წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე. ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325 წ.) მონაწილე წმინდა მამა. არიოზის მწვალებლობის მამხილებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის და დასავლეთევროპულ ეკლესიათა წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 (25) დეკემბერი, ახალი სტილით - 25 დეკემბერი. ხოლო 11 აგვისტოს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გაიხსენებს წმინდა სპირიდონის სასწაულს, რომლის მიერაც ქალაქი კერკირა (კორფუ) გათავისუფლდა თურქების ალყისაგან. ეს ამბავი 1715 წელს მოხდა. მაშინ კუნძული ვენეციელთა ხელში იყო, მათ კი ომი ჰქონდათ თურქეთთან. სამთავრობო ჯარის 4 800 დაქირავებული ჯარისკაცი და ათასი კორფუელი ფიცხელ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქთა 33 000-იან არმიას, რომელთაც ნაწილების გადმოსხმა დაიწყეს კუნძულზე.
თურქთა მეწინავე ნაწილები მთელი არმიის თავმოყრას ელოდნენ და დიდი შეტევისთვის 11 აგვისტო დათქვეს. ვენეციელ-ბერძენთა მცირერიცხოვანი არმია შიშით ელოდა თურქთა შემოტევას.
10 აგვისტოს კუნძულის თავზე ცა შავი ღრუბლებით დაიფარა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ამოვარდა ქარიშხალი. აგვისტოში ასეთი ამინდი უჩვეულო იყო კორფუელებისთვის.
მეორე დილით კორფუელმა მზვერავებმა უცნაური ამბავი მოიტანეს: - თურქთა სანგრები ცარიელია, ირგვლივ მიმოფანტულია ათასობით თურქის ცხედარი და მათი ცხენების ლეში. სამარისებური სიჩუმეა და მტრის ჯარი სადღაც გამქრალაო.
თურქთა უეცარი უკან დახევა 11 აგვისტოს ისეთი ნაჩქარევი და ქაოსური იყო, რომ ბევრი მათგანი ტყვედ ჩაუვარდა ბერძნებს. ისინი მომხდარს ასე იხსენებდნენ: - წინა დღეს მოღრუბლულ ცაზე უეცრად გამოჩნდა ფიგურა დიდებული მეომრისა, მარჯვენა ხელში ანთებული სანთელი და მახვილი ეპყრა, მარჯვენაში კი ჯვარი. უკან უამრავი ანგელოზი მოჰყვებოდა. მათ ერთად შეუტიეს თურქებს, თან კოკისპირულად წვიმდა. დამფრთხალი თურქები თავპირისმტვრევით გარბოდნენ და ერთმანეთს თელავდნენ... თურქების აღწერილობით კორფუელებმა დიდებულ მეომარში წმინდა სპირიდონი შეიცნეს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი