წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი (600 წ. ქრისტეს შობამდე) - 17 (30) დეკემბერი
წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი (600 წ. ქრისტეს შობამდე) - 17 (30) დეკემბერი
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან "ხილვით შუენიერი" და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია, განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და მათი ქალდეურ მწიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა. ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები - დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც საჭურისთმთავარმა ბალთაზარი, სედრაქი, მისაქი და აბედნაქო დაარქვა. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ განშორებოდნენ, ყრმებმა მკაცრად შემოიზღუდეს თავი საცთურთაგან: მხოლოდ მწვანილეულობასა და წყალს ღებულობდნენ, ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს სჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდამო სიბრძნე მიემადლათ. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა. ბაბილონელი ბრძნები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეეტყოთ, რა დაესიზმრა მეფეს. წმიდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარსი, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობაც გაუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დააჯილდოვა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დეირის ველზე დაადგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ განკარგულების შეუსრულებლობისათვის სამი ყრმა - ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელზე ორმოცდაცხრა წყრთით აღმატებულ ცეცხლში წმიდა ჭაბუკები მშვიდად დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა, გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმიდა დანიელმა განმარტა უცნაური წარწერა ("მანე, თეკელ, ფარეს"), რომელიც სასახლეში გამართული დიდი წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა კედელზე და ბაბილონის სამეფოს დაცემას მოასწავებდა. სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობისას მოშურნეებისაგან დასმენილი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვდიეს, მაგრამ მხეცები არც გაკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმიდანის გადარჩენამ და ბრძანა, მთელს სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცათ თაყვანი დანიელის ღმერთისათვის, "რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე".

ნეტარ დანიელს უფალმა ისრაელი ერისა და მთელი სამყაროს მომავალი განუცხადა. მან ზედმიწევნითი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ქრისტეს განკაცების ჟამიც - სამოცდაათგზის შვიდი, ე.ი. 490 წელი იმ დროიდან, როცა იუდეველები იერუსალიმის გალავნის აღდგენის ნებას მიიღებდნენ. წმიდა დანიელმა თავის ერს უშუამდგომლა დარიოსის მემკვიდრესთან, მეფე კიროსთან, რომელიც დიდად აფასებდა ნეტარს და ტყვექმნილი იუდეველები გაათავისუფლა, თავად წინასწარმეტყველი კი ტყვეობაში გარდაიცვალა. წმიდა ელენე დედოფალმა მისი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენა.

ერთი ცნობით, ანანიამ, აზარიამ და მისაელმა დანიელის მსგავსად დაასრულეს სიცოცხლე, კირილე ალექსანდრიელის (ხს. 9 ივნისს) მოწმობით კი მათ სპარსეთის მეფის, კამბიზის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს. სინას მთის ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ცნობა იმის შესახებ, რომ ვარამის სპარსთა მეფის ზეობისას მომხდარა ანანიას, აზარიას და მისაელის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება: ბაბილონში მცხოვრები ერთი ებრაელი, რომელმაც გადმოცემით იცოდა, თუ სად იყო დაფლული ეს სიწმიდეები, მათი ძალით უამრავ კურნებას აღასრულებდა. ღვთის განგებით, ქრისტიანებმა იუდეველისაგან წამოიღეს უხრწნელი ნაწილები და მართლმორწმუნეთა თაყვანსაცემად პატივით გადააბრძანეს სამარტვილეში.

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
............................

აქვე ნახეთ:

ღმერთმა ტანჯულებს ანგელოზი მოუვლინა. დანიელი და სამნი ყრმანი

ტროპარ-კონდაკი წინასწარმეტყველი დანიელისა და სამთა ყრმათა: ანანიასი, აზარიასი და მისაილის



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat