წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მორათში (მორიშეტში) დაიბადა, რის გამოც მორათელს უწოდებენ. წინასწარმეტყველური ღვაწლი მან ქრისტეს შობამდე 778 წელს დაიწყო და ორმოცდაათ წელზე მეტხანს გააგრძელა, ის მოღვაწეობდა იუდეველთა მეფეების - იოათამის, აქაზის და ეზეკიას მეფობისას. იყო თანამედროვე წინასწარმეტყველი ესაიასი (შესაძლოა, მისი ერთ-ერთი მოწაფეც), ამოსის და ოსიასი. ამხილებდა და უწინასწარმეტყველებდა როგორც იუდეას, ისე ისრაელს. წმინდანმა წინასწარ განჭვრიტა ის განსაცდელები, რომელიც დაატყდებოდა თავს ისრაელის სამეფოს მისი დანგრევის შემდეგ და იუდეას - ასურეთის მეფის, სენაქერიმის თავდასხმის ჟამს: "აჰა, უფალი გამოვიდეს ადგილისაგან მისისა და შთავიდეს და აღვიდეს სიმაღლეთა ზედა ქუეყანისათა. და შეირყინენ მთანი ქუეშე კერძო მისსა. და ჴევნებნი დადნენ, ვითარცა ცჳლი პირისაგან ცეცხლისა და ვითარცა წყალი შთამომდინარი შთამოღმართსა. უთნოობისათჳს იაკობისსა ყოველნი ესე და ცოდჳსათჳს სახლისა ისრაჱლისა. რაჲ არს უთნოობა იაკობისი - არა სამარიაჲ? და რაჲ ცოდვაჲ სახლისა იუდაჲსი - არა იერუსალჱმი? და დავდვა სამარიაჲ ხილის საცავად ველისა, დასარგავად ვენაჴისა, და შთავჴადნე სიღრმედ ქვანი მისნი და საფუძველნი მისნი გამოვაჩინნე" და სხვა (მიქეა 1, 3-6). მას ეკუთვნის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ: "აწ შეიზღუდოს ასული ეფრემისი ზღუდისა მიერ; შეწყუდევაჲ განაწესა თქუენ ზედა, კუერთხითა სცემდენ ღაწუთა ზედა ტომთა ისრაჱლისათა. და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა. ამისთჳს მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაჱლისათა" (მიქეა 5, 1-3).
არ არის ცნობილი, წმინდა მიქეა თავისი სიკვდილით მოკვდა, თუ იუდეველებმა მოკლეს, რომელთაც ის ამხილებდა. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მშობლიური სოფლის ახლოს იყო დაკრძალული.
წმინდა მიქეა წინასწარმეტყველის ნაწილები, ისევე როგორც წმინდა ამბაკუმისა, თეოდოსი დიდის მეფობისას ბარათსატიაში მოიპოვეს, მას მერე, რაც უფალმა ელეფთეროპოლელ ეპისკოპოს ზევინს სასწაულებრივ ხილვაში განუცხადა წინასწარმეტყველის განსასვენებელი. მაშინ წმინდა მიქეას პატივსაცემად ტაძარი ააგეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი