წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ზ (7), ყოვლადწმიდისა და ღმრთივკურთხეულისა ქალწულისა მარიამისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ზ (7), ყოვლადწმიდისა და ღმრთივკურთხეულისა ქალწულისა მარიამისა
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).

ანგელოსისა ჴმასა გიგალობთ, მარიამ, "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის" (ლუკა. 1,28),

1. გიხაროდენ, დედოფალო დედათა შორის.
2. გიხაროდენ, იესოს დედაო, ღმერთი შენ შორის.
3. გიხაროდენ, ბრწყინვალებაო ანგელოსთა შორის.
4. გიხაროდენ, დიდებაო სასუფეველსა შორის.
5. გიხაროდენ, სუფევაო წმიდათა შორის.
6. გიხაროდენ, გვირგვინო ქალწულთა შორის.
7. გიხაროდენ, შვენიერებაო ეკკლესიათა შორის.
8. გიხაროდენ, სასოებაო ქრისტეანეთა შორის.
9. გიხაროდენ, მარიამ, ღმერთი შენ შორის და შენ ეგე ჩვენ შორის.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, შესხმით ვაქებდეთ, დიდებისმეტყველებით ვადიდებდეთ და თაყვანისცემით აღვამაღლებდეთ ყოვლადწმიდასა, ყოვლადქალწულსა, ყოვლადსაყვარელსა დედასა უფლისა იესო ქრისტეს, ღმრთისა ჩვენისასა, მარიამს, რომელსა ადიდებენ ყოველნი წმიდანნი: 1. მამამთავართა ბანაკი; 2. წინასწარმეტყველთა დასი; 3. მოციქულთა გუნდი; 4. მოწამეთა მხედრობა; 5. მღვდელმთავართა მწყობრი; 6. მამათა ღირსება; 7. დედათა პატიოსნება; 8. ეკკლესიათა სავსება და 9. ქრისტეანეთა ნათესავნი, - და რომელისა უგალობენ ზეცისა უსხეულონი: 1. ანგელოსნი; 2. მთავარანგელოსნი; 3. მთავრობანი; 4. ჴელმწიფებანი; 5. ძალნი; 6. უფლებანი; 7. საყდარნი; 8. ხერუვიმნი და 9. სერაფიმნი, - და თვით თავადი ღმერთი ადიდებს მეტყველი: "მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე" (1 მეფ.2,30). და ძე ღმრთისა პატივს სცემს დედასა თვისსა; ხოლო აწ ჩვენცა ესრეთ უგალობდეთ, საყვარელნო, ღმრთისმშობელსა მარიამს და ვიტყოდეთ:

ა. გიხაროდენ, მამისა სათნოო.
ბ. გიხაროდენ, ძისა საყვარელო.
გ. გიხაროდენ, სულისა წმიდისა სავანეო.

1. გიხაროდენ, სერაფიმთა ბრწყინვალებაო.
2. გიხაროდენ, ხერუვიმთა ელვარებაო.
3. გიხაროდენ, საყდართა დიდებაო.
4. გიხაროდენ, უფლებათა მიერ საქებელო.
5. გიხაროდენ, ძალთა მიერ სანატრელო.
6. გიხაროდენ, ჴელმწიფებათა მიერ საკვირველო.
7. გიხაროდენ, მთავრობათა განმანათლებელო.
8. გიხაროდენ, მთავარანგელოსთა განმაკვირვებელო.
9. გიხაროდენ, ანგელოზთა განმაცვიფრებელო და კაცთა ბუნებისა განღმრთობისა მიზეზო.

საყვარელნო ღმრთისანო და მოყვარენო ღმრთისა დედისანო! ღმრთისმშობლისა ძლით გამოგვიბრწყინდა წმიდისა სამებისა ცნობაჲ, რამეთუ ეტყოდა რა ქალწულსა ანგელოსი: "სულიწმიდა მოვიდეს შენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ" (ლუკა.1,35) სულიწმიდა არს ღმერთმთავარი სული; და "ძალი" - ესე არს ძე, ვითარცა იტყვის მოციქული: "ქრისტე ღმრთისა ძალ არს" (1 კორ.1,24); ხოლო "მაღლისა" - ესე იგი მამისა ზეცათასა. გფარვიდეს შენ, ყოვლადღირსო ქალწულო, და შენ გუფარვიდე ჩვენ, დედოფალო, ერსა ქრისტეანეთასა.

ქრისტეს მიერ შეყვარებულნო ძმანი, შევიყვაროთ სულით და გულით დედოფალი ჩვენი, მაცხოვარი ჩვენი და მიზეზი განღმრთობისა ჩვენისა ქალწული მარიამ, რამეთუ მოყვარეთა თვისთა უეჭველად აცხოვნებს და ადიდებს, რომლისათვის სახეცა მოგითხრა:

იყო ვინმე კაცი მართალი და წრფელი და დიდად მოყვარე ღმრთისმშობელისა. ჟამსა მხცოვანებისასა დაუტევა სოფელი და წარვიდა მონასტრად და მუნ მცირედი ოდენ ლოცვები ისწავა და ესე ლოცვა უფროსად შეიყვარა ღმრთისმშობელისა სურვილით, ვითარმედ: "ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა" (ლუკა.1,28; 1,42).

ამას იტყოდა მარადის დაუცხრომელად, ვითარცა სული და სამშვინველი ესე ლოცვა იყო მისდა, რაჲსაცა მოქმედებდა ჴელითა ანუ თუ ვიდოდა ფერჴითა, ხოლო პირით დაუცხრომელად ამას იტყოდა ჭამასაცა პურისასა და ძილსა შინა ამასავე იწურთიდა და დღესა შინა მრავალგზის მივიდის ხატისა მიმართ ღმრთისმშობელისა, ამასვე ილოცვიდა და ამბორს უყოფდა სურვილითა სულისათა და ტრფიალებითა გულისათა.

ესევითარითა ლოცვითა აღასრულა ცხოვრება თვისი და პატიოსნად მიიცვალა უფლისა მიმართ მშვიდობით და დამარხეს იგი სამარხოსა მამათასა.

ხოლო ხვალისად იხილეს, რამეთუ საფლავსა მის ნეტარისასა ერთი მცირე ხე ამოსრულიყო და ყოველსა ფურცელსა ზედა ოქროჲთა ეწერა ვითარმედ:" ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ" და შემდგომი ამისი.

ესე რა იხილეს წინამძღვარმან და ძმათა ყოველთა, განჰკვირდეს და უბრძანა წინამძღვარმან, რათა მოსთხარონ ძირი ხისა მის და ჰსცნან, თუ ვინაჲ არს აღმოსრული; და იხილეს, რამეთუ პირისაგან მკუდრისა მის აღმოცენებული იყო ხე იგი საკვირველებით შვენიერი და გულსა ზედა მის მიცვალებულისასა სახეცა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა გამოსახული იყო ღმრთივშვენიერად.

მაშინ ჰსთქვა ყოვლადღირსმან წინამძღვარმან: "გულის-ჴმა ჰყავთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, რამეთუ კაცმან ამან, უკანასკნელსა ჟამსა მოსრულმან, მსგავსად მეათერთმეტისა ჟამისა მუშაკმან, ესრეთ შეიყვარა ჭეშმარიტად საყვარელი ღმრთისმშობელი მარიამ, რომელ ყოველი სასოება თვისი მისდამი დაჰსდვა და დედამანცა კაცთმოყვარისა ღმრთისამან ესე სასწაული ცხოვნებისა მისისა გამოგვიცხადა სადიდებელად თვისად და სარგებელად მსმენელთა.

აწ უკუჱ, საყვარელნო ქრისტესნო, გლოცავ და გევედრები, შევიყვაროთ ჩვენცა ყოვლადსაყვარელი ღმრთისმშობელი მარიამ საქმითა და ჭეშმარიტებითა და სასოება ჩვენი მისდა მიმართ დავსდვათ და სიყვარულითა მისითა სათნოყოფასა მისსა ვიქმოდეთ. ხოლო სათნოყოფა მისი ესე არს, რომელ: ლოცვასა განკრძალულ ვიყვნეთ, მარხვასა შევიტკბობდეთ, მოწყალებასა ვიქმოდეთ, აღსაარებითა განვიწმიდებოდეთ, სინანულითა განვნათლდებოდეთ და ზიარებითა განვბრწყინდებოდეთ, რათა საუკუნოსა მას სუფევასა ღმრთისმშობელისა დიდებისა და ბრწყინვალებისა ხილვად ღირს ვიქმნეთ და ესრეთ დიდებისმეტყველებით ვაქებდეთ:

1. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა.
2. გიხაროდენ, ანგელოსთა დიდებაო.
3. გიხაროდენ, წმიდათა სუფევაო.
4. გიხაროდენ, ღირსთა შვებაო.
5. გიხაროდენ, მართალთა მოყვარეო.
6. გიხაროდენ, მონანულთა მოწყალეო.
7. გიხაროდენ, ჭაბუკთა სასოებაო.
8. გიხაროდენ, მოხუცებულთა მაცხოვარო.
9. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა და შენ დაადგერ ჩვენთანა აწ და უკუნისამდე.

ჰოი, ღმრთივბრწყინვალეო ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო მარიამ, შენ შეგივრდებით და გევედრებით, სასოებაო ყოველთა ქრისტიანეთაო, ღმრთივშვენიერითა ბრწყინვალებითა ელვარებისა შენისათა განაბრწყინვე ეკკლესიათა სავსება, განანათლე მეფეთა მართლმადიდებლობა, განაშვენე ქრისტეანობა და მოგვმადლე მარადის სათნოყოფა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ რაჲცა მას ჰნებავს, შენცა იგივე გთნავს; მოგვანიჭე სიწმიდითა და სიმართლით ცხოვრება ქვეყანასა ზედა, წმიდის გულით ზიარება ქრისტეს საიდუმლოთა და მის მიერ ზიარყოფა ზეცისა სასუფეველსა, წმიდათა თანა დიდება, მართალთა თანა სავანეობა, ღირსთა თანა გვირგვინოსნობა, მადლობა, გალობა და თაყვანისცემა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
07.08.2022
"მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე" (1 მეფეთა 2:30) - ბრძანა წმინდათა შორის საკვირველმა უფალმა. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა სიცოცხლეშივე სიტყვით და საქმით განადიდა უფალი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat