მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი - ნეკრესის ეპარქია და ამბროსი.
მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი - ნეკრესის ეპარქია და ამბროსი.
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ, და სახელად უწოდებია ნელ-ქარიანი (იხ. ქართ. ცხოვ. გვ.. 94).

საქართველოში 318 წელს წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობა რომ გავრცელებულა, აქ ეკკლესია, დიდ შენი, გუმბათიანი, აღუშენებია თირდატ მეფეს, ახლა რომ შილდა არის, იმის ბოლოს —ვაკეზე.

მეექვსე საუკუნეში აქ დასახლებულა წმინდა აბიბოს, ერთი 13 მამათაგანი, და ყოფილა მწყემსი გაღმა-მხრისა და დიდოეთიც იმისი სამწყსო ყოფილა.

ამ აბიბოსს მოუქცევია აქაურს მთებში მცხოვრები ერი ცეცხლისათვის თაყვანის-მცემლობისაგან ქრისტიანობაზე.

აბიბოს ნეკრესელის დროიდგან ნეკრესში მუდამ ისხდნენ ეპისკოპოზები და მის სამწყსოს შეადგენდა კახეთის გაღმა-მხრის მთის ძირობა ლაგოდახამდე.

1725-ს წლამდე აქ მჯდარა ეპისკოპოსი. ვახუშტი, შვილი მეფის ვახტანგ მე VI-სა, ამბობს: "აწცა არს საეპისკოპოზო, და ზის ეპისკოპოზი" (იხ. ღეოღრ. გვ. 304 და 314).

აქაურს ეპისკოპოზს ჰქონია თავისი საომარი დროშაცა. ვახუშტი ამბობს, რომ მისი სადროშონი იყვნენ გაღმა-მხრელნი და ელისენში მცხოვრებნიო, ესე იგი ახლანდელი ინგილოები (იხ. ღეოღრ).

მაგრამ ამბროსის ნეკრესელის დროს ამ სადროშოს შეადგენდნენ 14 - სოფელი და 5 სათავადო სამგვარეულოს სამფლობელო (იხ. Археологические акты т. II გვ. 531). ამ ეპისკოპოსს ემორჩილებოდნენ მე XVII და XVIII საუკუნოებში ინგილოებიცა თუ არა, ეს ჯერ-ჯერობით არ არის ცხადი; მაგრამ ამბროსი თვითონ ამბობს, რომ მე მაქვს მონდობილი კახეთის გაღმა-მხრის მთის ძირობაო (იხ მისი ქადაგების გვ. 292)

პ. ფურცელაძე ამბობს თავის გუჯრებში, რომ 1740 წელს ნეკრესი, წინეთ რომ საეპისკოპოზო იყო, აქ ახლა სამიტროპოლიტო კათედრა გახსნესო. "ქათალიკოზმა დომენტიმ, - სწერს ბ. ფურცელაძე,- მეფე თეიმურაზისა, დედოფლისა, ქართლისა და კახეთის ეპისკოპოზების თხოვნით - ნეკრესის საეპისკოპოზო სამიტროპოლიტო ეკკლესიად გახადაო, და მიტროპოლიტად დაადგინა ივანე ეპისკოპოზი, ვითარცა კაცი ნამსახურიო" (იხ. Церковные Гуджары. გვ.39).

ამ მიტროპოლიტის შემდეგ ნეკრესის მიტროპოლიტად ყოფილა დოსითეოზ ჩერქეზოვი. ამას ჰქონია ნეკრესში შკოლაცა. 1762 წელს მეფე ერეკლე სთხოვს ამას: "შემატყობინე, რა მდგომარეობაში არის შკოლაო, ხომ იციო, სწერს მეფე, მე ძლიერ მესიამოვნება, თუ ბეჯითი მზრუნველობა გვექმნება შკოლაზეო" (იხ. იქვე გვ. 40). მაგრამ ის მარტო ემაწვილებისთვის წერაკითხვის სწავლებას არ მეცადინეობდა, იგი ვალდებული იყო ამოეფხვრა ხალხში აგრეთვე ცრუ-მორწმუნოებაცა. აი ამის გამო იმან ჩამოართვა ნეკრესის ეპარქიის მღვდლებს ხელ-წერილი, რომ ისინი სდევნიან ჯადოქრებს, მკითხავებს, ქადაგებს და დეკანოზებს, და თუ იმათ სამრევლოში აღმოჩნდებიან ამისთანა პირნი, განდევნიან კიდეცა (იხ.Церковные Гуджары. გვ. 43). ერთის სიტყვით, ნეკრესის ეპისკოპოზნი მოვალენი იყვნენ ესწავლებინათ თავიანთ სამწყსოში ახალ-მოზარდ თაობისათვის წერა-კითხვა, დიდებისათვის ეკკლესიაში რიგიანად დგომა და პირ-ჯვარის გამოსახვა (იხ. იქვე გვ. 42).

ამ მოვალეობას ისინი ბეჯითად ასრულებდნენ, მაგრამ უბედურება იმაში იყო რომ ლეკები არ ასვენებდნენ გაღმა მხარს, იმათ არაერთხელ ააოხრეს და აიკლეს (იხ. იქვე გვ. 40 და ქართ. ცხოვ. პაპუნა ორბელიანი), რის გამოც ნეკრესის საკათედრო ეკკლესია დაიხურა, რაც საეკლესიო და საშკოლო ნივთები იყო, ისინი ანტონ I ქათალიკოზმა, მოწმების თანა დასწრებით, სიით ჩააბარა თელავის სემინარიის რექტორს დავით ალექსის ძეს მესხიევს (იხЦерковные Гуджары.გვ. 43).

მაგრამ კახეთის გაღმა მხარი უეპისკოპოზოდ მაინც არ დაუტოვებიათ მეფესა და ქათალიკოზს.

1781 წელს აქ ეპისკოპოსად დასვეს ამბროსი ნეკრესელი. რადგან ძველი საკათედრო ეკკლესიის განახლება უსარგებლო შრომა იქნებოდა, რადგან იმას ლეკები კიდევ არ მოასვენებდნენ, ამისათვის ამბროსიმ თავისთვის ეკკლესია აღიშენა შილდის სოფლის თავში. მას კედელში ატანია ქვა ზედ წარწერით, რომელიც მოგვითხრობს, რომ ის აღაშენა ამბროსიმაო.

თავდაპირველში ამ ეკკლესიას ბევრი რამ ნივთეულობა ჰკლებია, იმას ჰკლებია საეპოსკოპოზო შანდლები; ორ ფოჩიანი და სამ ფოჩიანი დიკირი და ტრიკირი). ამის გასაკეთებლად მეფე ერეკლეს შეუწირავს 200 მანეთი და ამ ფულით, ნეკრესლის დროს, იოანე მუხრან ბატონს გაუკეთებინებია თავის ხარჯით საეპისკოპოზო ჯვარის სასანთლე. ახლა ისინი სიონის სობოროში არიან და ეს ცნობები ზედ აწერიათ

მაგრამ ვიდრე იმას ნეკრესში გადაიყვანდნენ ეპისკოპოზად. ის მღვდელ- მთავრად ყოფილა ჯერ ქართლს წილკნის ეპარხიისა, მერმე მანგლისისა, მანგლისში გადაყვანის მიზეზი ის ყოფილა, რომ ამ ხანებში სრულიად აუოხრებიათ წილკნის ეპარხია და საკათედრო ეკკლესიის გალავანში და კოშკებში ბუდობა დაუწყვიათ ლეკებს (იხ. ქართ. ცხოვ. მე II ნაწ. გვ. 86). 1796 წ. ერთ ქადაგების ბოლოს ამბროსი თვითონვე ამბობს: "აღწერილ იქმნა..... წ ი ლ კ ნ ე ლ, მ ა ნ გ ლ ე ლ ყოფილის ნეკრესელის ამბროსისაგან" (იხ. ქადაგება გვ. 108).

ამბროსი ნეკრესელს ებარა აგრეთვე შკოლაცა, ეს შკოლა ყოფილა რუსების შემოსვლის დროსაც. 1806 წელს მთავრობამ ნეკრესელს მისცა მიტროპოლიტობა, ჯამაგირად დაუნიშნა 1000 მანეთი სიკვდილამდე და შკოლისათვის კიდევ 200 მანეთი (იხ. Aპხეოл. акты т.VI გვ. 165). შემოსავლის დაგვარად, რომელიც იმას ჰქონდა თავის სამწყსოდგან ამას შეადგენდა 12 სოფელი და სათავადო სამფლობელო (იხ. იქვე თ. II გვ. 331) გაღმა მხარში. გაღმა-მხარი მე მაბარიაო, ამბობს ის თავის ქადაგებების მე 291 კაბადონზე.

ამ წელს ის მოხუცებული ყოფილა. ერთ ქადაგების ბოლოს ის ამბობს: "ვაი ჩემდა, რამეთუ აღარა არს პირველი იგი შემძლებელი ხელი ჩემი მოხუცობისა და უძლურებისა გამო". (იხ. გვ. 177).

რა ერქვა ამბროსის მამას, რა გვარი იყო (ტარასი არხიმანდრიტს მესხიევს უთქვამს, რომ ამბროსი გვარად მიქაძე იყოვო, ), სად დაიბადა, რომელს წელს, იყო როდისმე მღვდლად, თუ პირდაპირ ბერად შედგა, - ამ კითხვებზე საპასუხო ცნობები არა გვაქვს. არც ის ვიცით, როდის არის ნაკურთხი ეპისკოპოსად და ვისგან, ვიცით მხოლოდ, რომ მას სწავლა განათლება მიუღია თბილისში, მისი მასწავლებელი ყოფილა, მსწავლული და ფილოსოფოსი კათალიკოსი ბესარიონი (ორბელიანი); ამის მერმე კათალიკოზი. ნიკოლოოზ ხერხეულიძე, პირველი გარდაიცვალა 1738 წელს, მეორე 1744-ს. უკანასკნელს მისთვის უსწავლებია სხვა და სხვა ენები; მაგრამ არ ვიცით რა ენები.

მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ის 1744-ში კიდევ სწავლობდა და ამ დროს ის იყო 16 წლისა და გარდაიცვალა 1808 წელს, მაშინ მისი დაბადება 1729 წელს მოჰყვება; და თუ ეს ასეა, მაშ ის გარდაცვლილა 79 წლისა, აგრეთვე, თუ მივიღებთ მხედველობაში ჯვარის შანდლებზე ნაჩვენებს 1781 ქორონიკონს, როცა მეფე ერეკლეს ფული შეუწირავს და ამბროსი ნეკრესლის დროს, 1781 წელს იოანე მუხრან ბატონს ისინი გაუკეთებინებია, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დროს ის ნეკრესის ეპარხიის მღვდელ-მთავრად იყო, მაგრამ კათედრა არ ჰქონდა, როგორც ამბობს პ. იოსელიანი (იხ.Описание г.Тифлиса, გვ. 166). ხოლო როცა დაუსრულებია ნეკრესის ღვთისმშობლის ეკკლესიის აშენება, მაშინ ის დაუნიშნავთ კახეთის გაღმა მხრის ეპისკოპოზად, რომელი ხარისხიც იმას წინათ ჰქონია მიღებული, როგორცა სჩანს მისივე ხელ-მოწერიდგან "წილკნელ-მანგლელ-ყოფილი ამბროსი ნეკრესელი". ჩემის აზრით, ქართველთა მთავრობის ეს განკარგულება მომხდარა 1781 წელს, როცა შანდლები გააკეთებინეს და ეკკლესიის აშენება გაათავეს.

ასრე რომ ვიანგარიშოთ, მაშინ გამოვა, რომ ამბროსის უმსახურნია კახეთში 27 წელს (1781 - 1808 წლამდე).

რა უკეთებია მას ამ დროს განმავლობაში ნეკრესში? ნუთუ მარტო სწირავდა და ქადაგებდა? ნუთუ მარტო ამ თანამდებობის აღსასრულებლად გადაიყვანეს ის აქ? ეჭვი არ არის, რომ ის დანიშნეს აქ მღვდელმთავრად ქრისტიანობის დასაცველად, როგორც კაცი მსწავლული და მშვენიერი მქადაგებელი. ეს პირველი მიზეზი. მეორე, — ნეკრესში იყო შკოლა, როგორც ზევით მოვიხსენიეთ, და ეპისკოპოზნი ვალდებულნი იყვნენ ხალხისათვის წერა-კითხვა ესწავლებინათ; მაშასადამე აქ საჭირო იყო იმისთანა მსწავლული და განათლებული ეპისკოპოზი, როგორიც იყო ამბროსი ნეკრესელი, იმას უნდა დაეცვა ჩვენი ერობა გალეკებისაგან და ქრისტიანობა მუსულმანობისაგან თავის მჭევრ მეტყველებითა, ცოდნითა, გამოცდილებითა და მხნეობითა. მისი მხურვალე სიყვარული თავის სარწმუნოებისა, ქართველი ხალხისა და სურვილი ქვეყნის უვნებელად დაცვისა იმედს აძლევს მეფესა და ქათალიკოზს, რომ ის მხნედ იმოქმედებს სამშობლოს კეთილ-დღეობისა ღა უვნებელობისათვის (იხ,Aპხეოл. акты, გვ. 323 და 387. თ. I). ერთს ქადაგებაში ის ეუბნება ხალხს: "აჰა ესე-რა, რომელთა ესე ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს, განვიძარცვეთ ძველი იგი სიმყრალე მახმადიანთა, და აწ, ვითარცა ქრისტეს უყვარდა ერი და მოყვასნი, ისრე შევიყვაროთ ჩვენი ქართველობა და დავიცვათ იგი. ალლილუა, ალლილუია!"

ამბროსი ნეკრესელი არამც თუ ქართველობის დაცვას მეცადინეობდა გაღმა-მხარს გალეკებისაგან, არამედ დაუცხრომელად იღვწიდა ცრუმორწმუნოების ამოფხვრასაცა. "ნუცა თილისმა, ნუცა ჯადეგი, ნუცა მხარი, ნუცა ბეჭი და სიზმარი და ყოველივე ამისებრი საქმე საეშმაკო გჯერათო"- ეუბნება ხალხს. ესე ყოველივე,- განაგრძობს ის, არა არს, შვილნო, ღვთისანი, და აიღეთ ხელი ახლავ, განაგდეთ თქვენგან და ნურღარა იქმთ ამისთანაებს" (იხ. ქადაგება გვ. 47 და 414).

გარდა ამისა, რადგან გაღმა-მხრელნი ჩქარ ჩქარა ლეკდებოდნენ, ამისათვის თავის ქადაგებებში ის აქაურს ქართველობას მხნედ და უშიშრად ამხილებს, აყვედრის, უწყრება, — და სამშობლო ქვეყნის აძულება და მისთვის ღალატობა დიდი ცოდვა არისო, ეუბნება ყველას ის პირ-მართალი და გულ-უმანკო კაცი. ის ჯერ ძლიერად ამხილებს ხალხს, მერმე ყველას ეხვეწება, ტირის, კვნესის, ღმერთს შეჰბღავის, ქართველთ წმიდათა მოიწვევს და სთხოვს მათ ქართველთათვის მეოხებას და მფარველობასა (იხ ქადაგება გვ. 68. 292-302. ამ შემთხვევაში ის არის ქართველთ იერემია, მისი გული სამსეა მწუხარებითა, გოდებითა და ვაი, ვაის თქმითა, მისი გული ტირის და ქუხს, ჰხედავს რა სამშობლო ქვეყნის შეწუხებას, შავის ბედისაგან ულმობელობას და არა არსაიდგან ლხენას. ეხვეწება ქართველთ: თქვენი ჭირიმეთ! ნუ შვრებით ღვთის საწყენ საქმესო და მოიქეცით სახარებისა მებრო, რომ ღმერთი შეგვეწიოს და დაგვიხსნას მტერთაგანო. ქადაგებს ხალხში ხან ერთგან, ხან მეორედგან; შთააგონებს ხალხს ერთობას, სიყვარულს მტერთან ბრძოლას, არ შეშინებას, გულის არ გატეხას, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნას. რუსეთის იმპერატორისაგან საქართველოს მფარველობის მიღება რომ შეუტევია, ისრე გახარებია, რომ ამ სიტყვებს ამბობს: "ნუ სტირთ, ნუ მწუხარე ხართ, რამეთუ აღდგინებულ არს საქართველო, და დაცემულ არს ყიზილბაშ, და ნუ გეშინიანთ–ღა, რამეთუ აჰა ესე-რა გამოხსნილნი ხართ ხელთაგან მათთა. განიხარეთ, განიხარეთ! განიხარეთ! რადუითეს! რადუითეს!" (იხ. ქადაგ. გვ. 289).ის გულის უმანკოებით დაჯერებულია, რომ ერთ მორწმუნე რუსეთის ერი აღასრულებს თავის დაპირებას და დაიცავს ჩვენს ერობას, ენას და სარწმუნოებას, მაგრამ გასაკვირია, რომ შემდგომში ის სხვანაირად მოქმედებს (იხ. Арх. акты, გვ. 323 და 387 თ. I).

საზოგადოდ ამბროსის ქადაგების შესახებ უნდა ვსთქვათ, რომ მის მსგავსი, მათ ყოვლად-უსამღვდელოესობის გაბრიელ ეპისკოპოზის ქადაგების გარდა, ჯერ ქართულს ენაზე დაბეჭდილი საღმრთო მოძღვრება არა გვაქვს. მათი შინაარსი შეეხება დროის მოთხოვნილებას; ის შეეხება ხალხის ზნეს, - ჩვეულებას, ცხოვრების წესებს და კაცთა ერთმანეთზე დამოკიდებულებას; და არის დაწერილი მდაბიურის ენით, მქადაგებელი თვითონვე ამბობს: მე ამისათვის ასრე დაბიურის ენით ვსწერო, რომ მსურს ყველამ გაიგოს, შეიტყოს და შეიგნოს, რას ვამბობო (იხ. გვ. 46). ზოგიერთ გადაგებაში ისრე მშვენიერად აქვს ახსნილი ეკკლესიური დოღმატები, რომ მისებრი ახსნა ქართულს ენაზე ჯერ არა გვაქვს რა დაბეჭდილი, მათს შინაარსს ახლაც დიდის სიამოვნებით მოისმენს ქართველი კაცი.

ასრეთი ღირსება ამ ქადაგებებისა არის იმის მიზეზი, რომ დიდად პატივცემულმა, ალექსანდრე ეპისკოპოზმა ინება თავის ხარჯით მათი დასტამბვა და ხალხში გავრცელება, ამით ის აღასრულებს ჯერ თავის მოვალეობას, მერმე ამბროსი ნეკრესელის სურვილს. თვით ამბროსი, რომელს წმინდანის დღეობაზედაც ქადაგებას იტყოდა ხოლმე, იმ წმინდანის სახელზე აშენებულს ეკკლესიებს ყველას თითო ეგზემპლიარს თავის ქადაგებისას უგზავნიდა კახეთში. მაგრამ ახლა ყოვლად სამღვდელომ ალექსანდრემ ისინი დაასტამბვინა და ამ სახით კეთილ ინება მათი გავრცელება ქართველთ სამრევლო ეკკლესიებში. გიხაროდენ, ნეტარხსენებულო ამბროსი, რომ შენი გულითადი სურვილი ახლა უფრო დიდი ზომით სრულდება ალექსანდრე ეპისკოპოზის მიერ!

ამ ქადაგების მეტი სხვა არაფერიც რომ არ დაეწეროს ამბროსის მაშინაც კი საკმარ იქნება. ვსთქგათ რომ მე XVIII საუკუნეში ის ერთი განათლებულთაგანი ქართველი ეპისკოპოზი იყო, აგერ 81 წელიწადი გადის, რაც რუსეთის მფარველობის ქვეშა ვართ, ვსწავლობთ სასულიერო სემინარიაში, მაგრამ მისებრი ქადაგებები არამც თუ ჯერ არავის დაუწერია (გაბრიელ ეპისკოპოსის გარდა), არამედ უბრალო მქადაგებელიც კი არავინ ყოფილა ჩვენში ამ დროს განმავალობაში.

მაგრამ სიკვდილის შემდეგ ამბროსიმ კიდევ სხვა თხზულებაც დასტოვა; მის მიერ არის დაწერილი წიგნი, რა ნაირათ უნდა ათქმევინონ მღვდლებმა ერისკაცებს აღსარება - ზიარების წინ. (იხ. "სასულიერო მახარებელი" 1864 წელს ივლისი) იქნება, ამაების გარდა იმან სხვა კიდევ ბევრი რამ დასწერა, მაგრამ ვინ იცის ვინ წაიღო და სად დაიკარგა?

ნეტარ იყოს იმის ხსენება ამისთვისაცა! იმას არ დაუკლია მეცადინეობა საქართველოს დაცვისა და ერის განათლებისათვის, იგი თავის სიკვდილამდე ქართველი ერის პოლიტიკური თავისუფლების დაცვას იღვწიდა და 1808 წ. ღრმად მოხუცებული (79 წლის) ამბროსი ჩაესვენა სიონთა ღვთისმშობლის ეკკლესიაში ამოთხრილ სამარეში. საუკუნომცა არს ხსენება მისი!!

მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი .

1881 წელი.

17დეკემბერი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat