2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.
ეცვა თეთრი ფერის კვართი. რომ დავინახე, ხელები გაშალა და გადამეხვია, შემდეგ თავზე დამადო ხელი და დამლოცა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოსო. მე მორიდებით ვუთხარი: -მამა გაბრიელ ხშირად გაწუხებთ თხოვნით-მეთქი. წმიდა მამამ შემომხედა და მითხრა: „ქრისტეანობა არ არის შეწუხება“!... გამომეღვიძა... ვგრძნობდი დიდ სიმშვიდეს და სიხარულს.
მეორე დღეს ჩემი მეუღლე თურქეთში გაემგავრა ონკოლოგურ გამოკვლევაზე, რომელსაც ყოველ სამ თვეში იკეთებს. იქ უთხრეს: კარგად ხარ, გამოკვლევა აღარ გჭირდებაო.
მადლობა უფალს! მადლობა წმიდა მამა გაბრიელს.
ექიმი ზურაბ ვარაზი
7.04.2019 წ. ხარება
***
მყავს 14 წლის შვილიშვილი, რომელსაც მე-5 კლასამდე არც წერა-კითხვა შეეძლო და მათემატიკურ აზროვნებაშიც ჩამორჩებოდა. სამი წლის ბავშვს უფრო მეტი აზროვნება შეეძლო, ვიდრე ჩემს შვილიშვილს. ამის გამო შეწუხებული ვიყავი და ძალიან განვიცდიდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა გზით განმევითარებინა მისი გონება. და აი, მოხდა სასწაული! როცა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროდან სამების ტაძარში გადმოაბრძანეს, წავიყვანე ჩემი შვილიშვილი ალექსანდრე გელაშვილი (რუსთავიდან) და ცრემლებით შევღაღადე მამა გაბრიელს, ბავშვზე მოეღო იმდენი წყალობა, რომ წერა-კითხვა მაინც ესწავლა. მოხდა სასწაული, ალექსანდრე დღეს წერს და კითხულობს. მათემატიკაშიც ხსნის ამოცანებს. დღეს მადლობის სათქმელად მოვიყვანე, დიდი რწმენა გაუჩნდა მამა გაბრიელისა და კვლავ ვთხოვთ და ვევედრებით უფრო მეტად გაუნათოს გონება, რომ ცხოვრებაში წარმატებული ადამიანი იყოს.
დიდება და მადლობა უფალს. დიდება მამა გაბრიელს.
ნარგიზა გელაშვილი. 2019წ,
***
ჩემო საყვარელო მამა გაბრიელ!
არ დავიღლები შენთვის მადლიერების გამოხატვაში. მე ცოდვილი ნინო, თუ ამ სიტყვებს ვწერ, შენი დამსახურებაა. 2013 წლის 26 მარტს მძიმე ბრონქოსპაზმით მოვხვდი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. 5 დღის მანძილზე ვიყავი უიმედო მდგომარეობაში „მუნჯი ფილტვის სინდრომით”. მხოლოდ მე-6 დღეს, როცა არსაიდან ხსნა და კურნება არ ჩანდა, მომიბრძანეს მამა გაბრიელის პიჯაკი, რომელიც 3 დღის განმავლობაში მეფარა. იმავე დღეს შეიცვალა სასიკეთოდ ჩემი ანალიზები. მომავალ კვირას კი, როგორც ჯანმრთელმა გამოვიღვიძე და ახლა მადლიერი ვწერ ამ სიტყვებს. მადლიერება ჩემს მამა გაბრიელს და ჩემს უფალ იესო ქრისტეს ჩემი და ჩემი შვილების გახარებისათვის.
Nინო კუცია
9/05.19.
(არის ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი ანესთეზიოლოგი)
***
2010 წელს, გორის რაიონის სოფელ შინდისში ჩვენს ოჯახზე უფლის წყალობა დაეშვა. მამა ავად გაგვიხდა. არანაირი წამალი არ კურნავდა. ექიმებიც ვერ შველოდნენ. ერთ ღამეს, სიზმარში ურჩიეს მოელოცა მამა გაბრიელის საფლავი. მართლაც წავედით მცხეთაში, მოვილოცეთ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები.
იმ დღის შემდეგ მამას არაფერი ასტკენია. დღემდე ჯანმრთელია. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ამ დიდი გამოჯანმრთელებისთვის.
მარიამ თვვარაძე
2019 წ. 3 ნოემბერი
***
2013 წელს გავიკეთე საყლაპავის, თეაქრისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ გამიკეთდა ნაღვლის ჯირკვლის ანალიზი, რომლის პასუხი იყო ასეთი: „კარცინომა” (ავთვისებიანი სიმსივნე). ეს დიაგნოზი დამისვა გამოცდილმა პროფესორმა (გვარი არ მახსოვს), რაშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. წამოსვლისას მან მითხრა, რომ ყურადღება მიმექცია. სახლში დავიწყე მკურნალობა ძვირადღირებული პრეპარატებით, ბალახეულსაც ვიყენებდი, მაგრამ არანაირი შედეგი-თავს ცუდად ვგრძნობდი. წონაში დავიკელი (12კგ). მირჩიეს ონკოლოგიურში მივსულიყავი. შწორედ ამ დროს გამახსენდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავზე უამრავი ადამიანი ინკურნებოდა. მის საფლავზე დავდე ჩემი ჯვარი და ზუსტად ერთი საათი ვილოცე... ამ დღის შემდეგ დამეტყო გაუმჯობესება, წონაშიც მოვიმატე, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. გადავწყვიტე ანალიზი განმეორებით შემემოწმებინა და სინჯი გერმანიაში გავაგზავე. გამოკვლევა ვერ მოხერხდა, რადგან უკვე სამი თვე იყო გასული, მაგრამ ასე მითხრეს: თუ აქამდე არაფერი დაგემართა, ნუ გეშინიაო. მე ვიცი და მჯერა, რომ მამა გაბრიელმა განმკურნა და გამომაჯანმრთელა.
მადლობა მამა გაბრიელს!
თბილისი. გიორგი იაშვილი. 56 წლის.
***
დიდი მადლდიერება მინდა გამოვთქვა და გამოვხატო წმინდა გაბრიელის მიმართ, რომელსაც ყოველთვის ვთხოვდი ჩემი ოჯახის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას.
ჩემს შვილს 12 წელი შვილი არ ჰყავდა. ამ ხნის განმავლობაში დავდიოდი წმიდა ბერთან და ვთხოვდი მიეტევებინა ჩვენთვის ცოდვები და ჩემი შვილისთვის შვილები მიეცა.
ა/წლის 22 თებერვალს ვიყავი სამთავროს დედათა მონასტერში და დამირეკეს რომ ჩემი რძალი არის ორსულად. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ყოველ სამშაბათს ვესწრები მამა გაბრიელის პარაკლისს და აი, ახდა ჩემი ოცნება-ა/წლის 25 სექტემბერს დაიბადა იოანე და ნოე გიორგაძეები.
სანამ ცოცხალი ვიქნები, სულ მადლიერი ვიქნები წმიდა გაბრიელის. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა უფალს და ღირს გაბრიელს.
ბებია-ნანა ჯმუხაძე
26. 09. 2019 წ.
***
მამა გაბრიელი ძალიან ბევრჯერ დამეხმარა, ძალიან მიყვარს და ხშირად ვგრძნობ მის შემწეობას.
თავდაპირველად, ვიდრე ეკლესიის წიაღში შემოვდგამდი ფეხს, ჩემი წლისნახევრის შვილი ცხელი წვნიანით დაიწვა. არავინ მაძლევდა მისი გადარჩენის იმედს, უმძიმეს მდგომარეობაში 40-41% დამწვრობით, იყო შოკში და მხოლოდ ერთ წერტილს უყურებდა. ამ ხნის განმავლობაში არ ჭამდა. ერთადერთი რაც იყო, მამა გაბრიელის ზეთს ვაწვეთებდი პირში. დღეს სრულიად განკურნებული და ჯანმრთელია.. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.
თამარ ხარაბაძე
2019 წ.
***
2019 წლის 4 ნოემბერს 5 წლის ნინო (ნინია) კუჭავას მსხვილ ნაწლავზე ასანთის ოდენა კისტა აღმოაჩნდა. საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება. ოპერაციამდე ბავშვი მამა გაბრიელის ლუსკუმასთან მივიყვანეთ, შევევედრეთ წმიდა ბერს და ვთხოვეთ დახმარება ბავშვის გამოსაჯანმრთელებლად. ბავშვს ვაცხებდით მამა გაბრიელის ზეთს და ამავე დროს ზიარებასაც იღებდა. 2019 წლის 4 დეკემბრისთვის კისტა თითქმის გამქრალი იყო (სულ ცოტაღა იყო დარჩენილი).
დიდება და მადლობა უფალს, ღირს მამა გაბრიელს. მადლობა მას ამ ბედნიერი წუთებისთვის.
მშობლები: ზაზა კუჭავა, თეა კინწურაშვილი
19.06.2000 წ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი