წმინდა პანტელეიმონის მიერ სხვადასხვა ადგილას მოხდენილი სასწაულები
წმინდა პანტელეიმონის მიერ სხვადასხვა ადგილას მოხდენილი სასწაულები
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში. როგორც გადმოგვცემენ, იქ მრავალი სასწაული მოუხდინა თურქებს წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა. მოგითხრობთ ერთ განსაკუთრებით აღსანიშნავ სასწაულზე, რომელიც სარწმუნო წყაროდან არის აღებული.

მინარეთებზე, რომლებიც თურქული მეჩეთის ნაწილს წარმოადგენს, თავისუფლად ყვირიან მუეძინები (ხოჯები ანდა ბეზანები) და მუსლიმანებს ლოცვისთვის მოუწოდებენ. მა გრამ გაუქმებულ წმინდა პანტელეიმონის ტაძართან მიშენებულ მინარეთიდან დაყვირებას ვერავინ ბედავდა. და თუ ვინმე იქიდან მუსლიმანებს ლოცვისთვის მოუწოდებდა, მას წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი სასტიკად სჯიდა: ზოგი მინარეთიდან ვარდებოდა და საშინლად შავდებოდა, სხვები სამუდამოდ დამუნჯდნენ, უმეტესი ნაწილი კი მინარეთის ჩა¬მონგრევისას იხოცებოდა და ზოგიერთის ცხედარს ვეღარც პოულობდნენ ხოლმე.

წმინდა დიდმოწამეს ამგვარად მოჰყავდა გონს ყურანის თაყვანისმცემლები, ამავე დროს იგი ინდობდა მინარეთის მახლობელ სახლებში მცხოვრებ ქრისტიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მინარეთის ჩამონგრევისას ყოველთვის სახლების სახურავები იმსხვრეოდა, ანდა სახლის ნაწილი ჩამოიშლებოდა, ხალხი ყოველთვის უვნებელი რჩებოდა ხოლმე. მათ იცოდნენ, რომ წმინდა პანტელეიმონი დაუსჯელად არ დატოვებდა ხოჯებს. როცა მინარეთიდან ჩვეულებისამებრ მონოტონურად ლოცვისკენ მოუწოდებდნენ მუსლიმანებს და როგორც კი მინარეთზე მდგარი ხოჯას შეძახილს გაიგონებდნენ, მაშინვე გამორბოდნენ სახლებიდან. ცოტა ხნით გონსმოსული თურქები თავს ანებებდნენ მინარეთიდან ყვირილს და არც მინარეთის აღდგენას ცდილობდნენ, მაგრამ გადიოდა ხანი, მოდიოდა ახალი თაობა, ქალაქის ახალი მთავრობა, ისინი ივიწყებდნენ წმინდა პანტელეიმონის მწარე გაკვეთილებს, ანდა საერთოდ გამოგონილად მიიჩნევდნენ, სიამაყით იმშვიდებდნენ თავს, რომ მათ ხელში არა¬ფერი მოხდებოდა, ამიტომაც აღადგენდნენ მინარეთს, მის წვეტზე დაამაგრებდნენ თავიანთ ისლამურ ნახევარმთვა¬რეს; მაგრამ მათაც მრისხანედ გულისხმისჰყოფდა წმინდა პანტელეიმონი და უარს ამბობდნენ მინარეთსა და იქიდან შეძახილზე.

XIX საუკუნეში თესალონიკის სიახლოვეს მდგარ თურქულ ჯარს ხელმძღვანელობდა მუსა ფაშა. მას მუდმივად სურდა მინარეთის განახლება და მეჩეთად გადაქცეულ ტაძარში მუსლიმანთა ლოცვის აღვლენა, თუმცა თურქები შიშით ტაძარში აღარ შედიოდნენ და მუდმივად დაკეტილი იყო. ფაშამ ოსტატები დაიქირავა და გამოცდილი ხუროთმოძღვრის ხელმძღვანელობით მინარეთი აღდგა, რომელიც შესახედავად კარგად გამოიყურებოდა და მკვიდრად იყო ნაგები, რისთვისაც თურქებმა პატივი მიაგეს და მადლობა გადაუხადეს ბერძენ ოსტატს. მაგრამ მომდევნო ღამეს, როცა ხოჯამ მინარეთიდან ლოცვისთვის მოუწოდა მუსლიმებს, მინარეთის ზედა ნაწილი ჩამოვარდა და მიწაში ღრმად ჩაერჭო.

მომხდარის ნამდვილ მიზეზს თურქები ვერ მიხვდნენ და ეს ბერძენ ოსტატს გადააბრალეს. ოსტატი შეიპყრეს, ყური არ უგდეს მის თავის მართლებას და ჩამოხრჩობა გადაუწყვიტეს. ბოლოს, ერთმა თურქმა ურჩია, მაგის მოკვლას რა უნდა, ჯობია მინარეთი აღვადგენინოთ, ძალზე მტკიცედ და თუ რაიმე არ მოგვეწონება, მოვკლათო. ბერძენი ოსტატი იძულებული გახდა, თურქების მკაცრი მეთვალყურეობით საქმეს შესდგომოდა. მუსლიმები ყველაფერს დაკვირვებით ადევნებდნენ თვალს, თუმცა ბერძენს ეს არ აბრკოლებდა, რადგან ახლაც ადრინდელივით კეთილსინდისიერად, საქმის სრულყოფილი ცოდნით აშენებდა მინარეთს. ბოლოს, როცა ისეთი ააშენა, რომ მასზე უკეთესი აღარ შეიძლებოდა, ბერძენი ოსტატი პატიმრობიდან გამოუშვეს. მაგრამ მეორე საღამოს, როცა მუეძინი ავიდა მინარეთზე და ყვირილი დაიწყო, მინარეთის ზედა ნაწილი, თავისი წვეტით, ძირს ჩამოვარდა! ამ ამბავმა განაცვიფრა ფაშა, მანაც თავი ანება სიჯიუტეს და მინარეთი ოცი წელი ნახევრად დანგრეული დარჩა, ხოლო მეჩეთი დაკეტილი იყო.

ერთხელ, ერთი სალოსი აძვრა მინარეთზე, ქვები მიმოფანტა და აყვირდა: "თქვენს მინარეთს მივანგრევთ და წმინდა პანტელეიმონის ეკლესიად გადავაქცევთო". თურქები მას ჭკუანაკლულად თვლიდნენ, მაგრამ მისი ნათქვამიდან დაასკვნეს, რომ ტაძრის აღდგენის ფიქრი ქრისტიანებს გონებაში დაემარხათ, ამიტომაც შურისძიებისა და შეურაცხ¬ყოფის მიზნით, მინარეთი ააგეს და მეჩეთის კარი მუსლიმანთა ლოცვისთვის გააღეს, თუმცა ისინი ზოგჯერ იკრიბებოდნენ იქ, თანაც ხოჯას მოუხმობლად, რომელიც მინარეთზე ასვლას ვერ ბედავდა. რამდენჯერმე დაადგამდნენ მეჩეთს ნახევარმთვარეს, წამოვიდოდა სეტყვის ღრუბელი, პირველივე მეხი დაეცემოდა მინარეთს და შემუსრავდა უსჯულო¬თა რწმენის სიმბოლოს. მრავალი წარუმატებელი ცდის მერე თურქებმა მინარეთის აღდგენას თავი ანებეს და თავიანთი უწმინდური ღვთისმსახურება შეწყვიტეს მეჩეთად გადაკეთებულ ტაძარში.

მაგრამ, ამ მრისხანე მინიშნების გარდა, სხვა დამსჯელი სასწაულიც მოხდა: მიტოვებული მეჩეთის (წმინდა პანტელეიმონის სახელობის ყოფილი ტაძრის) კედლები დროთა განმავლობაში რამდენიმე ადგილას გაიბზარა, იწყო ჩამოშლა; ზამთრის ხანგრძლივი წვიმები კედლებს რეცხავდა, ნალესსა და საღებავს აცლიდა და მის ქვეშ გამოსახული წმინდანების ფრესკები გამოჩნდა. თურქებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ხელახლა დაეფარათ წმინდანთა ხატები, ამიტომაც "იოლი" გზა გამონახეს, მათი განადგურება ანდა შერყვნა გადაწყვიტეს. მართლაც, ლურსმნებით ამოჩიჩქნეს, ზოგი ხატებს ჩაქუჩს ურტყამდა, ზოგიც ქვას. ამას ძირითადად მეჩეთის გვერდით მცხოვრებნი აკეთებდნენ და ის, ვინც ტაძარს გვერდით ჩაუვლიდა ხოლმე. ამ მკრეხელობამ უკვალოდ არ ჩაიარა, ყველა, ვინც გაკადნიერდა და ქრისტიან წმინდანთა გამოსახულებები შეურაცხყო, უეცრად, მოულოდნელად დაიღუპა და ზოგიერთს ოჯახიც ამოუწყდა. ასე რომ, ოცი წლის განმავლობაში (1845 წლიდან) მეჩეთის გარშემო აღარავინ ცხოვრობდა თურქთაგან და ეს სახლები ქრისტიანებს ეკუთვნოდათ; მკვიდრთაგან ცოტა თუ გადარჩა ცოცხალი. იქ ბევრი ცარიელი სახლი იდგა, სადაც მუსლიმანები ცხოვრებას ვერ ბედავდნენ, ხოლო მათი ყიდვის თავი ქრისტიანთაგან არავის ჰქონდა.

მეჩეთის სიახლოვეს მდგარი სახლი, რომელსაც მინარეთი რამდენჯერმე დაეცა, ავქსენტი აბაჯდესი იყო. 1849 თუ 1850 წელს მასთან ცხოვრობდა მისი ახლო ნათესავი, რომელმაც ღამით არაერთხელ ნახა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი, რომელიც მათ ეზოში დადიოდა და მერე მეჩეთის გარშემო აღმართულ გალავანს გარს უვლიდა. ვერ მიხვდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო, თურქად მიიჩნია და ბრაზობდა მის კადნიერებაზე; შემდეგ იფიქრა, უცნობი ახალგაზრდა შესაძლოა, ქურდიაო. ეს ახლობლებს მოუყვა და უფრო ყუ¬რადღებით იწყო თვალთვალი. კაცი შუაღამისას ეზოში გამოვიდა და ლამის შეეჯახა უცნობ ჭაბუკს, ყვირილით გაიქცა მის შესაპყრობად, მაგრამ მაშინვე გონება დაკარგა და ძირს დაეცა. მის ყვირილზე ახლობლები გამოვარდნენ, ოთახში შეიყვანეს და ჰკითხეს, - რა შეგემთხვაო, მაგრამ ხმას ვერ იღებდა; კაცს სისხლი სდიოდა ცხვირ-პირიდან; დაუძახეს ექიმებს, მათ დაასკვნეს, მალე მოკვდებაო. ძალზე შეწუხდნენ ახლობლები, ამასთან სურდათ, შეეტყოთ, რა დაემართა, ვინმემ ხომ არ სცემა. მათ კითხვებზე სნეულმა, როგორც იქნა, ამოილუღლუღა, - ის უცნობი ჭაბუკი ვნახეო... ნათესავები მიხვდნენ, რომ მათი სტუმარი წმინდა პანტელეიმონმა რაღაცის გამო დასაჯა. მოუხმეს მღვდელს, როცა სნეულს წმინდა პანტელეიმონის პარაკლისი გადაუხადა, კაცი გამოკეთდა და ახლობლებს მოუყვა, რაც შეემთხვა. ავქსენტის ოჯახს მუდამ კრძალვა ჰქონდა წმინდა პანტელეიმონისა და ახლა უფრო მეტ პატივს მიაგებდნენ წმინდა დიდმოწამეს, მადლობდნენ, რომ იგი მათი ოჯახის მფარველი და ხშირი სტუმარი იყო.

1851 წელს სალონიკში იმყოფებოდა მთაწმინდელი მამა სერგი ვესნინი, რომელმაც ჰკითხა საქმეში გარკვეულ ხალხს, თუ რატომ არ იყო აღმართული მინარეთზე წვეტი და მეჩეთის თავზე კი ნახევარმთვარე. უპასუხეს, ეს მეჩეთი ადრე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია იყო, წმინდანი არ ითმენს თავისი ტაძრის შეურაცხყოფას და მკაცრად ანადგურებს სიწმინდეთა შემრყვნელ მუსლიმურ სიმბოლოებს.

- რატომ არის, რომ მხოლოდ ის არ ითმენს ამას, მაშინ როცა ყველა სხვა წმინდანმა, ღვთისმშობელმა და თვით უფალმაც დაუშვეს, რომ მათი სახელობის ტაძრები შეებილწათ და მეჩეთებად გადაექციათ? - იკითხა მთაწმინდელმა მამამ.

- ეს საიდუმლოა უფლისა, რომელიც საკვირველ არს წმიდათა შორის თვისთა, - ამგვარი გახლდათ მათი პასუხი.

* * *

1847 წელს მთაწმინდის სიახლოვეს, მაკედონიის საზღვრებში მდებარე დიდ ქალაქ სარესში საშინელი ხანძარი გავრცელდა, რომლის დროსაც ათასობით სახლთან ერთად თხუთმეტამდე ეკლესიაც დაიწვა. მათ შორის იყო წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ტაძარი. ღვთის წმინდანმა მისადმი ქალაქის მოსახლეობის განსაკუთრებული სიყვარულის გამო ეს ეკლესია დაიფარა თავისი მადლმოსილი საფარველით: ქრისტიანთა და თურქთა გასაკვირად, ეს ტაძარი გადარჩა, მაშინ როცა იგი ხანძრის შუაგულში იდგა და მის გარშემო და მას მიდგმული შენობები ყველა დაიწვა. ამ მძვინვარე ხანძრის დროს ბევრმა ქრისტიანმა და თვით თურქებმაც კი იხილეს ჭაბუკი მხედარი, რომელიც ეკლესიას გარს უვლიდა და ცეცხლის ალები მასთან შეხებას ვერ ბედავდნენ და ვერც ტაძარს ეკარებოდნენ. ქრისტიანთა რწმენით, ეს ჭაბუკი თვით წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი იყო, რომელმაც გადაარჩინა თავის სახელზე აგებული ეკლესია.

* * *

1839 წელს კონსტანტინოპოლის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ რედასტოსში, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა ორი დიდებული სასწაული მოახდინა.

ამ ქალაქის სიახლოვეს სოფელ კუმაში წმინდა პანტელეიმონის სახელობის ძველის-ძველი ეკლესია მდებარეობდა, სადაც ყოველწლიურად ზეიმობდნენ ტაძრის დღესასწაულს და წმინდა დიდმოწამის ხსენებას.

ქალაქ რედასტოსის ღვთისმოსავი მკვიდრი სტავროს კეხალუსი და მისი მეუღლე ელენე ყოველთვის გულმოდგინედ მოილოცავდნენ წმინდა პანტელეიმონის ტაძარს მისი ხსენების დღეს. ამგვარი განწყობით მივიდნენ ისინი 1839 წელსაც წმინდა პანტელეიმონის დღესასწაულზე, მათ თან თავიანთი ვაჟი იოანე ახლდათ. ტაძრის დღესასწაულზე შეკრებილ სხვა ქრისტიანებთან ერთად სტავროსი და ელენეც ხარობდნენ და ზეიმობდნენ წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენებას. ამ დროს ვერ შენიშნეს, რომ მათი ვაჟი ტაძრიდან გავიდა და თანატოლებთან ერთად თამაშობდა. თამაშისას იოანე ღრმა ხრამში ჩავარდა. ეს ტაძარი ძალზე სახიფათო ადგილზეა, რადგან მის გარშემო საშინელი უფსკრულებია. სწორედ ამგვარ ხრამში ჩავარდა ღვთისმოსავი ქრისტიანების ვაჟი, რომელსაც მთელი სხეული დაესერ-დაეჟეჟა. როცა მომაკვდავი ბავშვი ხრამიდან ამოიყვანეს, მშობლებთან ერთად იქ შეკრებილ ხალხსაც მოერია ცრემლი. მშობლებმა როგორც კი შვილი ამგვარ მდგომარეობაში იხილეს, უპირველეს ყოვლისა, ლოცვით მიმართეს წმინდა პანტელეიმონს, ცრემლით დაალტვეს მისი ხატის წინ იატაკი და შესთხოვეს წმინდანს, რომ მოწყალება მოეღო მათზე, ამ მართლაც კრიტიკულ წუთებში. მათი ვაჟი კი ამასობაში უფრო და უფრო სუსტდებოდა და სიკვდილი უახლოვდებოდა. მშობლებს სჯეროდათ, რომ წმინდა პანტელეიმონს მათი ვაჟის მკვდრეთით აღდგენაც შეეძლო, თუმცა უკვე მისი დაკრძალვისთვის დაიწყეს მზადება. მაგრამ წმინდანმა მოხედა მათ რწმენას და მისადმი მათეულ კრძალვასა და პატივისცემას. ამ დროს "შემთხვევით" ამ ადგილს გვერდით ჩაუარა მათმა ნათესავმა, რომელსაც თან ახალდაკლული ცხვრების ტყავები მიჰქონდა. შეკრებილი ხალხი რომ დაინახა, მივიდა და შეიტყო მომხდარი. თანაუგრძნო თავის ახლობლებს და თვითონაც არ იცოდა რატომ, ბავშვის მშობლებს სთხოვა და არწმუნებდა, რომ ბიჭი ამ ტყავში გაეხვიათ. სტავროსმა და ელენემ მისი წინადადება უბრალო ნათქვამად კი არ მიიღეს, არამედ როგორც აშკარა ნებად წმინდა პანტელეიმონისა. სჯეროდათ რა წმინდა დიდმოწამის მადლიანი შეწევნისა, თავიანთი ცოცხალ-მკვდარი შვილი ცხვრის ტყავში გაახვიეს. წმინდა დიდმოწამემ რა იხილა მათი უბრალო რწმენა, სასწაული მოახდინა - ბიჭი მსწრაფლ განკურნა და იგი თავს ისე გრძნობდა, თითქოს არაფერი შემთხვეოდა. ამგვარად, მათი მწუხარება სიხარულად გადაიქცა.

სასიკვდილო სარეცლიდან წამომდგარმა ბიჭმა, თითქოს ჩაძინებულს გამოეღვიძაო, დაინახა, რომ მის გარშემო უამრავი ადამიანი შეკრებილიყო და შფოთავდა. იკითხა: ეს რას ნიშნავსო. მას მომხდარიდან აღარაფერი ახსოვდა, რადგან გონებადაკარგული იყო. ამასთან, ტანზე ნაიარევები რომ დაინახა, გახარებულმა ადიდა წმინდა პანტელეიმონი. "საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა!" - გაიძახოდა ყველა.

ამის გარდა, წმინდა პანტელეიმონმა სხვა სასწაულიც მოახდინა: გაუფრთხილებლობით სტავროსს და ელენეს პატარა ბავშვი მაღალი ადგილიდან ჩამოუვარდათ. შეშინებული მშობლები ქვემოთ გაიქცნენ, იფიქრეს, მათი შვილი სასიკვდილოდ დაიმსხვრეოდა. და აი, რას ხედავენ: ჭაბუკ მხედარს, რომლის ვინაობაც არავინ იცოდა, ანდა საიდან მოვიდა, ხელთ პატარა ეპყრა. მან ბავშვი დედას ხელებში ჩაუწვინა, უყურადღებობისთვის დატუქსა და წავიდა. მოკლედ, იქ მყოფნი მხოლოდ დატკბნენ უცნობი მხედრის ხილვით, ოღონდ ვერ იცნეს. ბავშვის მშობლებს კი ბევრი გამოძიება არ დასჭირვებიათ. მათ მთელი არსებით სწამდათ, რომ ჭაბუკი მხედარი, რომელმაც მათი შვილი სიკვდილს გადაარჩინა, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი იყო.

სურათზე: წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
07.08.2022
"მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე" (1 მეფეთა 2:30) - ბრძანა წმინდათა შორის საკვირველმა უფალმა. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა სიცოცხლეშივე სიტყვით და საქმით განადიდა უფალი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat