სულხან საბა ორბელიანი - 44. სწავლა მწყემსისათვის და სამწყოჲსა დამწყსისათვის.
სულხან საბა ორბელიანი - 44. სწავლა მწყემსისათვის და სამწყოჲსა დამწყსისათვის.
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

ვინ არს, ძმანო, მწყემსი ესე კეთილი, რომელმან დადვას სული თვისი ცხოვართა თვისთათვის?

- ესე მწყემსი იესუ არს, ქრისტე უფალი და ღმერთი ჩვენი, რომელი გარდამოჴდა ზეცით მოძიებად წარწყმედულისა ამის ცხოვართა პირმეტყველთა ჩვენ კაცთათვის, და მოგვიძივნა და წარგვიტაცნა პირისაგან მგელისა გონიერისა, რომელ არს ეშმაკი, და შეგვკრიბნა ერთ სამწყსოდ და დაგვადგა თვით მწყემსად და ზედ მოურნედ.

იესუ არს მწყემსი კეთილი, რომელმან დადვა სული თვისი, სულთა ამათ ჩვენ ცოდვილთათვის.

ქრისტე არს მწყემსი კეთილი, რომელი/ ჰურიათა მიერ განიბასრა, განიკიცხა, იგვემა, ჯვარს ეცვა და მოკვდა ჴორცითა, დაეფლა გვამითა, დადვა სული თვისი ცხოვართა ამათ ადამიერთათვის, შთაჴდა ჯოჯოხეთად და განგვითავისუფლნა ტყვექმნილნი სულნი ჩვენნი და გვაცხოვნნა.

ამცნო ესე მწყემსობა და ასწავა წინამძღრობა - პეტრეს, თავსა მოციქულსა თვისსა, რომელი თავდამოქცევით ჯვარს ეცვა და დადვა სული ცხოვართათვის და ფრიადი შესძინა.

ანდრია ჯვარს ეცვა, სვიმონ განიხერხა, და ყოველნივე მოციქულნი ძვირ-ძვირითა ტანჯვითა მოსწყდეს და დადვეს სული ცხოვართათვის ქრისტესთა.

კვალად წმიდათა მღვდელთმოძღვართა აღასრულნეს ბრძანებანი ქრისტესნი და არა ნაკლულევან იქმნეს მოციქულთაგან, არამედ გარდამეტეს შრომა და ღვაწლნი მათნი ცხოვართა ამათთვის.

აწ მოსრულ არიან ცხოვარნი იგი ღმრთისანი ჴელთა მომართ თქვენთა, რომელნი ხართ მოძღვარნი ამის ჟამისანი და მღვდელთმოძღვარნი, არა განიფრთხობთა ძილისა მისგან უდებებისა და არა იღვწითა ცხოვართათვის ქრისტესთასა, რომელი მოიყიდა წმიდითა სისხლითა თვისითა? უკეთუ მოწაფენი ხართ ქრისტესნი, თქვენდა თანა-გაცთ დადებად სულისა თქვენისა, რათა არა იწოდნეთ ქრისტეს მიერ სასყიდლით დადგინებულად. რაჟამს იხილნის მგელი მომავალი, ივლტინ, რამეთუ არა არიედ ცხოვარნი მისნი, და წარიტაცის მგელმან; და აძოებნ ეკლოვანთა და კუროსთავთა, რომელ განეწონების სასათა მათთა, და ავლინებნ კლ/დოვანთა და ღირღლოვანთა ადგილთა და გამოსწურვენ სძეთა, რომელ არღარა დაუშთეს საპოხლად და აღსაორძინებლად კრავთა მათთათვის, და მორისვავთ მატყლსა ძირითურთ, რომელ ვერღარა იტვირთვენ მყინვარებასა ზამთართასა, და არა ეკრძალვით მჴეცთა და მპარავთა და მხვეჭელთა და ამის გამო შეამცირებთ სამწყსოსა ქრისტესსა.

რაჲმე სიტყვა უგოთ, ოდეს მოვიდეს მწყემსი იგი ჭეშმარიტი, რომელმან მოიყიდა სისხლითა თვისითა ცხოვარნი ესე? რომლისათვის იტყვის პირითა ეზეკიელ წინასწარმეტყველისაჲთა: "ამას იტყვის ადონაი უფალი მწყემსთა მიმართ ისრაელისათა: არა თავთა თვისთა აძოებნ მწყემსნი იგი,/ არცაღა ცხოვართა ჩემთა აძოებნ მწყემსნი იგი. აჰა, სძესა შეშჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და მსუქანთა დაჰკლავთ. ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ, მოუძლურებული არა განაძლიერეთ, სნეული არა განჰკურნეთ, შემუსრვილი არა შეუკართ, და შეცთომილი არა მიაქციეთ და წარწყმედილი არა მოიძიეთ და ძლიერისა შრომითა აქმნევთ. და განიბნინენ ცხოვარნი ჩემნი არა ქონებითა მწყემსთაჲთა და იქმნეს საჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა, და განითესნეს ცხოვარნი მთათა ზედა და ყოველთა ბორცვთა მაღალთა, და პირსა ყოვლისა ქვეყანისასა განიბნინეს და არავინ იყო გამომეძიებელ და არცა მომაქცეველ მათდა.

"ამისთვის ისმინეთ/ მწყემსთა სიტყვა უფლისა: "ცხოველ ვარ მე", — იტყვის ადონაი უფალი ამის წილ, - რამეთუ იქმნეს ცხოვარნი ჩემნი წარსატაცებელი და განსაჭრელი ყოველთა მჴეცთა მიერ არა ქონებითა მწყემსთაჲთა. ამას იტყვის უფალი: აჰა, მე მწყემსთა ზედა გამოვიძივნე ცხოვარნი, ჴელთა მათგან გამოვტაცენ ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათთასა და არღარა იყვნეს მერმე საჭმელ მათდა".

გესმისთა, მწყემსნო, წინასწარმეტყველისა მიერ თქმული უფლისა, რომელმან დაგადგინათ მწყემსად ცხოვართა თვისთა ზედა შემდგომად თვისად და მოგითვალნათ ჴელთა ქვეშე თქვენსა ცხოვარნი იგი, რომლისათვის დადვა სული თვისი ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან, და გიბრძანათ კეთილად მწყსად?

ხედავთა, ვითარ ნებავს გამოძიება სამწყსოჲსა თვისისა, ვითარ იტყვის პირითა, წინასწარმეტყველისაჲთა: "თქუენთჳს დადგინებულთა მწყემსად შემდგომად უფლისა რომელი ბოროტად მწყსიდეს, მიეღოს მწყემსობა"?

აწ რა-მე ყონ ცხოვართა ამათ?

არღარა ესმის ჴმა მწყემსისა, არღარა შეკრბებიან სტვინვასა ზედა სალამურთასა, არა უყეფს ძაღლი თეოსა ზედა, იავარ-იქმნა ფარეხნი კრავთა და თიკანთა, განაბნივნა მჴეცმან სამწყსონი თქვენნი. მიგტაცათ მპარავმან ცხოვარნი უფლისანი და შეჭამა მგელმან.

განიღვიძეთ ძილისაგან მძიმისა, ნუ განსცხრებით შვებითა, ნუ მომედგრდებით გარე-ვლითა, ღაღადებითა მცირითა! თქვენცა დადევით სული თქვენი მსგავსად დიდისა მის მწყემსისა, შეიყვარენით ცხოვარნი, რაოდენიცა მოგითვალნა უფალმან ღმერთმან ჴე/ლთა შინა თქვენთა; აძოენ სიტყვისა ღმრთისა სწავლათა მწვანვილნი დაუჭნობელნი და ავლინეთ მთათა მაღალთა, კეთილთა სახლთა უფლისათა, დაუსტვინვიდით ტკბილად ჴმითა სახარებისა ნესტვისაჲთა, აღჰპარსვიდით მცირედ-მცირედ მატყლთა ცოდვათა მათთასა, რათა არა შეეკრას ტვირთი მძიმე აღსატვირთველად მათთა; მოსწველენით სძენაკლულევანად, სიტკბო იგი სინანულისა, რათა არა სასოწარკვეთილ იქმნენ; ეკრძალეთ მგელსა მას ბოროტსა ეშმაკსა და მპარასა მას წარმტაცებელსა სიკვდილსა და მომხვეჭელსა ცოდვასა მას, რომელი წარუხვამს მადლსა სულისასა; აღრიცხენით სამწყსონი თქვენნი, გამოიკითხენით ცხოვარნი, მოიძიეთ წარწყმედული, მოაქციეთ შეცთომილი, ჰკურნეთ წყლულებსა მგელთა მიერთა, შეუკრენით შემუსრვილებანი და კვალად შეაერთენით სამწყსოსავე თქვენთა, რომელთა ამათ მიერ განმრავლდეს სამწყსონი თქვენნი და ცხოვარნი უფლისა ჩვენისანი; მოიჴსენენით წმიდათა წერილთა მიერ, რამე ყვეს უწინარეს თქვენსა მწყემსთა მათ კეთილთა, წმიდათა მღდელთმოძღვართა, და მიემსგავსენით მათ!

ვინაჲთგან ფრიადი სიტყვის მიცემა გაც წინაშე დიდისა მწყემსისა, ოდეს მოვიდეს. განრჩევად კრავთა და თიკანთა, დადგინებად მარჯვენით და მარცხენით, რამეთუ მაშინ გამოიკითხავს უფალი მონისაგან სამნეოთა თვისთა, ოდეს მოვალს მოხილვად და განს/ჯად ყოველთასა, ამისთვის ყოველთა მნეთა თანა-აც განკრძალვა უფლისა თვისისა და ჯერ-არს, რათა კეთილად იღვაწოს, რა იგი აქვს ჴელთა თვისთა შინა მათთვის.

ჟამსა შინა ამას ჩვენსა იყო ვინმე ხვადაშნისა დაბისაგან მწყემსი ერთი ცხოვართა მშვინვიერთა კაცთა, უსწავლელი და მსგავსი პირუტყვთა ზრდილობითა და უმეცარი წერილთა. წარსტაცა მგელმან ცხოვარი ერთი სიბნელესა ღამისასა. სცნა მწყემსმან მან და უწყო დევნა მგელსა მას წყვდიადისა სიბნელესა შინა და ღაღადებდა და უზმობდა ძაღლთა თვისთა. ეწია უკანა მგელსა მას, ხოლო წინა კერძო დაემთხვია კლდე ფრიად ღრმა. დაუტევა მგელმან ცხოვ/არი იგი და შიშისაგან გარდაიჭრა კლდესა მას და მოკვდა; ხოლო ვერცა კაცმან ამან მოიჴსენა კლდე იგი მწუხარებისაგან და სიყვარულისაგან ცხოვარისა და ღამისა სიბნელისა. კაცი იგიცა გარდაიჭრა - კლდესა და მოკვდა და ცხოვარი თვისი განარინა.

უკეთუ მან უმეცარმან, რომელსა არა ჰქონდა სწავლათა მეცნიერება და არცა შიში ღმრთისა, და მან დადვა სული თვისი პირუტყვისა ცხოვარისათვის, რომელი განქარვებადი არს და საჭმელი კაცთა, რაიმე თანა-გვაც პირმეტყველისა ამის ცხოვარისათვის არა ვიღვაწოთა? მას დღესა დამსჯელ-გვექმნეს მწყემსი იგი თავჴედი და უსწავლელი მსწავლულთა და მეცნიერთა მაგათ, ქრისტეს მოწაფედ სახელდებულთა მწყემსთა./

ანუ ვემსგავსენით წმიდათა მათ მწყემსთა, რომელთა იღვაწეს და დადვეს სული თვისი ცხოვართათვის ქრისტესსა, ანუ ვემსგავსენით თავჴედსა ამას პირუტყვისა მწყემსსა!

ჰხედავთა, სამწყსო ესე პირმეტყველი განიბნინა მწყემსთა უღვაწელობისათვის და ითხოენ მწყემსისაგან, ოდეს მოვალს უფალი ცხოვართა?

უკეთუ არა გნებავს ჟამსა მას ზარის-საჴდელისა სიტყვისგება, ნუ გამოითხოვთ მწყსად ცხოვართა უფლისათა, ნუ სძღებით სძითა მათითა, ნუ იმოსებით მატყლითა მათითა!

არა აღმოგიკითხავსა, რა-იგი ყო იოანე ოქროპირმან, რომელი იყო მთავარეპისკოპოზი კოსტანტინეპო/ლისა? რამეთუ განიძო ექსორიობად და მოიკლა გზათა ზედა და არა სათნო იჩინა ქვრივისა ერთისა ვენახისა წარხმა. ეგრეთვე თვითოეულმან წმიდამან - მღდელთ-მოძღვართა ყოველთა დადვეს სული თვისი სამწყსოსა თვისისათვის, რამეთუ: კლიმი ანკვირელ ეპისკოპოსი, ოცდარვა წელ დღე და ღამე ყოველ ტანჯვათა შინა იყოფებოდა; არა რომელმან მწყემსმან განისვენა, არა შვებით ილხინა, არა უდებებით დაიჴსნა, არა მძინარეობით დამძიმდა, არა ღვინითა მებრუჟეობდა, რამეთუ არა არს მწყემსთა ქცევა ესეთი, არცა ვინ იწოდა ესრეთი მწყემსად წმიდად; არავინ შეიმოსა ჭიჭნაური და ჩჩვილი/ სამოსელი, არავინ იყო მტაცებელ და მხვეჭველ, არავინ განიმრავლნა ცხენნი და ჰუნენი ოქროაღვირედნი და ჯორთა მწყობრობათა საკიდრობანი, არავინ ისხვაგემოვნა მრავალ სანოვაგენი და განსცხრა მემღერებითა და მეფანდურებითა და მოკიცხარითა და მზველავებითა, არავინ დააღამნა დღენი ღვინისა სმითა და არცა განათენა ღამე მემთრვალობითა, ვითარ ეგე თქვენ. არამედ იყო საგონებელი მათი: სულნი კაცთანი ვითარ აღაფრინონ ზეცად და ცოდვილსა ვითარ მოუკვეთონ ცოდვა, უსასოსა ვითარ შესძინო სასოება, დაჴსნილნი ვითარ განაძლიერონ, რათა შვილ სასუფეველისად გამოაჩინონ.

თქვენცა დაუტევეთ, სოფლისა/ ამის სიცბილი, რამეთუ არა სოფლისა ამისნი ხართ, არამედ საუკუნოისა მის დიდებისანი, და მეცა შემინდვენით, უფალნო ჩემნო, კადრებისა ამისთვის, რომელ კადნიერ ვიქმენ წინაშე თქვენისა არა ღირსი; რამეთუ გრწყილნიცა უკბენენ კაცთა მძინარეთა ღამესა შინა, რათა განიღვიძონ ძილისაგან და აღდგენ ლოცვად და ვედრებად უფლისა.

კვალად ძაღლნიცა რა შეშინებულ იქმნენ მჴეცისა მიერ, მიირბენენ მწყემსისა მძინარისა და უკბენენ, რათა განაღვიძონ მწედ მათდა, რათა არა იავარ-იქმნას ცხოვარი. მეცა მსგავსად მათდა შემრაცხენით და ნუ რისხეულ მყოფთ მშვიდნი, სილაღით მკადრებელსა ამას ცოდვილსა.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat