არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - რუმინელი ხალხის მართალი რწმენა
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - რუმინელი ხალხის მართალი რწმენა
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ მართალი რწმენა ღმერთში, ჩვენმა ხალხმა მიიღო სიცოცხლე. მანამდე ის მკვდარი იყო; მხოლოდ ხორციელად იყო ცოცხალი, ხოლო სულით მკვდარი იყო. რუმინელი ხალხის სიცოცხლე არის მართალი რწმენა იესო ქრისტეში. იყავით ფხიზლად! როგორც ორი ათას წლოვან ქრისტიან ხალხს, მას შემდეგ რაც ვარსებობთ, ჩვენ გვყავდა ყველა ჩვენი მმართველი და ყველა ჩვენი ტრადიცია კურთხეული და წმინდა. მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლური რწმენა.

თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი პირველი ვოევოდებიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც არსებობს სამი რუმინული ქვეყანა - მოლდოვა, მუნტენია და არდეალი, ყველა რუმინელი მმართველი იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი.

შეხედეთ მიხაი მამაცს! მისი დედა მონაზონი იყო. წადით კოზიას მონასტერში და იპოვით მირჩა უხუცესის გვერდით, რომელმაც დააარსა ეს მონასტერი და იქვეა დაკრძალული, ქვის ფილას, რომელზეც წერია: "აქ განისვენებს მონაზონი თეოფანია, მიხაი მამაცის დედა". გესმის? ის მართავს სამ სამთავროს, ხოლო მისი დედა მონაზონია. წადით პრობოტას მონასტერში, სადაც დაკრძალულია პეტრუ რარეში, მისი დამაარსებელი. თქვენ ნახავთ მის საფლავთან წარწერას: "აქ განისვენებს ღვთის მხევალი, მონაზონი მარია ოლტა, სტეფან დიდის დედა". ისინი მეფეები არიან, ხოლო მათი დედები - მონაზვნები! ხედავთ, რა ერთიანობა იყო მაშინ რწმენასა და ხელისუფლებას შორის? ასე უნდა მოვკვდეთ ჩვენც!

მათ იცოდნენ, რომ ყველაფერი ამაოებაა. მაგრამ ისინი იყვნენ ნამდვილი მმართველები. "როგორც არ უნდა იყოს, სიცოცხლე ჩრდილი და სიზმარია! ეს მოკლე გადასვლაა! და როცა მოვკვდები, გადავალ სიცოცხლეში, რომელსაც დასასრული არ აქვს. ვინ ილოცებს მაშინ ჩემთვის?" - ასე ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები.

თქვენ ნახეთ, რომ თითოეულმა მათგანმა ააშენა მონასტერი თავისთვის? ნეტარნი და სამგზის ნეტარნი იყვნენ ჩვენი მართლმადიდებელი მეფეები: სტეფან დიდი პუტნაში, იერემია მოვილა და გიორგი მოვილა სუჩევიცაში, პეტრუ რარეში პრობოტაში, ლაპუშნიანუ სლატინაში, ალექსანდრე კეთილი ბისტრიცაში, მირჩა უხუცესი კოზიაში. გესმის, სად იყო მათი გული? სადაც არის შენი გული, იქ იქნება შენი საუნჯეც. ამიტომ ააშენეს მათ მონასტრები, რომ მოხსენიებულიყვნენ ასობით წლის განმავლობაში წმინდა ლიტურგიაზე.

სტეფან დიდი არ იყო ბაპტისტი! მირჩა უხუცესი არ იყო ევანგელისტი ან ადვენტისტი! ალექსანდრე კეთილი არ იყო იეჰოვას მოწმე; ეს შეშლილი სექტანტები ახლა გამოჩნდნენ. არც ერთი სექტა არ იყო მაშინ ჩვენს ქვეყანაში. ისინი მოდიან უცხოეთიდან, მასონების მიერ დაფინანსებულნი, რომ შეარყიონ მართალი რწმენა და ჩვენი საწყისები და ამოძირკვონ ჩვენი მართლმადიდებელი ხალხის ფესვი.

რას ამბობს წმინდა ეფრემ ასური? "ერეტიკოს კაცთან ნუ ილაპარაკებ, შენს სახლში ნუ მიიღებ, მასთან ერთად სუფრასთან ნუ დაჯდები, ნუ მოიკითხავ მას". ესენი არიან ანტიქრისტეს წინამორბედნი. რადგან მაცხოვარმა უთხრა ეფესელებს პავლე მოციქულის მეშვეობით: ეკლესია არის ქრისტეს სხეული, ხოლო ეკლესიის თავი - ქრისტე (შდრ. ეფ. 1, 22-23). ყველა სექტანტი, რომელიც გამოეყო ეკლესიას, გამოეყო ქრისტეს. ეს არის სატანის კაცი.

სახარება ამბობს: უკანასკნელ ჟამს აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა აცდუნონ, თუ შესაძლებელია, რჩეულნიც კი (შდრ. მარკ. 13, 22). ერიდეთ სექტანტებს, რომლებიც არიგებენ ბროშურებს მატარებლებში, სადგურებში და აგზავნიან ფოსტით ამანათებში და, სადაც კი ნახავენ ხალხს, უფასოდ არიგებენ თავიანთ საწამლავს.

შეინარჩუნეთ რწმენა, რომელიც თქვენ შეისრუტეთ თქვენი დედების რძესთან ერთად! შეინარჩუნეთ რწმენა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორი ათასი წელია! ნუ მიჰყვებით სატანის მსახურებს, რომლებიც მოდიან დასავლეთიდან მილიონობით დოლარით. ისინი ქრთამავენ სულელებს და რწმენაში გაუნათლებლებს, რომ დაარღვიონ რუმინელი ხალხის ერთსულოვნება, და სურთ მოაწყონ დიდი ერესები და სიგიჟეები ჩვენს ქვეყანაში.

ერიდეთ ამას! მათ აქვთ სამლოცველო სახლები, მაგრამ იქ სატანის სახლია. სადაც არ არიან მღვდლები და მღვდელმთავრები, იქ არ არის ქრისტე. რადგან მაცხოვარმა, შთაბერა რა მოციქულებს, უთხრა მათ ასე: მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მას; ვისზეც დატოვებთ, მასზე დარჩება (იოან. 20:22-23). ეს არ უთქვამს სექტანტებისთვის, არამედ მოციქულებისთვის, რომლებისგანაც არიან ეპისკოპოსები და მღვდლები. რადგან მოციქულებმა, ხელდასხმითა და სამოციქულო მემკვიდრეობით, გადასცეს სულიწმიდის ნიჭი ყველა მღვდელს მსოფლიოში.

ამრიგად, დაიმახსოვრეთ, რომ სექტანტებს არ აქვთ კანონიკური იერარქია, არ აქვთ შვიდი საიდუმლო, პატივს არ სცემენ ღვთისმშობელს და წმინდა ჯვარს და არ აქვთ ხსნა. ამიტომ ერიდეთ სექტანტებს. გესმის, რას ამბობს პავლე მოციქული? ყურადღება მიაქციეთ თქვენს თავს და მთელ სამწყსოს, რომელშიც სულიწმიდამ დაგაყენათ მეთვალყურეებად (ის საუბრობს მღვდლებსა და მღვდელმთავრებზე), რომ დამწყსოთ ღვთის ეკლესია, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით (საქმე. 20:28).

თორმეტ მოციქულს, რომლებიც ქრისტემ აირჩია, მან, ზეცად ამაღლებისას, უთხრა: ...დარჩით იერუსალიმის ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსებით ძალით მაღლით (ლუკ. 24:49), და ათი დღის შემდეგ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა მაღლიდან ცეცხლოვანი ენების სახით. შემდეგ ისინი ალაპარაკდნენ ყველა ენაზე, რომელიც კი არის ცის ქვეშ. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შეიმოსნენ ძალით მაღლით, მან გაგზავნა ისინი, თქვა რა: წადით მთელ მსოფლიოში და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას. ვინც იწამებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო ვინც არ იწამებს, დაისჯება (მარკ. 16:15-16).

ამრიგად, ქრისტეს ეკლესიას აქვს კანონიკური იერარქია, სულიწმიდა ცხოვრობს ეკლესიაში, და ეკლესიის თავი არის ქრისტე. ყველა სექტანტი, რომელიც მოწყდა ქრისტეს და არ დადის ეკლესიაში, არის ანტიქრისტეს შვილი და სატანის წინამორბედი. ნუ მიჰყვებით მათ! და ნუ იტყვით, რომ მე არ გიჩვენეთ თქვენ ჭეშმარიტება!

შევინარჩუნოთ ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა, რომელსაც აღიარებდა ჩვენი ყველა ვოევოდა, ჩვენი ყველა მამა და ყველა ნამდვილი რუმინელი. თუ გსურს იყო ქრისტეს ჭეშმარიტი შვილი, შეინარჩუნე მართალი, მართლმადიდებლური რწმენა, რომელსაც ჩვენ ვინახავთ ორი ათასი წელია. თუ არა, მაშინ შენ არ ხარ ქრისტესა და ეკლესიის შვილი, შენ უცხო ხარ რუმინელი ხალხისთვის. შენ ვერ იქნები ქრისტიანი და რუმინელი, თუ არ გაქვს მართალი რწმენა ქრისტეში. შენ უცხო ხარ. შენ არ ხარ ქვეყნის შვილი. რადგან რუმინეთის ნამდვილი შვილი მართლმადიდებელია, იმიტომ რომ მართლმადიდებელი ეკლესია ჭარბობს ჩვენს ქვეყანაში ორი ათასი წელია. ხოლო სექტანტებს არ მივიღებთ ჩვენს სახლებში.

ჩვენი რუმინული მიწა ყოველთვის მართლმადიდებლური იყო და მან უნდა შეინარჩუნოს მართლმადიდებლობის გზა. მართლმადიდებლებად დავიბადეთ და მართლმადიდებლობაში უნდა ვიდგეთ სიკვდილამდე. ეს არის რუმინეთის ჭეშმარიტი რწმენა - მართლმადიდებლობა. არაფერი მიიღოთ გარედან, რადგან ყველას სურს დაანგრიოს ხალხის, რწმენისა და ეკლესიის ერთიანობა. ყველა ასეთი ადამიანი ქრისტეს ჯვრის მტერია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat