არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ეკლესიის კანონების შესახებ.
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ეკლესიის კანონების შესახებ.
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:

- შვილებო, ესა და ეს კანონი ამბობს ასე... ეს კი ასე...

- მამა კლეოპა, ისინი ცოტა არ მოძველდა?

- როდესაც წმინდა მამები მათ იღებდნენ, სულიწმინდა საუბრობდა მათი პირით. თუნდაც რომ მოძველებულიყვნენ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს შემდეგი: თუ ეკლესია დაკარგავს თავის კანონიკურ საფუძველს, ის დაიღუპება როგორც ეკლესია. წმინდა კანონები მიღებული იყო წმინდა მამების მიერ არა იმისთვის, რომ გათელილიყო, არამედ იმისთვის, რომ მათ მიჰყოლოდნენ. და მიჰყოლოდნენ არა ასოს მიხედვით, არამედ სულის მიხედვით.

დღეს ვერავინ შეძლებს ეპიტიმიების დადებას წმინდა ბასილი დიდის, ან წმინდა იოანე ოქროპირის, ან წმინდა იოანე მმარხველის კანონების მიხედვით, მაგრამ მათი იგნორირება არ შეიძლება. თუ ჩვენ არც შევასრულებთ მათ და არც პატივს ვცემთ, მაშინ ყველანი ერთად ჯოჯოხეთში წავალთ. ეკლესიის საზომი და საჭე რჩება ღვთის ხელში და არა ადამიანის ხელში. ჩვენ ვათავისუფლებთ, ხოლო მოციქულებს ნათქვამი ჰქონდათ სახარებაში: "რაც შეკრათ, შეკრული იქნება, და რაც გახსნათ, გახსნილი იქნება" (შდრ.: მათე 18:18). და რომელი სათნოების ძალით? სულიწმინდის მადლის ძალით. ხოლო თუ ჩვენ ვათავისუფლებთ სულიწმინდის გარეშე, მაშინ სულიწმინდა არ მოქმედებს. ანუ ჩვენ ვატყუებთ საკუთარ თავს. "როცა ბრმა ბრმას წაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივიან" (მათე 15:14). თუ შენ იმრუშე, ამაოდ გეუბნება მღვდელი: "ეზიარე", მაშინ როცა კანონი გიწესებს ნაკურთხი წყლის დალევას ან იმის გაკეთებას, რაც დაგეწესა. ან თუ კანონი გეუბნება: "ნუ გააკეთებ ასე, რადგან ასე უნდა გააკეთო", შენ კი სხვანაირად იქცევი, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ვატყუებთ. კანონიკური წესები არ არის მიღებული იმისთვის, რომ მსოფლიო მოკლან, არამედ იმისთვის, რომ მსოფლიო შეაკავონ ცოდვისგან.

მოდიან ჭაბუკები, ქალიშვილები, სხვადასხვა ადამიანები აღსარებაზე და ამბობენ, რომ არ დავუწესო მათ ძალიან დიდი ეპიტიმია, რადგან ვერ შეძლებენ მის შესრულებას, მაგრამ თუ მე მათ პატარა ეპიტიმიას მივცემ, მაშინ შევცოდავ, ხოლო როცა დიდს ვაძლევ, არასოდეს არ ვცოდავ. სწორედ ამისთვის არსებობს კანონები, რომ ადამიანი მხილებული იყოს მათ მიერ, რომ გამოასწოროს თავისი ცხოვრება, თორემ ჩვენ ეკლესიას რაღაც გართობად გადავაქცევდით. ვაკეთებთ, რაც მოგვწონს, და ვიღებთ, რაც მოგვერგება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat