა და ყველანაირი კონტროლიორების, გამყიდველებისა და გადამყიდველების, იმპორტიორებისა და ექსპორტიორების ცოდვებს; ვინანიებთ ყველა დამნაშავის ბოროტებას, მანკიერთა მანკიერებას, შეპყრობილთა ვნებებს, მკვლელთა მკვლელობებს, მოძალადეთა ძალადობას, შვილების მიერ მშობლების შეურაცხყოფას; ვინანიებთ ძმებს შორის ჩხუბსა და კამათს, ძლიერის მიერ სუსტზე ძალადობას, და მდიდართა მთელ გულქვაობას ღარიბთა მიმართ, და ვულგარულობასა და გარყვნილებას, რომელიც ხდება რესტორნებში, თეატრების სცენებზე და მსგავს ადგილებში მთელს ჩვენს მიწაზე, რომლის წიაღშიც განისვენებენ მილიონობით გმირისა და წამებულის ნეშტები, რომლებმაც თავი გასწირეს პატიოსანი ჯვრისა და ოქროს თავისუფლებისთვის. გულწრფელად ვინანიებთ, შეუნდე მათ, უფალო!

ვინანიებთ ყველა იმათ ცოდვებს, ვისი სულიც გაყოფილია და ხასიათი მერყევი: რომლებიც წმინდანებს ადიდებენ, მაგრამ ამავე დროს წმინდანებს ლანძღავენ; ჯვარს ეთაყვანებიან, მაგრამ ჯვარს აგინებენ; მარხვას იცავენ, მაგრამ წყევლიან კიდეც; ღმერთს ლოცულობენ, მაგრამ ღმერთს გმობენ; ეკლესიით ტრაბახობენ, მაგრამ ეკლესიაში არ დადიან; სერბულ იდეას ადიდებენ, მაგრამ სერბებს შორის განხეთქილებას თესავენ; სახელმწიფოთი ამაყობენ, მაგრამ მასვე ძარცვავენ. ჰოი, დიდო და ყოვლისშემძლე ღმერთო, ყველა მათგანისთვის მოგართმევთ გულწრფელ ცრემლიან მონანიებას. თუ ჩვენი მონანიება არ არის საკმარისი ჩვენი ძმებისთვის, აიძულე, უფალო ყოვლადმოწყალეო, მოინანიონ თავად. და ნუ დაუშვებ, მეფეთა მეფევ და ცისა და მიწის შემოქმედო, რომ შენი მართალი რისხვის მათრახი, რომლითაც ამ დღეებში სცემ ამპარტავნებსა და ურწმუნოებს, დაეცეს შენი მონის, წმინდა საბასა და შენი წამებულის, თავადი ლაზარეს ხალხის თავზე. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა, შემოქმედო და მხსნელო ჩვენო უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat