სულხან საბა ორბელიანი - 46. სწავლა ზვაობისაგან დაბნელებისა და სასწაულისაგან დაცემისა
სულხან საბა ორბელიანი - 46. სწავლა ზვაობისაგან დაბნელებისა და სასწაულისაგან დაცემისა
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.

ნააბი და აბიუდ, ძენი აჰრონ მღვდელთმოძღვარისანი, თვითცა მღვდელნი რჩეულნი, სამღვდელოთა დასთა შინა ჩინებულნი და მსახურ სიწმიდისად განკუთვნილნი, არა ეკრძალებოდენ სიწმიდესა მას და მსახურებასა მათსა მღვდელობისასა, ზვაობისაგან დაბნელებულ იქმნნეს და სასწაულთაგან _ მოკლებული და აღმოჴადა ცეცხლი საცეცხლურისა მიერ, ოდეს შეწირნეს ზვაობით ცეცხლნი უცხონი, და დაიწვ/ნეს სულით და ჴორციელად, რამეთუ ზვაობა დამაბნელებელ არს ესრეთ: უკეთუ არა განემკაცრა თავსა თვისსა, სასწაულთა მოქმედიცა იყოს კაცი სიწმიდით, ზვაობა-აღლაღება დასცემს საწყალობელად.

ამათ საქმითა დაეცნეს ძენი ელისანი, რამეთუ არა ვიდოდეს გზასა სიმართლისასა, არამედ ვეცხლის-მოყვარებითა მათითა მოსწყდეს და მიეტაცა სჯულის კიდობანი ღმრთისა ჴელთაგან.

იხილეთ,ზვაობამან ვითარნი საქმენი უყვნა ნაზარეველსა ღმრთისასა ფარისეველსა: და დასცა სიწმიდისაგან და მეზვერე უბრალო გარდამოვიდა სიმდაბლისა მიერ ლოცვისაგან.

ჰოი, იხილეთ, აწ ახლისა სჯულისა ვითარ გამოჩინებულ არს სარკესა შინა/ ძველისა სჯულისასა:

ვაი, საწყალობელსა იუდას, რამეთუ უსაწყალობელეს არს ესე მის ძეთა აჰრონისათა ნააბისა და აბიუდისა, რამეთუ მათ აღტაცებისა მიერ ზვაობისა შეწირეს ცეცხლი უცხო და მით დაიწვნეს, ხოლო იუდა მოწაფემან ქრისტესამან, რჩეულმან მოწაფემან, თავმან მოციქულთამან, აღტაცებისაგან ზვაობისა განცა ცეცხლი ღმრთაებისა, და შეწირა ჰურიათა და დაიწვა ცეცხლითა ჯოჯოხეთისაჲთა სულითა და ჴორცითა.

ვაი, საწყალობელსა იუდასა, რამეთუ უსაძაგელეს არს ძეთა ელისთა!

ოფნი და ფინეზ არა ვიდოდეს გზასა კეთილსა და მოსწყდეს და მიეღო მათგანი კიდობანი სჯულისა ღმრთისა. იუდას უძვირესი შეე/მთხვია, ვინაჲთგან და არა ვიდოდა გზასა კეთილსა და მოიკლა თავი თვისი, და მიეღო სჯულის მომცემელი იგი, რომელი თვით აქვნდა სხვათა მიერ.

ვაი, საწყალობელსა იუდასა, რამეთუ უსირცხვინელეს არს ფარისეველსა წინა მას, რომელი აყვედრებდა ღმერთსა სიმართლესა თვისსა, აქებდა ათისთავთა შეწირვასა! იუდა ასწავლიდა ქრისტესა დრტვინვით: ნუმცა დაითხევა ნელსაცხებელი, არამედ გლახაკთა მიეცინ განვაჭრებული დრაჰკანი და მის წილი გარემოვიდა განმართლებული მეზვერე მათე, მანათობელი სოფლისა და აღმწერელი წმიდისა სახარებისა, საჴრად ცოდვილთა სულთასა და მქადაგებელი სინანულისა.

ვაი, საწყალობელსა იუდასა, ვინაჲთგან საბრალობელად გვიჩნს ნააბ და აბიუდის მღვდელობისა განუკრძალველობა, რამეთუ მღვდელობა მისი სახე იყო იუდასი და საცეცხლურისაგან ცეცხლი - სახე ქრისტესი! -

ვაი, ბოროტსა იუდასა, ვინაჲთგან ვბასრობთ ოფნისა და ფინეზის არა კეთილად სლვისათვის და კიდობანთა წარხმისათვის, რამეთუ ბოროტად სლვა მათი სახე იყო იუდასი, ხოლო სჯულის კიდობანი — სახე ქრისტესა, რომელ მიეცა წარმართთა!

ვაი, უბადრუკსა იუდას, რამეთუ ფარისეველთა თანა აღსლვა, მეზვერისა დაყვედრება სახე იყო იუდასი, ხოლო მეზვერისა განმართლება - სახე მატთასი!

ესე ყოველნივე წმიდა უფლისანი იყვნეს და სამსახურებელსა შინა საღმრთოისა განწესებულნი და სასწაულთან და ნიშთა მოქმედნი, არამედ ზვაობამან ესრეთ დასცნა, რომელნი აწ უბადრუკად სახელ იდებიან.

რამეთუ ამისთვისცა სნეულება ზვაობისა ძნიად საკურნებელ არს, ვინაჲთგან იშვის სამე არიან ადგილნი, სადა არა იყოს ზვაობა. და ნეტარ მას, რომელი მძლე ექმნეს ზვაობასა, ზვაობისა ეშმაკი მარადის მოუშორებელ არს კაცისა თანა: და პირველად ეტყვის ქმნასა ცოდვათასა და, უკეთუ არა ქმნა ცოდვა, ეტყვის კეთილ ჰყავ, ვინაჲთგან არა უსმინე ეშმაკსა და მძლე ექმენ. მაცთურებასა მისსა ნებავს, რათა შთააგდო ზვაობა./

იწყებს მუნით და რაოდენნი კეთილნი და ქველნი საქმენი ქმნნეს, ეგოდენსა ზვაობისა ქებასა შეასხამსა და აღიყვანს სიმაღლესა ამპარტავნებისასა, რათა მუნით შთამოაგდოს, ვითარცა თვით იუდას უყო, რამეთუ: მოციქული იყო უფლისა და რჩეული მოწაფე და მოქმედი სასწაულისა, არამედ ოდეს შევიდა ზვაობა მის შორის არღარა არგო სასწაულმოქმედებამან მისმან, არამედ დაეცა საწყალობელად და შეიმუსრა უკურნებელად.

სასწაულთა მოქმედი იყო პეტროს კაწრელი და ანტიოქიისა პატრიარქი, არამედ ზვაობა გარდაურია სასწაულთა მოქმედებითა და სამწმიდა არსობისა გალობასა შინა შთაურთო/ წვალება დიდი, რომელსა სომეხნი იტყვიან, რომელ ჯვარს ეცვიო — "ხაჩვეცარსა". და ვერა არგო პატრიარქობამან და სასწაულთმოქმედებამან.

რამეთუ ზვავი კაცი ვერღარა განარჩევს კეთილსა და ბოროტსა, ვინაჲთგან რასაცა ჰყოფს ყოველივე კეთილი ჰგონეს და არა უწყის, თუცა ქმნას მან ბოროტი. ზვავი კაცი თუცა უშვერ იყოს, უშვერება თვისი უშვენიერეს ჰგონიეს ყოველთა მწყაზართასა. ზვავი კაცი თუცა ბოროტ-მეტყველ იყოს, უმჯობეს სხვათასა ჰგონიეს მეტყველება თვისი ამისთვის, რამეთუ მოქმედებული თვისი მოსწონს და თავი თვისი ზეშთა უჩნს.

ამისთვის იტყვის დავით თ ფსალმუნსა შინა: "რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდჳლი გულის-თქმათა შინა სულისა თჳსისათა და უღმრთო იკურთხვინ" (ფსალმუნი 9, 23).

ვინაჲთგან ესრეთ საძაგელ არს ზვაობა და წარმწყმედელ კაცთა, ჯერ-არს ჩვენდა, რათა შეურაცხად მოგვაქვნდეს თავნი ჩვენნი და უდარეს სხვათასა — ქმნილნი ჩვენნი, რამეთუ რომელსა კაცსა თავი თვისი შეურაცხად მოაქვნდეს, იგი შერაცხოს ღმერთმან. რასა წარბ მაღლოი, ჰოი კაცო? რასა ზვაობ, ჰოი მიწაო?

დაიმზირე ქვე, ფერჴთა შენთა, რომელსა ზედა მდგომარე ხარ და სტკეპნი! იგი ხარ და მისგან გამოსრული!

რასა იქადი, ჰოი ცოდვილო, რამეთუ ხვალე იქმნები ვითარცა ნაცარი და მტვერი. დღეს მრთელი ხარ და უსნეულო და გგონიეს. არა დასნეულება და არა ტკივილი ასოთა შენთა და ზვაობ. ხვალე მოვალს ანაზდად ტკივილი მწარე რამე და სნეულება და მაშინ რამე გეყოს ზვაობასა შენსა?

უკეთუ კეთილ არს ზვაობა შენი, ჰკურნოს ტკივილსა და სნეულებასა შენსა. ზეგე შეგეცვლების სნეულება სიკვდილად და ზვაობა, სრულობით იავარ იქმნების, სიმაღლე შენი წარიქცევის, სიმჴნე შენი მოუძლურდების, სიშვენიერე შენი დაღნიოშდების, ვაი სიმწყზარე წარიტყვევნების, ფეროვნება განყვითლდების, ქედმაღლობა შეიმუსრვის, თვალთა პირმოჴდომილობა/ უშვერ იქმნების, ენათა მეტყველება და რიტორება დადუმნების, მაგინებლობა და ჴორცთა მძვინვარება დაჩუმნების, ჴმა-ტკბილოვანი და გალობათა წყობანი შეირევის, ჭაბუკთა სიმღერანი და მგრგვალთა წყობანი მოიშლების, ქალთა სიკეკლუცენი დადუხჭირდების, პირთა სამკაულნი და მარგალიტნი მატლად იქცევის, თმათა ნელსაცხებელნი და ზეთნი სუნნელნი დამყრალდების, ასოთა შენაწევრება და გაწყობისათვის ზვაობა თვითოეულად დაიჴსნების, ღაწვნი ლალებრნი, მტვერთა განმკრძალავნი, მიწითა დაიფარვის, დედ-მამათა საყვარელნი შვილნი, გინა შვი/ლთათვის დედ-მამანი და და-ძმანი, გინა სასურველნი ცოლქმარნი წამსა შინა საძულველ იქმნების, საამბორებელი პირი და საკოცნელი თვალ-წარბნი, რომელთა შორს ყოფნა საჭიროდ ჰქონდისთ, მერმე სახილველად საზარო იქმნების უკეთუ საყვარლისა შვილისა დედამან კაციმცა ვერ პოვა, რაჲთამცა საფლავად დამარხა, თვით ივლტის და ვერღარა თავს-იდვის ხილვა - საყვარელისა შვილისა.

ჰოე კაცო, გულქვავ და გონება მიუდრეკელო, რასა მაღლოი?

იხილეა თავი შენი ზვაობად მიწევნული? ესე არს თავი შენი და ყოფა შენი და მოქმედება შენი! ამისთვის ზვაობდე, ამისთვის იტყოდე მაღალსა!/

ნუ, საყვარელნო, ზვაობა ოდესცა მოგიჴდეს, მიირბინე საფლავად და შთაიხედენ სამარხოთა მკვდართასა, სადა არიან ერთბამად ძვალნი შიშველნი ზვავთა და მდაბალთანი, მეფეთა და გლახაკთანი, აზნაურთა და მონათანი, შვენიერთა და უშვერთანი, მწყაზართა და გონჯთანი, და მაშინ განქარდეს ზვაობა შენი, რომელ დაგითესა გულსა მაგას უცოდველსა და სადგურსა მცნებათა ღმრთისათა, და აღმოფხვარ ბოროტისა ხისა მის ფესვნი გონებისაგან შენისა, რათა არა სადა დაშთეს ნაწილნი - მცირენი სადამე საცნობელთა შენთა. უკეთუ მცირედი რამე ზვაობისაგანი დაცარჩა გვამთა შენთა, კვალად აღივსოს სიბო/როტითა, ვითარცა რა აღივსოს ნავი განხვრეტილი წყალთა მიერ. ამისთვის გასწავებ და გეტყვი: უკეთუ ეგოდენნი წმიდანი და პატიოსანნი კაცნი დასცნა ზვაობამან და არარა სარგებელ ეყო სასწაული მათი და იუდა მოციქულებამან და ქრისტეს რჩეულებამან ვერა არგო და დასცა ზვაობამან და წარწყმიდა, თქვენცა გეშინოდეთ და განეკრძალენით ზვაობასა და სიმდაბლით ადიდებდეთ ქრისტესა აწ და უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat