ქიუს-ქიუნჯუკში წმინდა პანტელეიმონის მიერ მოხდენილი სასწაულები
ქიუს-ქიუნჯუკში წმინდა პანტელეიმონის მიერ მოხდენილი სასწაულები
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში. სწორედ აქ მდებარეობს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარი.

* * *

კარგადაა ცნობილი იანიჩართა თავნებობა და მძვინვარება, თურქეთის მთელი ისტორიის მანძილზე. ეს გამძვინვარებული მეომრები შიშის ზარს სცემდნენ მშვიდობიან მოსახლეობას ბერძნების აჯანყების დროს, 1821 წელს. მორწმუნეთა ნაწილი მაინც ახერხებდა წმინდა პანტელეიმონის წყაროსთან მისვლას (როგორც ჩანს, ქიუს-ქიუნჯუკშიც ყოფილა წმინდა პანტელეიმონის წყარო, - კ.კ.). ერთმა იანიჩარმა, როცა დაინახა უამრავი პილიგრიმი, რომლებიც ლოცულობდნენ წმინდა პანტელეიმონის ხატთან, სვამდნენ წყალს, ზედ ივლებდნენ და თავიანთ ავადმყოფებსაც ასხურებდნენ, მძვინვარებისგან გონმიღებულმა იარაღი იძრო და ტყვია წმინდა პანტელეიმონის ხატს დაახალა. ტყვია წმინდა პანტელეიმონის ხატზე, მარჯვენა ფეხის ტერფს მოხვდა და აისხლიტა და ის ნიშანი დღესაც ატყვია ხატს. თურქი კი ამ დროს დაეცა, გაცოფდა და შინ მიყვანამდე მოკვდა.

* * *

კონსტანტინოპოლის გარეუბანში ქარაყეას, ანუ შავ სოფელს რომ ეძახიან, თურქი მემეთი ავად გახდა, ოთხი წელი დამბლადაცემული საწოლს იყო მიჯაჭვული და ვეღარ და¬დიოდა. იცოდნენ რა წმინდა პანტელეიმონის სასწაულების შესახებ, ახლობლებმა ავადმყოფი საწოლით მიიყვანეს წმინდა პანტელეიმონის წყაროსთან, წმინდა წყაროს წყალი ასხურეს და თურქი მაშინვე განიკურნა. ეს მოხდა 1835 წელს. განკურნებულმა მემეთმა წყაროსთან დატოვა თავისი საწოლი და ყავარჯნები და შინ დაბრუნდა. მან ხუთი ოკა (დაახლოებით 6 კგ) სანთელი იყიდა და თავისი უსასყიდლოდ მკურნალისადმი მადლიერების ნიშნად ეკლესიაში მიიტანა და წმინდა პანტელეიმონის ხატთან დადო ეკვდერში. მას მერე ეს თურქი ყოველწლიურად მიდიოდა ტაძარში, ორი ოკა სანთელი მიჰქონდა და კეთილმოკრძალებული მონდომებით მიილტვოდა წმინდა დიდმოწამის ხატთან.

* * *

ერთი სკუტარელი (კონსტანტინოპოლის აზიური უბანი) სომეხი ეშმაკეული გახდა და ამ საშინელი სნეულებით ხუთი წელი იტანჯებოდა; როცა შეტევა დაეწყებოდა, ხალხისკენ იწევდა და ასახიჩრებდა, რის გამოც მისი ყველას ეშინოდა. 1836 წელს ასეთ მდგომარეობაში მყოფი მოიყვანეს ის წმინდა პანტელეიმონის წყაროსთან, სადაც მისი ახლობლების თხოვნით მღვდელმა მას შეფუცვის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დროს მან დაიყვირა, დაეცა და ყველასთვის შესაძრწუნებლად პირიდან ქაფი წამოუვიდა; ამ დროს ეკლესიის ეზოში უამრავი ეშმაკეული იმყოფებოდა, რომელთაც ერთხმად შესძახეს:

- შეხედეთ, შეხედეთ, ეშმაკი გამოფრინდა!.. წავიდა, წავიდა!

ავადმყოფი კი ამ დროს უგონოდ იწვა; მას წმინდა ჭის წყალი ასხურეს და წმინდა პანტელეიმონ მკურნალის წყალობით გამოჯანმრთელდა და ეშმაკეულობის შეტევები აღარ გამეორებია.

* * *

ერთ კონსტანტინოპოლელ ყასაბს, რომელიც ღორის ხორცით ვაჭრობდა ანატოლიის მხარეს, ქუჩუქიაში, 1837 წელს გონება შეერყა და ოთხი თვე ამგვარ მდგომარეობაში იყო. ის წმინდა პანტელეიმონის წყაროსთან მოიყვანეს, წყალი ასხურეს და ლოცვები წაუკითხეს. ამ დროს ავადმყოფი გონს მოვიდა და სავსებით განიკურნა. გახარებულმა გულწრფელად მადლობა შესწირა თავის მოწყალე მკურნალს, მის წინაშე ლოცვად დაიღვარა, შესწირა თანხა წმინდა პანტელეიმონის სახელობის უძველეს ტაძარს. მას მერე იგი სიცოცხლის ბოლომდე დიდებული სასწაულმოქმედის თაყვანისსაცემად მოდიოდა და რაიმეს სწირავდა ტაძარს, უმეტესად თაფლის სანთლებს.

* * *

1838 წელს სამი კონსტანტინოპოლელი ქალწული - ერთი მართლმადიდებელი და ორი სომეხთა სარწმუნოებისა - პატიოსან გზას ასცდა და ეშმაკის იარაღად იქცა და ბოროტის ბადეში მრავალი სული გააბა. მაგრამ მათ დაუფლებულმა ეშმაკმა აღარ მოინდომა საიდუმლოდ ყოფილიყო მათში და თავი გამოაჩინა ნამდვილი, მისთვის ჩვეული შეპყრობილობით.

ეს საცოდავი ქალები ექვსი თვე ისეთი საშინელი შეტევებით იტანჯებოდნენ, რომ მათი შემყურე ქრისტიანები თანაგრძნობით განეწყვნენ მათ მიმართ. არ იცოდნენ, რითი დახმარებოდნენ და ისინი წმინდა პანტელეიმონის წყაროსთან წაიყვანეს, სადაც მღვდელს სთხოვეს, მათთვის სათანადო ლოცვები წაეკითხა. მღვდელმა ილოცა, წმინდა ჭიდან წყალი ამოიღო და სნეულებს შეასვა, ქალები მაშინვე განიკურნენ. მადლიერების ნიშნად აღთქმა დადეს, რომ სიწმინდესა და უბიწოებაში განვლიდნენ დარჩენილ სიცოცხლეს.

* * *

1840 წელს საშიში სნეულებისგან სასწაულებრივად განიკურნა კონსტანტინოპოლის დიდი ეკლესიის ლოგოფეტი. ის დიდხანს ავადმყოფობდა, საუკეთესო ექიმებმა ვერაფერი მოუხერხეს მის სნეულებას და ბოლოს მკურნალობაზე უარი თქვეს. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ლოგოფეტმა, იცოდა რა წმინდა პანტელეიმონის აურაცხელი სასწაულების შესახებ, ითხოვა, რომ ქიუს-ქიუნჯუკიდან წმინდა დიდმოწამის ხატი და წმინდა წყაროს წყალი მოეტანათ მისთვის. მღვდელმა ეს სიწმინდეები მოაბრძანა ლოგოფეტთან ნეოხორში (ევროპულ ნაწილში), გადაუხადა წმინდა პანტელეიმონის პარაკლისი და ავადმყოფს შეასვა წმინდა წყაროს წყალი. წმინდა პანტელეიმონმა მათი გულმოდგინე ლოცვისა და ცოცხალი რწმენის პასუხად სასწაული მოახდინა - მომაკვდავი ლოგოფეტი მაშინვე განიკურნა! მან მღვდელი და ოქრომჭედელი წაიყვანა ეკლესიაში, თავისი მადლიერება მხურვალე ლოცვით გამოხატა, და წმინდა პანტელეიმონის ხატისთვის ვერცხლის პერანგი შეუკვეთა. მას მერე ლოგოფეტი ყოველწლიურად, აღთქმისამებრ, წმინდა პანტელეიმონის დღესასწაულზე მის ტაძარში მიდიოდა და კლიროსზე დგებოდა - რათა თავისი ხმითაც განედიდებინა მისი მკურნალი.

* * *

1841 წელს მჩითავის (დაჩითვა - ქსოვილზე მხატვრული სახეების გადატანა ხის საბეჭდების (საჩითავი ყალიბების) საშუალებით) ცოლი ელენე, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ ამ ხელობას მისდევდა, ერთხელ, გამზადებული ჩითის რეცხვისას დამბლა დაეცა, ვეღარ გაინძრა. ის საკაცით შინ გადაიყვანეს. საცოდავი ქალი გაშეშებული იწვა და ვერც ერთ ასოს ვერ ამოძრავებდა; მშობლებმა მოიწვიეს ექიმი, ის ერთი თვე მთელი მონდომებით, მედიცინის ყველანაირი საშუალებით ცდილობდა მის განკურნებას, მაგრამ ქალი ადრინდელ მდგომარეობაში რჩებოდა. ელენეს ბიძაშვილი ხედავდა რა მიწიერი მკურნალობის წარუმატებლობას, ქიუს-ქიუნჯუკში გაემგზავრა და იქაური მღვდელი ავადმყოფის სახლში მოიწვია წმინდა პანტელეიმონის პარაკლისის გადასახდელად. მღვდელმა აიღო წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის წმინდა ნაწილი და ყველაფერი, რაც ღვთისმსახურებისთვის სჭირდებოდა და ავადმყოფისკენ გაემართა; პარაკლისის გადახდის შემდეგ, როცა ავადმყოფის საწოლს მიუახლოვდა, რათა ჯვარი გამოესახა, ამ დროს ავადმყოფს ერთი ფეხი სწრაფად და შესამჩნევად შეუსივდა. მღვდელმა ეს დაინახა, მაგრამ ჯვრის გამოსახვას აგრძელებდა; ფეხი ისე საშინლად გაებერა, რომ კანი გასკდა და იქიდან კვამლივით სქელი ორთქლი გამოვიდა. ამის მერე, ავადმყოფს წმინდა ჭის წყალი ასხურეს და ქალი საბოლოოდ განიკურნა. წმინდა პანტელეიმონის მოწყალებით, ამგვარი სასწაულით გამოჯანმრთელებულმა ქალმა მღვდელს ჰკითხა, წმინდა პანტელეიმონის მიმართ მადლიერების ნიშნად რა შეეძლო გაეკეთებინა. იცოდა რა მათი სიღარიბის ამბავი, მღვდელმა უთხრა, რომ ორმოცი დღის განმავლობაში ევლო ღვთისმსახურებაზე წმინდა პანტელეიმონის ტაძარში და ყოველდღიურად ორმოცდაათჯერ მუხლნი მოედრიკა წმინდა დიდმოწამის ხატის წინაშე და ყველას თვალწინ ღიად მთელი გრძნობით გამოეხატა მადლიერება თავისი კეთილისმყოფლის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის მიმართ.

* * *

რუფათ ფაშას ქალიშვილი ოცი წლის მანძილზე შეპყრობილობით იტანჯებოდა. ფაშა ვერ ჩასწვდა სნეულების არსს და სხვადასხვა დაავადების ექიმები მოიყვანა, მათაც ავადმყოფს მთელი თავიანთი ხელოვნება დაახარჯეს, მაგრამ უარესად გააწვალეს ოპერაციებით, სისხლის გამოშვებთ, წამლებით. განკურნების ყოველგვარი იმედი გაქრა. როგორ ფესგადგმულიც უნდა ყოფილიყო თურქებში სულიერი სიბრმავე და მიუხედავად მათი ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ მტრობისა, ფაშა იძულებული გახდა, თავი ეძლია და დახმარება ქრისტიანულ ტაძარში ეპოვა. დიდი ხანია, რაც მას წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის მიერ განკურნების სასწაულებზე ესმოდა და ფაშამ გადაწყვიტა, ავადმყოფი ქალიშვილი ქიუს-ქიუჯუკში წყაროზე წაეყვანა და იქაურ მღვდელს სთხოვა მათი გასაჭირის მოზიარე გამხდარიყო. მღვდელმა ქალიშვილს ლოცვები წაუკითხა, წყალიც ასხურა, მაგრამ ავადმყოფი არ განიკურნა; ფაშას ავადმყოფის უკან წაყვანა არ უნდოდა, იქვე, წყაროსთან დატოვა, მღვდელს სთხოვა, ყველაფერი გაეკეთებინა, რასაც შეძლებდა, თვითონ კი სასახლეში დაბრუნდა, რომელიც ქიუს-ქიუნჯუკის სიახლოვეს მდებარეობდა. მღვდელი ორი დღის მანძილზე უკითხავდა ავადმყოფს ლოცვას, ასხურებდა წყალს და ასმევდა, მაგრამ ის იწვა და შეტევები უძლიერდებოდა; ბოლოს, მესამე დღეს, ყველა იქ მყოფთა გასახარად და წმინდა პან-ტელეიმონის სადიდებლად, პარაკლისის გადახდის დროს ეშმაკმა დატოვა სნეული და ქალი სავსებით განიკურნა. ქა¬ლიშვილთან დატოვებული მსახურები სასწრაფოდ ფაშასთან გაიქცნენ და შვილის განკურნება აუწყეს. ფაშას ისე გაუხარდა, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც არ გახსენებია, ფეხშიშველმა მიირბინა ეკლესიაში შვილის სანახავად; როცა ქალიშვილი საღ გონებაზე დაინახა, ლამის ჭკუიდან გადავიდა სიხარულისგან. შემდეგ დიდი თანხა შესწირა ტაძარს და მღვდ¬ლებს, განკურნებულ შვილთან ერთად დაბრუნდა სასახლეში და შემდგომში არ მალავდა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის შეწევნის ამბავს.

ზემოთ აღწერილ სასწაულს სხვებთან ერთად შეესწრო ერთი ჩერნოგორიელი ქრისტიანი, რომელიც ასევე ეშმაკს დიდი ხანია შეპყრობილი ჰყავდა და იტანჯებოდა. როცა სხვები ტაძრიდან გავიდნენ, ჩერნოგორიელი შეჩერდა, მწარედ განიკითხა საკუთარი თავი, იგი ამბობდა:

- აგერ მაჰმადიანი განიკურნა, მე კი ბილწი, ღმერთი მწამს, პატივს მივაგებ მის წმინდანებს, მაგრამ აქამდე ვიტანჯები და შეწევნისთვის წმინდა პანტელეიმონს არ მივმართავ.

ამ სიტყვებით დაემხო წმინდა პანტელეიმონის ხატის წინაშე და ლოცვა დაიწყო. მაგრამ უეცრად შეტევა მოუვიდა, ეშმაკმა ვერ დაითმინა მისი მწველი ლოცვა და ჩერნოგორიელს უფრო მეტი ძალით დაეტაკა. ის გაიქცა და ჭაში ჩახტა. ძრწოლამ აიტანა ამ დროს იქ მყოფი ორი მღვდელი და ორი დარაჯი, რომლებიც უკვე ფიქრობდნენ, რომ საბრალო სასიკვდილოდ დაიმსხვრეოდა და დაიხრჩობოდა; თანაც თურქეთის პოლიციის მზაკვრობის ამბავი რომ იცოდნენ, სასწრაფოდ დაკეტეს ეკვდერის კარი და გადაწყვიტეს, გვამი ამოეთრიათ და ღამე ჩუმად დაემარხათ, რომ თურქებს მათთვის არაფერი ევნოთ. თოკს კაუჭები გამოაბეს, ჩაუშვეს და ცდილობდნენ გვამისთვის გამოედოთ; მალე ერთი კაუჭი ტანსაცმელს გამოედო და ოთხივენი მის ამოწევას შეუდგნენ, ფრთხილად ამოსწიეს და საცაა ხელს ჩაავლებდნენ, რომ უეცრად თოკი გაწყდა და ჩერნოგორიელი ისევ ჭაში ჩავარდა. მომხდარმა ძალზე იმოქმედა ყველაზე, თანაც ჩერნოგორიელის ჩავარდნისას მისი კვნესა გაიგონეს. მიხვდნენ, რომ ის ჯერ არ იყო მკვდარი, ხოლო მეორედ ჩავარდნის მერე ცოცხალი ვეღარ გადარჩებოდა. ამან უფრო დაამწუხრა იქ მყოფნი. მღვდლები და დარაჯები უნუგეშოდ ტიროდნენ. მაგრამ სხვა გზა აღარ იყო: მათ კაუჭები ახლა უკვე ჯაჭვზე ჩააბეს და კვლავ ჩაუშვეს, რათა, როგორც ფიქრობდნენ, ჭიდან მკვდარი მაინც ამოეთრიათ. მაგრამ რაო¬დენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა ამოსწიეს და ჩერნოგორიელი სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი იხილეს, ეგ კი არა, მთლიანად მშრალი იყო და მხოლოდ ფეხსაცმელი და ზედა სამოსის კიდე ჰქონდა დასველებული.

გაოცებულნი შემოერტყნენ გარს განკურნებულს და ჰკითხეს, ასე სასწაულით როგორ გადარჩიო. მან მოჰყვა, რომ როცა ლოცულობდა, ეშმაკისაგან ძლეულმა ცნობა დაკარგა, ისე რომ, ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა და რას უშვრებოდნენ, როგორ ჩავარდა ჭაში, როგორ ამოათრიეს პირველად და მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა ჭაში მეორედ ჩავარდა, მაშინ დაინახა, რომ კაუჭები გამოაბეს, რათა ამოეთრიათ; ერთი სიტყვით, ის ამ დროს სრულიად განიკურნა.

- როგორ დაგიფარა წმინდა დიდმოწამემ დამტვრევისაგან, - ჰკითხეს ჩერნოგორიელს, - ანდა ჩავარდნისას წყალში რატომ არ ჩაიძირე?

რაზეც ჩერნოგორიელმა უპასუხა:

- როცა ჩავვარდი, წყლის ზედაპირზე დავრჩი, ვიღაცამ ხელი შემაშველა და ის მაკავებდა როგორც პირველი, ისე მეორე შემთხვევისას.

მაშინ ყველამ ერთხმად ადიდა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი, რომელმაც ასე საკვირველად განკურნა ჩერნოგორიელი და ჩავარდნისას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

* * *

1842 წელს კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ გარეუბანში ორთა-ქეიში წმინდა პანტელეიმონის ტაძრის მნათე, შემდგომში მღვდელი, ქალაქგარეთ ბაღში დასეირნობდა, რომ ამ დროს ეშმაკი შევიდა მასში. ტაძარში საშინლად გამძვინვარებული მიიყვანეს: იგინებოდა, ყველას ლანძღავდა, ათას სისულელეს გაიძახოდა. როცა მას შეფუცვის ლოცვების კი¬თხვა დაუწყეს და წმინდა ჭის წყალი ასხურეს, დაიღრიალა და წაკითხული ლოცვის თითოეულ სიტყვაზე მკრეხელობდა; ორი დღე ამგვარ მდგომარეობაში დაყო, ბოლოს, მესამე დღეს, კვლავ მიიყვანეს ეკლესიაში, ახლა უკვე ლიტურგიაზე; მღვდელმოქმედებისას ის კვლავ მკრეხელობდა. დიდი შესვლისას, როცა მღვდელმა სამეუფეო კარის წინ წარმოთქვა: "ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე". საცო¬დავი კანკალმა აიტანა, დაეცა და რამდენიმე წუთი უგრძნობლად ეგდო ძირს. მას წმინდა ჭის წყალი ასხურეს, აი, მაშინ კი წამოდგა სრულიად ჯანმრთელი, საღ ჭკუაზე და ადიდა წმინდა პანტელეიმონ მკურნალი, რომელმაც მოწყალედ განარიდა იგი ეშმაკის სატანჯველისგან.

* * *

1845 წელს კონსტანტინოპოლელი მეწაღე ხარალამპე, რომელიც სტავროდომიის უბანში ცხოვრობდა, ეშმაკმა შეიპყრო და საშინლად გაცოფდა, კბილებით იგლეჯდა საკუთარ ხორცს და ამ სიშმაგეში შემაძრწუნებლად იქცეოდა. იგი წმინდა პანტელეიმონის ჭასთან მიიყვანეს, ამ დროს იქაური მხცოვანი მღვდელი სადღაც მცირე ხნით საქმეზე წასვლას აპირებდა. როცა მღვდელმა დაინახა, რომ ავადმყოფი ასე საშინლად იტანჯებოდა (ეკლესიაში მიყვანისას მან კინაღამ მკლავი მოგლიჯა), თანაც სნეულის მამასაც იცნობდა, წასვლა გადადო და წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა, რომელსაც ღამისთევის ლოცვა და ლიტურგია მოაყოლა. ლიტურგიისას ეშმაკი საშინლად ტანჯავდა შეპყრობილს. ხარალამპე გამალებით დაეცა ძირს, საშინლად იგვემდა თავს, ყვიროდა, მძვინვარებდა, შმაგობდა, მაგრამ ლიტურგიის ბოლოს ეშმაკმა ის დატოვა და საცოდავი სავსებით განიკურნა.

წმინდა პანტელეიმონისადმი მადლიერების ნიშნად ხარა¬ლამპე ყოველწლიურად თავის განკურნების დღეს მოდიოდა წმინდა პანტელეიმონის ჭასთან აშენებულ ეკლესიაში და განადიდებდა ღვთის სათნომყოფელს.

* * *
კონსტანტინოპოლის გარეუბანში, ორთა-ქეიში ცხოვრობდა მდიდარი სომეხი, გვარად ედოეტა, რომელიც ფულის გადაცვლით ირჩენდა თავს. მისი ცოლი, სახელად კირკორა, ხუთი წელი იმ დროისთვის განუკურნებელი სნეულებით, ჭლექით იტანჯებოდა. სნეულებამ განვითარების უმაღლეს სტადიას მიაღწია და ისე ჩამოხმა, რომ უკვე სიარულიც აღარ შეეძლო, გაუნძრევლად იწვა და უნუგეშოდ იტანჯებოდა. ქმარი არაფერს იშურებდა, ლამის თავისი ქონების ნახევარი მის მკურნალობას მოახმარა, მაგრამ ქალის ავადმყოფობა არათუ უკან არ იხევდა, უფრო მეტად ძლიერდებოდა. ედოეტამ მოისურვა, ავადმყოფი ცოლი წმინდა პანტელეიმონის ჭასთან მიეყვანა, მაგრამ ქალი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ადგილიდან დაძვრა არ შეიძლებოდა. ქმარმა გადაწყვიტა მღვდელი წმინდა პანტელეიმონის ხატით სახლში მიეწვია და ამისთვის ის თვითონვე ჩამოვიდა ქიუს-ქიუნჯუკში; მაგრამ, ჭასთან მუდმივად უამრავი მომლოცველი მოდიოდა და მღვდლებს ვერ გადაეწყვიტათ, ხატით შორს წასულიყვნენ. ედოეტა უფრო მეტად შეევედრა, ცოლის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მოუთხრო, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი ეკლესიაში მოყვანა.

ბოლოს, როგორც იქნა, დაჰყვნენ მის თხოვნას, ერთ-ერ¬თი მღვდელი გამოუშვეს და წმინდა პანტელეიმონის ხატი გამოატანეს, ოღონდ იმ პირობით, რომ პარაკლისის გადახდის მერე ის აუცილებლად იმ დღესვე უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ხატი აუცილებლად სჭირდებოდათ ჭასთან გადახდილი ლოცვებისთვის. პარაკლისის დასრულების შემდეგ მღვდელმა ავადმყოფს წყალი ასხურა, მან გონება დაკარგა და მკვდარივით იწვა; მას ღრმად ჩაეძინა, ძილში სავსებით განიკურნა. პარაკლისის გადახდის შემდეგ მღვდელს წასვლა უნდოდა; მაგრამ სთხოვეს, დაეცადა, რადგან არ იცოდნენ, ავადმყოფს რა დაემართებოდა. მღვდელი მეზობელ ოთახში მოასვენეს, სადაც ის ქალის ქმარს დიდხანს ესაუბრებოდა; შუაღამისას, უეცრად ავადმყოფმა ქმარს დაუძახა და საჭმლის მიტანა სთხოვა. გაოცებულმა ახლობლებმა მასთან მიირბინეს. ქალმა მათ უთხრა, რომ ის სრულიად ჯანმრთელია და გაუმეორა, რაიმე საჭმელი მომიტანეთ, ყველაფერს შევჭამო (ბოლო ხანებში საერთოდ ვერ ჭამდა). ამგვარმა ამბავმა გაახარა შინაურები, სახლის მდიდარმა პატრონმა წმინდა პანტელეიმონის ეკლესიას მნიშვნელოვანი თანხა შესწირა; ხოლო მღვდელს სამი ათასი ლევი აჩუქა (დაახლოებით ასოთხმოცი ვერცხლის მონეტა) და აღფრთოვანებული მას "ბეზიმ პაპას" ანუ "ჩვენ მღვდელს" ეძახდა. შემდგომში ეს მღვდლის მეტსახელად იქცა და მის ოჯახზე გადავიდა.

* * *

კონსტანტინოპოლში, არნატ-ქეაში, ერთი ბერძნის ვაჟი დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდა შეპყრობილებით; ის სხვადასხვა წმინდა ადგილში დაჰყავდათ, მაგრამ ვერსად განიკურნა. ბოლოს მამამ იგი წმინდა პანტელეიმონის ჭასთან მიიყვანა. როგორც კი ნაპირს მიადგნენ, შეპყრობილმა გაშმაგებულმა ისე საშინლად დაიყვირა, რომ ბაზრიდან მთელი ხალხი მისკენ გამოიქცა, რადგან ვერ ხვდებოდნენ რა მოხდა. საცოდავი კი გაჰყვიროდა:

- არ წავალ, არ წავალ!

მაგრამ ის ძალით მიიყვანეს წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძარში; ეს მოხდა 1853 წელს, წმინდანის ხსენების დღეს, ლიტურგიის დროს. როცა იგალობეს "შენ გიგალობთ", ეშმაკეულს გააკანკალა, დაეცა და შემდეგ უკვე განკურნებული წამოდგა. მან ნაწყალობევი კურნებისთვის მადლობა შესწირა წმინდა პანტელეიმონს. მადლიერების ნიშნად სამუდამოდ უნდოდა დარჩენილიყო წმინდა პანტელეიმონის ტაძარში და ემსახურა, მაგრამ მამამისმა შინ ძალით წაიყვანა. შემდგომში როცა მშობლებისგან ეკლესიის სამსახურისთვის ნებართვა ვერ მიიღო, იგი ჩუმად გამოიპარა სახლიდან და ერთ-ერთ არქიმანდრიტს დაუდგა მსახურად კიუს-კიუჯუკთან მდებარე სოფელ სელევრიაში. იგი ფიქრობდა, სწორედ მისი დახმარებით შეძლებდა წმინდა პანტელეიმონის ტაძრის სიახლოვეს მუდმივად დასახლებას. უცნობია, დაეხმარა თუ არა არქიმანდრიტი მას სურვილის აღსრულებაში. განკურნებულმა მასთან ორი წელი იცხოვრა, შემდგომში ათონის მონასტერზე გაემგზავრა და იქ ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა.

* * *

1850 წლის დასაწყისში გასაოცარი სასწაული მოახდინა წმინდა პანტელეიმონმა თავის ჭასთან. ქალკედონიაში, სოფელ რივაში ცხოვრობდა ერთი დამბლადაცემული თურქი, რომელიც ოცი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. წყლულები გაუჩნდა, ჩირქი სდიოდა და ყარდა. მდიდარი იყო, ფულს არ ზოგავდა, მაგრამ მკურნალობისგან სიკეთეს ვერ იღებდა. ურჩიეს, წმინდა პანტელეიმონს შეევედრე, რომელიც ყოველგვარ უკურნებელ სნეულებისაგანაც ჰკურნავსო. მასაც დიდი ხნია სმენოდა წმინდა პანტელეიმონის ჭასთან მომხდარ სასწაულებზე, მაგრამ ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ მას გამოცდილი ექიმების მიერ დანიშნული მიწიერი წამლები უშველიდნენ. ბოლოს, როცა ყოველგვარი იმედი დაკარგა, მან შინაურებს უბრძანა, რომ იგი ქიუს-ქიუნჯუკში წაეყვანათ. დაქირავებულმა მებარგულმა საკუთარი მხრებით მიიყვანა ის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის ეზოში და სხვების დახმარებით ძირს დააწვინა. მებარგული ებრაელი იყო; ისიც იქვე დადგა და ტანსაცმლიდან ავადმყოფის სხეულიდან მოცხებულ ჩირქს იწმენდდა, ელოდებოდა, როცა თურქი მორჩებოდა თავის საქმეს, რომ უკანვე წაეყვანა და სათანადო საფასური მიეღო.

ძირს გაუნძრევლად მწოლ თურქს მღვდელი მიუახლოვდა, რომელსაც წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის მოხდენილი მრავალი სასწაული ეხილა და ცოცხალი რწმენით იყო ავსებული. მან სნეულს შეუძახა:

- რას წევხარ? ადექი! განა არ იცი, რომ წმინდა პანტელეიმონთან მოხვედი?

მაგრამ ავადმყოფი ძველებურად იწვა და არ ინძრეოდა. ღვთისმოსავმა მღვდელმა ნათქვამი გაუმეორა, ამაოდ; წმინდა პანტელეიმონის სახელის დიდებისთვის მოშურნე მღვდელმა იგივე სიტყვები მესამედაც წარმოთქვა, ავადმყოფ თურქს სახეში მსუბუქად გაარტყა და ხელი ხელზე მოჰკიდა, თითქოს წამოდგომას აიძულებდა. თურქი ნელ-ნელა წამოდგა; ის ჭასთან მიიყვანეს, წყალი გადაასხეს და ყველასთვის გასაოცრად, სავსებით განიკურნა როგორც დამბლესაგან, ისე წყლულებისგანაც. გახარებული თურქი გამოვარდა ეკვდერიდან, ყვიროდა და ადიდებდა წმინდა პანტელეიმონ მკურნალს. ებრაელმა მებარგულმა რომ დაინახა, ის დაუხმარებლად დადიოდა, ამგვარი სასწაულით აღელვებული, ქუჩაში გამოვარდა და მთელი ძალით ყვიროდა:

- არასოდეს ამგვარი სასწაული არ მინახავს!

მის ყვირილზე უამრავმა ადამიანმა მოირბინა, მან ხალხს მოუყვა, თუ როგორ მოიყვანა ზურგით დამბლადაცემული, ჩირქმდინარე წყლულებიანი თურქი და როგორ უეცრად განიკურნა; თვით განკურნებული თურქიც მოვიდა მათთან და მოწმობდა საკუთარ თავზე მომხდარ სასწაულს. ბევრი უნე¬ბურმა ძრწოლამ აიტანა, განსაკუთრებით ისინი, ვინც იცოდა თურქის ოცწლიანი ავადმყოფობის შესახებ.

თურქმა წმინდა პანტელეიმონის ეკლესიას ფული შესწირა, მას მერე ყოველწლიურად, თავისი განკურნების დღეს, მოდიოდა წმინდა პანტელეიმონის წყაროსთან, ჰმადლობდა წმინდა მკურნალს განკურნებისთვის და ყოველთვის ცვილი მოჰქონდა.

* * *

კონსტანტინოპოლელი მეწაღის, საბა გიორგისის ცოლი გვერდის ჭვალით ავად გახდა, გაუჩნდა კუჭის სპაზმები და როცა ეს ორივე სნეულება უძლიერდებოდა, ქალს მუცელი ეჭიმებოდა და სიკვდილის პირას დგებოდა. ასე იტანჯებოდა სამი წლის მანძილზე და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. ქმარმა შეიტყო წმინდა პანტელეიმონის სასწაულების შესახებ და იგი ქიუს-ქიუნჯუკში მოიყვანა 1857 წელს, სადაც ქალს პარაკლისი გადაუხადეს, შეასვეს წყალი. ისინი სამი თვე დარჩნენ აქ, წმინდა პანტელეიმონს ევედრებოდნენ, რომელიც განკურნებას აგვიანებდა მათივე სულიერი სიკეთისთვის და ღვთისმოსავი საქმეების კეთებისთვის ცოცხალი რწმენით აღძრავდა ცოლ-ქმარს.

მესამე თვის ბოლოს ქალი სავსებით განიკურნა. მას მერე ისინი ყოველწლიურად მოდიოდნენ წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში და ძალისამებრ გაიღებდნენ შესაწირს.

* * *

კონსტანტინოპოლშივე ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, სახელად ანასტასია, რომელიც ოთხი წელი ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი; მისმა ახლობლებმა 1858 წლის 18 ნოემბერს, წმინდა მატრონას ხსენების დღეს, იგი წმინდა პანტელეიმო¬ნის ჭასთან მიიყვანეს; ამ დროს ლიტურგია მიმდინარეობდა. ეშმაკეული ბორგავდა, ყვიროდა და ყველაფერ წმინდას ლანძღავდა, მაგრამ როცა დიაკვანმა სამეუფეო კარიდან უფლის სისხლი და ხორცი გამოაბრძანა და თქვა: "შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!" ეშმაკეულმა საშინლად დაიყვირა და დაეცა. უჩვეულო ყვირილმა ყველა შეაშინა. პირი ისე არაბუნებრივად გაეღო, რომ ძნელი იყო მისი შეხედვაც კი. ამ დროს ყველამ დაინახა, რომ მას პირიდან კვამლი ამოუვიდა და ეს ათი წუთი გაგრძელდა; ავადმყოფმა გრძნობა დაკარგა და იფიქრეს, მოკვდაო. მაგრამ როცა წმინდა ჭის წყალი მოიტანეს და ასხურეს, ქალი უეცრად სრულიად გამოჯანმრთელებული წამოდგა.

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისადმი მადლიერების ნიშნად ქალი ეკლესიის სიახლოვეს ორმოცი დღე ცხოვრობდა და არ სურდა განშორებოდა კურნების ადგილს, მაგრამ ბოლოს დაემორჩილა ქმრის ნებას და შინ გაჰყვა.

* * *

კონსტანტინოპოლელი ხუროთმოძღვრის ცოლიც ასევე ეშმაკეული იყო რვა თვის განმავლობაში, ამასთან, ფეხმძიმედ გახლდათ და როცა ბალაკლიაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყაროსთან წაიყვანეს, გზად მშობიარობის მოახლოება იგრძნო, ამიტომ უმალ ჰოსპიტლისკენ მიაბრუნეს. მშობიარობის შემდეგ ქალს დამბლა დაეცა: ფეხები წაერთვა, ხოლო ხელები ისე დაეკრუნჩხა და მხრებისკენ მიეღუნა, რომ მათი გაშლა აღარ შეეძლო - მაღლა ჰქონდა აწეული; მხოლოდ გვერდულად მჯდომს შეეძლო განძრევა, ხელების დაუხმარებლად, რადგან მათ ვერ იყენებდა; თან სიშმაგის შეტევებიც გაუძლიერდა. ასეთ საშინელ მდგომარეობაში მი¬იყვანეს ის წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს, მისსავე სახელობის ეკლესიაში ქიუს-ქიუნჯუკში 1859 წელს. ლიტურგიის დროს ქალი ისე შმაგობდა, ღვთისმსახურების ხმას ახშობდა, ამიტომაც მიტროპოლიტმა ბრძანა, ეკლესიიდან გაეყვანათ, მაგრამ ქმარმა ითხოვა მისი ტაძარში დატოვება. ქალი წირვის დროს განიკურნა. ლიტურგიის მერე მიტროპოლიტმა ქალი თავისთან მიიხმო, აკურთხა და საჯაროდ განადიდა წმინდა დიდმკურნალი პანტელეიმონი, რომელიც ამგვარ დიდებულ და გასაოცარ სასწაულებს აღასრულებს.

* * *

კონსტანტინოპოლელი ათი წლის ქრისტიანი ბავშვი ავადმყოფობამ დააყრუა, დაამუნჯა და ამგვარ მდგომარეობაში დაყო ოთხი წელიწადი. ახლობლებმა იგი ქიუს-ქიუნჯუკში, წმინდა პანტელეიმონის ჭასთან მიიყვანეს, სადაც ბავშვისთვის პარაკლისის გადახდა ითხოვეს, წმინდა ჭის წყალი დაალევინეს, ასხურეს, მაგრამ ბავშვი ყრუ-მუნჯი დარჩა. ამ დროს მოვიდა არქიმანდრიტი, მოკიდა ხელი ავადმყოფს და თვითონ შეასვა წმინდა ჭის წყალი; შემდეგ ზევით აიყვანა, მერე მოატანინა წმინდა პანტელეიმონის ტაძრის გასაღები, ყრმას პირში ჩაუდო, ბავშვმა, თითქოს შესაწინააღმდეგებლად, რაღაც გაურკვევლად წაილუღლუღა და ამ დროს სმენა დაუბრუნდა. ჩანდა, სრულად არ განიკურნა, მაგრამ როცა შინ მიიყვანეს და ზღურბლზე ფეხი შედგა, ბიჭმა იკითხა, დედა სად არისო, და იმ წუთიდან ამეტყველდა. ბავშვის განკურნებით გახარებული მშობლები მაშინვე გაემართნენ წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძარში და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს, რის მერე ბიჭის მამა, ვიდრე გარდაიცვლებოდა, ყოველწლიურად შვილის განკურნების დღეს მიდიოდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარში და განადიდებდა დიდმოწამეს.

* * *

1860 წელს სკუტარში მეწაღის თხუთმეტი წლის შეგირდი, სახელად იოანე, იჯდა და მუშაობდა, ამ დროს მან უეცრად ისეთი სისულელე წარმოთქვა, გარშემო მყოფი ყველა გააოცა, შემდეგ უკან გადაიხარა, სკამიდან გადავარდა და გაშმაგდა. სიცოფის შეტევები ისეთი ძლიერი იყო, რომ მის გვერდით მყოფნი იძულებულნი გახდნენ იგი ჯაჭვით დაებათ. მოიწვიეს ექიმი, მაგრამ ის მიხვდა, რომ ავადმყოფობა სამედიცინო საშუალებებით არ განიკურნებოდა და მის ახლობლებს ურჩია, სნეული წმინდა პანტელეიმონის ტაძარში წაეყვანათ. მეწაღემ სნეული შეგირდი ქიუს-ქიუნჯუკში წაიყვანა. როცა იოანე ჭასთან მიიყვანეს, ის იკლაკნებოდა, ათასნაირ უცნაურობას აკეთებდა და შეშლილივით იქცეოდა. როცა მას სნეულებისთვის შესაფერისი-შეფუცვის (ეშმაკის განდევნის) ლოცვების წაკითხვა დაუწყეს, გრძნობა დაკარგა და მთელი ღამე მკვდარივით იწვა. დილით უეცრად საშინლად, რაღაც ველური, არაადამიანური ხმით დაიღრიალა; მას თავზე გადააფარეს ოლარი, და სახარება წაუკითხეს, მან ისევ დაკარგა გონება, მაგრამ ეს გულის წასვლა მისი განკურნებით დამთავრდა, რამეთუ, როგორც კი მას წმინდა ჭის წყალი ასხურეს, ავადმყოფი გონს მოვიდა და თავი სრულიად ჯანმრთელად იგრძნო.

* * *

ზემოთ მოთხრობილი სასწაულები, რომელზეც ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერები მოგვითხრობენ, ძალზე კნინი ნაწილია იმ სასწაულებისა, რომელიც წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონს მოუხდენია, ნიკომიდიასა და ქიუს-ქიუნჯუკში. როცა ათონელმა ბერებმა ეს წმინდა ადგილები მოილოცეს, იქაურ მამებსა და მორწმუნეებს ჰკითხეს, თუ არსებობდა რაიმე სახის წიგნი, სადაც ეს სასწაულები იქნებოდა მოთხრობილი. ქიუს-ქიუნჯუკში ყველა ახსენებდა "კონდიკს", სადაც ოცდაშვიდი წლის განმავლობაში ორი ათასზე მეტი სასწაული ჩაეწერათ. თითქმის ყოველი განკურნებული საკუთარი ხელით წერდა ამ განკურნების შესახებ "კონდიკში". წერდნენ გვარს, სახელს და რიცხვს, როცა განიკურნენ, ზედმეტი დეტალების გარეშე. წერდნენ ბერძნულად, სომხურად, თურქულად. სამწუხაროდ, ეს წიგნი მამებმა ვერ მოიძიეს.

ბევრი სნეული, რომელიც ქიუს-ქიუნჯუკში ყავარჯნებით მოდიოდა, ყავარჯნებს იქვე ტოვებდა და შინ გამოჯანმრთელებული ბრუნდებოდა. რუს ბერებს წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში ორმოცდაათი წყვილი ყავარჯენი დახვდათ. ამ ყავარჯნებს შემდეგ ღუმელში შეშად ხმარობდნენ. ასევე შეშად ხმარობდნენ იმ საწოლებს, რომლებსაც იქ განკურნებული სნეულები ტოვებდნენ, რომლებიც მანამდე ლოგინს იყვნენ მიჯაჭვულნი და საკუთარი ფეხით ბრუნდებოდნენ შინ.
............................
სურათზე: სტამბულში, ქიუს-ქიუნჯუკის წმინდა პანტელეიმონის ტაძარი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
07.08.2022
"მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე" (1 მეფეთა 2:30) - ბრძანა წმინდათა შორის საკვირველმა უფალმა. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა სიცოცხლეშივე სიტყვით და საქმით განადიდა უფალი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat