სულხან საბა ორბელიანი - 45. სწავლა სიმთრვალისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 45. სწავლა სიმთრვალისათვის
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

საყვარელნო, რაჲსათვის გიშლისთ სიმთრვალესა - წმიდა მოციქული, რჩეული ღმრთისა?

ამისათვის, შვილნო, რამეთუ სიმთრვალე ყოველსა კეთილსა დაჴსნის; არა-თუ ოდენ ყოველთა სიკეთესა დაჴსნის, არამედ კეთილისა წილ ბოროტსა აღმოაცენებს.

გესმისთა რასა იტყვის: "ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლისაგან არს სიბილწე"?

ვინაჲთგან ღმერთმან მიწა განგაკაცნა და ცხოელი სული შთაგბერა, სიბრძნე მოგცათ და ნათლისღებისა მიერ შვილ ღმრთისაჲ გყოთ, პატიოსანი სისხლი თვისი დასთხია, რათა არა წარვსწყმდეთ თვისად სამკვიდრებელად და სულისა წმიდისა სადგურად განგვამზადნა, ჩვენცა თანა-გ/ვაც, რათა მცირესა რასამე შერყვნილებასა ვეკრძალებოდეთ და სრულიად სიწმიდესა ვიღვაწიდეთ, რათა დაიმკვიდროს ჩვენ შორის სულმან ყოვლად წმიდამან, და ჩვენთვის ჯვარცმულსა ქრისტეს თანა მივიწივნეთ, სადა მსახურნი მისნი არიან, არა-თუ ნებსითა თვისითა ესოდენ დავითრვნეთ, ყოველნი ნიჭნი ღმრთისანი წარვსწყმიდნოთ, და სული წმიდა განვიშოროთ და სიბილწე მოვიგოთ.

განიხილე და, რაბამ საძაგელ არს სიბილწე, თქვენვე თქუთა!

ოდეს ვისმე სამოსელი ახალი და კეთილი გემოსოსთ, ერიდებით მტვერთა და თიჴათა, რათა არა მიეკრას, და, თუ სადმე მიეკრა, იწყებთ ზრუნვასა და ნავღელსა და დაგიმძიმდებათ დიდად და ამას არა ხედავთ, რამეთუ სამოსელიცა იგი და ყოველივე ოქრო და ოქრო-ქსოვილი/ და ჭიჭნაური, რომელ არს აბრეშუმი, სრულიად მიწითგან არს და მიწა მიწასა მოეცხო. ამისათვის შესწუხდებით და შეშფოთდებით, ხოლო სულისა თქვენისა შებილწებასა არა ზრუნავთ და არცა განეკრძალებით, რომელი ღმერთმან ესრეთ შვენიერი დაბადა, მზისაგანცა უნათლეს არს, და ესრეთ პატიოსანი შექმნა, რამეთუ ღმერთმან ესრეთ შეიყვარა კაცება თვისი; კაცთა დამბადებელი ღმერთიცა განკაცნა და ჩვენი ჴორცნი შეისხნა. და ესრეთ უსასყიდლოდ განაჩინა იესუ ქრისტემან, თვისი პატიოსანი სისხლი მისად სასყიდლად დასთხია.

ხედავთა, ვითარ უპატიოსნეს არს სული ჩვენი ჩვენსა უნდოსა ამას სამოსელსა? და თქვენისა სამოსლისა ოდენცა არა განეკრძალებით სულთა თქვენთა, რათა არა შეიბღალოს, და თქვენ სი/მთრვალითა დიდადცა შეაბილწებთ და მწვირიან და საძაგელ ჰყოფთ მას.

გგონესთ, რათა სვამთ მეტსა ღვინოთა და განმხიარულდებიან გულნი თქვენნი, სიხარული რამე მოსცეს თავთა თქვენთა და არა სიბილწე? მაშინ ღვინითა ოდესცა მხიარულ ხარ, არათუ სიხარული რამე შესრულ არს ტვინად შენდა, არამედ შმაგობა შევალს და სიბრძნე ივლტის და სიშმაგე იგი განსცხრების და იხარებს, ამისთვის რამეთუ განაძო სიბრძნე და დაიპყრა ყოველი სადგური სიბრძნისა სიშმაგემან მან და, რაჲცა ნებავნ, იქმნა და გაქმნევს. [და] ესე არს სიხარული იგი!

მითხარ მე, ჰოი - საყვარელო, რა სასიხარულო შეგძინა შენ სიმთრვალემან: სიბრძნე და ჭკუა მოგიმატა, სიმშვიდე და სიწყნარე/ მოგიძღვნა, საპატიო ყოფა-ქცევა გასწავა, ოქრო და ვეცხლი შეგიკრიბა, ღვინო, პური და ხვასტაგი განგიმრავლნა, საუნჯე საზრდონთ აღგივსო, კაცთან - დაგამეგობრა, მტერთა დაგაზავა, ცოდვის მოტევებასა ღირს გყო ანუ სათნოება ღმრთისა გაქმნია? რა სასიხარულო გიძღვნა ღვინომან, მაჩვენეთ მეცა!

ბრძანებს უფალი მათეს სახარების იჱ: "არა მოვედ დაჴსნად სჯულისა, არამედ აღსასრულებლად" (მათ 5, 17).

იხილეთ, მემთრვალენო, ვითარ სიმთრვალე ქრისტესაგან აღსრულებულსა სჯულსა ყოველსავე დაჴსნის და ღმრთისა მცნებათა ათთა, რომელი მოსცა მოსეს, ყოველსავე გარდაჰჴდების და უგულებელს ჰყოფს!

პირველი მცნება არს: დამბადებლისა/ ღმრთისა მონება და არა კერპთა თაყვანისცემა.

იხილე, თუ რა შეემთხვიათ - ისრაელთა, რომელი წერილ არს გამოსლვასა ლბ თავსა შინა: ვითარ სჯულისა გარდასლვითა ჭამდეს და სმიდეს და სიმთრვალით როკვიდენ წინაშე კერპთა, რომელი ქმნეს ჴბონი ოქროჲსაგან და რაოდენი საძაგელება სხვა აღასრულეს და რაოდენი ბილწება ქმნეს, ვიდრე რისხვაცა ღმრთისა მოწევნად იყო მათ ზედა, უკეთუმცა მოსე არა ვედრებულიყო.

უკეთუ სიმთრვალემან ძეთა ისრაელისათა ერთა ღმრთისათა და რჩეულთა უფლისათა ესრეთ უყო, თქვენა - არარა გავნოსთა? თუცა კერპთა თაყვანი არა სცეს მემთრვალემან და ღმერთად არა აღიაროს, შიშთა ღმრთისათა და ცნობასა სჯულისა მისისათა უეჭველად მიუღებს და ქრისტეს სიყვ/არულისა სურვილსა მისტაცებს-ყე და სულსა წმიდასა განაშორებს და მის წილ სასოდ და იმედად მფარველად ნამთრვალეობისა უმეცრებასა და უგულისხმოებასა დაგიშთენს.

მეორედ წერილ არს: "არა მოიღო სახელი ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა" (გამოსლვათა 20, 7).

აღმოიკითხე დანიელისა წიგნისა მეხუთე თავი, რა ყო ბალტასარ მეფემან უშჯულომან სიმთრვალესა შინა, ვითარ გამოითხოვნა ჭურჭელნი - ტაძრისა ღმრთისანი, მით სმიდა ხარჭთა თვისთა თანა და სახელი ღმრთისა საგმობელყო და ჭურჭელნი სახლისა ღმრთისა[ნი] სასმელად მეძავთათა შექმნნა. ამისთვისცა იხილა ჴელი მწერალი კედელთაზედა აღმოფხვრად მისდა.

მემთრვალენი ყოველნი არა იკმაებენ ღვინოთა, არამედ უფროჲსად და უფროჲსად მოიმატებენ; დაღაცათუ ჭურჭელი ტაძრისა პოვნეს, არცაღა მას ჰრიდებენ და მით უდიდესად სმენ და სახელსა ღმრთისასა შეურაცხჰყოფენ და ზედასა-ზედა წმიდასა სახელსა მისსა სიცრუით იჴმევენ და რაოდენთა ცრუფიცობათა იტყვიან და რაოდენთა უშვერებათა აღასრულებენ.

გვამცნებს დღესასწაულისა დამარხვად.

აღმოიკითხე პირველისა მეფეთა ბ თავი: ძენი ელი მღვდლისანი უძღებნი და უწესონი იყვნენ და ნამეტნავისა მიღებითა ვითარისა რისხვითა მოსწყდენ და შჯულის კიდობანიცა მიეღოთ.

მემთრვალენი მიზეზითა ლოცვისაჲთა მივლენ ეკლესიად, რეცა პატივისათვის დღესასწაულისა; არა-თუ ლოცვათა განეკრძალებიან, არამედ ჭამათა და ძმათა ზედა აქვსთ გონება და ეკლესიათა შინა უგვანად დგანან და იცინიან და უბნობენ; და რა გამოვლენ, იწყებენ მთრვალობათა და სიმღერათა და აროკვებენ ქალთა და შეურაცხჰყოფენ ეკლესიათა და მრავალთა სიბოროტეთა იქმენ.

გვამცნებს პატივსა მამა-დედათასა (გამოსლვათა 20, 12).

აღმოიკითხე დაბადების თ თავი; ოდეს დაითრო - ნოე, კაცი ღმრთისა და განშიშვლდა და ძეთა თვისთაგან საკიცხელი შეიქმნა.

მემ/თრვალენი არცა თვით უყოფენ პატივსა მამა-დედათა და არცა-ღა შვილთაგან პატივ-იცემებიან, რამეთუ ეკიცხვიან და აყვედრებენ, ჰგმობენ და ორნივე მცნებათა ღმრთისათა დამჴსნელ იქმნებიან; და სახლნი ვაჴშითა აღევსებიან, საუნჯენი დაუცალიერდებიან, ღვინო და პური მოაკლდებისთ, და სახლეულნი მშიერნი დაუშთებიან და ესრეთ საკიცხელ იქმნებიან.

წერილ არს: "არა კაც კლა" (გამოსლვათა 20, 13).

ხედავა, რა ყო ჰეროდე მეფემან? ვითარი წინასწარმეტყველი მოკლა მთრვალობითა? დაღაცათუ აწინდელნი მემთრვალენი წინასწარმეტყველსა ვერა მოჰკლვენ, რაოდენი უბრალო მკლველობა ქმნილ არს მთრვალობითა: რაოდენთა თავი თვისი - მოუკლავსთ,/ რომელსამე — მოყვასი თვისი და მეგობარი და სხვათა — მამა, გინა ძმა, რომელსამე — შვილიცა და ცოლი, ანუ რაოდენნი უნახვან ცხედარსა ზედა განსვენებისასა სიმთრვალითა მკვდარნი?

წერილ არს არა-მრუშება.

იხილე, დაბადების ით თავსა შინა ლოთისათვის - რასა იტყვის: სიმთრვალემან რაბამ უძვირესსა მრუშებასა შინა შთააგდო და სხვანიცა რაოდენნი შეაცთუნნა სიძვითა და მრუშებითა. ნუ უკვე მემთრვალემან დაიცვას ჴორცი თვისი ცოდვათაგან და განეკრძალოს, არამედ გულისთქმანი. ვინა უწყის, რაოდენ გზის შეიბილწების, ანუ უშვერისა სიტყვითა და მოყივნებითა და გინებითა წარსწყმედენ სულთა თვისთა პატიოსანთა.

წერილ არს: "არა იპარო" (გამოსლ. 20, 15).

აღმოიკითხე მსაჯულთა იგი თავი, ვითარ სამსონ რა უმსგავსო არა თუ ოდენ მპარაობა, არამედ ავაზაკობა ქმნა სიმთრვალითა, ოდეს იგი შვიდი დღე სმიდა, და ნაძლევისათვის დაესხა მოგზაურთა, დაძარცვნა იგინი, და მთრვალობითავე აღმოუბადნეს თვალნი ამისნი და მიეღო ძლიერება ღმრთივ მონიჭებული. უკეთუ ანგელოზის ხარებით შობილსა და ღმრთივ განძლიერებულსა სამსონს ესრეთ ავნო სიმთრვალემან, აწინდელსა კაცთა, რამე უყოს ღვინომან? ვაიმე, ვხედავ, უეჭველად სულითა და ჴორცითა შთაიჭრეს ტარტაროზსა შინა!

არა-ცილისწამებასა გვამცნებს.

აღმოიკითხე ესთერის წიგნი,/ ვითარ ამან ამადოთელმან სიმთრვალესა შინა რა ცილისწამება შეუმზადა მარდოქეს და მოინება ისრაელთა დედაწულით მოსრვა და თვითვე დამოეკიდა ძელსა მას და მოსწყვიდნეს ძენი მისნი განგებითა ღმრთისაჲთა.

იხილეთ, ჰოი მემთრვალენო, რაოდენნი ცილისწამებანი გამოვლენ თქვენ მიერ მეტნობითა ღვინისაჲთა!

არა გული გითქმიდეს ცოლთა და ქალთა სხვისათა.

აჰა, ვითარ ყო ოლომფორემ სიმთრვალითა, ვითარ წერილ არს ივდითის წიგნსა შინა: ბილწისა გულისთქმითა ესოდენ განძლიერებული და ქვეყნის მპყრობელი სპასპეტი ერთისა დედაკაცისა ჴელითა მოიკლა!

ესრეთ დაჴსნის ყოველთა მცნებათა ღმრთისათა, ესრეთ უა/რჰყოფს ყოველთა წესთა შჯულისათა, ესრეთ შეარცხვენს სიმთრვალე ამას სოფელსა და წარსწყმედს საუკუნომდე.

საყვარელნო, დაღაცათუ მთრვალობა - ერთსა რასამე მცირესა ბოროტსა მოგვატყვებს, თანა-გვაც, რათა არა დავითროთ, ვინაჲთგან ესრეთ საძაგელ არს სიმთრვალე: ღმერთსა განგვაშორებს, მისსა შჯულსა და მცნებასა დაჴსნის, ყოველთა კეთილთა მიგვიღებს და მრავალსა ბოროტსა შეგვძინებს, სასუფევლიდამ განგვიყვანს და ჯოჯოხეთსა შინა საუკუნოდ წარგვწყმედს.

მაშა, არა ჯერ-არსა განშორება სიმთრვალისაგან?

საყვარელნო, ღმრთისა წინაშე ესრეთ საძაგელ არს სიმთრვალე/, გესმისთა, და შჯულისა წინააღმდგომ?

აწ განვიხილოთ, თუცა საწუთოსა სოფელსა ამას შინა რა სარგებელი მოგვცეს, ანუ ჴორცთა ჩვენთა რამე კურნება გვიყოს.

უზმამან ვინმე იხილე საყვარელი შენი მთრვალი მომავალი, თუ ვითარ განგმო გულთა შინა შენთა, განჰკიცხო და საძაგლად სახილველად აღგიჩნდეს. უკეთუ სხვა მთრვალი მოყვასი შენი საძაგელ სანახავი არს წინაშე თვალთა შენთა, ეგრეთვე ყოველნი მთრვალნი წინაშე სხვათა იხილვებიან, რომელნიცა დაითრვნენ. კვალად მემთრვალესა კაცსა ყოველნი ჰგმობენ და სიყვარულსა განიშორებენ, სიტყვასა არღარა ურწმუნებენ,/ მეფეთა და წარჩინებულთა წინაშე წყალობას ვერ ჰპოებნ, ძმათა და მოყვართაგან კიდე იქმნების, დედაწულთაგან სასაჩივროდ გახდების, ომთა და ბრძოლათა შინა დაზიანდების, სავაჭროთა შინა იავარ-იქმნების, ღვიძლი განუჴურდების, გონება დაუსუსტდების, სიმრთელე გაეცლების და გვამთა აგებულება სნეულებითა აღევსების, თავის ტკივილი განუმრავლდების, თვალთა სიწითლე განუჴშირდების, მხედვარობა და სინათლე მიაკლდების, ყურნი სმენად დაუმძიმდებიან, გულთა მფლობელობა უსუსურ იქმნებიან, ტვინნი დაუთხელდებიან და ჭკუა და/ ცნობა დაეფანტებიან, თავი და პელნი თრთოლას დაუწ- ყებენ. თუმცა სნეულება განუმძლავრდა, სიკვდილსა ვერღარა გულისხმა-ჰყოფს; ნუ უკვე სინანულად მოვიდეს და სინანულისა მიერ სულნი იცხოვნენ.

თქვენ ყოველთავე იცით და უწყით, რამეთუ ესე ყოველივე ესრეთ არს და ამას არა-თუ მხოლოდ მთრვალობისა მოძულენი მიემოწმებით, არამედ თვით იგინივე მემთრვალენი და მის საქმისა მოქმედნიცა საძაგლად სდებენ სიმთრვალესა და სხვასა და სხვასა აუგსა იტყვიან მემთრვალობისასა.

ჰოი მემთრვალენო, უკეთუ ბოროტ არს სიმთრვალე, რაისათვის ზედასა-ზედა ით/რობით და ყოველივე მონაგები თქვენი გარდაგიგიესთ მთრვალობისათვის? და უკეთუ კეთილ არს, თქვენს საყვარელსა და მარადის თქვენგან გაუყარსა საქმესა რად იყივნებთ, და აძაგებთ და ბოროტსა უთქვამთ?

საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთრვალობისა: ვინაჲთგან ყოველთავე შჯულთა და წესთა განრყვნის, და ღმრთისა საძულველ არს, და ქრისტეს პატიოსნის სისხლით მოსყიდულსა სულსა თქვენსა ბოყინსა და ნათხევარსა ზედა განჰყიდის, და საწუთოსა ამას სოფელსა შინა ესეოდენსა სავაებოსა მოსცემს: დააგლახაკებს, დაასნეულებს, მეფეთა და მოყვასთაგან განაშორებს, საყვარელთა ცოლთა და შვილთა მოაძულებს, - ამისსა ფასსა რასა სარგებელს გიყოფს მემთრვალობა, ანუ რამე კეთილისა ძალ-უც შეძინებად, მითხარ მე?

იტყვიან ვინმე მემთრვალეთაგანნი: მაშა, რად დაბადა ღვინო ღმერთმან, უკეთუ არა ვსვათ და არა ვილხინო[თ]?

ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, და საკურნებელად და ჴორცთა სასიმრთელოდ, არა-თუ — სამთრვალოდ და გასაშმაგებლად და სასნეულოდ და სასიკვდილოდ. ღმრთისაგან - თქვენთვის სიმრთელის წამალსა ესოდენსა შესვამთ, სტომაქმან ვერ დაიტიოს და სენად გარდაგექცესთ და თვით თავისა თვისისა მკლველნი ბოროტად მოსწყდეთ./

ჰეე, ღვინო დაბადა ღმერთმან ლხინისათვის, არა-თუ ჭირისათვის. მემთრვალენი ვინაჲთგან ლხინად უჴმობენ, იგი არა თუ ლხინი არს, არამედ უფროსად ჭირი და ვაება:

მაშინ არს უწესური ჭამა, უნებური სმა, შეუგვანი წარსაგებელი, ამაო საუბარი, უშვერი სიცილი, ურცხვინო ალერსი, ბილწი სიმღერა, ბოროტი როკვა.

ძმანო, ესე ყოველივე ჭირი არს და არა ლხინი!

მაშინ არს ცნობისა მიღება, სიბრძნისა წარდევნა, ხელობის მოწვევა, სიცოფისა სწავლება, საქონელთა ურიდად ფანტვა და ნათხევართა მოშოება.

ძმანო, ესე არა-თუ ლხინი არს, არამედ ჭირთა უჭირესი!..

ამისთვის მიუწერს წმიდა/ პავლე მოციქული კორინთელთა პირველის ებისტოლის ვ თავსა შინა: "არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაართა, არცა მპარავთა, არცა მემთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკჳდრონ" (ებისტ. კორ. I, 6, 9 – 10).

ჰოი სიმთრვალე ბოროტი და ყოველთა ბოროტთა უბოროტესი!

გესმისთა, რაბამ საძაგელ არს სიმთრვალე და რაოდენთა უშჯულობათა და ღმრთისა მტერობასა თანა შერაცხა მოციქულმან? ხოლო მე ეგრე ვგონებ, რამეთუ უბოროტესცა და უმძიმეს ამათსა არს მთრვალობა, რამეთუ დიდნი ცოდვანი არიან და მტერო/ბა ღმრთისა ზემო წერილნი ესე ცოდვანი, არამედ ნუ ყოს ღმერთმან, და უკეთუ შეემთხვევა ვისმე სიძვა ანუ პარვა, ანუ კაცის კლვა, წამსავე შინა შეიკდემს, შეიშინებს ღმრთისაგან და შეირცხვენს კაცთაგან, იწყებს სინანულად გულითა ლმობილითა, თავსა თვისსა ცოდვილად უწოდებს და ცრემლოან და მოძღვართა და საკანონოთა მოიძიებენ, ხოლო მემთრვალენი არა-თუ შეირცხვენენ, არამედ უხარის და უფროჲსად სმენ, უდიდესთა შთაისხმენ და უფროჲსად ურცხვინოდ განეშორებიან ღმერთსა, და დაივიწყებენ სინანულსა და თავსა თვისსა კეთილმოქმედად უწოდს, და უხვსა და მოლხინესა დანატრიან თვისთა სიბორგილეთა და იქადიან დიდად ბოროტთა ზედა, და გმობენ ზომიერად მჭამელთა და ძუნწად ღა პურშავად ხადიან მათ.

იუწყეთ, საყვარელნო, იესუ ქრისტემან, ღმერთმან ჩვენმან, ცოდვილთათვის ვნებულმან ყოველი ცოდვილი შეიწყალა, მეძავნი და მემრუშენი აცხოვნა. თვით უწყით, მარიამ მაგდალინელი ვითარი იყო; უარისმყოფელი პეტრე თავი მოციქულად დაადგინა, ეკლესიისა მდევარი - პავლე სამ ცადმდე აღამაღლა, ანგარი მათე მეზვერე მახარებელი ყო, გრძნების მოქმედნი მოგვნი ბეთლემს მოსლვითა სასუფევლისა ღირს ყვნა, ავაზაკი უბრალოს სისხლით შეღებილი ზეცისა სამოთხისა ზიარ ყო, ქანანელს დედაკაცსა და ყოველნი ცოდვილნი აცხოვნა. არამედ არა სადა აღმოგვიკითხავს და არცა გვასმიეს მემთრვალე შეწყალებული, ანუ შეწყნარებული, ანუ ცოდვისა მიტევებული.

აწ, საყვარელნო, ვინაჲთგან ესრეთ საზარლად საძაგელ არს სიმთრვალე, ამიერითგან ივლტოდეთ და ნურღარა დაითრობით, რომლისაგან არს ესოდენი სიბილწე, და ისწავეთ ზომიერი ჭამა და სმა, რათა ღმერთმან ღირს გყოსთ და მოგცესთ სინანული და აღგიყვანოსთ ზეცისა სასუფეველსა, სადა არიან ყოველნი წმიდანი. ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat