სულხან საბა ორბელიანი - 43. სწავლა უდაბნოს მყოფთა თანა მოსლვისათვის და მათთა ნუგეშინის-მცემელთათვის ქება.
სულხან საბა ორბელიანი - 43. სწავლა უდაბნოს მყოფთა თანა მოსლვისათვის და მათთა ნუგეშინის-მცემელთათვის ქება.
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

რაისათვის ნატრობს მეფე მდიდარი და ჴელმწიფე ყოვლისა სოფლისა, აღვსილი ყოვლითა - ნებიერობითა, რათა მივიდეს და დაემკვიდროს უდაბნოსა შინა, სადა არს შიმშილი, წყურვილი, შიშლოება,/ და სიგლახაკე ფრიადი და უპოვარობა საშვებელთა? არა თუ აკლს რამე და მუნ შეიძენს ოქროსა, გინა ვეცხლსა და სამოსელთა ბრწყინვალეთა, ანუ დაიმონებს ქალაქთა და სოფელთა, არამედ სიმდაბლისათვის იტყვის, ვინაჲთგან ხედავს სოფლისა ამის სიმდიდრის უხანოებასა, უდაბნოთა შინა მისლვითა ცოდვისა სინანულად განმზადებასა და ბრალთა შენდობისა პოვნასა და მადლთა შეძინებასა. ვინაჲთგან გლახაკნი ღმრთისანი რომელთა თავნი თვისნი დაიგლახაკნეს ქრისტე კაცთათვის დაგლახაკებულისა და მუნ შეკრებილ არიან სახელისა მისისათვის, მათდა მისლვა ნებავს და ნუგეშინის ცემა მათი, რათა სიმდაბლით მისლვითა ჴელმწიფეთა თანა განმტკიცდენ და განძლიერდენ მსახურნი ქრისტესნი, და აღდგენ მცონრებისაგან და იღვაწონ ძლიერად; ამისთვის უნებს სწრაფით მისლვა: არა ბრძანებს ცხენთა აღკაზმასა, არცა ეტლთა შემკობასა, არამედ ნატრობს ფრთეთა ტრედისათა, უნდოთა ნაკრტენთა, და მარტოებით მისლვასა, რათა საქმითა თვისითა სხვანი მეფენიცა მიიბაძნეს და აღძრას მსახურებასა ღმრთისასა.

თუ ვინმე თქვას: "რაჲ მსახურება არს უდაბნოსა მისლვა ღმრთისა, ანუ რაიმე ქველის საქმე, რაჲთამცა მიითვალა ღმერთმან კეთილად იგი, ჰეი ჭეშმარიტად მსახურებაა ღმრთისა ესრეთ: რამეთუ იტყვის მათეს სახარების კე: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, რამეთუ მშიერი ვიყავი და მაჭამეთ მე, მწყურვალსა მასჳთ მე, შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე,/ უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე, საპყრობილესა ვიყავი და მოშუერით ჩემდა, სნეული ვიყავ და მომხედეთ მე (მათე 25, 34 – 35).

ძმანო საყვარელნო, ესე ყოველივე აღესრულების უდაბნოს მყოფთა ხილვითა და ნუგეშინის-ცემითა, რამეთუ ყოველივე სიგლახაკე შეკრებილ არს უდაბნოს მყოფთა თანა, რამეთუ გლახაკნი არიან ქრისტესათვის და განმდიდრდებიან მეფეთა მისლვითა, მშიერ და მწყურვალი არიან უპოვარებითა და განძღებიან ჴელმწიფეთა ნუგეშინის-ცემითა, შიშველ არიან და შემოსილ იქმნებიან სიხარულითა მთავართა ხილვათაჲთა, საპყრობილეთა და დილეგთა შეუწყვდევიან თავნი თვისნი და მაშინ შვებულ შეიქმნებიან და ჴსნილ რომელნი მოვლენ უდაბნოდ და მუნ მყოფთა ნუგეშინსა-სცემენ. ესოდენთა შრომათა ქრისტესთვის თავს ისხმენ, და ქრისტეს მიერ მადლსა შეიკრებენ, რამეთუ ქრისტეს მონათათვის დაშვრებიან.

საყვარელნო ჩემნო, განიცადენით საქმენი პირველნი, რაოდენნი კეთილნი პოვნეს, ვინა მივიდა უდაბნოსა მყოფთა მოხილვად:

ნემან ასური, კეთრისა მიერ განკაფული, უდაბნოს მისლვით განიკურნა. დედაკაცი სომანიტელი, ძე მომკვდარი, უდაბნოსა მისლვითა შვილ ცხოველ იქმნა ელისეს-ზე. და შემდგომად ქრისტე მაცხოვრისა მოსლვისა წმიდათა მამათა მიერ რაოდენნი სნეულნი განიკურნეს, რაოდენნი უშვილონი შვილიერ იქმნნეს, რაოდენნი მკვდარნი აღდგეს, რაოდენნი მადლითა აღვსებულნი სახლად თვისად მიექცენ. დაღაცათუ აქა მყოფნი, არცაღათუ მათთა ჴსენებასა ღირს ვართ და ჩვენ ცოდვათა სიმრავლითა შებღალულ ვართ, არამედ უდაბნო ქრისტესი არს და მადლთა და კურნებათა მიმნიჭებელი იესუ არს. რომელიცა მოშვრებით, ქრისტე არა უგულებელსჰყოფს შრომათა თქვენთა, რამეთუ არცაღა წყლისა გრილისა მსმეველსა წარუწყმიდა სასყიდელი თვისი.

ხედავთა თქვენ რაოდენი უფროსი - წყლისა გრილისა სმევისა გარდამატეთ: ქრისტესთვის აღიძარით, ქრისტესთვის მოშვერით, ქრისტესთვის სიცხე ჰაერისა თავს იდევით, გზანი შორნი და ურწყულნი უდაბნონი ვლეთ, ქრისტეს სახელისათვის შეკრებულთა - ეძიებთ, ნახავთ, ნუგეშინსა-სცემთ, განაძლიერებთ და საღმრთოჲს მოღვაწებად განაღვიძებთ?

იხილეთ, თუ რაოდენი მადლი შეგიკრებიესთ უნდოჲთა ამით და ცოდვილთა კაცთა ხილვისათვის!

კაცი ვინმე იყო მაგისტროსი, რომელ არს ოსტატი მეფისა ვისმე და წარავლინა დესპანად სხვასა მეფესა თანა. და ოდეს განვლო ქალაქი ერთი, იხილა გლახაკი ვინმე უძლური, მწვირესა შინა მდებარე. გარდაჴდა თვით ცხენისა მისგან, და აღმოიყვანა გლახაკი იგი ჴმელსა ადგილსა, და დრაჰკანი ერთი მისცა და წარვიდა. ოდეს განვლნა შორე გზანი, ნახა მკვდარი ვინმე მდებარე შიშველი. განვლო გზა და უკმორესწყდა მსახურთა თვისთა და აღიჴადა კვართი თვისი ერთი, რამეთუ შეიმოსდის ორითა კვართითა, და დაბურა მკვდარსა მას და მიეწია მოგზაურთა თვისთა. ოდესცა მიიწინეს პირსა ზღვისასა და შთასხდენ/ ნავსა, აღელდა ზღვა, დაიქცა ნავი და დაინთქა სიღრმესა. მოვიდა ქრისტე, სახითა მის გლახაკისაჲთა, უპყრა ჴელი და აღმოიყვანა დანთქმისაგან და ჰქრვა: "მე იგი გლახაკი ვარ, რომელი მწვირით აღმომიყვანე და აჰა დრაჰკანთა სიმრავლე დრაჰკანისა მის ერთისა წილ" წარვიდა კვალად გზასსა თვისსა და შემოიქცა, მოვიდა სახლად თვისთა სიახლესა, განაჭენა ცხენი, დაეცა და შეიმუსრა ფერჴი. დაუმძიმდა მეფესა, შეკრიბნა მკურნალნი და ვერა რა არგეს, თვინიერ მოკვეთისა ფერჴისა. ენებათ ხვალისა მუჴლთა შინა მოკვეთა ფერჴთა. შუაღამე ოდენ შემოვიდა ქრისტე სახითა მის მკვდარისაჲთა, რომელსა ემოსა სპეტაკი კვართი მისი, და მოიკითხა, და სცხო წამალი ფერჴთა მისთა, და აღადგინა და ჰრქვა:/ "მე იგი მკვდარი ვარ, რომელი შენ შემმოსე და ესე მის წილ მიყოფიეს შენდა".

უკეთუ მათ არა წარუწყმიდა ქველის საქმენი, არცაღა თუ ჩვენ ცოდვილთა მხილველთა წარგიწყმიდნეს უფალმან ჩვენმან შრომანი თქვენნი, რამეთუ: რომელნი პირველად მიშვრებოდენ და მივიდოდენ ხილვად წმიდათა მამათა თანა, იგინი წმიდანი იყვნენ, და მადლთა და კურნებათათვის მივიდიან, ხოლო რომელი აქა მოშვრებით ჩვენ ცოდვილთა ნუგეშინის-ცემად, არა თუ კურნებათათვის მოხვალთ, არამედ ქრისტეს საზრდელისათვის და იესუს სიყვარულისათვის, რამეთუ მოილოცავთ წმიდათა ეკლესიათა, ნუგეშინსა-გვცემთ ჩვენ, მრავალ მცოდველსა ღმრთისასა.

თქვენ ხართ ქრისტეს მიერ კურთხეულად წოდებულნი დღესა მას დიდსა განკითხვისასა, ვინაჲთგან გვიხილენით ჩვენ გლახაკნი და მოშვერით/ ჩვენთვის.

თქვენ ემსგავსენით მეფეს თევდოსის, რომელი სიმდაბლით ესტუმრა მონაზონსა ერთსა, რომელსა აქვნდა მცირედი მხალი მგბარი და პური ქრთილისა, და სიხარულთა მეფესა უტკბოჲს ეგონა სანოვაგეთა თვისთა.

მსგავსება არს თქვენი ესე მოსლვა დავით მეფისა აბიმელიქ მღვდლისათა. მსგავსებაა თქვენი წმიდისა დიდისა ლავსას, რომელი შვრებოდა უდაბნოსა მკვიდრთა მოსლვად,/ გინა დიდისა დედოფლისა მელანიასი, რომელმან არა სადა დაუტევნა მყოფნი მთათა და ქვაბთა შინა, სადა არა მივიდა ნუგეშინის-საცემელად.

ჰეი, უფალნო ჩვენნო, არა თუ ჩვენ ცოდვილთათვის დამაშვრალ ხართ, არამედ ქრისტესათვის: არა თუ ჩვენ უბადრუკნი გიხილავართ, არამედ ქრისტე, რომელსა მიგელის სასუფეველსა შინა. მას ხედავთ და მას ესტუმრებით, ხოლო ჩვენ ცოდვილნიცა არა სასოწარკვეთილ ვიქმნებით ქრისტეს მიერ, ვინაჲთგან მის წინაშე ბრალეულ ვართ, არამედ თქვენ მოგანიჭნეს მადლნი მისნი უამრავნი და აღგავსნეს ყოვლითა კეთილითა შრომისა ამისათვის.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat